შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (12)


15-08-2016, 20:39
ავტორი annabelle
ნანახია 2 388

ხელსაწყოებს სტერილიზაცია გავუკეთე და ჩემს საქმეს შევუდექი.დიდი საქმე არაფერი მქონდა.ცხედარს,რომელსაც გაკვეთა არც დასჭირვებია დიაჰნოზი დავუდგინე და მაცივარში დავაბრუნე,იქამდე სანამ სანიტრები წაიღებდნენ.მე კი მოვწესრიგდი და მოსასვენებელ ოთახში გავედი.ტელევიზორი ჩავრთე.ეკრანს უაზროდ მივჩერებოდი მაგრამ ვერ ვხედავდი რას ვუყურებდი.
-მინდა წინასწარ გაგაბრთხილო,რომ ამ წერილისთვის და ჩემი დატოვებისთვის სამაგიეროს გადახდას ვაპირებ!-გავიგე ზურგს უკან ნაცნობი,ხრინწიანი ხმა და სწრაფად შევხედე უაზროდ მომღიმაღ მწვანე კულულიანს.
-გახსოვდეს ვის ემუქრები!-გავუღიმე მეც და გაუაზრებლად მოვხვიე ხელები წელზე.ისიც ჩამეხუტა.
-ახლა უნდა მომჭმუჭნო თუ იმიტომ მეხუტები,რომ მოგენატრე?-ჩაიხითხითა.
-საზიზღარი ხარ-სიცილით მოვშორდი და ენა გამოვუყავი.
-ყვავმა ყვავს უთხრა: შენ შავოო-მხრები აიჩეჩა და ლოყაზე მაკოცა.
-ო არა, ცანცარაც ყოფილარ-მოჩვენებითი გაოცებით მივიფარე პირხე ხელი და თვალებ დაწვრილებულმა შევხედე.
-ნამდვილი დოქტორი ბოროტება ხარ-ენა გამომიყო.
888
-დღეს ნიკამ მომაკითხა სამსახურში.ლაპარაკი უნდა-თვალები გადავატრიალე.კარგი დღე იყო და უბრალოდ ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ.მწვანე თმიანს ჩემი ზურჩანთა მხარზე მოეკიდებინა და გვერდით მომყვებოდა.
-რაზე?-ხელი ინსტიქტურად ჩალურჯებულ თვალზე მიიდო რაზეც ორივეს გაგვეცინა.
-შენს ლოყაზე-ჩავიხითხითე.-არვიცი.რამდენიმე დღეში ამერიკაში ბრუნდება და უარი ვერ ვუთხარი.მიუხედავად იმისა,რომ არ მინდა მასთან ლაპარაკი.
-თუ არ გინდა არ დაელაპარაკო.
-ისე საშინლად გამოიყურებოდა.ცუდათ იყო.-ამოვიგმინე.
-ჰო,მაშინ უნდა დაელაპარაკო-ირონიულად თქვა და ჩაიცინა.-შენს საქმეში ერევა და გული აქვს ნატკენი.საწყალი.
-გაჩუმდი-ხმამაღლა გავიცინე,ხელი მსუბუქად გავკარი მხარზე.მასაც გაეცინა.-დაველაპარაკები.იქნებ უბრალოდ ბოდიშის მოხდა უნდა.კონცერტი არგაქვთ ხოლმე?-სწრაფად შევცვალე თემა.
-კონცერტი არაა.კვირაში რამდენიმეჯერ კლუბში ვუკრავთ.
888
-სახლამდე მარტო წასვლას შეძლებ?-მკითხა ანერვიულებულმა.ბოლო ორი საათი ზედმეტად არაადეკვატურად იქცეოდა.-სასწრაფოდ უნდა წავიდე.
- შენს გაცნობამდე მარტო დავდიოდი-ენა გამოვუყავი.ჩემს სახლთან ახლოს სკამზე ვისხედით და ვლაპარაკობდით.
-კარგი.-მწვანე თმა ნერვიულად გადაიწია ყურს უკან.წამოდგა თუ არა მეც ავდექი და სახეზე შევხედე.თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
-იმ წამლის ბრალია ისევ არა?-ამოვიოხრე.ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ჩავეხუტე,ისე თითქოს ბოლოჯერ ვნახულობდი.მანაც მომხვია ხელები.
-შეხვედრამდე დოქტორო ბოროტებავ-ყველაზე უცნაურად გამიღიმა და წავიდა.
ჯანდაბა! ჯანდაბა!
888
-ორ დღეში მივდივარ...-მითხრა ონიანმა და ჩემი სახლის წინ კიბეზე ჩამოჯდა.მეც გვერდით მივუჯექი.-მთელი იქ ყოფნის პერიოდში სულ შენზე ვფიქრობდი. გესმის? ამდენი წელი არცერთი გოგოსთვის არ შემიხედავს სერიოზულად.
-ნიკა!..
-დამაცადე ბოლომდე გითხრა! ჩამოვედი და რომ დაგინახე ასეთი.. ასეთი მშვენიერი იყავი,უფრო შემიყვარდი.მთელი ჩემი არსებით და ყველა უჯრედით.არ ვნანობ...არაფერს არ ვნანობ.არც იმ დებილის ცემას არ ვნანობ,არც იმას რომ შემიყვარდი,არც იმას ვნანობ ახლა ამას,რომ გეუბნები. ორ დღეში მივდივარ მაგრამ,თუ დამპირდები,თუ უბრალოდ ერთ სიტყვას მეტყვი,რომ ეცდები ჩემს შეყვარებას დავბრუნდები.ყველაფერს მივატოვებ და შენთან ჩამოვალ.ბებიაჩემმა მთელი მისი ქონება მე დამიტოვა.ხომ გახსოვს ბებია? თუ დავქორწინდები ჩემს ხელში გადმოვა.ისე იცხოვრებ როგორც დედოფალი.მე კი სუ შენთან ვიქნები.-დაასრულა თუ არა ფეხზე წამოვდექი.
-იმედი გამიცრუე.საბოლოოდ...აღარც კი ვიცი რატომ ვმეგობრობდი შენთან.შენი დანახვა აღარ მინდა! ვერ ვიჯერებ,რომ ასეთი სულმდაბალი ხარ...-ჩანთა ავიღე და სახლში შევვარდი.დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ლოგინზე მივესვენე.
-არამზადა!-ამოვილაპარაკე გულნატკენმა და თვალები დავხუჭე.
-საყვარელო! კარგად ხარ?-შემომძახა ნინამ კარს მიღმა.
-კი!
-გამიღე კარი.უნდა დაგელაპარაკო.
-ოღონდ დღეს არა დედა!-დაღლილმა ფეხსაცმელები გავიხადე და გვერდი ვიცვალე-მარტო ყოფნა მინდა...
888
დილით მაღვიძარამ,რომ დარეკა მეგონა იქვე დავამსხვრევდი.თავი მისკდებოდა და ოფლში გაწურული სიცივისგან ვკანკალებდი.ვცადე წამოვმდგარიყავი მაგრამ თავი ვერ ავწიე.
-ფუ,შენი!-ამოვიოხრე. საავადმყოფოში გადავრეკე და გამოჯანმრთელებამდე გავეთავისუფლე.
-ნემს თუ არ გავიკეთებ კრუნჩხვები დაგეწყება.თუ წამალს არ დალევ სიცხე აგიწევს.საჭმელს თუ არ შეჭამ მშიერი მოკვდები!-ვახსენებდი ჩემს თავს და საწოლში ვბორგავდი.ერთადერთი გზა ვინმესთვის დახმარების თხოვნა იყო.მე კი შრეკის გარდა არავინ მყავდა.
-გირჩევნია რამე სერიოზული მიზეზი გქონდეს ასე ადრე რომ მირეკავ!-ამოიბუტბუტა ახალ გაღვიძებული ხმით.
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?-ძვლივს ამოვიხავლე.
-რა გჭირს?კარგად ხარ?
-არა-თავი გავიქნიე ისე თითქოს დანახვა შეეძლო და გავთიშე.თვალები დავხუჭე.მეძინებოდა.
-რა დაგემართა?-გაოცებულმა მომაჩერდა,როცამოვიდა, ძვლივძვლივობით გავუღე კარი და ისევ ლოგინისკენ წავედი.
-მგონი სიცხე მაქვს.ვერ დავდივარ.თვალები მტკივა-ამოვიოხრე და ისევ საბნის ქვეშ შევწექი.
-წამლებს მოგიტან.
888
-მართლა აქ ხარ თუ ჰალუცინაცია ხარ?-ვკითხე შრეკს გამოღვიძებისას,რომელიც ჩემს გვერდით იწვა და ოთახს ათვალიერებდა.
-სულელოო შენ თვითონ არ დამირეკე?-გაიღიმა და ჩემსკენ გადმობრუნდა.შუბლზე მოწებებული თმა ყურზე გადამიწია და ხელის გულით სიცხე შემიმოწმა.-მგონი გიკლებს!
-არაფერი მახსოვს-ამოვიოხრე.
-სულ არ მიკვირს.ლამის გადახურდი-ჩაიხითხითა და ტუმბოდან წყალი და აბები აიღო.-დალიე!-მეც უხმოდ გამოვართვი,სწრაფად დავლიე და ისევ ბალიშზე მივწექი.
-მადლობა!
-ნუ სულელობ!-თავი გაინია
-მართლა.-გავუღიმე და თვალები დავხუჭე.
-დაიძინე.-დაიჩურჩულა და შუბლზე მაკოცა.მერე არაფერი მახსოვს.წამალმა გამაბრუა და მთლიანად ძილს მივეცი თავი.
თვალები,რომ გავახილე უკვე მზე ანათებდა.ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ,მზის სხივებს,რომ არ გავეღვიძებინე.ნელა წამოვიწიე და ოთახი შევათვალიერე.მწვანე კულულიანი არსად ჩანდა.ცარიელ ბალიშზე მხოლოდ ერთადერთი ფურცელი იდო.მან დამიტოვა.
,,დოქტორ ბოროტებას!
(პ.სპ მაგრამ ისე გეძინა ალბათ ,,დავრდომილი ბოროტება“ უფრო შეგეფერება)
წამლები დალიე.და დიდხანს არ იძინო უკუ ჩვენება არ მოგცეს. ( შრეკი)“
სამაგიერო.წერილი ღიმილით ჩავდე უჯრაში და სააბაზანოში შევედი.თავს აშარად უკეთ ვგრძნობდი.რადგან სამსახურიდან დროებით გათავისუფლებული ვიყავი,გასეირნება გადავწყვიტე.
-ჰო როგორ არა! სასეირნო მარშუტი: ჩემი სახლიდან მწვანე თმიანის სახლამდე!-თვალები გადავატრიალე და წყალი მოვუშვი.
888
-უკვე მეორე დღე! როცა შენი მიზეზით დილის 11:00 საათზე ვიღვიძებ-ამოიფრუტუნა ახლად გაღვიძებულმა,თმა აწეწილმა შრეკმა და ოთახში შებრუნდა.
-ჯანდაბა! მაპატიე-გულწრფელად მოვუბოდიშე.მან კი მხიარულად ჩაიხითხითა.
-რა სულელი ხარ-თავი გაიქნია და საწოლზე ჩამოჯდა შარვლის ჩასაცმელად.
-რა? რამე მჭირს?-მკითხა მოულოდნელად.მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ ისევ მის ნახევრად შიშველ სხეულს მივშტერებოდი.დავიბენი და თვალების უაზროდ ცეცება დავიწყე.
-ამ...არაფერი-თავი გავიქნიე-მეც მინდა ტატუ გავიკეთო...
-ოუ.იცი როგორ კეთდება?
-კი.-ვთქვი და სამზარეულოში გავედი.ცივი წყალი მჭირდებოდა გამოსაცოცხლებლად.
-მე გაგიკეთებ!თუ გინდა რათქმაუნდა...-უკან შემომყვა და ჩემთან ახლოს მაცივარს მიეყრდნო.
-მინდა-ღიმილი ვეღარ შევიკავე მის სიტყვებზე.წყალი ისე მოვსვი თვალი ერთიწამითაც არ მომიშორებია მისთვის.-არ ვიცოდი ტატუების კეთებაც თუ იცოდი.
-შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი...
=======================================



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მშვენიერია მალე დადე

 


№2 სტუმარი .............

male dade :3

 


№3  offline წევრი SillyGirl

რამდენიხანი გვალოდინეეეე
ძალიაჯნ მომწონს შრეკიც და დოქტორი ბოროტებაც ^^

 


№4 სტუმარი mtvaro svani

amdens rato agvianeb?
male dade ra.zalian momcons rom icode

 


№5  offline წევრი რიტა

ჯანდაბა! რა კარგი იყო ვგიჟდები შენზე. <3 უმაგრესი ხარ...^^

დააგვიანე თან ძაან რაც შენ არ გახასიათებდა, მაგრამ ახალმა თავმა გაბრაზებაც გადაფარა.
იმედია ბოლოს შრეკის მოკვლას არაპირებ გთხოვ ეს თუ გაქვს გამძრახული რაქნა რაა გთხოოვ.

გელოდები ახალი თავით აღარ დააგვიანო. წარმატებები...<3

 


№6 სტუმარი hipo

aau raa magati iyo da nu deb ese patara taveebs

 


№7  offline წევრი Psycho Killer

მალეეე დაადეე !! რასაყვარლებიი არიიან ვაიმეე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent