შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიძლება! თავი 10


15-08-2016, 17:50
ავტორი ketusha
ნანახია 1 874

ტელეფონს დავხედე, სამი საათი იყო, რეკავდა
-გისმენ შაკუნა, რა ხდება? -ძლივს წამოვწიე თავი მაღლა
-ხვალ შეიძლება ვერ მოვიდე დათუნასთან, საქმე მაქვს-ანერვიულებული იყო ვიგრძენი
-ნინია.. ორსულად ვარო, ისევ ექიმთან მიმყავს- ძლივს მითხრა შაკომ
აღარ მომისმენია, ტელეფონი გავთიშე და გვერდით მივაგდე, სინათლე ავანთე , ვეღარ ვიძინებდი, არ მასვენებდა აზრები, რაუნდოდა ამ გოგოს , რატომ არ ასვენებდა შაკუნას? აშკარად რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ გამეგო რა.. როდის დამეძინა არ მახსოვს, ფიქრში გავატერე მთელი ღამე..მეორე დღეს დათუნამ გამაღვიძა, სალაპარაკო მაქვს, სახლში არავინაა და გამოდი მარტოები ვართო.. ყავა მომიმზადა, შოკოლადთან ერთად, გამმიკვირდა, თბილი და რაღაცნაირი მეჩვენა, ყველაზე მეტად ეხლა არ მინდოდა შაკუნაზე რამე ეთქვა, არაფერი გვქონდა გარკვეული და დათუნასაც ვერაფერს ვეტყოდი..
-ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდი, იმ დღეს რაც გითხარი არასწორი იყო, ვიცი რომ შაკუნას შენ არ ჩამოეკიდებოდი კისერზე, ისიც ვიცი რომ შენი ბრალი არაფერი არაა.. ზუსტად იგივე სიტუაციაში წლების წინ მე აჩი გავამართლე და ძმაკაციც დავკარგე- ძლივს ლაპარაკობდა დათუჩა
-ვიცი, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, ისიც ვიცი რომ არასწორი ვარ, ვიცი რომ რთულია შენთვის ამ ყველაფრის ატანა, მაგრამ დათუნა, მართლა მიყვარს, პატარა აღარ ვარ, კარგად იცი რომ ცხოვრებაში შეყვარებული არ მყოლია, ისიც იცი რომ უამრავი ბიჭი მწერდა, მაგრამ მე არასდროს ვიყავი ამით გატაცებული, მიყვარს და ვერც დავივიწყებ დათუნა, არარი ეგრე მარტივი - თავს უფლევა მივეცი დავცლილიყავი
-ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მონდომება, მაგრამ მინდა რომ დამიჯერო, ისიც ვიცი რომ შენ გამო ყველაფერს ავიტან და გადავწონი, თუმცა მინდა რომ შენც იგივეს აკეთებდე შენთვის- დაასრულა დათუნამ და თავზე მაკოცა, ვერ მივხვდი ამით რისი თქმა უნდოდა, მაგრამ იმას ნამდვილად მივხვდი რომ შაკუნა იყო მთავარი და მოგვარდებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს ბიჭი აირია, ამ ნინიას დასდევს, ვიცი, კარგად ვიცი რომ ის გოგო აშანტაჟებს, მაგრამ მაინც ვეჭვიანობ გულის სიღრმეში, არავის უნდა თავისი საყვარელი ადამიანი, თავის ყოფილ „შეყვარებულთან“ ერთად დადიოდეს ექიმებში და ორსულობის სინამდვილეს არკვევდეს..
12 საათზე ჩავრთე ტელეფონი, გარეთ საშინლად თოვდა და ყველაზე მეტად ის ფაქტი მაბრაზებდა რომ 20 ში თბილისში უნდა წავსულიყავი და შაკუნას ჩემი და მისი ურთიერთობა მოგავრებული არ ჰქონდა.. ბევრი ჰქონდა ნარეკი, შეტყობინებებიც დამხვდა, მეუბნებოდა რომ 2 საათზე აჩისთან მივსულიყავი, ლაპარაკი უნდოდა.. თავიდან არ მინდოდა მისვლა, მაგრამ შემდეგ ყველაფრის გარკვევა გადავწყვიტე და წავედი.. ფეხით მივდიოდი, გზაში შემხვდა ნინია და თავისი საყვარელი დაქალი ელენე ბუჩუკური, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ოჯახის შვილობით, შესაძლებლობებით და იმით , რომ მუდამ კარგად იცვამდა, ძალიან უყვარდა ადამიანების დამორჩილება, ლიდეორბას იყო მიჩვეული
-გამარჯობა ქეთუშა- მომესალმა ნინიამ და თვალები შუბლზე ამივიდა, ვერ ვხვდებოდი რატო მ ეტყლარწებოდა ეს გოგო ან რატომ გამიღიმა ყურის ბიბილომდე
-გამარჯობათ- ვთქვი მე და ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე ზრდილობის მხრივ
- შენი შეჭრილი თმა მიხდება ხო? ნეტაადრე მომეფიქრებინა, მადლობა საყვარელო, ხო ისა, შაკუნა და მე შევრიგდით, ბოდიში მაშინ ტყუილად რომ დავაბრალე ძმაკაცის და ხარ ბოლო ბოლო, როგორ შეგიყვარებდა- დაასრულა და ელენეს გადახედა მეკი გაყინული ვიდექი და არვიცოდი რა მეთქვა, გავშრი, არვიცოდი ეს ყველაფერი მან მოიფიქრა თუ შაკოს ჰქონდა რამე ნათქვამი, ამიტომ მეც არ ჩამოვუვარდიდა თამაშში ავყევი
-გილოცავ, გავიგე პატარას ელოდები, შაკუნამ თქვა ჩვენთან
- მადლობა- სასწაულად გაუხარდა მაგრამ არ გამომრჩენია ელენეს სახე „რას ამბობს ეს ვირთხა და მე რატომ არ ვიცოდი აქამდეო“ გამომეტყველებით
-კარგი, უნდა წავიდე, ბედნიერებას გისურვებთ- ძლივს ვთქვი ბოლო სიტყვები და გამოვეცალე, ცუდად ვიყაი , სასწაულად მტკიოდა შიგნით ყველაფრი და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი აჩისთან, ჯერ ადრე იყო და მასთან ლაპარაკი მინდოდა, იმედი მქონდა მარტო დამხვდებოდა და ყველაფრის ამონთხევას შევძლებდი.. 2 ის 20 წუთი იყო აჩის სახლის კარი რომ შევაღე, არავინ დამხვდა, იმდენი ვიძახე აჩის სახელი რომ ბოლოს მე თითონ დავიღალე და დალოდება გადავწყვიტე, კურტკა იქვე ჩამოვკიდე, ხელები დავიკაპიწე და სამზარეულოში ჩაყრილ ჭურჭელს მივადექი, მალევე მოვაწესრიგე იქაურობა და უკვე ვამთავრებდი კარი რომ გაიღო.. აჩი იყო
-როგორ იცი ხოლმე რა, დაანებე თავი რამდენჯერ გაგაფრთხილე- ბუზღუნებდა აჩიკო
-მოდი და მაკოცე და ნუ ტლიკინებ ამდენს- წავედი მისკენ და მოვეხვიე, მოვეხვიე და უკან მდგომი შაკოც დავინახე
- როგორ ხარ?- ჩემსკენ წამოვიდა.
-მადლობა კარგად, შენ?- უკან დავიხიე და ვაგრძნობინერომ გადაკოცნა არ მინდოდა, გული კი ისე მიცემდა რომ არანორმალურ რეაქციას იწვევდა ჩემში, აჩიმ მანიშნა გავიდეთ დავჯდეთო, ჩიფსები მოიტანეს, ყველაზე მეტად რაც მიყვარდა.. კარგად იცოდა აჩიმ რომ მარტო არუნდა დავეტოვებინე, ის ერთადერთი იყო ვინც ყველაფერი იცოდა და დასამალიც არაფერი გვქონდა მასთან.. ისტერიკები? არა ! ისტერიკების მოწყობას არ ვაპირებდი, მშვიდად მინდოდა გარკვევა ყველაფრის და ვიცოდი რომ ეს დღეს მოხდებოდა..
- ნინია შემხვდა, ბავშვი მივულოცე, კარგად შემხვდა- ავღნიშნე და შაკოს გავხედე ჩიფსით გამოტენილი პირით
-დამირეკა და მითხრა შემხვდაო, ვიცი- დამემოწმა მან და თავი ძლივს შევიკავე ბოთლი რომარ გამექნია მისთვის
- კარგია - ვთვქი და ისევ ამოვივსე პირი ჩიფსებით
-ქეთი რატომ იქცევი ესე? ხომ იცი რომ არ მიყვარს და არანაირი გრძნობა არ მაქვს მის მიმართ, ისიც კარგად იცი რომ მაგრად ფეხებზე , მე შენი მოტყუება რომც მინდოდეს ვერ მოგატყუებ, შენ დათუნას და ხარ- დაიწყო შაკომ მე კი თვალები ავატრიალე და ჭამა გავაგრძელე
- ნუ იქცევი ესე, ამას ისტერიკა ჯობია- მხარი გამკრა აჩიკომ
- რატომ მოვაწყო ისტერიკა? იმაზე რომ დღეში თბილისში მივდივარ და ვერ მოახერხა ჩემს ძმას რომ დალაპარაკებოდა? ვერ მოვიდა ვერ გამონახა ნახევარი საათი და ნინიას რომ დაყვება ორი დღეა ექიმებში? რით ვერ გაირკვა არის თუ არა ორსულად, ეს ხომ ძალიან მარტივი გასაგებია, ან რას ნიშნავდა ის რომ დაგირეკა და ჩემი ნახვა მოგახსენა, გამოდის ზარებსაც პასუხობ, ვერ ხვდებირ რომ გიყენებს და შანტაჟს გიწყობს, 21 წლის გოგოა, შენზე 2 წლით უფორი, უყვარხარ, ევასები და უნდა რომ ხელში ჩაგიგდოს, რა არის ამაში გადასარევი მე ვერ ვხვდები, მე წავალ თბილისში და ეს საქმე მმოუგვარებელი დარჩება მე კი ჩემი ძმის დაუკითხავად და უჩუმრად შენ კიარა არავის არ შევხვდები, ვერ მოიცალა იმიტომ რომ ნინია იყო წასაყვანი, არ ვუნახივარ რაც ჩამოვედით წესიერად და უნდა დავუჯერო რომ გიჟდება ჩემზე? - ვეკითხებოდი აჩიკოს და დროდადრო გავხედავდი, თან ვჭამდი და ძალიან მშვიდი ტონით ველაპარაკებოდი ორივეს, არ მინდოდა ისტერიკა, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ემოციური ადამიანი ვარ და ამ წუთას ჩემი ორგანიზმი შიგნიდან იფრცქვნებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მატყავებდა ვიღაც მე კი ამას ვერ ვშველოდი.. თავი დახარა შაკუნამ, არვიცი ალბათ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ დავინახე აჩიკომ ანიშნა ჩუმად იყავიო
- ქეთ, შენთავს ვფიცავარ ყველაფერი ეგრე მარტივად არარი, მე არუნდა ვერეოდე მარა კარგად ვიცი ეხლა მე შენი და შაკუნას სიტუაციაც, ამიტომ ვალდებული ვარ რომ გითხრა, ჩვენც ვიცით რომ აშანტაჟებს , მაგრამ სიმართლე მაინც აუცილებელია, ისე დათუნასთან ვერ მოვა, ყველანაირად დარწმუნებული იუნდა იყოს რომ სუფთაა, რომ არ ეყოლება შვილი, მოვიდეს და დათუნას რა უთხრას? მგონი ნინია ორსულადაა და მე ქეთი მიყვარსო? არარი ეს სწორი და კაცური , ისედაც შეეშალა შაკუნას, მეტ შეცდომას ვეღარ დაუშვებს- მიხსნიდა აჩი
- რომ მნახოს დამელაპარაკოს და ერთად გადავლახოთ ეს პერიოდი ეგეც შეცდომა იქნება? კაი დათუნასთან ვერ მოდის მარა მეც უნდა დამიკიდოს და არ მნახოს მაგის გამო? იქნება გვერდით ვუდგები და ვამხნევებ და ეგრეც უნდა იყოს, არ ვადანაშაულებ რადგან ჩემთან ურთიერთობის დროს არ ქონია მასთან ურთიერთობა, ხომ ასეა?- მივუბრუნდი შაკუნას
- იმ დღეს მქონდა, ბაკურიანში სანამ წავიდოდით- დამიმოწმა შაკომ და სახეზე გაოცება გამომეხატა
- შენ არ მითხარი , რომ რაც დაგინახე მას შემდეგ არ მქონიაო?- გავიხსენე მე მისი ნათქვამიო
- შენგან რომ წავედი, მაშინ მივხვდი რომ კარგად არ მქონდა საქმე და მეგონა ნინიასთან თუ ვიქნებოდი ყველაფერი დაწყვებოდა- გამიმხილა შაკუნამ.. მე კი ვიჯექი და ვცდილობდი არ მეტირა, სულ ცოტა ხანია რაც ის ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდა დაუკვე მტკივა, რა იქნება მერე.. სიკვდილამდე მიყვარს, არ შემიძლია მისი დათმობა და გაშვება, მაგრამ არვიცოდი რა უნდა მექნა..
ავდექი და წამოვედი, არც აჩი გამომყოლია და არც ის,იცნოდნენ, კარგად იცოდნენ რომ ეხლა მარტო ყოფნა მჭირდებოდა, გამომიშვეს, თოვლიან ქუჩაში მოვაბიჯებდი და ცრემლები თავისით მომდიოდა, რა მატირებდა? არვიცოდი, უფრო სწორად ვიცოდი.. ვეჭვიანობდი, ნინიაზე, მის ორსულობაზე.. რომარ ყოფილიყო ტყუილი? მასთან იწვა.. მასთან იწვა, ჩამესმოდა ქვეცნობიერის ხმა და ვერ მშვიდდებოდი.. არმინდოდა ესე ყოფილიიყო ყველაფერი, ჩვენი დაშორება არ შეიძლებოდა, რატომ? მე გავნადგურდებოდი, შაკუნა არვიცი, მაგრამ მე მოვკვდებოდი.. ეჭვები მჭამდა, აღარ ვუყვარვართო ვფიქრობდი, მაგრამ რატომ უჭერდა აჩი მხარს? არაფერი აღარ ვიცოდი..
-გინდა მიგიყვან?- მანქანა გაჩერდა გვერდით და დავინახე სანდრიკა
-აქ რას აკეთებ?- ვერ დავმალე გაკვირვება
-მომენატრე- მითხრა სანდრომ და მანქანიდან გადმოვიდა, ცოტა შემეშინდა, მაგრამ არ შევიმჩნიე ეს უარესი იქნებოდა ვიცოდი და არ ვაპირებდი მისთვის ამ სიამოვნების მინიჭებას..
- უნდა წავიდე, მადლობა მიცილება არ მინდა- გამოვერიდე და ოდნავ გავუღიმე დამაჯერებლობისთვის
-მაგრად მომხვდა შენ გამო ეგ იცი?- მკლავში ჩამავლო ხელი
- ვიცი და ბოდიშს გიხდი, მაგრამ არასწორად მოიქეცი, შენც იგივეს იზამდი შენი და რომ ეგეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყო.
- აჩიკო კაი მარა შაკოს რაღა უნდოდა? - თქვა ძაან შინაურივით სანდრომ
- შაკოს საიდან იცნობ?- გამიკვირდა მე
- შაკუნა ჩემი დეიდაშვილის საქმროა, ნინიას- გამიღიმა სანდრომ
- აა საქმრო? ვსიო იასნა, მაგიტო დაგევასე შენ ესე ძააან?- ვეღარ შევიკავე თავი
- ნინიას არ გამოუგზავნივარ- გამოტყდა თითონ
-არა ხო, როგორ არა, ვიცი კაცო და ორსულად როა იცი?- ვკითხე და თვალი თვალში გავუყარე
- ვიცი- მომიგო მტკიცედ.
გული ჩამწყდა, აი აქ კი მივხვდი რომ მართლა იყო ორსულად და შაკუნა საბოლოოდ დავკარგე, მოკვდვი, გავშრი, ადგილიდან ვერ ვინძრეოდი, მხოლოდ ის ვიცი რომ ვუღიმოდი, მხოლოდ იმიტომ , რომ არ მინდოდა სანდროს რამე შეემჩნია, ერთადერთი ის მინდოდა რომ შაკუნასთვის მეთქვა ვინ იყო ეს და სიმართლე გაერკვია, მაგრამ იმედი თითქმის აღარ მქონდა.. გამოვეცალე , წამოვედი, სახლში მოსვლა მინდოდა,უნდა დავფიქრებულიყავი, რაღაც უნდა გამეკეთებინა ჩვენი სიყვარულისთვის, არ შეიძლებოდა ესე გაჩერება, შაკუნა თუ სუსტი აღმოჩნებოდა მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, მხოლოდ იმის გაგება მინდოდა მართლა ვუყვარდი თუ არა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ეს ჭვი უსაფუძვლო იყო..რუსთაველზე მოვდიოდი, ნინიას სახლის დანახვა მომინდა და გზა გადავჭერი, აღმაშენებელზე აღმოვჩნდი წამში..
აშკარად იმას ვხედავ, რასაც ვხედავ, არ მელანდება, ვიცი , რომ არ მელანდება.. სანდროს მანქანა უკვე ნინიას სახლთან დგას და ყველაფერი ნათელია, უეჭველი ეუბნება ყველაფერს.. არა, იმას ავიტყვი რომ სანდრო მიყენებდა, მართლა მოვწონდი, მაგრამ ისიც ვიცოდი , რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და ჩემს ადგილზე ნებისმიერს „მოიწონებდა“. ფიქრებმა ამიტანა, არვიცოდი უნდა მეთქვა ეს ყველაფერი შაკუნასთვის? დამიჯერებდა? მაგრამ არმინდოდა მასთან ლაპარაკი, ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ თავისით მიმხვდარიყო ყველაფერს, მაგრამ რო ვერ მიმხვდარიყო ? უნდა მებრძოლა მისთვის, არა კიარ მებრძოლა, უნდა დამენახვებინა სიმართლე და დანარჩენს მან იზამდა.. სანდრო გამოვიდა სახლიდან და ტელეფონი ამოიღო, ახლოს მინდოდა მისვლა მაგრამ დამინახავდა, დაკვირვებით ვუყურებდი, როცა ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა, უცხო ნომერი იყო, დავიჯერო ის რეკავდა?
-გისმენ-ვუთხარი ფრთხილად და უკან დავიხიე , იქნებ დამინახათქო
-ქეთი სანდრო ვარ, ნინიამ მომცა შენი ნომერი, სალაპარაკო აქვს, მითხარი სად ხარ და გამოგივლი-სიმართლეს მეუბნებოდა და თვალები შუბლზე ამივიდა
-15 წუთში სახლთან ვიქნები და იქ მოდი გამოგყვები..
გავშრი, არვიცოდი რა უნდა ეთქვა, ან საერთოდ რა უნდა ელაპარაკა იმ ქალბატონს ჩემზე? იცოდა ჩემი და შაკუნას ამბავი? ისევ ხლართავდა რაღაცებს? ჩემგან რამეს ითხოვდა? არ მასვენებდა ათასი კითხვა და ჩქარი ფეხით სახლთან გავჩერდი, სანდროს ველოდებოდი..
***
ერთ საათში ნინიას პირისპირ ვიჯექი და ყავას ვსვამდი, სახლს ვათვალიერებდი თვალებით და ვცდილობდი გამომეცნო ჩემი აქ ყოფნის მიზეზი..
-რა ხდება ? არმინდა რამე უხეშად გამომივიდეს , მაგრამ ვერ ვხვდები ჩემი აქ ჯდომის მიზეზს-შევეცადე მშვიდი ვყოფილიყავი
-გეტყვი-მითხრა და სანდროს გადახედა.. მე და სანდრო ნათესავები არ ვართ, ერთმანეთი გვიყვარს, ეს მხოლოდ იმიტომ მოვიფიქრე რომ შაკუნას გამწარება მინდოდა, შემდეგ კი უკვე შენი, ყველაზე მეტად ის ვერ ავიტანე რომ მასთან ახლოს იყავი, ის შენ გიცავდა, არვიცი გითხრა თუ არა , მაგრამ მას აშკარად უყვარხარ, მე მართლა ვიწექი შაკუნასთან, ამას არ ვუარყოფ, სანდრო ჩემს ცხოვრებაში შაკუნაზე ადრე გამოჩნდა , მაგრამ შემდეგ დავშორდით და მე შაკუნასთან გავიქეცი, რადგან ვერ ვივიწყებდი ამას და მინდოდა შური მეძია ამ ვაჟბატონზე, იმდენად ვიყავი გამწარებული არ მინდოდა რომ შაკუნასაც მივეგდე, სიყვარულით კი არასდროს მყვარებია, საქმე იმაშია რომ მუდამ სითბოს ვეძებდი და შაკუნა მაძლევდა ამას შეძლებისდაგვარად, სანამ შენ გამოჩნდებოდი, მაშინ რომ დაგიცვა არ მესიამოვნა და მინდოდა გამემწარებინეთ, მაგიტომ სანდრო გამოვუშვი, მე და სანდრო ერთმანეთში მოვგვარდით რაც შაკუნასგან წამოვედი, ყველაფერი ამიხსნა და მე მას ვაპატიე, ყველაფერი ზოგჯერ ისე არარის ჩვენ რომ გვინდა
-და?-პირდაღებული ვუყურებდი ორივეს
-და ის რომ, ორსულად ვარ, მართლა ვარ, მაგრამ ეგ შაკუნას შვილი არარი, ეს ზუსტად ვიცი.. მე და სანდრომ ბევრი გამოვიარეთ ცხოვრებაში, არ მინდა დაკონკრეტება, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ ჩემი და შაკუნას ურთიერთობის პატიება არ გაუჭირდება რადგან მე ამაზე დიდი რამე ვაპატიე-გახედა სანდროს , სანდრო კი ახლოს მოვიდა და შუბლზე აკოცა. სრული შოკი მჭირდა და ვცდილობდი რეალობაში დაბრუნებას.
-და ეხლა რაუნდა ვქნა მე?- ვიჯექი გაოცებული
- წადი, წადი და უთხარი რომ გიყვარს, მოაგვარებს დათუნასთანაც, ყველაფერი ვიცი, ასე რომ თქვენს მხარეს ვარ და ქეთი, მაპატიე ესეთი საზიზგარი რომ გამიცანი, რეალურად სხვანაირადაა ყველაფერი-გამომხედა ნინიამ და გულწრფელობა დავინახე მის თვალებში..

მივდიოდი? არა მივფრინავდი, აჩის ვურეკავდი დრო და დრო მაგრამ არიღებდა, 12 საათი იყო, გვიან იყო და ძალიან თოვდა, არვიცოდი აჩისთან მივსულიყავი თუ შაკუნასთან მაგრამ მაინც აჩისთან მისვლა გადავწყვიტე, რჩევას მეტყოდა და წამოვიდოდი, მივიდოდი ჩემს სიყვარულთან და ბედნიერი ვიქნებოდი, ისე როგორც არასდროს.. ტაქსიც კი არ დადიოდა ქუჩებში, ფეხით მივედი აჩის კორპუსთან, თვალი ავაყოლე და ბედნიერებისგან მივფრინავდი , ლიფტშიც კიარ შევედი, არვიცი როგორ ავიარე 12 სართული, მაგრამ დაღლილობას ვერც კი ვგძნობდი.. კარებთან მისული შევდექი და ჩავისუნთქე, ესენი ქეიფობენ გავიფიქრე გულში და კარები მოვწიე, არიყო დაკეტილი ასე რომ პირდაპირ შევედი, ოთახში ელენე იყო, ნინიას დაქალი და მეგობარი, აჩი ვიღაც ქერათმიან გოგოსთან ერთად, გიორგი ვიღაც კულულათმიანთან და ზუკა, რომელიც ყველას ეჩალიჩებოდა..
-მგონი შენი ნაშა მოვიდა, გავიგე შაკუნას ხმა და გავხევდი
-ტასუნა შენ ხარ? მოდი რა თორე მოვკვდი ამათ ყურებით-გამომძახა ზუკან და ლამის იქვე ჩავიკეცე, ქვეყნის დიდებით არ შევდიოდი ოთახში , ვიდექი და კარიდან ვხედავდი როგორ ეხვეოდნენ ბიჭები გოგოებს, განსაკუთრებით კი შაკუნა, ნასვამები იყვნენ და ლამის ცოცხლად მეყურებინა პორნოგრაფიას.. ნერწყვი მძიმედ გადავიდა ყელში, არვიცოდი შევსულიყავი თუ არა, მობრუნებას ვაპირებდი მაგრამ აჩიკო ადგა ფეხზე და შემოსასვლელისკენ წამოვიდა
- გოგო რა გიტყ- ვეღარ დაასრულა სიტყვა მე რომ დამინახა კარებში
-წავალ- ვთქვი და მოვტრიალდი
-მოიცა ქეთი, ხომ კარგად იცი ვინც არიან , ამაზე არც უნდა ინერვიულო-მითხრა აჩიკომ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
- არ ვნერვიულობ- საოცრად მშვიდად ვუთხარი და კარებისკენ წავედი, ამ დროს გიორგი გამოვიდა და რომ დამინახა ფერი შეეცვალა
- ქეთიი, რა გინდა აქ? - მეკითხებოდა გიორგი და კეფას ისრესდა
- არაფერი, გზა ამებნა- მოვროშე სისულელე
-გაგაცილებ- მითხრა გიორგიმ დაგამოყოლა დააპირა
- არმინდა, ჩემით წავალ-ვუთხარი და კარები გავაღე, ამ დროს ყველა გამოვიდა გარეთ, ალბათ ამდენ ხანს რომ არ შევიდა მათი „სტუმარი“ უკვირდათ და გადაწყვიტეს გამოსვლა, შაკუნას ელენეზე ჰქონდა ხელი გადახვეული, რომ დამინახა რა მოუვიდა? ვერ გეტყვით, რადგან ეს არ დაიწერება, როგორი მწერალიც არუნდა იყოს ადამიანი იმ ემოციას რაც შაკუნას ჰქონდა ვერ გამოხატავს ადამიანი, რადგან ეს იყო სასწაული, გა და თეთრ და.. გახევდა, ვერ მოძრაობდა, ისიც კი ვერ მოახერხა რომ ხელი ჩამოეღო ამ გოგოს მხარიდან..
- ვაა ქეთიი? შემოდიი რატო დგახარ- გადაიტყლარწა ელენე
-მეჩქარება
- საქმე მაქვს მე გამოგყვები- მითხრა შაკუნამ და ჩემსკენ წამოვიდა, უარი არც მიფიქრია, კარი გავაღე და დაბლა წავედი, მივდიოდი და მეშინოდა გული არ გამსკდომოდა. მე წინ მივდიოდი ის უკან
-ქეთი, ხომ იცი რომ ეს გართოობაა- მითხრა შაკუნამ დამისკენ მიმაბრუნა
-ვიცი, მაგრამ კაცი, რომელსაც პრობლემა აქვს, რომელსაც ვიღაც გოგო ორსულად ყავს, არ გაურკვევა მართლა ყავს თუ არა, ვერ მოუგვარებია შეყვარებულთან ურთიერთობა, ისე არ იქცევა როგორც შენ. საერთოდ გიყვარვარ? საერთოდ გრძნობ რამეს? იმის მაგივრად რომ აქ ერთობოდე წასულიყავი ნინიასთან, იქნებ არარის ორსულად? იქნებ და რას გეუბნებოდა, იქნებ და ყველაფერი მოგვარებულიყო, მაგრამ არ გააკეთე, რადგან არ გიღირვარ, რადგან ერთხელ თქვი ფუჭი მიყვარხარ და გგონია რომ ეგ ყველაფერს ნიშნავს, მე მომანდე ამდენი პრობლემა, და რატომ? მე უნდა მომეგვარებინა? და რატომ? არ მიყვარხარ, არც მიყვარდი და არც შემიყვარდები, სამუდამოდ ვწვეტ შენთან ურთიერთობას- ვუთხარი ძლიან მშვიდად, ხელი გამოვგლიჯე ხელიდან და გზა გავაგრძელე

შაკუნა
წავიდა, დამტოვა და წავიდა.. არ ვუყვარვარ და არც შევუყვარდები, თვალებიდან ცრემლები მომდის 19 წლის ბიჭს და თავს ვიწყევლი, ნუთუ ასეთი დებილი ვარ რომ ვერ შევინარჩუნე, მართალია ქეთი, ყველაფერი სიმართლე მითხრა, მაგრამ მას რომ სცოდნოდა ყველაფერიესე არ მომექცეოდა.. ელენე მოვიდა ჩემთან, დაქალები ამოიყვანა, აჩისთან ვიყავით, მითხრანინიაზე მაქვს საქმეო და დარჩა, მითხრა ნინია არაა შენგან ორსულად და სპეციალურად გიკეტებსო, გავგიჟდი.. წასვლას ვაპირებდი , მაგრამ ელენემ ავგნიშნოთო, ესეთი ამბავი გაგიკეთე და სად გეჩქარება აწე შენია ყველა და ყველაფერიო, მერე? მერე ბევრი დავლიეთ და როგორც ხდება ყვლაფერი ისე მოხდა. თავს არ ვიმართლებ, არვიცი აწე რა იქნება, მაგრამ ყველას ვფიცაც ესგოგო ყველაფერია ჩემთვის, სიკვდილს უფრო აადვილად შევეგუები ვიდრე მის დაკარგვას, აუცილებლად გამოვასწორებ მაგრამ არა ეხლა და არა დღეს, სულ რომ მოვკვდე დათუნას დაველაპარაკები და დავიბრუნებ, რაც ჩამოვედით ხან სად ვარ ხან სად, ყურადრებას ვეღარ ვაქცევ, განა არ, უბრალოდ ვერ ვაქცევ, დათუნასთანაც დაძაბულად ვარ, აქეთ ნინია, ეხლა კი ეს ყველაფერი
-მე სახლში წავედი- ვუთხარი აჩის რომ აიღო ტელეფონი
-მშვიდობაა? მოიცა ჩამოვალ. აჩი ჩემს წინ იდგა, მე კი უაზროდ ვიგინებოდი და ფეხით თოვლს ვურტყამდი, ისე ძლიერად, თითქოს საკუთარი თავი მქონდა გაგდებული ძირს და ვიმეტებდი.
- წავიდა?- მკითხა აჩიმ
-წავიდა და აღარც დაბრუნდება, ასეთი როგორ ვარ , როგორ?- ვიღრიალე ბოლო ხმაზე
- რას ქვია არ დაბრუნდება? გაბრაზდა ხომ იცი ქეთის ამბავი- მამშვიდებდა აჩიკო
- რა ამბავი , გოგომ მითხრა არ მიყვარხარ არ მიყვარდი და არც შეგიყვარებო ისე იქცევიო, ამდენი ხანია ჩამოსული ვართ და ყურადღებას არ მაქცევო, მართალია, ვით გამოვჯექი შენთან და ელენეს ვედღლარძე, მაშინ როცა ქეთი აქედან ნაწყენი წავიდა და შანსი მქონდა, დათუნასთანმომეგვარებინა და ქეთისთანაც- გადარეული ვიყავი ჩემს თავზე
- ყველაფერი ისე არაა როგორც ვხედავთ, შენ ესე იდექი და უსმენდი ? იმის მაგივრად რომ ამდგარიყავი და ყველაფერი მოგეყოლა? არა არ ხარ მართალი ეგ ვიცი, მაგრამ შენ მაინც აგეხსნა, ცოდოა ეე, ხომ ვიცი რომ შენსგამო ტირის, და შენ ამბობ რომ არ უყვარხარ? სახეზე ეტყობა, ეხლა კი დამშვიდდი, სახლში წავიდეთ- მითხრა აჩიმ და ხელი გადამხვია მე კი გაოგნებული ვუყურებდი არმინდოდა მასთან ასვლა და იმ გოგოების დანახვა, აჩიმ მანიშნა შენთან წავიდეთო და სახლში მივედით. არ ვწყვეტდი გინებას და საკუთარი თავის ლანძღვას, გვიან დავიძინეთ ძალიან, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ სასმელმა მომერია და გავითიშე..
ქეთი მესიზმრა..
ჩემი ქეთი..
ჩემი მზე..
ყველაფერი..
ყველა ფერი ..
მიყვარს..

ქეთი
არვიცი რამდენ ხანს არ დამეძინა, სახლში ჩუმად შევედი , მოვიტყუე კურსელებთან ერთად ვიყავი გავლით იყვნენ და ვნახე მეთქი, დათუნა სახლში არიყო, ოთახში შევიკეტე და ცრემლებს გასაქანი მივეციი.. როგორი ცუდი რამ არის ეჭვი, არუყვარხარ არა ჩამძახოდა ჩემი ალტერეგო და ამის გაგონებაზე უფრო მაგრად ვღრიალებდი ბალიშის ქვემოთ.. ეხლა ანა მჭირდებოდა, ჩემი ბავშვობის დაქალი
-ცუდად ვარ- ვუთხარი ეგრევე როგორც კი მისი ხმა გავიგე
-ეგ იმიტო რო არაფერი მოგიყოლია ვაფშე და არ ვარ მე საქმის კურსში- მითხრა გაბრაზებულმა
-მიყვარს ანა-ვზლუქუნებდი მე
-ამჯერად რამ დაეტაკა?- დაინტერესდა ის
-ელენემ-მოკლედ ვუთხარი
-ელენე?-ჩაფიქრდა ანა
-ნინიას დაქალი, რო ტყდება ლაპარაკის დროს, ეგ ელენე- ვუთხარი მე და ორივეს სიცილი აგვიტყდა
-დამშვიდდი რა, ყველაფერი კარგად იქნება, დღეში წავალთ თბილისში და ვნახოთ როგორც უყვარხარ მაგ თავაგასიებულს, ვინც უყვართ იმათ არ თმობენ ხოიცი- მამხნევებდა ანა
-ვაიმეე ანა, ხვალვე მივდივართ თბილისში, არანაირი სამი დღე, არმინდა აქ გაჩერება, თუ რამე უნდა იქაც მომძებნის, უჩემოდ არკვიოს აწე ყველაფერი, გეხვეწები წავიდეთ რა- ავღფრთოვანდი ამ იდეით
- წავიდეთ მერე რა გაკივლებს, ავდგები ეხლა ჩავალაგებ, შენც ჩაალაგე და გავდივართ, ან მატარებლით ან მარშუტკით, როგორც მოგვიხერხდება, მარა 7ზე ადექი, ბილეთები გვირჩევნია, თოვლიააააა- მითხრა ანამ და ტელეფონი გამითიშა.
ესე სჯობია ესე. უკეთესია, უყვარხარ ? მოვა - ვარწმუნებდი ჩემს თავს და ფეხზე ავდექი, ნელნელა ტანსაცმელები ჩავალაგე და მივწექი. ერთი წამით არ მიძინია. 7 საათზე ისე ავდექი თითქოს ველოდებოდი ამ დროის მოსვლასო, გავედი , ჩემები ფეხზე იყვნენ, დათუნა სავარჯიშოდ მიდიოდა, ამისთვის არარსებობდა სიცივე და თოვლი, რომ დამინახეს გაუკვირდათ
-დღეს მივდივარ მე, არაუშავს ფული თუარ გავთ მერე გამომიგზავნეთ, ჩემს კურსელს ოქროს დაბადების დღე აქვს ხვალ და აუცილებლად უნდა წავიდე, ანაც მოდის მარტო არ მივდივარ-დავაყოლე ჩქარა და ჩემოდანს დავწყვდი. არაფერი უთქვიათ, დათუნამ გაგვაცილა მე და ანუკა , ბილეთები ავიღეთ და თბილისის გზას დავადექით , თან ყველაფერს თანმიმდევრობით ვუყვებოდი ჩემს დაქალს და მეცინებოდა მის „მეც მინდა ეგეთი სიყვარული“ გამომეტყველებაზე..



№1 სტუმარი hipo

aau rakai iyoo mara nu damaglije nervebi

 


№2  offline წევრი isterichka123

აუ რაკაი გაგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent