შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უარმყოფელი (ნაწილი 3)


22-08-2016, 05:19
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 833

სოფოს მთელი ღამე არ ეძინა, აგონდებოდა ყველაფერი რაც იმ დღეს გადაიტანა, გული საშინლად ტკიოდა და ლოყა ჯერ კიდევ ეწვოდა, თუმცა მაინც არ ნანობდა თავის საქციელს უნდა მიეხალა მათთვის რასაც ფიქრობდა, ზუსტად იცოდა მისი სიტყვები არც მამამისის ცხოვრების წესს შეცვლიდა, არც მის აზროვნებას გამოასწორებდა, მაგრამ რაც მთავარია მან თქვა რაც დიდი ხანია გულში ქონდა, თითქოს გულიდან ლოდი მოიშორა, ახსენდებოდა მამამისის სიტყვები და ლამისაა გული არეოდა, გული ერეოდა როდესაც წარმოიდგენდა მას, როგორ ნებივრობდა რომელიმე მეძავთან თანაც განგრეული მთვრალი, არ ესმოდა როგორ შეიძლებოდა სოციუმს ეს ნორმად ჩაეთვალა, ნორმა კი არა საამაყოც კი ყოფილა თურმე ცოლიანი კაცის მეძავთან თუნდაც არამეძავთან გორაობა, სოფომ საშინელი ზიზღი იგრძნო , ზიზღი ყველაფრის მიმართ, მამის, თორნიკეს, შეგუების და მოთმინების პროცესში მყოფი დედამისის და რაც ყველაზე მთავარია საზოგადოების მიმართ იმ საზოგადოების ვინც ამ ყველაფერს ნორმად მიიჩნევდა, ნორმად კი არა ტრადიციად და აუცილებლობად, სოფო გადმობრუნდა და დაძინება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, თავის თავს შეატყო რომ დღევანდელის შემდეგ ყბადაღებული შიში გაუათკეცდა, მართლაც რა ელოდა მომავალში? მასაც სხვების მსგავსად შეუყვარდებოდა ვინმე, მერე ეს ვინმე როგორც წესია როგორც ბუნება, ბიოლოგია და კიდევ ბევრი ჯანდაბა რაღაც მოითხოვს სადმე უღალატებდა, მობეზრდებოდა სულ მისი ერთის ყურება, ის უკეთეს შემთხვევაში ვერ გაიგებდა, უარეს შემთხვევაში მაინც ის დარჩებოდა წაგებული, რაც არ უნდა ეტირა, ეყვირა მაინც ვერაფერს გააწყობდა , ვერაფერს შეცვლიდა, მისი მეორე ნახევარი ვერც მიხვდებოდა მის ტკივილს , დაიკიდებდა მის გულის ტკენას , შემდეგ ალბათ მამამისის მსგავსად ძმაკაცებში მოყვებოდა სიცილ-კისკისით როგორ იგრიალა და როგორ დაადგა ძვირფას მეორე ნახევარს რქები, ძვირფასი საზოგადოებაც დიდათ არ აღშფოდდებოდა, რარაც ყბადარებული თეზისებით გაამართლებდა მის საქციელს, შეიძლება ის რაც მისთვის სამყაროს დანგრევის ტოლფასი იქნებოდა არც ჩაეთვალად ღალატად,არა არა მას არ უნდოდა სიყვარული, ერჩივნა მარტო ყოფილიყო, ვიდრე ამ საზიზღრობის ნაწილი, მას არავინ არ უნდა შეყვარებოდა თუ არ უნდოდა ეს ჯოჯოხეთი მასაც გამოეცადა. სიყვარულზე ჩაფიქრდა თუ არა ნიკა გაახსენდა, ეს ცისფერთვალება ბიჭი რომელიც თითქოს განგებამ მას სპეციალურად გამოუგზავნა, უჩვეულო გრძნობებს იწვევდა მასში, მისი თვალები მისი ტუჩები მისი ხმა, ყველაფერი მას ათრობდა და სასიამოვნო ტრანსში აგდებდა, მაგრამ ეს საშიში სიამოვნება იყო, არა არა, მას არავინ არ უნდა შეყვარებოდა რომ შემდგომში ამას ჯოჯოხეთური ტანჯვა არ მოეტანა მისთვის.
‘’აი მოვიფიქრებ რამეს, წავალ აქედან მალე და ნიკასგან რაც შეიძლება შორს დავიჭერ თავს’’ გაიფიქრა სოფომ , თვალები დახუჭა და შეეცადა არაფერზე აღარ ეფიქრა რაც ტანჯავდა.

.........
სოფო არც ერთ თავის ოჯახის წევრთან ლაპარაკს, მაგრამ მეორე დღეს დედამისმა იმდენჯერ დაურეკა ბოლოს გატყდა და დაელაპარაკა:
-რა გინდა დედაა?
-რა რა მინდა შვილო კარგი რაა მოვკვდი გუშინ შენზე ნერვიულობით არ გეცოდებიი?
ის მაინც მითხარი გუშნ სად დარჩი?!
-ჩემ მეგობართან დედა ნუ გეშინია ყველაფერი კარგადაა!
-შვილო გემუდარები, გევედრები სახლში დაბრუნდი, ბოდიში მოუხადე მამაშენს და გაპატიებს!
სოფოს ამაზე ისტერიკული სიცილი აუტყდა.
-ჰაჰ ბოდიში მოვუხადოო? დამარტყა მაგინა და და კიდე ბოდიშები ვუხადოო?
-შვილო ძმაკაცებთან შეარცხვინე არც შენ ხარ ბოლომდე მართალი!
-ვაა , ვააა მარტო თავის ძმა ბიჭებზე იფიქროს, იმის არსს ვერც მიხვდა და არც დაინტერესებულა ჰოო რაც ვუთხარი!
-შვილო დაფიქრდი ხალხი რას იტყვის ახალგაზრდა გოგო ხარ, ოჯახი გყავს და ცალკე გარბიხარ, თანაც რაღაცა უაზრობის გამო!
-დედა რომ იცოდე მე შენ დაგიცავი მაშინ , მაგრამ შენ ოღონთ შენი ბატონისგან ოდნავი შექება მაინც დაიმსახურო ყველაფერშ ამართლებ, იცოდე მანდ მომბრუნებელი და მაგ მარაზმის მაყურებელი მე აღარ ვარ და ეგ მასკარადი პატივი დამდეთ და ჩემ გარეშე განაგრძეთ! ეს თქვა სოფომ და ყურმილი დაკიდა.



........
სახლიდან წამოსვლის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, სოფო თავს არიდებდა დედამისთან ლაპარაკს, თეკლა საკმაოდ სასიამოვნო გოგო აღმოჩნდა, ნიკა ყველანაირად ცდილობდა სოფოს დაახლოვებოდა, სოფოს კი სიამოვნებდა მისი ყურადღება, მაგრამ ყბადაღებული შიშები უფლებას არ აძლევდა მისთვის მოახლოების საშუალება მოეცა.

ერთხელ როდესაც სოფო უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა, ნიკას ხმა მოესმა, მას ჟრუანტელმა დაუარა, ფეხები აუკანკალდა, მაგრამ არ უნდოდა მის სიახლოვეს ყოფნა ამიტომ ვითომ მისი ხმა არც გაეგო, ნაბიჯებს აუჩქარა, ნიკა დაეწია მას, ძალით უკან შემოაბრუნა, თავისკენ მიიზიდა და გაღიზიანებულმა მიუგო:
-რა გემართება ვერ გავიგე, ჭკუიდან შემშალე უკვე რატო მარიდებ თავს ადამიანო რა დაგიშავე?
-ხელი გამიშვი მტკივა!
-მეც მტკივა შენი სიცივე, როგორ არ ვცდილობ გაგიგო შენთან ახლოს მოვიდე შენ კი სრულიად უმიზეზოდ ხელს მკრავ!
-მისმინე არავინ არ გაიძულებს, არც ჩემთან დაახლოებას, არც ჩემ კუდში დევნას შემეშვი და გაიარე გესმიის?! უთხრა სოფომ და თავის გათავისუფლება სცადა, მაგრამ ნიკამ უფრო მაგრად მოუჭირა .
-ადრე გოგო ეგრე რო მომქცეოდა ზედაც აღარ შევხედავდი, მაგრამ შენ რაღაც საოცრება გამიკეთე, შენი სახის თითოეული ნაქვთი, შენი სურნელი, შენი ხმა, შენი უხეში სიტყვაც კი მაგიჟებს, გამაგებინე ადამიანო რა დაგიშავე ამისთანა რო გაცნობის დღიდან ასე ამითვალწუნე?
სოფომ მისი სიტყვები რომ გაიგონა რაღაც საოცარი ბედნიერება იგრძნო, სხეულში საოცარი სიმხურვალე იგრძნო, მაგრამ მალევე მოვიდა გონს და ბიჭს მიუგო!
-შენი ლამაზი სიტყვებით იმ გოგოებს დაახვიე თავბრუ რომლებიც მთელი დღე კუდში დაგდევენ, ჩემთან ეგეთები არ გაგივა, რაც შეეხება ათვალწუნებას, ცდები ჩემთვის შენ ისეთივე ხარ როგორც სხვები, ეს შენ ამეკიდე და მოსვენებას არ მაძლევ, რა გინდა მაინცდამაინც შენზე უნდა ვგიჟდებოდეე, და იმ სულელი გოგოებივით, გიცინოდეე ? დიდის ამბით რო გეპრანჭებიან!
ნიკამ ცოტა ხანი უყურა, მერე ერთი გადაიხარხარა სოფო თავისკენ მიიზიდა და გაშმაგებით დაუწყო კოცნა, სოფოსთვის დრო გაჩერდა, ნიკას გარდა აღარავინ აღარ არსებობდა მისთვის, იმ წამს ეგონა, თავიდან დაიბადა და სრულიად ახალი სიცოცხე დაიწყოო, მერე უცებ თავისმა ყბადაღებულმა შიშებმა შეახსენეს თავი, ნიკას ხელი კრა და ისე ძლიერად გაარტყა მას ლოყაზე თითის ნაბეჭდები დაეტყო.
-ვინ გგონივა ერთი ამიხსენი, ამ შუა ქუჩაზე ეგეთ რაღაცას რო აკეთებ, ახლა კი მართლა ვერ გიტან, ამის შემდეგ ჩემს სიაახლოვეს არ გნახო თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
ეს თქვა და ისე გაიქცა იქიდან გეგონება ვინმე მისდევდა.
ნიკა ღიმილით შეჰყურებდა, ეს გარტყმა ამად ღირდა, სამაგიეროდ ჯერ კიდევ გრძნობდა თავისი თაფლისფერთვალებას ტუცების გემოს.


..........
სოფო ტირილით მიდიოდა ქუჩაში, ოღონთ არ იცოდა ეს სიხარულის ცრემლები იყო თუ მწუხარების. ასეთი არაამქვეყნიური გრძნობა დაეუფლა, მაგრამ არა გაივლის ესეც, უნდა გაიაროს, არ მე არავინ არ შემიყვარდება, არ მჭირდება ეს გრძნობა, მხოლოდ ხელს შემიშლის, არა თავს შორს დავიჭერ მისგან და გაივლის ეს ყველაფერი უნდა გაიაროს, ალად აღმოცენებულ გრძნობას უშედეგოდ ებრძოდა , უფრო თავს იტყუებდა, ამ დროს ტელეფონმა დარეკა, ნომერს დახედა არ ეცნო, ცოტა გაკვირვებულმა უპასუხა:
-გისმენთ!
-ჩემო პატარა მეამბოხე ძლივს არ გაგაგონე ხმაა?
სოფოს რამდენიმე წლის წინ იტალიაშ გადახვეწილი დეიდამისის ხმა ეცნო.
-დეიიიდ ჩამოხვედიი?
-ჰოო პატარა ქალბატონო , გუშინ ვიყავი შენებთან და მითხრეს რეებიც ჩაატარე, ის მაინც გამაგებინე სად ხარ გაჩერებული ეს ერთი კვირა?!
-დეიდ როგორ მომენატრე რო იცოდე, ერთ ჩემ ამხანაგთან ვარ არაფერი მიჭირს, როდის ჩამოხვედიი?
-გუშინწინ , მიხაროდა ვნახავ ჩემს პატარა გოგოს თქო და ასეთი ამბები დამიხვდა, სოფიკო მისმინე მისამართს გეტყვი და გადმოხვალ დღესვე ჩემთან გასაგებიაა?
-კაი დეიდ მიკარნახე აბა!


..........
ნიკა სადარბაზოშ იდგა და ფიქრებით ამ ქვეყნისა არ იყო, როდესაც თეკლა მივიდა და მუჯლუგუნი ჰკრა.
-ოეე რა იყო ისეთი ნეტარი სახე გაქ გეგონება ანგელოზებს უყურებდე!
-ეხლა არა მაგრამ ცოტა ხნის წინ ვუყურებდი და ვაკოცე კიდეც!
-ოჰ ახალი მსხვერპლი მოგიძებნია ვინ არიის?
- არა თეკლუშ ეს გოგო წინამორბედებს არ გავს სულ სხვანაირია აი არ ვიცი, რაღაც საოცარი, ჭკუიდან შემშალა ლამის!
-ეგ ჭკუიდან შემშლელი შემთხვევით ჩვენი სოფიო ჰო არ არის?
ნიკა გაკვირვებული მიაჩერდა.
-ოო რას მიყურებ ისეთი თვალებით უყურებ ხოლმე ბრმაც კი მიხვდება მაგრად მოგწონს!
-ეეჰ შარში ვარ თეკლუშ, მემგონი მიყვარს კი არ მომწონს, მაგრამ ჰოი საოცრებავ მას არ მოვწონვარ ვერ მიტანს!
-რას ამბობ ბიჭო რა გჭრს მაგისი ვერ ასატანი, გოგოა და თავს იფასებს მაგაზე არ ინერვიულო!
-არა არა ვერ მიტანს მართლა, ეეჰ შარში ვარ.
ამ ლაპარაკში იყვნენ როდესაც სოფო გამოჩნდა.
-თეკლა კაია რო აქ ხარ, მოკლედ დიდი მადლობა, რო შემიკედლე, მართლა არ ვიცი ოდესმე ამ სიკეთეს გადაგიხდი თუ არა ეხლა აქედან უნდა წავიდე!
ნიკას დაცეცხლა.
-მოიცა სახლში ბრუნდებიი?
-არა დეიდაჩემი ჩამოვიდა და იმასთან მივდივარ, სოფო თეკლას გადაეხვია, მართლა დიდი მადლობა თეკლა, ახლა წავალ ბარგს ჩავალაგებ.
ნიკა უკან გამოუდგა, დაიჭირა და უთხრა.
-აქედან ჩემ გამო მიდიხარ ჰოო?
-არა შენ რა შუაში ხარ, გითხარი დეიდაჩემი ჩამოვიდა თქო.
-გპირდები თუ ასე გეწყინა ის კოცნა არარ განმეორდება, აღარც შენს სიახლოვეს ვიტრიალებ, მარა არ წახვიდე ახლა დეიდაშენი არ არის ჩამოსული დარწმუნებული ვარ, იტყუები უბრალოდ აქედან წასვლა გინდა.
-მისმინე ნიკა ის უბადრუკი კოცნა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, მარტო გამაღიზიანა და ეგაა,არ ვიტყუები მართლა ჩამოვიდა და შენ გამო არ მივდივარ, შენ თავს მაგხელა მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ ძალიან გთხოვ, კარგად იყავი ამიერიდან მხოლოდ უნივერსიტეტშ შევხვდებით.
ეს თქვა სოფომ ხელი გააშვებინა და ბინისკენ აიღო გეზი.



№1 სტუმარი თა კო

უმაგრესია, მალე დადეეე

 


№2 სტუმარი თუფაქი

უმადურია ეს გოგო worried

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent