შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარალელური სამყაროები (თავი მესამე:ძმები)


17-08-2016, 22:42
ავტორი ჩოჩიევა
ნანახია 1 142

როგორი უსამართლოა ცხოვრება. ყოველ დილით თვალების გახელვისთანავე ეს აზრი მიტრიალებს მხოლოდ თავში. არ მაძლევ ეს გონება იმის საშვალებას რომ არ ვიფიქრო გაჭირვებულ ადამიანებზე. გადავხედავ ხოლმე ჩემს საწოლს. არც თუ ისე მოსახერხებელია, თუმცა მაქვს მაინც. ჩემი თმა?! მოვლილია, შეღებილი. რამდენჯერ მიწუწუნია იმაზე რომ სალონში წასასვლელი ფული არ მქონია. და ვინ იცის ამ დროს რამდენი ადამიანი ოცნებობს თუნდაც ერთ ნატეხ პურზე. რამდე ადამიანი დაძვრება ნაგვის ურნაში და რამდენი ფიქრობს გატენებაზე იმ იმედით რომ ვიღაც, სადღაც რამეს გადააგდებს. ნაგვის ურნაში მოისვრიან და ისინიც დაიწყებენ დანაყრებას. ყოფილა შემთხვევებიც დედას ვერ მოუმზადებია სახლში ვახშამი საღამო დროით და ჩემთვის ფული მოუცია რომ მე სადმე დავნაყრებულიყავი. ზოგადად არც მიყვარს სახლის საჭმელი. გამოვსულვარ სახლიდან შემხვედრია ვიღაც ჩემზე გაჭირვებულიც და ის შიმშილის გრძნობაც გამქრალა. დღესაც გამოვიარე ქუჩაში. დავინახე გოგონა სადღაც ასე ოცი ან ოცდაორის როგორ იწვა ერთერთ მაღაზიასთან და ელოდა გამვლელების მოწყალებას. ამ გოგონას ვიცნობ. რამდენჯერმე ჩემმა მეგობარმა მიუტანა კიდეც ჩასაცმელი. მეგობრებთან ერთად შორიახლოს ვიჯექი. გამვლელმა მიიწია გოგონასკენ. წამი გაჩერდა და უეცრად. გოგონამ დახედა თავის პატარა ყუთს და გაიღიმა. ალბათ იფიქრა რა კარგია დღეს მაქვს პურის ფული.
ხშირად ვწუწუნებდი იმაზე რომ არ მქონდა კარგი მობილური,არმქონდა ბრენდის ტანსაცმელი ან საერთოდ ვერ ვცხოვრობდი დედასთან ახლოს. ხოლო ის რომ ვიღაცას სახლიც კი არ ჰქონდა ამაზე?! ნუ არმიფიქრია უბრალოდ. გავიდა დრო გავიცანი ადამიანები და ჩემი აზროვნებაც ნელნელა შეიცვალა.
ერთ დღეს ჩემმა დაქალმა წამიყვანა დასში. სადაც ძალიან თბილი გარემო იგრძნობოდა. ავუყევი კიბეებს. ხის დიდი კიბეები იყო. ასვლისთანავე დავინახე ბავშვები რომლებიც დაკავებულნი იყვნენ საკუთარი ჩანახატების დამუშავებით. სრულიად უცხოდ ვიგრძენი თავი და სიმართლე გითხრათ უხერხულადაც. ორი დღე მივედი. მესამე დღეს მე ძალიან მეჩქარებოდა. მე და ჩემი დაქალი მოვუყვებოდით ქუჩებს და თან ვსაუბრობდით. ეს ის ადგილი იყო სადაც ნებისმიერ ადამიანს უწევდა გავლა. გავლა საქმისთვის ან რომელიმე პარკისკენ. საეკლესიო მაღაზიის წინ ხის სკამზე ოთხი ბიჭი ჩამომჯდარიყო რომლებიც აქამდეც ბევრჯერ მენახნენ. ძირითადად ქუჩაში რა თქმაუნდა. როცა გავივლიდი სულ მათის სიმღერის ხმა ისმოდა. ისე გულიანად, სულში ჩამძვრელად მღეროდნენ რომ თითქოს მატი ხმა ზეციდან ჩამოსულიყო. ბევრჯერაც მათთვის მიმიცია ხურდა რომელიც მომრჩენია სხვადასხვა პროცედურის შემდეგ. მათთვის არ არსებობდა წვიმა, თოვლი და დამწველი მზე. ვფიქრობდი რომ გიჟები იყვნენ. რატომ უნდა გასულიყვნენ ქუჩაში და ემღერათ მაშინ როცა ათასი კონკურსია, ათასი ჩამწერი სტუდია. ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები კი ხან ერთ ხან მეორე კუთხეში მღეროდნენ. ძირითადად ქართული მუსიკები მოწონდათ. არაა ზირითადად არაა სულ მოწონდათ. სხვას არასოდეს არაფერს მღერიან. მივუახლოვდით ბიჭებს და ჩემმა დაქალმაც ვაჟკაცურად ჩამოართვა ხელი. მივხვდი რომ მათ კარგად იცნობდა. ზოგჯერ მიჩნდებოდა ხოლმე სურვილიც რომ მე ისინი გამეცნო მაგრამ რთული აღმოჩნდა. მივიდე და რა ვუთხრა?! იცით რა?! მომწონს მე თქვენი ნამღერი და რატომ ზიხართ ამ სიბინძურეში. ეს ხომ უბრალოდ მათი დამცირების ტოლფასი იქნებოდა და სხვა არაფერი.
ერთერთი წამოიწია წინ და გიტარა გვერდით მიაყუდა.
-ეს ჩვენი ახალი დასის წევრია ალბათ ხო?
მე არვიცოდი რამეთქვა . არვიბნევი ხოლმე ასეთ სიტუაციებში თუმცა რაღაც დამაბნეველად დაიწყეს საუბარი. ჩემი დაქალიც დაეთანხმა რა თქმაუნდა.
-ვავა გილოცავ. ერთი ლამაზი წევრი გვყოლია.
-არაა მე იცით?!
და არ დამასრულებინეს ეგრევე კითხვები მომაყარეს
-შენ რას აკეთებ დასში?! კითხულობ? მღერი? თუ...
-არაა იცით? მე უბრალოდ ვწერ.
მას გაეღიმა და შემომხედა. როგორც ჩანს ისიც წერდა, ოღონდ სიმღერებს. რასაკვირველია არცერთი სიმღერა არიყო უცხოური. ყველა ქართული.
მიხარია რომ გავიცანი ისინი. ასე დაიწყო ჩვენი უთიერთობაც. სამი ძმა, სამი მომღერალი. ყოველ დღე გვიწევდა რეპეტიციაზე სიარული. რათმქაუუნდა მეც დავიმკვიდრე ჩემი ადგილი დასში როგორც კარგმა მწერალმა. ბიჭები კი ყოველთვის იქ იყვნენ ხან არ მოდიოდნენ. მე ყოველთვის ვკითხულობდი. როგორც გავარკვიე რომელიღაც სოფელში ცხოვრობდნენ. დედა და მამა ავად ყოლიათ. საჭმლის ფულიც მათ შეჰქონდათ სახლში. ასევე აგროვებდნენ გზის ფულს რომ ყოველდღე მატარებლით ემგზავრათ. ჩამოდიოდა სამი ძმა ქალაქში იმისთვის რომ საჭმლის კი არა პურის ფული მაინც ეშოვათ. დავმეგობრდით. მიხაროდა ყოველთვის ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა და ახლაც ძალიან მიხარია. როდესაც „პაძემკაში“ ჩავიდოდი, სულ მათი ნამღერი მესმოდა შორიდან. მე ხან ცეკვაცეკვით ხან კიდევ სიმღერით მივიწევდი მათკენ. ყველაზე უფროსი რომ დამინახავდა ხმამაღლა დაიყვირებდა ეს სიმღერა ამ ლამაზ გოგოს ეძღვნებაო და დაიწყებოდა ჩვენებური გართობაც თუნდაც პურის ფულის მოსაპოვებლად. ღმერთო ჩემო როგორი მხიარულები, როგორი საყვარლები და ამავდროულად როგორი დატანჯულები. ერთი წუთით არ ასვენებდათ ეს დამპალი ცხოვრება. და ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა, ახლაც მიჩნდება: „სად არის ღმერთი? გვაკვირდება რამდენ ცოდვას ჩავიდენთ? სად არის დაეხმაროს სად...“ თუმცა ღმერთი მაინც არ ჩანდა მათ გვერდით არასოდეს.
რაღაც დროით მე ქალაქიდან წავედი. საშინელი კრიზისი დამეწყო. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. რამდენიმე დღე თითქმის კომაში მაგრამ გამოვედი როგორც იქნა. პალატაში მხოლოდ წამლების სუნი იდგა. ჩემი მარჯვენა ხელი გაშვერილი იყო საწოლის კიდეზე, ჩემი თვალები კი წვეთოვანის დასაწყისზე თუ როდის ჩამოიცლებოდა. დედაჩემი შემოვიდა პალატაში და მითხრა:
-ტელევიზორი ჩაგირთო?
-აზრი? ვინმე საინტერესოს ვნახავ თუ გავიგებ. იყოს არმინდა..
დამიჯერებდა თუ რა მაინც ჩართო. ჩართო და რას ვხედავ, ჩემი ბიჭები. რეკლამა გადიოდა სადაც ჩემს ქალაქზე იყო გადაღებული რეპორტაჟი. ისინი კი რათმქაუნდა როგორც ყველაზე ნიჭიერები პირველები იყვნენ. გამიხარდა თვალები გამინათდა. ისე ჩამოიცალა ეს წვეთოვანაც რომ ვერ შევამჩნიე. ხმამაღლა დავიყვირე ჩემი ბიჭებითქო და ექთანი შემოვარდა ეგონა რომ რაღაც დამემართა.დედაჩემი კი გაშტერებული მიყურებდა. მეც განვაგრძელე ისევ ისტერიკული ყვირილი ჩემს გადარეულ მეგობრებზე. როგორ მომენატრნენ. ამას გავიძახოდი დღეები. როგორ მწყდებოდა გული რომ მათთან ახლოს ყოფნას ვერ ვახერხებდი. მაგრამ ჩამოვედი. მთელი ცხოვრება არვაპირებდი ქალაქიდან წასვლას. ასეთი ადამიანივარ მიყვარს სხვადასხვა ადგილებში ყოფნა და ცხოვრება. მაგრამ არის ქალაქიც სადაც ყოფნა მაინც მიწევს გარკვეული მიზნით. მიზნით არა უფრო მიზეზით რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები.
მეგონა ქალაქში ჩამოსვლისთანავე ყველაფერი კარგად იქნებოდა. მეგონა რომ როგორც დავტოვე ყველაფერი ისე დამხვდებოდა. მაგრამ გარემოება სრულიად შეცვლილა. ვიკითხე დასის წევრებზეც. ძმები საავადმყოფოში წოლილან. უმცროსები. უფროსი კი იჯდა ისევ მარტო და მღეროდა. მარტო დაეტოვებინათ თავისი ძმა პატარებს. ნუ პატარები არიან ჩემთან და მათ უფროს ძმასთან შედარებითაც. ვერ მოვახერხე მათთან საავადმყოფოში ასვლა. რამდენიმე დღის შემდეგ კი დამირეკა ერთერთმა დამფუძვნებელმა. მე მივხვდი რომ მათ საქმეზე მირეკავდა:
-გამარჯობა გიორგი როგორ ხარ?
-კარგად . სად ხარ ანნა?!
-მე ახლა მივდიოდი სახლში რახდება?
-არწახვიდე არაა მიდი საავადმყოფოში ამოდი. ბიჭებთან ვარ.
მეც ჩავჯექი ტაქსში და ავედი. ერთი უკვე გამოუწერიათ მეორე კიდევ იჯდა ეზოში და უკრავდა. ამ საძაგელ ბავშვს გიტარა ხელიდან მაინც არ გაუგდია, როცა ერთი ხელი მთლიანად შეხვეული ჰქონდა. გამეღიმა დანახვისთანავე. არ ჰქყოფნიდა ჰაერი რომ ემღერა კარგად და თან წუხდა. ჩვენ კიდევ ვამშვიდებდით და მის ყოველ კითხვაზე თუ როგორ მღეროდა, თავს ვუქნევდით. დღეები გავიდა და აღარც ძმები მინახავს. ერთი კვირის შემდეგ კი გავიგე რომ მათ მამა დაკარგეს. ყველაზე უმცროსი კი ყოველ წამს ალბათ კრუნჩხვებში ვარდებოდა...
არასოდეს უმართლებდათ. მათი ცოდვით ქვაც კი იწვის ალბათ მიწად. რა უსამართლოა ეს ცხოვრება.მაშინ როცა ვიღაც აიფონს ნატრულობს, ისინი კვლავ ნატრულობენ რაღაც კარგს და ლამაზს. არც თუ ისე ძვირიანს. დედა საავადმყოფოში თავად ავად და მან უფროსმა. განა რამდენი უნდა დაძლიოს რომ შეძლოს და ოჯახი განსაცდელიდან გამოიყვანოს. რამდენი ადამიანი ხარჯავს დღეში ათასს ლარს ან მეტს. რამდენი მილიონერი ფლანგავს უაზროდ თავი ბიუჯეტს, მაშინ როცა ეს ბიჭები დამწველ მეზეზე მღერიან რადგან საჭმლის ფული, პურის ფული მაინც იშოვონ.
პარალელური სამყარო. ზღვარი მათ და იმ ადამიანებს შორის ვისაც ფულის უაზროდ ყრა უყვარს... სად იკვეთება ზღვარი? კაცმა არც იცის... მე კი კვლავ ვხედავ რომელიღაც სახლიდან როგორ გამოდის ქეიფის და დროსტარების ხმა და ისინი... ამ სახლის ქვემოთ დღედაღამ მღერიან. ოჯახის წევრების შიმშილისგან გადარჩენისთვის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent