შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (7 თავი)


23-08-2016, 21:35
ავტორი murachashvili
ნანახია 3 874

მეშვიდე თავი
- ამ ყველაფერს მე რატომ მიყვები?! - მოსმენილით აშკარად შეძრწუნებული მეკითხება სანდრო.
- მინდა იცოდე, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, როგორ აღმოვჩნდი ამ წუმპეში. - წარსულის ემოციებით ისევ ხელახლა დამძიმებული ობლად წამოსულ ცრემლს ხელის გულით ვიწმენდ.
- გასაგებია, რომ ასეთ ცხოვრებას გაქცევა ამჯობინე, მაგრამ სად არის დედაშენი, თუნდაც ის შენი მეგობარი გიორგი?!...
- დედაჩემი?! ამ სიტყვამ ჩემთვის მნიშველობა მალევე დაკარგა. მესმის, თავდაპირველად ალბათ იფიქრა, რომ ადრე თუ გვიან ქმარი შემიყვარდებოდა, მან ხომ არ იცოდა, რამხელა დამცირებას ვიტადი ვახოსგან, მაგრამ იმას კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ მისი ავადმყოფობის გაგების შემდეგაც მაიძულებდა იმ ოჯახში ყოფნას. მშობელი ასე არ იქცევა, დედა შვილს არ იმეტებს.
- ანუ, უთხარი რაც სჭირდა და მაინც დაგტოვა?!
მწარედ მეღიმება - ამის მოყოლის გამბედაობა მეორედ აღარ მექნება. ამიტომ, გთხოვ უბრალოდ მომისმინე! როგორც უკვე გითხარი, რამოდენიმე დღეში ფეხის ბრუნებას ვგეგმავდით. სუფრა ეზოში იყო გაშლილი, დედას თითქმის მთელი სოფელი ჰყავდა დაპატიჟებული, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მოპატიჟებულ სტუმრებს შორის მამაჩემის მხრიდან ბებიაჩემი და ბიძაჩემიც კი იყვნენ.
დაეკლათ საკლავი, იქვე გვერდით თუხთუხებდა მოზრდილ ქვაბში ხაშლამა, სადღაც ხინკალსაც ახვევდნენ, მოკლედ დიდი სამზადისი იყო.
ავტომობილების გაბმული სიგნალებით, ზარ-ზეიმითა და სროლა-სროლით ამაყი სახეებით შევედით ეზოში. დედამთილის დარიგებისამებრ, სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი, გარეგნულად ალბათ, ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ვტოვებდით. ვინ რა იცოდა ჩემს გულში რა ხდებოდა.
თვალების ცეცებით ვეძებდი გიორგის, მისი მშობლები იქ იყვნენ, ჩემი მეგობარი კი არსად ჩანდა. ისევ არ მოვიდა. გული დამწყდა, სადღაც შიგნიდან მეტკინა, ყველაზე დიდ მოუშუშებელ ჭრილობას სახელად გიორგი ერქვა, მისი მონატრება იმდენად მაწვებოდა, რომ საკუთარ უბედურებასაც კი მავიწყებდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქეიფი საკმაოდ მალე გახურდა, მიირთმევდნენ ანწლის არაყსა და გაურკვეველი წარმომავლობისა და ფერის ღვინოს. შეზარხოშებულ სტუმრებს იმაზე სწრაფად დავავიწყდით ვიდრე ველოდი.
- მასპინძელო! - სწორედ ამ დროს შემომესმა ნაცნობი ხმა.
სიხარულისგან ინსტიქტურად ფეხზე წამოვხტი. ეზოში მხრებში გაშლილი, ლაღი ნაბიჯით გიორგი მოაბიჯებდა, გვერდით კი ჩემი ცეკვის პედაგოგები, ანიტა და კაკი მოჰყვებოდნენ. იმ დღეს ალბათ ამაზე მეტად არაფერი გამხარებია. მათი სამეულის დანახვაზე ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, რა თქმა უნდა ასე არ მომხდარა, არც მე მქონდა ამის ილუზია, მაგრამ ამ სიხარულს სხვას ვერაფერს შევადარებდი. სამივეს თბილად ჩავეხუტე, განსაკუთრებით გიორგის.
- ჩემი იმედი გქონდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი იმედი გქონდეს! - ძლიერად მიკრავდა გულში გიორგი და მილოცვის ნაცვლად ამ სიტყვებს მეუბნებოდა.
ანიტა და კაკი მილოცავდნენ გაბედნიერებას, თუმცა ისეთი სახეები ჰქონდათ, რომ ჩემი ბედნიერების დიდად არც მათ სჯეროდათ.
სწორედ ამ დროს საჩუქართან ერთად ხელში ჩამიდო ანიტამ მისი სავიზირო ბარათი.
- იცოდე, მხოლოდ ერთი ზარი და... ნებისმიერ დროს როცა არ უნდა დაგჭირდე, მხარში ამოგიდგები, შენთან ვიქნებით...
კარგად ვიცნობდი ანიტას, ვიცი მისი დაპირება გულწრფელი იყო.
- მადლობთ, რომ მოხვედით, არც კი იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენს აქ ყოფნას! - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მე.
საოცარია, ზოგჯერ რა მცირედი ყოფნის ადამიანს გამბედაობის მოსაკრეფად. როგორც წესი გადაწყვეტილებებს, საკმაოდ იმპულსურად ვიღებ, არც ამჯერად მიფიქრია დიდხანს, მეგობრების გვერდზე ყოფნით ფრთებშესხმულმა, მიზნად დავისახე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ვახოს რეალური სახე ყველასთვის მეჩვენებინა, რარომღაც მეგონა თუ მისი ავადმყოფობის შესახებ გაიგებდნენ, დედაჩემი ჩემს სახლში დაბრუნებას მოინდომებდა.
იქნებ სასტიკადაც კი მოგეჩვენო, მაგრამ იმ წუთებში სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ვახოსდა სავალალოდ, კომოდში წამლების აღმოჩენის შემდეგ მათი მიღების კონტროლის პატივი მე მერგო. თუ პირველად იმის გამო მცემა, რომ შემთხვევით უჯრაში მოთავსებულებს წავაწყდი, ამჯერად მათ ჩემი ხელით ვასმევდი.
საათს დავხედე, თხუთმეტ წუთში მორიგი ტაბლეტის მიღება უწევდა. წარმოდგენა არ მქონდა რას იზავდა წამალს თუ არ მიიღებდა, თუმცა გარისკვად ღირდა.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვახოსთვის მისაწოდებელი ტაბლეტი ჩუმად მისივე თეფშის ქვეშ დავმალე, თავად კი ისევ მეგობრებთან ერთად გართობა განვაგრძე.
ჩემი დედამთილი გაფართოვებული, შეშინებული თვალების დანახვაზე მივხვდი, ჩემი გეგმა წარმატებით ხორციელდებოდა. ნამდვილად არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა, სულ რაღაც ნახევარ საათში ნერვიული ცახცახი დააწყებინა, კიდურებს ვეღარ იმორჩილებდა, შუბლი ნელ-ნელა ოფლის წვრილი წვეთებით დაენამა.
- წამალი არ დაალევინე?! -თვალების ბრიალით, სისინით მკითხა.
- როგორ არა, მივაწოდე! - უტიფრად მოვიტყუე და თითქოს მაშინღა შევნიშნე თეფშის ქვეშ ამოდებული ტაბლეტი, ისე შევიცხადე - უი, დალევა დავიწყებია!
ყბები ხელით დაუჭირა ქალმა და ტაბლეტი ძალით ჩასჩარა პირში, ხალხის ცნობისმოყვარე მზერას ყურადღებას არ მიაქციეს, აცახცახებულ შვილს მეუღლესთან ერთად მხარში ამოუდგნენ და ისე ცდილობდნენ შედარებით მშვიდ ადგილზე გაეყვანა. ზუსტად ვერ მივხვდი რა მოხდა, ან რა დროს დაუსხლტა მშობლებს ხელიდან, კრუნჩხვას აყოლილი ვახოს სხეული ეზოში გორაობდა, პირიდან დუჟი სდიოდა. გაფითრებული ვუმზერდი ქმარს.
- ენა არგადაყლაპოს! - დედამისის კივილმა იქ მყოფების ხმა გადაფარა.
ჩემგან განსხვავებით მამამისი არ დაბნეულა, მაგიდაზე რკინის ნივთს, სავარაუდოდ კოვზს სტაცა ხელი და ახროტინებულ შვილს პირში ჩასთხარა. ეს ყველაფერი ალბათ, ათ წუთზე დიდხანს არ გაგრძელებულა, სავარაუდოდ წამალმაც დაიწყო მოქმედება და ავადმყოფმა ნელ-ნელა სხეულის დამორჩილებაც შეძლო. უკვე გონს მოსული რამოდენიმე კაცის დახმარებით ფრთხილად წამოაყენეს და საძინებელში შეიყვანეს.
ალბათ ჩემი მხრიდან ეს საქციელი საკმაოდ დიდი სისასტიკე გახლდა, მაგრამ იმ სიტუაციაში რატომღაც გამოსავლად ეს ჩავთვალე.
- ეპილეფსია აქვს?! - შეშფოთებული მეკითხებოდა ანიტა.
- არა, ფსიქურადაა დაავადებული! - ხმა ჩამწყდარმა ვუპასუხე ყოფილ პედაგოგს.
მეგონა მხოლოდ მას ვუპასუხე, მაგრამ ჩემმა სიტყვებმა ტალღასავით დაუარა ხალხს.
- შენ მოგიკვდი!... - ბებიაჩემმა იმდენად ძლიერად ჩამიკრა, თითქოს ასე ცდილობდა ჩემს დაცვას. ამდენი წლის შემდეგ ცოტა არ იყოს, მეხამუშა მისი სითბო, მისი მოფერება, თუმცა მისმა შეცოდებამ ცოტა არ იყოს გამაღიზიანა, ერთი სული მქონდა მკლავებიდან დავსხლტომოდი.
- ჩემს რძალს უნდა დაველაპარაკოთ! - თითქმის უბრძანა ბიძაჩემმა, აშკარად დავინახე მკლავში უხეშად როგორ მოჰკიდა ხელი დედაჩემს და გადახურულ ფაცხაში სასაუბროდ შეიყვანა.
შორიდანვე ვხედავდი სამივენი გაცხარებით როგორ კამათობდნენ. ბებია რაღაცას უმტკიცებდა, დედაჩემი ზედმეტად გაწიწმატებული, აჭარხლებული სახით ხელების ქნევით ელაპარაკებოდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მათი კამათის ობიექტი აშკარად მე ვიყავი. ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე, მეც მათი მიმართულებით წავედი:
- რა სინდისით ტოვებ ამ არაკაცთან? ის არ ყოფნის რომ დედაბუდრიანად სადისტები არიან, ყველა სიკეთესთან ერთად ფსიქიკურად დაავადებულიც ყოფილა!... - თითქმის ღრიალებდა ბიძაჩემი.
- ამ ბავშვის ცოდვით ვერ გაიხარებ! - არ ჩამორჩა არც ბებიაჩემი.
- მე ვერ გავიხარებ?! - შეიცხადა დედაჩემმა- რას მემართლებით?! ვიღაცის მარტომ, ყველასგან მიტოვებულმა საკუთარი შვილივით გავზარდე და კიდევ ჩემთან გაქვთ დიდი გული?!..
- გვანცა ვიღაცის არაა. შენ რომ არა ისინი ერთად იქნებოდნენ, აღარც ჩემი შვილი დაიღუპებოდა!...
- ამიხსენით რას მერჩით, რა დავაშავე ასეთი? უბრალოდ შემიყვარდა, სხვა ხომ არაფერი?! ჩემი ბრალია გვანცა თუ მშობიარობას გადაჰყვა? ამიხსენით, დღემდე როგორ ვერ მოვიგე თქვენი გული?! თუმცა თქვენგან რა მინდა, თქვენი შვილიც ხომ ვერა და ვერ შემეგუა, ჩემი ბრალი იყო?! შვილებსაც კი არჩევდა ერთმანეთისგან, მხოლოდ გვანცა - გვანცა ჰქონდა ჩახვეული, თითქოს დანარჩენები მოყოლილი გერები მყავდა!...- იგესლებოდა დედაჩემი.
- რა დააშავე?! იცოდი შენი საუკეთესო დაქალი ჩემი ძმისგან იყო ორსულად და მაინც კისერზე ეკიდებოდი, იმდენი ჰქენი, რომ ნასვამს დაუწექი და შეყვარებულები დააშორე! - კამათში ისევ ბიძაჩემი ჩაერია.
- რა უნდოდა დასავლეთში ჩემს შვილს?! შენც ხომ კარგად იცი, რომ ყოველ კვირას მის საფლავზე დადიოდა...
გახევებული ვიდექი კარებში, მოსმენილის დაჯერება მიჭირდა, ჩემს იქ ყოფნას ვერც-ერთი ვერ ამჩნევდა, გაკაპასებულები ისევ ერთმანეთში კამათს აგრძელებდნენ.
- დამეფიცება, მიუხედავად ყველაფრისა, მე ეს ბავშვი საკუთარი შვილივით შევიყვარე...
- კი არ შეიყვარე, ბავშვს შეაყვარე თავი და მისი ხათრით ჩემი ძმის ცოლობასაც ეღირსე!
- შეიძლება, გამარკვიოთ აქ რა ხდება?! - იმდენად ცივად მივმართე მოკამათეებს, საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი.
ვერ გეტყვი იმ წუთში რას ვგრძნობდი, მოსმენილის მიხედვით ფაქტების დალაგებას ვცდილობდი, რა გამოდიოდა, ეს ქალი ჩემი დედა არ იყო? თუ დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა, მე დედის მკვლელი ვიყავი? ყველა სიკეთესთან ერთად ჩემს გამო მამა უსიყვარულოდაც დაქორწინდა?! აზრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. უცნაური ზიზღისა და პროტესტის გრძნობა მაწუხებდა, ვეღაც გავიგე ვინ უფრო მძულდა საკუთარი თავი, თუ ისინი.
- გვანცი, შვილო!... - გაფითრებულმა გამომხედა დედაჩემმა და მომეხვია.
- შვილო, თუ ?! - გამოვცარი კბილებიდან და უხეშად მოვიშორე.
- წარსულის გახსენებას აზრი არ აქვს, უნდა დაგეხმაროთ, იმ ოჯახიდან უნდა წამოხვიდე! - გონს ისევ ბიძაჩემი მოვიდა.
- რას მელაპარაკები? ვინ ხარ შენ ამას რომ მიწყვეტ?! - მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ყველაზე სანატრელ ფრაზას მეუბნებოდა, იმ წუთში მხოლოდ დაგროვილი ბრაზისა და ბოღმის ამოფრქვევას ვცდილობდი. ისიც კი დავივიწყე, ამხელა მასკარადი რის გამო მოვაწყვე.
- ამ მდგომარებაში ვერ დაგტოვებთ!... - დამიტკბა ბებია - ასეთ ავადმყოფთან ყოფნა იოლი არაა, წამოდი ჩემთან, გიპატრონებ, ისეთ ბიჭზე გაგათხოვებ, მომავალზეც ხომ უნდა იფიქრო!...
იმდენად შემეზიზღა ამ სიტყვების გამო ბებიაჩემი, კინაღამ იქვე ამერია გული. იმიტომ არა, რომ ვახოს ვერ ვიმეტებდი მისატოვებლად, უბრალო ამ სიტუაციაშიც კი ისევ ჩემს გათხოვებაზე რომ ფიქრობდა ამან დამზაფრა.
- მძულხართ სამივე, ის შეშლილი კაციც კი თქვენზე უკეთესია! - ემოციებს ვეღარ ვიკავებდი - ჩემი სახელის ხსენებაც კი არ გაბედოთ, ჩათვალეთ რომ გვანცა დავითური დღეს გარდაიცვალა!...
- გვანცა, შვილო!... - კვნესა ამოაყოლა დედაჩემმა.
- ასე ნუ მეძახით! - ისევ მკაცრად გავხედე, აკანკალებული და აცახცახებული გამოვვარდი ფაცხიდან და გიორგის შევეჩეხე. მისი მზერით მივხვდი, რომ ჩვენი დიალოგი სრულად მოისმინა.
- იქნებ მაინც გეფიქრა ვახოსგან წამოსვლაზე?! - გაუბედავად მკითხა მან.
- ეჰ, გიო! ნეტა მხოლოდ ეგ პრობლემა მქონდეს! - ცრემლები ვეღარ შევიკავე და მეგობარს ჩავეხუტე. - დღემდე წამოსვლა მინდოდა, ეხლა კი აზრი აღარ აქვს... - ძლივს ამოვისლუკუნე მე.
- დარწმუნებული ხარ?! იქნებ ჩემთან წამოსულიყავი? დაგეხმარები, არაფერს გაგიჭირვებ!.
- აზრი აღარ აქვს! რაც იქნება, იქნება, ალბათ ჩემი ბედიც ესაა! - ისევ ჯიუტად ვიმეორებდი მე.
ბევრჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა მისთვის რომ დამეჯერებინა, იქნებ ჩემი ცხოვრებაც უფრო მარტივად წასულიყო, მაგრამ მაშინ დანამდვილებით ვიცოდი, იმ წუთებში მათთან ყოფნას, ისევ ჩემთვის საძულველ ადამიანთან ყოფნა მერჩივნა. სწორად ეს გადაწყვეტილება მეჩვენებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან დამაინტრიგე მაინტერესებს დარჩენა თვითონ თუ მოინდომა მერე რაღატომ გამოიქცა ვაცოს სახლიდან... ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო... გვანცა ძალიან ძლიერი ადამიანია მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ წამოვიდა ვახოსგან... გიორგიმ კი ჩემი გული მოინადირა ახლა ველოდები იმ ნაწილს სადაც გავიგებ გიო რატომ არ არის გვანცას გვერდით... მოკლედ ახალ თავს ველოდები მოუთმენლად... არ მეგონა ასე მალე თუ დადებდი და ძალიან გამახარე ახალი თავი რომ ატვირთე...

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ისე მაინტერესებს ამ გოგოს ამბავი სათაურს რომ ვხედავ ხოლმე გული მიფანცქალებს...
იმედია მალე დადებ

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

სუფთა ბენტერა...ქალზე ძალადობაზე უარესი რა უნდა იყოს ვერ წარმომიდგენია, ვახოსთან დაბრუნება როგორ არჩია. ფაქტიურად თურმე თავისი დღევანდელობით რაც დათესა იმას იმკის. მხოლოდ საუბრობს ლამაზად და ეგაა, ადრე რომ მეფიქრა, ისე მექნა ასე მექნა...ჯერაც ვერ აცნობიერებს მგონი მის თავს რა ხდება და გაუპატიურება თამაში ჰგონია, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რა გიორგის მონატრება და რა ცეკვა ტოო. მართლა ვერაა ეს გოგო.

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ძალიან დამაინტრიგე მაინტერესებს დარჩენა თვითონ თუ მოინდომა მერე რაღატომ გამოიქცა ვაცოს სახლიდან... ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მინდოდა იკიდევ გაგრძელებულიყო... გვანცა ძალიან ძლიერი ადამიანია მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ წამოვიდა ვახოსგან... გიორგიმ კი ჩემი გული მოინადირა ახლა ველოდები იმ ნაწილს სადაც გავიგებ გიო რატომ არ არის გვანცას გვერდით... მოკლედ ახალ თავს ველოდები მოუთმენლად... არ მეგონა ასე მალე თუ დადებდი და ძალიან გამახარე ახალი თავი რომ ატვირთე...

sameone crazy girl
ისე მაინტერესებს ამ გოგოს ამბავი სათაურს რომ ვხედავ ხოლმე გული მიფანცქალებს...
იმედია მალე დადებ

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, მეც არ მეგონა დღეს ახალ თავს თუ დავდებდი, მიხარია თუ ოდნავ მაინც ვახერხებ თქვენი ინტერესის დაკმაყოფილებას heart_eyes heart_eyes

grafo
სუფთა ბენტერა...ქალზე ძალადობაზე უარესი რა უნდა იყოს ვერ წარმომიდგენია, ვახოსთან დაბრუნება როგორ არჩია. ფაქტიურად თურმე თავისი დღევანდელობით რაც დათესა იმას იმკის. მხოლოდ საუბრობს ლამაზად და ეგაა, ადრე რომ მეფიქრა, ისე მექნა ასე მექნა...ჯერაც ვერ აცნობიერებს მგონი მის თავს რა ხდება და გაუპატიურება თამაში ჰგონია, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რა გიორგის მონატრება და რა ცეკვა ტოო. მართლა ვერაა ეს გოგო.

smile smile ბევრი ვიცინე შენი კომენტარი როცა ვნახე, ნამდვილად არ ველოდი ასეთ შეფასებას, თუმცა გვანცას სიტუაციიდან გამომდინარე (მხედველობაში თუნდაც დედამისის ბნელი მოსაზებები, განათხოვარ, მონატაცებ ქალთან დაკავშირებით) მაინც ვფორობ, რომ როგორ ძლიერადაც არ უნდა სდომოდა ქმართან განშორება, ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც გაუჭირდებოდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ რატომღაც ასე ვფიქრობ, ამიტომ მის ასეთ საქციელს მე პირადად გაურკვეველი მომავლის შიშს უფრო მივაწერ, ვიდრე არაადეკვატურობას. რაც შეეხება ცეკვას, ჩემს გარშემო ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია, რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეთ, მხოლოდ ცეკვაზე რომ ფოქრობენ smile heart_eyes

 


№5  offline მოდერი ლილიანა

ოოო ჩაიხლართა სიტუაცია,მაგარი ხარ ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ცოტა უცნაურია წამოსვლა უნდოდა და გადაიფიქრა .ეს ხომ მისი შანსი იყო რომ თავი დაეხსნა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

რა დედამისის ბნელი მოსაზრებები და რა ბებიას გამოსვლაზე გულის არევა ლამის ხელახლა გათხოვებაზე, როცა ასეთ პირობებში უწევს ცხოვრება. საკუთარი ცხოვრება გაურკვეველი თვითონ გახადა.ცეკვის მასწავლებლებიდან დაწყებული ყველა ამას პირდებოდა დახმარებას...ბენტერა ტიპიური.
ის რომ პრობლემების დროს ცეკვა-თამაშზე შეუძლია ადამიანს ფიქრი, მაგის მაგალითი მე ვარ სხვას რომ არ მივედო. ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობ რამე ისეთი დავიჭირო და მაგიტომაც მაქვს სიცილისგან უკვე ნაოჭები smiley smiley . მაგრამ, ფსიქიკურად დაავადებული ქმარი ძალადობდეს ამდენი ხნის განმავლობაში და თან ვიკუნტრუშო მე პირადად შეუფერებელი მგონია. ან თავის მდგომარეობას საერთოდ ვერ აცნობიერებს ან აცნობიერებს და ნერვებზე ვერაა და მაგიტომ ეცეკვებინება!

 


№8  offline წევრი aNuGi

საუკეთესო!

ეს სწორედ ის მომენტია როდესაც ადამიანმა არ იცი რა უნდა გააკეთო და შენდაუნებურად ყველაზე უარესს გამოსავალს ირჩევ.
მერე რა, ადამიანური შეცდომა მოგვდის ყველას და ზოგჯერ საშინელება გვგონია საუკეთესო გამოსავალი, არავინ ჰყავდა ისეთი სანდო ვის სიტყვასაც დაუჯერებდა.
არვიცი აწი რა იქნება მაგრამ გიო არ მიმაჩნია კარგ მეგობრად, მე ძალით წამოვათრევდი ალბათ, ვაიძულებდი, დავარწმუნებდი, გადავაფიქრებინებდი.
მითუმეტეს რომ მის გარდა არავინ არ ჰყავდა.
საინტერესოა სად არის, როგორ არის, იმედი მაქვს რომ მალე გამოჩნდება.

ისე კარგად გამოსცემ რომ ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის მოვა, ამ ისტორიას ინტრიგა არ სჭირდება არანაირად, თავიდან ბოლომდე ეგეთია გითრევს და გითრევს, ბოლოს სულმოუთქმელად ელოდები შემდეგ თავს.
ყოჩაღ!
წარმატებები! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9 სტუმარი mari

Magaria,gagrzele

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo
რა დედამისის ბნელი მოსაზრებები და რა ბებიას გამოსვლაზე გულის არევა ლამის ხელახლა გათხოვებაზე, როცა ასეთ პირობებში უწევს ცხოვრება. საკუთარი ცხოვრება გაურკვეველი თვითონ გახადა.ცეკვის მასწავლებლებიდან დაწყებული ყველა ამას პირდებოდა დახმარებას...ბენტერა ტიპიური.
ის რომ პრობლემების დროს ცეკვა-თამაშზე შეუძლია ადამიანს ფიქრი, მაგის მაგალითი მე ვარ სხვას რომ არ მივედო. ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობ რამე ისეთი დავიჭირო და მაგიტომაც მაქვს სიცილისგან უკვე ნაოჭები smiley smiley . მაგრამ, ფსიქიკურად დაავადებული ქმარი ძალადობდეს ამდენი ხნის განმავლობაში და თან ვიკუნტრუშო მე პირადად შეუფერებელი მგონია. ან თავის მდგომარეობას საერთოდ ვერ აცნობიერებს ან აცნობიერებს და ნერვებზე ვერაა და მაგიტომ ეცეკვებინება!

ასეთ მდგომარეობაში მყოფს წესით ნერვები მართლა ვერ უნდა ჯქონდეს მწყობრში smile არ ვიცი ვინ როგორ მოიქცეოდა, ანალოგიურ სიტუაციაში, მართალია ჩემი პერსონაჟი ყოყმანობს და ალბათ მიუღებელ გადაწყვეტილებასაც ირებს. მაგრამ მე პირადადა ზუსტად ვიცი, რომ ასეთ შემთხვევაში არც დედას დაველოდებოდი და არც ბებიას, ჩემითვე გამოვიქცეოდი უკან kissing_heart

aNuGi
საუკეთესო!

ეს სწორედ ის მომენტია როდესაც ადამიანმა არ იცი რა უნდა გააკეთო და შენდაუნებურად ყველაზე უარესს გამოსავალს ირჩევ.
მერე რა, ადამიანური შეცდომა მოგვდის ყველას და ზოგჯერ საშინელება გვგონია საუკეთესო გამოსავალი, არავინ ჰყავდა ისეთი სანდო ვის სიტყვასაც დაუჯერებდა.
არვიცი აწი რა იქნება მაგრამ გიო არ მიმაჩნია კარგ მეგობრად, მე ძალით წამოვათრევდი ალბათ, ვაიძულებდი, დავარწმუნებდი, გადავაფიქრებინებდი.
მითუმეტეს რომ მის გარდა არავინ არ ჰყავდა.
საინტერესოა სად არის, როგორ არის, იმედი მაქვს რომ მალე გამოჩნდება.

ისე კარგად გამოსცემ რომ ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის მოვა, ამ ისტორიას ინტრიგა არ სჭირდება არანაირად, თავიდან ბოლომდე ეგეთია გითრევს და გითრევს, ბოლოს სულმოუთქმელად ელოდები შემდეგ თავს.
ყოჩაღ!
წარმატებები! <3

გავწითლდი და ყურებამდე გავიბადრე heart_eyes kissing_heart დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, უნაკლო ადამიანები არ არსებობენ და ამ თავში სწორედ ამის ჩვენება მინდოდა, თუ გამოვიდა ძალიან მიხარია, შიშიც ყველა ჩვენგანისთვის თანმდევია და დაბნეულობაც. გვანცასთვის ალბათ, ყველაზე ლოგიკური სწორედ ამ შანსის გამოყენება იყო, მაგრამ ჩვენი გმირი ან დაიბნა, ან გარკვეულმა ფაქტორებმა (თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებისადმი გაბრაზებამ) გადასწონა ვახოს მიმართ არსებული ზიზღი. მისი ქცევის ახსნას არ ვეძებ და ვერც შემოგთავაზებთ, ნებისმიერი ადამიანი ალბათ მის მოქმედებას სხვადასხვა ახსნას მოუძებნის. მე კი უბრალოდ მიხარია როცა ჩემს პერსონაჟს განიხილავთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

mari
Magaria,gagrzele


kissing_heart

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

მმმ... ცოტა გაურკვევლობაში ჩამაგდო გვანცას საქციელმა. ალბათ იმიტომ, რომ თავადაც ვერ გადაუწყვეტია რა უნდა. მართლა უცნაურია, ამდენი კეთილმიოსურნე სთავაზობდეს იმას, რაზეც ოცნებობდა და უარს ამბობდეს წასვლისთვის ყველაზე შესაფერის დროს. ორმო საკუთარი ხელით გაითხარა. წარმოუდგენელია მოძალადე ქმარზე მძიმე იყოს ნებისმიერი ის ფაქტი, რაც მან მოიმიზეზა.

 


№12 სტუმარი ანუშკი

აუუ ძალიან მაგარია და შემდეგ თავს ველიიი თან მოუთმენლად...

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lullaby
მმმ... ცოტა გაურკვევლობაში ჩამაგდო გვანცას საქციელმა. ალბათ იმიტომ, რომ თავადაც ვერ გადაუწყვეტია რა უნდა. მართლა უცნაურია, ამდენი კეთილმიოსურნე სთავაზობდეს იმას, რაზეც ოცნებობდა და უარს ამბობდეს წასვლისთვის ყველაზე შესაფერის დროს. ორმო საკუთარი ხელით გაითხარა. წარმოუდგენელია მოძალადე ქმარზე მძიმე იყოს ნებისმიერი ის ფაქტი, რაც მან მოიმიზეზა.

ძნელია არ დაგეთანხმო, თუმცა მე ამას დაბნეულობას მაინც ვერ დავარქმევ, საკმაოდ ხშირად მისაუბრია მოძალადეების ოჯახის წევრებთან, თითქოს მათი ფსიქოლოგიაა ასე უკუღმა მოწყობილი, სულ ცდილობენ რაღაც გამამართლებელი მოუძებნონ მის ქცევას, (ან ნარკოტიკს დააბრალონ, ან სასმელს) ახალი შანსი მისცენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ჯერ ოჯახის წევრებს სჭირდება დახმარება სიტუაციის ადეკმატურად დასანახად და შემდეგ მოზალადეს

ანუშკი
აუუ ძალიან მაგარია და შემდეგ თავს ველიიი თან მოუთმენლად...

ჩემი მოსახელე?! heart_eyes ძალიან მიხარია თუ მოგწონს, ახალ თავს იმედია მალე დავდებ smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent