შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 7)


19-08-2016, 00:19
ავტორი სატი
ნანახია 2 236

ერეკლემ ნია დააძინა. თვითონ დივანზე 1-2 საათით ჩაეძინა და 8საათზე გაეღვიძა. ნიაკოს აჭამა, აბანავა და მანეჟში ჩასვა. 9ის ნახევრისთვის ანკას ოთახში შევიდა. ოდნავ შეაჯანჯღარა და ხმადაბლა დაუძახა.
-ანკა? ანკა სამსახურში დაგაგვიანდება. ანკა
-დ... ხო არა, მეზარება-ანკამ ნამძინარევი ხმით უთხრა
-ანკა მეორე დღესვე არ მისვლა? მალე სანამ წყალი გადამისხამს.
-ოოო.
-მომაქვს
-კაი,კაი ნია სადაა
-მანეჟში ადე მე გაგიყვან
-არა. მე უნდა ვიბანავო და მაკას დავურეკო
-ლიკასთან გამყავს.
-ერეკლე ისევ ცდილობ რომ დამიახლოვდე
-ანკა, ანუშკები... პატარა მე ნიას გამო გავაკეთე ეს არ მინდოდა ალკოჰოლის სუნიან დედიკოსთვის ეყურებინა მთელი ღამე. თორე რაც დაგპირდი ის ასრულდება.
ერეკლე ოთახიდან გავიდა. ანკა ადგა მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა.
-ნია დე როგორ ხარ?-ანკამ ნია ხელში აიყვანა
-კაი გავედით
ერთი სული ჰქონდა ანკას როდის მიაღწევდა სამსახურში, რაც უფრო დიდხანს იმყოფებოდა ერეკლესთან ერთად მით უფრო ბევრს ფიქრობდა მასზე როგორც შეყვარებულზე და მასთან წესიერად საუბარი სურდა. აღარ იცოდა რა აკავებდა მას, სანდროს ეჩხუბა მაგრამ მაინც... რაღაც ნაწილი ეუბნებოდა რომ ის სახიფათოა. თითქოს გზაზე მიდიოდა, ის ორად გაიყო, მარცხნივ და მარჯვნივ. მარცხენა გზა გრძელი და ბნელი იყო, მარჯვენა კი მოკლე და ნათელი. ანკა თითქოს შეუგნებლად მარცხენა გზაზე მიდიოდა და უკნიდან გიორგის ხმა ესმოდა რომ გაჩერებულიყო,მაგრამ ამაოდ.ანკა ზედმეტად შორს იყო წასული. ამდენ ფიქრში სამსახურშიც მივიდა. მთელი სისწრაფით ავიდა კაბინეტში, შეაღო კარი და სავარძელში ჩაეშვა. სიგარეტის ამოღება უნდოდა მაგრამ არ ჰქონდა, აჩი ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა.
-აჩი, მომე რა
-რა გჭირს
აჩიმ ერთი ღერი მიცა,ანკამ მალე მოუკიდა და როცა მოწია შვებით ამოისუნთქა.
-დამღალა(ანკა)
-ერეკლემ(აჩი)
-აღარ შემილია(ანკა)
-მასთან ყოფნა(აჩი)
-თითქოს წყვდიადში მიმათრევს და არც ვეწინააღმდეგები
-და არც ეთანხმები
-საიდან მიხვდი
-სახეზე გაწერია ანკა და კიდე 1წელი ფსიქოლოგის ასისტენტი ვიყავი
-და რას მირჩევ
-არ ვიცი, მერე რო აგრძელებდა ლაპარაკს რჩევას აძლევდა მაგ დროს მოწყენილობისგან მეძინებოდა-აჩის გაეცინა
-ყველა ჩემ მეგობარს კიდია.
-მაშინ მეგობრები არ ყოფილან
-აჩი!-ანკამ დაუღრინა
-სუფთა მაშა ხარ.
-აჩიკო რაღაცას გესვრი
აჩი კართან იდგა, ანკამ ბალიში აიღო აჩია ესროლა, მაგრამ ის ჩაიკუზა, კარი გაიღო და ბალიში დადას მოხვდა.
-შენც დილამშვიდობის-გაოცებულმა შეხედა ანკას
-აუ მაპატიე აჩის ვესვროდი
-სამსახურში ბალიშებით თამაში აკრძალულია-დადამ სცადა სერიოზული სახით ეთქვა რადგან სიცილით კვდებოდა-ანკა ორი წუთით ჩემ კაბინეტში.
-რამე მოხდა?
-არა. გელოდები. აჩი შენც
დადა გავიდა.
-რამე ხდება? მეშინია
-არა დაიკიდე. პროსტა ყველაფერზე თავი დაუქნიე და თუ რამეა ბოდიში მოიხადე
-კაი
ანკა და აჩი გავიდნენ დადას კაბინეტში. იქ ერეკლე იჯდა.
-დაჯექით
ორივე დაჯდნენ.
-რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა მქონოდა საფრანგეთში მაგრამ კომპანიას ვერ დავტოვებ ამიტომ თქვენ უნდა წახვიდეთ, თარჯიმნები თქვენ ორის გარდა არავინ მყავს. ერეკლე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
-დადა, მე ნია მყავს. ვერ დავტოვებ.
-ნიას ყავს ნათლიები (ივა და ნათია იგულისხმა), ბებია და მაკა. ამიტომ არაფერი დააკლდება.
-დადა, ისედაც ბევრჯერ მოვიქეცი ესე ბოდიში.
-ანკა, მოდი დაფიქრდი და მერე თქვი პასუხი-აჩიმ გაბრაზებული სახით გადახედა
-რა დავფქირდე ვერ წამოვალ
-ნია წამოიყვანე
-2საათი ვერ იფრენს
-ანკა მოიფიქრებ-ერეკლემ კბილებში გამოსცრა და ისეთი სახით შეხედა ანკა რომ ყველამ ხმა გაკმინდა.
***
საღამოს ანკა სახლში დაბრუნდა. ლიკა გამოყვა ნიაკოსთან ერთად. სამზარეულოში იჯდნენ ნია მანეჟში ეჯდათ.
-წაიყვანე ნიაკო, რა მოხდება 2დღე?
-კაი პირველი ფრენა გადაიტანა დაუშვათ და უკან დაბრუნებისას უფრო დიდიხანი უნდა
-დააძინებ
-არ ვიცი ჯერ ძაან პატარაა. არა არ შემილია
-ანკა, შეგილია. თან ნიაკო ნელ-ნელა იზრდება და უფრო ბევრი რამ დაგჭირდება მისთვის. ფულიც უფრო ბევრი. წადი.
ამ დროს სანდრო, ივა და ნათია მოვდნენ.
-მოდი ჩემთან ნათლიას სიცოცხლე(ნათიამ ხელში აიტაცა ნიაკო)
სანდრო ანკას მივარდა და ჩაეხუტა.
-შე დებილო სად იყავი გუშინ რამდენი ხანი გეძებეთ სახლში არ დაგვხვდი
-კარგად ვარ სანდრო.
-მეორეჯერ იზამ ეგრე და არ გაცოცხლებ
-კაი სანდრო ნუ გამჭყლიტავ
-პრივეტ ლიკუშ.
ნათიას არ მოეწონა ივას ესეთი მისალმება ლიკასთან რადგან ამ ბოლო დროს ივა მის მიმართ ცივად იქცეოდა. ნათიამ ადრეც იცოდა რომ ივას ევასებოდა უბრალოდ მას სხვა უყვარდა. ნათიას მაინც ევასებოდა როცა ივა კუდში დასდევდა. ყველა დაჯდა. ნიაკო დიდი ყურადღებით სარგებლობდა.
-აბა რაზე ლაპარაკობთ?-სანდრომ სიგარეტი ამოიღო და სერიოზული სახით გადახედა ლიკას და ანკას
-მივლინებაში მივდივარ საფრანგეთში, ნიას ვერ ვტოვებ ვერც მიმყავს
-მე და სანდრო მივხედავთ(ივა)
-მე სად დამტოვე-ნათია გაბრაზდა
-ხო და ეს.
-ივა რანაირად ლაპარაკობ რა მოხდა-ლიკას გაუკვირდა მისი ასეთი მოქცევა
-უბრალოდ. დამავიწყდა ბოდიში ნათია
ნათია ცოტაც და აფეთქდებოდა ადრე სულ სხვანაირად ელაპარაკებოდა ივა, ახლა ისე საუბრობდნენ თითქოს თანამშრომლები არიან რომლებიც ერთმანეთს გამარჯობასაც კი ძლივსძლივობით ეუბნებიან.
-ანკა, წადი. მივხედავ ბავშვებს-სანდრომ ნიას გარდა ივა და ნათია იგულისხმა
ამაზე ლიკას და ანკას გაეცინათ.
-სანდრექს როგორ განდო 3ბავშვი
-მაკაც დაგვეხმარება
-მაკას ზედმეტად ბევრი რამ ვთხოვე
-არაუშავს. ანკა ვიცი რომ ერეკლე მოდის და პირველად გეუბნები რომ უნდა წახვიდე ეს ნიშნავს რომ უნდა წახვიდე. ნიას ეს ჭირდება, შენც გჭირდება, ფული. არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან. ყველას მეორე დღესვე მივლინებაში არ უშვებენ.
-არ ვიცი.
-იცი, მიდიხარ(სანდრომ იმხელაზე თქვა რომ ნიას გული გაუსკდა და დაიკივლა)
-მაპატიე, ნიაკო-სანდრომ ნია გამოართვა ნათიას და აკოცა.
-კაი. დავურეკავ აჩის.
ანკა სამზარეულოდან გავიდა და აჩის დაურეკა, მაგრამ გათიშული ჰქონდა. მოუწია ერეკლესთვის დარეკვა რადგან ხვალ შაბათ-კვირა იყო და სამსახურში ვერცერთს ნახავდა.
-ალო?
-ერეკლე, ანკა ვარ მოვდივარ საფრანგეთში.
-კაი
ანკამ გათიშა და მაშინვე დაბრუნდა სამზარეულოში
-აჩის გათიშული აქვს ხვალ დავურეკავ
-კაი.
***
მეორე დღეს ანკა 6საათზე ადგა. აჩიმ გამოუარა, ნიას ეძინა ამიტომ ვერც გაიგო როგორ წავიდა დედიკო. ქვემოთ ჩავიდა მანქანაში საჭესთან აჩის მაგივრად ერეკლე იჯდა და აჩი გაბრაზებული სახით უკან იჯდა. ანკამ სიგარეტი აიღო და გაიფიქრა რომ ეს 2დღე მისთვის კოშმარი იქნებოდა. ერეკლემ ანიშნა წინ დაჯექიო. ანკა ასეც მოიქცა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია ერეკლეს მხოლოდ აჩი და ანკა ლაპარაკობდნენ.
-რაო ნიაკომ
-რავი ეძინა ამიტომ არც იცის რომ წავედი. რას შვებით შენ და სალი
-აუ რავი, დიდად არ წყენია ჩემი წასვლა როცა ვუთხარი საჩუქარს ჩამოგიტან თქო. ბო*****ლი ვიყო თუ რამე ჩამოვუტანო.
-რატო
-იმიტო.საჭიროა
-აჩი ლექსიკა!-ერეკლემ სარკიდან მკვლელი თვალებით გახედა აჩის
-ხო, პარდონ ჩემ მანქანაში რო ვიგინები. ანკა შენ ხო არ გეწყინა?
-არა. ერეკლე დაანებე თავი
-როგორც გენებოთ. სულ არ ვერევი
-ანკა, შენ რამე ჩაგაქ ნიაკოსთვის?
-ხო რამე სათამაშოს ვუყიდი ალბათ.
-კითხე მეტრეველს რაც უნდა გეკითხა?
-არა. სულ გადამავიწყდა. მერე ვკითხავ რო ჩამოვალთ
-რა უნდა კითხო-დაინტერესდა ერეკლე
-აააა...-ანკა დაიბნა
-ამინდის პროგნოზი უნდა ეკითხა საფრანგეთში ეციება თუ სიცხე იქნება.
-დავიჯერე. ანკანანკა მე და შენ კიდე ვილაპარაკებთ-ერეკლემ ირონიული ღიმილით გადახედა ანკას, მაგრამ თითქოს ანკამ ვერც გაიგოო და სულ ფანჯარაში იყურებოდა.
-რამე გაწყენინე ტო სუ რო ფანჯარას მიჩერებიხარ?
-არა უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება გარეთ
ერეკლემ მოულოდნელად გააჩერა მანქანა და უკან გადაჯდა, აჩი ადგა და ისევ რულთან დაჯდა.
-რას აკეთებ
-ანკა ფანჯარაში იყურე
-აჩი მანქანა გააჩერე მე ამასთან ერთად არსადაც არ წავალ.
აჩიმ მანქანა გააჩერა.
-რას აკეთებ აჩი ვერახარ?-ერეკლემ ბოლო ხმაზე დაიღრიალა
-დიდი გოგოა თუ არ უნდა ვერ წავათრევ ძალით. ანკა ტაქსს გააჩერებ?
-კი
ანკა გადმოვიდა მანქნიდან, საბარგულს მიუახლოვდა როცა ერეკლემ ხელი ჩაავლო და მანქანაში უკან შეაგდო, კარი დაკეტა და აჩის ჩააკეტინა. ცალი ხელით ანკა ეჭირა.
-ცხოველი ხო არ ხარ?!! გამიშვი!
-ანკა გონზე მოდი, ისტერიკებს ნუ აწყობ
-მეზიზღები
-არ მჯერა
ანკას ხმა აღარ ამოუღია ორივე გასუსულები იჯდნენ. როგორც იქნა მიაღწიეს აეროპორტამდე, თვითმფრინავში ანკას და ერეკლეს ერთად მოუწიათ ჯდომა. აჩიმ ჩააწყო. ფრენის დროს ანკას ჩამოეძინა ერეკლეს მხარზე. ერეკლემ პლედი დააფარა და თვითონ მუსიკების მოსმენა დაიწყო ყურსასმენებში.ჩასვლისთანავე ანკა სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა. ბარგი დადო იატაკზე და სანდროს დაურეკა.
-ალო?
-გამარჯობა მზეთუნახავო. ისვენებ?
-არა ერეკლე მიშლის ნერვებს
-პატარა, ესეთი შეგრძნება მაქვს რომ ვიღაცას ერეკლე შეუყვარდაა
-სანდრო! გირჩევნია მითხრა ნიაკო როგორ არის
-კარგად არის კარგად. დაისვენე რა. დამპირდი რომ ეხლა დაიძინებ
-თვითმფრინავში მეძინა
-მაინც დაისვენე.
-კაი. მიყვარხარ სანდრეექს
-მიდი ეხა პატარა პათხალიმი-სანდრომ გათიშა
***
ანკა ნომრიდან არ გასულა, აჩისთან იჯდა და ლაპარაკობდა. შეხვედრაზე ერეკლე სულ ფანჯარაში იყურებოდა სანამ აჩი და ანკა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და უთარგმინდნენ ერეკლეს ყველაფერს. ანკასაც არცერთხელ არ შეუხედავს ერეკლესათვის. ორივეს ერთი სული ჰქონდათ როდის დამთავრდებოდა შეხვედრა, როგორც კი დამთავრდა გაგიჟებულები კარებს ეცნენ, ანკა ერეკლეს შეეჯახა და დაეცა. ერეკლემ ააყენა და გავიდა ოთახიდან. ანკას ხელი გაეჭრა მხოლოდ მაშინ შეამჩნია როდესაც ოთახში საწოლზე დასხმულ სისხლი შეამჩნია. მიმღებთან ჩავიდა და ბინტი თხოვა, ზევით აიტანა და აჩის დაურეკა. გათიშული ჰქონდა და მის ოთახში გავიდა. ერეკლე საწოლზე იყო წამოწოლილი.
-აჩი დახმარება მჭირდება და ტელეფონი სულ გამორთული გაქვს.
-რა არი
-ხელი გამეჭრა, ცუდად და ვერ ვიხვევ მეთვითონ.
ერეკლემ ერთი გახედა, ადგა ბინტი აიღო, ანკას ხელი ჩაავლო და მის ოთახში გაიყვანა. საწოლზე დასვა და ჭრილობის დამუშავება დაუწყო.
-გკიტვა?-ერეკლემ თავის აწევის გარეშე ჰკითხა
-არა.
-ნუ მესწერვები.
-ცივი ადამიანი ხარ
-არც შენ ხარ ემოციურობით გამორჩეული.
-ეე, ფრთხილად ცხოველო
-არაა მტკივნეული რა გაყვირებს
-აღარ მინდა
-შენ ვინ გეკითხება?
-ერეკლე მტკენ
-არ გაინძრე და არ გეტკინება. დღეს სასეირნოდ გავდივართ.არ მახსოვს ბოლოს როდის დაგინახე გარეთ.
-შენ რა მითვალთვალებ?
-არა.
-კარგი წამოვალ.
-და კიდე ერთხელ შენ ვინ გეკითხება?
-რატომ გახდი ესეთი უხეში
ერეკლემ ერთი ახედა მკვლელი თვალებით და ისევ ხელს მიუბრუნდა.
-ერეკლე, ნუ მექცევი ესე მგონია ადამიანი მოვკალი. 2დღეში არავის არავინ არ უყვარდება. მაშინ დიდიხანი არ მიცნობდი.
-ანკა არ მიცნობ და გაჩუმდი.
ერეკლე ოთახში გავიდა და თხუთმეტ წუთში ორივე სასეირნოდ წავიდა. ყველაფერი ანახა ერეკლემ ანკას ქალაქში მაგრამ ლაპარაკით არცერთს ბევრი არ ულაპარაკია. ეიფელის კოშკთან მივიდნენ ბოლოში.
-კარგი ეხლა წავედით ნიაკოს უნდა დავურეკო და ტელეფონი დამრჩა სასტუმროში
-ჯერ არა საჩუქარი მაქვს შენთვის. მინდა ბოდიში მოგიხადო იმის გამო... შენი ხელის გამო...-ერეკლემ სახეზე ხელი მოკიდა ანკას და თმები გადაუწია, მიუახლოვდა და...



№1  offline წევრი ნიიიიი

და რაა ალბათ აკოცაა ეხლა წავიკითხე ყველა ერთად და ძალიან მომწონს ანკა ასე რატო იქცევაა პატარა ბავშვივით იქცევა ერეკლე მეცოდება:-):-):-)მალე გააგრძელეთ

 


№2  offline მოდერი სატი

ნიიიიი
და რაა ალბათ აკოცაა ეხლა წავიკითხე ყველა ერთად და ძალიან მომწონს ანკა ასე რატო იქცევაა პატარა ბავშვივით იქცევა ერეკლე მეცოდება:-):-):-)მალე გააგრძელეთ

ყველაფერს თავის დრო აქვს wink , რაც შეეხება ანკას ცოტა ბავშვურია მაგრამ ბევრი სხვა მიზეზი აქვს heart_eyes kissing_heart
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent