უთქმელი სიტყვები (თავი 4)
*** ერთი კვირის მერე დეიდამისმა უთხრა რომ გეგეშიძეები ბინას ყიდიდნენ. ლილეს ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა, კიდევ ერთხელ გაიაზრა ზუარას დაკარგვა. ფეხშიშველმა ჩაირბინა დაბლა და ზურას სახლში კარები შეგლიჯა და პირდაპირ მისი ოთახისკენ აიღო გეზი. ყველაფერი ჩალაგებული დახვდა. - უკვე ჩაალაგა ყველაფერი, სევდიანად ამოილაპარაკა ლანამ - ვხედავ - ლილე შვილო შენ ხომ არ იცი რა მოხდა? რტომ უნდა გადასვლა. შენ გეცოდინება მითხარი. თქვენ სულ ერთად ხართ, შვილივით მიგიღე, ამ სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღია იყო, სახლის გასაღებიც კი მოგეცი. გთხოვ მითხარი რამე შარში გაეხვია? ლანა მის წინ იდგა და პასუხს ელოდა. ამ ქალს ვერ მოატყუებდა მაგრამ სიამართლესაც ვერ ეტყოდა. არ უნოდოდა ეტკინა ქალისთვის რომელიც დედსავით უვლიდა და ზრუნავდა მასზე. - ლანა, არა პრობლემები არ აქვს და არავინ ემუქრება. მეტ ვერაფერს გეტყვი. დაამთავრა თუ არა უკან სირბილით გამობრუნდა. ზურა გადავიდა, ლილემ მერვე კლასი დაამთავრა, არაფრის ხალისი არ ქონდა, მთელი დღე სახლსი იჯდა და კინოებს უყურებდა. ერთადერთი მეგობარი დაკარგა და ამას ვერ ეგუებოდა. უკვე თითქმის სამი თვე იყო გასული რაც ზურა არ ენახა, უკევ ენატრებოდა და იცოდა რომ მათ შორის ისე აღარაფერი იქნებოდა როგორც ადრე. აზრი არ ქონდა აქ დარჩენას. გადაწყვიტა დედას დალაპარაკებოდა და თვითონაც ესპანეთში წასულიყო. - დედა შემოგევლოს რა სახე გაქვს რამე მოხდა? სკაიპში გაიკვირვა დეამ. - დედა მანდ წამიყვანე. - დედა აქ აღარ მოგიწევს ჩამოსვლა, საბუთები გავაკეთეთ მე და მამაშენმა და თვის ბოლოს ჩამოვალთ. - არა დედა, არ ჩამოხვიდეთ, მე მინდა მანდ წამოსვლა, აქ არ მინდა გაჩერება. ტირილი აუვარდა ლილეს. - დედიკო რა მოხდა გაწყენინა ვინმემ? მითხარი თუ ვინმემ გაწყენინა და ზურა მიხედავს ყველაფერს. ზურას ხსენებაზე ტირილი უფრო აუვარდა. - არა, ზურას არაფერს ეტყვი და აქედანაც წამიყვან, ცხორებაში პირველად დაუყვირა ლილემ დედას. დეამ ხმა ვერ ამოიღო, ერთხანს უყურა, ვერ გაეგო რა ჟირდა მის შვილს - კაი დედიკო, ხვალვე დავიწყებ საბუთების შეგროვებას. **** ლილეს ფიქრბიდან კარზე ბრახუნმა გამოიყვანა, ნელა წმაოდგა და კარი უხალისოდ გააღო, კარში ნატა იდგა და უბღვერდა. - რა გჭირს გოგო სახლი რომ თავზე დაგექცეს ყურსაც არ შეიბერტყავ. - კაი რა ნატა - შეხედე რას გევხარ, სარკეში ჩაიხედე სულ ამოსიებული გაქვს თვალები. საშინელი ფერი გაქვს, საერთოდ ბოლოს როდის ჭამე? - არ მშია ნატა, არც მინდა ჭამა - უნდა ჭამო, ამ სამ კვირაში ხომ ხედავ რას დაემგავსე - არ მინდა ჭამა, არა, დაუყვირა ნატას და ტირილი აუვარდა. ნატამ გულშ ჩაიკრა და თმაზე ეფერებოდა. - ასე მიკრავდა ზურა პატარები რომ ვიყავით, ამოილაპარაკა ლილემ - ლელე არ გინდა, გააწყვეტინა ნატამ - მიყვარს, მიყვარს და უიმისოდ არ შემიძლია, მას კი ვძულვარ, ჩემი დანახვა არ უნდა - მოუნდება, გადაუვლის ცოტა დრო მივეცი - დრო საკმარისი ქონდა მაგას მთელი რვა წელი, ამდენი ხნის მეე ისევ ვძულვარ. რამდნეი წელიღა უნდა ვუცადო - არ ვიცი ჩემო ძვირფასო. დრო გვიჩვენებს. - უკან ვბრუნდები ესპანეთში ნატა - ლილე, მომისმიე რამდენჯერაც პრობლემა შეგექმენბა არ უნდა გარბოდე, გაიგე? - აზრი არ აქვს ნატა, ამას ვერ გადავიტან, მისი სიძულვილით სავსე თვალებს ვერ გაუძლებ,დღესვე ვიყიდი ბილეთს. **** დედასთან დილით ჩაფრინდა თავს საშინლად გრძნობდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს, ძალა საერთოდ არ ქონდა ერთი სული ქონდა როდის მივიდოდა სახლში და დაწვებოდა. აეროპრტში დეა სევდიანი სახით დახვდა. - შენ ისევ ის გჭირს რაც რვა წლის წინ. აღარ მომიყვები რა მოხდა? ან რვა წლის წინ რისი გულისთვის გამოიქეცი საქართველოდან? - კაი რა დედა, ახლა ამის დროა? ფეხზე ძლივს ვდგავარ და აქ ამის დროა? - შენთვის არასდროსაა შესაფერისი დრო, რატომ არ მელაპარაკები რა ხდება შენს თავს! დაუყვირა დეამ. - დედა დამანებე თავი. არ მოსულიყავი საერთოდ ტაქსით წამოვიდოდი. - კაი მიდი ჩაჯექი მანქანაში. მამაშენიც გაგიჟებულია. - ეხლა არ დაიწყო რა. ერთ საათაიანი მგზავრობის მერე როგორც იქნა მივიდნენ სახლში, სახლში შესული არ იყო რომ თავბრუს ხვევა იგრძნო და მერე აღარაფერი ახსოვს. თავლები სავადმყოფოში გაახილა, თავზე დეა ედგა და ტიროდა. - რა გატირებს დეა? - როდის აპირებდი გეთქვა? - რა უნდა მეთქვა დეა!, მკაცრად წარმოთქვს ლილემ. - ის რომ ორსულად იყავი! - რა? წამოიყვირა ლილემ - არ იცოდი? აღშფოთდა დეა. როგორ ორსულად ხარ და არ იცოდი? - არ არსებობს , წარმოთქვა ლილემ და სახე გაებადრა. -ჩვენი შვილი, მუცელს გაუღიმა და ხელი ნაზად დაუსვა. - ლილე, მამა ვინაა? - დედა ახლა არა! - ზუსტადაც რომ ახლა, ვინაა? - შენ რა „გიტყდება“ ორსული შვილი ? წამოიყვირა ლილემ. - მინდა ვიცოდე მამა ვინაა. - ზურა, ამოიგმინა ლილემ - ზურა? თვალები გაუფართოვდა დეას, - გეგეშიძე? - კი დედა გეგეშიძე - ეს როგორ გააკეთა? აღშფოთდა დეა? ეს როგორ გაბედა? დღსვე ავიღებ ბილეთს და დაველაპარაკები. - და რას ეტყვი დედა? ორულადაა და ცოლად მოიყვანეო? დაუყვირა ლილემ. - არ გაბედო და არაფერ უთხრა, არ უნდა გაიგოს რომ ორსულად ვარ. - ეს როგორ შეიძლება აღშფოთდა დეა. - დედა, არა! მკაცრად წარმოთქვა ლილემ. - კი მაგრამ თქვენ ხომ მეგობრები იყავით, ხომ იძახოდა რომ მისთვის დასავით იყავი, არაფერი მესმის ლილე. - დედა ეხლა არა, გპირდები სხვა დროს ყველაფერს მოგიყვები. ხო მართლა მამა სადააა? - შენზეა გაბრაზებული, ერთი საათის წინ წავიდა და არ დაბრუნებულა ჯერ. მაინც კაცია და ერთადერთი ქალიშვილის უქმროდ დაფეხმძიმების გადატანა ცოტა უჭირს. მამამისი მთელი ორი კვირა არ ელაპარაკებოდა, სახლშიც თავს არიდებდა. ლილე წუხდა მამამისის გულგრილობის გამო, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. - მამა, მიმართა ლილემ მაგრამ კაცმა ხმა არ გასცა, - მამა გთხოვ დამელაპარაკე, მეც ცუდ დღეში ვარ. საყვარელი კაცი დავკარგე და არ მინდა მამაც დავკარგო. თვალებიდან ცრემლები წასკდა ლილეს, - მამა გთხოვ მაპატიე, - ლილე, მკაცრად დაიწყო კაცმა. შენც კარგად იცი რომ დააშავე. ასეთი საქციელი ჩემს ქალიშვილს არ შეეფერებოდა. მეწყინა რომ არაფერი მითხარი ზურაზე, შენს გრძნობაზე. საერთოდ დაივიწყე რომ გყავს მშობლები, მამა რომელიც სულ მუდამ გიგებდა და შენს გვერდით იდგა. - მამა მაპატიე გთხოვ. აქვითინდა ლილე. - ლილე, სევდინად აღმოხდა კაცს, მაგრამ საუბარი კარებისი ხმამ გააწყვეტინა, კარების გაღების თანავე დეას ხმაც გაისმა; თამაზ დავიღუპეთ, ლილეს დედა დამიკავშირდა, მითხრა ჩემი შვილის ნახვა მინდაო, გავგიჟდები თამაზ, ლილემ რომ გაიგოს რომ ჩვენი შვილი არაა ....სტყვის დასრულება არ დასცალდა დეას ლილეს გაკვირვებულ სახეს რომ წააწყდა მამამისის მუხლებთან ჩამომჯდარს. - ლილე შვილო! აღმოხდა ქალს და იატაკზე მოწყვეტით დაეცა. ლილე სასწრაფად მოვიდა გონს და დეასთან მიირბინა. გონს მალევე მოვიდა დეა, ლილეს თვალებში ვეღარ უყურებდა. თამაზიც არ იღებდა ხმას და დეას მიშტერებოდა. - ანუ მიშვილეთ! ხმა ამოიღო ლილემ - არ გვინდოდა რომ გაგეგო, ტირილით ამოთქვა დეამ. ლილე გვიყვარხარ ხომ იცი, შენ ჩვენი შვილი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაგაჩინა, მე გაგზარდე, ერთი თვის იყავი პირველად რომ გნახე, იმის მერე შენ ჩემი ნაწილი გახდი. ლილე ამოიღე ხმა. - რატომ გამაშვილეს? მკაცრად წარმოთქვა ლილემ - ლილე არ გინდა - მინდა დეა მინდა! მკაცრად წარმოთქვა ლილემ. - ის გოგო ჩვიდმეტი წლის იყო, მშობლები სხვაზე ათხოვებდნენ, მაშინ მე სკოლაში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა. იმ გოგოზე 6 წლით ვიყავი დიდი. გაკვეთილზე ხშირად ხდებოდა ცუდად, მთელი სამასწავლებლო მასზე ლაპარაკობდა. მერე დიდი ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო, მოიმატა კიდეც და ამბობდა გავსუქდიო. მუცელი რომ უკვე საგრძნობლად დაეტყო მივხვდი რომ ორუსლად იყო. მითხრა სახლში თუ გაიგეს მომკვლავენო, ზაფხულში თვრამეტი წლის ხდებოდა და მშობლები ათხოვებდნენ. იმ გოგოს თავის კლასელი უყვარდა მის მშობლებს კი ბიჭი არ მოსწონდათ რადგან ღარიბი ოჯახიდან იყო, იმ გოგომ, ლიკამ მითხრა რომ ბავშვის თავშესაფარში ჩაბარება უნდოდა და თან ნახავდა ხანდახან და როცა დამოუკიდებლად შეძლებდა ცხორებას წამოიყვანდა ბავშვთა სახლიდან, მე შევთავაზე რომ მე გავზრდიდი ბავშვს. ისიც სიხარულით დამთანხმდა. ერთი თვით ადრე მე წამოვიყვანე ჩვენთან კოჯორში და იქ იმშობიარა. ბავშვი მე დამიტოვა. იმ დროს საქართველოსი გაჭირვება იყო, ხალხი თავს ძლივს ირჩენდა, ლიკა და მისი მდიდარი სასიძო არ ვიცი როგორ მაგარმ ყველაფერი დაკარგეს. ლიკა მეუბნებოდა რომ მისი ქმარი მალე დაიწყებდა ახალ ბიზნეს, თვითონ ფულს შეაგროვებდა და შენთან ერთად საქართველოდან წავიდოდა. მერე გავიდა ხანი, ლიკა აღარ მეხმიანებოდა, გავიგე რომ თურქეთში წასულა, იქ იყო რამდნეიმე თვე და მერე ისრაელში გადასულა. მე არ დამკავშირებია თითქმის ერთი წელი და ვიფიქრე რომ არ უნდოდი და შენი თავი მე დამიტოვა. მერე გავიგე რომ წამალს იღებდა და სხეულით ვაჭრობდა ისრაელში, ამის მერე გადავწყვიტე რომ სახლი გამეყიდა, და სხვაგან გადავსულიყავით საცხოვრებლად. ასეც მოვიქეცი. სახელიც შეგიცვალე და დაბადების თვე და რიცხვიც. მე მამაჩენის გვარზე გადავედი, ლიკამ არ იცოდა მამაშენის გვარი. ლილე მაპატიე რომ ლიკას მოგწყვიტე მაგრამ არ ვიცოდი როგორი გოგო იყო და რა ცხოვრებას ეწეოდა, შენ თავს მას ვერ დავუთმობდი. აქვითინდა დეა და ქმარს მიეკრო. - მომეცი იმ ქალის ტელეფონი. მკაცრად წარმოთქვა ლილემ - რა? - დედა გააკეთე რასაც გეუბნები! დეამ გაკვირვებულმა შეხედა, მერე ცოტა დამშვიდდა, ლილეს მიერ დაძახებული „დედა“ ესიამოვნა. ლილე სახლში ერთ საათში დაბრუნდა, ტიროდა და სახე არეული ქონდა. მისაღებში შესული ჯერ დეას ჩაეხუტა მერე თამაზს. - რა მოხდა დედიკო? შეშინებულმა იკითხა დეამ? - ის ქალი აღარასდროს შეგვაწუხებს. თქვენ კი ჩემი მშობლები ხართ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გამაჩინა, თქვენ ხართ ჩემი მშობლები. *** ოცდა ათ წელს მიახლოვებული ქალი პარკში იჯდა და გულამოსკვნილი ტიროდა. არ აქცევდა გამვლელებს ყურადღებას, არც მათგან ნათქვამს „ხომ კარგად ხართ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? „ საერთოდ არაფერი აინტერესებდა ეხლა შვილის გადარჩენის გარდა, მაგრამ როგორ მოახერხებდა ჯერ არ იცოდა, და საერთოდ თუ მოახერხებდა. გულამოსკვნილი ტიროდა და ადგილიდან არ ინძრეოდა. მერე იყო ექიმებთან გაუთავებელი კონსულტაციები, პატარების გაუთავებელი წუწუნი და ხშირად გამოთქმული პრეტენზიები საავადმყოფოს სუნთან დაკავშირებით. - დედა არ ვიცი რაღა ვქნა ვერც ჩემს და ვერც სოფიას ძვლის ტვინს ვერ გადაუნერგავთ ლუკას. - ვაიმე ლილე აღარ ვიცი შვილო რა ვქნათ, გავგიჟდი ლამის. იმ ქალს რომ დაურეკოთ? აღარ უნდოდა დეას ლილეს გამჩენი დედის სახელი ეხსენებინა. - დედა არ მინდოდა თქვენთვის თქმა, ვცადე დაკავშირება ორი კვირაა ვეძებ და ვერ ვიპოვეთ. დედექტივი დავიქირავე მაგრამ ახალი არაფერია. - კაი დედა გამოჩნდება რამე. დეამ შვილი მიიხუტა. - დედა ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ზურა ვნახო. ვიცი ვერ მიტანს მაგრამ საკუთარი შვილის გადასარჩენად ყველაფერზე წავალ. ვერ დაველოდები როდის გამოჩნდება დონორი, ზურას ანალიზებს გავაკეთებინებ და ვნახავ თუ გამოვა რამე. ან თუ არაფერი... ლილე გაჩერდა და სივრცეს გახედა. - ან რა? ჩაეკითხა დეა - ანდა კიდევ ერთ ბავშს გავაჩენ ზურასგან და იქნებ ის იყოს ლუკას დონორი. ან შეიძლება სოფიასნაირად არ გამოდგეს დონორად, მაგრამ მე უნდა ვცადო. - მე და მამაშენი შენ გვერდში დაგიდგებით. როდის წახვალ? - დღესვე ვიყიდი ბილეთებს. - ტყუპებს წაიყვან? - არა დედა, ჯერ მე წავალ და დაველაპარაკები. - კაი მიდი იყიდე ბილეთი *** თბილისის აეროპორტიდან გამოვიდა და თითქმის ექვსი წლის მერე პორველად ჩაისუნთქა საქართელოს ჰაერი. ამ ოცდა ცხრა წლის მანძილზე უკვე ორჯერ გაიქცა საქართველოდან და ორჯერ ბრუნდებოდა ამდენი წლის მერე. მონატრებია აქაურობა, ჰაერიც კი განსხვავებულია საქართველოში. თავალებით მეგობრის ძებნა დაიწყო და როგორც იქნა დაინახა მანქანას რომ აჩერებდა. - ნატა აქ ვარ, შორიდან დაუძახა ლილემ - როგორ გამახარე რო ჩამოხვედი, გადაეხვია ლილეს, - გამიხარდებოდა სხვა სიტუაციაში რომ მენახე მაგარამ.... აღარ გააგრძელა ნატამ. - კაი ნატა ისედაც საშინელ ხასიათზე ვარ, გაარკვიე დღეს როდის იქნება ზურა სახლში? - კი, კი, სახლში შვიდისთვის მოდის, შენ რვისთვის მიდი, სანამ დაისვენებს და შეჭამს. ხომ იცი მშიერი კაცი საშიშია, თან იცი რომ ზურა სანამ არ შეჭამს ხმას არ გასცემს არავის. - ხო ვიცი როგირიცა მშიერი ზურა, სევდიანად გაიღიმა ლილემ. *** საყვარელი მამაკაცის სახლის წინ იდგა და ვერ ბედავდა ზარი დაერეკა. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა, რომ გამოაგდოს და საერთოდ არ მოუსმინოს? ან მის თვალებში ზიზღი რომ ამოიკითხოს როგორც ექვსი წლის უკან? დიდი ხანი იდგა და ზარის დარეკვას ვერ ბედავდა, მაგრამ ეხლა შვილისთვის უნდა გაეკეთებინა ეს, უნდა მოეკრიბა ძალა და ზურას დალაპარაკებოდა. კარზე როგორც იქნა დარეკა ზარი, მაგრამ არავინ გამოვიდა, მეორეჯერაც ცადა მაგარამ კიდევ არავინ უპასუხა, მერე ზარის ღილაკს ხელი მიაჭირა და აღარ აუშვა, იქიდან კი ზურას ყვირილის ხმა გაიგო. რკინის კარი მძიმედ გაეღო და შორტებში გამოწყობილი ზურა დაინახა. ხმა ვერცერთმა ვერ ამოიღო, ზურას ეს ექვსი წელი დასტყობია, თვალების ირგვლივ ნაოჭებიც გასჩენია, რამდენიმე ჭაღარა თმაც მოუჩანდა და რას მთავარია თვალები დიდი სევდა ჩასდგომოდა. ლილემ გარკვევით დაინახა როგორ შეცვალა სიბრაზემ მონატრება ზურას თვალებში, სახეზე ძარღვები დაებერა და ლილეს თვალს არ აშორებდა. - არ შემომიშვებ? მობეზრებულად უთხრა ლილემ - არა, მკაცრად უთხრა ზურამ. ეხლავე წადი შემი სახლიდან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.