შენი სიყვარულის ფობია მემართება (32)
რამდენიმე წუთი ხმა არცერთს ამოგვიღია, შემდეგ კი დუმილი ისევ ალექსანდრემ დაარღვია. - ბიჭო ასე არ გამოვა რა, არ გამოვა. ( ალექსანდრე ) - რა? რა არ გამოვა ტო. ( გიუშა ) - რა და ასე უბრალოდ ვერ მივალ და ვერ ვეტყვი, რომ მიყვარს რაღაც უნდა მოვიფიქრო. ( ალექსადნრე ) ნიტას ამ სიტყვების მოსმენისას სახე „გაუბრწყინდა“ და მაშინვე დაიწყო მოსაბეზრებელი კითხვების დასმა. - რა? მართლა? რა მაგარია, რა კარგია, რას აპირებ? როდის ეტყვი? როგორ ეტყვი? ( ნიტა ) - არვიცი არვიცი, არაფერი არ ვიცი. ( ალექსადნრე ) -ვერ ვიტან ქალივით, რომ იწყებ ხოლმე საუბარს ტო. - უკაცრავად? ( ნიტა ) - ჰაჰა კარგი ლამაზო არ გინდა. - რა არ მინდა? ( ნიტა ) - კარგი გეყოფათ, ახლა მაინც გაჩერდით და დამეხმარეთ, რაიმე ორიგინალურის მოფიქრებაში. ( ალექსადნრე ) - რა მოფიქრება მაგას უნდა? მიდიხარ, მის წინ ძალიან ახლოს ჩერდები და შემდეგ ერთი ორი და მიყვარხარ, ესეც შენი სიტყვები და მოქემდების პონტში იყოს მაშინვე კოცნა. ( გიუშა ) - ჰაჰა შენ სიყვარულის ახსნაში რა ძლიერი ყოფილხარ ძმაკაც. ( ალექსადნრე ) - არა მარტო სიყვარულის ახსაში. ( გიუშა ) გიუშას ნათქვამმა ყველა გაამხიარულა, შემდეგ კი იმაზე ფიქრი დავიწყეთ თუ რა გაგვეკეთებინა ისეთი რაც, ლენას უეჭველი გაახარებდა, ძალიან ბევრი იდეა „წამოვიდა“ მაგრამ ალექსანდრე ვერაფრით „დავაკმაყოფილეთ“. - ეს რა შარია ტო. ( ალექსადნრე ) - ჰაჰა რა არის შარი, სიყვარული? ( ნიტა ) - კი, კი სიყვარული. ( ალექსადნრე ) - აი ზუსტად მაგიტომაც არ მყავს მე არავინ. ( გიუშა ) - კარგი ძმაკაც არ არის საჭირო ეგ აფერსიტობა, ისედაც იციან, რომ ჩვენთვის სიყვარული სულ სხვა პონტია. - ოჰ მაინც რა პონტია? ( ნიტა ) ერთმანეთს ვენაგლებოდით და ამით მაგარი ვერთობოდით, რომ მოულოდნელად ალექსადნრეს ყვირლმა ყველა გაგვაჩუმა. - აე მოვიფიქრე მოვიფიქრე, თანაც ისეთი მაგარი რაღაც, რომ ლენას ნამდვილად გავაგიჟებ. ( ალექსანდრე ) - ახლა არ მითხრა, ვარდები და დათუნიაო თუ ძმა ხარ. ( გიუშა ) - არა არა, ყველამ მომისმინეთ. ( ალექსადნრე ) ალექსადნრემ ძალიან სწრაფად გაგვარკვია თავის გეგმაში, შემდეგ კი კმაყოფილი მზერით დაელოდა ჩვენს რეაქციას. - არაჩვეულებრივია, რაღაც- რაღაცეები კი შესაცვლელია, მაგრამ საბოლოოდ მართლა მაგარი გაუსწორდება. - ხოდა მეც ეგ მინდა, როგორციქნა დამთავრდება ეს უაზრო სიტუაციები, რამდენჯერ „მომწყურებია“ მისი ჩახუტება და კოცნა, მაგრამ ყოველთვის - მეგობრობა - მიშლიდა ხელს. ( ალექსადნრე ) - მოგწყურებია? ჰაჰა ეს სიყვარულის მორევში მართლა ბოლომდე ყოფილა ჩაძირული. ( გიუშა ) - ოოჰ გაანებეთ თავი, ეს ჩემი პოზიტიური სიყვარულია, მართლაც მაგრად გაუმართლა, რომ თქვენნაირი აუტანელი არ არის. ( ნიტა ) ნიტას სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და მუსიკას ბოლომდე ავუწიე, როგორც ყოველთვის ჩემს ასეთ საქციელს წუწნი მოჰყვა, მაგრამ შემდეგ დაღლილობამ შემოგვიტია და სახლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია. - ვიწყებთ. ( ნიტა ) - ალექსადნრე თავს, როგორ გრძობ? ( გიუშა ) - ძალიან ვნერვიულობ, ძალიან ძალიან. ( ალექსადნრე ) - ეგ კარგია, უფრო ზუსტად საჭიროა. - რა არის ბიჭო საჭირო, ღადაობ? ცოტაც და გული გამისკდება. ( ალექსადნრე ) - ცვეტში მაგას აქვს მუღამი არც, რომ იცი. - შენ ბევრჯერ გამოგიცდია, ხო? ( ნიტა ) - არა. ჩემმა სიტყვებმა ნიტას ღიმილი დაიმსახურა და ისევ ჩვენს გეგმას დავუბრუნდით. - საბოლოოდ დაახლოებით ოც წუთში გამოხვალთ თქვენც სახლიდან, ხო? ( ალექსადნრე ) - ბიჭები ადვილად შეძლებენ იქიდან გამოხწევას, როგორც ყოველთვის იტყვიან პატარა საქმე გვაქვსო და მე რა ვქნა? რა მოვიფიქრო? ( ნიტა ) - შენ ხომ ჭკვიანი ხარ ნიტა. - ეგ კი, მაგრამ მაინც ძნელია ლენასგან თავის დახწევა. ( ნიტა ) - აუჰ უთხარი, რომ სასერინოდ გადიხარ ანდაც რაიმეს საყიდლად, რამეს იზავ რა. ( ალექსადნრე ) - კარგი ხო კარგი, შევედით? ( ნიტა ) ალექსადნრემ ღრმად ამოსუნთქა და კარები გააღო. - ლენა, მოვედიით. ( ალექსანდრე ) ალექსადნრეს ხმის გაგონებაზე სწრაფად „გამოვარდა“ ოთახიდან და გიჟივით ჩაეხუტა, ჩემმა და ნიტას დანახვამ საბოლოოდ გააგიჟა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და უაზრობებს ამბობდა. - როგორ მომენატრე ტო, რამდენი გიტირია, თვალები რას გიგავს? - მეშინოდა დადა, ძალიან მეშინოდა, ნიტა გაიტაცეს, შენც მაშინვე გაქრი, შემდეგ გიამ დარეკა დადას ვერ ვუკავშირდებიო, დედაშენი გაგიჯებული იყო, არვიცოდი რა მეთქვა. ( ლენა ) - მოიცადე, ანუ მათ ყველაფერი იციან? - არა, მხოლოდ ნინოს ვუთარი, დამალვა აღარ შემეძლო, თანაც ისედაც ხვდებოდა რაღაცას, გიამ არაფერი არ იცის, შეგვეშინდა, რომ ისევ ცუდად გახდებოდა და ყოველდღე ვატყუებდი, რომ საქმეების გამო შენ ბერლინში იყავი და ჩვენთან ხშირად მოსვლას ვერ ახერხებდი. ( ლენა ) - მშვენიერია. - მშვენიერი კი არა, ახლავე დაურეკე ნინოს. ( ლენა ) - ახლა არ მოვედი ტო, დამაცადე ხო დავურეკავ. - მაგარი მშია. ( გიუშა ) - ჰაჰა ეგ იმის მინიშნება იყო, კარებში როდემდე ვიდგეთო, ხო? ( ნიტა - ზუსტად. ( გიუშა ) ყველანი მისაღებში შევედით, გოგონებმა კი სამზარეულო დაიკავეს. - წავიდეთ? ( ალექსანდრე ) - მოიცადე ბიჭო მართლა მშია, დღეს მთელი დღეა რაღაც საქმეებზე დავრბივარ. ( გიუშა ) - რადროს საჭმელია, ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები ახლოვდება. ( ალექსანდრე ) ალექსადნრე ჩემსკენ გადმოიახარა და დაბალი ხმით დაიწყო ლაპარაკი, რათა ლენას რაიმე არ გაეგო - გოგოების ამბავი ხომ იცით? გინდაც საუბარს არ ესწრებოდნენ, ბოლოს მაინც ყველაფერი იციან, „კედლებსაც ყურები აქვითო“ , მაგრამ გოგოების თემა, მგონი უფრო რთულია. - სასტუმრო „იჩალიჩე“? ( ალექსადნრე ) - თუ დარბაზი? - ხო ანუ სასტუმროში დიდი დარბაზი. ( ალექსანდრე ) - ჰაჰა ძმაკაც, მგონი ცუდად ხარ. - მაგარი დამღლაეთ, ყველაფერს მარტო გავაკეთებ, თქვენი დახმარება არ მინდა. ( ალექსადნრე ) - კარგი ხო კარგი, ქალივით ნუ იცი ხოლმე გაბუტვა, ( გიუშა ) - გაბუტვა? მე ვიცი გაბუტვა? ბიჭო თქვენ მართლა ( ალექსადნრე ) ალექსადნრემ სიტყვის დამთავრება ვეღარ მოასწრო, რადგან ოთახში მაშინვე ლენა გაჩნდა. - მართლა რა? ( ლენა ) - ისეთი არაფერი. ( გიუშა ) ვეცადეთ სხვა თემაზე გადაგვეტანა ყურადღება, ალექსადნრე დაბნეული უყურებდა ქალბატონს და თვალს არ აშორებდა. - ასე რატომ მიყურებ? ( ლენა ) - როგორ ასე? ( ალექსადნრე ) - თითქოს რაღაცის თქმა გინდა და ვერ ბედავ. ( ლენა ) - არა, არა მე? არა არაფერი. ( ალექსანდრე ) - დარწმუნებული ხარ? ( ლენა ) - ჭიქები მოვიტანე. ( ნიტა ) ნიტა დაბნევის გარეშე შეეცადა ყველაფრის გამოსწორებას და მაშინვე ალექსადნრესთან გაჩნდა. - ვაჰ რას ვსვავთ? - წვენს. ( ნიტს ) - რა წვენს გოგო, ღადაობ? ( ნიტა ) - საერთოდ არ ღადაობს, ჩემი სურვილია, რომ ეს დღე ფხიზელ მდგომარეობაში ჩავამთავროთ. ( ლენა ) - რატომ? დღეს რა ხდება? ( ალექსადნრე ) ალექსადნრემ ეჭვით შეხედა ნიტას, რაიმე ხომ არ წამოცდაო და ლენას პასუხს დაელოდა. - როგორ თუ რა ხდება? როგორციქნა ამ ორმა არანორმალურმა შეძლო თავის დახწევა იმ მხეცებისგან. ( ნიტა ) ამის გაგონებაზე ალექსადნრემ ღრმად ამოისუნთქა და თავი დაიმშვიდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. - მიდი მიდი, მალე და ჩვენ უნდა წავიდეთ. ( გიუშა ) - წახვიდეთ? სად? ( ლენა ) - პატარა საქმეა. - როგორც ყოველთვის, ვერსადაც ვერ წახვალთ. ( ლენა ) ალექსანდრეს მაშინვე დაეტყო სახეზე უკმაყოფილება და მხოლოდ ჩვენთვის გასაგებად ჩაიბურტყუნა. - რა ვერსად ვერ წავალთ? ესღა გვინდოდა, ახლა რა გადაარწმუნებს ამას? ( ალექსადნრე ) - ალექსადნრე რას ბურტყუნებ? საერთოდაც ძალიან უცნაურად იქცევი. ( ლენა ) ლენას რეაქციას, მაშინვე ჩემი სიცილი მოჰყვა და ყველა ავიყოლიე, მხოლოდ ლენა იდგა ერთ ადგილას გაშეშებული და ვერ ხვდებოდა საერთოდ რა ხდებოდა. - რა გაცინებთ? ამისხსნით ვინმე რა ხდება? ( ლენა ) ვხვდეობდი, რომ უკვე წასვლის დრო იყო, რადგან ცოტაც და ყველა დავიწყვებოდით. - გიუშ დამირეკე. - რა? რა ვქნა? ( გიუშა ) ძალიან დაბალი ხმით ვუთხარი, ამიტომ ვერაფერი გაიგო და ტელეფონზე მინიშნებით ვეცადე მიმეხვედრებინა, სასიხარულოდ გამომივიდა კიდევაც და რამდენიმე წამში ჩემი ტელეფონის ხმაც გასიმა. - მირეკავენ, წასვლის დროა. - ხო ბიჭო დაგვაგვიანდება წავედით, წავედით. ( ალექსადნრე ) - ეს რა ხალხი ხართ რა, ადამიანს ჭამას არ დააცდით. ( გიუშა ) გიუშა „ვითომ წუწუნით“ გავაგდეთ სახლიდან და წასვლის წინ ლესანთვის ბევრი ტყუილის თქმაც მოგვიწია. სასტუმრო დავიქირავეთ, ყველაფერი მზად იყო, მხოლოდ ნიტას ამოქემდება დარჩა მასთან ერთად ლენასთვის, რომ კაბა შეგვერჩია. - დაურეკე, ბიჭო რა დაუკრეკე. ( ალექსადნრე ) ჯიბეში ტელეფონი მოვძებნე და მაშინვე ავკრიფე ნიტას ნომერი. - სად ხარ? - ახლა გამოვედი სახლიდან, ვერც კი წარმოდიგენ საერთოდ რა უაზროები ვილაპარაკე, აფერისტის როლი ნამდვილად არ არის ჩემთვის. ( ნიტა )’ - კარგი კარგი, მოგწერ სადაც ვართ და რამდენიმე წუთში აქ იყავი. - ოჰ რომ დავაგვიანო, რა? ( ნიტა ) - ნიტა. - კარგი ხო კარგი. ( ნიტა ) ნიტა უპასახოდ დავტოვე და ტელეფონი გავუთიშე, რამდენიმე წუთში ქალბატონი მართლაც გაჩნდა დანიშნულ ადგილას. - კმაყოფილი ხარ? ზუსტ დროს ზუსტ ადგილას. ( ნიტა ) - ძალიანაც კარგი, ეგ მაინც ისწავლე ჩემგან. - კი სხვა მაინც ვერაფერს ვისწავლი, მხოლოდ ეს თვისება გაქვს კარგი. ( ნიტა ) - ხო, არა? - კი. ( ნიტა ) - კარგი ახლა ამის დრო არაა, წავედით. ( ალექსანდრე ) - კაბის საყიდლად, ხო? ( ნიტა ) - არა სასტუმროს საყიდლად ნიტა. - ჰაჰა ვიხუმრეთ? ( ნიტა ) - წავედი რა წავედი მე. ( ალექსადნრე ) - კარგი ხო ჩემი სიმპატიური, ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულო. ( ნიტა ) - კი, კი თქვენ თუ ასე გააგრძელებ „უეჭველი“ იქნება. ( ალექსადნრე ) ალექსადნრეს სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და მანქანისკენ წავედი. - ბიჭო მოიცადე, სად მიდიხარ? ( გიუშა ) - მე სასტუმროს საქმეს გავარკევ, რაიმე პრობლემა, რომ არ შეგვექმნას თქვენ კი თქვენს საქმეს მიხედეთ. საბოლოოდ გეგმის ნახევარი ასეთი იყო - ლენასთვის კაბა უნდა გაეგზავნა ალექსადნრეს და იქვე იპოვიდა წარწერას სადაც სასტუმროს მისამართი იქნებოდა მითითებული, რათქმაუნდა ალექსადნრეს სასიყვარულო სიტყვებთან ერთად. ყველაფერი დასასრულს უახლოვდებოდა, ალექსადნრე ძალიან ნერვიულობდა და ყველა მის დამშვიდებას ცდილობა - დარბაზი, მუსიკა, რომანტიული გარემო და სიყვარუით გაწყობილი მაგიდა მზად იყო - ალექსანდრე ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და მოუთმელნად ელოდა ლენას გამოჩენას, ერთი ორი და ქალბატონიც გამოჩნდა, ალექსადნრეს მიერ შერჩეული კაბა სასწაულად უხდებოდა და ჩვენი ბიჭი მისმა დანახვამ კიდე უფრო „ გამოადებილა“ - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ლენა დარბაზში შეიყვანა და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიც დადგა. - ლენა. ( ალექსანდე ) - აქ რატომ ვართ? რა ხდება? რას აპირებ? ( ლენა ) - არაფრის თქმა არაა საჭირო ლენა, უბრალოდ მე მომისმინე, მხოლოდ ამას გთხოვ. ( ალექსადნრე ) ძალიან ბნელოდა, მთელ დარბაზს მხოლოდ ერთი წყვილი ანათებდა, ალექსადნრემ მიკროფონი მოიმარჯვა და ქალბატონს თავისივე დაწერილი სიმღერა მიუძღვნა, შემდეგ კი ყველგან მათი ფოტოები გაჩნდა, ალექსადნრემ სურათად ქცეული თითოეული მომენტის გახსენება დაიწყო - ყველაფერი მართლაც მაგარი გამოვიდა, ლენა ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა და ერთადერთი რაც შეეძლო სიხარულის ცრემლები იყო - ალექსანდრე ბოლო სურათზე გაჩერდა, რომელიც ბავშობაში იყო გადაღებული და ლენას მიუახლოვდა. - მაშინ ვიგრძენი, რომ სასწაულად შემიყვარდი ლენა, შემდეგ ამ გრძნობას ბავშური გატაცება დავარქვი, მაგრამ არა, გავიზრდეთ და ჩემი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერი და ნადმვილი გახდა, ახლა კი შენს წინ ვარ და ვბედავ გითხრა, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ. ( ალექსადნრე ) ლენას ამ სიტყვების გაგებისთანავე ტირილი დაიწყო და ალექსადნეს ძლიერად ჩაეხუტა. - მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ არანორმალურო, როგორციქნა გაბედე და მითხარი, თორემ ცოტაც და ყველაფერს მე გავაკეთებდი, მიყვარხარ ალექსანდრე მიყვარხარ. ( ლენა ) ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ცოტაც და ალექსადნრეც უეჭველი ტირილს დაიწყებდა, მაგრამ ვინ დააცადათ - მაშინვე ყველაფერი განათდა და ჩვენც გიჟივით გავჩნდით მათთან, ბოლო ხმაზე ვყვიროდით და საბოლოოდ გართობის დასაწყისი გახსნილად გამოვაცხადეთ. --------- აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა? ♥ რაღაც მიზეზების გამო აქამდე ვერ მოვახერხე დამატება, ამიტომ ბოდიშს გიხდით - იმედია მოგეწონებათ. ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.