რეალობასა და ზღაპარს შორის... (6)
გათენდა ათს ათი აკლია ვზივარ საწოლზე ჩაცმული და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია რა გავაკეთო თავში ორი აზრი მიტრიალებს და ხან ერთ ვემხრობი ხან მეორეს არ ვიცი ვინ არის და რა მინდა მასთან? მაგრამ რატომღაც ვენდობი და მგონია რომ ეს ერთადერთი შანსია ჩვენი ურთიერთობის გამოსწორებისთვის ვსო ათია! ფეხზე წამოვდექი და ქვენოთ ჩავირბინე , დედა და ლიაკო რაღაცაზე საუბრობდნენ და ჩემი დანახვისას ორივე გაჩუმდა -სად მიდიხარ ანო? - გამომხედა დედამ და გამიღიმა -სვანეთის გიდი უნდა გავხდე! - მობეზრებულმა ჩავილაპარაკე და კარისკენ წავედი -გაერთეთ ბები - ლიაკომ მომაძახა და გაკვირვებულმა გავხედე ძალიან მოსწონდა ლიაკოს ეს ბიჭი და ვერ ვხვდებოდი რატომ , რა ჰქონდა მას მოსაწონი? გასაგებია უზომოდ სიმპატიურია მაგრამ რომელი ბავშვი ლიაკოა რომ გაგიჟდეს -მაგრად გავერთობი ბე - ირონიულად ჩავილაპარაკე და კარი გამოვაღე სიცილი ძლივს შევიკავე როდესახ უცნობი ჩემი სახლის წინ დავინახე , გამეღიმა მაგრამ მალევე დავსერიოზულდი და მისკენ წავედი ის მიღიმოდა და თვალებს ხუჭავდა მზის გამო -ხელი მომკიდე ვერაფერს ვხედავ - სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი გამომიწოდა თან თვალები არ გაუხელია დავეჯღანე და რამდენიმე ნაბიჯით გავასწარი ხელების უაზროდ ქნევა დაიწყო და იქ რომ ვერ მიპოვა თვალები გაახილა , რომ დამინახა პატარა ბავშვივით ხელები გადააჯვარედინა და გაბუტული გვერდით მომიდგა -აუ მე მეგონა დილით მაინც იღვიძებდი კარგ ხასიათზე უჟმურო! - თავი გააქნია და ცდილობდა ჩვენი ნაბიჯები ერთმანეთს დამთხვეოდა რადგან არ გამესწრო -შენით უნდა დაწყებულიყო დილა და კარგ ხასიათზე როგორ ვიქნებოდი? - ირონიულად ჩავილაპარაკე და უკვე ვხვდებოდი რომ მასთან ზედმეტი მომდიოდა -იცი რა? შეგიძლია წახვიდე - თბილად გამიღიმა - მე უბრალოდ შენი უკეთ გაცნობა მინდოდა და ამიტომ გთხოვე თორემ როგორმე თვითონაც გავაგნებ გზას , მადლობა რომ დილით გაიღვიძე ჩემს გამო - ღიმილით დაამთავრდა სიტყვა და ზურგი მაქცია , წინ წავიდა და თანდათან ნაბიჯებს ანელებდა ვიცოდი რასაც აკეთებდა... მცდიდა! მე ხომ ამას ყოველთვის ვაკეთებ ნინისთან მიმართებაში -დამელოდე! - მისმა საქციელმა ბედნიერება მომანიჭა მაგრამ არ ვიცი რატომ ხელი მოვკიდე და გავაჩერე რადგან მისი სდევა დამღლელი იყო სიცილით გამომხედა და ხელი ჩამკიდა , მე კი გაშვება ვცადე მაგრამ ამაოდ. -გამიშვი ხელი! - დაბნეულმა ავხედე და იდიოტივით მივაშტერდი -გიდი არის ადამიანი რომელიც ადამიანს გზას უკვალას , რომ დაგეკარგო არ გეშინია? რას იზავ მერე?! - წარბებშეკრულმა დამხედა და წინ რამდებიმწ ნაბიჯი გადადგა ჩემთან ერთად -აუ არ დაგკარგავ! - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და ამით დამთავრდა ჩემი წუწუნი , ხმის ამოუღებლად გავყევი -კარგი აბა პირველად სად წამიყვან? - ღიმილით გამომხედა და ჩემს პასუხს დაელოდა -წინ იარე და თუ სადმე გადასასვლელი იქნება გეტყვი - არვიცი რატომ მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ ხელი უფრო მაგრამ მოვუჭირე , აი ისე სავარძელში უფრო გემრიელად რომ მოთავსედები მასაც არ გამორჩენია ჩემი ქმედება და ღიმილით დააშტერდა ჯერ ხელს და მერე მე -აი მაინც შეშინდი რომ არ დაგეკარგო - შეიძლება ეხლაც ხუმრობდა მაგრამ მისგან სულ სხვა რაღაცას ვგრძნოდი , უფრო სითბო მოდიოდა ვიდრე გულგრილება და ზიზღი -ხო ისეთი ცელქი ხარ შევშინდი - სიცილით გავხედე და თავი პატარა ბავშვივით დარცხვენილმა დავხარე -საყვარელი გოგონა ხარ - უცებ ტონი დაასერიოზულა და მის სახეზეც აღარ იმჩნეოდა ირონია -მოიცა შენ მოუბნები მაგას? - ისე ვესაუბრებოდი თითქოს დიდი ხნია ნაცნობი ყოფილიყოს რომელიც სულ მაბრაზებდა -შეიძლება გაბრაზებდი მაგრამ ეგ მხოლოდ იმიტომ რომ მაშინ უფრო საყვარელი ხარ - ამ სიტყვების შემდეგ გაეღიმა და თვითონ გადამიყვანა გზიდან - მე ჯერ ერთი ადგილის ნახვა მინდა -ჯერ მაინც ვერ მოახდინე ჩემზე კარგი შთაბეჭდილება - მე უხეშობა ვარჩიე მაგრამ რამდენად ვიყავი პირდაპირი არ ვიცოდი -საერთოდ იცი ვინ ვარ? ან რა მქვია ან რა გვარის ვარ? - სიცილით გამომხედა და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო -შეიძლება კი ან შეიძლება არა! - დაბნეულმა ჩავილაპარაკე -ეგ როგორ გავიგო? - გაეცინა უცნობს - ანუ იცი ვინ ვარ? -კი ვიცი ვინ ხარ - დარწყმუნებულმა ჩავილაპარაკე და იმ ტბასთან ახლოს ჩამოვჯექი რომელზეც უცნობმა მიმიყვანა -ძალიან კარგია! - ისიც გვერდი მომიჯდა და ქვის სროლა დაიწყო -რატომ გიყვარს ეს ადგილი? - ღიმილით გავხედე , მინდოდა მისგან რამე კარგი მომესმინა -საიდან დაასკვენი რომ მიყვარს? - სიცილით მკითხა და ახალი ქვა იპოვა -რავი არა? სხვა შემთხვევაში არამგონია აქ მოგეყვანე - დამნაშავეს სახე მივიღე რამაც მას ხასიათი გამოუკეთა -ბავშვობაში აქ ძალიან ხშირად დავდიდი , მე და მამა , თევზაობით ვირთობდით ხოლმე თავს და ბევრ კარგ მოგონებას ვინახავდით , ეხლა კი ძალიან იშვიათად მოვდივარ აქაც და საერთოდ სვანეთშიც - მისი სიტყვები მიკვირდა რადგან როგორც ვიცოდი იოანე დიდი ხანია სვანეთში ცხოვრობდა -ამოიყვანე მამა და ითავზავეთ! - მეც გამოსავალი ძალიან უცებ ვიპოვე და თავი ჭკვიანად ჩავთვალე -არ გამოვა თორემ დიდი სიამოვნებით - მოწყენილმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა -სადაა მამაშენი? - რაღაც საშინელი ვიგრძენი და ღმერთს ვთხოვდი პასუხად ის არ მომესმინა რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა -აღარ მაქვს მასთან ურთიერთობა , ბოლოს მაგარი მამა გამოდგა - ირონიულად ჩაილაპარაკა და მუშტერბი შეკრა , შემეშინდა მაგრამ მინდოდა გამეგო რა მოხდა მის თავს -რატომ? - ვიცოდი რომ ჩემი საქმე არ იყო და შეიძლება საერთოდ არ უნდა მეკითხა მაგრამ მინდოდა მისი გამეგო და მამაზე საუბრით ამას ნამდვილად მოვახერხებდი -სიყვარულის ბაზარი იყო რა არ მინდა ამაზე საუბრი - გამიღიმა და ქვა მთელი ძალით მოისროლა -იცი სად გაგიმართლა? - ღიმილით გავხედე -სად? -შენ მამა გყავს , ის შენს გვერდითაა და როდესაც უზომოდ მოგენატრება შეგიძლია მიხვიდე და დაელაპარაკო , ეხლა კი უაზროდ კარგავ ამ დროს და მასზე გაბრაზებული ხარ! - თავი დავხარე -ნუ მეფილოსოფოსები როდესაც საერთოდ არაფერი იცი - თვითონაც მიხვდა რომ უხეშად მოუვიდა - ბოდიში მაგრამ არამგონია შენ იცოდე რა არის მამისგან შორს ყოფნა -მე მამა არ მაყვს - ჩუმად ჩავილაპარაკე და თვალებზე ცრემლები მომადგა - კარგად ვიცი რა არის მამის მონატრება და ისიც კარგად ვიცი რა გრძნობაა მისგან შორს ყოფნა , ყოველდღე მასზე ვფიქრობ და ზოგჯერ მინდა მასთან წავიდე... - ხელზე მაგრად მომიჭირა და სიტყვა გამაწყვეტინა - გაგიჟდი? - ხელი მოვაშორებინა -ზე მეორეჯერ გაფიქრებაც არ გაბედო! - მისგან ესეთი სითბო ძალიან მიკვირდა -მაგას რატომ მეუბნები? შენ ჩემზე არასდროს არ იდარდებ - უკვე იქამდე მივედი რომ მასთან პირდაპირობის აღარ მრცხვენოდა -კი ნამდვილად ეგრეა - თავდაჯერებულმა ჩაილაპარა და მე მისი სიტყვები ძალიან მეწყინა - მაგრამ ყველაზე დიდი ცოდვაა და ამაზე ფიქრიც კი არ ღირს , შენ ცხოვრობ იმისთვის რომ ყველა გრძნობა , ემოცია გამოსცადო და მხოლოდ იმის გამო რომ გენატრება ყველაფერზე უარი არ უნდა თქვა! -შეიძლება შენ ვერ გამიგო - ღიმილით გავხედე -მე ყველაფერი იმაზე კარგად მესმის ვიდრე შენ გგონია - ღიმილით გამომხედა და ხელი გამომიწოდა , არ უცდია ჩამჭიდებოდა და ძალით ავეგდე , უბრალოდ ელოდა ჩემს გადაწყვეტილებას , ეს პასუხი იყო მის ნდობაზე მე კი მას მართლა ვენდე ხელი გავუწოდე და ღიმილით დავუდექი გვერდით ზუსტად თორმეტი საათი ერთად გავატარეთ , ზუსტად თორმეტი საათი ჩემთვის საუკეთესო გახდა და რაც მთავარია ის ადამიანი გავიცანი უკეთესად ვინც ესე უბრალოდ არ დამევასა იმაზე მეტად ვგავდით ერთმანეთს ვიდრე მეგონა , ხალისიანი იყო როდესაც საქმე ვიღაცის გართობას ეხებოდა მაგრამ სხვა შემთხვევაში საშიშად სერიოზული. ამ ერთ დღეში ეს ადამიანი ჩემთვის რაღაც გახდა და თითქოს ახალი ისტორიის რვეული გადაიშალა მთელი დღე გაღიმებული დავდიოდი და ყველაფერი რაზეც სერიოზულად საუბარი მინდოდა ჩვეულებრივად სასცილოდ გადაიქცეოდა მაგრამ ეს მხოლოდ მასთან და რატომ არვიცი მოკლედ დღეს ერთი კარგი ”მეგობარი” შევიძინე **************** თერთმეტი იყო დაწყებული სახლთან რომ მოვედით , ძალიან არ მინდოდა სახლში შესვლა მაგრამ დარჩენაც მეზარებოდა -ხვალ მნახავ? - მოულოდნელად მკითხა და უკვე შესული სიხარულით მასთან დავბრუნდი -რავი გნახო? - უმისამართოდ ყურება დავიწყე -ხვალ წავიდეთ პიკნიკზე - წარბები აათამაშა და სიცილი დაიწყო - მართლა! -პიკნიკზე? - მეც გამეცინა -დიახ! - ამაყად ჩაილაპარაკა და გამიღიმა -კარგი წავიდეთ -ოღონდ ბებიას კუბდარი გააკეთებინე ძალიან მინდა! -შენ ალბათ მხოლოდ მაგის გამო მიგყავარ პიკნიკზე - მოწყენილმა გავხედე - კარგი ვეტყვი - გამეცინა -არა იმიტომ მიმყავხარ რომ შენთან ერთად ყოფნა მომწონს - სერიოზულად ჩაილაპარაკა და ხელი ჩემი თმისკენ წამოიღო რომ გადაეწია რადგან მთელ სახეს მიფარავდა მაგრამ... მაგრამ უკან გავიწიე და ამის საშუალება არ მივეცი -ტკბილი ძილი! - ღიმილით მივაშტრდი -და სიზმრებში შენ - მასაც გაეღიმა და თვალები გამისწორა საახლოებით ხუთი წუთი ესე ვიდექით და არცერთს აზრდაც არ მოგვსვლია წასვლა -წავედი - უხერხულად ჩავიალაპარკე და სახლისკენ სირბილით გავიქეცი... ******************** კარი ღიმილით შევაღე და ასევე დავხურე მაგრამ შიშისგან შევხტი როდესაც დედაჩემი შემეფეთა -დედა შემაშინე! - სიცილით ვუთხარი და გვერდი ავუარე -ვისთან ერთად იყავი ანო? - გაკვირვებულმა მკითხა მარიამმა და ფანჯარაში გაუხადა -იოანესთან - ღიმილით გავხედე -ეს დავდარიანია? - კიდევ უფრო გაუკვირდა -ჰო -მოგეწონა? - ცალი წარბი ამიწია და გამიღიმა -დედა იცი ის... - თავი დავხარე და ჩავიცინე - ხვალ მოგიყვები - კიბეები სირბილი ავიარე და ჩემს ბალიშს ჩავეხუტე... *********************************************** ჩვენ გოგოები იცით როგორები ვართ? ყოველთვის ყველაფერს ღრმად ვეძიებით და უსასრულოდ შეგვიძლია ერთ მომენტზე ვიფიქროთ , თუნაც ეს ტკივილთან ასოცირდებოდეს , ჩვენ გვიყვარ გაზვიადება და ზუსტად ერთი ნაბიჯიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა რომელიც ან გაგვაწამებს ან გამართლდება , მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ცუდად მთავრდება და ბოლოს ამას სხვას ვაბრალებთ , არ შეგვიძლია დავიდანაშაულოთ თავი და იმას ვეჩხუბებით ვინც ეს იმედები მოგვცა ან პირიქით ხშირ შემთხვევაში მეც ასეთი ვიყავი , ავაგებდი ოცნების კოშკებს და ველოდებოდი მათ დასრულებას , მაგრამ ოცნებები ყველას არ უხდება -დედი გინდა დღეს სადმე წავიდეთ? - კარი გამოაღო მარიამმა და სირბილით გამოიქცა საწოლისკენ , ხელები მომხვია და ცხვირი პლედში დამალო რომ გაეთბო -გცივა დე? - მის საქციელზე გამეღიმა და ჩავეხუტე რომ გამეთბო -ხო რატომღაც - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და მისი ცისფერი თვალებით მომაშტერდა -რატომ მიყურებ ასე? - გამეცინა და ინეტერსით ვკითხე -შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირდა შენს გარეშე - ხმა აუკანკალდა მაგრამ მაინც დაიწყო ყველაფერზე საუბარი , მეც მინდოდა ამის მოსმენა - სანდრო რომ გარდაიცვალა ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა და ეს შენ იცი , შენ არ იცი რა არის ქმრის , ჩემი ცხოვრების სიყვარულის დაკარგვა და ღმერთმა არ ქნას გაიგო , შეიძლება შენს მიტოვებაში დამნაშავე ვარ მაგრამ ცოტახანი მჭირდებოდა მარტო ყოფნა , შენ სანდროს ასლი ხარ და სულ მის თავს მახსენებდი , როცა გხედავდი მეგონა რომ საიდანღაც ის გამოვიდოდა და ისევ ისე დაგტუქსავდა როგორც ადრე , აღარ შემეძლო გამეკონტროლებინე , აღარ შემეძლო შენთვის ყურადღება მომექცია და ზუსტად ამიტომ გამოგიშვი ლიაკოსთან , ის ძლიერი ქალია და შეძლებდა შენს მოვლას , მე კი... - ცრემლები მოიწმინდა და თავი დახარა - მე კი უსუსური გამოვდექი , ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი რომ შენ ესეთი დედა არ გჭირდებოდა და... - სიტყვა აღარ დაამთავრა და დამნაშავეს თვალებით ამომხედა - დედი მაპატიე , გევედრები ყველაფერი მაპატიე , გპირდები კარგი დედა ვიქნები და მოვახერხებ მამაშენის გარეშე ადამიანად გაქციო , გპირდები იმას მოგცემ რაც დაგაკელი და დედა აღარ მოგაკლდება , გპირდები მამის ნაკლებობას არ გაგრძნობინებ და გავძლიერდები , მხოლოდ შენთვის დე , მხოლოდ შენს გამო აქვს ჩემს ცხოვრებას ფასი - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მთლიანად დამიკოცნა -კიდევ ერთი რაღაც დამპირდი! - ტირილისგან ძლივს ვლაპარაკობდი მაგრამ ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებდა -რას ანო? - თვალებში ჩამხედა და გაეღიმა -რომ აღარ იტირებ! და ზუსტად ისეთი იქნები როგორიც მამას უყვარდი, ხომ იცი მამიკოს ეს არ მოეწონებოდა - ცრემლები ჩემი ხელით მოვწმინდე და შევეცადე გამეღიმა არაფერი უთქვამს , უბრალოდ თავი დამიქნია და ხელები დამიკოცნა -მისმინე აღარ გვინდა ტირილი - გამიღიმა და ეცადა გავემხიარულებინე - დევდარიანზე მომიყევი , იმედია ჩემს და ნინის შორის განსხვავებას ვერ ამჩნევ - გაიცინა -რავი რა გითხრა დე? - გამეღიმა და თავი დავხარე -მოიცა მოგწონს? - წარბები აათამაშა მარიამმა და თავი ამაწევინა -არა დედი მხოლოდ მეგობრობა მინდა , იოანე ნინის მოსწონს და მე არ ვაპირებ მათ წინ გადავუდგე - სერიოზული სახით გავხედე და მას ჩემს სიტყვებზე გაეღიმა -მაშინ ნინის რატომ არ იყო გუშინ თქვენთან ერთად? - მან ის კითხვა დამისვა რასაც საერთოდ არ მოველოდი არც მიფიქრია ამაზე და არც გამახსენდებოდა , ეხლა კი პასუხი არ მქონდა და ჩემი თავის მიკვირდა , რატომ არ ვუთხარი რომ მივდიოდი? -რისი თქმა გინდა ამით დე? - დაბნეულმა გავხედე -არაფრის უბრალოდ მაინტერესებდა - გამიღიმა - იცი რა დღEს ერთად წადით სადმე და მერე ჩემთვისაც მოიცალე - ლოყაზე მაკოცა და წამოჯდა -თავიდან არ მომწონდა დევდარიანი , მაგრამ გუშინ მივხვდი რომ ადამიანზე ასე უცებ არ უნდა ჩამოაყალიბო შეხედულება , გუშინ თითქოს მთლიანად გავიცანი და ასეთი ძალიან მომეწონა -ჭკვიანად იყავი! - სიცილით მითხრა მარიამმა მაგრამ ეს სულაც არ იყო ხუმრობა -დედი მე ჭკვიანად ვარ - დაბნეულმა ვუპასუხე -რომ შეგიყვარდეს რას იზავ? - მოულოდნელი კითხვა დამისვა დედაჩემმა და სერიოზული სახით შემომხედა -არ შემიყვარდება - უემოციოდ ვუპასუხე -ჯერ კითხვა გაიზარე და მერე მიპასუხე - კიდევ უფრო დამისერიოზულდა - რომ შეგიყვარდეს რას იზავ? -არ შემიყვარდება - ისევ იგივე პასუხი გავეცი , ჩემს თავში ძალიან დარწყმუნებული ვიყავი -კიდევ ერთხელ გაგიმეორებ კითხვას - გამიღიმა - რომ შეგიყვარდეს რას იზავ? -დედა! - უკვე კითხვისგან დაღლილმა გაბრაზებული სახით გავხედე -ანო! მიპასუხე! - მას რაღაცის ეშინოდა და მეც მაშინებდა -ნინიზე წინ არავის არ დავაყენებ! - ამაყად გავეცი პასუხი და მას გაეცინა -შენთვის დაქალობა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია? - ხმის ტონს არ ცვლიდა -კი ყველაფერზე მნიშვნელოვანი - გავუღიმე - დედა მე ზუკასთან არაფერი არ დამისრულებია და ახალ ურთიერთობაზე როგორ უნდა ვიფიქრო როცა ძველი არ გამირკვევია! -მე შენი იმედი ყოველთვის მაქვს - თბილად გამიღიმა - მაგრამ იცოდე როდესაც ადამიანს უყვარდება შეუძლია ნებისმიერი რამ დათმოს - ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა -დედა - შევაჩერე სანამ გავიდოდა -გისმენ - ღიმილით შემოტრიალდა -შენ რა დათმე? - ვკითხე რადგან ვიცოდი ის ამ სიტყვებს საკუთარი გამოცდილებიდად ამბობდა -ყველაფერი - ნაღვლიანად ჩაილაპარრაკა და ოთახი დატოვა მე კი დამაინტერესა რას ნიშნავდა ეს "ყველაფერი" , ერთ დღეს გავიგებდი მაგრამ ალბათ მერე , დარწყმუნებული ვიყავი რომ ნინის არ ვუღალატებდი და უცნობი არ შემიყვარდებოდა , ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით კარგი მეგობრები მაგრამ ამაზე მეტი არა , მხოლოდ იმის გამო არა რომ მეგობრობას ყველაზე წინ ვაყენებდი ********************************* როდესაც უკვე მოვწესრიგი და ლიაკომ დამაპურა გადავწყვიტე ნინისთან გავსულიყავი , ვიცოდი ისიც მელოდა და გუშინდელზე საშინლად მეჩხუბებოდა , ბოლოს მაინც შემომირიგდებოდა რადგა საუბარი მისთვის საინტერესო ადამიანზე წავიდოდა და მოგებული ვიქნები არ მეშინოდა მისთან ჩხუბის , ჩვენ აუცილებლად შევრიგდებოდით , შეიძლებოდა მაგრამ გვეჩხუბა მაგრამ ერთმანეთის გარეშე ერთ საათზე მეტს ვერ ვძლებდით , ან მე მივიდიოდი მასთან ან პირიქით ნინის ჭიშკარი შევაღე და სახლისკენ გავიქეცი , გზაში ბებიამისი შემხვდა და ხელი დავუქნიე ის ტელევიზორთან იჯდა და რაღაცას ინტერესით შესცქეროდა -რას უყურებ? - ჩავყვირე ყურში დაქალს და გვერდით "მივუხტი" -შენ! - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ტელევიზორი გამორთო - ეხლა გაგპუტავ! მოიცა! - პულტი გადააგდო და განრისხებული თვალები მომაპყრო -რას მერჩი? - უკან გავიწიე და თავის გაშტერება დავიწყე -აჰა რას? - ხმას აუწია - გუშინ სახლში როგორ დამტოვე შე ბატო?! - ხელები გადააჯვარედინა და პატარა გაბუტულ ბავშვს დაემსგავსა , მე კი სასტიკი სიცილი ამიტყდა ბოლოს ისეთი სახით გამომხედა მართლა შემეშინდა და გავჩერდი -არ გაინტერესებს და წავალ - ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი -მოეთრიე აქ! - ისე ჩაიალპარაკა რომ არ გამოუხედავს , მე კი სიცილით ისევ ჩემი ადგილი დავიკავე და მოყოლა დავიწყე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი , მხოლოდ უცნობის ნაამბობზე არ მისაუბრია , არ იქნებოდა სწორი ჩემი მხრიდან და ამას ვხვდებოდი , ეს მხოლოდ მას ეხებოდა და თუ მენდო ეს ნდობა უნდა გამემართლებინა ნინი დებილივით მისმენდა , სახეზე ხან გაბრაზება ეტყობოდა ხან კიდევ იდიოტი გოგოს როლს ირგებდა რომელსაც ყველაფერი უხაროდა , მე ყველაფერზე დავცინოდი და ამაზე კიდევ უფრო მიბრაზდებოდა , ყოველ წამს მახსენებდა რომ უნდა წავეყვანე და თავს დამნაშავედ მაგრძნობინებდა , არ უთქვია იმ ბიჭს შენი დაქალი წამოიყვანეო და მე რა მექნა?! -ვაიმე რა საყვარელია! - დასკვა გამოიტანა ბოლოს ნინიკომ და გამიღიმა -ხო არაუშავს - ისევ ნაგლი მე დავაბრუნე და სიცილი დავიწყე -ხომ იცი რომ გაცნობა მინდა და აღარ მომტეხო რა! - საჩვენებელი თითი თვალებთან მომიტანა და საშიში სახე მიიღო -დღეს მივდივართ პიკნიკზე - არ ვიცოდი სწორს ვაკეთებდი თუა არა მაგრამ ნინისთან რომ სწორი ვიყავი ეს უფრო მომწონდა -და ამას ეხლა მეუბნები? - თავი გააქნია ნინიმ - მეც ხო? - გამიღიმა -რავი წამოდი , ვეტყვი რო ძმაკაცი წამოიყვანოს - უხერხულად ჩავილაპარაკე -მოიცა მარტო აპირებდით წასვლას? - წარბებშეკრულმა გამომხედა -გუშინ ამაზე ნამდვილად არ გვილაპარაკია , უბრალოდ მივდიოდით და ვსიო -კაი მაინც წამოვალ , არამგონია მითხრას შენ მომშორდიო - ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წავიდა - რა ჩავიცვა? - დაბნეულმა გამომხედა -რამე კაბა - მე ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ გავემართე -შენ რას იცვემ? - ღიმილით გამომხედა -მე ბანკეტის კაბას - თავი გავაქნიე და კარი გამოვაღე -რა? - გაკვირვებულმა მიპასუხა -ვაიმე გაეთრიე! - ნერვები მეშლებოდა მის იდიოტიზმზე - ცოტახანში ჩემთან იყავი! - სიტყვა დავტოვე და სახლიდან გავედი პირველი რაც გავაკეთე ეს უცნობისთვის იმის თქვა იყო რომ მარტო არ ვიქნებოდი , მისი ტელეფონი გუშინ ჩავიწერე და მისვლას შეტყობინების გაგზავნა ვარჩიე , მისმა პასუხმაც არ დააყოვნა და ძმაკაცის წამოყვანას დამპირდა მე კი ჩავთვალე რომ ეს ის ბიჩი იქნებოდა რომელიც იმ საღამოს ჩემს მოსულიერებას ცდილობდა აღარაფერი არ მიმიწერია , სახლისკენ წავედი და ცოტახანი დასვენება გადავწყვიტე ********************************************* დრო გადიოდა და ნინი ტვინის ჭამას მაინც აგრძელება "როდის მოვლენ?" "როდის წავალთ?" "აუ მალე რა" "მგონი გადაგვაგდეს" "აუ აღარ გავყვეთრა! რანაირი საქციელია ეს" და კიდევ ბევრი ესეთი წინადადებები ისმოდა ჩემს სახლში , რომელიც ძალიან მაღიზიანებდა და არა მარტო მე , დედასაც და ლიაკოსაც , მაგრამ უსმენდნენ მე კი აღარ შემეძლო და უკვე ენის ამოგლეჯვის გეგმებს ვაწყობდი როდესაც ასრულება დავაპირე ზუსტად მაშინ დარეკა ჩემმა ტელეფონმა , უცნობი იყო ამიტომ აღარ ვუპასუხე და პირდაპირ გარეთ წავედი , ნინი კი წუწუნით უკან გამომეკიდა -აუ საერთოდ დაახვიონ რა! - გაბრაზებულმა მიიხურა კარი და როდესაც წინ ბიჭები დაინახა უხერხულად გაიღიმა -რა ვთნათ? - ირონიულად ჩაიალაპარაკა უცნობმა და მე გამიღიმა მეც გავუღიმე და მათკენ წავედი -ეს გიორგია ჩემი ძმაკაცი - მოკლედ გამაცნო მის გვერდზე მდგომი პიროვნება და ჩამეღიმა როდესაც ჩემი "გადამრჩენელი" შემხვდა -შენი ნახვა რამდენიხანია მინდა მაგრამ არ მიშვებდა შენამდე - სიცილით მითხრა გიორგიმ და ხელი გამომიწოდა -და რატომ? - მეც გამეცინა - ხო ეს ნინია - დაქალისკენ ვანიშნე ორივეს -მაინტერესებდა როგორ იყავი - მისმა პასუხმა მე ყურებამდე გამაღიმა ნინი კი დააბნია ნინის ვანიშნე არაფერიათკო და ის უცნობს ამოუდგა გვერდით , რაღაცაზე სუბარი დაუწყო მე კი გიორგის გევრდით დავიკავე ადგილი და მათ უკან გავყევი -კარგად ვარ - ცოტა მოგვიანებით გავეცი გიორგის პასუხი -ბოდიშს მე გიხდი იმ საღამოსთვის - მის ძმაკაცას გახედა და თვი გააქნია - ამას არაფერი არ უთქვია ხო? -არა არაფერი - გამეცინა - მაგრამ ვაპატიე - გასაგონად ვთქვი და უცნობიც ჩემსკენ შემოტრიალდა -მე ხომ შენთვის ბოდიში არ მომიხდია - წარბები აათამაშა უცნობმა და შეჩერდა რომ დავწეოდით -მე კეთილი გოგო ვარ - ირონიულად ჩავილაპარაკე და წინ წავედი მას მხოლოდ გაეცინა და ნინისთან საუბარი განაგრძო მე კი გიორგისთან წავედი ეს ბიჭი უბრალოდ ჩვეულებრივი "კარმა" იყო! იმდენი სითბო მოდიოდა მისგან გაყინულ გულებს გაალღობდა , მისი სიცილი , თვალები საოცრება იყო და თვითონ გიორგი იყო საოცარი , უბრალოდ კარგი ადამიანი , რომელიც არ გავდა ძმაკაცს და ყველასთან საერთო ენას ეძებდა -არც ისაა ცუდი უბრალოდ უნდა გაუგო - რათქმაუნდა საუბარი ჩამოვარდა უცნობზე -თავიდან ნამდვილად არ ჩანდა კარგი - სიცილით ვუპასუხე -გოგოებთან ესეთია , უმეტესად ნაგავი , მაგრამ სიყვარული ჩემზე მაგარი იცის , მართლა შეუძლია ჯოჯიხეთშიც გაყვეს ადამიანს , მაგრამ ვერასდროს ვერ გამოხატავს ამას , მეც მენაგლება და ესაა მისი სიყვარული -არა გუშინ ჩემთან გახსნილი იყო , სულ სხვანაირი ყოფილა , მხიარული , ოდნავ კეთილი - გამეცინა -ვიცი და მიკვირს - მასაც გაეცინა -რატომ? -დიდი ხანია გოგოს მასზე არ უთქვას მხიარულიაო - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა -შეიძლება არ უნდა გეკითხებოდე მაგრამ რატომ? -ეს მისი ისტორიაა და მხოლოდ მაშინ მოისმენ თუ მას მოუნდება მოყოლა - გიორგიმ გამიღიმა და ნინისთან ერთად სადღაც გავიდა მე კი დავრჩი უცნობთან ერთად , ბავშვებს გავუღიმე და მას წინ დავუჯექი -ვაიმე დავისვენე , რამდელი ლაპარაკი უყვარს ამ გოგოს! - სიცილით მითხრა და თავი დახარა -უზომოდ ბევრი - მეც გავიცინე და მას გავხედე - მაგრამ ყველაზე საყვარელია - ნინის საქციელების გახსენებაზე გამეღიმა უცნობმა ამომხედა მაგრამ თავი არ აუწევია , თან იღიმოდა და ამას ვამჩნევდი , მისი მწვანე თვალები თანდათან უფრო მუქდებოდა და მაბნევდა როგორ მომწონდა ეს გამოხედვა! მისი თვალები , სიცილი და საერთოდ ის მთლიანად! -ყველაზე არამგონია - მისი სიტყვებით მინიშნება მომცა -შენ მას ჯერ კარგად არ იცნობ -მაგრამ მგონია რომ შენ უფრო საყვარელი ხარ -არც მე მიცნობ კარგად - სიცილით ვუთხარი და გადავწექი ის ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით მომიწვა -ვცდილობ მაგრამ საშუალებას არ მაძლევ! - უაზროდ ჩაიალაპარაკა და გაჩუმდა -რას?.. - ინეტერსით გავხედე მაგრამ პასუხად დუმილი მივიღე ************************** დღეს ძალიან კარგად ჩაიარა , გავერთეთ მაგამ უცნობი ჩემთან ერთად სულ ორჯერ იყო მგონი , ნინისთან ერთად საუბრობდა და არ იწყენდა , მე კი გიორგის ვესაუბრებოდი და მის უკეთ გაცნობას ვცდილობდი ის უფრო მომწონდა ვიდრე უცნობი და კარგი ურთიერთობა მინდოდა ნინი უზომოდ ბედნიერი იყო და მისი თვალები ანათებდა , რათქმაუნდა ჩემთვის არ ეცალა და ხვალ მომიწევდა ბევრი უაზრო სიტყვის მოსმენა მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავი ჩემი ნატვრა ასრულდა და ამ ზაფხულმაც უაზროდ არ ჩაიარა , გამოჩნდნენ ადამიანები რომლებთანაც საუცხოო დროს ვატარებდი ************** ჯერ ნინი შევაცილეთ სახლში , შემდეგ კი ბიჭები მე მომიტრიალდნენ -ხვალ აუცილებლად გნახავ - გადამკონდა გიორგიმ და სახლისკენ წავიდა , მაგრამ როდესაც უცნობის სიშორე იგრძნო მოტრიალდა - არ მოდიხარ? - მიაძახა და გაჩერდა -წადი მოვაგნებ როგორმე - უხეშად უპასუხა და ისიც ადგილიდან დაიძრა ველოდი მისგან რამის თქმას მაგრამ უშედეგოდ , იდგა და მიყურებდა , რაღაცას ცდილობდა და არ გამოსდიოდა , მიდიოდა და ვერ მიდიოდა მის დანბეულობაზე ჩამეცინა -ხვალ მნახავ ხო? - ბოლოს მაინც ამოიღო ხმა და გამიღიმა -კი წავიდეთ სადმე - მეც გავუღიმე და ნინის გავხედე -ხო წავიდეთ - თავი დამიქნია და შეტრიალდა მაგრამ ვგრძნობდი რომ კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა -კარგი წავედი ეხლა - მისკენ გადავიწიე რომ გადამეკოცნა და ის გაყინული იდგა ბოლოს მაინც გადმოდგა ჩემსკენ ნაბიჯები და მკლავები მომხვია , უცებ დავიბენი და დებილივით გავშეშდი -ოღონდ მარტო მე და შენ რა - ჩუმად მიჩურჩულა და რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა , ჩაეღიმა და თავის თავზე გამარჯვებული სახლისკენ გაეშურა... *********************************** იმედი მაქვს მოგწონთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.