სტოქჰოლმის სინდრომი (ნაწილი 9)
ნინასა და ლევანის წყვილის გარშემო სკოლაში საკმაოდ ბევრი აჭორავდა, ძირითადად ლევანის თაყვანისმცემელი გოგოები ატლიკინებდნენ ენას, მის არჩევანს არ იწონებდნენ, ნინას ზურგს უკან მიწასთან ასწორებდნენ და ერთი სული ქონდათ მათი თაყვანისცემის ობიექტი მისთვის შეუფერებელ გოგოს როდის დაშორდებოდა. ელე ხმას არ იღებდა, ჩუმად სკდებოდა გულზე, განსაკუთრებით მაშინ ახრჩობდა ბოღმა, მათ რომ ხედავდა ერთად, ვერ იტანდა მათ ბედნიერებას, განსაკუთრებით იმის გახსენება აგიჟებდა, რომ ლევანმა ნინა ამჯობინა, თავხედურად ჯერ ის დაპატიჟა და კომპლიმენტებით გააბრუა შემდეგ კი მისკენ აღარც გამოუხედავს, ელე ჯერ კიდევ ნინასთან მეგობრობისას ხვდებოდა, ის ყველასგან განსხვავებული იყო, მისი ინერტულობის და უცნაურობის მიღმა საოცარი შარმი იმალებოდა და ეს შარმი მისი განსაკუთრებული შინაგანი სამყაროსგან მოდიოდა, ხვდებოდა და ნელ-ნელა შურიც შეეპარა, ახლა კი ლევანის წყალობით შური კიდევ უფრო გაძლიერდა, ელეს შურისძიების წყურვილი კლავდა შესაფერის დროს ელოდა, რომ ნინა და ლევანი დაეშორებინა და მათი გამაღიზიანებლად ბედნიერი, სახეები აღარ ენახა. ........ ირაკლი და ლევანი ძალიან გახარებულები იყვნენ მათი სკოლის ფეხბურთის გუნდმა სადაც თვითონაც თამაშობდნენ იმ სეზონის ბოლო თამაში მოიგო და ჩემპიონის წოდებაც დაიმსახურა ისინი ამ ამბის აღნიშვნას საღამოს ბარში აპირებდნენ. ლევანს დიდათ არ უნდოდა იქ წასვლა, საღამოს ნინასთან ერთად გატარებას არაფერი ერჩია მაგრამ რათქმაუნდა თანაგუნდელებს და ძმაკაცებს ვერ გაუტეხა. საკმაოდ დიდი ბარი იყო თანაგუნდელებმა კარგად მოილხინეს ბევრი დალიეს და მხიარულობდნენ, ამ დროს საიდანღაც ვიღაც საშუალო სიმაღლის ბიჭი გამოჩნდა და იკითხა. -უკაცრავად ირაკლი თქვენგან რომელიაა? ირაკლიმ გაკვირვებულმა მიიხედა. -მე ვარ რა ხდებაა? -გარეთ ვიღაც ბიჭები არიან თქვენ გკითხულობენ მარტო გამოვიდესო! -აუ ჩემი ვინ უნდა იყოს ?! გაუკვირდა ირაკლის. -ბიჭო გამოგყვები მეც! -არა ბიჭო წავალ მარტო რადგან ასე თქვეს არავისი არ მეშინია, დამშვიდდი, მაჩვენე აბა ის ადგილი სადაც არიან! ირაკლი წამოდგა და ბიჭს გაყვა. ლევანმა ცოტა ხანი იცადა შემდეგ წამოდგა და ირაკლის მოსაძებნად გაეშურა თან ძალიან ნერვიულობდა, უცებ საიდანღაც ელე გამოჩნდა ხელშ რარაც სასმელი ეჭირა. -ვაა ლევაან, აქ საიდან ეეე? ლევანს დიდათ არ სიამოვნებდა ელესთან ლაპარაკი, მაგრამ ზრდილობის გამო მაინც გაუღიმა: -ჰოო რავი ელე ჩვენმა გუნდმა მოიგო და ირაკლის მოსაძებნათ მივდივარ ეხლა ბოდიში. -ირაკლიი წეღან დავინახე ვიღაც ბიჭებთან ერთად იდგა, იცინოდნენ მეგობრულად ლაპარაკობდნენ! ლევანს გაუკვირდა. -უცნაურია! -ლევ აი ამ სასმლით მოგილოცავ პირადად შენ გამარჯვებას! თქვა ელემ და სასმელი მიაწოდა. -არა ელე მადლობა წავალ ირაკლის მოვძებნი! -აუ ერთი ყლუპი რა მოგივაა, გულწრფელად მინდა მოგილოცო! ლევანიმ ხათრი ვეღარ გაუტეხა უხალისოდ გამოართვა და ერთი ყლუპი მოსვა. უცებ თვითონაც ვერ გაეგო რა ხდებოდა ირგვლივ თითქოს ყველაფერი დატრიალდაო, თავბრუ დაეხვა რაღაც საოცარი სიმხურვალე იგრძნო შიგნიდან ვეღარ აზროვნებდა, მუხლები მოეკვეთა და იქვე მდგარ სკამზე დაესვენა. ელემ ამით ისარგებლა მაშინვე კალთაში ჩაუჯდა და კოცნა დაუწყო ამ დროს საიდანღაც თიკა გამოჩნდა ხელშ ტელეფონი ეჭირა და სურათებს უღებდა , ელე განაგრძობდა თავის საქმეს გონდაკარგულ ლევანს მთელი ძალით ეხუტებოდა და კოცნიდა, მერე წამოდგა და სიცილით თიკას მიუგო: -საქმე გაკეთებულია ვნახოთ ჩვენს ნინაჩკას ამ სურათების ნახვის შემდეგაც თუ ექნება ბედნიერი სიფათი. ........ -ეე ბიჭო რა დაგემართაა? ლევანიმ უცებ ირაკლის ხმა გაიგო და გამოფხიზლდა. -რა მოხდა? ეს მე გეკითხები რა მოხდაა? რო შემოვედი ბარის შემოსასვლელში სკამზე იჯექი რარაც საშინელი სახე გქონდა გული გამისკდა მეთქი ჰო არ კვდება მეთქი! -აუ ბიჭო არაფერი არ მახსოვს შენს მოსაძებნად გამოვედი და ამ დროს ელე შემოვიდა, ირაკლი ვიღაც ბიჭებთან ერთად არის და მეგობრულად ლაპარაკობენო, მერე რარაცა სასმელი დამალევინა მაგის მერე აღარაფერი აღარ მახსოვს! -რაა ჰო არ გაუბერა მაგან, რა დაინახა არავინ არ იყო ბიჭო გარეთ რა მოელანდა! -მოიცა რას ქვია არავინ არ იყო? -ძმობას გეფიცები გარეთ არავინ არ დამხვდა რა ბიჭები რის ბიჭები, მოიცა იმის შემდეგ რაც ელემ სასმელი დაგალევინა აღარაფერი აღარ გახსოოვს? -არა ბიჭო გეფიცები თითქოს გავითიშე! -უცნაურია ეს ამბავი, რაღაც არ მომწონს. ....... მეორე დღეს ნინას გადასარევ განწყობაზე გაეღვიძა ერთი სული ქონდა ლევანი ენახა, ერთი დღე იყო რაც არ უნახია და უკვე ენატრებოდა, სასწრაფოდ ადგა, ჩაიცვა, ისაუზმა და ლევანს დაურეკა , კვდებოდა ისე უნდოდა მისი ხმის გაგება, ტელეფონი გამორთული ქონდა. ნინას ერთდროულად გაუკვირდა და შეეშინდა, ცოტა ხანში ტელეფონით შეტყობინება მოუვიდა ნინას გაუხარდა ეგონა ლევანი იყო, შეტყობინება რომ ნახა იქვე ჩაიკეცა, მთელი მისი სამყარო წამში დაინგრა, გული მოუკვდა, სული საშინლად ასტკივდა ეს იყო სურათები სადაც ლევანი ელეს ეფერებოდა, ელე მის კალთაში იჯდა და ეხვეოდა, ნინას მაშინვე ყველაფერი შეზიზღდა, იმ წამს ლევანი რომ დაენახა ალბათ იქვე მოკლავდა არ შეარჩენდა ამ ტკივილს. -შვილო რა მოგივიდა რატო ტირიხაარ? ნინამ ხელი მოისვა სახეზე ცრემლით ქონდა სავსე. -დედა მიშველე მოვკვდიი! ამოიბღავლა და დედას ჩაეხუტა. ქალბატონი მაია პანიკამ მოიცვა, შვილი ასეთ მდგომარეობაში ჯერ არასდროს ენახა, ნინა საერთოდ ძალიან თავშეკავებული იყო რაც არ უნდა ცუდათ ყოფილიყო დედამისს თავს არ მოახვევდა, მაგრამ ახლა ისე იყო განადგურებული ვინმესთვის რომ არ ეთქვა ალბთ ვერ გაუძებდა და მოკვდებოდა. -დამშვიდდი შვილო ჩემო ლამაზო ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, წამო ეხლა შენს ოთახში ავიდეთ მერე მომიყევი რა მოხდა კარგიი? ქალბატონმა მაიამ ხელი მოკიდა , ტირილით დაღლილ ნინას და ლამის ძალით აიყვანა თავის ოთახში. ........ ლევანი მთელი დღე უშედეგოდ ცდილობდა ნინასთან დაკავშირებას ტელეფონი გამორთული ქონდა, უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო რა აღარ იფიქრა მერე გადაწყვიტა სახლში მისულიყო და გაერკვია რა ხდებოდა ვერ მოისვენებდა სანამ არ გაიგებდა. ნინას სახლის კარებზე დააკაკუნა და გულის ფანცქალით ელოდებოდა. კარი ქალბატონმა მაიამ გააღო, ლევანი რომ დაინახა მაშინვე სახეზე მრისხანება გამოესახა. -ნინა სახლში არ არის ლევან! მიაძახა ეგრევე გამარჯობაც კი არ უთქვამს. -ქალბატონო ხომ არ იცით სად არის მთელი დღეა ვურეკავ! -სადღაც გავიდა არ დაუბარებია! ლევანს ეჭვი შეეპარა ქალბატონი მაიას სიტყვებში, მაგრამ არ შეიმჩნია და მხოლოდ ეს უთხრა: -კარგით რომ მოვა უთხარით დამირეკოს. -გადავცემ! მიახალა ქალბატონმა მაიამ და კარი მიაჯახუნა. ლევანს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა ვერ გაეგო რა ხდებოდა რაღაც საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა, ‘’არა ნამდვილად რაღაც ხდება’’ გაიფიქრა შეძრწუნებულმა და გზას გაუყვა. ....... მომდევნო ორი დღე ნინა სკოლაში არ გამოჩენილა , ლევანი უკვე ჭკუიდან იშლებოდა, ცალკე ირაკლი ნერვიულობდა , ურეკავდა ნინას მაგრამ ის არც ერთს არ პასუხობდა. -ბიჭო რა დაემართა გავაფრენ ეხლა. ლევანი ისე იყო გამწარებული და გაგიჟებული ირაკლი ვერ ცნობდა ასეთ დღეში არასდროს არ ენახა თავისი ძაკაცი. -კაი ბიჭო დაწყნარდი რა უნდა მოსვლოდა მოვა როცა იქნება სკოლაშ და ნახავ! ამშვიდებდა ირაკლი მაგრამ თვითონაც ვერ გაეგო რა ხდებოდა. ........ ორი დღის შემდეგ ნინამ როგორც იქნა ტელეფონი ჩართო, მილიონი ზარი იყო შემოსული ცალკე ლევანისგან ცალკე ირაკლისგან, ნინას მწარედ გაეცინა. ‘’ვაა როგორ გარჯილა ვაჟბატონი’’ ცოტა ხანიც არ იყო რაც ჩართო ტელეფონი რომ ლევანმა ისევ დაურეკა, ნინამ იფიქრა რომ საკმარისი იყო დამალობანას ტამაში და უპასუხა. -გოგო ძლიივს სად ხარ დაკარგული, ლამის გავგიჟდი ეს დღეები! გაისმა ლევანის ხმა. -რა გინდა! მკაცრად უპასუხა ნინამ -რა უნდა მინდოდეს გოგო ეს დღები რა არ ვიფიქრე, მოვკვდით ნერვიულობით ცალკე მე გავგიჟდი ცალკე ირაკლი! -მერე მისულიყავი ელესთან და თავისი მოფერებით დაგამშვიდებდა! გესლიანად უთხრა ნინამ. ლევანი დაიბნა ვერ მიხვდა ნინა რას გულისხმობდა. -ვერ მივხვდი რას ამბობ ამიხსენი გთხოოვ? -კიბატონო ჩემს სახლთან გამოდი ცოტა ხანში და გაჩვენებ რასაც ვგულისხმობ! უთხრა ნინამ და გაუთიშა. .......... ლევანი გულგახეთქილი გავარდა ნინას სანახავად , ნინა სახლის წინ იდგა , რომ დაინახა გულშ რარაც ჩასწყდა ისევ უყვარდა მიუხედავად იმისა რომ მან ასე გაიმეტა, ლევანი მივარდა მასთან და გულში ჩაიკრა მთელი ძალით. -შე სულელო მურთხო როგორ გამიხეთქე გული რომ იცოდე! ეხუტებოდა ნინას და თავზე კოცნიდა. -მომშორდი! დაუყვირა ნინამ და სასწრაფოდ გათავისუფლდა მისგან. -ნინა ამიხსენი რა დაგემართა რატო მტანჯავ! -აი ეს დამემართა , ნინამ მობილური ამოიღო და ლევანს პოტოები აუფრიალა. ის აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა და საიდან გაჩნდა ეს წყეული სურათები შემდეგ ყველაფერს მიხვდა. -ნიინ მისმინე აქ რაღაც გაუგბრობაა, გეფიცები მე მაგ გოგოს არც მივკარებივარ, არ მაინტერესებს ეგ ვაბშე საერთოდ შენს გარდა სხვა გოგო არ არსებობს. -ეს დაფოტოშოპებულია თუ თავისით გაჩნდა? -ნინა მისმინე იმ საღამოს ელემ რაღაცა გააჩალიჩა ეხლაღა მივხვდი, შენს თავს ვფიცავარ მე არაფერ შუაში ვარ, არ მივკარებივარ მაგ გოგოს საერთოდ გეფიცები ნიინ შენ გარდა ჩემთვის არც ელე არც სხვა გოგო არ არსებობს, შენ მიყვარხარ, სიცოცხლეს მირჩევნიხარ, საკუთარ თავზე მეტადაც მიყვარხარ, გეფიცები შენ გარდა სხვა არავინ მინდა, ერთადერთი გოგო ხარ ჩემთვის. -ტყუილები კარგად გამოგდის ლევან, შენგან კარგი მსახიობი დადგებოდა, მაგრამ არ მჯერა სამწუხაროდ, კარგად იყავი! მიახალა ნინამ და უკან შებრუნდა . -ნინააა! დაუყვირა ლევანმა მაგრამ მას უკან არ გამოუხედავს, ლევანმა ხმამაღლა შეიგინა ასეთი სასოწარკვეთილი არასდროს არ ყოფილა. .......... -რა ფოტოები ბიჭო! გაუკვირდა ირაკლის როდესაც ლევანმა ყველაფერი მოიყვა. -არ ვიცი ბიჭო, იმ ფოტოებზე მე და ელე ერთად ვართ და მკოცნის, მაგრამ გეფიცები არ ვიცი ეს როგორ მოხდა, იმ დღეს შენც ჰო შეამჩნიე რო ჩემ ჭკვაზე არ ვიყავი, გეფიცები ის რაღაც სასმელი რო დავლიე თითქოს გონება დავკარგე, შენ სანამ არ მოხვედი მანამ ვერ გამოვფხიზლდი. -ბიჭო ვერ აუხსენი მერე ეგ ნინაას? -არაფრის გაგონება არ უნდა იკუშ არ ვიცი რა ვქნა. -ეგ ელე არასდროს არ მომწონდა, მაგრამ ასეთი დაბალი დონის თუ იყო ნაღდათ ვერ წარმოვიდგენდი, სპეციალურად გააკეთეს ხვდებიი? დარწმუნებული ვარ მეც სპეციალურად გამიყვანეს, იცოდნენ მე რო ვყოფილიყავი იქ ნომერი ვერ გამოუვიდოდათ, მერე რაღაცა ჩაგიყარეს, და ალბათ ის სურათები ვინმე სხვამ გადაიღო სანამ კალთაში გეჯდა ეგ გველი! -მე მაგისი, დავახრჩობ გეფიცები! -არა ლევან შენ დამშვიდდი მე მომანდე ეგ საქმე , მაგ პატრა გველსაც მოვსვავ ადგილზე და ნინასაც დავარწმუნებ შენს სიმართლეში. -არა იკუშ ნინა დავკარგე მორჩა დღეს ისეთი განადგურებული დამხვდა მივხვდი აღარ დამიბრუნდება! სასოწარკეთილად ჩაილაპარაკა ლევანმა. -ბიჭო მორჩი მაგ დრამებს, ნუ ჩამოგტირის სახე რაა, მომანდე ეგ საქმე მეთქი, ძმობას ვფიცავარ ნინასაც დაგიბრუნებ და მაგ ელეს გეფიცები გაჩენის დღეს ვაწყევლინებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.