ყვავის პარანოია (10)
უკუნით სიბნელეში როცა ადამიანები უშიშრად გადაადგილდებიან დედამიწაზე და ფიქრობენ რომ საფრთხე არ ემუქრებათ... დემონებს ეცინებათ და მოქმედებას იწყებენ. სოფი ძაღლს უყურებდა, მის გამოშიგნულ სხეულს და უნდოდა ეთქვა, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ შეეშინდა. სოფი მის სუნს გრძნობდა, მისი სუნთქვა ესმოდა და ვერაფრით შეეძლო დახმარება. _ ვის უნდა გაეკეთებინა? _ ამბობს ლაშა, ზიზღით უყურებს ცხოველს და უკან იხევს. _ ვინც უნდა იყოს, არ არის ნორმალური _ ჩაილაპარაკა სანდრომ. _ რაში სჭირდებოდათ? ამ საბრალო ძაღლის მოკვლა რაში სჭირდებოდათ _ სალომე ტირის, მერე კოკას ეხუტება და წელზე ხელებს ხვევს. _ მოკვლა არა, გამოშიგნვა. ის ცოცხალია _ თქვა სოფიმ. _ არ არსებობს, ვერ ხედავ, როგორაა? ვერ გადარჩებოდა! _ ნია თავს რამდენჯერმე აქნევს, მერე ცხოველისკენ ფრთხილად იხრება და აკვირდება. სოფი უკვე ვეღარც სუნს გრძნობს და აღარც მისი სუნთქვის ხმა ესმის. დანაშაულის გრძნობა ჭამს, თვალებზე ცრემლები აწვება და ხეს ეყრდნობა, რომ არ წაიქცეს. _ მეშინია _ მთელი სხეულით ცახცახებს მარიამი, სოფის უყურებს და უცებ სოფი იყინება. მის ზურგსუკან რაღაცას გაშტერებული უყურებს, გრძნობს რომ ცივა. ხელებს იხვევს სხეულზე და მუხლები უკანკალებს. _ მცივა _ ჩურჩულებს ხმადაბლა. თვალებს არ ახამხამებს, მაგრამ ნელ-ნელა უწითლდება და ცაზე სინათლე თითქოს ერთიანად ქრება. წყვდიადი ისადგურებს იქაურობას და მთვარეც მოცურდა _ მცივა _ იმეორებს სოფი. მისი არავის ესმის, ყველა რაღაცას ლაპარაკობს, მერე მაქსიმე ხელებს ხვევს. ამას ხედავს, მაგრამ ვერ გრძნობს. ისევ ამბობს, რომ ცივა, მაგრამ თითქოს სიტყვას უფრო მეტი სიცივე მოაქვს. იყინება, სიცივე ძვლებში აღწევს და ფეხებს უკვე ვეღარ გრძნობს. მიწაზე მუხლებით ვარდება. კვლავ არავის ესმის მისი... სოფი კვლავ მარიამის ზურგსუკან იყურება, თავში სისხლი უშხუის და საფეთქლებს აწყდება. _ მცივა, ძალიან მცივა, მომახურეთ რამე... მას უთხარით, რომ წავიდეს. თავი დამანებოს _ კბილებს კბილებზე აჭერს, კანკალის შესაკავებლად. ხელები ძირს ეშვება და ძაღლის სისხლით ესვრება რამდენიმე თითი. ისე ეშინია, კივილს იწყებს და როგორც იქნა, ახერხებს თვალების დახუჭვას. 888 _ მალე გაიღვიძებს? _ მე რა ვიცი, პროგნოზებს ვერ გეტყვი _ რა სჭირდა? _ ციოდა. ვერ ხედავდი? _ საერთოდ არ გვისმენდა. აუ, მალე გაიღვიძოს რა _ სოფი ძლივს არჩევს ხმებს. თვალებს ახელს, ბავშვებს უყურებს და ისევ ხუჭავს. მერე ისევ ახელს. მის ოთახში არ არის, ფაქტია. თავი საშინლად ტკივა და ტანზე ათასი რაღაც აქვს გადაფარებული. _ მცხელა _ ამბობს და ცდილობს, წამოდგეს. _ შენ გოგო, ვინ ხარ? _ ეცინებათ ტყუპებს და სხვებიც ყვებიან. _ იძახე მცივაო, ახლა მცხელაო, ჩვენც გვაშინებ ერთი სიტყვით _ ხმამაღლა იცინის კოკა. _ ხო, მოიცა ჯერ სად ხართ, ამათ გადავაძრობთ და მერე შესცივდება _ თავს აქნევს ნია, ლიკასთან ერთად იცინის და საბნებს კეცავს. სოფი შეწუხებული უყურებს, სულ არ ემხიარულება და თვალწინ ისევ ის სახე უდგას... _ შეგვაშინე _ ამბობს მარიამი და სოფის საწოლზე ჯდება. გოგონა წარბებს კრავს და ტუჩს იკვნეტს, ანიშნებს მერე მოგიყვებიო. _ ძაან დიდი ბოდიში, მართლა... ვის ოთახში ვარ? _ მაქსიმესთან გინდოდა გადასვლა, მახსოვს _ ცინიკურად უღიმის ლაშა. სოფიც ღიმილით პასუხობს. _ ვაუ, რა მაგარი მახსოვრობა გქონია, გამაოცე. _ ხო? კიდევ ბევრი რაღაცეებიც მახსოვს. _ მაგალითად ის, რომ მოღალატე ვარ _ ეცინება და ყველა სერიოზულდება _ ხო, ეგ არ დაივიწყოთ. მე ყველაფერს იმათ, ჩემიანებს ვუყვები და ერთ დღეს ბახ, ყველას მოგკლავთ _ ხმადაბლა ჩურჩულებს, თითქოს საიდუმლოს ანდობს მათ და ბოლო სიტყვას ყვირის. _ არ გინდა _ ამბობს მაქსიმე. _ რა, თქვენი მოკვლა? როგორ არ მინდა, მე ერთ-ერთი წევრი ვარ ყვავთა კლუბის! ნუ, სჯობს ახლავე მომკლათ, მერე შეიძლება მე მოგკლათ _ თვალს უკრავს ბიჭს და საწოლზე კომფორტულად თავსდება. _ სოფი, საკმარისია _ ყვირის ანდრო _ ჩვენც გაგვიგე! _ მოდი, რა ქენით იცი? გააჯ*ვით _ ყვირილით პასუხობს, თან ისეთი ყვირილით, მათ აშინებს. _ გოგო, წესიერად მელაპარაკე _ თვალებს უბრიალებს ბიჭი _ ვერ გაიგე? გაა*ჯვი! _ უკვე ღრიალებს _ მე შენ გაჩვენებ _ სკამიდან დგება ანდრო, მაგრამ მაქსიმე ასწრებს და სანამ ანდრო ცდილობს სოფის ხელი გაარტყას, ისეთ მუშტს უქანებს, პირდაპირ კედელს ეხეთქება და პირიდან სისხლს აფურთხებს. ყველა ჩუმდება... მარიამი თავს ხელებში რგავს და ჩუმად ტირის. ნია დგება და ანდროს გახეთქილ ტუჩზე და საფეთქელზე უსვამს თითებს. _ ეგ რო დააფურთხე, აწმინდე _ ხმადაბლა ეუბნება სოფი ანდროს, გვერდს იცვლის და კედლის მხარეს ბრუნდება. _ ამის დედაც _ ყვირის ანდრო და კარებს იჯახუნებს. რამდენიმე ადამიანი მიყვება უკან, და როცა ყველა გადის, გოგონას სიცილი უტყდება. ისევ ბრუნდება და სკამზე მჯდარ მაქსიმეს რომ ხედავს, სიცილს წყვეტს. _ მე უბრალოდ... არ ვიცი _ ისევ სიცილს აგრძელებს და ბიჭს ეღიმება. პირველად ხედავს მის ღიმილს სოფი, მაშინვე სერიოზულდება და საჩვენებელ თითს მაღლა წევს. _ მოიცა, ეს დასაფიქსირებელი მომენტია! _ ყვირის, მაგრამ მაქსიმეს სახიდან ღიმილი ისევ უქრება და გოგონა იღუშება. _ იქ ტყეში რა დაინახე? _ ეკითხება _ არაფერი _ ცრუის და უდარდელად იჩეჩს მხრებს. _ რაღაც დაინახე, მითხარი _ ვერ გეტყვი... _ მომიყევი, არავის ვეტყვი. _ ვიცი, მაგრამ ახლა არა რა. ღამე მოგიყვები, მაინც აქ წვები _ არ ვწვები აქ. კაი, არ მომიყვე _ მხრებს იჩეჩს და დგება. სოფი წარბებს კრავს. _ რატო? _ ეკითხება, თან ფანჯარაში უყურება და თვალებს სწრაფად ხუჭავს. _ ახლაც დაინახე რაღაც _ ხვდება ბიჭი და კარებს ხურავს, თან ისევ სკამზე ჯდება. _ იმ მძღოლებს ვხედავ და... კიდევ... მაქსიმე, ჩემს ძმას ვხედავ. მე კი მხოლოდ მკვდრებს ვხედავ _ ამოილუღლუღა, სახე ცრემლებმა აუწვა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. _ შენი ძმა ცოცხალი იქნება, დამშვიდდი. _ ეუბნება, სოფის პირველად ესმის, მაქსიმესგან ასეთი სიტყვები. პირდაპირობით და სიმართლოთ გამორჩეული ბიჭი ამშვიდებს... მერე ოთახიდან გადის და სოფის მარტო ტოვებს. თითქმის ჩაეძინა, მაგრამ იგრძნო, რომ ვიღაც შემოუწვა და ისიც მის მხარეს გადაბრუნდა. ლაშა ჩაეხუტა და თავი ყელში ჩაურგო, სოფიმ კი ხელები ძლიერად მოხვია და თავისი საბანი გადააფარა. _ მაპატიე _ უთხრა ლაშამ, მძიმედ ამოისუნთქა და სოფიმ ყელში მისი ცრემლები იგრძნო. _ ძალიან მეწყინა... _ მიყვარხარ, ერთადერთი ხარ იცოდე და სულ ერთადერთი იყავი. შენ თავს ვფიცავარ, არცერთი შეყვარებული შენზე მეტად არ მყვარებია. ნუ ეჭვიანობ ხოლმე... _ სალომეზე როგორ არ მეეჭვიანა? არაუშავს, აღარც გაგეკარება. _ მივხვდი, მაშინ რომ აიყვანე და მერე მარტო ჩამოდი, მეთქი ხომ არ მოკლა _ ეცინება. _ ნუ, თუ საჭირო გახდა _ გაეცინა სოფისაც და უფრო მაგრად მიეკრო _ ლაშა, აწი ჩემს გარეშე ჩემზე ნურაფერს იფიქრებ ცუდს რა... მომისმინე ჯერ, ძალიან გთხოვ. მართლა მეწყინა და მაინც ვერ გპატიობ _ გამოუტყდა და გაყინული ფეხები მის ფეხებში აბლანდა. _ აქ მეშინია სოფი, მეშინია რომ რამე მოგვივა. შენი დაკარგვის მეშინია, რამე რომ დაგიშავონ... _ მეც მეშინია _ უფლებას არ მივცემ, ხომ გჯერა ჩემი? შენ კარგად იქნები, ყველანი კარგად ვიქნებით... და მალე წავალთ აქედან _ ბიჭის ხმა მართლაც გულწრფელი იყო, ცოტა შიშნარევი და ძალიან თბილი _ მჯერა. მაგრამ მაინც მეშინია, იმიტომ რომ... ლაშა, მესამე ვიდეო ვნახე მე _ მერე? _ იქ პალატა ჩანს, საწოლი და საწოლზე... ლაშა, საწოლზე ლუკა იჯდა _ ტირილი უტყდება. ლაშა ქვავდება და სოფის შორდება, მაგრამ გოგონა ეხუტება და თავს მის ყელში მალავს _ მე რომ ჯვარი მაჩუქა წამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, აი ეგ ეკეთა... და მას, ცარიელი თვალები ჰქონდა. ლაშა მეშინია, ძალიან მეშინია _ სლუკუნებდა და ცალ ხელს გულზე იჭერდა, რომელიც ამოვარდნას ჰქონდა. _ არა, არა, შეუძლებელია _ აკანკალებული ხელი მოხვია ყელზე და თავზე აკოცა. _ კი, კი ლაშა... მგონი იქაც მასზე ლაპარაკობდნენ. ლაშა ახლა ჩემი ჯერია, მომაგნეს გესმის? მეშინია, ისინი მე... არ ვიცი, არც კი ვიცი, რას მიზამენ _ ტირილს ვერ წყვეტს. ბიჭს მთელი სხეული ეყინება. _ ნუ ამბობ ამას! შენ რომ რამე მოგივიდეს! _ ლუკა სახლში არ იყო, ხომ იცი... ის მათთანაა, ლაშა და მე გამწირა... მე, მე ალბათ, ახლა ალბათ ჩემი ჯერია, მე ერთხელ რაღაც ტესტი დამაწერინა, გონების სავარჯიშოა და ალბათ, ალბათ ეს ის ტესტია _ სიტყვები ერთმანეთში ერევა და ცრემლებს ყლაპავს _ არ ვიცი, რა უნდა მიქნან. მეშინია, თქვენც საფრთხეში ჩაგაგდეთ, მაპატიეთ, მაპატიეთ, ყველაფერი ჩემი ბრალია _ ტირილს ვერ წყვეტს _ სოფი, აღარ გაიმეორო, არ მივცემ უფლებას რამე დაგიშავონ გესმის? მიყვარხარ, შენ არაფერი მოგივა, მოვკვდები რამე რომ მოგივიდეს! ლუკასაც უყვარხარ, იცი? მას ყველაფერზე მეტად უყვარხარ და არ დაუშვებს, რამე დაგიშავონ. დამშვიდდი _ სახეზე კოცნიდა, თან გულში იკრავდა და თხოვდა, ტირილი შეეწყვიტა. სოფის ის-ის იყო, დაღლილს უნდა ჩასძინებოდა, ღია ფანჯრიდან რაღაც რომ შემოვარდა მთელი სისწრაფით და ოთახში დაიწყო წრიალი. აწყდებოდა კედლებს, ჭერს, სოფის თავზეც ჩაიქროლა და გოგონამ შიშით ისე იკბინა ლოყაზე, სისხლი იგრძნო პირში. ლაშამ უფრო მიიხუტა და საბანში ჩამალა. უნდა წამომდგარიყო _ არ წახვიდე, მეშინია, ძალიან მეშინია, არ დამტოვო _ ჩურჩულებდა და თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა. _ სულ აქ ვიქნები, შენთან. _ უთხრა ბიჭმა და სოფის დაეძინა. 8888 გაიღვიძა. თვალები ერთმანეთს დააშორა და მის გვერდით მძინარე ლაშას გახედა. ბიჭს მის სხეულზე მოხვეული ხელები უჩვეულოდ გაყინვოდა. სოფიმ მისი მოშორება სცადა და ხელები ძალით ჩამოაღებინა. ლაშას ხელები საწოლზე დაუვარდა. _ ლაშა, გაიღვიძე უკვე _ უთხრა სოფიმ და სიცილით აკოცა ლოყაზე. ლოყაც გაციებოდა... _ ლაშა _ დასერიოზულებულმა, შეანჯღრია. ბიჭის მოდუნებული სხეული ნება-ნება ირწეოდა. გოგონამ საბანი ძირს გადაადგო და ენა ჩაუვარდა. ვერ შეძლო ვერც კივილი, ვერც ყვირილი, უნდოდა დახმარება ეთხოვა, მაგრამ კედელს მიეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა. საწოლი სულ გაეჟღინთა წითელ სითხეს და იქვე, ყვავი ეგდო... _ ლაშა, გაიღვიძე _ ვერც თვითონ გაიგო თავისი სიტყვები. ყელიდან ხმა არ ამოსდიოდა. უნდოდა ეთხოვა, რომ თვალები გაეხილა, ჯერ კიდევ ეგონა რომ სიზმარში იყო, ან წარმოსახვა იყო ის, რასაც ხედავდა. მერე უცებ მონახა ძალა და დაიკივლა. _ ლაშა, გაიღვიძე, ლაშა, გესმის ჩემი? _ სახიდან ხელები ჩამოიღო და ბიჭს სხეულზე დაეჯაჯგურა _ რატომ ხარ ცივი? შენ სულ თბილი იყავი! გაიღვიძე, ლაშა არ მესმის შენი სუნთქვა _ ღრიალებდა და თანდათან თვალები ცრემლებით ევსებოდა _ რომ მითხარი, სულ შენთანო, ეს რა არის ლაშა, რატო არ ახელ ამ დაწყევლილ თვალებს _ უღრიალა, ნიკაპი აუკანკალდა და ტირილი დაიწყო. ჯერ კიდევ არწევდა მის სხეულს სუსტად და კიოდა _ ლაშა, ჩემი თავი მოგიკვდეს, გაიღვიძე, არ შეიძლება ასე. იცოდე, ამას აღარ გაპატიებ... ლაშა _ ძალაგამოცლილმა, ხელი უშვა, მკვდარი ყვავი გადააგდო და ლაშას მიუწვა _ მიყვარხარ, ახლა დავიძინოთ და მერე ერთად გავიღვიძებთ. ვიცი, მეხუმრები მაგრამ ასე როგორ შეიძლება... გული მისკდება _ ესაუბრებოდა მშვიდად. ესაუბრებოდა, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა, რომ ეს სიგიჟე იყო და აღარ გაიღვიძებდა. რომ ლაშა... _ რა სისულელა. შენ სულ ჩემთან იქნები, დამპირდი და მჯერა შენი... ეს ილუზიაა, წარმოსახვაა. გინდა, გიმღერო, რამდენი ხანია აღარ მიმღერია შენთვის _ თვალებდახუჭული ჩურჩულებდა და ეხუტებოდა. მერე მისი ხელები აწია და თავის წელზე შემოაწყო. თან ხმადაბლა დაიწყო ღიღინი. ოთახის კარები ვიღაცამ შემოაღო და ხმამაღლა დაიკივლა. _ ჩუმად, ვიძინებთ _ წამოიწია სოფი და თვალებდაჭყეტილმა ტუჩზე საჩვენებელი თითი აიფარა _ მერე ერთად გავიღვიძებთ... _ სოფი _ პირზე ხელი აიფარა ნიამ. _ ლაშას ეძინება, დასვენება უნდა... დილას რომ გავიღვიძე, ასე დამხვდა, რატომ? რომ გაიღვიძებს, ვკითხოთ _ მხრები აიჩეჩა და კვლავ მიეხუტა. _ სოფი _ კედელთან ჩაცურდა ნია, თვალს ვერ აშორებდა სისხლში მოცურავე ლაშას და გაგიჟებამდე მისულ სოფის. _ რა იყო, რას ამოიჩემე ეს სოფი სოფი. არ გაეღვიძოს, დაღლილია! _ დატუქსა და ყელში აკოცა. ოთახში სხვებიც შემოდიან და კივილ-წივილს ტეხენ. _ ჩუმად, რა გჭირთ! _ წუწუნით შორდება ლაშას სოფი და ყველას თვალებს უბრიალებს _ გაიღვიძებს! _ სოფი, გამოდი მანდედან _ მკლავში წვდება მარიამი და ის და სანდრო ერთად აშორებენ ლაშას საწოლს. _ მასთან მინდა _ ღრიალებს სოფი და სანდროს ხელზე კბენს _ გამიშვი, ვჭირდები! ცივა, გავათბო უნდა! _ სოფი... _ ხმა უწყდება მარიამს, ტირის და ეხუტება _ დღეს ყველა ჩემს სახელს რატომ იძახით? თავი დამანებეთ, ლაშასთან მინდა, ჩვენ უნდა დავიძინოთ და მერე გავიღვიძებთ _ ჯიუტად ცდილობს მარიამის მოშორებას. _ გაიყვანეთ _ ამბობს კოკა და გოგონები ცდილობენ ოთახიდან გააგდონ, მაგრამ სოფი კივის და იკბინება. ლაშას სახელს ყვირის იქამდე, სანამ ყელი არ ტკივდება და ძალაგამოცლილი სხეული ისე უდუნდება, იატაკზე დავარდება, მაგრამ ლიკა იჭერს. მაქსიმე მოდის და გოგონა ხელში აყავს. _ მშვიდად, წავიდეთ აქედან... დაიძინე _ ეჩურჩულება _ ლაშა? _ ლაშამ დაგვტოვა, ის აღარ გაიღვიძებს სოფი _ გაიღვიძებს... მე დამპირდა _ ვერ შეასრულა, მაგრამ არ მოეწონება, რომ გაიგებს რას აკეთებ. წამოდი, დავწვეთ კარგი? _ სოფი თავს უქნევს. მისი ოთახის კედლებს ცნობს. ბიჭი აწვენს, ეხუტება და თმებზე ეფერება. _ მაქსიმე, წადი _ დაღლილს ხმაში სასოწარკვეთა ეპარება. _ რატომ, სოფი? _ ლაშა იწვა ასე ჩემთან და... მაქსიმე, წადი _ მისი სხეულის მოშორებას ცდილობს და ტირის. _ დაიძინე, მე მღვიძავს და არავის მივცემ იმის უფლებას, რამე დაგვიშავოს. დაიძინე _ თმებზე მოფერება მოქმედებს, ეძინება და სახეზე ცრემლები აშრება. მე ვტირი ახლაც... არ ვიცი, ამის მერე რა უნდა ვქნა, მაგრამ ეს თავი იყო ყველაფერი. მადლობა ყველას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.