მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 8)
-ერთი რამ დაიმახსოვრე-ერეკლემ ყურთან ჩაჩურჩულა-რაზე გინდა ნიძლავი რომ შენ ეხლა ჩემგან კოცნას ელოდებოდი. სულ გაშრი, ეხლა სმენად იქეცი, ახლა ხმას ვერ იღებ იმიტომ რომ არც იცი რა თქვა. მეც გავიყინე, სმენად ვიქეცი, არ ვიცოდი რა მეთქვა როცა შენ წახვედი, ჩემთვის სულ ერთი იყო 2დღის გაცნობილი მყავდი თუ 3 მაგრამ, შენ მაინც დამტოვე. ის 2დღე ჩემთვის თითქოს 2წელი იყო რადგან იმ დროის განმალობაში მაშინ გაგიცანი. ყველაფერი გავიგე შენზე-ეს თქვა. გოგონას მოშორდა და ხალხში გაუჩინარდა. ანკა გაშეშებული იდგა 10წუთი ხმას ვერ იღებდა. ბოლოს გონს მოეგო და სასტუმროში დაბრუნდა. ტელეფონზე 10გამოტოვებული ზარი დახვდა. ყველა სანდროსგან. მაშინვე დაურეკა. -ანკა, ილოცე რომ მანდ ჩასმოვლისას არ შემომებრიდები. -ბოდიში,ბოდიში,ბოდიში ქალაქში გავედი და ტელეფონი დამრჩა. არ ჩამოხვიდე. ცოცხალი ვარ -რა სხვანაირი ხმა გაქ რამე მოხდა? -მერე მოგიყვები. ნიაკო როგორაა -კარგად არის. დაღლილი ხარ? თუ მოწიე უფილტრო. -ალბათ დაღლილი ვარ. სანდრო ტელეფონი მიე რა ნიაკოს სანდრომ ნიას გადასცა ტელეფონი -დე, როგორ ხარ?... დე ეს ერეკლე ესე ძაან რო გიყვარს იცი როგორ მაწყენინებს ხოლმე?... დამპირდი რომ ჩემნაირი გემოვნება არ გექნება მომავალში და ეცადე დედიკო რომ ივა და ნათია შეარიგო... აბა მიდი შენს იმედზე ვარ -ალო? -ხო სანდრო აქ ვარ -ჭკვიანად, ბევრი არ დალიო და არაფერი არ იყნოსო. -ჰაერიც? -ჰაერსაც გააჩნია-სანდორმ გაიცინა და დაკიდა კარზე კაკუნის ხმა გაისმა -მობრძანდით ბატონო აჩი აჩი შემოვიდა -სად ეგდე ანა -ანას ნუ მეძახი, ქრეშმა წამათრია ეიფელის კოშკთან და გამებუტა იმ 5თვის გამო როდესაც მივატოვე -რა მოკლედ იცი მოყოლა. მე კიდე მაინც არაფერი არ ვუყიდე სალის -ოხ ეს შეყვარებულები -აბა, ნუ იტყვი. აქ ახლოს ბარია გავერთოთ? -ხო რავი. ანკა და აჩი ქვემოთ ჩავიდნენ ბარში. დიდიხანი ერთობოდნენ, სვამდნენ და ეწეოდნენ. ანკა მაგიდაზე ცეკვავდა უკვე იმდენად მთვრალი იყო. აჩიმ ძლივს ჩამოხსნა მაგიდიდან. ნომერშიც სულ ძალით აიყვანა და საძინებელში დააწვინა. თვითონ ოთახში დაბრუნდა სადაც ერეკლე იყო. -სად იყავი -ბარში -მარტო? -არა ანკაც -აჩი რა გინდა ანკასგან -ერეკლე, თუ ქრეშ თუ რაც გქვია მე შენ და ანკას ურთიერთობაში არ ვერევი ამიტომ წყნარად რომეო... ერეკლეს აღარაფერი არ უთქვამს აჩი დაქანცული იყო, ამიტომ მალევე დაიძინა. მეორე დღეს ადრე აიღეს ბილეთი ვიდრე დაჯავშნული ჰქონდათ და პირველივე რეისით დაბრუნდნენ საქართველოში. ერეკლე განსაკუთრებული უემოციობით გამოირჩეოდა, თვითმფრინავსი ანკასგან მოშორებით დაჯდა. აეროპორტში ჩასვლისთანავე სხვა მანქანაში ჩაჯდა ისე რომ ანკა არ მიაცილა სახლამდე. ანკას სახლში სანდრო, ივა,ნათია, მაკა და ნიაკო ელოდებოდნენ სიურპრიზს უმზადებდნენ, ამას თვითონაც ხვდებოდა უბრალოდ იმდენად დაღლილი იყო რომ ოცნებობდა საწოლამდე მიღწევას.სახლში მივიდა და ძლივს შევიდა დასაძინებლად რადგან ძალიან ხმაურიანად დახვდნენ, მაგრამ სანდრო მიხვდა რომ დაღლილი იყო და ყველა გაყარა მაკას გარდა და მერე თვითონაც წავიდა.სულ ამაოდ დაიძინა ანკამ, 1საათში ისევ გაეღვიძა მაკა წასულიყო და ნია ტიროდა. -არაა დე, მე მეგონა ესეთი უაზრო გაღვიძებები ამ ასაკში აღარ გექნებოდა. კაი რაა ნია არ ჩერდებოდა და ანკას სიგიჟემდე ეზარებოდა ადგომა მაგრამ რას იზამდა. აიყვანა ნიაკო ხელში და 2საათის მერე როგორც იქნა დააძინა. დაწვა და დაძინება სცადა, არაფერი არ გამოუვიდა ვეღარ შეიბრუნა. ადგა და სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად. ჭამა, იბანავა და ტელევიზორთან მოკალათდა. მერე კომპიუტერი აიღო და გადაწყვიტა ტექსტების თარგმნა დაეწყო, ამასობაში ისევ დაიღალა და დივანზე ჩამოეძინა ტკბილად. ესიზმრებოდა ერეკლე, მასთან ერთად იყო პარიზში და უცებ ისევ ნიას ტირილი. ანკა გიჟივით წამოხტა და საძინებელში შევიდა. ნია ვეღარ დაიძინა და საღამომდე მას ეთამაშებოდა. დილით სამსახურში ცოცხალმკვდარი მივიდა რადგან მთელი ღამე ნიამ არ დააძინა, მას სჩვეოდა ესეთი ტირილები ღამით მაგრამ ანკა არ იყო მიჩვეული ამას სამსახურის დღეებში რადგან ადრე არ მუშაობდა. იმ დღეს აჩი არ იყო, რადგან გაცივდა. ანკას მუშაობისას ჩამოეძინა მაგიდაზე. ერეკლე შევიდა რაღაც კონტრაქტი უნდა შეეტანა და მძინარე ანკა რომ დაინახა გასვლა გადაწყვიტა. შეჩერდა, ანკასთან მივიდა ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა, ანკას გამოეღვიძა. -ბოდიში ჩამეძინა -არაუშავს დაიძინე არ ვეტყვი დადას -მთელი ღამე არ მიძინია ნიაკომ არ დამაძინა. -მესმის -არა უნდა ვიმუშავო-ნია ადგა მაგრამ იმდენად დაღლილი იყო რომ შეგნებულად ერეკლეს ხელებში ჩავარდა -გითხარი შენთითონ მოფოფხდები ჩემთან თქო -ერეკლე ერთხელ მაინც გეყოს ესეთი ცინიზმი. -კარგი. გიბრძანებ რომ 1-2საათი გამოიძინო აქ. -არ შემილია. ამ დროს დადა შემოვიდა. -გილოცავთ ანკა, ერეკლე. წარმატებული შეხვედრა გამოდგა, კოლექტორები კმაყოფილები დარჩნენ და შემდეგ მოლაპარაკებებზე ითხოვენ ისევ ანას, შენით დიდად კმაყოფილნი დარჩნენ. -მადლობა დადა -თვალები ჩაშავებული რატომ გაქვს -ისე, ტუში ჩამომეთხაპნა -კაი იმუშავეთ. ანკა დღეს აცი არ არის ამიტომ მოგიწევს მის მაგივრად მუშაობა. ბევრი საქმე გაქვს. ერეკლე ჩემ კაბინეტში. ერეკლე და დადა გავიდნენ. საღამოს ანკა მივიდა სახლში თუ არა საძინებელში შევიდა და დაწვა. მაკა უვლიდა ნიას. მაგრამ სამსახურიდან დაურეკეს და წასვლა მოუწია და ნიაკო არ იძინებდა. სანდროს ისედაც ბევრი სთხოვა, ივა,ნათია და ლიკა კლუბში იყვნენ. ვერავის ვერ დაურეკავდა. ერეკლეს ვერ სთხოვდა პარიზის მერე. ისევ არ უძინია, ხელში აიყვანა ნია და ღამის 2საათზე ძლივს დააძინა. მერე სამზარეულოში გავიდა და ყავა გაიკეთა, სიგარეტი აიღო და მოწევა დაიწყო. ვეღარ იძინებდა, უბრალოდ იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. ამ დროს სანდრომ დაურეკა. -სანდრო საათს დახედე -რადგან აიღე ესე იგი არ გძინავს -ხო, ნია არ მაძინებს -გინდა მოვიდე -არა, იყოს მეძინა უკვე -ნუ მატყუებ -არა მართლა რას შვებით? -ნათია თვალებით ჭამს ივას და ლიკას. ეს დებილი სპეციალურად აეჭვიანებს ნათიას და ლიკა პროსტა ეხმარება, კაროჩე მაგარი საყურებელია. მაკას მიუყვანე ნია და გამო რა -არა, ეხა რო გავაღვიძო მერე მაკაც ვერ დააძინებს შაბათ კვირას გამოვალ. -ეე. კაი. როდის აგრძელებ სწავლას ანკა? -არ ვიცი. 1თვეში იწყება წესით ახალი სემესტრი და არ ვიცი რა ვქნა. როგორ მოვიქცე -ანკა უნდა ისწავლო -ფული მაგდენი არ მაქვს -მამაშენის ანდერძიდან -ხო. მაგრამ ეგ მხოლოდ შავი დღისთვის არის -ანკა სუ მკი*ია შენ ადგები და ისწავლი თან მუშაობ ასევე სტიპენტიას აიღებ.ან დაფინანსებას -კაი სანდრო ხვალ ვილაპარაკოთ მემგონი ნიამ ისევ გაიღვიძა -გადააბიჯე შენ სიამაყეს და ერეკლეს დაურეკე ნიასთან დაგეხმარება -არ შემილია. -ანკა დაურეკე. არ ვიცი პარიზში რა მოხდა მაგრამ მოგიწევს -კარგი კარგი მამა -სასაცილოა, მამაშენი რო ვიყო ერთხელ კარგად დაგსჯიდი -ეე რატო? -შენი ქცევების გამო, მაგრამ... დაურეკე და ვსიო -კაი მიდი -შენ მიდი სანდრომ გათიშა. ანკა ნიას ოთახში გავიდა ძლივს დააძინა ნიაკო და თვითონაც დაწვა დილით ჩაეძინა და სამსახურში დააგვიანა. კარზე კაკუნი გაისმა, ერეკლე იყო. ისევ საშინლად გამოუძინებელი იყო, მივიდა კართან და გააღო. -ერეკლე? -საათს დახედე? -ჩამეძინა? -ხო-ერეკლე შევიდა -აუ დადა მომკლავს-ანკამ კარი დაკეტა -ნიაკო სად არის -ოთახში ერეკლე შევიდა და ნია ხელში აიყვანა. -რას აკეთებ -რაც არ უნდა გასაოცარი იყოს სანდრომ დამირეკა და მითხრა შენი პრობლემის შესახებ რომ სიამაყეს ვერ გადაახტი და ვერ დამირეკე. -არანაირი სიამაყე აქ არ არის შუაში. -კაი, კაი. ველაპარაკე დადას როგორც ყოველთვის სულ მე გშველი. წადი და დაიძინე. მე ნიაკოს მივხედავ -არ მინდა იყოს -და კიდევ ერთხელ შენ ვინ გეკითხება?-ერეკლე უკნიდან მიაწვა ანკას და შეაგდო ოთახში. -ძილინებისაა-ერეკლემ ნია სამზარეულოში გაიყვანა და საჭმელი აჭამა. მერე ერთად თამაშობდნენ, გარეთ გაიყვანა კალიასკით სათამაშოდ. თავის სახლთან ლიკა და გიგი დახვდათ. -რას აკეთებ? ნიაკო საიდან?ვიცოდი მოიტაცე!-გიგი კვდებოდა სიცილით -ვაჰაჰაჰაჰა, გიგი. არაა სასაცილო. ანკას ძინავს და მე ვუვლი -ძიძა ხარ?-ლიკამ წარბები შეჭმუხნა -არა. -ერეკლე შენ თუ ანკა მართლა გიყვარს პირველ ნაბიჯს გადადგამ სულ მიდიხარ მის დასახმარებლად ზურგი შეაქციე ცოტახნით და თვითონ მოვა. ჩემი მეგობარია და მიჭირს ესეთი რაღაცეების თქმა მასზე, მაგრამ ანკა ზედმეტად ჯიუტია და პირველ ნაბიჯს არასდროს არ გადადგამს. -მართალია. ცოტახანი თავი დაანებე-გიგიც დაეთანხმა ლიკას -და რა ვქნა -ნიაკო მე დამიტოვე. შენ ანკასთან აღარ დაბრუნდე და მორჩა. -კაი. მადლობა ლიკუშ-ერეკლემ ნიაკო ლიკას მიუყვანა და წავიდა ამ დროს ლიკას შეყვარებული ნიკა მოვიდა. გიგი გადაკოცნა და ლიკას აკოცა. -ლიკა ეს ვისი ბავშვია -ჩემი დაქალის -რამდენის არის შენი დაქალი??? -20ის ხდება. -საყვარელი ბავშვია. გამაცანი მერე შენი დაქალი -ნიკაა... ერეკლეს ევასება ეგ გოგო -და რა მერე. მე შენ მიყვარხარ ჩემო ცხოვრება უბრალოდ მაინტერესებს ვინ არის შენი დაქალი -კაი. მაგასთან ავდივარ ეხლა -მოვდივარ. გიგი შენც?(ნიკა) -არა, სადღაც უნდა გავიდე. ანკა მომიკითხეთ ნიკა და ლიკა წავიდნენ. ანკასთან ავიდნენ სახლში, კარი ღია იყო. ანკას ეღვიძა და კიდე ყავას სვამდა. ლიკას და ნიას დანახვაზე წამოხტა. -ორი საათია ერეკლეს ვურეკავ უკვე მეგონა ნიას რამე მოუვიდა -არა. ეს ნიკაა რო გიყვებოდი -სასიამოვნოა -ანკა აქამდე შენ თავს რატო არ მაცნობდა ლიკაა? -არ ვიცი. დაჯექი ანკამ ნია გამოართვა ლიკას. -ანკა ერეკლეა ნიას მამა?(ნიკა) -ნიკა! -არაუშავს ლიკა, მამამისი გარდაიცვალა. ავარიაში. -რა ერქვა -გიორგი გაბუნია -გაბუნია? ზუსტად იცი?(ნიკა) -კი -ჩემი უახლოესი ძმაკაცი იყო. -მართლა? არ ვიცოდი -აუ, მთელი უბანი გიჟდებოდა გიორგიზე ღადაობ? ვიცოდი შვილი რო უნდა ყოლოდა და ვისგან ვერ მოასწრო თქმა. (ნიკა) -არც კი ვიცი რა ვთქვა(ლიკა) -დიდი ხანია იცნობდი? -15წელი. სკოლიდან -ავარიამდე შენთან იყო? -კი. ჩვენთან ერთად, მაღაზიაში უნდოდა გასვლა რომ შენთვის რაღაცეები ეყიდა. -ავარიის მერე... სხეული ვერ იპოვეს -იპოვეს 2სხეული და შენ არ დაგირეკეს ორსულად იყავი დედაშენს დაურეკეს და თხოვეს ამოცნობაზე წამოსვლა მაგრამ... არც ის წავიდა. -ანუ რას გულისხმობ შეილება გიორგი? -არა, არა მგონია. მე ვიყავი იქ ნივთები დაახლოებით იგივე იყო რაც ქონდა გიორგის ანკამ, მთელი ღამე ფიქრში გაატარა. გული სწრაფად უფეთქავდა, უცებ რაღაცა სურათმა გაუელვა თავში. ადრე ხშირად ელანდებოდა გიორგი ქუჩაში მაგრამ თავს არწუნებდა რომ ენატრებოდა და მხოლოდ მაგიტომ ხედავდა მას. ახლა კი დარწმუნებული იყო რომ გიორგი ცოცხალია. გადაწყვიტა დეტექტივის დაქირავება. ასეც მოიქცა, ეს ერთი თვე ანკასთვის ძალიან მალე გავიდა. სწავლის დროც დადგა, მაგრამ კიდე 2თვე ითხოვა სანამ ნია 1წლის არ გახდებოდა რომ ბაღში მიებარებინა. რაც შეეხება ერეკლეს, ის საზღვარგარეთ იყო. ანკას არცერთხელ არ დაურეკავს მისთვის, არც მიუწერია. დეტექტივისგან კი მაინც ვერაფერი გაიგო, გიორგი ცოცხალი არ აღმოჩნდა. ანკას თითქოს გულში ტყვია ესროლეს და გულში გაიარა. აღარაფერი არ უნდოდა სამსახურს თავი დაანება. სახლიდან არ გამოდიოდა, არავის არ ელაპრაკებოდა მაკას გარდა რადგან მას მიქონდა საჭმელი და ყველაფერი კართან ტოვებდა. ერთხელაც დილით კარზე კაკუნი გაისმა ანკას მაკა ეგონა. -მაკა როგორც გითხარი კართან დატოვე! კარზე კაკუნი არ ჩერდებოდა. -მაკა, არ გავაღებ! ისევ ხმაური და კარზე კაკუნი. ანკა მივიდა კარი გააღო და მთელი სისწრაფით სცადა კარის ჩაკეტვა მაგრამ არ გამოუვიდა, ერეკლე შემოვარდა შიგნით. -რას აკეთებ. რას გავხარ ანკა, სამსახურიდან რატო წამოხვედი რატომ არ სწავლობ, ნიაკო შენ გამო... ანკა რა დაგემართა ამ ორ თვეში. რა მოხდა. აა... მოიცა ვიცი ყველაფერი ვიცი... ეს ისედაც იცოდი, ანკა გამოფხიზლდი!!-ერეკლემ ხელი მოკიდა და სააბაზანოში შეიყვანა დუში მოუშვა და ანკა ჩააგდო ვანაში. წყალს ასხამდა. -კაი, კაი ერეკლე გეყო გთხოვ ერეკლემ წამოაყენა და პირსახოცი შემოახურა. -გამოიცვალე. მე საჭმელს გავაკეთებ. მიდი ერეკლე გავიდა და ნია აიყვანა ხელში. -როგორ გაიზარდე. დედიკოს არ დაემსგავსო. მე დამემსგავსე ხო ნიაკო? -ნეტა რატომ ვითომ -რა მალე გამოიცვალე -არ მინდა რომ ნიაკოს ჩემზე რაღაცეები მოუყვე -დაჯექი ორივე მაგიდასთან დაჯდნენ. -როგორ ხარ -რავი. ისე რა -იცი რაც დაგპირდი ის ვერ შევასრულე სიამაყე სიყვარულზე მეტ ადგილს იჭერს შენ ცხოვრებაში. მე მაინც ვეცდები შენი გატეხვას. -რატო რო მატკინო? -არა ცხოვრება რომ გასწავლო, წესიერი ცხოვრება. დავიწყებთ შემდეგით-ერეკლემ ანკას წელზე ხელი შემოხვიდა მიიხუტა და აკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.