შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 12


21-08-2016, 16:33
ავტორი sophiaa
ნანახია 2 306

დრო ნელ-ნელა გადიოდა. ყველაფერი ნორმალურად იყო. დიდი ჩხუბის მერე თოკოსთან გადავედი სახლში. დღეს ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ, თოკოს მეგობრები. მთელი დღე ვემზადებოდი. ძალიან ვნერვიულობ არ ვიცი რას იფიქრებენ თოკოს ადრე ხეიბარ, ორსულ საცოლეზე. არ მინდა მათთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს
-ანუშკები რას ემზადები ამდენი ხანი? დავბერდი კაცი შენი ლოდინით
-ნუ წუწუნებ რაა, მაცადე ორი წუთი და გამოვალ. მაკიაჟს ვიკეთებ სააბაზანოს კარებთან თოკო იდგა და ბუზღუნებდა. ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო
-შენ კაცს მოკლავ, ამდენი ხანი მომზადება მხოლოდ გოგოებს შეგიძლიათ. ისე ძალიან ლამაზი ხარ
-მადლობა, სტუმრები როდის მოდიან?
-ეხლა 5ზე მგონი
-შენ ჯანმრთელად ხარ? ხუთს ათი წუთი აკლია.
ლოყაზე მაკოცა და აბაზანაში შევიდა, ღმერთო როგორ მინდოდა თავში რამე ჩამერტყა. იდიოტი ეს. კარზე ზარი იყო.
-თოკოო დროზე გამოდი კარზე ზარია
-ჰოო მოვდივარ, არაფერს არ დაგაცლიან კაცს
კარის გასაღებად წავედით, კარებში 3 გოგო და 2 ბიჭი იდგა. ბიჭებს თვალი რომ მოვავლე წამით გავიფიქრე თოკოსთან ხომ არ ვიჩქარეთქო მაგრამ სწრაფად გავაქნიე თავი და აზრები გავიფანტე, გოგოები ჩვეულებრივი ძერსკები აღმოჩნდნენ. ყურებამდე წითელი პომადით და გაშპაკლული სახით
-ბავშვებოო როგორ ხართ?
ერთ-ერთმა ბიჭმა თოკოს მხარზე ხელი დაარტყა
-მაგრად თოკ, აბა გაგვაცანი ეს ლამაზი გოგო
-გაიცანით ეს ანაა ჩემი საცოლე. ანის ეს სოფი, ელე, მაკო, ლევანი და ზუკაა
-სასოამოვნოა თქვენი გაცნობა
-ჩვენთვისაც რძალო ერთმა ბიჭმა მგონი ლევანმა მხარზე ხელი გადამხვია.
როგორ არ მიყვარს ეს მეგობრული ჟესტები. გოგოება უბრალოდ გამიღიმეს. სოფის ეტყობოდა რომ დიდად არ ვეხატებოდი გულზე. არა საიდან მოვიტანე ეხლა ეს?
-აბა ანა მოგვიყევი რამე შენზე
-24 წლის ვარ, ძალიან ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული გოგო
უი დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, ერთ-ერთ თეატრში ამიყვანეს მსახიობად. ეს პროფესია ბავშვობიდან მინდოდა. სანამ მუცელი ძაან არ გამეზრდება მანამდე ვიმუშავებ
-აბა ბავშვებო არ დავლიოთ?
თოკომ ყველას ჭიქები გაავსო, ჩემი ჭიქის გარდა. ჩემს მდგომარეობაში სასმელი ნამდვილად არ შეიძლება
-ეე თოკ ანის რატომ არ დაუსხი? არ აძლევ დალევის უფლებას?
თუ სწორად მახსოვს ეს მაკო იყო, ძაან „იტყლარწებოდა“. დიდი სიამოვნებით დავბანდი ამ სასმლით თავს
-მაკო ხომ? ჩემს მდგომარეობაში დალევა არ შეიძლება
-რატო? რამე დაავადება გჭირს?
-არა ფეხმძიმედ ვარ
ბიჭებს ძალიან გაუხარდათ და აი გოგოების რა მოგახსენოთ. იჯდნენ ძაან სტრანი როჟებით და წრუპავდნენ სასმელს.
-მგონი ტელეფონი რეკავს
ოთახს თვალი მოვავლე და ტუმბოზე დადებული ჩემი მობილური რეკავდი. სწრაფად წამოვდექი და ავიღე. ეკრანზე ეკა ეწერა
-ეკა? როგორ ხარ?
-აუუ ძაან მაგრად. გოგო გავთხოვდი
-რა ქენი? ვისზე?
-ერთი ბიზნესმენი ტიპია, ხელი მოვაწერეთ ეხლა ჰოლანდიში მივფრინავთ
-ვაუუ გილოცავ, ბედნიერებას გისურვებ
ისევ მაგიდასთან დავბრუნდი, ბიჭები ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ და გოგოები აშკარად ჩემზე ჭორაობდნენ
-რაო ანი ვინ იყო?
-ეკა იყო, გავთხოვდიო
ბავშვებმა უცნაური შეძახილები დაიწყეს. როგორც მივხვდი ეკა არ ევასებათ. გვიან ღამე დავიშალეთ. ისე მეძინებოდა ფეხზე ვერ ვდგებოდი. თოკომ ბიჭები გააცილა ძალიან დათვრნენ. უკვე დაწოლას ვაპირებდი კარებზე ბრახუნი რომ ატყდა. თოკო არ იქნება გასაღები აქვს. კარი კანკალით გავაღე. ხელში მთვრალი საბა შემრჩა
-საბა? მთვრალი ხარ?
-ხო ძვირფასო, შენმა სიყვარულმა დამათრო
-ნუ ბოდავ რაღაცეებს შემოდი, ფრთხილად არ წაიქცე
სავარძელში კი არ ჩაჯდა ჩავარდა, ფუუ როგორ ვერ ვიტან მთვრალ კაცებს, ნეთა თოკო მალე მოვიდეს
-ანი იცი რატო დავლიე? მითხარი იცი?
-არა საბა საიდან უნდა ვიცოდე
-შენ გამო დავლიე, კიდევ იმის გამო დავლიე რომ მიყვარხარ, მითხარი რატომ აირჩიე თოკო? მე ხომ პირველმა გნახე? მე მომეწონე და გაგიცანი, მერე ეს ჩემი ძვირფასი ძმა ჩაგვიხტა და წამართვა შენი თავი. ვიცი რომ გამოვფხიზლდები ჩემი სიტყვების შემრცხვება მაგრამ არაუშავს. იცი გული მტკივა. ახლა მუცლით ჩემს პატარას უნდა ატარებდე და არა თოკოსას. მე მინდა შვილი გესმის? მე ვარ მარტო ამ ცხოვრებაში. არავინ არ მყავს, სულ მარტო ვარ. არავის ვუყვარვარ, არავის
სავარძლის სახელურზე თავი ჩამოდო და ჩაეძინა. ღმერთო იმედია ამ ყველაფერს ხუმრობით ამბობდა. ბევრჯერ გამიგონია მთვრალი კაცი ყოველთვის სიმართლეს ამბობსო. ჯანდაბა, ესღა მაკლა. საბას სიყვარული მინდოდა ახლა ზუსტად, იმედია დილით რომ გაიღვიძებს არაფერი ემახსოვრება. იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი. საბა მართალი იყო. პირველი მან გამიცნო მე კი თოკო ავირჩიე. ვიცოდი რომ რაღაც ასეთი მოხდებოდა. ეს ხომ კანონია, ძმებს ერთი გოგო უნდა უყვარდეთ. არა ამას თოკოს ვერ ვეტყვი გადაირევა და საბას მოკლავს.
-ანიი მოვედი, ვაა საბაა ჩვენთან?
-ხო როგორც ჩანს ძალიან ბევრი დალია, აქვე ჩაეძინა
-კაი იყოს ეს აქ, წამო ჩვენ დავიძნოთ რაა, თორე თავი მტკივა უკვე
მთელი ღამე არ მეძინა, საბაზე ვფიქრობდი. როგორც კი გათენდა მაშინვე ფეხზე წამოვარდი. სამზარეულოში გავედი და წვნიანის გაკეთება დავიწყე. ორივე ნაბახუსევზე იქნება ამიტომ ჯობია დავეხმარო. ღმერთო გთხოვ საბას არაფერი არ ახსოვდეს რაა.
-დილამშვიდობისა პატარავ, ასე ადრე რატომ ადექი?
-შენ და საბას წვნიანი მოგიმზადეთ
-მოკლედ რაა, მე უნდა ვთქვა საცოლე მყავსთქო და საბას სარძლო.
სამზარეულოში საბა შემოვიდა თვალების ფშვნეტით. ეტყობოდა ძალიან ცუდად იყო
-საბა მაცივარში ლუდია
მხოლოდ გამიღიმა, ჯანდაბა მგონი ახსოვს ყველაფერი. უნდა დაველაპარაკო, უნდა ავუხსნა რომ ასე არ შეიძლება.
-მოდით ჭამეთ, მე წავალ სახლს მივალაგებ
ჩვენს საძინებელში ავედი, ოხ თორნიკე ყველაფერი მიყრილ-მოყრილი ქონდა. ეს ბიჭი რასაც აიღებს ყველაფერს ძირს ყრის. გადამიყვანა უკვე ჭკუიდან.
-ანი დალაპარაკება მინდა
ოთახში საბა შემოვიდა, ძალიან კარგი იმედია ახლა მაინც დაველაპარაკები ნორმალურად
-თოკო სად არის?
-მაღაზიაში წავიდა, ლუდს ვიყიდი კიდეო, ანი ძაან კარგად მახსოვს გუშინ რაც ვთქვი
-საბა ხომ იცი რომ ასე არ შეიძლება
-როგორ? ასე?
თმებში ხელი შემიცურა და ტუჩებში მაკოცა



№1  offline მოდერი Tako Tako_2

ძალიან Kარგია

 


№2  offline წევრი blackboss

WTF? :@ saba miachume male chemi (chemi ra aris da) anis tornike ar gamibrazo :D kaii raa arada memegona megobrulad ukurebdaa(( momeshala nervebi
araferi aurdaurio gtxoooov :D
ise magari istoriaa dzalian ^^ warmatebebi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent