შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბრალია!(4)


13-08-2016, 23:03
ავტორი Behandice
ნანახია 2 756

მიშო ზურგით იჯდა და სავარაუდოდ მე მიცდიდა,მე კიდე მის უკან მოშორებით ვიდექი და ნაბიჯს ვერ ვდგამდი.
-რამდენ ხანს აპირებ მანდ დგომას?მითხრა და შემოტრიალდა.მე ხმა არ ამიმიღია ისე წავედი და წინ დაუსკუპდი.
-მოვედი.
-ძალიან კარგია..
-ხო..აღარ ვილაპარაკოთ?
-ხო..ანი!მართალია ჩვენი ურთიერთობა ისე არ დაწყებულა როგორც სხვა ცოლ-ქმრის ურთიერთობა დაიწყო მაგრამ ვალდებულები ვართ ცხოვრება გავაგრძელოთ.იცი გულზე დიდად არ მეხატები მაგრამ ჩემი ცოლი გქვია და საზოგადოებაში მაინც მოვიქცეთ ნორმალურად!
-ხო..ვიცი და სახლში როგორ მოვიქცეთ..მაშინ აუცილებელი არცა რომ ერთად დავიძინოთ ხომ?
-აჰა..თავს იქექავდა მიშო.
-მაშინ მე გვერდით ოთახში გადავალ კარგი?
-კარგი!მაგრამ მშობლები თუ მოვიდნენ ხომ იცი..
-ვიცი ვიცი..წავალ ბარგს ამოვალაგებ..ოთახში ავედი და მიშოს ოთახიდან გამოვიტანე ჩემი ჩემოდანი რომელიც რამოდენიმე დღის უკან წამოიღეს ჩემი სახლიდან,ამოულაგებელი იყო რათქმაუნდა..ოთახში ძლივს-ძლივობით გავაგორე და ამოლაგება დავიწყე..უცებ ჩემ საყვარელ კაბას რომ რომ წავაწყდი რომელიც დალაქავებული იყო..უცებ უკან დავბრუნდი და მაშინ მომხდარი მოვლენები გამახსენდა.
იმ დღეს როდესაც მიშო და მისი მაღალფეხება გოგო კარგად გავამწარე და საღამო ჩაუშალე,მუშაობა მშვიდად გავაგრძელე და დღის ბოლოს ნომერში ავდიოდი,უკვე კარებს ვაღებდი,ვიღაცამ მკლავში რომ წამავლო.
-შენ იდიოტი ხომ არ გგონივარ?გგონია ვერ მივხვდი სპეციალურად რომ გადამასხი კაპუჩინო?
-უკაცრავად..მე ხომ ბოდიში მოგიხადეთ..იმწუთას დაუწყე შრეკის თვალებით ყურება.
-არმჭირდება გოგონა მე შენი ბოდიშები!აღიარე რომ სპეციალურად გადამასხი!აი აქ კი გავბრაზდი,სახე მომექუფრა და ხელი უჯიკე.
-თქვენ ზედმეტი ხომ არ მოგდით??არც კი გიცნობთ და სპეციალურად რატომ უნდა გადამესხა??!თავს ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევთ ბატონო...მერე გამახსენდა კარამელის სახელი რომ არ ვიცოდი.
-მიშო.
-ბატონო მიხეილ!
-მემგონი ვთქვი მიშო მქვია თქო არა?და რატომაც არუნდა გექნა სპეციალურად ერთი პროვინციელი გოგო ხარ რომელიც მიმტანი აღმოჩნდა და ალბათ თავისი პელენწუკობით ჩემთვის სამაგიეროს გადახდა უნდოდა!სიბრაზისაგან გავწითლდი,აფეთქებას ვიყავი..მაგრამ ნერვები უნდა მომეთოკა და დავიწკე ისევე აფირისტობა..
-თქვენ..ამას როგორ მკადრებთ?მერე რა რომ თქვენი დონის არვარ და უბრალო ერთი პროვინციელი გოგო ვარ ? ჯერ არ მესმის რა შურისძიებაზე საუბრობთ მემგონი მეორედ გხედავთ სულ..ნაწყენი ხმით ველაპარაკებოდი.
-ხოო როგორ არა!შენ მომატყუებ მე!ის ყავა რომ გესროლე სწორედ მაგის გამო!
-რა?თქვენ იყავით?მე არც შემიმჩნევია ეგ მოვლენა..
-ხო როგორ არა მიტო შემოვარდით სასტუმროში გამწარებული..
-უბრალოდ ხელი მტკიოდა მეტი არაფერი.
-აჰა მასე იყო!
-კარგად ბრძანდებოდეთ!თქვენსავით მოცლილი არვარ,ხვალ უნდა ვიმუშაო ჩემთვის ფული ციდან არ ცვივა!ეს უთხარი და კარებში შევედი.ფეხის ნაბიჯებით მივხვდი რომ წავიდა და კისკისი ავტეხე ჩუმად და ჩემ თავს დავცინოდი..ხო აბა რა ფულები ჩემთვის ციდან არ ცვივა,ისე ამ მომენტში მართლა არ ცვიოდა,სასწრაფოდ მქონდა ვალი გასასტუმრებელი აქაურობას რომ გავცლოდი..მეორე დღეს კაი ხასიათზე გავიღვიძე და მიმღებში ჩავედი..საუზმე უნდა ამეტანა ერთ-ერთ ნომერში..რომ ვიკითხე ვინა თქო არმითხრეს,მნიშვნელოვანი პიროვნება სასტუმროსთვისო,სხვა ვერაფერი დავაცდენინე..მეც წავედი ოთახისაკენ და დავაკაკუნე..მალე კარი გაიღო და რას ვხედავ მიხეილ ბატონი დგას კარებში პირსახოც შემოხვეული,რასიმპატიური იყო მაშინაც,დაკუნთული უნაკლო სხეული ჰქონდა და მზის შუქზე გავარჩიე რომ მწვანე თვალები ჰქონდა..
-საუზმე მოვიტანე!
-დილამშვიდობისა ლამაზო!ირონიულად მიღიმოდა..რაღაცის თქმას ვაპირებდი ხმა რომ გავიგონე..აშკარად ქალი იყო.
-საყვარელოოოოო ვინ არის?გაწელა სიტყვები და მალე გამოვიდა ქერა გოგო,ნახევრად შიშველი,თვალი როგორც მოვავლე სიბრაზემ ამიტანა დიდი სიამოვნებით ვითრევდი იმ გოგოს თმებით.მაგრამ იქაურობა დავტოვე,დარწმუნებული ვარ მიხეილი მიხვდა ჩემაზრებს რადგან იდიოტივით იღმოდა და დიდი სიამოვნებით უთავაზებდი რამეს სახეში..
ორითვე გავიდა ხელფასს რაც ვიღებდი იმ წუთას ვუგზავნიდი საბას..ჩემი კარამელი ბიჭი ამ დროის განმავლობაში სასტუმროში დაწრწოდა..რა უბედურება აქ გადმოსახლდა თქო ვფიქრობდი,თან იმ ქრძელფეხება მისის გამაღიზიანებელთან რომ გამოჩნდებოდა ხოლმე მინდოდა რამე დამემსხვრია მაგათ თავზე..არც დავაკელი ერთხელ ვახშმობდნენ და გოგონას თეთრ კაბაზე წითელი ღვინო გადავასხი სულ შემთხვევით როგორც ხოლმე მომდის..გამწარებული გავარდა მე კიდე ძლივს შეკავებული სიცილი ვეღარ შევაკავე და გულიანად გავიცინე დამავიწყდა კარამელიც იქ რო იყო.
-შენი აზრით ეს სასაცილოაა?!!!ხვდები რომ მთელი 2თვე ჩემი გამწარების მეტს არაფერს აკეთებ?ახლავე გაგანთავისუფლებ სამსახურიდან დამაცადე შენ!გავამწარე მიხეილი როგორც ჩანს მაგრამ არც მე დავაკელი ირონია.
-უკაცრავად მაგრამ არამგონია ეგ შეძლოთ!როგორ შეძლებდა ჩემი სასტუმროდან ჩემ გაგდებას!სასწაულია რა!
-რა თავდაჯერებული გოგონა ხარ!მემგონი ისიც არ იცი ვინ ვარ!
-რაში მაინტერესებს ვინ ხარ?ჩემთვის ერთი უბრალო კლიენტი ხარ!
-უკვე შენობით ფორმაზე გადადი?!
უპს ეს სულ დამავიწყდა და გაბრაზებულზე მივაყარე.
-როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები!ეს უთხარი და იქაურობა დავტოვე..ახლა სერიოზულად დავინტერესდი ამ ადამიანის პიროვნებით,მაგრამ სასწაული ვერავის გამოვტყუე ინფორმაცია..მერე სასტუმროს მონაცემებში ვნახავ თქო და სასწაული შეტანილიც არ იყო..კარგი არ მქონდა ახლა ამის დრო..ისე მაინტერესებდა მართლა თუ გააგდებინებდა ჩემ თავს მაგრამ რადგან არავის არაფერი მოუხსენებია ჩემთვის ჩავთვალე რომ დაავიწყდა ან სპეციალურად არ განაცხადა...ბოლო წვეთი ის იყო გიორგის დაბადების დღეზე რომ მივდიოდი თბილისში..რამდენიმე საათი მქონდა სამგზავროდ ლანა და მარიამი გამომივლიდა,აქ იყვნენ რამოდენიმე კვირა..ლამაზად გამოვიპრანჭე,მოკლე შვი კაბა და მაღლები მეცვა,თმები გაშლილი მქონდა,რადგან გარეთ უკვე აციებული იყო მანტოც ავიღე და ნომრიდან გამოვდიოდი,კარები გადავკეტე და თავი გავაქნი თმები უკან გადავიყარე და უცებ ცხელი სითხე ვიგრძენი..
-აააააააააააააააა....ყვირილი დავიწყე..და გაბრაზებულმა გავხედე მიშოს.
-აუ მაპატიე რა ტო...მართლა არმინდოდა..
-ხოოოოოოო როგორ არა!!სულ ყავას როგორ შეიძლება სვამდე...
-კარგი რა მართლა არმინდოდა ნახე მეც დავისვარე!მერე ავხედე და შრვალზე გადასხმოდა,თვალი რომ მოვაშორე შევამჩნიე რომ მე მიყურებდა..
-რა შევცოდე!კარების გაღება დავიწყე,ასე ხომ ვერ წავიდოდი..თან ტელეფონი ამოვიღე და ლანას ურეკავდი,უცებ შევკივლე,თან კარებს გასაღებს ვარგებდი.
-რააააა?უკვე??უნდა დამიცადოთ!10წუთში ჩამოვალ!
გასაღები გამივარდა და დავიხარე,ვეძებდი და ვერ ვიპოვე,მიშო ატრიალებდა ხელში.
-ამას თუ ეძებ აქა!გამომიწოდა!
-შენ კიდევ აქ ხარ?!!მხოლოდ ეს უთხარი და კარებიც გაიღო შევვარდი და წყალი გადავივლე თორემ ნამდვილად ჭიაჭველები დამესეოდა..იმაზე დიდხანს გაგრძელდა ჩემო მომზადება ვიდრე 10წუთი იყო..მაკიაჟიც გამიფუჭდა და 1საათი დამაგვიანდა..ახლა კი ისე ვიყავი გაბრაზებული ნამდვილად მაინტერესებდა ის ხეპრე ვინ იყო კერძოდ.ყველა ოთახში დავიბარე რამოდენიმე თანამშრომელი..გოგოებმა შემაქეს რალამაზი ხართ ქალბატონო ანაო და თვალები დაუქაჩე..
-როგორც უყურებთ მეჩქარება,ამიტომ სასწრაფოდ მითხრას ვინ არის მიშო გვარი არვიცი და არაფერი არვიცი,მოკლედ მითხარით ყველაფერი.
-გასაცარია როგორ არ იცნობთ ერთმანეთს..ერთმა გოგომ ჩილაპარაკა ირონიით..სხვები დუმდნენ..
-ახლა დადუმდით ხო?ყველა მოხსნილი ხართ!
-ქალბატონო ანა ის ჩვენი უფროსია!ერთმა დაარღვია სიჩუმე,გაკვირვებულმა სიცილით გავხედე.
-რას ქვია უფროსი?მე ვინ ვარ აბა?
-ხომ იცით ეს კომპანია მამათქვენს და კიდევ ერთ კაცს აქვს წილით..ის მეორე მხარეს განაგებს და როგორც თქვენ გაქვთ უფლებები ისე აქვს მასაც!
-აჰა გასაგებია..ჩემზე ხომ არაფერი იცის???თვალები დაუქაჩე.
-არა!რამოდენიმეჯერ გიკითხათ მაგრამ უბრალო მოსამსახურე პერსონალია თქო უთხარით..
-ძალიან კარგი გიქნია ლაშა!გოგონა შენ გამომხედე ერთი!იმ გოგოს მიუბრუნდი წეღან რომ ტლიკინობდა..როგორც გატყობ ბატონი მიხეილი შენი ფავორიტია!აბა მითხარი მან რატომ არიცის ჩემზე არაფერი?ის რომ მეც მასავით განვაგებ კომპანიას!შეგიძლია ამიხსნა?
-რათქმაუნდა!პირველი მას თქვენი ძმა გონია ისევ თუ განაგებს აქაურობას,როგორც მოგეხსენებათ ისინი ძმაკაცები არიან,მაგრამ მეეჭვება ეს იცოდეთ...და მეორე თქვენ გვითხარით რომ თქვენი ვინაობა არ გაგვემხილა..გოგონას ირონიულად გავუღიმე და ოთახი დავტოვე..ქვემოდ ჩავედი ლანას მანქანა ვერ დავინახე..დაურეკე.
-სად ხართ?
-კაფეში დავჯექით..მოიცა მოვდივართ.მალევე მოვიდნენ მე კიდევ მანქანაში ჩავჯექი და ქოთქოთი დავიწყე,უცებ ერთმა აზრმა დამარტყა თავში.უცებ ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან..რადგან მიშო გიორგის ძმაკალი იყო ისიც იქ იქნებოდა უეჭველი და არ უნდა გაეგო ჩემზე..ისიც არვიცი რატომ ვეთამაშებოდი..უბრალოდ მსიამოვნებდა ალბათ..ან მომწონდა კიდეც ეს სიტუაცია..
-გიოკუნაა..მილოცვები მერე იყო!თხოვნა მაქვს..არავინ მინდა გაიგოს რომ ჩამოვედი და ვინც მიცნობს და იცის ყველას მოაკეტიე არ თქვან რომ მოვალ ჩემი ვინაობა!ეს აუცილებელია.გაგითიშე მიყვარხარ.
გოგონები გაოცებულები მიყურებდნენ რამოხდაო..მე კიდე მოუყევი ყველაფერი და ერთად ვლანძღვდით მიშოს ლანამ რომ შემომაპარა..
-ანა ხომ არ მოგწონს ეგ ბიჭი ან უკეთესი გიყვარს?
-მიყვარს?
-ხო ხო გიყვარს!მარიამი ჩაერია.
-მეღადავებით რატო უნდა მიყვარდეს?
-ჰო რავიცი!
თბილისში როგორც მივედით წვეულებაზე წავედი,რატომღც არ გამკვირვებია რომ ნაცნობები არ იყვნენ,ჩემი და გიორგის მეგობრების წრე სულ განსხვავდებოდა,ერთი ლანასთან და მარიამთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა..ეს კარგიც იყო..მაგრამ მიშო არ ჩანდა..გიორგისთან მივედი და დაბადების დღე მიულოცე ძამიკოს მერე რამოდენიმე ბიჭი გამოჩნდა და გული კინაღამ ამომივარდა საგულედან მათში ერთ-ერთი მიშო რომ იყო..უცებ შევტრიალდი და წვენს დავწვდი..გიორგი შემთვრალი იყო უკვე მიშო რომ მოვიდა,ახლოს ვიყავი და მათი საუბარი მესმოდა..
-სად იყავი ამდენხანს?
-აუ არ მკითხო რაა...ის ალქაჯი გადამეყარა გზაზეე და დიდი ამბავია მოკლედ..შენ რა მოასწარი რადალიე ასე უცებ..
-რავიი ტო...მოდი ვინ გაგაცნო..ვაიმე ახლა ამან მე რომ დამიძახოს და მის დათ წარმადგინოს ყელს გამოვჭრი მისივე დაბადების დღეზე.
-ანიი სიყვარულო მოდი აქ!მეც ღიმილით შევტრიალდი და ვიტომ გამიკვირდა მისი იქ ყოფნა და გაბრაებული სახე მივიღე.
-მიშო გაიცანი ეს ჩემი და არის.ეს რო თქვა თვალები იმხელაზე დავუბრიალე მერე გაახსენდა ალბათ ჩემი ნათქვამი..მიშოს სახე კი რომ დავინახე სიცილი მომინდა,ხელებზე ძარღვები დაბერვოდა,მერე სიტყვა და რომ გაიგო დამშვიდდა.მიშომ კი გადააკეთა.
-ჩემი და ისეთ პონტში რა აი როგორ ლანა და მარიამი..მართლა სად არიან?უცებ გადაიტანა თემა..მიშომ კი ხელი გამომიწოდა.
-სასიამოვნოა ანა!
-რა მოგახსენო სასიამოვნოა ჩმთვის თქო მიხეილ ვერ ვიტყოდი!
-ანა როგორ იქცევი?რალაპარაკია?
-ხომ იცი ვგრძნობ ხალხს შორიდან როგორები არიან!ეს ბიჭი არ მომწონს!
-რასლაპარაკობ!ჩაიბურტყუნა მიშომ და ამ დროს გოგონები მოვიდნენ..
-მიშკა როგორ ხარ მხეცო?ორივემ მოკითხა და გადაკოცნეს..მოიცა ახლა რა ხდებოდა ესენი ამას იცნობდა?მარტო მე არ ვიცნობდი კაცო უიმეე..გიორგი გაათრიე და მარტო დაგვტოვეს ჩვენ.
-აქ რასაკეთებ?
-ჩემი მეგობარი არის გიორგი და დამპატიჟა პრობლემა გაქვს?
-ჰო რავიცი..
-ჰო რაიცი?ანუ იმის თქვა გინდა რომ ჩემნაირ გოგოს აქ რა ესაქმება?ამხელა დონის ხალხთან?სხვათაშორის ჩემ მეგობრებს ძალიან უყვარვარ და არ აქვს მათთვის მნიშვნელობა მე ღარიბი ვიქნები,მოსამსახურედ ვიმუშავებ თუ მდიდარი ვიქნები ასე რომ...
-ზუსტად გამოიცანი!ირონია არ დამაკლო..ვერც მაგ ლამაზი კაბის ნაჭერმა დაფარა შენი სულიერი სამყარო ისევ ის ქაჯი ხარ!
-იდიოტი პირველყოფილი მხეცი ხარ!გაბრაზებულმა შეუღრინე და გოგოებს ჩავავლე ხელი..
-თუ სიკვდილი არ გინდათ მითხარით რომ მიშოს არ იცნობდით და მე მატყუებდით!
-აუ რაპონტია ანუშ იციი..ვიცნობდით გიორგის პონტში მაგის ძმაკაცი როა მარა შენ ის მიშო თუ იყო ჩვენ საიდან დაგვესიზმრებოდა..
-ოხ თქვენ რა მაიმუნები ხართ.
ამ ამბის გახსენებაზე მეღიმებოდა და ვბრაზდებოდი თან..ფიქრებიდან მიშოს ხმამ გამომიყვანა კარებში იდგა და მიყურებდა კაბით ხელში მდგომს,ხელები გადაეჯვარედინებინა..
-ის ღამე გაგახსენდა?
-რა ღამე?თავი მოვიკატუნე ვიტომ არაფერი ვიცოდი და აზრზე არვიყავი რაზე ლაპარაკობდა.
-რატომ მატყუებდი რომ ერთი სოფლელი ღარიბი გოგო იყავი?
-ალბათ იმიტომ რომ შენი გამწარება მინდოდა!
-და მაინც რა საყვარელი იყავი მთვრალზე..ის კიდევ უფრო საყვარლობა იყო სავარძელზე რომ აღებინე.ჩემი რაში დამისვარე!
-მიხეილ!
-ვაიმე აღარ გეტყვი არაფერს ოღონდ მაგ სახელს ნუ მიძახი რა!ჩამოდი ქვემოთ დედა და მამა მოვა..ეს მითხრა და ოთახი დატოვა..
ბარგი მალე ამოვალაგე და ქვემოთ ჩავედი...ჩემი მამათილი ირაკლი კარგი ადამიანი იყო,როგორც პირველი შეხვედრისას დამიტოვა შთაბეჭდილება,მაგრამ დედამთილის რა გითხრათ,ისეტი აუტანელი იყო ქალბატონი ნატა,სულ რაღცაზე წუწუნობდა,მიმითითებდა რომ იდეალური არ ვიყავი ცოლის პირობაზე..სანამ ცოლად გავყვებოდი შვილიშვილი გვინდაო პირზე ეკერა..ამას თუ გონია პირველივე თვესვე შვილიშვილს გაუგორებ..ან ასე რატომ ჩქარობენ..მე სულ არვიცი ბავშვს როგორ მივხედო ალბათ საშინელი დედა ვიქნები..საერთოდ რა ბავშვზეა საუბარი იმაზე ვფიქრობ ამ იდიოტს როგორ გავეყარო..მაგრამ ამით კიდევ იმედებს გაუცრუებ ჩემ დედიკოს და მამიკოს მეტს ვერაფერს მივაღწევ..იქნებ ვცადო ჩემ ქმართან კარგი ურთიერთობა,არ ვიყო ტიპიური გოგოებივით ვინც მშობლების გამო თხოვდება და შემიყვარდეს ისედაც ეს ვაჟბატონი,ნუ თუ ჯერ არ მიყვარს რაშიც დარწმუნებული არვარ...
ქვემოთ ჩავედი და მალევე კარებზე ზარი იყო..ღიმილით შევეგებე..დიდხანს არ გაჩრებულან დაგვხედეს ალბათ და მერე წავიდნენ...სულ ვიღაც ან რაღაც მიშლის ხელს ბოლომდე დავამთავრო ჩემი ისტორია დღემდე ახლა კი საფიქრალად დრო ნამდვილად მაქვს,ჯაკუზში ჩავეშვი და გადავეშვი ისევ იმ ღამეს ფიქრებით..
მახსოვს ბევრი დავლიე და მიშომ შემომთავაზა ბათუმში ვბრუნდები და წაგიყვანო..მეც დავთანხმდი არვიცი რატო,ან ძალიან მთვრალი ვიყავი ან კიდევ მინოდა მასთან ახლოს ყოფნა,გზაში ცუდად გავხდი,ვაღბინე პირდაპირ სავარძელზე...ცუდად ვიყავი ისე და დაიწყო საყვედურები თუ არ გქონდა თავი რას სვამდიო...როგორღაც მივაღწიეთ სასტუმრობდე,მერე ჩემ ნომრამდე ის წავიდა..მეორე დილას თავი მისკდებოდა და არ მიმუშვია..სამაგიეროდ მიშო გავამწარე..ისე გავაკეთე მარტო ცხელი წყალი მოდიოდა..ვნახავ როგორ იბანავებდა..ოთახში რომ შემოვარდა ნახევრად ქაფიანი და მე მაბრალებდა ყველაფერს კინაღმ მოვკვდი სიცილით მაგრამ შევიკავე..მემგონი ძალიან გავაბრაზე..იმიტომ რომ აღარ გამოჩენილა 1თვე...დეკემბერი დაიწყო..აცივდა..ბევრი ხალხი აღარ იყო სასტუმროში და შემოსავალიც ცოტა იყო..მე არვიცი ასე როგორ გავისტუმრებდი ვალს..თან დამაკლდა რაღცნაირად რო აღარ ჩანდა მიშო..დეკემბრის შუა რიცხვები იყო რომ გამოჩნდა სასტუმროში იმ გრძელფეხებასთან ერთად..მე ვითომ ვერ მცნობდა..გამარჯობა მაინც ეთქვა..მაგრამ მასეთ ბიჭებს ჩემნაირები არ აინტერესებდათ ალბათ მარა რას მიწუნებდა ერთი..იმ დღეს ისე მოვიშალე ნერვებზე არვიცი..ამას ისიც დაერთო რომ ხელფასს ვერ ვიღებდი,კლიენტები ფაქტიურად არიყო,ფეხები დასიებული მქონდა არ ვიყავი მუშობას შეჩვეული ეს დაახლოებით 4თვე კი მთელი დღეები დავდივარ...მერე საბამ დამირეკა რომ ფული სასწრაფოდ უნდოდა და მე რა გავაკეთე?სამყაროზე ვიყავი გაბოროტებული და მოვკიდე 18ათასს ხელი და მოვხსენი ანგარიშიდან..ხელი მიმიწვდებოდა რათქმაუნდა ფულზე და აღებაც შემეძლო..ხოდა ავიღე და გადაურიცხე საბას და მორჩა ჩემი წვალება..დავბრუნდებოდი ამერიკასი და გავაგრძელებდი ცხოვრებას ისე როგორ ადრე მარა გამოვსწორდებოდი და გამომძიებელი გავხდებოდი..ალბათ არ მიფიქრია მაშინ რა შეიძლება ამ ჩემი საქციელით მომხდარიყო..დამატებით 5ათასი კიდევ ავიღე ახალი წლის მერე წავიდოდი,მანამდე აქ გავერთობოდი..თბილისში დავბრუნდი..გიორგი ქალაქგარეთ იყო..სად არვიცი და არც მაინტერესებდა..ყოველ დღე ისევ დავიწყე წვეულებები..ახლი წლის ღამე ძალიან დიდი წვეულება მოვაწყვე და ბევრიც დავლიე..გვიან წავიდნენ და სადაც ადგილი ვნახე იქ დავეგდე ლეშივით და დავიძინე..არვიცი დილა იყო თუ საღამო მაგრამ თვალები რომ გავახილე ბინდდებოდა,სანაგვეზე მეგონა თავი ისეთი ამბავი იყო სახლში,ყველგან რაღცა ეყარა,ლუდის ბოთლებით იყო სავდე,საჭმლის ნარჩენები..ეს ნამდვილად საშინელება იყო...კარებზე ბრახუნი იყო და არ შერდებოდა..ბოლოს ავეგდე ფეხზე როგორღაც და კარი გავაღე და ნეტა საერთოდ არ გამეღო..ნიტა და ალექსანდრე!მამაჩემი ისეთი თვალებით მიყურებდა მგელი გეგონებოდათ რომელიც კურდღლს მისდევს დასაგლეჯად.უცებ გული შემეკუმშა,შემეშინდა,კინაღამ მოვკვდი უცებ რომ წარმოვიდგინე რა ამბებს დააწევდნენ და სახლი ასეთ დღეში იყო მითუმეთეს..ამჯერად შარში ვიყავი...მაინც გავიღიმე.
-დედა მამა!ეს რა სიურპრიზია!აქ რამ ჩამოგიყვანათ?მოხვევას ვაპირებდი მაგრამ ხელით გამწიეს და ჩანთა შემოაგორეს!ვაიმე ეს რა ჩანთა აქ რჩებიან..ვსიო საქმე ცუდათა ამდენი წლის მერე აქ თუ დაბრუნდნენ...
-ეს რახდება აქ??შეიცხადა დედამ.
-დედა მამა აგიხსნით!
-ხმა არ გავიგონო შენი!მამა ძალიან გაბრაზებული ჩანდა..რატომ ვართ აქ ძალიან გაინტერესებს?ჩვენი სასახელო შვილის დასახედათ მოვედით.როგორ გრძნობდა თავს რო წავიდა და არც გაგვაფრთხილა არც დაგვირეკა..მერე 23ათასი ვითომ კაპიკებზე იყოს ლაპარაკი მოხსნა ანგარიშიდან და დაიწყო გულავი..მერე სულ შემთხვევით ვგებულობ რომ ავარია მოგსვლია..რატომღაც ბოლოს გავიგეთ ყველაფერი!
ინფაკტი მომივიდოდა ახლა..თავჩაღუნული ვიდექი და ვცდილობდი რამე მეთქვა რაც გამამართლებდა მაგრამ არაფერი გამოვიდოდა..
-სასწრაფოდ ადი შენს ოთახში!
-გამოვასწორებ ყველაფერს გთხოვთ!ბოლოა!
-აღარ გვჯერა შვილო შენი!აწი ჩვენი მოქმედების დროა!იმას გავაკეთებთ რაც შენთვის იქნება საუკეთესო!დედამ დაამატა.
-ხვალ დილას ნატა და ირაკლი მოვლენ მათი ვაჟით!ასე რომ გამოიძინე და დილას ფორმაში იყავი!სტუმრები გვეყოლება!
დასჯილი ბავშვივით ავედი ოთახში,რომელიც ჩემდა საბედნიეროდ არ იყო ანგრეული,ვიბანავე და დავიძინე გულში კი ვფიქრობდი ნატა და ირაკლი ვინ არიან თქო..სულ არ მახსოვდა მათი ამბავი..მაშინ რომ იყვნენ მოსული მეგონა უბრალოდ გაიხუმრა მამამ ჩემ დასასერიოზულებლად და სახელებიც არ მახსოვდა..ვაჟი ვინ არის ნეტა ან აქ რაუნდა..ამ ფიქრებში ჩამეძინა და დილას დედამ გამაღვიძა..მემგონი კიდე მთვარი ვიყავი,იმედი დავლიე ჯერ კიდევ არ გამოეღწია ჩემი ორგანიზმიდან სასმელს,ადრე მეგონა ამიტომ საღამურებით წავფლატუნდი ქვემოთ მინელარული წყლის დასალევად და სუფრასთან მჯდარი ხალხი რომ დავინახე და ნაცნობ სახე მოვკარი თვალი რომელიც ქალბატონი ნატა იყო უცებ ავვარდი უკან..კიდევ ორი მამაკაცი იჯდა ზურგით ალბათ ირაკლი და მათი ვაჟი იყო..ჯანდაბა..სააათს დავხედე..ციფერბლატი 12ს უჩვენებდა..ალბათ ჩემ მშობლებს მზად ვეგონე ამიტომ აღარ დამიძახეს..უცებ ჩავიცვი მუხლს ზემოთ კაბა და მაღლები..მაკიაჟი რომ გამეკეთებინა დრო არ მქონდა მაგრამ თვალებს ქვემოთ ჩაშვებულები დავიფარე მხოლოდ მარა მაინც მეტყობოდა და კონტური გადავისვი უცებ და ქვემოთკენ წავედი..კიბეებზე რომ დავიწყე ჩასვლა ჩემი ფეხსაცმელების კაკუნი მთელ სახლში ისმოდა მემგონი..ბოლო კიბეზი ვიყავი დედა და ნატა ერთად იჯდნენ,მამა და ირაკლი სუფრის თავში,ერთი ერთმხარეს და მეორე მეორე მხარეს..მათი ვაჟი კი მარტო იჯდა გვერდით ადგილი ჰქონდა თავისუფალი..დამპლები ჩემთვის იყო ეს ადგილი..მამას ხმაც გავიგონე..
-აი ჩემი პრინცესაც მოვიდა!თქვა და გამეღიმა მის სიტყვებზე და ამდროს ბიჭიც შემოტრიალდა და კინაღამ კიბეზევე გავიშხლართე,ღიმილი რასაც ქვია სახეზე შემახმა არც მეტი არც ნაკლები ჩემი კარამელი ბიჭი,ბატონი ირონია და ბატონი ურჯულოება იჯდა და ისიც იმხელა თვალებით მიყურებდა გაოცებისაგან ალბათ გადმოუვარდებოდა..კინოებში რომ ხდება ისე იყო ზუსტდა მაგრამ შენელებული კადრები არ ყოფილა უცებ მოხდა ყველაფერი..მაგიდასთან მივედი და მიშოს გვერდით დავჯექი და ნერვიულად ვათამაშებდი ხელებს ჩემ კაბაზე უცებ მისი შეხება რომ ვიგრძენი,მანიშნა გაჩრდიო.ირაკლიმ და ნატამ მომიკითხეს,ხომ გახსოვართ მაშინ რომ ვიყავით ამერიკაშიო..ეს რო ახსენეს მიშოს ამაზეც გაკვირვება დაეტყო სახეზე..ესენი ორივეს რაღაცას გვიჩალიჩებდნენ..მაგრამ მიშომ ჩემზე მეტი იცოდა აშკარად და ისიც იცოდა აქ რატომ იყვნენ..მე კი ის ვიცოდი რომ კარგი არაფრისთვის იყვნენ..
-მოდი ჯობია თარიღი დავთქვათ!წამოიწყო ნატამ.მე კი გაკვირვებულა გავხედე.
-რისი თარიღი ქალბატონო ნატა?
-როგორ თუ რისი საყვარელო!თქვენი ქორწილის!უკვე იმდენი ხანია გიცდით მემგონი 4თვეზე მეტი გავიდა!ღიმილით მიყურებდა ნატა მე კიდე ღვინოს ვსვამდი და გადამცდა ხველა ამიტყდა და გადავისხი კიდეც კაბაზე..
-რა ქორწილი ქალბატონო?????????!!!შეუღრინე და ფეხზე წამოვვარდი და ზემოთ ავედი,უცებ გამოვიცვალე კაბა..მალე კარებზე კაკუნი იყო.
-შემოდით.მიშო იყო.
-აქქქქ რასაკეთებ?იმასაც შეუღრინე..
-მე???შენ რას აკეთებ აქ????ესა მიმტანი და უბრალო სოფლელი ვარო!გაბრაზებული ჩანდა მარა ჩემზე მეტად ვერ იქნებოდა.
-ენა!შენი ნერვები არ მაქ!გაიგონე რა თქვა იმ ქალმა?!
-ის ქალი დედაჩემია!და კი გავიგონე რაც თქვა მალე დავქორწინდებით!
-შენ თავი რამეზე ხო არ მიგირტყმია??თუ ყველაფერი იცოდი რას მეთამაშებოდი ბათუმში?
-მე გეთამაშებოდი თუ შენ?
-მე არაფერი ვიცოდი შენგან განსხვავებით!
-მოდი დიდ სიმართლეს გეტყვი,არვიცოდი ის მშობლების გატუტუცებული გოგო შენ თუ იქნებოდი რომელიც ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო!
-რა??მევარ გატუტუცებული???????სიბრაზეს ვანთხევდი.
-გვიცდიან იქნებ ჩავიდეთ!
-არ ვაპირებ!
-ანა!ნუ იქნები ასეთი უსირცხვილო გვიცდიან!
მეც წავყევი და ღიმილით შეგვხვდნენ..მე როგორც დავიკავე ჩემი ადგილი დავიწყე.
-ქალბატონო ნატა ალბათ აქ რაღაც შეცდომა არის!მე გათხოვებას არ ვაპირებ,თანაც..მიშოს ავხედე და მიუთითე..აი ამაზე..
-რას ლაპარაკობ ანი შვილო?ჩვენ 4თვის უკან შევთანხმდით თქვენს ქორწილებაზე..უბრალოდ ნიტამ მითხრა რომ დრო გჭირდებოდა ჩვენც გიცდიდით!ასე არა ნიტა?დედაჩმმა თავი რომ დაუკრა სიბრაზისაგან ცეცხლი წამეკიდა..ნატამ გააგრძელა..თანაც უკვე კარგად იცნობთ ერთმანეთს და შეიძლება შეგიყვარდათ უკვე ერთმანეთიც და არამგონია პრობლემა იყოს..დაასრულა და გამიღიმა...ამ ქალს კბილებს ჩაუფშვნი..ისე მოქმედებდა ჩემს ნერვებზე..მოიცა ანუ რას გულისხმობს?საიდან იციან რო ერთმანეთს ვიცნობთ..თავს დავდებ ორივე მხარემ გვიჩალიჩა სასტუმროში ერთად ვყოფილიყავით მარა არიციან იქ რა ამბები მოხდა.მთელი ღამე ხმა არ ამომიღია..გავაცილეთ და გაბრაზებული დავბრუნდი უკან მისაღებში თან ფეხსაცმელი გავიძვრე დასადღაც ჯანდაბაში ვისროლე..
-ეს რა მასკარადი გამიმართეთ???რომელი საუკუნეა???მშობლების დაძალებით ახლა ვინ თხოვდება??ან ვის მოყავს ცოლი!
-ანა შვილო მომისმინე!მამას თვალებში სევდას ვხედავდი..ის აღარ ჩხუბობდა..ჩვენ ყველაფერი ვცადეთ..იქნებ გაანალიზო შენი საქციელი..იქნებ თუ გათხოვდები დასერიოზულდე და საქმეს მოკიდო ხელი..ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისს..როგორ ვერ ხვდები...და მაშინ დავფიქრდი მართლა ცხოვრებაში პირველად...მემგონი რაც ჩემი თავი მახსოვს მის მერე იმედებს უცრუებ ჩემს ოჯახს მაგრამ ახლა აღარ ვაპირებდი..გავთხოვდებოდი მიშოზე..იქნებ გაეხარათ ჩემი ბედნიერი ოჯახით..ბედნიერი?ეჰ რავიცი აბა..ან იქნებოდა ან არა..მარა ახლა რო უარი მეთქვა სამუდამოდ წამშლიდნენ შთამომავლობიდან..ამიტომ მეორე დღეს განუცხადე რომ თანახმა ვიყავი..მამა კი ისეთი რამე მითხრა კინაღმ გადავიფიქრე.
-რომც გეთქვა უკან დასახევი გზა არა!
-და რა??უარი რომ მეთქვა მაინც გამათხოვებდით?მამა შენ?შენს ნანატრ გოგოს?მახსოვს მიყვებოდნენ რომ 7წლის შემდეგ რომ გავჩნდი მამაჩმს ისე გაუხარდა ჩემი დაბადება ისე გიორგისიც არ გახარებიაო,მე კიდევ ეგოისტურად მიხაროდა ასე რომ იყო..
-ჩემი ნანატრი შვილი შენ არ ყოფილხარ!ჩემი ნანატრი შვილი სხვანაირი იყო და შენნაირ გაუზდელად არ მოიქცეოდა!ზურგი გვაქციე და ფეხებზე დაგვიკიდე!ჩვენ ხომ შენი კარგად ყოფნის გარდა არაფერი გვინინდოდა?ყველაფერში მხარში დაგიდექით მარა რა მივიღეთ?არც არაფერი..შენ გაგვხადე იძულებული რომ ეს გაგვეკეთებია..რომ გავიგეთ სასტუმროში იყავი მიშოც გამოუშვეს მისმა მშობლებმა.
-ჰოო არა?!ეგ კარგი გამახსენდა თქვენ გამოგზავნეთ?გაბრაზებული ხმით ვთქვი და სიცილი მეპარებოდა ხმაში.ჯიგარი ხარ რა მამა!მივხვდი რომ ეს ყველაფერი მოწყობილი იყო და არაფერი არ იყო ბედის ბრალი..მარა ვცდებოდი..ბედი რომ არ ყოფილიყო ამხელა ქვეყანაზე მიხეილ ბატონი არ იქნებოდა ახლა ჩემი საქმრო.
-ხმა!ისევე გაბრაზებული ვართ ჩვენ!
-კარგით რა!ორივეს გავხედე!მაპატიეთ ხომ ხედავთ ყველაფერი მორჩა შვილი გითხოვდებათ!
-ოჰ..დაიწყო..და რატო ვარ ჯიგარი?რაგააკეთე?შეპარულად მკითხა..ყოველთვის ვეჭორავებოდი მამაჩემს..
-გაინტერესებთ?ვკითხე ინტერესით.
-გვაინტერესებს!ისე გიყურებდა მიხეილი ალბათ მოგკლავდა.
-ჰო რაც გაუკეთე მის მერე ცოცხალი როგორ ვარ ნეტა.მოკლედ..მაპატიეტ ხო?
-თქვი თუ ამბობ ახლა ანა!გაბრაზებულმა გამომხედა დედამ.
-ჯერ მითხარით რომ ძალიან აღარ ხართ გაბრაზებულები!
-ვართ!
-მაშინ არ მოგიყვებით!
-მასე ქენი!არ მითმობდა დედა.
-კარგი!უთხარი და წასვლას ვაპირებდი მამას ხმა რომ გავიგონე.
-მოდი მოდი აქ შე ალქაჯო!მეც მივვარდი და შუაში ჩავჯექი..შვილო სულ კი გვაბრაზებ მარა ჩვენი შვილი ხარ რაც არუნდა ცუდი იყო ჩვენი სისხლი და ხორცი ხელს როგორ გკრავთ როდესმე?მითხრა და ჩამიხუტეს ორივემ ერთად..
-მოკლედ რომ ჩავედი...მერე მოუყევი ჩემი გმირობის ამბები და ვაცინე ორივე კარგად.
-ნიტა ხო არავინ გაგახსენდა?ალექსანდრემ თვალების ჟუჟუნით კითხა ცოლს?
-არა!ცხვირი აბზიკა დედაჩემმა!
-როგორ არა ახლაც იარა მაქვს!სიცილი დაიწყო...როგორც მივხვდი ისინიც ასე მაიმუნობდნენ ახალგაზრდობაში..
-აუ რა ქნა დედამ?
-რაქნა კი არა უნდა მომეკლა..
-ძალით არმინდოდა ალქსანდრე ხოიცი!
-აუ მითხარით.
-ყაზბეგში ვიყავით მეგობრები..სიცივე იყო და ბუხარი გვენთო..რაღაცაზე გავაბრაზე მახსოვს და აიღო ცხელი რკინის სატრიალებელი და ვითომაც არაფერი ფეხზე გადამადო.
-მალადეც დედა!
-რა მალადეც ანი??
-აბა რას გამიბრაზე ჩემი საყვარელი დედიკოო?უთხარი და დედას ლოყები გაუწელე.
-აფირისტო!
-სულაც არ ვარ აფირისტი!წავედი ახლა დავისვენებ!ოთახში ავედი და ვფიქრობდი..რაღაც აჟიტირებული ვიყავი..მიხაროდა რო ვთხოვდებოდი?მიყვარდა მიშო?არვიცოდი არაფერი..
მეორე დღეს დამირეკა და შევხვდით. არ გაუკვირდა მემგონი დაქორწინებაზე რომ დავთანხმდი..ერტყობდა მის მშობლებში დარწმუნებული იყო რომ აუცილებლად მოაგვარებდნენ ამ საქმეს..მოკლე პასუხებით ვპასუხობდი და არ ვაპირებდი იმაზე ლაპარაკს რაც მოხდა რამე რომც ეკითხა..კიდევ კარგი არც უკითხია..ქორწილის სამზადისის დროს არც გავკარებივარ ახლოს..ბედნიერი სახით დავტრიალობდი მაგრამ ბოლომდე გააზრებული არც კი მქონდა რას ვაკეთებდი..მაგრამ მიხაროდა ასეთი ბედნიერბეი რომ იყვნენ დედა და მამა..გიორგიც გაჩნდა საიდანღაც და გაკვირვებული მისმევდა შეკითხვებს..მერე აუხსენი ყველაფერი არმინდოდა ტყუილები..მერე კი თავქუდმოგლეჯილი გოგოებთან გავიქეცი..ის იდიოტები კიდე გახარებულები იყვნენ მიშოზე რომ ვთხოვდებოდი..ჩემზე მეტად უყვარდათ მემგონი ახალი სიძე...ქორწილის დღემდე აღარ მინახია..თებერვალი რომ დაიწყო მაშინ იყო დათარიღებული ჩვენი ქორწილის დღც...ეს დღე ისე მოვიდა ვერც გავიგე..შემდეგ რაც მოხდა თქვენც იცით..აქამდე მომიყვანა ჩემმა თავ გასულობამ..ახლა კი გამოსავალს ვეძებდი.უკან დახევა არ მჩვევია...

მინდა გითხრათ რომ მემგონი რეკორდი მოვხსენი და ყველაზე დიდი თავი დავწერე რაც კი აქამდე დამიწერია..ველოდები შეფასებებს დააფიქსირეთ თქვენი აზრი..დამაკლდა კომენტარები და ასე მგონია არ მოგწონთ მომდევნო თავს ვაპირებ რომ მიშოს ენით დავწერო..რახდებოდა მის თავს ამ ხნის განმავლობში და რატომ აქორწინებდნენ მშობლები..მემგონი საინტერესო გამოვა..ნუ იმ შემთხვევაში გავაგრძელებ თუ დავინახავ რომ დაინტერესებულია მკითხველი ამ მოთხრობით,ამიტომ თუ მოგეწონებათ არ დაიშუროთ კომენტარები,ველი კრიტიკასაც,შემისწორეთ რამე ცუდად თუმიწერია და მე გავითვალისწინებ შემდეგში



№1  offline წევრი Lana Tomlinson

მეძინებოდა მაგრამ ეს ისტორია რომ დავინახე,სურვილი გამიქრა.
ძალიან კარგი იყო,ძალიან მომწონს.
კარგად გადმოცემ,მომწონხარ ძალიაან.

 


№2  offline მოდერი Behandice

ლანა ცინცაძე
მეძინებოდა მაგრამ ეს ისტორია რომ დავინახე,სურვილი გამიქრა.
ძალიან კარგი იყო,ძალიან მომწონს.
კარგად გადმოცემ,მომწონხარ ძალიაან.

უღრმესი მადლობა! შენ ხომ არ იცი როგორ მახარებ შენი კომენტარებით! love

 


№3 სტუმარი lana

აიიი ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ love წამითაც არ გაიფიქრო,რომ არავის მოსწონს და უნდა შეწყვიტო love აი ამხელა თავი ძალიან მესიამოვნა love wink გავერვიეთ უკვე ყველაფერში love კარგი იქნება შემდეგ თავს მიშოს ენით თუ დაწერ love აუცილებლად გაააგრძელე love

 


№4 სტუმარი kati

საინტერესოა და ველოდები მოვლენების უფრო ღრმად განხილვას. მომწონს მეორე პერსონაჟის აზრის გადმოცემაც. ასევე გახსენებასთან ერთად მათი აწმყოში ერთობლივი ცხოვრებაც.

 


№5  offline მოდერი Behandice

kati
საინტერესოა და ველოდები მოვლენების უფრო ღრმად განხილვას. მომწონს მეორე პერსონაჟის აზრის გადმოცემაც. ასევე გახსენებასთან ერთად მათი აწმყოში ერთობლივი ცხოვრებაც.

მიხარია თუ მოგეწონა..აწმყოზე ცოტა მიწერია,იმიტომ რომ მინდოდა რა მოხდა მანამდე ის გადმომეცა გაურკვევლობა რომ არ ყოფილიყო..წარსულიდანაც იქნება პატარ-პატარა გახსენებები და მომავალშიც ბევრი რაღაცეები მაქვს დაგეგმილი..იმედია საინტერესო გამომივა და მოგეწონება love

lana
აიიი ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ love წამითაც არ გაიფიქრო,რომ არავის მოსწონს და უნდა შეწყვიტო love აი ამხელა თავი ძალიან მესიამოვნა love wink გავერვიეთ უკვე ყველაფერში love კარგი იქნება შემდეგ თავს მიშოს ენით თუ დაწერ love აუცილებლად გაააგრძელე love

ისე მიხარია ასეთ კომენტარებს რომ მიწერენ მემგონი მილიონჯერ ვკითხულობ! wink ძალიან ძალიან დიდი მადლობა! love ახალ თავს აუცილებლად მიშოს ენით დავწერ მინდა მისი მხარეც გამოვაჩინო...

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია ზააანნ heart_eyes

კაია დზზაან მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent