sounds of silence (4)
*დემეტრე* დილით რომ გავიღვიძე ოფლში ვცურავდი... ეს ყველაზე საშინელი კოშმარი იყო... მე არ მჯეროდა იმის რომ ლიკამ თავი მოიკლა... არარეალურად მიმაჩნდა... ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა... მარიამი რეკავდა... -გისმენ... -რაღაც მოხდა... თამარი დეიდა ამბობს რომ ლიკას სიმაღლის შიში ჰქონდა... და აბსურდულად მიაჩნია რომ ლიკა მეეცხრე სართულიდან გადამხტარიყო... უფრო მეტიც დარწმუნებულია რომ ის ამას არ იზამდა... ყურმილი ინსტიქტურად დავუკიდე და ფიქრი დავიწყე... მართალია... გამახსენდა რომ ლიკას სიმაღლის ეშინოდა... მაშინ რაშია საქმე... ტვინის ჭ....ტვას აზრი არ ჰქონდა... ამიტომ გადავწყვიტე თამარისთან წავსულიყავი... ვიცოდი შესაძლოა არ შევეშვი სახლში თუმცა უნდა გამერკვია ყველაფერი... არაფრის თავი არ მქონდა.. ბომჟივით გავვარდი სახლიდან და ლიკას სახლს მივადექი... კარი ოდნავ შეღებული იყო... შემოსასვლელში ორი ახმახი კაცი საუბრობდა... თითის ანაბეჭდების შესახებ ფანჯარაზე და ხალიჩაზე ნაპოვნი სისხლის წვეთების შესახებ... ამბობდნენ რომ უეჭველად განზრახ მკვლელობა იყო და ამაში ეჭვიც არ ეპარებოდათ უბრალოდ ახლა ყველაფერი კარგად იყო დასაზუსტებელი... თავქუდმოგლეჯოლი გამოვვარდი მათ უეჭველად დამინახეს... მივრბოდი ქუჩაში უაზროდ... მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა...ბოლოს სირბილისგან დაქანცული ხიდის მოაჯირს გადავეყუდე და გული ამერია... სამყაროზე ამერია გული... იმ ადამიანზე ამერია გული რომელსაც შეეძლო ლიკა მოეკლა... სიმწრისაგან არ ვიცოდი რა მექნა... ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი... თითქოს შიგნიდან დავცარიელდი... თითქოს ყელში დიდი ტკივილის გორგალი გამეჩხირა და მახრჩობდა... ავკანკალდი.. არადა არ ციოდა... რა მემართება?! მოაჯირს გადავეყუდე რაც ძალი და ღონე მქონდა... და ბოლო ხმაზე დავიყვირე... -მეზიზღები! მძულხარ! არარაობავ! ვიღაც კაცი მომიახლოვდა... თვალებში ძლივს ვიყურებოდი.. -ახალგაზრდავ... კარგად ხართ? ხმა არ გამიცია... უსიცოცხლოდ შევხედე და წამოვდექი... ვცდილობდი სახლამდე მიმეღწია... ---------------------------------------------------------------- *დემეტრესთან სახლში* (ლინას და ნიკას საუბარი) -გიჟი ხარ ნიკაა? -აუუ არმინდოდათქო გითხარი! შემთხვევით მოხდა... მე მხოლოდ ლაპარაკი მინდოდა... -არასოდეს გაპატიებს ის.... -რავქნა? თუ არ ვეტყვით ვერც გაიგებს... კარზე ზარის ხმა გაისმა... -ჩუ ისარის... კარები გავაღე და სახის დამშვიდება ვცადე... -დემე გშია? -არა ლინ... ------------------------------------------------- *დემეტრე* ამათი თავი არ მქონდა.. ნიკას გავხედე... უცნაური სახე ჰქონდა... ნერვიულად ატკაცუნებდა თითებს... ყურადღება არც მიმიქცევია პირდაპირ ოთახში ავედი... -ასე უცნაურად რატომ მიყურებთ? -არა არაფერი ცუდად ხომ არ ხარ? -არა დამანებეთ თავი... ოთახში შევიკეტე და ლოგინზე დავეგდე... ვერ ვიტანდი დღის შუქს... ფარდები ჩამოვაფარე და სიგარეტს მოვუკიდე... ღრმა ნაფაზმა შვება მაგრძნობინა... ვცდილობდი რაიმე პასუხი მეპოვნა კითხვაზე თუ ვის რაში დასჭირდა 15 წლის ბაშვის მოკვლა... არვიცი... არც არაფერი მიჭამია... წყალიც კი არ დამილევია უკვე მეორე დღეა... რა ჯანდაბაა? ნეტავ მეც მოვკვდე... ახლა წუთები კიარა საათები გარბოდნენ... ისე მიჰქროდა დრო ვერც კი ვხვდებოდი რა მომემოქმედებინა... ისე მოსაღამოვდა ვერც კი ვიგრძენი.. ახლა ოთახში ბნელოდა... უკვე მერამდენე ღერს ვეწეოდი... ჟანდაბა! თამბაქოს სუნით გაჟღენთილი ხელები თვალებზე მოვისვი და ცრემლები მოვიწმინდე... თითქოს ყველაფერი გაქრა... არაფერი არსებობდა... რა ჯანდაბა უნდა მექნა... ისევ ტელეფონს დავწვდი და ინსტიქტურად შევედი გალერეაში... ისევ იმ ფოტოებს ვათვალიერებდი... ჯანდაბა! მე რატომ არ ვკვდები? წამიყვანე რა ლიკ... წამიყვანე რა... ----------------------------------------------------------------- *თამარი* -ქალბატონო თამარ... როგორც თქვენ გვითხარით თქვენს ქალიშვილს ეშინოდა სიმაღლის და აბსურდულად მიგაჩნიათ ის რომ მას ასეთი სახის თვითმკვლელობა შეეზლო ცაედინა... შესაბამისად ყველაფერი გამოვიკვლიეთ... ხალიჩაზე სისხლის ნაკვალევია აღმოცენილი ასევე გვამიც დავათვალიერეთ და მას მკლავსა და მენჯზე ჩალურჯებები აქვს... ანაბეჭდები გადაგზავნილია უკრაინაში სადაც მისი ანალიზი გაკეთდება მანამდე კი გაქვთ ეჭვი ვინმეზე? ვის შეეძლო ეს ჩაედინა? აქ ჩვენ თვითმკვლელობასთან კიარა განზრახ მკვლელობასთან გვაქვს საქმე... -ვიცი ვინც იზამდა ამას... -და ვინარის ეს? -მისი ყოფილი შეყვარებული დემეტრე ვაშაკიძე.... მას არუნდოდა რომ ლიკა ორსულად ყოფილიყო და დაემუქრა კიდევაც... ----------------------------------------------------- *ლინა* სამზარეულოში ვიყავი საღამოს 8 საათი იყო... კარზე ზარის ხმა გაისმა ჩემდა გასაკვირად... ხელები შევიმშრალე და კარები გავაღე... წინ 4 პოლიციელი მედგა... დაბნეულმა კითხვის თვალით შევხედე და შემოვიპატიჟე... -დემეტრე ვაშაკიძე აქ ცხოვრობს? -დიახ.. -თქვენ მისი ვინ ბრზანდებით? -მე მისი და ვარ... ამ დროს ოთახიდან ნიკა გამოვიდა და მათ დანახვაზე სეშფოთდა თუმცა არაფერი შეიმჩნია და იკითხა რახდებაო? - მაშ ასე ქალბატონო გაცნობებთ რომ თქვენი ძმა მისივე შეყვარებულის მკვლელობაშია ეწვმიტანილი და დროებითი დაკავების ზონაში უნდა გადავიყვანოთ სანამ ყველაფერი კარგად არ გაირკვევა გთხოვთ დაუზახოთ... --------------------------------------------------------- *დემეტრე* ლინა შეშფოთებული შემოვიდა ოთახში... -ეს როგორ შეგეძლო? ის საბრალო გოგო როგორ მოკალი?! წამოდი ახლავე მოგაკითხეს! აზრზე ვერ მოვედი... ლიკას უსიტყვოდ გავყევი... პოლიციელები რომ დავინახე მივხვდი რაშიც იყო საქმე და ადგილზე გავშეშდი... ორნი მხრებსი მწვდნენ... -ხელი გამიშვით არსადაც არ წამოვალ! მე არაფერი ჩამიდენია... მე მიყვარდა ლიკა! მე არ მომიკლავს! ცრემლიანი და საბრალო თვალებით ვუყურებდი ლინას და ნიკას თუმცა რა? არც არაფერი... ისე გამყიდეს როგორც რაიმე ნივთი... ახლა უკვე ყველაფერი გასაგები იყო... ყველაფერი ნათელი იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.