შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (11)


11-08-2016, 02:17
ავტორი annabelle
ნანახია 2 277

-რაიყო სახლიდან გამოგაგდეს?-მითხრა ღიმილით მწვანე კულულიანმა და კარი გამიღო,რომ შევსულიყავი.
-ვიცი ვინც დაგმართა ეგ სახეზე!
-მერე მაგისთვის წამოხვედი?-ეცადა უფრო გაეღიმა მაგრამ ეტყობოდა ლოყა ისევ ტკიოდა.
-სულარ მეცინება-ვიცრუე და ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.-ბიჭები სად არიან?
-სახლში წავიდნენ.გშია?-სამზარეულოში გავიდა და მაცივარი გამოაღო.
-არა.დაწოლა მინდა.მგონი დავიღალე-ხელი თვალებზე მოვისვი.
-კარგი წამოდი.-მის ოთახში შევედით.კარი დაკეტა და სინათლე აანთო.
-ორივემ ამ ლოგინში უნდა დავიძინოთ?
-დიახ-ღიმილით დამიქნია თავი-ერთხელ უკვე გავიყინე მაგის გამო.მეტს ვეგარ გავუძლებ.
-მაშინ მე დავწვები დივანზე!-გავჯიუტდი მე.
-ოჰ კაი რა.არ შეგჭამ,მერამდენედ უნდა დაგიმტკიცო-გაეცინა და ბალიში ააფუმფულა.-გეფიცები არ შეგეხები.თუ გინდა შუაში ხმალი ჩავდოთ-ჩაიხითხითა.
-ნუ დამცინი.გაბრთხილებ-საჩვენებელი თითი დავუქნიე და ხელები წელზე შემოვიწყვე.ვფიქრობდი უნდა დავწოლილიყავი თუ არა მასთან ერთად ერთ საწოლში.გაფიქრებაზე უაზროდ გამაჟრჟოლა.ჩემს თავზე მწარედ გამეცინა და წარმატება ვუსურვე გამძლეობა ჰქონოდა.
-მემუქრებით მის?-ბალიში ხელში აათამაშა და ავისმომასწავებლად დააბერტყა ისევ ლოგინზე.
-მომეკარები და მეორე ლოყაზეც ამოგივა ლურჯი დუნდულო-ენა გამოვუყავი.წამით ერთმანეთს ტექსასური ფილმის გმირებივით მივაშტერდით,ბოლოს ორივეს გაგვეცინა.
888
-შეიძლება შემოვიდე?-მომესმა კარს მიღმა დერეფნიდან.სანამ ვიცვლიდი იქ მელოდებოდა.შარვალი და ბიუსჰალტერი არ გამიხდია,ბრეტელიანი მაისური გადავიცვი მხოლოდ და საბნის ქვეშ შევიმალე.
-ჰო,შემოდი.
-უჰ მადლობა ღმერთს.ლამის გულიც გამეყინა.-შიშველ ფეხებს ერთმანეთზე ისვამდა.სწრაფად შემოვიდა ოთახში და საწოლში შემოწვა.მხოლოდ წამის შემდეგ გავაანალიზე,რომ სრულიად შიშველი,მხოლოდ ,,კელვინკლეინის“ თუ,რომელიღაცა ბრენდის ბოქსერების ამარა მოკალათდა ჩემს გვერდით.წარბები ზემოთ ავქაჩე და ღრმად ამოვისუნთქე.
-არ გცივა?-შევაპარე და უხერხულად გავიხედე გვერდით.წმინდა წყლის ქალიშვილივით გამოვიყურებოდი,პირველ ღამეს,რომ სრცხვენიათ ქმრების.
-არაა.შენ არ გცხელა?-ჩაიხითხითა და საბანი გადამაძრო-შენ გიჟი ხარ.შარვალი გაიხადე გოგო დაიწვები-სიცილით აქნევდა თავს.
-ზამთარია.რა დამწვავს-თვალები გადავატრიალე.
-შემომხედე ვინ გიწევს გვერდით-თითებით წინ ჩამოყრილი მწვანე თმა ,,ჰედ ენდ შოლდერსის“ რეკლამის მოდელივით გადაივარცხნა უკან. მე ხმამაღლა გამეცინა.-არა მართლა.ჯინსის შარვლით ვერ დაიძინებ!
-გავიხდი.ოღონ არ შემომხედო!-თვალებ დაწვრილებულმა ეჭვით ავათვალიერე.ფეხები ლოგინიდან გადმოვყავი და ისე,რომ არ დაენახა შარვალი გავიხადე.
-ახლა დაწექი და ნორმალურად დაიძინე-ენა გამომიყო,საბანი თავისკენ გაქაჩა და კომფორტულად მოეწყო.-ტკბილი ძილი.
-ტკბილიძილი-გავუღიმე და ზურგი ვაქციე.
20 წუთის შემდეგ მივხვდი,რომ არ მეძინებოდა.მხოლოდ საშინლად დაღლილი და მოთენთილი ვიყავი.ისევ შრეკისკენ გადავბრუნდი.თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდათ სუნთქავდა.მარჯვენა მხარეს ლოყა უფრა გაშავებოდა,მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს მის სილამაზეს.
-გღვიძავს?-ამოვიჩურჩულე.მაგრამ არაფერი მიპასუხა.
-გღვიძავს?-უფრო ხმამაღლა ვუთხარი და ოდნავ შევაქანე.ისევ არაფერი.უბრალოდ ღრმად ამოისუნთქა და მშვიდად ძილი განაგრძო.
-ამ...გღვიძავს?-ყურში ჩავძახე.სწრაფად გაახილა თვალები და რამდენიმე წამი დასჭირდა მისთვის,რომ გონზე მოსულიყო.
-ოოჰ! მადლობთ! კი მღვიძავს,ვერდავიძინე რაღაც!-ირონიულად ამოიბუტბუტა.საწოლის თავს მიეყრდნო და თვალები მოიფშვნიტა.
-ვერც მე-გამეცინა.-თან მგონი მომშივდა.-მორიდებით ვუთხარი და ტუჩზე ვიკბინე.
-20 წუთის წინ უარი მითხარი,არ მშიაო!-ამოიოხრა და წამოდგა.ტანზე იმაზე მეტი ტატუ ჰქონია ვიდრე წარმოვიდგენდი.
-მტკივნეული არ იყო?-წამოვროშე დაუფიქრებლად და მხოლოდ მაშინ გავიაზრე,როგორ მივშტერებოდი თითქმის სულ შიშველს.როგორც კი გამომხედა,სასწრაფოდ განზე გავიხედე.
-რა?
-ამ...ტატუებზე გკითხე.-ტუჩი მოვიკვნიტე ისე და მხრები ავიჩეჩე.
-ცოტათი.რას შეჭამ?-გამიღიმა და შარვალი ამოიცვა.
-შენ არ შეწუხდე მეთვითონ გავიმზადებ...
-ჰო კარგი დროსია,საოლში რომ მოგართმევდიი მერე გეთქვა-ჩაიხითხითა და ოთახიდან გავიდა.მეც წამოვდექი.მინდოდა მე მომემზადებინა მისთვის რამე.იქვე სავარძელზე მიგდებული კალათბურთის რომელიღაცა გუნდის მაისური ვიპოვე,სწრაფად გადავიცვი და უკან გავყევი.ჩუმად დავყნოსე.მისი სურნელი ასდიოდა.პიტნის,ისეთი გრილი და სასიამოვნო! სამზარეულოში გასულს, მწვანე კულულიანი წამით გაშეშებულმა რომ მომაჩერდა,მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ მისი მაისური თეძოებს ძვლივს მიფარავდა.არადა ყოველთვის მინდოდა ბიჭის მაისური ჩამეცვა,როგორც ფილმებში...
-ოუ! შენ თუ გინდა ჭკუიდან შემშალო მითხარი-ჩაიხითხითა და მისი საქმე განაგრძო.მე.მე კი ვიგრძენი,როგორ ამიხურდა სახე და ალბათ სულ მთლად გავწითლდი.
-მაპატიე,მაპატიე! ახლავე გავიხდი.უბრალოდ მინდოდა მე გამეკეთებინა რამე შენთვის...-ამოვილუღლუღე და საძინებლისკენ წავედი.
-არა!გეცვას ეგ!-მისმა ბოხმა.უცნაურმა ხმის ტემბრმა ნაბიჯის გადადგმის საშუალება აღარ მომცა.,ისკენ შევტრიალდი და თვალებ დაწვრილებულმა ინტერესით შევხედე.
-მომწონს ჩემი მაისური რომ გაცვია.-არ შემოუხედავს,კვერცხი გატეხა და ჯამში თქვეფა დაიწყო.
-მეც მომწონს-ხმამაღლა ვაღიარე იმ იმედით,რომ ვერ გაიგებდა და სათქვეფი გამოვართვი.-დაჯექი.დღეს მე გმასპინძლობ.-გავუღიმე და ქურა ავანთე.
-იმედია მოწამვლას არ მიპირებ,ხომ?-მოჩვენებითი შიშით ამოიკნავლა,მაგიდას დაიყრდნო და მომაჩერდა.
-ისე ნუ იზამ,მართლა ჩაგიყარო რამე!-ბოროტულად გავიცინე და კვერცხი ტაფაზე დავასხი.
888
-არ მეგონა ასე გემრიელი თუ გამოგივიდოდა.არ გავხარ სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოს.-მითხრა როცა შემწვარი კვერცხის,ბლინების და შემწვარი ყველის ბოლო ლუკმა გადაყლაპა.
-ბავშვობიდან მე მიწევს საჭმელების კეთება-ენა გამოვუყავი და თეფშები ნიჟარაში ჩავაწყვე.-მართალია ღირსი არხარ მაგრამ დესერტი მაინც მოვამზადე.-საყინულედან მარწყვის ,,ნაყინი“ გამოვიღე და მაგიდაზე დავუდე.
-იმედია სხვა რაღაცისთვის არ გჭირდებოდა.მაცივარში ვიპოვე.-მარწყვზე მივანიშნე და ჩემი თეფშიდა ჭამა დავიწყე.
-არაფერი დატოვე?-ამოიხავლა და მის წინ ნაყინს დახედა.
-არაფერი-სიცილით გავიქნიე თავი.
-არაუშავს-დამემანჭა და მანაც ჭამა დაიწყო-გადარჩი,რომ მარწყვზე გემრიელია.
-კულინარიულ კომპლიმენტად უნდა მივიღო?-ჩავიხითხითე,როცა ჩემს ნათქვამზე გაეღიმა და ფოსოები გამოუჩნდა ლოყებზე.
888
დილით მაღვიძარას საზიზღარმა ხმამ გამომაღვიძა მინდოდა გამომერთო მაგრამ ხელის გაქანებაც ვერ შევძელი.თვალები,რომ გავახილე მეგონა გული გამისკდებოდა.თავი მწვანე კულულიანის კისერში ჩამერგო.მას კი ძლიერად (ისე თითქოს სადმე გავიქცეოდი) ვყავდი მოქცეული თავის გრძელ მკლავებში და მშვიდათ ეძინა.ნელა,ჩუმად შევისუნთქე მისი სურნელი და ძვლივს გავითავისუფლე ხელი მაღვიძარას გამოსართველად.ისე ეძინე არ მინდოდა გაღვიძებოდა.ჩუმად წამოვდექი,შხაპი მივიღე,ზურგჩანთიდან აკურატულად დაკეცილი ტანსაცმელი ბრთხილად ჩავიცვი,სულ რომ არ დამკუჭვოდა და ნემსი გავიკეთე.ბოლოს,როცა წასასვლელად მზად ვიყავი ფურცელი და კალამი ვიპოვე წერილისი დასატოვებლად.
,,შ რ ე კ ს!
(პ.ს. მაგრამ ისე გეძინა ,ალბათ უფრო ,ფიონა’ შეგეფერება)
მადლობა!
ლოგინში ბევრი არ ინებივრო.უცებ ძილში არ გაიპარო,ან თვალები არ შეგიხორცდეს! (შურიანი დოქტორი ბოტება)“
ქაღალდი ჩემს ბალიშზე დავტოვე და ჩუმად წამოვედი...
888
საავადმყოფოში მისვლისას მიმღებში მდივანმა მითხრა,ვიღაც ბიჭი გელოდებათო.წარბები შევკარი გაურკვევლობისგან და ჩემს ,,კაბინეტში“ შევედი.
-რა გინდა?-არ მივსალმებივარ ისე ვიკითხე.ჩემგან ზურგით იჯდა მაგრამ მაინც ვიცანი ნიკუშას განიერი მხრები.
-გამარჯობა-სწრაფად შემობრუნდა და ხელები ჯიბეებში ჩაისრიალა.მგონი უხერხულად გრძნობდა თავს.
-გაგიმარჯოს!-გვერდი ავუარე და მოსასვენებელ ოთახში გავედი.
-გუშინდელის ასახსნელად მოვედი...-დაიწყო ჩუმად.
-სამსახურში ვარ და პირად საქმეზე ლაპარაკი აკრძალული მაქვს!-არ შემიხედავს მისთვის ისე გავიხადე ქურთუკი და მის მაგივრად თეთრი ხალათი შემოვიცვი.-თანაც ბევრი საქმე მაქვს.
-კაი სახლში,როცა მოხვალ მაშინ დაგელაპარაკები!-უიმედოდ წამროთქვა.ღრმად ამოვისუნთქე და თვალები გადავატრიალე.რატომ არ შემიძლია,უბრალოდ ჯანდაბაში მოვისროლო?!
-კარგი!
-მართლა?-დავინახე მის თვალებში,როგორ აინთო საცოდავი სხივი.
-ჰო!
-კარგი...წავალ მაშინ.საღამოს გნახავ.-მითხრა და ჩუმი ნაბიჯებით გავიდა.
-ჯანდაბა!-ამოვიგმინე.მართლა ჯანდაბა!...
=================================================================
იცით რაც უნდა ქნაათ თუ გინდა შემდეგი <3



№1  offline წევრი გლორია

აი მართლა ძალიან მაგარია, ღიმილი არ მომშორებია. მაგრამ ძალიან პატარა თავია. გთხოვ რა რამენაირად მოაშორე ეს ნიკუშა. თუმცა შენი საქმის შენ იცი.ძაან მაგრად წერ და ძაან მომწონს.. აბა წარმატებები ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი elle elle

ვაიმეე მალე დადე შემდეგი თავი რაა❤ და იმედია დოქტორი ბოროტება ჩემს შრეკთან დარჩება

 


№3  offline წევრი SillyGirl

ძალიან , ძალიან მომწონს
ვგიჟდები ორივე პერსონაჟზე.
მშვენივრად წერ და ერთი სიამოვმებაა ამ ისტორიის წაკითხვა.
ისტორუა არის თბილიც , მხიარულიც და საინტერესოც.
არ მებანალურება და ზუსტად ეს ხდის განსხვავებულს ამ ისტორიას.
შემდეგ თავს ველოდები <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მშვენიერია მალე დადეეეე

 


№5 სტუმარი hipo

bolo ori tavi ertad wavikitxe da iuhuuu ramagari iyo shen xoariciii

 


№6  offline წევრი რიტა

მალე დადე თორე გავაფრინე. მაგარი იყო შრეკზე ვგიჟდები ვაფანაყებ…^^რა საყვარლები არიან მაგრამ ამ ნიკას ვერ ვუძლებ ყველგან რომ ეკვეხება მოაშორე ეგ ბიჭი რაა. წარმატებები როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent