ხელოვნური სიყვარული(დასასრული)
ყველაზე მეტად ანდრიას რეაქცია მაინტერესებდა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო,რომ მარიამმა სიკვდილის წინ თქვა რომ ანდრიას და არ იყო. ყველა აზრი ერთმანეთში ამეხლართა. თუ და არ არის,ანუ ცოლია?შეყვარებული?საყვარელი? ჯობია ფიქრს თავი დავანებო,თორემ გავგიჟდები. ცოტა ხანში ანდრიასაც გაეღვიძა.ჯერ ექიმები შევიდნენ,მე კი იქვე ვიდექი და მოვლენების განვითარებას ველოდი. როგორც კი თვალები გაახილა,მაშინვე მარიამი იკითხა. - მარიამი სად არის? - ხმა შეცვლილი ქონდა და სიტყვებსაც ძლივს აბამდა ერთმანეთს,აშკარად სუსტად იყო. - მოდი რამდენიმე კითხვას დაგისვამ,კარგი? შევამოწმოთ,რამე ხომ არ გამოგვრჩა.- ექიმი აშკარად ცდილობდა,რომ თავი აერიდებინა ანდრიას კითხვისთვის. - მითხარით,კარგად არის მარიამი?-ხმა შეუვალი გაუხდა. - ამ თემაზე შემდეგ ვილაპარაკოთ,ახლა კითხვებზე მიპასუხეთ.-ხმა გაუმკაცრდა ექიმს. - ის..ის გარდაიცვალა,ასეა არა?-თავი რამდენჯერმე გააქნია,შემდეგ კი ექიმს შეხედა თვალცრემლიანმა და კანკალმა აიტანა.-ჩემი ბრალია,ყველაფერი ჩემი ბრალია. - დამშვიდდით,თუ ინერვიულებთ საქმე უარესად იქნება,რაც არამგონია მარიამს ნდომებოდა.- მხრებში ჩაავლო ხელი ექიმმა და მკაცრად მიუგო. შემდეგ რამდენიმე კითხვა დაუსვა ანდრიას.ისიც დაჰიპნოზებული პასუხობდა,თვალებზე ეტყობოდა რომ იქ არ იყო,თითქოს სადღაც შორს იყო,ალბათ მარიამთან. მალე ექიმებმაც დატოვეს პალატა და დარჩა მხოლოდ ანდრია. ნელი ნაბიჯებით შევედი და იქვე მდგარ სკამზე დავჯექი. ერთხელ შემომხედა,მერე კი ისევ შეატრიალა თავი. - აქ რა გინდა? - მე წამოგყევით საავადმყოფოს მანქანით.-არაფერი უპასუხია. - ვიზიარებ. - რას იზიარებ? - მარიამის გარდაცვალებას.-აკანკალებული ხმით ვუპასუხე. - და შენ გგონია ამ სიტყვებით ჩემს დარდს რამე მოაკლდება?ამ ცარიელი სიტყვებით? რა გეგონა,მაგას მეტყოდი და მეც ბედნიერი გავხდებოდი იმის გამო,რომ ვიღაცას ვეცოდები?გადი ოთახიდან,საერთოდ არ მჭირდება არავის თანაგრძნობა!-სწრაფად გამოვედი პალატიდან და მარშუტკით სახლში წავედი. კარის გაღებისთანავე სამზარეულოში შევედი.ონკანიდან წყალი ავავსე და სწრაფად დავლიე. არ ვადანაშაულებდი ანდრიას,ძნელია ახლობლის სიკვდილის გადატანა. ანდრიასთან აღარ მივსულვარ. მალე არ გამოუწერიათ. ორი კვირის შემდეგ,კიბეებზე რომ ჩავდიოდი,მაშინ შემხვდა. ერთხელ შემავლო მზერა და სახლში შევიდა. ანუ კარგადაა,აღარაფერი ჭირს. მიყვარდა. ნელ-ნელა ვაცნობიერებდი რომ უფრო და უფრო მიზიდავდა. უფრო მეტი ვნება ჩნდებოდა და სურვილიც. სურვილი ურთიეთობის. * * * უნივერსიტეტიდან დაბრუნებული,კარს გასაღებს ვარგებდი ,როცა ანდრიას თბილი ხმა მომესმა. - ბოდიში იმ სიტყვებისთვის.-არ დაუკონკრეტებია,მივხვდი რას გულისხმობდა. - არ არის საჭირო ბოდიში,მესმის შენი.-მივტრიალდი და გავუღიმე. - გასაღები დავკარგე და ახლა ვცდილობ სანამ ხელოსანი მოვა დრო გავიყვანო.-დუმილის შემდეგ თქვა. - მე...შემოდი,სანამ მოვა დაელოდე.-მიკვირდა ეს სიტუაცია,რამდენიმე დღის წინ ვერც წარმოვიდგენდი. - მადლობა.-გაიღიმა და სახლში შევიდა.მეც უკან მივყევი. მაინტერესებდა მარიამზე უფრო მეტი,მაგრამ როგორ მეთქვა,უხერხული იყო. დივანზე დაჯდა და კარგად მოკალათდა. - კარგი ბინაა.-შეათვალიერა ოთახი და გაიღიმა. ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და სამზარეულოში გავედი. - რამეს დალევ?-გავძახე. - ჰა,რა მითხარი?-უკვე სამზარეულოში იყო. - რამეს დალევ? - კი,ყავას.-იღიმოდა. გულწრფელად მიკვირდა,ღიმილს რატომ არ იშორებდა. - კარგი. ორი ჭიქა ყავა მოვხარშე და კარადიდან თეფში გამოვიღე,რომელზეც რამდენიმე ორცხობილა იდო. - დიდი ხანია ელოდები?-ვკითხე ისე თითქოს მაინტერესებდა,არადა სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი,უფროსწორად ვინმეზე. მარიამზე. არ მჯეროდა,როცა ამბობდნენ,მიუწვდომელი ხილი უფრო სასურველიაო. მაშინ დავიჯერე. მარიამი,მარიამი,მარიამი! შეიძლება საერთოდ არ იყო ეს საინტერესო,მაგრამ ამიჩემდა. - საკმაოდ.ალბათ მალე მოვლენ.-თეფშიდან ორცხობილა აიღო. მოგატყუებთ,რომ ვთქვა ბევრი ვილაპარაკეთ თქო. ან რამე საინტერესო. არა. ისე მალე წავიდა,როგორც მოვიდა. ისე მალე წავიდა,როგორ უცებაც შემიყვარდა. * * * მეორე დღეს უნივერსიტეტში მივდიოდი,როცა შემაჩერა და წაყვანა შემომთავაზა. ,,რატომაც არა?" გავიფიქრე და გავყევი. თითქოს უფრო დათბა,მიზეზს ვერ ვხვდებოდი. მანქანაშიც ასე თუ ისე ვილაპარაკეთ. - დღეს აუცილებლად მე მოგაკითხავ,მერე სადმე კაფეში დავსხდეთ.-უცებ მომახალა გადმოსვლის დროს. - კარგი.-დაბნეულმა შევხედე და გადავედი. მართლა მაბნევდა,თანაც საოცრად. მართლაც მან მომაკითხა. მანქანის კარი გამიღო და დამსვა. ძალიან ბანალური მეჩვენებოდა ეს ყველაფერი,თითქოს ხელოვნური. მაგრამ ფიქრები გავდევნე და გავუღიმე. * * * ნეტავ ასე ფიქრი არ შემეწყვიტა,იქნებ მივსულიყავი საბოლოო დასკვნამდე და მერე გული ისე აღარ მტკენოდა. * * * ერთ-ერთ კაფეში დავსხედით. მე ცივი ყავა შევუკვეთე,მან უბრალოდ ყავა. ვლაპარაკობდით,ვიცინოდით,მხოლოდ აწყმოზე ვფიქრობდი. არც მიფიქრია არაფერზე,გარდა ანდრიასა. მარიამზე ფიქრებიც უკან მივაგდე. თუ ანდრო მიყვარს,მარიამზე ფიქრსაც თავი უნდა დავანებო-მეთქი,ვფიქრობდი,სულელი მე. * * * ასე გადიოდა დღეები,კვირები. სამი თვე გავიდა და არასდროს მომიწყენია. სულ ბედნიერი ვიყავი. ანდრიას წერილების,მისი ღიმილის,ჩვენი მოგონებების,ჩვენი შეხვედრების გამო. პირველ ივნისს კი ცხოვრება სამუდმაოდ შემეცვალა. დილით ადრე გამეღვიძა,მოვწესრიგდი და ანდროსთან ჩავირბინე. - კარი გამიღე,ანდრუშ.-ვაბრახუნებდი და თან ვიცინოდი. - როგორ ხარ?-გამიღიმა. - კარგად.მოწესრიგდი და სასეირნოდ წავიდეთ.- ღიმილით ვუთხარი და სკამზე დავჯექი. - კარგი. ნახევარ საათში მზად იყო,ერთად გავედით პარკში და სეირნობა დავიწყეთ. ჩვენ გვერდით შეყვარებულმა წყვილმა ჩაიარა,ერთმანეთს თბილად უყურებდნენ,მერე ბიჭი ტუჩებზე დაეკონა და სიცილით თმა აუჩეჩა. უცებ მეც მომინდა ასეთი ურთიერთობა მქონოდა,ანდროსკენ გავაპარე მზერა და ვეცადე თამამად დამეწყო. - ანდრო,შევისვენოთ რა.-გავუღიმე. -კარგი.-ოდნავ გაკვირვებულმა თქვა და სკამზე დაჯდა. მეც მის გვერდით მოვკალათდი. - ანდრო,არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს,არც ბანალური სიტყვები მინდა. არც ის,რომ ეს საუბარი ცუდად დამთავრდეს,მაგრამ..კარგი,მორჩა ვიწყებ.- სწრაფად ვთქვი ბოლო სიტყვები,როცა ანდროს დაბნეული სახე შევნიშნე. - ვერ გეტყვი პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდი-მეთქი,მაგრამ ძალიან მომეწონე.გადიოდა დრო,ვხვდებოდი,რომ ვეჭვიანობდი. სულ უფრო მინდოდა შენთან ყოფნა. ის,რომ მიყვარხარ საავადმყოფოში გავაცნობიერე,ახლა კი ამდენს ვბოდიალობ და ველოდები შენ პასუხს.სინამდვილეში სხვაგვარად უნდა იყოს,მაგრამ რა აზრი აქვს. მოკლედ,რას იტყვი?- ხმა აკანკალებულმა,ძლივს მოვაბი თავი სათქმელს. უკვე ავცახცახდი. მეშინოდა მისი პასუხის,თითქოს ვგრძნობდი წინასწარ მის პასუხს. - ალექსანდრა,იცი მარიამი ვინ იყო?-ეშმაკურად გადმომხედა.თავი უარის ნიშნად გავაქანე.-ჩემი შეყვარებული,რომელიც სახლიდან გამოაგდეს და აქამდე ჩემთან ცხოვრობდა. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი,ეს კი შენ გამოა,შენ გამო ვიტანჯები აქ მე,მარიამის სიკვდილის გამო,და შენ გამო იტანჯებოდა მარიამი მაშინ საავადმყოფოში რომ იწვა. ექიმმა მითხრა,სიკვდილის წინ შენ რომ იყავი მასთან. შენ მოკალი არა? ალბათ ისეთი სისულელეები უთხარი.. მოატყუე რომ არ მიყვარდა და შენთან ვღალატობდი,მან კი დაგიჯერა და დამტოვა. ყველაფერი შენი ბრალია,ახლა როდესაც ჩემსას მივაღწიე და გაღიარებინე,რომ გიყვარვარ,თავისუფალი ვარ. შური უკვე ვიძიე. გიჟი არ გეგონო,შური ვიძიე იმიტომ,რომ ასე იყო საჭირო. შენ გამოა მარიამი რამდენიმე ფუტის ქვემოთ,შენ კი აქ ყოფნას არ იმსახურებ. თუმცა არ მოგკლავ,იტანჯე ამ გრძნობით,იტანჯე დანაშაულის გრძნობით,რომ აქ მე მომკალი და იქ,მარიამი. ,,რა სისულელეა,ნუთუ ეს სიზმარია?" ვფიქრობდი და ცრემლები ღაპა-ღუპით მოდიოდა ღაწვებზე. აგონიაში ვიყავი,ვერაფერს ვფიქრობდი. გული მტკიოდა. თურმე ანდრო საერთოდ არ მიცნობს. თურმე,რომ ვამბობდი ეს სამი თვე საუკეთესოა-მეთქი,ვტყუოდი. თურმე,ტყუილში ვცხოვრობდი. მორჩა,აქ დასრულდა. არ ვაპირებ ანდრიასთვის რამის მტკიცებას,მას ეს აზრი აქვს თავში გამჯდარი და რაც არ უნდა მოხდეს,როგორც ვერ უნდა ეცადოს,ის მაინც ვერ განდევნის ამ აზრს გონებიდან. მას მუდამ ეყვარება მარიამი ისეთი წრფელი სიყვარულით,როგორითაც მე მიყვარდა ანდრო. მიყვარს და ვინ იცის. იქნებ მეყვარება კიდეც,უსასრულობამდე. ასე ჩვეულებრივად დასრულდა ეს ჩვენი ისტორია. შურისძიებით და ხელოვნური სიყვარულით. დროა დავჯდე და ვუსმინო სერგი გვარჯალაძის Artificial Love-ს. ეს ხომ ჩემს ცხოვრებას გავს. იმაზე სწრაფად განვავითარე მოვლენები ვიდრე ველოდი,ძალიან სისულელე გამომივიდა,შეიძლება არც მოგეწონოთ. მაგრამ მაინც მადლობა თითოეულ თქვენგანს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.