შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთქმელი სიტყვები (თავი 3)


20-08-2016, 15:44
ავტორი crete20
ნანახია 2 986

იმ დღის მერე ლილესთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ზომბივით დადიოდა სახლში და გარეთ საერთოდ არ გადიოდა. ფიქრობდა ყველაფერზე, სად დაუშვა შეცდომა , ნეტა თვიდან რომ ეთქვა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა ზურას? ნეტა თავიდან რომ ცოდნოდა მოინდომებდა მასთან ურთიერთობას? იყო ბევრი ნეტა. საწოლზე გულიაღმა დაწვა და დაიწყო წარსულის გახსენება, დღე როცა ზურა პირველად გაიცნო.

ოქტომბრის დასაწყისი იყო, დეიდამ აცნობა რომ ახალი მეზობლები გადმოვიდნენ, გაუხარდა ახალი მეგობარი ეყოლებოდა. დეიდამ ისიც უთხრა რომ მას და ახალ ბავშვს ის წაიყვანდა სკოლაში რადგან ბავშვის დედ-მამა მუშაობდა. ზურა დილით გაიცნო, უბრალოდ მიესალმა და ეგ იყო, ლილეს ცოტა გული დასწყდა ასეთ სიცივეს არ მოელოდა. სკოლის დამთავრების მერე დეიდამ დააგვიანა, ზურას კი არ უნდოდა დალოდებოდა.
-დეიდა ინერვიულებს აქ რომ არ დახვდები
- მე თვითონ გავიგნებ გზას პირველ კლასელი არ ვარ, გაბრაზებულმა უთხრა ზურამ
- მშობლები დაგსჯიან
-ხო კაი დაველოდები, იქვე უხალისოდ ჩამოჯდა ზურა
- რამდნეი წლის ხარ? გაუღიმა ლილემ
- რამდნეი ლაპარაკი გყვარებია შენ, გაბრაზებით უთხრა ზურამ. ლილეს ხმა არ ამოუღია, გაბრაზდა მასზე და ზურგი შეაქცია. დეიდაც მოვიდა, ზურამ უკმაყოფილება გამოთქვა დაგვიანებაზე.
ეს იყო მათი პირველი დღე სკოლში, ლილეს იმედები გაუცრუვდა ახალი მეზობელი სულაც არ აღმოჩნდა მეგობრული. ამის მერე წლებმა განვლო, ზურას და ლილეს შორის ისევ დისტანცია იყო, ერთმანეთს გამარჯობის გარდა არაფერს ეუბნებოდნენ. ყოფილა დღეები როდესაც ორივე ერთდროულად წამოსულა სკოლიდან და მთელი გზა ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.

მათ შორის აღმართული კედელი თითქმის ექვსი წლის მერე დაინგრა, ლილეს დაბადების დღეზე. იმ დღეს ლილეს მერხზე ყვავილები დახვდა და წერლილი, უცნობი მას თორმეტი წლის შერულებას ულოცავდა. მთელმა სკოლამ გაიგო ამ ამბის შესახებ და გაკვეთილების ბოლოს ზურა კართან დახვდა ლილეს.
- აქ რა გინდა? გაკვირვებულმა შეხედა ლილემ
- წამოდი სახლში
- სახლში ისედაც მივდივარ
- ხოდა გამოიარე, სახე დაუსერიოზულდა ზურას
- შენ რატომ მომყვები? თან კლასის წინ მელოდები, რამე ბოროტება ჩაიფიქრე?
- კაი რა, გადაიხარხარა ზურამ. -მოდი მოდი. ყვავილები ვინ გამოგიგზანა? ინტერესით იკითხა ზურამ?
- აუ თურმე რა! გაბრაზებულმა შეხედა ლილემ.
- მითხარი
- არ გეტყვი
- გოგო მითხრაი რო გეკითხები? მხარსი ხელი ჩაავლო ზურამ
- მეტკინა ველურო
- ბოდიში არ მინდოდა.

ამ ამბის მერე მათი ურთიერთობა უფრო დაიძაბა, ლილე ცდილობდა რომ მორიდებოდა, ზურაც იგივეს აკეთებდა. ერთ დღეს როცა სახლში მარტო იყო ზურა ესტუმრა ვარდებით ხელში, მორიდებულად უღიმოდა.
- ეხლა რა მოიფიქრე? ინტერესით შეხედა ლილემ
- არაფერი, ბოდიშის მოსახდელად მოვედი და შესარიგებლად.
- ხოო?
- ხო, ხო და დამიჯერე. მოდი აღარ ვიჩხუბოთ და ვიმეგობროთ. გაუღიმა ზურამ
- თუ არ ვცდები ექვსი წელია გიცნობ და ნორმლაურად არ მომსალმებიხარ, ეხლა კი მეგობრობა გინდა? ეჭვის თვალით შეხედა ლილემ
- მინდა, გაუღიმა ზურამ
- კაი, საეჭვოდ შეხედა ლილემ.
- ყავას დამალევინებ? გაუღიმა ზურამ
- ყავა თუ გინდოდა გეთქვა პირდაპირ?
- კაი არ მინდა
- დაჯექი მოგიდუღებ
- კაი გოგო! გაიცინა ზურამ. ლილემ დაბღვერილმა შეხედა.

ამის მერე მათი ურთერტობა საგრძნობლად შეიცვალა, დათბა, ცოტას კი კამათობდნენ მაგრამ მაინც კარგი ურთიერტობა ქონდათ. თითქმის ორი წელი მეგობრობდნენ, სულ ერთად იყვნენ. იმ წელს ზურას კლასმა ექსკურსიაზე გადაწყვიტა წასვლა რახან ბოლო წელი იყო და ერთმანეთს ვეღარ ნახავდნენ მეტჯერ. ზურამ იმდენი მოახერხა რომ ლილეც წაიყვანა. ზურამ იმ დილას სანამ ექსკურსიაზე წავიდოდნენ ლილე წარადგინა და ყველას განუცხადა რომ ისი მისი “პატარა დაიკო იყო“.
- ზურა ღამე მე სად ვიძინებ? მოსაღამოვებულს კითხა ლილემ
- ჩემთან, სერიოზულად ჩაილაპარაკა მან
- რას ქვია შენთან?
- რას ქვია და მეტი ოთახები არაა სასტუმროში, ჩემმა კლასელმა გოგოებმა კი ოთახები უკვე დაინაწილეს და ადგილი არაა ასე რომ ჩემთან. მოდი აქეთაა ოთახი.
- ზურა ხალხი რას იფიქრებს თვრამეტი წლის ბიჭი და თოთხმეტი წლისგოგო რომ ერთ ოთახსი იქნებიან?
- ლილე სულ მკ“დია სხვა რას იტყვის ასე რომ გამოიარე. ლილემ ხმა ვეღარ ამოღო და სურას გაჰყვა.
- აქ ერთსაწოლიანი საწოლია მარტო, აღშფოთდა ლილე როდესაც ოთახში შევიდნენ
- ვხედავ ლილე, ვხედავ. მიდი დათუნიას პიჟამოები ჩაიცვი და დაწექი.
- ზურა არ ვხუმრობ!
- არც მე. მეტი ოთახი არააა და რა ვქნა. ლილეს მეტი გზა არ ქონდა მას უნდა დამორჩილებოდა
- ზურა ცოტა გაიწიე ვერ ვეტევი? გააპროტესტა ლილემ
- გოგო ნუ წრიალებ და ნუ მაწუხებ, ძილი მინდა.
- პატარა ადგილია და ვერ ვისვენებ, თან ვინმესთან ძილს არ ვარ მიჩვეული
- რომ გათხოვდები მერე შენ ქმარს ეტყვი არ ვარ ვინმესთან ძილს მიჩვეულიო?
- არ გავთხოვდები. ზურამ ხარხარი ატეხა ლილეს გაბუსხულ ტუჩებზე
- ცოტა დრო გავა და აზრს შეიცვლი
- არ შევიცვლი
- კაი კაი დაიძინე, ზურა მისკენ გადმოტრიალდა და თავზე აკოცა. მერე მკერდზე დაადებინა თავი კიდევ ერთხელ აკოცა თავზე. - უფრო კომფორტულად ხარ?
- კი, უკეთესად დამეძინება, გაიღიმა ლილემ.



***
მერე იყო ბევრი ლამაზი დღე ერთად გატაებული, ზურას თითქმის ყველგან დაყავდა, ერთად ბევრს ერთობოდნენ. მათ შორის იყო კარგი მეგობრობა, ან არც იყო და ლილეს ასე ეგონა. დეიდა რომ მორიგე იყო საავადმყოფოში ზურა ხშირად რჩებოდა ლილესთან ან ლილე ჩადიოდა ზურასთან. ზურას მშობლებსაც ძალიან უყვარდათ ლილე და სულ ამბობდნენ რო ყავდათ გოგო ლილეს სახით.

ამ წელს ზურა გამოცდებს აბარებდა იურისტობა უნდოდა და დიდი იმედი ქონდა რომ ჩააბარებდა. ლილესთვის თითქმის ვეღარ იცლიდა და ლილემაც არ დააყოვნა წუწუნი. ზურას სახლში დაუკაკუნებლად შეაბიჯა, ლანას ზურას დედას მიესალმა და ზურას ოთახის კარი შეაღო.
- გოგო, ხომ გაგაფრთხილე დაუკაკუნებლად ნუ შემოდიხარ თქო, დაუყვირა საცვლებში გამოწყობილმა ზურამ
- უზრდელო რას მიყვირიხარ, გაბრაზდა ლილე
- გოგო ვერ ხედავ ტიტველი ვარ და შენ კიდე აქ დგეხარ? თვალბი დაუბრიალა ზურამ
- დიდი ამბავი საცვლებში დაგინახო, ათასი ბიჭი მყავს საცვლებში ნანახი ზღვაზე.
- ათასი ბიჭი ხო? კოპები შეკრა ზურამ თან შორტებს იცვამდა
- ხო ათასი, გაუცინა ლილემ. ზურა მაშინვე მასთან გაჩნდა და მხრებში ჩაავლო ხელი
- ლელი რატომ გინდა ნერვები მომიშალო, შენ რა ბიჭებს ათვალიერებ?
- ეგ რა შუაშია ხელი აიქნია ლილემ, ზურას დაუსხლტა და საწოლზე დაჯდა, აბა ზღვაზე თვალებ დახუჭულმა ვიარო. ზურას გაეცინა და გულში ჩაიკრა.
- იცოდე ბიჭებს კიდე დაუწყებ თვალიერებას გცემ
- ვერ მცემ და უკვე თოთხმეტი წლის ვარ და ვისაც მინდა იმას უყურებ
- ვისაც გინდა იმას ვერ უყურებ! კოპები შეკრა ზურამ
- კი აბა შენ დამიშლი, რამდენიმე დღეა წიგნებს ჩაჰკირკიტებ და საერთოდ არ იცი რას ვაკეთებ, გაიცინა ლილემ
- გოგო! დაუყვირა ზურამ, -რატო მიშლი ნერვებს?!
- სადმე გავიდეთ რა ზურა გთხოვ, რამდენი დღეა სახლში ხარ გამოკეტილი და არც მე მინახიხარ წესიერად, მოისაწყლა თავი ლილემ
- ანუ მემოგენატრე შე პატარა ონავარო? გაუღიმა ზურამ
- პატარას ნუ მეძახი,არც შენ ხარ დიდი, სულ რაღაც თვრამეტი წლის ხარ.
- რამხელაც არ უნდა იყო შენ სულ მაინც პატარა იქნები ჩემთვის, თავზე აკოცა ზურამ, - კაი წავიდეთ ნაყინის საჭმელად. ლილეას გაუხარდა და კისერზე ჩამოეკიდა.



***
ზურამ გამოცდები ჩააბარა, სტუდენტიც გახდა. ლილეს და მას ისევ ისეთი ურთიერთობა ქონდათ, კამათობდნენ, ჩხუბობდნენ, და ებუტებოდნენ ერთმანეთს მაგრამ ისევ მალევე რიგრებოდნენ, ერთმანეთის გარეშე ვერცერთი ძლებდა.
- ზურა! ტელეპონში ჩაჰყვირა ლილემ,აუ სად ხარ?
- მეგობართან რუთაველზე, რამე მოხდა? სერიოზულად იკითხა ზურამ
- კი
- რა? ხმა დაეძაბა ზურას
- ცუდ ხასიათზე ვარ
- აუ, ლილე მოგკლავ, გამიხეთქე გული
- აუ მოდი და სადმე გავისეირნოთ
- კაი მოვალ ნახევარ საათში. ზურა ნახევარ საათში არა მაგარმ ერთ საათში მივიდა. ლილე მანქანაში ხმას არ იღებდა ჩუმად იჯდა. ზურამ მანქანა კუს ტბაზე გააჩერა და გადმოვიდა, ლილესაც გაუღო კარი.
- გადმოდი, რა გჭირს? მოდი აქ დავჯდეთ,ხელით უბიძგა ზურამ ლილეს მეორე მხარეს.
- რა და...დედაჩემი ხომ დამპირდა რო ჩამოვიდოდა წელს ხოდა ეხლა მეუბნება რომ ვერ ჩამოვა, არადა შენხომ მაინც იცი როგორ მენატრება, ექვსი წლის ვიყავი რომ წავიდა და უკვე თოთხმეტი წლის ვარ, ამდენი წელია არ მინახია და მაინც არ ჩამოდის. ესეთი რამე გაგიგია? საკუთარი შვილი არ ნახო რვა წელი?! ტირილით ამოილაპარაკა ლილემ. ზურამ გულზე მიიხუტა.
- კაი დაწყნარდი ჩემო ლამაზო, ხომ იცი არა აქ თუ ჩამოვიდა უკან ვეღარ წავა საბუთები არ აქვს.
- კი მაგრამ რვა წელი აღარ კმარა, ამდნეი ხანი დამტოვა, როგორც სჩანს ფული ჩემზე მეტად უყვარს,საერთოდ არ უყვარვარ, არავის არ ვუყვარვარ. ტირილი დაიწყო ლილემ და ზურას მკერდს მოშორდა, ზურა ერთხანს უყურებდა მერე კი ტუჩებით ნაძად შეეხო ლილეს ტუჩებს. ლილე გაუნძრევლად იჯდა, ხმას ვერ იღებდა და კანკალებდა. ზურა მას მოშორდა და დაჟინებით უყურებდა.
- ზურა..ხმა აუკანკალდა ლილეს. ზურა ხმას არ იღებდა, - ეს რა გააკეთე? ლილე კიდევ ვერ იჯერებდა რომ ზურამ აკოცა.
- გაკოცე! დაძაბულმა ჩაილაპარაკა ზურამ
- რატომ?
- რატოომ? კითხვა სუბრუნა ზურამ. - ვერ ხვდები? ლილე ჩუმად იდგა და ზურას აკვირდებოდა, - ვერ ხვდები რომ მიყვარხარ? ლილეს გაუკვირდა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ხმას ვერ იღებდა, - ვერ ხვდები რომ მიყვარხარ? დანახვის დღიდან მომეწონე, მაშინ უბრალოდ ვერ ვხვდებოდი თუ მომწონდი, უბრალოდ ერთი პირველ კლასელი გოგო ნერვებს მიშლიდა და ვერ ვიტანდი, არადა პირიქით იყო მაგრამ ვერ ვხვდებოდი. წლები გავიდა და მივხვდი რომ შემიყვარდი და შენგან თავი შორს მეჭირა, ვიცოდი რომ არ მოგწონდი და დასანახად ვერ მიტანდი. თორმეტი წლის რომ გახდი და ყვავეილები დაგახვედრეს შენს მაგიდაზე მაშინ გავიაზრე რო შეილება დამეკარგე და შენთან დაახლოვება გადავწყვიტე. იმის მერე შენც იცი რა მოხდა, მიყვარხარ ნუთუ ამას ვერ ამჩნევდი?
- შენ...შენ, ენა დაება ლილეს. არაფერი მესმის, მე ხშირად გეუბნებოდი რომ მიყვარდი როგორც ძმა და შენ არაფერს მეუბნებოდი. ბევრჯერ წარგიდგენივარ ხალხში ისე როგორც შენი “დაიკო“.
- ვიცი ვივიცი და ვნანობ. უბრალოდ ვერაფერს ვაკეთები. არ მყოფნიდა გამბედაობა რომ მეთქვა როგორ მიყვარდი. შენ? ცოტახნის მერე კითხვა დასვა ზურამ.
- რა მე? გაიკვირვა ლილემ
- გიყვარვარ? დაჟინებით უყურებდა ზურა. ლილე დაიბნა, თვალებში სევდა ჩაუდგა.
- ზურა მიყვარხარ როგორც მეგობარი, ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლილემ. ზურას სახეზე ფერი ეცვლა.
- არ შეგიყვარდები ისე როგორც ბიჭი? ინტერესით იკითხა ზურამ. ლილე ერთხანს დუმდა, ვერ გადაეწყვიტა რა ეთქვა, იცოდა რომ გულს ატკენდა.
- ზურა, პაუზა გააკეთა ლილემ, - ერთდ გავიზარდეთ, ჩემთვის ისე იყავი როგორც უფროსი ძმა. ერთად ვმაიმუნობდით, ერთი თეფშიდან ვჭამდით, ერთ საწოლში გვეძინა, დედაშენს დედას ვეძახოდი, ეს წლები ისე გავიზარდე რომ ძმად მიმაჩნდი ახლა კი მეუბნები რომ ისე შემოგხედო როგორც მამაკაცს? ძნელია, არ შემიძლია, ვერ წარმომიდგენია. მე და შენ შეყვარებულები, რაღაც აბსურდია.
- ჩაჯექი მანქანაში. მკაცრად უთხრა ზურამ. სახლამდე არცერთს არ ამოუღია ხმა. ლილე გადავიდა მანქლნიდან და სახლში აირბინა ტირილით.
-
ამ ამბის მერე ერთი თვე გავიდა, ზურა თვალითაც არ უნახია, განიცდიდა უიმისობას, დაკარგა მეგობარი, მის გარდა არავის ემეგობრებოდა ახლა კი სულ მარტოდ დარჩა. სულ მოწყენილი დადიოდა მთელი თვე. დეიდმისი ეკითხებოდა მაგრამ ლილე დუმდა. ლანასგან გაიგო რომ ზურა მეგობართან წავიდა სვანეთში დასასვნებელად. ვერ გაეგო ლილეს როგორ შეეძლო ზურას სწავლის პროცესში ერთი თვე არ გამოცხადებულიყო ლექციებზე, იურისტობა ხომ მისი ოცნება იყო.

ერთ საღამოს გვიან დაბრუნდა სახლში გიტარის გაკვეთილიდან, სადარბაზოში შესულმა იკივლა კედელზე აყუდებული ზურა რომ დაინახა.
- შემაშინე, ყრუდ ჩაილაპარაკა ლილემ. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და არცერთ არ იღებდა ხმას. როგორ იცვლება დრო ერთ დროს რომ თავზე იმხობდნენ ყველაფერს ახლა თითქოს აღარაფერი ქონდათ სალაპარაკო.
- იფიქრე? სიჩუმე ზურამ დაარღვია
- რაზე? გაიკვირვა ლილემ
- ჩვენზე! მკაცრად წარმოსთქვა ზურამ
- რა იყო საფიქრელი? გაიკვირვა ლილემ
- ანუ არაფერი? სახე დაეჭიმა ზურას.
- არაფერი. თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა ლილემ.
- არ გინდა ერთად ვიყოთ? ვედრება გაისმა ზურას ხმაში. ლილეს შეეცოდა, თავის თვზეც გარაზდა. ზურა მის გამო იტანჯებოდა მაგრამ არ შეეძლო ამ ბიჭისთვის შეეხედა სხვანაირად.
- ზურა მაპატიე. უთხრა და გვერდის ავლა ცადა ლილემ. ზურამ მხარში ხელი ჩაავლო და უთხრა:
- იცოდე მერე რომ ინანო ჩემი გაშვება გვიანი იქნება. ლილეს ხმა არ ამოუღია და კიბეები სირბილით აიარა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიანნნ სინტერესოააა. ზურას უნდა გაეგო ლილესთვის, ყველაზეს წორი რეაქცია ქონდ მ გოგოს. მაგრმ არ უნდა მოეტყუებინა აწმყოში. ძალიან საინტერესოა როგორი მპვლენების გნვითარება გვექნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent