შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბრალია!(3)


13-08-2016, 00:51
ავტორი Behandice
ნანახია 2 446

მთელი ღამე ვგრძნობდი სიმხურვალეს რომელიც მიშოსგან მოდიოდა,არა ასე მე ვერ გავძლებდი რამე უნდა მომეფიქრებინა..ან ის დაწვებოდა დივანზე ან მე..ან რაღაცას მოვიფიქრებდი ახლა კი სხვა რამეზე უნდა გადამეტანა ყურადღება,ისევ ფიქრებში წავედი და გავბრაზდი მამაჩემზე ეს როგორ გამიკეთა,ნუთუ სხვა გზას ვერ მიყო ხელი ჩემს დასაჭკვიანებლად.
ალბათ ყველას გაინტერესებთ რატომ ვარ ახლა ამ დღეში,არ ვარ უკმაყოფილო ამ სიტუაციით სიმართლე რომ ვთქვა.ყველაფერი იმით დაიწყო რომ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე შევიცვალე,ასე რომ ვთქვათ გავტუტუცდი და მე თუ მკითხავთ სწორედ მანდ მივქარე..სად წავიდა ჩემი სურვილები,ოცნება რომ გამომძიებელი გავხდებოდი,ბავშვობიდან თითქოს სისხლში მქონდა ჩამჯდარი რომ აუცილებლად გამომძიებელი გავხდებოდი რომ გავიზრდებოდი და გაუხსნელ საქმეებს გავხსნიდი,ბოროტმოქმედებს მივაკვლევდი მარა მე იდიოტმა რა გავაკეთე?ცოტახანი დავისვენე და მერე მივყოფ ჩემ საქმიანობას ხელს თქო და თავი გავიფუჭე,ვისარგებლე დედაჩემის და მამაჩემის კარგი მოპყრობით,სულ ვერტობოდი,ყოველდღე სხვადასხვა წვეულებაზე ვიყავი,ჩემი ოჯახი საკმაოდ სახელგანთქმული გახდა თავისი სამშენებლო კომპანიით აქაც და რამოდენიმეჯერ პაპარაცებმაც დამაფიქსირეს,გადაირია მამაჩემი,ის ყოველთვის მხარს მიჭერდა და სულ მეტი საყვედურიც მისგან მოდიოდა,მაგრამ ხვდებოდნენ რომ გავიზარდე და ვერ დამიშლიდნენ გართობას,მარა არ ეგონათ აქამდე თუ შევტოპავდი,ერთ ღამეს ძალიან მთვრალი სიმღერით შევაღე სახლის კარები..დედაჩმს გაეღვიძა და რომ დაინახა გაგიჟდა და მამას დაუძახა იმ წუთას.
-ანა!რადღეში ხარ რა არის ეს?გოგო და ასეთი სიმთვრალე??გაბრაზდა იმ წუთას ალექსანდე.
-კარგი რა მამა..სიცილით აუქნიე ხელი.
-სასწაფოდ ოთახში ადი და გამოფხიზლდი!სალაპარაკო გვაქვს!მკაცრი იყო..შემეშინდა კიდეც.უცებ გამოვფხიზლდი და დარცვენილი პატარა ბავშვივით ოთახში ავედი,სააბაზანოში შევვარდი და ცივ წყალს შევუშვირე თავი,აბა ისე ვერანაირად გამოვფხიზლდებოდი..უცებ ჩავიცვი პენუარი და ხალათი მოვიხურე..ქვემოთ ჩავედი..ჩხუბობდნენ,მაგრამ რომ მივედი გაჩუმდნენ.დავჯექი და უცდიდი როდის მეტყოდნენ რამეს.
-არაფერს იტყვი ანა?დედამ მკითხა.
-რაუნდა ვთქვა?
-რა უნდა თქვა?რას ნიშნავს ეს ყველაფერი?ესა ჩვენი სასახელო შვილი????მამამ ხმას აუწია.
-ხო დიდი ბოდიშით მე გიორგის ვერ შეგიცვლით!ის ხომ თქვენი სასახელო შვილია!ერთი შემახსენეთ თქვენს გვერდით რატომ არა ის და მე რატომ ვარ?
-ანა!რამდენს ბედავ!მასე უნდა მელაპარაკო მამი?რასქვია რას აკეთებს საქმეებს აგვარებს იქ..ეს ფული ციდან კი არ ცვივა..მაგრამ შენთვის როგორც ჩანს ასეა..5ათასი??მართლა?ერთ დღეში 5ათასი როგორ დახარჯე?სირცხვილია ეს ნამდვილი სირცხვილი!გირგი ასე არასოდეს მოქცეულა და მიტოა ჩვენი საამაყო შვილი!ხოიცი შენთვის კარგი რომ მინდა მიტო გეუბნები ამას!რას გავს შენი საქციელი,ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე რასაც ქვია,სად წავიდა შენი სიტყვები რომ საუკეთესო გამომძიებელი გახდებოდი?ეს ერთი წელია ლოთობის,გართობის,ფულის ფლანგვის და ათასი სისულელის მეტს არაფერს აკეთებ!რამე უნდა ვიღონოთ..
მე ვერაფერს ვამბობდი,თვალებში ცრემლი ჩამიდგა,ამდენი ხნის მანძილზე ჩემი მამიკონას თვალებში დიდ იმედგაცრუებას ვხედავდი,ამას ვერ დაუშვებდი,საკუთარი თავისთვის უნდა შემომელაწუნებინა და მართლა რამე მეღონა..ჩემითაც მინდოდათ რომ ეამაყათ..მინდოდა მეც მომესმინა ის სიტყვები რომლებითაც ჩემს ძმას აქებდნენ..
-მე..მაპატიეთ.დღეიდან ყველაფერი შეიცვლება..დამიჯერეთ!
-მერამდენედ გვეუბნები მაგას ანა?!დედა ჩაერია საუბარში.
-ბოლოა!გპირდებით.
-ვნახავ მაგასაც!სანამ არ გამოასწორებ ყველაფერს ჩვენგან ერთ კაპიკს ვერ ეღირსები..გაიზარდე აღარ ხარ 13წლის პატარა გოგო,შენხელა ქალებს ქმარი და შვილები ყავს!არ ცხარდებოდა დედა.
-კარგი ნიტა გეყოს!დააწყნარა ქმარმა ცოლი.მე კიდევ ოთახში ავედი და მართლა დავფიქრდი ჩემს ამაზრზენ საქციელზე,ისინი კაპიკს კაპიკზე ადებნენ და ისე მოაღწიეს აქამდე მე კიდე ერთი ხელის მოსმით ვანადგურებდი მათ ყველაფერს..ცუდად ვიქცეოდი..ხვალიდანვე დავიწყებდი სამსახურის ძებნას..
მეორე დღეს ვაკანსიებს გადავხედე,ერთ განყოფილებაში მივდიოდი განაცხადის შესატანად მარიამმა რომ დამირეკა..საჭესთან ვიჯექი..ძლივს ამოვაძვრინე ტელეფონი ჩანთიდან და უპასუხე..
-გოგო რახდება ხოა მშვიდობა?ახლა არ უნდა გეძინოსს?
-რადამაძინებს მარუსიიი..ჩემგულის სწორს შევხვდი..
-ვაიმე არ მითხრა რომ სანდრო ნახე?
-კი კი...სიყვარული ამიხსნა..მომხდარს მიყვებოდა და მეც სიხარულისგან ვწიოდი და სულ არ გამახსენდა სად და რა სიტუაციაში ვიყავი,სულ არ დამინახია შუქნიშანი,რომელიც წითლად ანათებდა,გზა გავაგრძელე და ვლაქლაქობდიმერე მსუბუქი ტკივილი ვიგრძენი,ავარია..ეს მაკლდა სრული ბედნიერებისათვის თან ახლა..მეორე მხრიდან მომავალმა მანქანამ დამარტყა და საღაც ჯანდაბაში გამაცურა,ჩემ მანქნას ბევრი არაფერი ჭირდა მარა იმის მანქანა რასაც ქვია დალეწილი იყო,ნეტა ცოცხალი თუ იყო..სისხლი მდიოდა თავიდან..მანქანიდან ძლივს-ძლივობით გადავედი და თან სასწრაფოს ნომერს ვკრიბავდი..მალე ადგილზე სასწრაფო და პოლიცია გაჩნდა..ახალგაზრდა ბიჭი იყო..ალბათ ჩემზე უფროსი..უგონოდ იყო მაგრამ არამგონია სერიოზული რამე ჭირდეს...პოლიციამ ყველაფერი გაარკვია..მე უთხარი რომ მამაკაცთან მოვგვარდებოდი ხარჯების საკითხზე..ვთხოვე არ აეტეხათ ამბავი..ეს რომ გაეგოთ ჩემებს ნამდვილად მომკლავდნენ საკუთარი ხელებით.ჩემი მანქანა კარგ მდგომარეობაში იყო ამიტომ სავადმყოფოში წავედი..ექთანმა პატარა ნაკაწრები დამადო,მე კი ბიჭი მოვიკითხე და მასთან შევედი..მოტეხილობები ჰქონდა.
-როგორ ხართ?მივმართე..
-თვალებში რომ გამოგეხედა და შუქნიშანზე გაჩერებულიყავი კარგად ვიქნებოდი და შეხვედრაზე წავიდოდი ახლა!შემიღრინა.
-მე..რაც საჭიროა ყველაფერს ავანაზღურებ.
-რათქმაუნდა აანაზღაურებ!ოთახი დავტოვე,კარტაზე ფული მქონდა და იქიდან შევიტანე სავადმყოფოს ხარჯები..მარა მანქანა?თვალები შუბლზე ამივიდა რომ გავიგე 15ათასი იყო ზარალი..რამექნა ახლა..15ათას დოლარს ციდან ხო არ ჩამოვაფრენდი..ვერავის ვეტყოდი ამ ამბავზე..ამჯერად მართლა მომკლავდნენ ჩემებიი..ეს არ უნდა გაეგოთ მარა როგორ მოვახერხებდი ამ ყველაფერს...ერთი იდეა მომივიდა თავში მარა ჯერ საქმე ის იყო ის ბიჭი თუ დამთანხმდებოდა..პალატაში შევედი.
-ისევ შენ?
-დიახ.თქვენი სახელი?
-საბა.
-საბა...სათხოვარი მაქვს შენთან..
-გისმენ.დამშვიდებული ჩანდა.
-ყოველ თვე რომ გადმოგირიცხო რამოდენიმე ათასი შენს ანგარიშზე შეიძლება?ძალიან გთხოვ.
-კარგი არა პრობლემა.
-ვაიმე მართლა?თვალები გამიბრწიყინდა.
-ჰო მართლა!
-ძალიან დიდი მადობა!უბრალოდ მაქვს ფული მარა რომ ავიღო უნდა ვთქვა მაშინ რისთვისაც მინდა და რომ გაიგონ ავარიაზე..მოკლედ სიცოცხლის ტოლფასია..ამიტომ ჩემით უნდა ვიშოვო..ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ..გამოჯამრთელებას გისურვებ საბა.უცებ მივაყარე და ოთახიდან გავედი..ჯანდაბა ახლა რამექნა ასე როგორ წავსულიყავი სახლში..მანქანა ცოტა შელამაზებული,მეც შელამაებული..კეიტთან წავედი,ჩემი მეგობარია..
-ვაიმე რა დაგემართა?უცებ მომკიდა ხელი..მეც უცებ მოუყევი ყველაფერი და მოვიხსენი სახიდან შეხვეულები და ერთი ტონა ტონალური წავისვი რომ დამეფარა ნაკაწრები..მანქანა კეიტს დაუტოვე და სახლში ტაქსით წავედი..
სახლში რომ მივედი დედა და მამა მისაღებში იჯდნენ,როგორც ჩანს სტუმრები ყავდათ..ღიმილით შევედი მისაღბში.
-მოდი შვილო?გამიღიმა მამამ.
-ჰო მოვედი.გამარჯობათ..მივესალმე იქვე მსხდომ წყვილს.
-ანა გაიცანი ესენი ნატა და ირაკლი კვიციანები არიან!
-სასიამოვნოა,გავუღიმე და ორივე გავიცანი..ქალი არ მომეწონა ცოტა..კაცი კარგი ადმიანი ჩანდა..ნატა კიდევ ცხვირს იბზეკდა ლაპარაკის დროს.ბოლოს უთახრი რომ დაღლილი ვიყავი და მოუბოდიშე ოთახში ავედი..გვიან წავიდნენ,მეც მერე ჩავედი ქვემოთ.დედა ღიმილით შემხვდა..
-მოდი შვილო დაჯექი..
-რამოხდა დედა რასახე გიბრწყინავს?
მამა შემოვიდა მისაღბში დაბღვერილი სახით.
-ტაქსით რატომ მოხვედი?ოოოხხ სად დაინახაა ახლა რა 4თვალი აქ ამ კაცს რა..
-კეიტმა მთხოვა მანქნა და ვათხოვე..
-გასაგებია..სახეზე რა მოგივიდა ბუჩქებში იძრომიალე?ვაიმე ჩემი სიკვდილი..მერე გამახსენდა რომ ვიბანავე და ტონალურიც ჩამომშორდა..უცებ დავაბრეხვე ტყუილი.
-კეიტთან ხოვიყავიი..ხოდა მაგას კატები ხო ყავს და დამკაწრა..არაფერია..ვინ იყვნენ ისინი?უცებ გადავიტანე სასაუბრო თემა და არც მეკითხა ნეტა საერთოდ.
-ჩემი მეწილეა თქო ხომ გახსოვს სასტუმროსი..ბათუმშო რომ გვაქვს..
-შერიი თუ შერატონი თუ რაღაც რომ ქვია?
-ხო ეგა..მაგ სასტუმროს მეწილეა და ასევე..
-რა ასევე?გაკვირვებულმა გავხედე.
-შენი მომავალი დედამთილი და მამამთილი!დედაჩემმა თქვა და ხველება ამიტყდა.
-ვინ?მეხუმრებით არა?რომ ვერანაირი ემოცია წავიკითხე მათ სახეზე გავაგრძელე.
-ვაიმე არა არ მეხუმრებით!ახლა თუ გადავირიე....რა დედამთილი და მამათილი მათხოვებთ ამხელა გოგოს?ისტერიკული სიცილი ამიტყდა..ბრავოო..მერე ტაში დაუკარი და იქაურობას გავეცალე..ოთახში ავედი და ბარგის ჩალაგება დავიწყე,ისედაც ვაპირებდი გამგზავრებას მაგრამ ამ სიტუაციამ მომისწრაფა წასვლა..დილას ადრიანად ავდექი მინდოდა არავის დავენახე თორე არ გამიშვებდნენ ვიცოდი და უამრავ რამეს მკითხავდნენ.ამიტომ წერილი დავწერე და მაცივარზე გავაკარი..
‘საქართველოში ვბრუნდები!ისედაც მივდიოდი მაგრამ ახლა აუცილებლად გადავწყვიტე წასვლა.აი ზუსტად მაგ სასტუმროს ჩავუდგები სათავეში..ასე რომ გიორგიკუნას უთხარით რომ მე განვაგებ აწი მაქაურობას.ანდა მე ვეტყვი..ახლა კი წავედი.სასიძოს ბოდიში მოუხადეთ დედოფალი გაიპარა თქო გადაეცით...’
დიახ არ მოგესმათ საქართველოში დავბრუნდი,მერე რა რომ დაფიცებული მქონდა რომ იქ აღარასოდეს დავდგამდი ფეხს,ეს ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო..სწორედ ეს აზრი მომივიდა თავში ავარიის ხარჯებთან დაკავშირებდით..საქართველოში ვიმუშვებდი ,გადავიხდიდი ვალს და მერე დავბრუნდებოდი და გამომძიებელი გავხდებოდი..არავისთვის რომ ვბრუნდებოდი არც მოელოდნენ..ჯერ თბილისში ჩავედი გიორგისაც ვნახავდი თან მომენატრა ეგ საზიზღრი.გასაღები მქონდა,რადგან კარები გაიღო არ გამოუცვლია ეტყობა.იმ წუთას გიორგის ოთახისკენ წავედი იმედია ვინმე ნაშას არ დამახვედრებდა საწოლში..ვაიმე ჩემი ჩვილი ძმა ისევე ბალიშთან ჩახუტებულს ძინავს..შემეცოდა გადაღვიძებლად, თან მეც დაღლილი ვიყავი მგზავრობით და მიუწეკი გვერდით და მის მკლავებში გავიყურსე და დავიძინე ისე როგორც ადრე ვიცოდი..არაფერი გაუგია მკვდარივით ეძინა.ახლა ამისთვის ბომბი რომ ამეფეთქებია სახლი ისე დაიწყვებოდა ვერ გაიგებდა..არვიცი რამდენი ხანი მეძინა მარა ყვირილმა გამაღვიძა.
-ვააახ ჩემიიიი..არუნდა დამელია ბოლო ჭიქა დამერხა მაგარი..ჩემ იდიოტ დას ვხედავ აქაც..
თავი წამოვყავი და იმხელაზე უბრწკინე წამოიყვირა.
-იდიოტი და არა??კარგი!ავდექი და კარისკენ წავედი უკნიდან რო მომახტა..ისევე პატარა რაა..
-ვიამე ანუსი მართლა აქ ხარ?რა ქარმა გადმოგაგდო აქქქქქ?შენ გეხუტუნე..რამხელა ლოყები გაგზრდია..რამდენი ხანია არმინახიხარ მომენატრე ალქაჯო..
-ვაიმე ამომასუნთქე გავიგუდე..მეც მომენატრე მაგიტო ვარ აქ..ნუ თლად მაგიტოც არა..
-რახდება აბა დაყარე..
ვიფიქრე ვეტყვი ავარიაზე თქო მარა გადავაიფიქრე რატომღაც მეგონა დედას და მამას ეტყოდა..
-მოკლედ აქ ვარ დროებით..ბათუმში წავალ ხვალ დილას..ჩვენ სასტუმროში და მე უხელმძღვანელებ აწი..ნუ დროებით მაინც.წინააღმდეგი ხო არ იქნები?
-შენ ოღონდ რამე გააკეთე და...
-შენცც??კარგი რა!ვერ გიტანთ ვერც ერთს.გავიბუსხე..
-კარგი რა გაგეხუმრეე ხოიიცი.
-ვიცი მე შენი ხუმრობები..წამოდი ვისაუზმოთ გამიხმა კუჭი..მერე ლანასთან წამიყვანა..ლანა რომ ვახსენე შეცბა ცოტა..ვისაუზმეთ და ლანასთან წამიყვანა..რაღაც ძაან უპაჭუნებდნენ ესენი ერთმანეთს თვალებს რახდებოდა ნეტა..მოიცა ლანა რაგიქნა მე შენ..რომ დამინახა ყვირილი დაიყო.
-ვაიმე არ მჯერა!სულს განუტევებ!აქ რასაკეთებ გიჟოოოოო ბავშვო??ადამიანი არ ხარ ამდილაუთენია რას გადამრიე!
-ჩემი ლანუჩია როგორ მომენატრე!მოეხვია მონატრებულ დაქალს და სახლში შევიდნენ..
-რაქარმა გადმოგაგდო ქალო აქ?
-ჩემმა ძმამაც იგივე მითხრა..მიდი მარიი მოიტყუე ახლა აქ და ერთად მოგიყვებით.
-ვაიმე ეგ გაგიჟდება..ამ დილაუთენია აქ როგორ მოვიყვანო.
-მოიფიქრებ რამეს მიდი.
ლანამ მარის დაურეკა და ღაღაცეები ებჟუტურა და სახლშიც მოიტყუა..მე დივანზე გავწეკი და გადასაფარებელი გადავიფარე..გავიგონე როგორ შემოვიდა სახლში ლაქლაქით მარიამი..
-რას გამაღვიძე ესა სისხლად ვიცლებიო??
-აუუ მართლა ცუდად ვარ..ნახე რამხელაზე გავიჭერი ხელი..აჩვენა ჭრილობა რომელიც თითქმის შეხორცებული იყო.
-ეგ ის არა 2კვირის უკან რო გაიჭერი ვაშლს რომ ჭრიდი?თან თქვა და დაჯდა..ანას დააჯდა და იგრძნო.
-ვაიმე რაღცას დავაჯექი..ხელით ეჯაჯგურა გამოვწევო მარა მერე მიხვდა სათამაშო რო არ იყო.
-ვაიმე ლანუჩი კაცი გყავს?ლანსკენ სიცილით შეატრიალა თავი ამ დროს მე გადავიხადე გადასაფარებელი.
-სიურპრიზიიიიიიიიიიი!ჭიტააა!იმხელაზე დავიყვირე თან მე რო დამინახა დივნიდან გადავარდა და ძირს მოჯდა..
-ახლა გული გამისკდება..ვაიმე ანა შენ ხარ?
-არა პავლე ვარ!უიმე მოდი აქ ჩაგეხუტო...
მოგვნატრებია ერთმანეტი და ერთად ყოფნა..ყველაფერი მოუყევი მათ და დამტუქსეს ცოტა..მარა ჩემ ადგილას არ იყვნენ და ვერც გაიგებდნენ რა ხდებოდა..იმ დღეს ერთად დავრჩით ლანასთან..მეორე დილას გამაცილეს ბათუმისკენ..სიცხეები იყო ისეთი ვიწვებოდი..შემპირდნენ რომ ჩამოვიდოდნენ..მე კიდე ისედაც დაღლილი წავედი ბათუმისკენ...რადგან მანქნა აქ არ მყავდა სასტუმროსთან შორი ახლოს ჩამოვედი,ბევრი მანქანები იყო და ტაქმა ვერ გააჩერა,მეც დიდი ჩანთა არ მქონდა..დაღლილი მივფხოკიალობდი,თავზე შლაპა მეხურა,თვალებზე მზე მაჭყიტებდა,სანაგვე ურნასთან ახლოს ვიყავი როგორც ჩანს საშინელი სუნი იყო,სათვალე ამოვიღე ჩანთიდან და დროს მანქნამ ისეთი სიჩწარით ჩამიარა ქუდი გადამაძრო და ძირს დავარდა,ასაღებდა დავიხარე და ხელზე რაღაც ცხელი დამესხა..როგორც გავარკვიე ეს რაღც ყავა იყო და იმ იდიოტმა არსებამ ისროლა მანქნაიდან მაგრამ რადგან მიზანი სავარაუდოდ 0აქვს ვერ ჩააგდო და მე მომხვდა,თან მდუღარე იყო მემგონი,ხელი მეწვოდა..კარგად მივაწყევლე მძღოლე..
-გაუთლელი ხეპრე!წინ არ იყურება რა წესია!ცხელ წყალში უნდა ჩაგალპოს კაცმა!ჩაიბურტყუნა ბოლოს და სასტუმროს მოუახლოვდა,უცებ შევიდა შიგნით და მისაღბში იმხელა რიგი იყო,ახლა მოუნდათ ნომრის ქირაობა ყველას,შესასვლელში ვერც დაინახა ის მანქანა სწორედ იქ რომ იდგა არც ხალხ მიაქცია ყურადღება,ხელი ისე ტკიოდა მოკვდებოდა სადაც იყო,უროგოდ გადაუარა ყველას რასაც ქვია და გოგონას წინ დაუდგა რომელიც გამომწვევად უყურებდა.
-ნომერი მჭირდება სასწრაფოდ!
-უკაცრავად გოგონა რიგია აქ ვერ ხედავ?კითხა ისევ გოგონამ.
-უკაცრავად?მგონი გასაგებად ვერ გითხარი ოთახი მინდა სასწრაფოდ.
-სად იზდებით ასეთი უკულტურო ხალხი..გაიგონა ბიჭის ხმა რომელიც მის უკან იყო აშკარად.
-არმაქ ახლა შენი თავი..ჩუმად ჩავიბურტყუნე და გოგოს მივუბრუნდი.ალბათ ვერ მიცანი საყვარელო ხო?
-უნდა მეცვნე?ირონიას არ იშურებდა ეს ძუკნა..არა ამას სამსახურიდან მოვხსნი დღესვე..სათვალეები მოვიხსენი რომელიც მთელ სახეს მიფარავდა და მიცნო მერე ალბათ,უცებ დაფაცურდა..
-მეე..იცით ბოდიში..ახლავე..ნომერი დამიჯავშნა და ლიფტისკენ წავედი,თან ხელზე ვიხედებოდი საშინლად მქონდა გაწითლებული,ლიფტის კარი იკეტებოდა ვიღაცა რომ შემოვარდა,ხელს ვისრესდი და უცებ ავწიე თავი როცა მივხვდი რომ მიყურებდა და შუღრინე.
-რაა?ვკითხე გაბრაზებულმა.
-ასე ვინ გაგაბრაზად პატარა ქალბატონო?ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა კინაღამ ჩავდნი..მერე ყურება დაუწყე,შავი შრვალი,ნაცრისფრი მაიკა,ოდნავ მოზდილი თმები..სათვალეები ეკეთა..კარამელის ბიჭი შევარქვი..
-რომ ვიცოდე ვინა ცოცხალი აღარც იქნებოდა!შეუღინე ისევე და ლიფტის კარიც გაიღო და ოთახში შევედი..
ოთახში როგორც კი შევედი ვიბანავე,ხელი მეწვოდა საშინლად..შევიხვიე და მალამო წავისვი,რომელიც ჩანთაში მქონდა..გამომადგა აშკარად..აივანზე გავედი..ზღვას გადაყურებდა,ქვემოთ კი მანქანების სადგომი იყო,უკან ვაპირებდი შებრუნებას ის მანქანა რომ დავინახე...უცებ ამენთო თვალები სიბრაზით და ამავე დროს კმაყოფილი ვიყავი..ანუ აქ იყო მისი პატრონი,შესანიშნავია ახლა ჩავიცმევ და ქვემოთ ჩავალ და მის ვინაობასაც გავიგებ..მაგრამ..აღარ დამჭირდა..მანქანისკენ მიმავალი ჩემი კარამელი ბიჭი დავინახე,მანქანაში ჯდებოდა რომ დამინახა,გამიცინა და ხელი დამიქნია,მეც გაუცინე და ხელი დაუქნიე.
-მაცადე შენ განახებ სეირს!ვითომ ვერ მიცნო!მდუღარე ყავა ხომ კარგად გადამაქციე..თან როგორ უტიფრად მეკითხებოდა ლიფტში ვინ გაგაბრაზათო..
ძალიან კარგი რომ წავიდა დრო მქონდა სანამ მოვიდოდა ის გამეკეთებია რაც მინდოდა,უცებ ჩავიცვი და ყველა თანამშრომელი პერსონალი დავიბარე შეხვედრაზე.
-გამარჯობათ კოლეგებო!მე ანა ავალიანი ვარ,ალბათ იცით ვინც ვარ..დღეიდან მე ვიზრუნებ კომპანიაზე და მე მომმართეთ რამე თუ დაგჭირდებათ..და კიდევ მიმტანის ვაკანცია გვაქვს?ვიკითხე და ვიღაცა გოგონამ მიპასუხა.
-კი!
-ძალიან კარგი!
-ვინმე უნდა მოვიდე გასაუბრებაზე?იკითხა მეორე ყმაწვილმა.
-არა!მე ვიმუშვებ!ეს რო ვთქვი ყველა გაოცდა,ნამდვილად არ ელოდნენ ამას.ახლა კი თავისუფლები ხართ!არა მოიცადეთ არავინ გაიგებს რომ მევარ კომპანიის მფლობელი!გასაგებია ხომ?ვინმე რამეს თუ იტყვის ავტომატურად მოიხსნება სამსახურიდა!სასიამოვნო მუშობას გისურვებთ!ყველა გავიდა ოთახიდან,ერთი გოგო გააჩერა რომელიც ბოლოს იყო.
-გოგონა მოიცადე!
-გისმენთ..მორცხვად თქვა გოგონამ,ეშინოდა აშკარა იყო თავს მაღლა არ წევდა.
-შემომხედე..გამეცინა მე..ნუ გეშინია არ ვიკბინები,მასეთი ტირანიც არვარ..უბრალოდ მინოდოდა მეთქვა ფორმა მოგეტანა.
-კარგით ქალბატონო ანა!
-შენი სახელი?
-ბელატრისი.
-ბელა..ქალბატონო ანა არგვინდა ხო უბრალოდ ანა!არვარ შეჩვეული ეგეთ მომართვებს!
გოგონა გავისტუმრე მე კიდე ოთახში ავედი,მალე ფორმაც მომიტანა ბელამ..ჩავიცვი და გავეცანი რა უნდა მექნა..კი მეზარებოდა მარა აქიდან ცალკე ფულს ავიღებდი და უფრო მალე გავისტუმრებდი ხარჯებს და დავბრუნდებოდი უკან..თან ცოტას გავერთობოდი და იმ კარამელს მოვუშხამავდი დასვენების დღეებს.მაგიდებს შორის ვტრიალებდი და შეკვეთები მიმქონდა რომ დავინახე კარამელი და ვიღაც ტყლარწი გოგონა შემოვიდნენ და მაგიდასთან დასხდნენ,მე ავიღე ამ მაგიდასთან მომსახურებოდა და გავეშურე მათკენ.
-აბა რას ინებებთ?ბიჭმა რომ დამინახა აშკარად გაუკვირდა..არ ელოდა თუ უბრალოდ მოსამსახურე პერსონალი ვიქნებოდი,ნუ ამ შემთხვევაში მიმტანი..თვალები დაქაჩა..აშკარად გაოცებული იყო..მერე შეკეთა ავიღე და კისკისით გავემართე სამზარეულოსაკენ..შეკვეტა მზად იყო..გოგონას ხელებს უფათურებდა..უტიფარი,როგორ მინდა მაგ ხელები დაგწვა,მე როგორც დამწვი..შეკვეთა მივიტანე და სულ შემთხვევიტ,აი სულ შემთხვევით დამეღვარა ცხელი კაპუჩინო მამაკაცის შარვალზე,ალბათ ერთი ადგილი შეუხრუკე..ისე გაბრაზდა,გაწითლდა სადაცაა გასკდებოდა...მე ბოდიშების მოხდა დავიწყე და ტირილის იმიტაციაც რომ ძალიან ვწუხდი,მერე გაგიწმენთ თქო მაგრამ უხეშდ მომიშორა,მე კიდე არ ვეშვებოდი გინდა თუ არა გაგიწმენდ თქო ისე კიდევ მეჯაჯგურებოდა...
-ხელი გამიშვით!უბრალოდ გაგიწმენდთ!ერთი და იგივეს ვიმეორებდი..მაგრამ აშკარად გაძლიერდა შერყევა..გამომეღვიძა,ჩემი ქმარუკა მაჯანჯღარებდა.
-ანა!ანააა გაიღვიძე ანა!
უცებ ვჭყიტე თვალები და შეუბღვირე როგორც მჩვევია.
-რამოხდააა??რაგაყვირებს ამ დილაუთენია?
-რამდენიხანია შენს გაღვიძებას ვცდილობ!
-და რა გეგონა მოვკვდი?!ვერ მოგართვი ჩემო სიყვარულო!
-დაჟე შენი სიყვარულიც ვარ?
-ეს ისე ვთქვი!
-აჰა დაბრუნდა ის ალქაჯი!გუშინ სად გაქრა?საწყალი გალიაში მომწყვდეული ბეღურასავით რომ მეფუსებოდი.
-გეყობა!
-რა გესიზმრებოდა?
-არაფერი!
-ვიცი...ღიმილი ეპარებოდა..
-არაფერიც არიციი..მერე სიცილი ამიტყდა..ვკისკისობდი ისე ვერ გამაჩერებდა კაციშვილი.
-რესტორანზე გაგახსენდა ხო?
-საიდან მიხვდი?
-რაღცეებს იძახდი და!ისევ ჯმუხი მიშო დაბრუნდა!ავდგეთ სალაპრაკო გვაქვს!
-ჰო...
უცებ ავდექი და მოვემზადე..ის ქვემოთ მიცდიდა უკვე,მე კიდევ გული მიფართხალობდა,ამდენი ხნის შემდეგ სერიოზულად უნდა გველაპრაკა ამ ყველაფერზე და საერთოდ ყველაფერზე..ნუ სერიოზულად არც არასოდეს გვილაპარაკია მარა ეს სხვა იყო..ცოლ-ქმარი ვიყავით და მოვალეობები გვქონდა,მომავალში რა იქნებოდა..ყველაფერს ახლა გადავწყვეტდით..

ესეც ახალი და დიდი თავი ჩემო ტკბილებო,თქვენ არიცითო როგორ მახარებთ თქვენი კომენატარებით love იმედია ახლა ყველაფერს მიხვდით,მარა ყველაფერი ჯერ კიდევ წინა,ისეთბი მაქვს ჩაფიქრებული..ველოდები შეფასებებს სულმოუთქმელად love ვეღარ მოვითმინე და ბარემ დავდებ დღეს ამ თავსაც.



№1  offline წევრი Lana Tomlinson

რატომღაც გამომრჩენია ეს მოთხრობა.
ყველა თავი ერთად წავიკითხე. ^___^
ძალიან მომწონს,მალე გააგრძელე.❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი Behandice

ლანა ცინცაძე
რატომღაც გამომრჩენია ეს მოთხრობა.
ყველა თავი ერთად წავიკითხე. ^___^
ძალიან მომწონს,მალე გააგრძელე.❤️❤️❤️

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო love ვეცდები ყველანაირად მალე დავწერო და დავდო love

 


№3  offline წევრი (((end)))

კარგი იყო love საინტერესოდ,სახალისოდ და სასიამოვნოდ წერ love იმედია მალე დაგვიდებ შემდეგ თავს love კანფეტაა love

 


№4  offline მოდერი Behandice

nia12nia
კარგი იყო love საინტერესოდ,სახალისოდ და სასიამოვნოდ წერ love იმედია მალე დაგვიდებ შემდეგ თავს love კანფეტაა love

კანფეტა მომეწონა love ჯერ არდამიწერია და გვიან დავდებ ალბათ love

 


№5  offline წევრი khatia khatia

კაია დზაანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent