სტოქჰოლმის სინდრომი (ნაწილი 10, დასასრული)
ირაკლიმ დიდხანს იფიქრა როგორ დახმარებოდა ლევანს , ბოლოს საკმაოდ ჭკვიანური რამ მოიფიქრა, გადაწყვიტა თიკას მეშვეობით გამოერკვია სიმართლე, იცოდა რა ჭორიკანაც იყო და ადვილად იტყოდა ყველანაირ საიდუმლოს თუ სწორად მიუდგებოდი, მას რათქმაუნდა არ სიამოვნებდა გოგოს გამოყენება მისი მიზნებისთვის,მაგრამ ლევანის დასახმარებლად მზად იყო თავისი პრინციპებისთვის ეღალატა. თუმცა ვერ გაეგო ბოლომდე როგორ აელაპარაკებინა ის, შემდეგ კი გენიალური რამ მოიფიქრა, იცოდა რა თავისი ნათესავის უნარი გოგოების მოხიბვლის, გადაწყვიტა ის ჩაერია საქმეში. ........ -ჯაბა სახლში ხაარ? -ვაა იკუუშ დიდება შენს გამოჩენას, სად დაიკარგე ბიჭო! -რავი ბევრი რამ მოხდა ეს დღეები, მისმინე რაღაც, რომ გთხოვო როგორც ნათესავი და ძმაკაცი ჰო შემისრულებ? -ვაა ეს უკვე საინტერესოა, ბრძანე რა გნებავს აბა? -ბიჭო ჩემი კლასელები ჰო გახსოვს ლევანი და ნინა? -ჰოო ვითომ რო ეზიზღებოდა და მერე დიდის ამბით სიყვარული რომ აუხსნაა? -ჰოო ეგენი არიან, ჰოდა ეხლა რაღაცა გაუგებრობა მოხდა, ერთმა გველმა გოგომ რაღაც გააჩალიჩა მათ დასაშორებლად , შენი დახმარება მჭირდება მაგის ერთ დაქალს უნდა დაეჩალიჩო შენებურად და ყველაფერი უნდა ათქმევინო! -ეეე მოიცა რაა მე რა შუაში ვარ მაგათთან ბიჭო , თავად გაარკვიონ ან შენ რას ჩაერიე ვერ გავიგე, თვითონ მოაგვაროს თავის შეყვარებულთან საქმე! -ჯაბა ძმაკაცობა რა არის არ გაგეგება შენ თუ რა ხდებაა? ძმურად გეუბნები შენთვის აქამდე არაფერი არ მითხოვია, რა მოგივა რო პატარა დახმარება გამიწიო! -კაი იკუშ შენი ხათრით მხოლოდ, მითხარი აბა რა უნდა გავაკეთო! ......... გაკვეთილების შემდეგ თიკა სახლისკენ მიისწრაფოდა თან მობილური ეჭირა და რაღაცას აწკაპუნებდა ამ დროს ისე რომ თვითონაც აზრზე ვერ მოვიდა რაღაცას შეეჯახა. -ოო ღმერთო მაპატიე რამე იტკინე, ლამაზო გოგონაა? თიკამ აიხედა და მის წინ მდგარი სიმპატიური, შავგვრემანი ბიჭი დაინახა სწორედ ისეთი როგორებიც მოსწონდა. -არა არაფერია დამშვიდდი! ღიმილით წაილუღლუღა თიკამ. ჯაბამ ხელი გაუწოდა და წამოაყენა. -უნდა ვაღიარო ეს ყველაზე სასიამოვნო შეჯახება იყო ჩემს ცხოვრებაში, რა გქვია ლამაზო ქალბატონო? -თიკა. -მმ თიკა თინათინი, ალბათ თავიდანვე ასეთი ლამაზი იყავი და მშობლებმა ‘’ვეფხისტყაოსნის’’ თინათინის სახელი ამიტომაც დაგარქვეს. ჯაბამ კიდევ რამდენიმე დაშტამბული კომპლიმენტი ესროლა და ბოლოს ტელეფონის ნომერიც გამოართვა თუმცა შეხვედრაზე ვერ დაითანხმა რადგან მან თავის დაფასებები დაიწყო. თუმცა შემდეგ მან თავის ჩვეულ ხრიკებს მიმართა იყო ტკბილეულის, ყვავილების ჩუქება, დაშტამბული კომპლიმენტების მთელი სერია, ბოლოს რკინის თინათინიც გატყდა და შეხვედრაზე დათანხმდა, ჯაბამ ის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ კაფეში დაპატიჟა. ........ შაბათს ორი საათისთვის გადაპრანჭული თიკა და ყვავილებით ხელდამშვენებული ჯაბა ერთმანეთს შეხვდნენ, ჯაბამ რამდენიმე დაშტამპული კომპლიმენტი ესროლა შემდეგ კი ისე სასხვათაშორისოდ უთხრა. -მშვენიერო როგორც გავიგე ერთი ჩემი ნათესავის კლასელი ყოფილხარ იკასი! -ვაა ჩხუბისთავი ირაკლი შენი ნათესავიაა? -კიი ამას წინათაც იჩხუბისთავა და საავადმყოფოში თავზე ვედექი, მოიცა მოიცა ანუ ლევანი და შავგვრემანი გოგო ნინაც შენი კლასელები არიაან? - უფ კიი შენ საიდან იცი ეგენიც მანდ იყვნეენ? -ჰოო ერთხელ მოვიდნენ ერთად იკას სანახავად, ნინა მომეწონა თავიდან ძალიან, მაგრამ საბოლოოდ მაგარი უცნაური გოგო გამოდგა! -კიი მაგეთია კლასშიც, ინერტული, უცნაური გამუდმებით ცალკე იყო ერთი, ჩვენი ერთი დაქალი ელე მეგობრობდა ადრე მაგასთან და მერე თავი მოაბეზრა თავისი გამოხტომებით მაგასაც. -ჰმ საინტერესოა არადა თავიდან ნორმალური გოგოს შთაბეჭდილება დატოვა, მერე უცნაურად მოიქცა რაღაცა საღამოზე დამპატიჟა, მაგრამ მერე ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს და მაგ ლევანის შეყვარებული გახდა, საშინლად გაბრაზებული ვიყავი. -ნუ იტყვი, ნუ იტყვი, ლევანმა კიდე ჩვენი ელე დაპატიჟა დიდის ამბით და მერე ზედაც არარ უყურებდა, საწყალი ელე ისეთი გაბრაზებული იყო, მაგრამ მეგობრები დავეხმარეთ და საბოლოოდ ორივე მოვსვით თავის ადგილზე. - ვაა როგორ გამახარეთ, ჩემს მაგივრადაც გიძიებიათ შური, მაინც როგორ მოახერხეთ ეს? -ჰმ როგორ გითხრა, ამას წინ ჩვენმა სკოლამ მატჩი მოიგო, ჰოდა ბარში აღსანიშნად იყვნენ წასულები, ნანკამ ჩვენმა დაქალმა რაღაცა წამალი დაითრია ზუსტად არ ვიცი რა იყო მაგრამ ლევანზე მაგრა იმოქმედა, საერთოდ გაითიშა ცოტა ხანი, შენი ნათესავი გარეთ გავიტყუეთ ხელი რო არ შეეშალა ჰოდა, ამ დროს ელემ მოახერხა ლევანის დამარტოხელება და მერე კოცნა დაუწყო წამლის მოქმედების ქვეშ რომ იმყოფებოდა. -რა ჭკვიანურია, მერე რა მოხდა? -რაა და ამ დროს მე გამოვჩნდი და სურათები გადავუღე, მეორე დღეს ნინას გავუგზავნეთ ეგ საცოდავი ისე გამწარდა სკოლაში აღარ მოდიოდა. თიკას წარმოდგენაც არ ქონდა , რომ ამ საუბარს ნინა ისმენდა ირაკლიმ დაურეკა და ლამის ძალით წამოიყვანა, ახლა რამდენიმე ემოცია ერთდროულად დაუფლებოდა, თავის თავზე იყო გაბრაზებული ლევანის ასე ტყუილუბრალოდ რომ ეჩხუბა, მაგრამ ახლა პირველ რიგში ელესთან დალაპარაკება უნდოდა, ყველაფერი უნდა მიეხალა რასაც მასზე ფიქრობდა, სასწრაფოდ გამოვარდა ბარიდან ისე, რომ ირაკლის არ დალოდებია ელეს ნომერი აკრიფა და ლამის ყვირილით მოსთხოვა სასწრაფოდ შეხვედრა. .......... ელე ბართან ახლოს საკმაოდ მოგვიანებით გამოჩნდა , ამ დროს ნინა შედარებით დამშვიდებული იყო, მაგრამ მისი ირონიული სახე, რომ დაინახა ბრაზმა თავიდან მოიცვა. -რაო ნინაჩკა, ბრძანე რატომ მიხმე! ირონიული ტონით მიუგო. ნინამ ცოტა ხანი უყურა შემდეგ კი თვითონაც არ იცოდა რატომ ხმამაღალი სიცილი აუტყდა, ელე დაბნეული შეჰყურებდა ბოლოს გაბედა და კითხა: - შეიძლება გკითხო რა გაცინეებს? - სასაცილოა ეს ყველაფერი ჩემო ელე, ნამდვილი ღვთაებრივი კომედია? - აღარ იტყვი რა მოხდაა? - -ყველაფერი ვიცი ჩემო ელუს, რაც ხარ და ვინც ხარ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, მაგრამ იცოდე ნომერი არ გამოგივიდა ახლა ვიცი ლევანის არაფერი არ დაუშავებია, მართლა არ მეგონა ასეთი დონის თუ იყავი ელეს დაცეცხლა ირონიული ღიმილი მისი სახიდან გაქრა , სახეზე შიში გამოესახა. -საიდან გაიგე? ელე მიხვდა თამაშს აზრი არ ქონდა და პირდაპირ შეეკითხა. -მაგას მნიშვნელობა არა აქ ელუს, იცი მე მართლა არ მეგონა აქამდე თუ დაეშვებოდი. -ღირსი იყავით შენც და ლევანიც რა ეგონა მაგას გამომიყენებდა და ასე ნივთივით მომისროდაა? თან მითუმეტეს შენთან დაიჭირა საქმე, გამამწარა და მიიღო რაც დაიმსახურა, ორივემ პასუხი აგეთ! ამის გაგონებაზე ნინამ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გადაიხარხარა -ჩემო ელუს ერთი გამონათქვამი გამახსენდა ‘’ სხვას ტალახს ნუ ესვრი თორემ შეიძლება ააცილო შენ კი ხელი ტალახიანი დაგრჩებაო’’ შენც ასე დაგემართა შენი ტალახის გუნდა მიზანს ასცდა, მე და ლევანი შევრიგდებით შენს ჯიბრზე , შენ და შენმა ძვირფასმა დაქალებმა კი საბოლოოდ დაამტკიცეთ რეებიც ხართ, იციი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ძალიან მტკიოდა გული შენ გამო, გული მტკიოდა რომ აღარ გინდოდა ჩემთან მეგობრობა, ახლა კი გულის ტკივილი კი არა საერთოდ იმას ვნანობ შენი მეგობარი რომ ვიყავი, შენზე ვიყავი გაბრაზებული ჩემ მეგობრობაზე უარი, რომ თქვი ახლა კი მადლობა მინდა გადაგიხადო, ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტა ყველაზე კარგი საქციელია რაც კი ცხოვრებაში მიგიღია, მართლა ბედნიერი ვარ აღარ ხარ შენ ჩემთან ახლოს. -ყელში ამომიხვედი შენი უცნაურობებით და მაგიტო გავწყვიტე შენთან ურთიერთობა! გესლიანად მიუგო ელემ. -ჰაჰ ჩემო ელეონორა ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რატომაც გაწყვიტე ჩემთან ურთიერთობა და რატომაც აეკიდე კლასის მარგალიტებს , თუ ვერ ხვდები მე გეტყვი, ეს იმიტომ მოხდა, რომ მე არც ბოლო დონეზე ვიცვამდი არც პოპულარულობით ვსარგებლობდი, პოპულარული რო ვყოფილიყავი მაშინ ხომ კარგად აიტანდი ჩემს უცნაურობებს, მართლა მეცოდები იმიტომ რომ ტანსაცმლით და პოპურალობით საზღვრავ ადამიანებს, მე კი ახლა ძალიან ბედნიერი ვარ რადგან ირაკლისნაირი მეგობარი მყავს, წავედი ახლა ისედაც ზედმეტი დრო დავხარჯე შენზე ამის ღირსიც კი არ იყავი,მართლა საცოდავი ადამიანი ხარ, მე ახლა ლევანთან მივდივარ შენ კი შენს ძაან სვეცკ დაქალებს გადაეცი ტყუილად იწვალეს, კარგად საყვარელო! ნინამ ესღა უთხრა და იქაურობას გაეცალა ისე რომ უკან არ მოუხედავს ნირწამხდარი ელე ადგილიდან არ დაძრულა. ....... ნინამ ლევანის ტელეფონი ლამის ააფეთქა რეკვებით, მაგრამ არავინ არ იღებდა, მერე იკას დაურეკა: -იკა არ იღებს ძალიან ვნერვიულობ მითხარი სად შეიძლება იყოოს? -ზუსტად არ ვიცი ნიინ , მაგრამ არის ერთი ადგილი მაშინ მიდის ხოლმე იქ როცა არავის ნახვა არ უნდა, გამომიარე და მიგიყვან კაიი? დაახლოებით ორ საათში ირაკლი და ნინა თბილისისგან მოშორებით , ძალიან ლამაზ ადგილას მივიდნენ პატარა ტყე იყო , რომელიც მდინარესთან ახლოს მდებარეობდა. ნინა სასწრაფოდ გადმოვიდა ირგვლივ მიმოიხედა და ლევანს დაუწყო ძებნა. -იკუშ დარწმუნებული ხარ რომ აქ არიის? -არა ნიინ დარწმუნებული არ ვარ მაგრამ ვიცი ცუდათ როცა არის აქ მოდის ხოლმე! -ლევააან! იყვირა ნინამ. ამ დროს მდინარესთან მანქანას და რარაცა სილუეტს მოკრა თვალი, აღარ დააყოვნა მაშინვე იქითკენ გავარდა. ...... ლევანი მდინარის პირას იჯდა როდესაც ნაბიჯების ხმა გაიგონა, მოიხედა და არც მეტი არც ნაკლები თავისი საყვარელი მურთხი დაინახა და ფეხზე წამოდგა, ნინამ ცოტა ხანი უყურა შემდეგ კი საოცარი სისწრაფით მიირბინა მასთან და მთელი ძალით ჩაეხუტა. -როგორ შემაშინე არ ვიცოდი სად იყავი! ეხუტებოდა ლევანს და სახეზე კოცნიდა. -ანუ გაიგე რომ დამნაშავე არ ვარ? -კიი ლევან გავიგე ბოდიში კარგიი გული რომ გატკიდე და ტყუილუბრალოდ დაგადანაშაულე, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! ეუბნებოდა ნინა და ტან კოცნას განაგრძობდა, ამაში ლევანიც აყვა შემდეგ გული რომ იჯერა მისი კოცნით ნინას შეეკითხა. -იკას დახმარებით და გაგიკვირდება და ჯაბასაც მიუძღვის ლომის წილი! -ჯაბაას? ლევანს ამაზე მეტად თუ რამე გააკვირვებდა არ ეგონა. -ჰოო მერე მოგიყვები ყველაფერს ახლა კი წავიდეთ აქედან კარგიი? ლამაზი ადგილი კია, მაგრამ აქ ხომ არ აპირებ მთელი ცხოვრება დარჩენას?! ალერსიანად მიუგო ნინამ და კიდევ ერთხელ აკოცა თავის ძვირფას დამაქცევარს. -რატომაც არა წლების შემდეგ ცოლად , რომ მოგიყვან აქ დავსახლდეთ არ გინდაა? სიცილით უპასუხა ლევანმა და ნინა ხელში აიტაცა, ამას შორიდან ირაკლი უყურებდა და ეღიმებოდა. ეპილოგი -საყვარელო დღეს საღამოს რესტორანში მივდივართ ირაკლიმ და თამთამ დაგვპატიჟეს! უთხრა ლევანმა ცოლს და თავზე აკოცა. -კარგია ძალიან ისეთი რთული კვირა მქონდა, განვიტვირთები, შენ საქმეზე რა ხდება? -ყველაფერი კარგადაა მემგონი ამ საქმესაც მოვიგებ! -ვაა რა მაგარი მყავხარ! მიუგო ნინამ და მეუღლეს მოეხვია. ამ დროს სამზარეულოში 8 წლის ნიკუშა შემოვიდა და მშობლებისკენ გაემართა. -დეე იციი დღეს სკოლაში ათიანი მივიღე! თავისი დიდებული საქმის შესახებ მოახსენა დედიკოს. -ვაიმე შენ გენაცვალე ჩემი ჭკვიანი ბიჭი , ამიტომაც ამ საღამოს მე და მამიკო რესტორანში წაგიყვანთ , ირაკლი ნათლია, თამთა დეიდა და ნატუკაც იქ იქნებიან. ჰმმ მოდი უკეთესად ავხსნი სიტუაციას, ეს ცოლ-ქმარი ჩემო მეგობრებო ჩვენი ძვირფასი გმირები ლევანი და ნინა არიან , რომლებმაც უკან მოიტოვეს სკოლაც და უნივერსიტეტიც უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალე შეუღლდნენ და ახლა ოცდათერთმეტი წლის ასაკში ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ თავიანთ პატარა ნიკუშასთან ერთად. ლევანი წარმატებული ადვოკატი დადგა რომელიც თითქმის ყოველთვის იგებდა საქმეს, ნინა ერთ დროს უცნაური და ინერტული მოზარდი ახლა წარმატებული ბიზნეს ლედის სტატუსით სარგებლობდა საზოგადოებაში, მისი პატარა კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიები თბილისში საკმაოდ ბევრი იყო. ირაკლი საკმაოდ გვიან დაქორწინდა , ცოლად მისივე კოლეგა ფიქოლოგი ქალბატონი სახელად თამტა შეირთო, დიახ ქალბატონებო და ბატონებო ლევანის თქმისა არ იყოს ირაკლი მართლაც ფსიქოლოგი დადგა, ახლა იგი ხალხს გრძნობებში გარკვევაში კი არა საკმაოდ სერიოზულ ცხოვრებისეულ ტრავმებთან ბრძოლაში ეხმარებოდა და საკმაოდ წარმატებულადაც, ქალბატონმა მაიამ ნინას დედამ ქალიშვილის სტუდენტობის დროს როგორც იქნა მოახერხა სამსახურის შოვნა მდივნად მოეწყო ერთ ერთ ოფისში და საკმაოდ კმაყოფილიც იყო თუმცა ორი წლის წინ ნინას მშობლები სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ გადაწყვიტეს სიბერის გატარება,დროდადრო ჩამოდიან ხოლმე ქალიშვილის , სიძის, შვილიშვილისა და საბას სანახავად, ჰო მართლა საბა! ის ახლა ოცდაოთხი წლის ახლგაზრდაა რომელმაც უკან მოიტოვა ავადმყოფობები ახლა მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგოებში, ჯაბა ახლაც უცოლო დონ-ჟუანია რომელსაც არ ელევა ტრფობის ობიექტები. გამომრჩა ვინმეე? ჰოო მართლა კლასის ძერსკები! ესეიგი ჩემო კარგებო, ნანკა უნივერსიტეტში საერთოდ ვერ ჩაირიცხა სულ იჭრებოდა და ახლა ძიძად მუშაობს, ქეთამ კი ჩააბარა მაგრამ სამსახურის შოვნა ვერაფრით ვერ მოახერხა არის ახლა დროებით უმუშევარი მოქალაქე, თიკამ კი განიცადა, როდესაც სრულიად უმიზეზოდ ჯაბამ მასთან კავშირი გაწყვიტა, მაგრამ მალე ახალი რაინდი გაიცნო რომელთანაც ერთად ბანკეტიდან გაიქცა, უნივერსიტეტში ჩაირიცხა მაგრამ დიპლომის დაცვაც კი დაეზარა მუშაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ჰოოდა დაჯდა სახლში კრუხივით , ახლა ის არის ორი შვილის დედა ჭარბწონიანი დიასახლისი, რომელსაც უყვარს სერიალები და ოცდაოთხი საათი ჭორავს მეზობლებს. ელე იმ ინციდენტის შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა და ნინას მასზე არაფერი გაუგია ჩვენი აწ უკვე წარმატებული ქალბატონი არც დაინტერესებულა მისით, საერთოდ მისი არსებობაც კი აღარ ახსოვდა. საღამოს რესტორანში საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო გამოპრანჭული ნინა ირაკლის მიუახლოვდა და გადაკოცნა. -რას შვრები აბა ისმენთ ცოლ-ქმარი სხვის პრობლემებს? -არა მარტო ვისმენთ ვეხმარებით მათ მოგვარებაში! საუბარში ჩაერია თამთა და ნინა გადაკოცნა. -ნათლიაა! მხიარული შეძახილით გაემართა პატარა ნიკუშა ირაკლისკენ. -ვაა ნიკოლოზს გაუმარჯოს, როგორ ხარ ვაჟკაც! -სკოლაში ძალიან ყოჩაღობს შენი ნათლული! ახარა ლევანმა. შემდეგ დასხდნენ კითხულობდნენ ერთმანეთის ამბებს, იცინოდნენ, ამ დროს მათ მაგიდას მოუახლოვდა საკმაოდ მსუქანი , მოუვლელი , თმაშესაღები ოფიციანტი და დაბალი ხმით შეეკითხა: -რას ინებებთ? ნინას თითქოს ხმა ეცნო, მაგრამ ვერ გაეგო საიდან. ოფიციანტმა შეკვეთა მიიღო და მალევე ყველაფერი მოიტანა. ნინას მალევე დაავიწყდა ეს ხმაც და მისი პატრონიც, დელიკატესი მიირთვა შემდეგ კი თამთას გაუბა ლაპარაკი რაღაცაზე. ოფიციანტი კი შორიდან სევდიანად შეჰყურებდა ნინას, ერთ დროს უცნაურობის და ინერტულობის გამო დაწუნებულ და უარყოფილ მეგობარს, რომელიც წლებმა არა უარესობისკენ არამედ უკეთესობისკენ შეცვალეს, უყურებდა მას ახლა უკვე საოცრად გალამაზებულს, დახვეწილს , წარმატებულს და რაც ყველაზე მთავარია ბედნიერს, უყურებდა და გულში ჩხვლეტას გრძნობდა სწორედ ისეთს როგორიც ერთ დროს ნინამ იგრძნო კლასში სხვებთან ერთად მანაც , რომ დასცინა. რას ვიზამთ მეგობრებო ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის ზოგი ჩადის. p.s მართლა ძალიან დიდი ბოდიში ასე რომ დავაგვიანე , იმედია მოგეწონებათ და კომენტარებს არ დაიშურებთ, წინაზე ამ მხრივ ცოტა გული დამწყვიტეთ, აბა თქვენ იცით ისიამოვნეეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.