შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (15)


23-08-2016, 05:03
ავტორი annabelle
ნანახია 2 544

-მზად ხარ?-ვკითხე სანამ მანქანიდან გადავიდოდით.ვატყობდი ჩემზე უარესად ნერვიულობდა და ვცდილობდი,როგორმე გამემხნევებინა.
-არა-ჩუმი ხმით აღიარა.გულწრფელად შემეცოდა იმ წამს.მისი დაცვა მომინდა,მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გავაკეთებდი.ვეტყოდი,რომ შეგვეძლო წავსულიყავით...
-დამშვიდდი.მე შენთან ვარ,კარგი?ჩასვლის დროა-მისკენ გადავიხარე,ტუჩები ლოყაზე მივადე და ჩუმად ვაკოცე.
-წავიდეთ-თავი დამიქნია და მანქანიდან გადავიდა.მეც გადმოვედი.ქლარჩი ავიღე და როგორც კი მწვანე კულულიანმა კარები ჩაკეტა ,,ხელკავი“ გამოვდე.ამ ჟესტზე საყვარლად გამიღიმა და უზარმაზარი სახლისკენ წავიდა.
მისი გაცნობის შემდეგ თავი ფილმში მგონია. ქორწილიც ზუსტად ფილმებში ნანახს წააგავდა.სახლის უკან,უზარმაზარ მინდორზე ევროპულად მოეწყოთ ყველაფერი.,,ალაფურშეტის“ სტილში. მრგვალი მაგიდები ერთმანეთიდან მოშორებით იდგა.
-არც ისე ბევრი ხალხია-შევნიშნე და შრეკს ავხედე.უცნაურად ათვალიერებდა იქაურობას-კარგად ხარ?
-ამ... კი,კი! ყველაფერი კარგადაა-დაბნეულმა,ძალით გამიღიმა და გრძელი სკამებისკენ წამიყვანა-ალბათ ვრისწერაზე არიან.
888
ნეფე-დედოფალი,რომ მოვიდა ერთი ამბავი ატყდა.უამრავი სტუმარი შეიკრიბა.ყველა აქ იყო.ერთ-ორ პარლამენტარსაც მოვკარი თვალი.
-შენი ძმა საოცრად გგავს-ჩუმად გადავუჩურჩულე მწვანე კულულიანს.ყველანი ვისხედით და ხელის მოწერის ცერემონიალს ვუყურებდით.ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტი იყო.
-ვიცი-საწყლად გამიღიმა.მე კი ხელი ხელზე მოვუჭირე დასამშვიდებლად.
-ახლა კი,ყველა სტუმარს ვთხოვ მაგიდებთან გადაინაცვლოს.ისიამოვნეთ-ციღაცამ მიკროფონით გამოაცხადა.ყველანი წამოვდექით და მაგიდებისკენ წავედით.
-რამე ტკბილს თუ არ შევჭამ მოვკვდები-ყურში ვუთხარი შრეკს.
-წამოდი.ტკბილეულის მაგიდასთან მივიდეთ-სიცილით მითხრა,ლოყაზე მაკოცა და ხელი ჩამკიდა.
-ო,ღმერთო! თვალებს ვერ ვუჯერებ!-გავიგეთ ზურგს უკან.სწრაფად შემობრუნდა მწვანე თმიანი და მოხუც ქალბატონს მიაჩერდა,რომელიც მისი ასაკის მიუხედავად მშვენივრად გამოიყურებოდა.
-გამარჯობა ბებია-გაეღიმა შრეკს.
-ჩემო ბიჭოო.რამდენი ხანია არ მინახიხარ.შეხედე შენს თავს,უკვე კაცი ხარ-სიყვარულით აღსავსე თვალებით შეათვალიერა ქალმა,პიჯაკზე მოეჭიდა და მისკენ მიიზიდა ჩასახუტებლად.უნებურად მეც გამეღიმა მათგამო.
-ეს მშვენიერი ქალბატონი ვინ არის?-იკითხა ქალმა და გამომხედა.
-ეს...ეს ჩემი მეგობარია.ეს ბებიაჩემია-სასაცილოდ გაგვაცნო ერთმანეთი.
-ოჰ ისევ ისეთი სიტყვაძუნწი და ყინული ხარ საყვარელო-ჩაიხითხითა ბებიამ.ხელები მომხვია და ძლიერად ჩამეხუტა-სასიამოვნოა შენი გაცნობა ძვირფასო.
-ჩემთვისაც-გავუღიმე და მეც გადავეხვიე.
-მამამისივით კარგი გემოვნება აქვს-გაიცინა-კარგი ახლა დაგტოვებთ.მოგვიანებით გნახავთ-თვალი ჩაგვიკრა მოხუცმა და გაგვეცალა.
-ყველაზე მაგარია ბებიაა ვისაც კი შევხვედრილვარ-გულწრფელად ვუთხარი მომღიმარ შრეკს და მეც გამეღიმა.
ტკბილეულობის მაგიდასთან მისულებმა ნამცხვარიდა შოკოლადი გავსინჯეთ.
-არ დალევ?-მკითხა,როცა მიმტანი დაინახა,რომელიც შამპანურს დაატარებდა.
-არვიცი.ხომ იცი...
-ერთი ჭიქა არაფერია-სიტყვა შემაწყვეტინა,ერთი ჭიქა შამპანური აიღო და მე გამომიწოდა.
-შენ არ დალევ?-წარბები შევკარი.
-მე საჭესთან ვარ-გამიღიმა და თავით მანიშნა დამელია.
-რა ჩემი დათრობა და იმის გაკეთება გინდა რაც მოგინდება?-ჩავიხითხითე.
-ღმერთო,რა სულელი ხარ-მასაც გაეცინა.ლოყებზე ღრმულებმა უფრო მშვენიერი და ლამაზი გახადა.ისედაც ბრჭყვინავდა.პიჯაკი და პერანგი ეცვა.
-სულელი შენხარ-როგორც კი ენა გამოვუყავი,მაშინვე ვინანე ჩემო ბავშვური საქციელი.
-გამარჯობა!-ყურადღების მისაქცევად ვიღაცამ ჩაახველა.
-გამრჯობა-ორივემ ერთდროულად მივესალმეთ.შრეკისგან განსხვავებით გაოცებული ვუყურებდი ჩვენს წინ მდგომს.მხოლოდ ახლა გავიაზრე ვის მაგონებდა ჩემი ,,მაკლერი“ რომელიც ბინის მოძებნაში მეხმარებოდა.საოცრად გავდა მწვანე თმიანს.ამას მხოლოდ იმ წამს მივხვდი,როცა ერთმანითის პირისპირ დავინახე.
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი.-შრეკს გაუღიმა და დაბნეულმა შემომხედა-შენ?
-გაიცანი ეს ჩემი მეგობარია. ეს ჩემი უფროსი ძმაა,არჩილი.
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს-თქვა არჩილმა და ხელი გამომიწოდა.მეც ღიმილით ჩამოვართვი.
-ოუ.მე რატომ არ მითხარი?-თვაი გვერდით გადახარა და კითხვის გამომეტყველებით შემომხედა.
-არ ვიცოდი შენი ძმა თუ იყო...
-წამოდი.დედა და მამა ბექასთან და მიასთან არიან.-თავით მეფე-პატარძლის მაგიდისკენ მიგვანიშნა.შრეკს ავხედე.შეშინებული ჩანდა.ხელი ჩავკიდე და ოდნავ მოვუჭირე,რომ ეგრძნო მეც მასთან ვიყავი.
-არვიცი ეგ კარგი აზრია თუ არა...
-კარგი რა.გაუხარდებათ.დამიჯერე-ხელი მხარზე დაადო და ხალხს შეერია.ჩვენც უხმოდ გავყევით.ვიცოდი,როგორ უნდოდა იქედან აორთქლებულიყო...მეც მინდოდა!
888
-გამარჯობა!-უემოციოდ წარმოთქვა მწვანე კულულიანმა,მათ მაგიდას,რომ მივუახლოვდით.როგორც კი მისი ხმა გაიგეს ყველამ ჩვენზკენ გამოიხედა.უხერხულად შევიშმუშნე და შრეკს ავეკარი.მთელი ოჯახი იქ იჯდა.დედ-მამა,და,წყვილი და ბებია.
-ღმერთო ჩემო!-აღმოხდა ახალგაზრდა ქალს,რომელიც ალბათ დედა უნდა ყოფილიყო.დავინახე,როგორ აუწყლიანდა თვალები,მაგრამ,როგორც კი ქმრის მზერა იგრძნო თავი დახარა.
ჯანდაბა!
-შენ აქ ხარ!-მოულოდნელად წამოიძახა გოგონამ.სწრაფად წამოდგა და შრეკს მოეხვია.მე განზე გავიწიე მათვის ჩახუტების საშუალება რომ მიმეცა.
-გამარჯობა პატარავ-თბილად ჩაღუღუნა ყურთან მწვანე თმიანმა,მის 17-18 წლის დას და ძლიერად ჩაეხუტა.ისე საყვარლად,როგორც მხოლოდ მას შეეძლო.
-მია!-მაღალმა,საზარელმა ხმამ ადგილსე შემახტუნა შიშისგან.-მოშორდი!-უბრძანა გოგონას მამამ.
-დამშვიდდი თამაზ!-გადაულაპარაკა ცოლმა, მაგრამ თითქოს არ გაუგონიაო, ფეხზე წამოიჭრა და რამდენიმე სტუმრის ყურადღებაც მიიბყრო.
-აქ მოსვლა,როგორ გაბედე !-შეშინებულმა გადავხედე გაქვავებულ შრეკს.ნელა მივუახლოვდი და მასთან ახლოს დავდექი.
-მე დავპატიჟე!-მტკიცედ განაცხადა სიძემ.-ეს ჩემი ქორწილია მამა! ის კი ჩემი ძმაა.და შენი შვილი სხვათაშორის!
-მე სამი შვილი მყავს! გასაგებია თქვენთვის?-ჩუმად ჩაილაპარაკა.დანებდა ბოლოს.დაჯდა და წითელი სითხით სავსე ჭიქა მოიყუდა.
-გავიდეთ.-ყურში ჩავჩურჩულე ბრაზისგან და მღელვარებისგან აცახცახებულ მწვანე თმიანს და ხელზე დავქაჩე.იქ მჯდომთ,ზრდილობისთვის გავუღიმე და ზურგი ვაქციე.
-მიდიხარ?-გაისმა დედამისის ხმა.შრეკმა ნაღვლიანად გაუღიმა დედამისს,თავი გაიქნია და მათ მაგიდას გაეცალა.
888
-არ უნდა მოვსულიყავი.ისინი ვერ მიტანენ!-თითებს ნერვიულად იცურებდა თმებში-დაინახე მამაჩემის სახე? ვეზიზღები!
-დამშვიდდი-ვთხოვე და საპირფარეშოს კარს მივეყრდენი.
-სათქმელად ადვილია!-ირონიულად გაიცინა და მუშტი ნიჟარას დაარტყა.
-ვიცი,რომ ადვილი არ არის,მაგრამ თუ არ დამშვიდდები,მალე პანიკაში ჩავარდები!-რამდენიმე ნაბიჯით დავფარე ჩვენს შორის მანძილი,ჩემსკენ შემოვატრიალე და თავი ავაწევინე.თვალებში შემომხედა.
-წამალი მინდა-უმწეოდ ამოიჩურჩულა.მე კი თითქოს რაღაც მძიმე დამაწვა სხეულზე.შრეკს მოვშორდი და გარეთ გავედი.
-სად მიდიხარ?-უკან გამომყვა.ჩემი საქციელით დაბნეული ჩანდა.
-დასალევს მოვძებნი.
-არ შეიძლება შენთვის-ხელები ძირს ჩამოყარა და მომაჩერდა.მეც არ მომიშორებია თვალი მისთვის.
-არც შენთვის შეიძლება ნარკოტიკი,მაგრამ მაინც იკეთებ!-მკვახეთ მივახალე და ხალხში გავუჩინარდი...ის თავს ინაგურებს! და მასთან ერთად მეც უფსკრულისკენ მექაჩება!
888
-მე მია ვარ!-გამეცნო შრეკის და.მე ხელი გავუწოდე,მან კი მისკენ დამქაჩა და გადამეხვია.საოცრად თბილები იყვნენ.-შენ მისი შეყვარებული ხარ?-გულუბრყვილოდ მკითხა,ისიც ძმებს ჰგავდა.ოთხივეს ფოსოები უჩნდებოდა ღიმილისას.
-ოუ არა-გავიცინე მე, და შამპანური მოვსვი-ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.
-არადა,ისე ჩას თითქოს...-სიტყვა აღარ დაუმთავრებია,თვალები აენთო.
-სკოლა დაამთავრე?-შეამჩნია თემის შეცვლა,რომ ვცადე,საყვარლად ჩაიხითხითა და თავი გაიქნია.
-წელს ვამთავრებ. მინდა ვეტერინარი გავხდე მაგრამ ჩემს მშობ...სად იყავი?-მოულოდნელად სიტყვა გაუწყდა. სახე მშვენიერმა ღიმილმა გაუნათა მისი ძმის დანახვისას.
-ტუალეტში-დას გაუღიმა შრეკმა და ხელი წელზე მომხვია.ბრთხილად შემომხედა,თითქოს აინტერესებდა რას გავაკეთებდი.არაფერი მითქვამს,თვალი ავარიდე მაგრამ არ მოვშორებივარ.
-ცოტახნით წავიყვან კარგი?-თვალი ჩაუკრა გოგონას.მის პასუხს არ დალოდებია, მსუბუქად მიბიძგა,რომ გავყოლოდი.
-არ მინდა შენთან ლაპარაკი.შენი ძმის ქორწილში ხარ,შენს საყვარელ ადამიანებთან და ისევ წამალზე ფიქრობ,რომლის გამოც დაშორდი მათ. და...და კიდევ...-სიტყვა ვეღარ დავასრულე.თითები კეფაზე შემომხვია,მისკენ მიმიზიდა და ჩემს დუჩებს დაეწაფა.მაშინვე შევიგრძენი პიტნის გემო.მინდოდა მომეშორებინა მაგრამ ძალა არ შემრჩა.მუხლები შემისუსტდა და ლამის ხელებში ჩავადნი.თვალები დავხუჭე და მეც ვაკოცე.ასე არასდროს,არავისთვის მიკოცნია.პულსი ნელ-ნელა მიჩქარდებოდა და ვაცნობიერებდი,როგორ ძალიან მინდოდა დრო გაჩერებულიყო.
-თუ არ ამომასუნთქებ გავიგუდები-ამოვილუღლუღე ბოლოს მის ტუჩებში და გავიცინე.მასაც გაეცინა.ოდნავ მომშორდა და ამჯერად შუბლზე მომაწება მისი ბაგეები.
-ეს წამლის სურვილის დასაფარად გააკეთე არა?-პირდაპირ ვკითხე.
-არა! რათქმაუნდა არა! ჯანდაბა!-წარბებ შეკრულმა შემომხედა.ჩემი ხელი აიღო და მისი თითები ჩემსაში ახლართა-მე შენ მომწონხარ სულელო დოქტორო ბოროტებავ!
-ახლა სულელიც გავხდი?-თვალები ადავატრიალე და ენა გამოვუყავი.
-დიახაც! ხომ ხედავ.გითხარი,რომ მომწონდი,შენ კი ,,სულელი’’ რომ გიწოდე იმაზე გაამახვილე ყურადღება.-ამოიოხრა.
-ანუ მოგწონვარ?-ღიმილი ვერ დავფარე,როცა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.ხუმრობით ლოყაზე ვუჩქმიტე და გავუცინე.ვერაფერს ვიზამ! ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას და შემორიგებას...როგორც არ უნდა ვბრაზობდე მასზე.
-ბოდიში,ხელი თუ შეგიშალეთ!-მოგვესმა ჩახველების ხმა და ორივემ მაღალ,მშვენიერ გოგოს შევხედეთ,რომელიც არც თუ ისე კეთილად მიყურებდა...
======================================================
მგონი მკითხველი აღარ ჰყავს ამ ისტორიას.თან ძალიან გაიწელაა.ვფიქრობ 1-2 თავში მოვრჩები და დავასრულებ.დააკომენტარეეთ <3



№1  offline წევრი natia-natia

რამდენიხანია ველოდებიი ძაან კარგი იყოო და აღარ დააგვიანო რაა

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ratom ggonia rom ar yavs mkitxveli.ar daamtavro ra ase male.dzalian momwons misi kitxva da saintetesoa
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგია,მომწონს მე.❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი რიტა

მე გელი შემდეგი თავი და დასასრულით.
ძალიან მიყვარს ეს ისტორია აი უზომოდ.
ისეთი კარგია და ტკბილია რო რავი როგორ ვთქვა.
ისეთი კარგი პერსონაჟები გყავს რომ ყველა ძალიან შემიყვარდა.
ყველაზე მეტად შრეკი მისი მდგომარეობის მიუხედავად.
ძალიან მინდა კარგათ დასრულდეს ეს ისტორია.
არმინდა შრეკი მოკვლეს და ერთხელაც იმ მორგში აღმოჩნდეს მართლა მკვდარი. ვერ გადავიტარ მეც ამ ამბავს.
ამდენი სიცილის და ხითხითის შემდეგ არმინდა ვიტირო.
გთხოვ კარგათ დაასრულე რაა და შრეკის ნამდვილი სახელი გაგვაგებინე რააა... გელი <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

კომენტარს თუ არ დებენ არ ნიშნავს რომ არ კითხულობენ.ასე რომ დაამთავრე ბოლომდე.

 


№6 სტუმარი ემი

სად დაგვეკარგეე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent