შენ ჩემი გახდები?! (თავი 39)
მინდოდა ყველაფერს შეეწყყვიტა არსებობა და თითქოს შეწყვიტეს კიდეც, ზურას თვალები დაწვრილებოდა და განაჩენის მოლოდინში იყო, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ხმა ჩამიწყდა, ყელი გამშრობოდა და ნერწვსაც ვერ ვყლაპავდი. ნუთუ უკან დავიხევდი აქ მოსული, რამდენი ღამე ვათიე ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. . . რომ მომკვდარიყო ზურა ისე, რომ მისი ფავორიტი შვილის-შვილებზე ვერაფერი გაეგო, სინდისი არ მომასვენებდა. ალბათ სხვა ჩემს ადგილას არც ეტყოდა ამ ამბავს ასეთ ადამიანს თუმცა მე არ შემეძლო, დიდი ურთიერთობა ვერ ექნებოდათ სავარაუდოთ მომავალში ჩემს შვილებთან და ვერც ვერფერს მომთხოვდნენ თუმცა ეს უნდა სცოდნოდა მას, უნდა ენახა თუნდ სიკვდილის წინ ისინი, თანაც უნდა გაეგო რაზე თქვა უარი იმ ღამით და მისი ქმედებებით. -თქვენ....თქვენ აუცილებლათ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია და უნდა იცოცხლოთ ბატონო ზურა, რადგან.... ისევ დავაპაუზეე, ისევ იგივე გრძნობა დამეუფლა, რომ ზურა ბავშვებს წამართმევდა, თუმცა გონების ერთი წერტილი განათდა და შინაგანმა მემ, ჩამძახა; „მტკიცებულებები არსებობს, ნუ გეშინია!“ მეც აღარ დავაყოვნე. -თქვენ შვილიშვილები გყავთ! ალექსის შვილები, რომლებიც აუცილებლათ უნდა ნახოთ!... ამოვიდუდუნეე და სახეშეშლილ ზურას გავხედე. -რაა?! სიტყვებს თავს ვერც ის უყრდა. ანუ შენ...შენ.... ხველა აუტყდა, წყლის გრაფინთან მივედი და სითხით სავსე ჭიქა მივაწოდე, ამასობაში კი სათქმელი გავუმარტივე. -ხო, მე მაშინ ორსულად ვიყავი.... თუმცა მეც მოგვიანებით გავიგე ეს, მაგრამ რომც მცოდნოდა იმ ღამით იგივეს გავაკეთებდი რაც მას შემდეგ გავაკეთე.... მუჭით მოიწმინდა ცრემლები.... -ვიცი ჩემს ადგილას სხვა არ გეტყოდათ ამ ამბავს და ვერც ვერავინ მოთხოვდა პასუხს, თუმცა მე ეს არ შემიძლია, ეს ჩემს ძალებს აღემატება.... თქვენ ისინი უნდა ნახოთ და მათთან ოდნავ თბილი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად იცოცხლოთ. -ღმერთო ჩემო, ეს საოცარია! ისევ მისი საოცარდ თბილი ღიმილი და თვალები, შემეჩეხენ ასე, რომ მიყვარდა წლების წინ და მამაჩემს მაგონებდა. კარგახანს ვდუმდით, ორივე, მერე კი ისევ მან დაარღვია სიჩუმე. -შენ თქვი, რომ ისინი უნდა ნახოო, ხომ?! -დიახ. აწ უკვე ჩვეული გაყინული მზერა მივაპყარი. -ალბათ გიორგის და იმ პატარას გულისხმობ არაა, ჩემი ალექსისას?! -არა! გაკვირვებულმა შემომხედა. მე ტყუპები შემეძინა! ტყუპი ბიჭები! ამოვიხრიალეე მეც და ფანჯარასთან ახლოს მივიწიე, რათა მისი მზერა ისევ არ მეგრძნო. -ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! ერთსა და იმავეს იმეორებდა უფროსი ნაკაშიძე და სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. მე კიდევ ჩემს თავს წუმპეში ჩავარდნილ არსებას ვადარებდი. -შეგიძლია ჩემთან ახლოს მოხვიდე ნინუცა?! სხეულს არ უნდოდა მისკენ დაძვრა თითქოს თუმცა ვაიძულე. -დაჯექი... მის სასთუმალთან მდგარ სკამზე მიმითითა, ჩამოვჯექი და ისევ სივრცეს ჩავაშტერდი. ჩემი ხელი აიღო და მის დიდ, თუმცა დასუსტებულ ტორში მოიქცია. -სიცოცხლის ბოლომდე, გთხოვ პატიებას ჩემი საქციელისთვის და მაადლობას გეტყვი, იმისთვის, რომ გამხადე ბაბუობის ღირსი თუმცა არ დამსახურებულის. შენ საუკეთესო ადამიანი ხარ! მიხარია, რომ შენი სიყვარულის ღირსი გახდა ჩემი შვილი, გიყვარდა ისეთი, როგორიც იყო არაფრის შეცვლას არ ითხოვდი მასში... ჩვენც გიყვარდით, მიუხედავად წასულის, გაგიჭირდა თუმცა შეგვიყვარე, მაგრამ ჩვენ, მე პირადად საშინლად მოგექეცი...ეს შეიძლება შენ მაპატიო თუმცა ღმერთი არ მაპატიებს! ის ნაკაშიძეები ამრავლე ვინაც შენი საყვარელი ადამიანები და თავად შენ ბევრი გავნეს, შენს ქალობას ვენაცვალეე და შენს გამზრდელს!...ხელს მიკოცნიდა, მისი ცრემლები მისველებდნენ,ხელისგულს. -საკმარისია ბატონო ზურა, ძაალიან გთხოვთ...ხელის გამორთმევა ვცადე თუმცა ვერ შევძელი, გულზე მიიდო და მისი გულის თითეული ფეთქვა შევიგრძენი, თითქოს დაავადება გამქრალიყო და აღარაფერი სჭირდა ორგანოს. ერთი რამ გახსოვდეთ, პატიებით ღმერთმა შეიძლება გაპატიოთ აი, მე კი.... მე ვერ გაპატიებთ ვერასდროს, მოტყუება არ შემიძლია, ეს თავიდანვე უნდა იცოდეთ, ის რომ ტყუპებზე გითხარით არაფერს არ ცვლის! უმოწყალო თვალებით ამომხედა, კარგა ხნის შემდეგ კი ეს მკითხა. -ვიცი არანაირი უფლება, არ მაქვს, თუმცა...... ვერ განაგრძო კარგა ხანს. გთხოვ მაჩვენე ერთჯერ მაინც ბავშვები, ჩემი ალექსის დანატოვრები! ზლუქუნებდა ამხელა კაცი და იმაზე მეტად გამტყდარი მეჩვენა ვიდრე პირველი ნახვისას. ნანობდა, ვხედავდი თუმცა მე ეს ოდნავადაც არ მილღობდა გულს. -გაჩვენებთ, დღეს უკვე ნახვის საათები ამოიწურა. საათს დავხედე. ხვალ აუცილებლათ მოვიყვან საღამოს! თუმცა თქვენ დამპირდით, რომ ოპერაციას, რომელიც ძაალინ სასწრაფოა თქვენთვის გაიკეთებთ თუნდ დღესვე დაველაპარაკები ექიმს! -ოპერაციაა არაა საჭირო, მთავარია ერთჯერ ვნახო ისინი...ამოიდუდუნა. ნერვებს მიშლიდა უარესად უკვე ამ კაცის სიჯიუტე, სისხლში აქვთ ნაკაშიძეებს ეს ყოველივე ალბათ. ფეხზე წამოვდექი, ხელები იასაულივით გადავაჯვარედინე და დავიწყე იმის თქმა რაც არ მინდოდა. -მე იცით რად დამიჯდა ბატონო ზურა ეს ყოველივე, ამ ყოველივეს თქმა თქვენთვის?! მე მართლა სიკეთის განსახიერება გგონივართ თქვენ?! თუ გგონივართ ძაალიან ცდებით მერწმუნეთ, რადგან ეს ყოველივე იმიტომ გავაკეთე რათა საკუთარ თავთან ვიყო სუფთა,მოკლედ ან გაიკეთებთ ოპერაციას ან არა და ბავშვებს გეფიცებით თვალით არ განახებთ და თუ ნახავთ მაინც, როგორმე თქვენი ძალებით მერწმუნეთ ისინი არ მიგიღებენ და ამჯობინებთ, რომ მათი არსებობის შესახებ არც კი გაგეგოთ.... ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რა როგორ გინდათ. ჩანთა ავიღე და დავტოვე პალატა, ჩქარი ნაბიჯებით. **************************************************** ************************************************** ლექციები, როგორც იქნა დავასრულე, უნივერსიტეტის მთავარი შემოსასვლელის კარი გამოვაღე და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, რაღაცნაირად ციოდა და უეცრად ამდენმა ჰაერის მასის ჩასუნთქვა ფილტვებში წვა მაგრძნობინა. ტროტუარს დავუყევი, როდესაც თემო გადმომიხტა წინ. -შემაშინეე! ვუთხარი ისე, რომ არ გავრჩერებულვარ. -ყველაზე მაგარი ხარ! თემო მომეხვია. -ვითომ?! წარბები მოვრკალე. -აჰამ.... ზურამ ოპერაციაა გაიკეთა ამ დილით და შედარებით უკეთაა. -კარგია ალბათ, არ ვიცი! დაბნევა ვერ დავმალე. -ხო. -გონსააა უკვე ზურა?! -კი, ოღონდ ძაან ცუდადაა, არ ღირს ბავშვებმა ასეთ მდგომარეობაში, რომ ნახონ. დასევდიანდა უეცრად. -იმას, რომ საერთოდ ვერ ნახოს ისინი ზურამ აჯობებს მივიყვანო ბავშვები,დავპირდი მე მას. ამოვიოხრე და გავხედე თემოს. დამეხმარები?! -არა! გამიცინაა და კიდევ ერთჯერ მაკოცა თავზე. *************************************** ****************************************** გაოცებული სახეებით იყურებოდნენ ბავშვები, რეამინაციაში შესვლისას, ხელს არცერთი არ მიშვებდა, თემო აღარ შემოუშვეს შიგნით, ისედაც ამდენი ვიყავით. ზურას წამოწევა უნდოდა თუმცა არ დავანებე. ბავშვებმა ვერ გაიაზრეს, მათი ბაბუიის არსი და დანიშნულება თითქოს. ზურა დასუსტებული ხელებით ეფერებოდა სახეზე პაატარებს და სახეს ცრემლები უნამავდნენ. -ამად ღირდა მარტო სიცოცხლე, მაადლობა უფალო! გულში იმეორებდა მოხუცი. ***************************************** ************************** რეამინაციიდან გამოსულებს გარეთ ნანა დაგვხვდა ჩემი დედამთილი და სხვა ნათესავები. ნანა მოთქმით ტიროდა და მიბოდიშებდა მომხდარისგამო. ბავშვები კი არ ეკარებოდნენ და ჩემს კალთას ეფარებოდნენ. მანამ სანამ მე არ ვუთხარი. -ეს თქვენი მამიკოს დედაა, ანუ თქვენი ბებო... მიდით მასთან. ალექსმა ცოტახნის მერე შეაგება ნანას გაშლილ ხელს თავისი და მიეხუტაა. სახეს უკოცნიდა ბავშვს ქალი და ცრემლებს აღვარღვარებდა, შიგა და შიგ კი ამბობდა. „გენაცვალოს ბებო, ჩემო ცხოვრებავ“! ალექსის მოსიყვარულებას ასე თუ ისე, რომ მორჩა გეგასკენ გამოიხედა, ვუბიძგე წასულიყო ნანსკენ თუმცა ამაოდ. ის მე მგავდა ჩემსავით ჯიუტი და კუშტი იყო. -გეგა მიდი ბებოსთან.დავიხარე მისკენ და დაბალ ხმაზე ვუთხარი. -ჩემი ბებო მარიამ ბებოაა და კიდევ მელანო ბებო, ეს ჩემი ბებო არ არის! ნანა ადგილზე გაქვავდა და მასთან ერთად მეც. -გეგააა! ხმისთვის არ ამიწევიაა თუმცა თავის კონტროლიც მიჭრდა. მე შენ რა გითხარი, რომ ნანა ბებოც შენი ბებოაა ასე, რომ მიდი ახლავე მასთან! -არაა! მითხრა და დერეფანში მომავალი დადასკენ გაიქცაა. უკან გაყოლა დავაპირე თუმცა ნანამ შემაჩერა. -დაანებე შვილო თავი, ის მართალიაა.... ჩვენ არაფერი არ გვამართლებს.... იმედია ოდესმე მომეკარება, მე იმითაც ბედნიერი ვარ, რომ ვნახე, ჩემი შვილის ერთადერთი დანატოვარი ნაწილის-ნაწილი ვნახე! როგორ დავაშავეთ შენთან შვილოო ნინოო! ამოიზმუვლა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა არ ვაცადე. -ძაალიან გთხოვთ არ გინდათ! ეს ყველაფერი მე ალექსის და ჩემი სულის სიმშვიდისთვის გავაკეთე და ნუღარაფერს მეტყვით, თუ ღმერთი გწამთ, მე ვერ გაპატიებთ ეცადეთ ღმერთმა გაპატიოთ! -როგორ გავან ალექსანდრეს, ჩემს ბიჭს?! კიდევ ერთჯერ მიიხუტა ალექსი და კალთაში ჩაისვა. -მას გავიგე, რომ გეგა ჰქვია, შენ რა გქვია ბებოს სიხარულოო?! -ალექსი,ალექსი მქვიაა! ამოიბურდღუნა, ჩამოუხტა კალთიდან და ის უკვე თემოს შეახტა. **************************************** *******************************************8 დღეები გადიოდაა, ზურა უკეთ იყო. ბავშვებიც ნახეს რამდენჯერმე, თითქოს უფრო მშვიდად ვიყავი, სინდისი სუფთა მქონდა. ამასობაში გაზაფხული მოვიდა. ერთ დღესაც ზურამ დამირეკა და მთხოვა, ბავშვებთან ერთად ალექსის საფლავზე წამოსვლა, ნახევარ საათში გამოგივლითო.... კრინტი ვერ დავძარი, თითქოს დამბლა დამეცა სამეტყველო ორგანოებზე. ასე გაშეშებული ვიჯექი ნახევარი საათი, კარზე ზარის ხმამ გონს მომიყვანა. ძლივს ავწიე წელი და კარისკენ წავედი. ზურა და ნანა იყვნენ. -მზად არ ხარ ნინო?! გაკვირვებული მზერა მომაპყრო ნანამ. -მე...მე... ავბლუკუნდი ამ დროს კი ბავშვები გამოცვივდნენ. -ბაბუაა! ბებიაა! ძახილით. -იცით სად უნდა წაგიყვანოთ ჩემო ვაჟკაცებო?! ზურა დიდი კაცებივით ელაპარაკებოდა ბიჭებს. -სად? ალექსმა თავი მოაღინციალა. -თქვენი მამიკოს საფლავზე! საოცრად სევდიანები გახდნენ ტყუპები,წამში. გიორგი უკან მედგან, მხარზე ხელი დამადო და კარში მდგომებს შეხედა. -მეც მინდა მამა ალექსის საფლავზე წამოსვლა, შეიძლებაა?! ზურას ისევ ტკივილიანი და სინანულით აღსავსე თვალები გაუხდა. მიხვდა, გიორგის იმაზე მეტი ახსოვდა წარსულიდან ვიდრე მას წარმოედგინა. მხოლოდ თავი დაუქნიაა, ხმა ვერ ამოიღო. -შემობრძანდით ჩემს მოკრძალებულ სახლში...თითქოს გონს მოვეგეე. -არაა, შვილოო! ჩვენ ამის ღირსები არ ვართ! ნანამ ცრემლები ვერ შეიკავა კვლავ. თავი არ ვიცი, მაგრამ თითქოს დამნაშავედ ვიგრძენი. -ძაალიან გთხოვთ,შემოდით... ხელზე ხელი მოვკიდე ზურას და ნაბიჯი გადმოდგა. -რა ბედნიერები იყავით იმ სახლში ნინუცაა, იქნებ იქ გადასულიყავი შვილო..ზურამ სახლს, რომ თვალი მოვლო ერთი მითხრა. ჩემგან კი დუმილი მიიღო პასუხად. მისაღებ ოთახში ალექსის დიდი სურათი მეკიდა მის დანახვაზე გაშრნენ ორივე ცოლ-ქმარი და იმაზე მეტად ატკივდათ იარები ვიდრე ვინმეეს წარმოუდგენია. ბავშვებს ჩავაცვი და მე რომ კვლავ იგივე ფორმაში დამინახეს გაუკვირდათ. -შენ არ მოდიხარ ნინო? -მე ჩემი და ალექსის სახლში დასაბრუუნებლად უკვე მზად ვარ, რადგან ის ჩემი სახლიაა, თუმცა მის საფლავზე ასასვლელად არ ვარ მზად, ეს არ შემიძლია! ბავშვებს ხელი მოკიდეს და წავიდნენ. ვიცოდი საღამომდე არ მოიყვანდნენ ბავშვებს და წავედი ზუსტად იმ სახლში, რომელიც ჩემი ბედნიერების მოგონებებს ინახავდა. *********************************************** ******************************** ჭიშკრის შეღებისთანავეე,ამომიტივდა მოგონებები, რომელთაგანაც გაქცევისთვის ამდენი წელი ვიბრძოდი. გამახსენდა ის დღე პირველად, რომ მომიყვანა ამ სახლში, ამ ბაღში მთელი ძალით ვკიოდი, რომ ვინმეს ეშველა...სახლის კარი როცა შევაღე საოცარი სითბო ვიგრძენი რაღაც... მტვერს დაეფარა ყველაფერი თუმცა, მისი სურნელი ასდიოდა თითეულ ნივთს, მისი თვალები მიმზერა თითქოს, ამ სახლის კედლებიდან. 3 წელია არ მიტირიაა, ცრემლიც კი არ გადმომგორებია, თუმცა დღეს გადმომიგორდა. ყველგან და ყველაფერში ალექსს ვხედავდი. კიბეს მივეფერე იმ კიბეს, რომელიც ჩვენი ბედნიერი წუთების მომსწრე იყო. მაღლა ავედი, ჩვენი საძინებლისკენ მივაშურე. კარი გაღებისთანავეე ჩაგუდული თუმცა საოცრად მონატრებული ჰაერი მეცაა... საწოლიც კი ისევ ისე იყო, როგორც ალექსი წასვლისას.... თითქოს დავინახე საწოლში მწოლიარე ჩემი 4 წლის წინანდელი ნინუცას სხეული, რომელსაც ალექსი ეალერსებოდა. კარადა გამოვაღე, მისი პერანგი ავიღე გულზე მივიხუტე და ისევ ლანდად ქცეულ საწოლში მოალერსე წყვილს გავხედე. „მზის ამოსვლიდან, მთვარის ჩასვლამდე მეყვარები ნინუცა“! ეს უკვე პიკი იყო მუხლებზე დავეცი და მთელი არსებით ავტირდი. ************************************************ ********************************************* ვაძინებდი ტყუპებს, როდესაც გეგა ალაპარაკდა. -იცი რამხელაა სურათიაა იქ მამასი?! ამომხედა მისი უძიროდ ლურჯი თვალებით და ჩემგან რაღაცის თქმას მოელოდა. ვერაფერი ვუთხარი. ალექსს უკვე ეძინა და გეგას მივხვდი ჩემთან უნდოდაა თითქოს საიდუმლოდ იქ მომხდარის მოყოლა. ბევრი ყვავილებიაა და ბევრი სანთლები, ჩვენც დაგვანთებიაა ბებომ და ბაბუმ მამასთვის. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. -ფეხზე დგას სურათში დედი, მამა და იცინის. -ის სულ იცინოდა! ვუთხარი და თავზე ვეამბორე. -ხშირად ვივლით ბებიასთან და ბაბუასთან? -გინდა ეს შენ გეგა? კითხვითვე ვუპასუხე თითქოს. -შენ თუ არ წამოხვალ მე მათთან აღარ წავალ იცოდე! წამოიწიაა და თავზე დამაცქერდა. -გაწყენიეს ზურამ და ნანამ? დიდივით მსჯელობდა ის... ამითაც მე მგავდა, მამაჩემი სულ ამით ამაყობდა, „ჩემი შვილი დიდივით აზროვნებსოო“ ალბათ მეც ვიამაყებ ჩემი გეგათი, რომელიც ჩემი ასლი იყო ხასიათით. -ჰაა?! არ უნდოდა კითხვა უპასუხოდ დამეტოვებინა. -ცოტა... -მატყუებ! ბევრი გაწყენიეს ხომ? არ მეშვებოდა. -დაიძინე დედუცი და რომ გაიზრდები მერე ვილაპარაკოთ ამაზე. ჩამოვიწიე და მისი დაწვენა ვცადე. -არა მე უკვე დიიდი ვარ! მითხარი. ჯიუტად თავის აზრზე იდგა. -გეგა დაიძინეე, დაიძინეე! გამეღიმა მის ვითომ მზრუნველობით გამოკითხვაზე. -კაი დავიძნებ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი-ბევრი გაწყენიეს! დაწვა, ჩემსკენ შემობრუნდა და ჩამეხუტა. ****************************************** ************************************************ ჩემი და ალექსის სახლს ვალაგებდი, როდესაც ზურა დავინახე კარში გახევეული. -წარმომიდგენია რა რთულია შენთვის ეს ყოველივე...ალბათ თითეული ნივთი მას გახსენებს. -დიახ, თუმცა ეს სახლი მიყვარს, მე ისედაც მისი მოგონებებით ვსუნთქავ და მინდა მისი შვილები იმ სახლში გაიზარდონ სადაც მისი ნაფეხურებია და იქნება მარად. -რომ იცოდე როგორ მტკივა, წარსულის ცოდვები ნინუცა! თუმცა ამაზე სასაუბროთ არ მოვსულვარ. რაღაც მინდა გთხოვო.... თუ კი ალექსი გყვარებია ოდნავ მაინც ოდესმე, და საერთოდ ვინმე, გთხოვ უარს ნუ მეტყვი, მეტიც დამპირდი, რომ არ მეტყვი უარს. -მე ვერაფერს ვერ დაგპირდებით... ჯერ თქვით რას ითხოვთ ჩემგან. -არ ვიცი თუ იცი რა მდგომარეობაშია ჩვენი ჰოლდინგი... უკანასკნელიაა ბაზარზეე, არა და ადრე ლიდერი იყო. იმპერია იშლება. მე კი მინდაა ჩემს შვილიშილებს ძველი დიდებით დახვდეთ ეს იმპერიაა. გთხოვ სათავეში კვლავ შენ ჩაუდექი ჰოლდინგს, მე ამის ძალა აღარ შემმწევს წლებია უკვე, გემუდარები შვილო. ჩემი ხელი ეჭირა ზურას კვლავ. -არა ბატონო ზურა! ეს შეუძლებელია. ჩემს შვილებს არაფერი აკლიათ და ისე ვზრდი იმით იქნებიან კმაყოფილი მუდამ რაც აქვთ, თუმცა ამბიციაც ექნებათ უკეთესის. მათ არ ჭირდებათ თქვენი ჰოლდინგი. -ის ხომ ალექსის იყო, ნინუცაა.... ძაალიან გთხოვ, წარმოიდგინე, როგორ გაიხარებდა ალექსი მისი შვილები რომ იქნებიან ერთ დღესაც მისი მმართველები.... მას ეს ჰოლდინგი როგორ უყვარდა დაგავიწყდა, მისთვის ყველაფერს აკეთებდა. ზურა კიდევ ბევრ რამეს ამბობდა, თუმცა მე წარსულის მოგონებებში გადავეშვი. „-მინდა ბევრი შვილი გვყავდეს... აი, მინიმუმ ხუთი! -რა ხუთი გაგიჟდი? -არ გავგიჟებულვარ....კარგები გამოგვივლენ დარწმუნებული ვარ. -ხო, შენ მეექვსე ბავშვი იქნები არაა?! გადავიკისკისე და ცხვირზეავარტყი ხელი. -აჰამ, ისინი გაიზრდებიან მე კი არსდროს გავიზრდები, სულ პატარად დავრჩები შენთვის. ისინი მერე ჩვენს ჰოლდინგს ჩაუდგებიან სათავეში ყველა და ჩვენ სახლში დაველოდებით ხოლმე. -და ეს იქნება ბედნიერება, თანაც უდიდესი!ვუთხარი და ვაკოცე. -მერე ისინი თავის შთამამომავლობას და ჩვენი ჰოლდინგი მუდამ იარსებებს! ოცნებებში იყო ალექსი ჩაფლული. -მარადიული არაფერია ნაკაშიძევ, არაფერი! დასევდიანებულმა ვუთხარი. -არის... ჩვენი სიყვარული არის ნინუც, მარადიული! მითხრა და ტუჩებზე დამაკვდა“ გამახსენდაა ერთერთი ეპიზოდი ჩვენი თანაცხოვრების, ბედნიერებისგან და ტკივილისგან ერთდროულად გამაკანკალაა. -რა მოგივიდა? ალბათ საშინელი შესახედი ვიყავი ზურა დაფეთებული მიყურებდა. -არაფერი.... -დაფიქრდი გთხოვ,შენს პასუხს ველი! აღარაფრის თქმა არ მაცალა და წავიდა. ******************************* ******************************** ორი კვირა ვფიქროდი, დადა და თემოც აქტიურად იყვნენ ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულები...დედაჩემი,მიშა და ნიკო არაფერს ამბობდნენ,მხოლოდ ერთის გარდა; „შენ გადაწყვიტეო“ ერთ საღამოსაც ამდენი წლის,შემდეგ შევაღე ზურას კაბინეტის კარი. -თანახმა ვარ! ******************************** ********************************************* ყველაფერი იმაზე ცუდად იყო ვიდრე წარმომედგინა, ბევრი უძილო ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში ამ თვეებში. თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ჰოლდინგს ვხელმძღვანელობ,წამოვიწიეთ მცირედით წინაც, მოვაწესრიგე მდგომარეობა ჰოლდინგს შიგნით,თუმცა ადამიან რობოტს დავემსგავსე. -დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს დედა,გთხოვ სახლში მიდი და ბავშვებთან დარჩი რა .... საბუთებს ვალაგებდი საქაღალდეში უკვე, როდესაც დედას დავურეკე. -მაია სად არის? -გავათავისუფლე დღეს საქმე ჰქონდა რაღაც,ნანას ჰყავდა დილიდან და გთხოვ ახლა შენ მიდი რა,იმასთან არ დაიძინებს გეგა. -კარგი შვილო! გავთიშე თუ არა მობილური ღმად ამოვისუნთქე,შვებისგან. დღეს გაირკვევა წინ წავალთ თუ სამუდამოდ ამ ჭაობში ჩავრჩებით! კაბინეტის კარი ხმაურით გამოვიხურე. ****************************************** ******************************************* გეგეშიძეების ჰოლდინგში ელოდნენ უკვე ნაკაშიძეებს. ძველი დროის დიდებას და ახალი დროისას შეთანხმებისთვის უნდა მიეღწიათ,კონტრაქტზე უნდა მოეწერა თ ხელი. ნიკოლოზ გეგეშიძეს ნერვიც არ უტოკდებოდა შუბლზე, მეტად მშვიდი იყო 30 წლამდე მამაკაცი. ხორბლისფერი კანი და საოცრად მწვანე,არა უფრო ჭაობისფერი თვალები ჰქონდა. ბერძნული მოყვანილობის ცხვირი და მისი უნაკლო სხეული კიდევ უფრო სიმპატიურს თუმცა ამავდროულად მკაცრსს ხდიდა მისს,იერს. ის გელა გეგეშიძის ერთადერთი შვილი, იყო, მუდამ ამაყობდა ყველა მისით. მის სიმშვიდე ყოველთვის შესაშური იყო. არც დღეს აპირებდა ოდნავადაც აღელვებას ნიკოლოზ გეგეშიძე, სანამ ნინუცა გედენიძე არ დაინახა..... მოვიდა 39 თავიც.... კიდევ რამდენიმე დიდი მსუყე თავი,“ძველინდებური“ და დავასრულებ ამ ისტორიას.... ჩემო შოკოლადებო გელით <3 პ.ს. წინასწარ ისეთ დასკვნებს ნუგააკეთებთ, რომ გული ყველას ერთად გვეტკინოს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.