სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 10
თვალი რომ გავახილე, გამახსენდა გუშინ ღამე როგორ არაჩვეულებრივად გავატარე. აჰჰ რა კარგი გრძნობა ყოფილა. გვერდზე თოკო მეწვა და მშვიდად სუნთქავდა. უცებ თვალები გაახილა და წელზე მომხვია ხელი -გეგონა გამეპარებოდი ძვირფასო? -ჯერ ერთი დილამშვიდობისა და მეორეც სულაც არ ვაპირებ გაპარვას, აბაზანაში შევდიოდი -დილამშვიდობისა, პატარავ თბილისში როდის წავიდეთ? -რავი თუ გინდა დღესვე, მომბეზრდა აქ -კაი წავიდეთ ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევედი. ისე ჩემი ცხოვრება ზღაპარს გავს არა? ქორწილში არც მივდიოდი მაგრამ ძალით წავედი. შემდეგ თოკო და საბა გავიცანი. თოკომ ცოლობა მთხოვა, ფეხზე სიარული დავიწყე. თქვენი აზრით ყველაფერი ასე კარგად იქნება სულ? გული ცუდს მიგრძნობს, ჯანდაბა რაა სიმართლე გითხრათ ჩემი ძველი მოსაწყენი ცხოვრება მენატრება. სასაცილოა არა? ხანდახან მინდა ისევ ეტლში ვიჯდე და ეზოში მოთამაშე ბავშვებს ვუყურებდე. წარმოიდგინეთ როდესაც სიარული არ შემეძლო ვოცნებობდი რომ სიარული დამეწყო ახლა კი ოცნებაც არ მაქვს. არაფერი არ მინდა, ყველაფერი მაქვს. ეს ცუდია, ეს ძალიან ცუდია -ანა კარგად ხარ? -კი, კი მალე გამოვალ ვერც კი გავიგე დრო ისე სწრაფად გავიდა. რა უცნაური ყოფილა სიყვარული. თითქოს გარედან გეკვრის და არ გაძლევს საშუალებას გაიქცე. თითოს შენს სულში ჩასახლდა და სანამ საჭიროა იქ იქნება. ჩემი აზრით სიყვარუკს ვადა მალე გასდის. დაახლოებით ერთ-ორ წელიწადში სიყვარული მიჩვევაში გადაიზრდება. მეშინია რომ ერთ დღეს თოკო მომბეზრდება, მეშინია რომ ეს სიყვარული როგორ სწრაფადაც მოვიდა ისე სწრაფად წავა. -მოკლედ აეროპორტში დავრეკე, ორი ბილეთი დავჯავშენე. უცებ ვისაუზმოთ და წავიდეთ კაი? 4ზეა რეისი. -კაი მიდი შენ დარეკე საუზმე ნომერში ამოგვიტანონ, მე ბარგს ჩავალაგებ დაახლოებით ნახევარ საათში ვისაუზმეთ და აეროპორტში წავედით. მთელი გზა თოკოს ვეხუტებოდი, არ მინდოდა ერთი წუთით მაინც დამეტოვებინა. ანი რა ჯანდაბა გჭირს? მგონი პანიკაში ვარ. თითქის თბილისამდე მთელი გზა ჩუმად ვიყავი, თუ რამეს მკითხავდა ძალიან მოკლე პასუხებით ვპასუხობდი. როგორც კი ჩამოვფრინდით გადავწყვიტეთ პირდაპირ მცხეთაში წავსულიყავით -დეიდაა ჩამოვედით ეზოში როგორც კი შევედი ყვირილი დავიწყე. აქაურობა ძალიან მიყვარს, როდესაც აქ მომიწია გადმოსვლა ძალიან ბევრი ვიტირე, ვერ ვიტანდი აქაურობას მაგრამ ახლა ყველაფერს მირჩევნია. -ანა? ყველაფერი კარგადაა? ასე მალე რატომ ჩამოხვედი? -კიი დეიდა, ყველაფერი არაჩვეულებრივადაა. ბიძია სახლშია? თოკო მინდა გავაცნო. კარგად არ იცნობს მგონი და არც ჩვენს მომავალ გეგმებზე იცის ამ სიტყვების თქმისას რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა. რა მჭირს? ნუთუ მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიცხოვრო? მგონი ბედნიერების მეშინია. -კი, კაბინეტშია მიდი ადით გაუხარდება თქვენი ნახვა ჩვენი სახლი ორ სართულიანი იყო. ძალიან დიდი და ლამაზი. მსიამოვნებდა იმის წარმოდგენა რომ ოდესმე აქ დედაჩემი დარბოდა პატარაობისას. დედა... ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი. ახლა აქ რომ ყოფილიყო რჩევას მომცემდა. აჰჰ მაგრამ აქ რომ ყოფილიყო მე თოკოს ვერ შევხვდებოდი. ხომ გაგიგიათ „ადამიანი რასაც კარგავს ორი იმდენს პოულობს, მთავარია ნაპოვნს გავუფრთხილდეთ“. ბიძაჩემის კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე -მობრძანდით -ბიძია როგორ ხარ? -ჩემი პატარა გოგო, ასე უცებ ჩამოხვედი? რამე ხო არ მოხდა? -არა ყველაფერი კარგადაა, ერთი ვინმე მინდა გაგაცნო. თოკო ეს ბიძაჩემი ვაჟაა, ბიძია ეს კი თოკოა ჩემი საქმრო ვაჟამ თავიდან გაიცინა ალბათ ეგონა ვხუმრობდი მაგრამ შემდეგ სახე შეეცვალა და ფეხზე წამოდგა -ვერ გავიგე, საქმრო? რა საქმრო? ასე უცებ სად მოასწარით -ბიძია თოკომ ჩემი ოპერაციის ფული გადაიხადა, არ გახსოვს? -ძალიან კარგადაც მახსოვს, ანა დარწმუნებული ხარ? არ მინდა მადლიერების გრძნობის გამო გათხოვდე და აი ჩემი შიში ვიღაცამ ხმამაღლა ახსენა. ხომ ვიძახდი გული ცუდს მიგრძნობსთქო? ბიძაჩემს არ უნდა რომ გავთხოვდე, გონია რომ თოკო არ მიყვარს. იქნებ მართალია? არა არა მე თოკო ძალიან მიყვარს -ბატონო ვაჟა მე და ანას ერთმანეთი იმაზე მეტად გვიყვარს ვიდრე წარმოგიდგენიათ -არ ვიცი.... ბედნიერებას გისურვებთ საშინელ ხასიათზე დავდექი. არაუშავს ეს პატარა პრობლემაა. -პატარავ ახლა სად წავიდეთ? -აუ თოკ დედაშენის ნახვა მინდა, დიდი ხანია არ მინახავს -დედამთილი მოგენატრა? რანაირი რძალი ხარ შენ -ბევრს ნუ ტლიკინებ წავიდეთ გზაში მუსიკა ჩავრთე. საერთოდ არ მიყვარს მუსიკები, მხოლოდ ერთი მიყვარს „მეგი გოგიტიძის- ნუ გეშინია“. თოკოს კი ეს სიმღერა აღმოაჩნდა. -გიყვარს ეს სიმღერა? -მხოლოდ ეს მიყვარს შოკირებული სახით შემომხედა, რა არის უცნაური იმაში რომ სიმღერა არ მიყვარს -კიდევ რა არ გიყვარს? -რავი, მუსიკა არ მიყვარს, კიდევ მზე არ მიყვარს არც ნაყინი მიყვარს, ბუშტებს ვერ ვიტან და კიდევ რაფაელო მეზიზღება -ნუ გადამრიე, რანაირი გოგო ხარ შენ? ღმერთო ვინ მომყავს ცოლად -ოოო, შენ რა არ გიყვარს? -მე ბავშვები არ მიყვარს თან ძალიან, საერთლდ არ მინდა შვილი ნუ ამ 10 წლის მანძილზე მაინ კინაღამ გული წამივიდა, მან მე ხელი მთხოვა და ახლა მიცხადებს 10 წელი შვილი არ მინდაო. ამას სიცხე ხომ არ აქვს? აბა ქორწინება რა ჯანდაბად უნდა? მგონი ეს აპირებ შვილს პირველი პენსიით უყიდოს სათამაშო. „1 კვირის შემდეგ“ ეს ერთი კვირა ძალიან კარგად გავატარეთ, ხან კინოში ვიყავით ხან რესტორანში. მხოლოდ ერთი პრობკემა იყო ხასიათი ძალიან შემეცვალა, ყველაფერზე ნერვები მეშლება და ტირილი მინდება. თოკოს 2 დღით ბათუმში მოუწია წასვლა საქმეზე, მე არ გავყევი. ძაან მეზარებოდა. რომ არ მოვიწყინო ჩემთან ეკა რჩება. -გოგო რას შვებით აბა შენ და თოკო? -რას უნდა ვშვებოდეთ? -რა ბავშვზე არ მუშაობთ? -გოგო ჯერ არც კი დავქორწინებულვართ და თან გამომიცხადა 10 წელი შვილი არ მინდაო -რაო? სულ გააფრინა მაგან ამ სიბერეში მგონი -აუ ეკა რა უნდა გთხოვო, ორსულობის ტესტს მიყიდი? აქ აფთიაქში მიცნობენ და ხო იცი ეგრევე დეიდაჩემს ეტყვიან -მოიცა ფიქრობ რომ ორსულად ხარ? -არა გოგო, ისე თავის დაზღვევა მინდა -კაი წავალ და 2 წუთში მოვალ ვიცი რომ ფეხმძიმედ არ ვარ, უბრალოდ მინდა პროფილაქტიკის მიზნით მაინც ვიცოდე და გული დავიმშვიდო. ეკა მართლა ორ წუთში მოვიდა, აბაზანაში შევედი და ტესტი გავიკეთე -აბა რაო? -რაო და დამერხა -რაა? -ეკა ორსულად ვარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.