შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (11)


19-08-2016, 00:31
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 714

უყურებდა
და მის თვალებში ხედავდა
ღმერთს.


თავზე დაათენდა სოფის. სულ ორი საათით წაუძინა, შუაღამეს გაიღვიძა და ისე მოუჭირა ყელში მარტოობამ, კივილი მოუნდა. უნდა ეკივლა კიდეც, იქნებ ეშველა ვინმეს, მაგრამ მის გვერდით მძინარე მაქსიმეს შეხედა და უხმოდ დაიწყო ტირილი. მერე თვალი არ მოუხუჭავს, თუმცა... არ იყო მარტო. მასთან ერთად კიდევ ოთხნი იყვნენ და როგორი საოცარია, ოთხივეს კედელი ერქვა.
_ გაიღვიძე _ საათი რომ ცხრას უჩვენებდა, დაიჩურჩულა და ფრთხილად შეეხო მკლავზე. მაქსიმემ თვალები გაახილა, საწოლზე წამოჯდა და თავი საზურგეს მიაყრდნო _ მაპატიე, გუშინ რაც დაინახე... არ მინდოდა დაგენახა _ დაამატა და იძულებით გაუღიმა.
_ არაფერია, მესმის _ უპასუხა ბიჭმა და სკამზე გადადებულ ჯინსს დაავლო ხელი
_ ნეტა გესმოდეს, ნეტა ვინმეს ესმოდეს _ სიმწრით გაეცინა, ხელის ზურგზე მაგრად იკბინა და თვითონაც წამოდგა.
_ ნუ გგონია, რომ ერთადერთი ხარ, ვისაც ტკივა
_ ერთადერთი ვარ, ვისაც ასე ტკივა. შენ ვერასდროს გაიგებ და არც გირჩევ იმის გაგებას, რას ნიშნავს იმ ადამიანის დაკარგვა, ვინც შენთვის ღმერთია
_ ადამიანები არ უნდა გააღმერთო _ ცივად აღნიშნა და მაისური გადაიცვა.
_ ვიღაც ხომ უნდა იყოს ღმერთი _ გაეცინა სოფის
_ ღმერთი წვერებიანი ძია არ არის, მაგრამ ის ვიცი, რომ ცაშია და არსებობს
_ კაი რა, ღმერთის როგორ გჯერა _ უფრო ხმამაღლა დაიწყო სიცილი და მაქსიმეს თვალებში ჩააშტერდა.
_ შენ არ გჯერა? როდის მერეა _ თვალები აატრიალა და ბალიშების გასწორება დაიწყო.
_ გუშინს მერე _ დასერიოზულდა სოფი _ გუშინ ღმერთი მოკვდა _ ცივი ხმით გამოსცრა, ძირს დაგდებული საბანი ლოგინზე დააბრუნა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. მერე კარი რომ მიხურა, მიეყრდნო და ძირს ჩაცურდა. ხელები თავში ჩარგო, ქვითინი დაიწყო და კარებს თავი რამდენჯერმე მიარტყა. ძალიან ეტკინა, გული გაუხეთქა მარტოობამ და იმის შეგრძნებამ, რომ ლაშა მოკვდა. მოკვდა. რამდენჯერმე გაიმეორა, გემო გაუსინჯა და მერე გაუჩერებლად იმეორებდა.
_ ლაშა მოკვდა _ დაიღრიალა, ფეხზე წამოდგა და კედელზე მუშტების ტყმა დაიწყო _ მოკვდა, ლაშა მოკვდა... არა, ლაშა მოკლეს. მომიკლეს _ კივილი დაიწყო, იდაყვები დაუშინა კედელს, მერე ისევ მუშტები, მერე თავი მიარტყა და გაშლილი ხელებით დაიწყო რტყმა. _ არ მტკივა, არ მტკივა, უნდა მეტკინოს, ლაშას ვინ იცის, როგორ ეტკინა _ იმეორებდა და შეშლილი თვალებით ათვალიერებდა ყველაფერს. მერე ხელები ძირს დაუვარდა და ხელისგულებიდან და თითებიდან, თითების ძვლებიდანაც კი სისხლმა დაიწყო დენა. მერე ეტკინა, მართლა ეტკინა. მარცხნივ, ძალიან ეტკინა, ისე ეტკინა, დამეხმარეთო, ყვირილი დაიწყო და ძირს ოთხად მოიკეცა. ნელ-ნელა ჭამდა ტკივილი, ლაშას ხედავდა მის წინ. ხელი გამოუწოდა და სოფის წამოდგომაში უნდა დახმარებოდა, თვალები ისეთი სევდიანი ჰქონდა... ნიკაპი აუკანკალდა, ტირილი დაიწყო და ხელი გაუწოდა, მაგრამ ლაშა გაქრა..
_ მიშველეთ _ დაიღრიალა, ტკივილმა ახლა მთელი მუცელი აუწვა და სადღაც ღრმად, იგრძნო როგორ გუგუნებდა სისხლი.
_ სოფი, აქ ვართ, დამშვიდდი, აქ ვართ _ ცივი ხელებით დაუკავა სახე კოკამ. გოგონამ თვალი გაუშტერა, უფრო მეტად დაიკივლა და თავის ქნევა დაიწყო, მისი ხელები რომ მოეშორებინა.
_ სოფი ცუდად ხარ? შენთან ვარ, ძალიან მიყვარხარ, გთხოვ, გაჩერდი რა _ ტირილით ჩაიმუხლა მასთან მარიამი, გულზე მიიკრა აკანკალებული გოგონა და ზურგზე ხელები მოუსვა _ შენ კარგად იქნები, ლაშას უნდა კარგად იყო, ვიცი, ვიცი უნდა კარგად იყო. მე გყავარ, ჩვენ ერთად ვართ და ერთად გადავიტანთ _ გული ერეოდა ამ ბანალურ, ცრუ სიტყვებზე.
_ მატყუებ _ დაუყვირა და ცრემლები წასკდა.
_ ღმერთს ვფიცავარ, არ გატყუებ _ ტირილი თავიდან დაიწყო მარიამმაც.
_ ეგ აღარ მიხსენო! ღმერთი მოკვდა, აღარ მითხრა !
_ ჩუმად, ჩუმად... ვაპატიოთ, ვაპატიოთ ღმერთს...
_ არ ვაპატიებ _ ხმა ჩაუწყდა _ ჩემს გაუბედურებას არ ვაპატიებ _ თვითონაც ჩაეხუტა. მერე დაწყნარდა... ხმას არავინ იღებდა, ისხდნენ იატაკზე და თავიანთ ტკივილზე ფიქრობდნენ. ყველას სადღაც შორს უნდოდა გაქცევა. სოფის გარდა. სოფი არსად გაქცევას არ აპირებდა, იმიტომ რომ აქ უნდა დარჩენილიყო. აქ უნდა დარჩენილიყო და შური ეძია. ლაშასთვის, ლუკასთვის და საკუთარი თავისთვის. აუცილებლად გადაუხდიდა სამაგიეროს, აუცილებლად ატკენდა ისე, როგორც მას ატკინეს.

ყველანი მისაღებში ისხდნენ ისევ. არავინ აპირებდა მეოთხე სართულზე ასვლას, რადგან რაც არ უნდა იყოს, შეიძლება სოფიზე მეტად არა, მაგრამ მაინც განადგურებულები და გატეხილები იყვნენ. უფრო შეშინებულები, იმით რომ შემდეგი იქნებოდნენ და გულის სიღრმეში ათივე ხვდებოდა, რომ ეს დასაწყისი იყო. ხმამაღლა თქვა კიდეც ანდრომ.
_ და ლაშათი რატომ დაიწყეს? ჩემით დაეწყოთ _ საოცრად ტკივილიანი ხმით უპასუხა სოფის და ანდროს ისე შეხედა, თითქოს მისგან პასუხს ელის, პასუხს რომელიც შვებას მოგვრის. ანდრომ მხრები აიჩეჩა და სოფის მზერა აარიდა.
_ სოფი, ჩვენც განვიცდით _ უთხრა სალომ. გოგონას გაეცინა და თავი გააქნია.
_ შენი განცდილი ტკივილის დედაც ვატ*ირე _ ისე მშვიდად უპასუხა, სალომეს ძვლები გაეყინა. ვერავინ შეეპასუხა. იცოდნენ, ახლა სოფი კაცსაც მოკლავდა, ამიტომ გაჩუმდნენ და თემა გადაიტანეს.
_ ასე სახლში როდემდე ვისხდეთ? _ იკითხა ნიამ.
_ მანამ, სანამ ჩვენც არ დაგვაჯდებიან ყვავები _ ერთხმად უპასუხეს ტყუპებმა.
_ გული ამერევა _ დაიჯღანა ლიკა. სანდროს გაეღიმა.
_ აქედან წასასვლელი უნდა ვიპოვოთ _ თქვა კოკამ.
_ მაგას ვეძებთ ამდენი ხანია, მაგრამ ყველა ამოვიხოცებით, რა აზრი აქვს _ სიცილით გადახედა მაქსიმემ. სოფისაც გაეცინა, სხვები შიშით მოიბუზნენ.
_ აზრი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავასწროთ
_ სოფი, მაშინებ _ მარიამმა წარბი აწია და ლეპტოპი ფეხებზე დაიდო. მაშინვე ვიდეო გაახსენდა... ლეპტოპი გამოგლიჯა და მიხვდა, რომ უცნაურად მოეჩვენებოდათ მისი ქცევა.
_ კოდს მოვხსნით და ვნახოთ სხვა დანარჩენი _ მხრები აიჩეჩა, უცებ გახსნა და ასე უცებვე გააქრო მესამე ვიდეო. სხვა ფაილში შევიდნენ და ფოტოების თვალიერება დაიწყეს. არაფერი მნიშვნელოვანი, ფოტოებიდან აზრი ვერ გამოიტანეს, მაგრამ ერთ-ერთი ადგილი სანდროს ეცნო.
_ ტყეში წავედით _ სასწრაფოდ წამოაგდო ყველა და წინ გაუძღვა. სახლიდან გავიდნენ და რკინის კარები მძიმედ მოიხურეს. გარეთ უჩვეულოდ ბნელოდა, ცაზე თითქოს ანათებდა მზე, მაგრამ ძალიან სუსტად და მისი სხივებიც სადღაც ტყის სიღრმეში იკარგებოდა. სანდროს მიყვებოდნენ, მანამდე სოფიმ ჟიბეში ჩაცურებულ დანაზე მოისვა ხელი და მარიამის გვერდით დადგა. წინ მიდიოდნენ. ხეების ტოტებს და ფოთლებს ხელით სწევდნენ და როცა სანდრო გაჩერდა, მორჩილად შედგნენ და შეხედეს.
_ აი, ეს ვნახეთ მაშინ, მე და... ჩასასვლელია, თქვენს გარეშე არ ჩავედით _ თავი გააქნია სანდრომ, ძირს რაღაცას ფეხი დაადგა, მერე დაიხარა და რკინა გვერდით გაჭირვებით გადასწია. აქ კიბეები არ იყო, უნდა ჩამხტარიყავი.
_ მე ჩავალ პირველი _ თქვა ანდრომ, რბილად ჩახტა და ჩურჩულით ამოსძახა რაღაც ქვემოდან. რიგ-რიგობით მიყვნენ, მხოლოდ მარიამი და ლიკა დარჩნენ ზემოთ, ტრადიციულად და მიწისქვეშეთში ფანრები აანთეს.
_ ახლა საით? _ თქვა ნიამ.
_ პირდაპირ ვიაროთ _ ფანრებს იქით-აქით ანათებდნენ და გზას მიიკვლევდნენ. სოფის ქვის ცივ, ბინძურ კედელს ჩამოუსვა საჩვენებელი თითი.
_ კარია _ დაიჩურჩულა კოკამ. კართან გაჩერდნენ და შიშით ამოიოხრეს.
_ შევედით _ თვალები აატრიალა სოფიმ. სახელური მაქსიმემ ჩამოწია, რადგან როგორც ყველა ესეც რკინის იყო და კარები რომ გააღეს. ოთხი წყვილი თვალი მათ მოაშტერდა. ჯერ ადგილზე გაშეშდნენ, მაგრამ როგორც კი გაშმაგებული ძაღლები წითელი, ანთებული თვალებით გამოიქცნენ მათკენ კარებს მოშორდნენ და გულგახეთქილებმა სირბილი დაიწყეს. საით, თავადაც არ იცოდნენ.

888

_ ჩამოვიდნენ, ძაღლები გამოუდგნენ.
_ მე მივხედავ, სოფის არაფერი დაუშავდეს.

888

_ აქეთ _ დაიღრიალა სალომემ და შეუხვია. შიშისგან მუხლები უკანკალებდა ნიას და ყველა, როგორც შეეძლოთ, გარბოდნენ. ასე ახლოს სიკვდილი ჯერ არასდროს ყოფილა მათთან. ძაღლები უახლოვდებოდნენ, მათი შიში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ხმამაღალი ყეფა და ღრენა რომ ესმოდათ და უეცრად კედელს შეეჩეხნენ. გაიყინენ, გაქვავდნენ და სოფიმ ინატრა, სპაიდერმენი ყოფილიყო.
_ წყნარად, ცუგა _ ხელებგაშლილი გადაუდგა ბავშვებს წინ ანდრო. სალომემ და ნიამ ტირილი ატეხეს. ძაღლები უკვე აღარ მორბოდნენ. თითქოს მათი გულის გასახეთქად ნელა, მაცდურად მოიწევდნენ წინ
_ მშვიდად, არაფერი დაგვიშავო _ აგრძელებდა ანდრო. ძაღლმა თითქოს გაიგოო, ისე გადადგა უკან ორი ნაბიჯი, მაგრამ მაშინვე წინ გადმოხტა და ანდროს ხელზე ეცა. ბიჭმა დაიღრიალა და ტკივილით დაიწყო ხელების ქნევა. ძაღლი არ უშვებდა. მეორეც ეცა, მეორე ხელზე და სოფიმ დაინახა, როგორც წააცალეს ანდროს მკლავები.
_ გადით _ დაიღრიალა გოგონამ. ანდროს ტკივილისგან სახე მოღრეცვოდა და სასოწარკვეთილი ყვიროდა. სოფიმ კანკალი ჩაახჩო და ერთ-ერთ ძაღლს ქუსლი ისე გაუქანა, ინერციით უკან გადააგდო. იგივეს უპირებდა მეორეს, მაგრამ უკვე გვიან იყო. ძირს დაგდებულ ანდროს ფეხებს დაწვდნენ და გლეჯა დაუწყეს. იქაურობა სისხლის გუბედ იქცა. მშიერი ძაღლები ნაწილ-ნაწილ გლეჯდნენ ანდროს, რომელიც ყვიროდა მანამ, სანამ ხმა არ ჩაუწყდა, სანამ ტკივილმა არ დაამუნჯა და ბოლოჯერ არ დაიღრიალა, გაიქეცითო. ძაღლი ამჯერად ყელში წვდა და ნიას გული აერია. მიხვდნენ, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ და გაქცევა დააპირეს, მაგრამ უცებ ვიღაც გამოჩნდა. ძაღლები გაჩერდნენ, იქით გაიქცნენ და გვერდებიდან ამოუდგნენ უცნობს. სოფიმ სიბნელეში ვერ გაარჩია, ვინ იყო.
_ თავი დაგვანებეთ _ აკანკალებული ხმით აეკრო კედელს კოკა.
_ გაგვიშვით, დაგვანებეთ თავი _ დაიღრიალა სალომემ და სახეზე ხელები აიფარა. სოფიმ წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და უცნობმა უკან დაიხია, სულ ოდნავ...
_ მოგკლავ _ სირბილით დაფარა მათ შორის მანძილი გოგონამ, ჯიბიდან დანა ამოაძრო და უკან გადასწია ხელი, მაგრამ სულ ოდნავ, საიდანღაც სინათლემ გამოანათა, ძალიან მკრთალად, მაგრამ საკმარისი იყო, სახე გაერჩია და ხელი გაუშეშდა. ბიჭმა ფრთხილად ჩამოაღებინა და სოფის ხელში საკუთარი დანა იცნო.
_ ნუ გეშინია, მაპატიე _ ჩასჩურჩულა ყურში, ძალიან ჩუმად, მაგრამ სოფიმ გაიგო და ატირდა. ბიჭმა ნაჩქარევად და შეუმჩნევლად აკოცა გოგონას საფეთქელზე, მერე უკან გაბრუნდა და ძაღლებთან ერთად გაუჩინარდა.

ჯერ გონს ვერ მოსულიყვნენ. ზომბებივით გამოვიდნენ, როგორც კი მიწისქვეშეთს თავი დააღწიეს, მიწაზე დაეშვნენ და თავები ჩაქინდრეს. ყველა ჩუმად იყო, რამდენიმე წუთის წინდელი სანახაობა იმდენად საშინელი და შენზარავი აღმოჩნდა, ხმას ვერ იღებდნენ და მაღლა ამოსულებმა ვერც მარიამს და ლიკას უთხრეს ვერაფერი. მხოლოდ შვიდნი რომ ამოვიდნენ, ანდრო რომ არ ამოყვათ... მარიამმა დაიკივლა, მერე ტირილი დაიწყო.
_ თქვე ნაბიჭ*ვრებო _ გონზე მოსულმა სანდრომ ტყუპი იგლოვა. ტიროდა ხმამაღლა, მოთქმით _ არამზადები ხართ თქვენ, ახ*ვრები, უგულოები ხართ. მეზიზღებით, ეს რა მიქენით, რა უფლებით გამიკეთეთ ეს, რა უქენით ჩემს ძმას, თქვე ყ*ლეებო! _ ღრიალებდა და თვალებიდან ღვარად სდიოდა ცრემლები. სოფის არც ანდროს სიკვდილის კადრი ავიწყდებოდა და მაინც, თვალწინ ისევ ის სახე ედგა... ლუკას სახე.
არ ახსოვს, როგორ მივიდნენ სახლში. არავის არაფრის თავი არ ჰქონდა, ნია ისტერიაში იყო და გოგონები ამშვიდებნენ, სოფიმ კი უბრალოდ მაღლა ასვლა არჩია, მაქსიმეს ოთახში შევიდა და საწოლზე მოიკუნტა, მერე იტირა ბევრი, ძალიან ბევრი. იტირა, იტირა ლაშა, იტირა ანდრო, იტირა სოფი და იტირა ლუკა, რომელიც პატიებას თხოვდა. მერე გაახსენდა თავისი მშობლები. გაახსენდა მაკას თვალები, როცა აცილებდნენ. ვინ იცის, ახლა ის როგორ არის. ახლა ის რას გრძნობს. მერე დავითიც გაახსენდა, გულაჩუყებულმა ბალიშში თავი ჩარგო და ყრუდ ამოიგუდა. უნდოდა, მაგრამ ჯერ შურს იძიებდა. აუცილებლად იძიებდა შურს... თან მას არ ჰქონდა სიკვდილის უფლება. თავისი მშობლების და, და ლუკას გამო არ ჰქონდა ამის უფლება. ლუკას გამო, რომელსაც მაინც ენდობოდა სოფი, რომლისაც სჯეროდა ყველაფერზე მეტად.




№1 სტუმარი Guest ...

საუცხოოა, საშინლად მაინტერესებს რა ხდება და რატო კლავენ მათ მალე დადე შემდეგი თავი რაა

 


№2  offline მოდერი Behandice

ვერაფერი ვერ გავიგე და მალე მე ჩავვარდები ისტერიკაში ეგენი კი არა smirk არმინდა რომ მოკვდნენ,ჯერ ლაშა..მერე ანდრო..არა რა,ბოლოს ყველა დაიხოცება ალბათ.ამ ისტორიაზე ვაფრენ რასაცქვია heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ra jandaba xdeba aq l.erti suli maqvs rodis gairkveva yvelaferi.lukas kide ra chits,rac ar unda iyos xo mainc adevs amdeni adamianis sikvdili kiserze.ar minda eg iyos rameshi gareuli.

Ragacnairad gansxvavebulia,sashishic da iseti rom migizidavs da dagainteresebs mudam
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი ეფი

საოცარი მოუთმენლობით ველოდები შემდეგ თავს smiling_imp

 


№5 სტუმარი Guest ანკა

[right][/right]
უკვე თერთმეტი თავია ვკითხულობ და ძალიან ბევრ ადგილას ვიპოვე სიუჟეტები რომლებიც ერთი სერიალიდან გაქვს გადმოღებული. თხოვნა იქნება შენი ისტორია მოიფიქრო, არ მინდა დაგამცირო ამიტომ არ ვიტყვი სერიალის სახელს.როგორც გინდა ისე მიიღე ეს კომენტარი თუნდაც თავხედობად ან კრიტიკად.

 


№6  offline წევრი რიტა

არვივი მე ეგეთი სერიალი მე ვკითხულობ განსხვაცებულ ისტირიას და სხვა არც მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს ვინ იქნება შემდეგი მეცოდებიან ესენი ყოველ წამს სიკვდილს ელიან.
რატომღაც ვფიქრობ რომ სოფი და მაქსიმე შეძლებენ გადარჩენას ან მარტო სოფი რადგან ყველაზე ძლიერები და ჭკვიანები არიან მათ ხომ ასეთები სჭირდებათ.
მოკლედ მეც დიდ გაურკვევლობაში ვარ ძალიან მაინტერესებს დასასრული როგორი იქნება ამიტომ ბოლომდე მოგყვები და გელოდები ახალი თავით. წარმატებები...

 


№7  offline წევრი Svani12

დღეს წავიკითხე ყველაა და ვაიმეე ეს რა იყო.მგონია მაქსიმე არის მაგ ყველაფერში გარეული.მალე დადე ველოდები შემდეგს.

 


№8  offline მოდერი Eleniko13

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო,
საუკეთესოები ხართ და მიყვარხართ❤️
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9 სტუმარი მიკა

იცოდე დაგცოფავ დაგანაწევრებ .ორი დღეა, გელოდები მოუთმენლააადდდ.... რო დაიკარგე, დამავიწყდა შინაარსი და თავიდან წავიკითხე ყველა თავი. მალე დადეეე თორე მათ ადგილას აღმოჩნდები იცოდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent