შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (5)


11-08-2016, 20:43
ავტორი Genius))
ნანახია 1 913

-ანო გაიღიძე!
როგორც ყოველთვის დილა დაიწყო ბებიაჩემის გამწარებული კივილით
გავიღვიძე და ცოტახანი საწოლზე გაუნძრევლად ვიწექი , ვუსმენდი ამ ქალს და ველოდებოდი როდის გაჩერდებოდა , როდის დამასვენებდა , შედეგს ველოდი მაგრამ უშედეგოდ...
ამ კივილმა მგონი ნახევარ საათზე მეტს გასტანა , მეც დავიღალე და საწოლიდან გაბრაზებული წამოვვარდი , კარი გამოვაღე და ქვემოთ ჩავირბინე
-ბებია არ შეიძლება ნორმალურად გამოვიძინო?! ცუდად ვარ უკვე! - გაბრაზებულმა ტონს ავუწიე და მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რომ სისულელე ჩავიდინე
ლიაკო დაფეთდა და თვალებგაფართოებულმა გამომხედა , სახეზე დაეტყო წყენა მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ეს დაემალა
მიყურებდა და ხმას ვერ იღებდა , არც იცოდა რა ეთქვა , ვერ გაეგო ეჩხუბა თუ დასაძინებლად გავეშვი
-წადი დაიძინე - ბოლოს მაინც დათმო პოზიციები , წყენით გამიღიმა და ტელევიზორს გახედა
-უკვე გავიღვიძე - ჩუმად ჩავილაპარაკე და მისკენ წავედი , ხელები მაგრად მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე - თუ გეწყინა მაპატიე ბე
-არაფერია - გამიღიმა - მოემზადე შენ ალბათ საღამოს დედაშენი აქ იქნება
ამ ამბის გახსენებაზე გავმხარულდი და ხტუნაობა დავიწყე
ბებიაჩემს ხელები მოვკიდე და სიმღერის ფონზე მასთან ერთად ცეკვა დავიწყე , ისიც ამყვა და ჩემთან ერთად აცეკვდა
ცოტახანში გავჩერდი და სააბაზანოსკენ გავედი , თან ლიაკოს ვუყურებდი და მეცინებოდა მის ქცევაზე , ისე საოცრად არხევდა ტანს თითქოს თინეიჯერი ყოფილიყო
თავი გავაქნიე და სააბაზანოში შევედი , ხელ-პირი დავიბანე და ისევ უკან გამოვბრუნდი
ძალიან მომინდა გარეთ გასვლა და საერთოდ არ მაინტერესებდა როგორი შესახედი ვიქნებოდი საღამურებში
ვფიქრობდი ჩემს თეთრ რაშს ვნახავთქო და მასთან ვილაპარაკებ თუნდაც დებილი ვიყოთგო მაგრამ...
ყოველთვის ვიღაც ხომ უნდა გადაგეღობოს გზაზე!
-ანო არა? - გავიგე უცნობის ხმა და მისკენ მივტრიალდი , ნაცნობი სახის დანახვისას ირონიულად ჩავიცინე მაგრამ სახე მაშინვე დავასერიოზულე როდესაც მისი მზერა დავიჭირე რომელიც ჩემს ტანს დაყვებოდა
-შენთვის ანანო! - უხეშად ჩავილაპარაკე და გაბრაზებული თვალებით მის თვალებს ვეძებდი
-კარგი ანანო - ირონიულად ჩავილაპარაკა და თავი დახარა მაგრამ თვალები მაინც ჩემსკენ ჰქონდა მომართული
-კარგად - გავუღიმე და მხარი ვიცვალე მაგრამ გვერდით მომიდგა და ღიმილით მომაშტერდა
-ჯერ რატომ მემშვიდობები ? ჩვენ ხომ ეხლა შევხვდით ერთმანეთს? - თითქოს ნაწყენმა ჩავიალაპარა და წარბებშეკრული დამაჩერდა
-იცი შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს , საერთოდ არც გიცნობ და მგონი ჯობია თავი დამანებო! უკვე ძალიან მაღიზიანებ - სერიოზული სახით გავხედე და რამდენიმე ნაბიჯით წინ წავედი
-მაშინ უნდა გავიცნოთ! - გამოირბინა და ისევ გვერდით დამიდგა , მაბრაზებდა და ეს სიამოვნებდა , თან მისი ყოველი ფრაზის მერე ჩემს მზერას ელოდა რომელიც გააცინებდა
-სურვილი ნამდვილად არ მაქვს - ღიმილით გავხედე და გზა განვაგრძე , წინ ვიყურებდი და ვცდილობდი მისთვის ნაკლებად შემეხედა , უნდა მომეშორებინა
-აი ამ წამს მატყუებ! - წინ დამიდგა და გზა გადამიღობა , თან მიღიმოდა როგორც ყოველთვის და სადაცგავიწეოდი ისიც იქით მოდიოდა
-რა გინდა? - ბოლოს დავთმე და მის წინ გავჩერდი , ავხედე და თვალებში მივაშტერდი
-შენ გინდა ჩემი გაცნობდა - ყველაფერი მე გადმომაბრალა და ბავშვივით მომაშტერდა
-აი მე კი გეუბნები რომ არ მინდა და გამათარე თუ შეიძლება -ხელი მოვკიდე რომ გამეწია და სიცილი დაიწყო
-გინდა წავიდეთ სადმე? მე სვანეთი არვიცი და შენ მინც აქაური ხარ და დამათვალიერებინებ - სერიოზული სახით გამომხედა და მე გაკვირვებულმა გავხედე
-რა? - მეგონა მეღადავებოდა და სიცილი დავიწყე
-მართლა გეუბნები - ხმას არ ცვლიდა და სახეც სარიოზულობის ზღვარზე იყო გაჩერებული
-ჯობია მარტო წახვიდე და თუ არ მოხვედი მერე ვინმეს გამოვუშვებ შენთან - გავუღიმე და გასვლა ვცადე მაგრამ ამაოდ
-აუ ანო! - სახელის ხსენებისას ჩაეღიმა - ანანო მე მართლა გეუბნები სულ ხომ არ ვიჩხუბებთ და ეს იყოს პირველი ნაბიჯი , ჩემი სვანეთის გიდი იყავი! - ღიმილით მომაშტერდა
-დღეს არ მცალია! - ვცდილობდი მომეშორებინა მაგრამ არ გამომდიოდა , არ მინდოდა მასთან ერთად სადმე წასვლა , ა ვიცნობდი , არ ვენდობოდი და თან ცუდი შტაბეჭდილება დამიტოვა
-კარგი ხვალ! - ხელი ჩამკიდა და მისკენ მიმატრიალა - სანამ არ დამთანხმდები არ მოგეშვები!
-გამიშვი უნდა წავიდე! - ხელი გავაშვებინე და საჯინიბოში შევედი
კარს ავეფარე და მას გავხედე , დებილივით იდგა და ჩემსკენ იყურებოდა , ბოლოს გაეცინა და სახლისკენ წავიდა
მე კიდევ მხოლოდ მერე შევამჩნიე როგორ ვიღიმოდი , ჩემს თავს დავეჯღანე და ჩემს თეთრ რაშს მივუახლოვდი
*************************
დებილივით ვიჯექი და ფიქრებში ვიყავი წასული , ზუკაზე ვფიქრობდი , მინდოდა გამეგო რას ვგრძნობდი , რა მინდოდა მისგან და რის გაკეთებას ვაპირებდი მომავალში
ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ის საერთოდ არ გამხსენებია და არც მას
რა ხდებოდა ჩვენს შორის?
ბოლოს მაინც გადავწყვიტე რომ მასთან დამერეკა და ტელეფონი მოვიმარჯვე
-ალო - უემოციოდ მიპასუხა და ჩემს პასუხს დაელოდა
-გამარჯობა ზუკა - ირონიულად ჩავილაპარაკე და ნელნელა ყველაფრის გაანალიზებას ვიწყებდი
-ანო შენ ხარ? - ჩემი ხმის გაგება გაუკვირდა
-რა იყო ნომერი წაშალე? - გავიცინე და უკვე ზუსტად ვიცოდი რისთვისაც დავრეკე
-როგორ ხარ? მომენატრე
-შეგეძლო დაგერეკა
-ვერ ვახერხებდი - ვიღაცის ხმა შემომესმა , გამიკვირდა მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე
-ძალიან საქმიანი ხარ ხო შენ - ყველაფერზე მეცინებოდა
-შენ არ მოგენატრე?
-მე უკვე საერთოდ აღარ ვიცი ჩემთვის ვინ ხარ
-ვერ გავიგე - დაახლოებით წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა ეს კითხვა ჩემთან რომ ყოფილიყო
-რა ვერ გაიგე? საერთოდ აღარ გაინტერესებს როგორ ვარ სად ვარ და ესეთ ადამიანთააან მე ვერ გავჩერდები
-კაი მომისმინე ეხლა ამაზე არ ვილაპარაკოთ - ხმაზე ანერვიულობა დაეტყო - როცა გნახავ მაშინ გადავწყვიტოთ ერთად ყველაფერი ნაადრევი დასკვნები არ გამოიტანო რა
-როდის გნახავ აღარ ვიცი! - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ტელეფონი გავთიშე
მისმა ესეთმა დამოკიდებულებამ ნერვები მომიშალა , მომინდა ყველაფერი დამელეწა , ეტყობოდა რომ არ ვაინტერესებდი მაგრამ ჩემთან დაშორების ეშინოდა , მე კი მასთან ყოფნა შემძულმა
*******
კარზე კაკუნის ხმა გაისმა და დაფეთებული წამოვვარდი
მეგონა დედა მოვიდა , მართალია ჯერ ძალიან ადრე იყო მაგრამ ჩავთვალე რომ გვიან წამოვიდა და უკვე აქ იყო
გახარებულმა გავაღე კარები მაგრამ მომინდა უკანვე დამეხურა როდესაც უცნობი დავინახე
-გამარჯობა - ღიმილით მოიწია ჩვენსკენ ლიაკო და უცნობს გახედა
-გამარჯობა ბებო მადლობის სათქმელად მოვედი საჭმელი რომ გამოგზავნეთ - გაუღიმა უცნობმა და მე გამომხედა
-რა მადლობა შვილო - ლიაკომ ხელი მოჰკიდა და სახლში შემოიყვანა
-იცით ყველაფერი უზომოდ გემრიელი იყო - ლიაკოს გვერდით დაუჯდა და ჭორაობაშიც აყვა
-თქვენ იცნობთ ერთმანეთს? - მე გამომხედა ლიაკომ და ღიმილით მომაშტერდა
-კი - ჩემს მაგივრად უპასუხა უცნობმა - თქვენი შვილიშვილი დამპირდა რონ ჩემი სვანეთის გიდი იქნება
-მართლა? ძალიან კარგი სახლიდან არ გადის და შენთან ერთად მაინც გავიდეს
ბებიაჩემის საუბარი მიკვირდა და მაბრაზებდა , მეგონა არ გამიშვებდა და პირიქით მის მხარესაა!
-მე ჯერ არ მცალია! - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ოთახისკენ წავედი
-წამოვა - მოკლედ უთხრა ლიაკომ და თემა შეცვალა
მე კი ოთახში შევვარდი და ჩავიკეტე , საწოლზე ”დავეგდე” და ბალიშს ჩავეხუტე
ღმართო როგორ მიშლიდა ნერვებს!!!
ან საერთოდ რას მერჩოდა ეს იდიოტი როდესაც საერთოდ არ მიცნობდა?!...
************
ასე გავიდა რამდენიმე საათი , მე ჩემს ოთახში ვიყავი , უცნობი კი ლიაკოსთან
ვისმენდი მათ გაუთავებელ საუბარს და უკვე სისხლი მიდუღდა , მინდოდა სახლიდან გამეგდო მაგრამ ამ ქაჯური საქციელებით მხოლოს საკუთარ თავს დავამცირებდი
საათს ვუყურებდი და ველოდი დედას , ის არ ჩერდებოდა , არც არსად ეჩქარებოდა და დროს თითქოს ჩემთვის წელავდა , ვითვლიდი წამებს და ძლივს ვუახლოვდებოდი სამოცს რომ წუთი დამენიშნა! ველოდი დედას და არც ვიცოდი სად იყო
-მარიამ!
და გავიგე ხმა , რომელიც ალბათ არასდროს დამავიწყდება , ლიაკომ მისი სახელის თქმით ყველა გრძნობა და ემოცია მაგრძნობინა
თავი წამოვყავი და გიჟივით გამოვიქეცი ქვემოთ
ერთ ადგილას გავიყინე როდესაც დედა ვნახე , ჩვეულებრივად ჩამომდნარიყო , ისეთი მხუარული სახე აღარ ჰქონდა , თითქოს მისი სხეული ტიროდა
-ჩემო პატარა არ მოხვალ ჩემთან ? - გავიგე მისი ხმა და ტირილი დავიწყე
თავი დავაქნიე და მისკენ გავიქეცი , მაგრად ვეხვეოდი და საერთოდ ვერ ვაცმობიერებდი რომ ამ მომენტში შეიძლებოდა მას ვტკენდი
ისიც ტიროდა და სახეს მიკოცნიდა
-ღმერთო როგორ მომენატრე - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გამიღიმა
-როგორ ხარ დე? - ხმა მიკანკალებდა და სიტყვებს ერთმენეთს ძლივს ვაბამდი
-კარგად ვარ - ჩუმად ჩაილაპარაკა და სახიდან ღიმილს არ იშორებდა
-როგორ მჭირდებოდი! - კიდევ უფრო მაგრამ მოვეხვიე და ხელს აღარ ვუშვებდი
ასე ვიდექი მონატრებულ დედასთან , მიწებებული და ვცდილობდი ეს მონატრება მომეკლა
ხელი ჩავკიდე და ოთახისკენ წავიყვანე , საერთოდ არავინ მაინტერესებდა , საწოლზე ჩამოვსვი და მის კალთაში თავი ჩავრგე
-დედი აქ იქნები ხო? - ჩუმად ჩავილაპარაკე და ხელი ჩავკიდე
-შენთან ვიქნები არსად არ მივდივარ! - თავზე მაკოცა , საწოლზე დამაწვინა და გვერდით მომიწვა
**************************
-ანო!
-ანოო!
-ანანოო!
საღამოს ჩუმმა ყვირილმა გამაღვიძა , თვალები გავახილე და დედა ვეღარ ვიპოვე , გასვლა დავაპირე მაგრამ...
-ანო!
ხმა ქვემოდან მოდიოდა , ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე
უცნობის ნახვამ ქვემოთ გამაკვირვა და გამომაფხიზლა
-აქ რა გინდა? - ჩუმად მაგრამ გასაგონად გავძახე
-ხვალ წამოხვალ ხო? - ხმას აუწია და მომინდა მისთვის რამე გამერტყა
-სად წამოვალ? - მეშინოდა ვინმეს არ გაეგო
-ჩემო გიდო არ გადამაგდო! დილით ათზე მზად იყავი! - გაფრთხილება მომცა და ეზოდან ქურდივით გაიპარა
და მე?..
რა ვქნა?
წავიდე თუ არა?..

***************************************
კითხულობთ? ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი nino

gaagrdzele dzaan momewona :)

 


№2 სტუმარი hipo

aau rakaiaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent