შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბრალია!(8)


24-08-2016, 02:15
ავტორი Behandice
ნანახია 2 394

ორი გიჟი გავიქეცით ქორწილიდან..სახლში როგორც მივედით ბარგი ჩავალაგე და წავედით,ხმას არც ერთი არ ვიღებდით,მე ცოტა ნასვამი ვიყავი,ფანჯარა ოდნავ ჩამოვწიე,ცოტა გრილოდა,მეტიც შემცივდა მაგრამ ასე გამოვფხიზლდებოდი,ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე და თავი ზედ ჩამოვადე,რომ გავაანალიზე ახლა რას ვაკეთებდი ისტერიკული სიცილი ამიტყდა..და რას ვაკეთებდი?მივყვებოდი იდიოტს,არა ჩემ ქმარს თაფლობის თვეში რომელიც თვეების წინ უნდა გვქონოდა,არვიცოდი სად მივყავდი ან საერთოდ რატომ დავთანხმდი მაგრამ აშკარა იყო სასმელმა იმოქმედა ჩემზე.
-რა გაცინებს ანკა?დახურე რაა შემცივდა..
-სასაცილოა და მეცინება,აბა ვიტირო?ტუჩები დავბრიცე.
-რა არის სასაცილო?
-ჩვენი მდგომარეობა..
-და რა სჭირს ჩემ მდგომარეობას..
-ელაპარაკე კედელს..ვერ გებულობ არა?
-რას ვერ ვგებულობ?ეჭვის თვალით გადმომხედა მიხეილმა.
-წწწ..აშკარად ვერ გებულობ..თავი გავაქნიე და ჩამეცინა.
-და რას უნდა ვგებულობდე?ორი დარტყმული შევხვდით ერთმანეთს,მე შენი ქმარი ვარ შენ ჩემი ცოლი და ახლა ერთად მივდივართ მაგარ ადგილას.თქვა და თავი ჩამიკრა.
-ოოო..მიმხვდარხარ რას გეუბნებოდი და რას მეთამაშებოდი საზიზღარო აბა?
-ხომ უნდა გამეწვალებიე.
-არ მაქ შენი ნერვები.
-ჰო?
-დიახ!
-აბა როდის გაქ?მანქანა დაატორმუზა და ჩემსკენ წამოიწია.
-რასაკეთებ?ნუ აჩერებ გააგრძელე გზა.
-სტიმული მინდა გზის გასაგრძელებლად.
-და რას გულისხმობ?ვითომ ვერ მივხვდი და თვალები ზემოთ ავწიე..მერე სიცილი ამიტყდა..უყურებდი როგორ მიყურებდა ტუჩებზე,მაგრამ გეგმის განხორციელებას არ ჩქარობდა ამიტომ მე წავიწიე მისკენ და ტუჩებზე ვეძგერე.
ცოტახანში გზა გავაგრძელეთ,ჩაეღიმა ჩემს საქციელზე მივხვდი..მაინტერესებდა სად ვიყავით.
-მიშო..
-გისმენ ღიმილა.
-გაიმეორე რა თქვი.
-რატომ?
-უბრალოდ რომ გაიმეორო არ შეგიძლია?დავებღვირე ისევე.
-და რატომ?
-არ გიპასუხებ!
-რატო ხარ ჯიუტი?
-არვარ!უბრალოდ მომწონს ეგრე რო მეძახი.
-აბა გაიღიმე.მეც დებილივით გავიღიმე.
-ჰოდა ღიმილა გოგო ხარ ახლა,აბა წეღან ალქაჯა გოგო უფრო იყავი.იმხელაზე უბწკინე გვერდებში მემგონი ამოვაცალე ხორცი.
-ქაჯი ხარ რა..რაგინდოდა?
-ჰო სადვართ თქო უნდა მეკითხა.
-ყაზბეგში მივდივართ.
-ყაზბეგში?ტუჩები დავბრიცე.
-რა არ გინდა?აბა ახლა ზღვაზე წაასვლელი ამინდები არა და..დავბრუნდეთ მაშინ.
-არა როგორ არმინდაა...სულ მაინტერესებდა ყაზბეგი მარა ამ სვან კაცს რო ყაზბეგში მიგყავარ რავიცი აბა.
-აჰა..თავი მოიქექა მიშომ.რაშია საქმე იცი?სვანეთში მყავს ბებია და ბაბუა,იქ ვაპირებდი წასვლას მარა დედაჩემი გაიგებდა ეგრე და ..ნუ რაპონტია მიხვდი ხო არმინდოდა ვინმეს ცოდნოდა ჩვენი ადგილსამყოფელი.
-იცი რა?ზოგჯერ მანიაკი მგონიხარ..მოიცა დავფიქრდე,არც ისე კარგად გიცნობ ამიტომ დიდი შანსია მანიაკი იყო,ახლა მართლა ყაზბეგში მიგყავდე და რომელიღაც მთაზე ნაწილებად ამკუწო ნაჯახით,ან დანით უფრო რომ გამაწამო.სერიოზული სახით უთხარი.
-ანა რაებს ბოდიალობ?მანაც დაასერიოზულა სახე მე კი სიცილი დავიწყე.
-გეხუმრები იდიოტო რაიყო..მალე მივალთ?
-3საათში დაახლოებით,დაიძინე შენ თუ გინდა გვიანია..გაგაღვიძებ რომ ჩავალთ.
ჩამძინებია,თვალები რომ გავახილე უკვე დილა იყო,უცებ ვერ მივხვდი სად ვიყავი,საცვლებით ვიწექი საწოლში..ოოხხ მიშო,ჩემ გვერდით არავინ იწვა,ჩანთა კარადასთან იდგა,დავასკვენი რომ მიშომ არ გამაღვიძა და ახლა სასტუმროში ვართ,მარა არვიცოდი ასეთი კეთილმოწყობილი სასტუმროები თუ იქნებოდა აქ..მმ გარეთ მემგონი მზეა,ისე ანათებს ფარდების გარეთ სხივები ამას ვგრძნობ,უცებ მივირბინე და ფარდა გადავწიე,თვალები გამიფართოვდა,ღმერთო რა სილამაზე იყო..მთები ღრუბლებში და ნისლში ერთდროულად იყო ჩაფარული,ზოგი ხეები მწვანე იყო,ზოგი ღია ზოგიც მუქი,შორი ახლოს მდელოზე ცხვრების ფარა ჩანდა,თოვლის ფიფქებივით იყვნენ შეფენილი მდელოზე.ეზოს მოვავლე თვალი,აშკარად მეორე სართულზე ვიყავი და ეს არ იყო სასტუმრო..კერძო სახლი იყო აშკარად,ეზო სათანადოდ მოვლილი იყო,გადახურულში სკამები და მაგიდა იდგა,მეორე ბოლოში ჭა იყო..შემოსასვლელისკენ წავიღე მზერა და ბიჭი დავინახე,ზურგით იდგა კაპიშონი ჰქონდა გადაფარებული,წინ კი მიშო იდგა და ღიმილით ელაპარაკებოდა უცნობს,მე კი მივშტერებოდი და დამინახა როგორც ჩანს,ხელს მიქნევდა მეც გაუღიმე,ეტყობა უცნობიც მიხვდა რომ მიშო სადღაც იყურებოდა და თავს ატრიალებდა ჩემსკენ უცებ რომ გამახსენდა რა მდგომარეობაში ვიყავი და ფარდა უცებ გადავწიე..რამოდენიმე წუთის მერე ისევ ჩუმად გავიხედე და დავინახე ბიჭი როგორ გადიოდა ეზოდან,მეც ჩანთა გავხსენი და თბილი ტანსაცმელი ამოვიღე..
ქვემოთ ჩავედი და მიშოც შემოვიდა სახლში.
-დილამშიდობისა ანკა.
-დილამშვიდობისა.გაუღიმე.
-კარგად გეძინა?
-კი..რატო არ გამაღვიძე გუშინ?
-ისე ტკბილად გეძინა შემეცოდე..
-ოხხ ოხ..და სად ვართ?მე მეგონა სასტუმროში ვიქნებოდით.
-აჰამ..ეს ჩემი ძმაკაცის სახლია,ნუ უფრო ახლო მეგობარია ოჯახის რა საბა ქვია..წეღან აქ იყო მაგრამ თბილისში დაბრუნდა..რამოდენიმე დღეში შეიძლება გესტუმროთო.
მე უცებ სახელ საბაზე ჩემი საბა გამახსენდა,მანქანით რო გავსრისე კინაღამ.
-ღმერთმა ქნას ის საბა არ აღმოჩნდეს.ჩავიბურტყუნე და თავი ავატრიალე,ჭერს უყურებდი.
-რა თქვი?
-არაფერი დაივიწყე..არ გშია?
-კი..მაცივარშია ყველაფერი დილას მოვიტანეთ.
-მოიტანეთ..აჰა კარგი რამეს მოვამზადებ.მობეზრებული სახით შევტრიალი და სამზარეულოსკენ წავედი,სავარაუდოდ სწორად მივდიოდი,მაგრამ ვინ გამიშვა,ისე ძლიერად მომკიდა მკლავში ხელი და შემომატრიალა შემეშინდა უცებ.
-რა როჟებს კერავ?რამე მოხდა და მე არვიცი?
-არაფერი.
-რა არაფერი ანა?რამეს მიმალავ?არმინდა პირველი დღე კამათით დავიწყოთ.
-არაფერიიი თქო ხომ გითხარი,უბრალოდ ერთი ინციდენტი გამახსენდა მაგ სახელთან დაკავშირებით და..
-გასაგებია.
-და არ გაინტერესებს რა?
-კი მარა ახლა ისე მშია სანამ შემომეჭმები რამე გავაკეთოთ.
-თ?
-ხო მოგეხმარები.
-კარგიიიიიიიი...
კარგი დიასახლისებივით ვიტრიალეთ ორივემ სამსარეულოში და სადილი მოვამზადეთ რომ დავნაყრდით მერე თბილად ჩავიცვით,არც ისე სიცივე იყო მაგრამ მაინც თბილად მეცვა.
-აბა სად წავიდეთ?
-ელიას მთაზე ავიდეთ ახლოსაა აქ..მაგრამ ბევრი სასიარულო კია..
-მაგარია წავიდეთ..და რა არის იქ?
-შესანიშნავი ხედი და ეკლესია.გვიან იღება ამიტომ არ ვიჩქაროთ..
და წავედით ელიას მთისაკენ..ისეთი სასაცილო რაღაც დაგვემართა გავგორდი მინდორზე და ერთი საათი ვიცინოდი მემგონი,მაგრამ ვაღიარებ ჩემი ბრალი არ ყოფილა..
მოკლედ რომ მიუახლოვდით მთისკენ მიმავალ გზას ვერ გადავწყვიტეთ რომელი მიდიოდა ზემოთკენ..მიშო დიდიხნის უკან იყო ნამყოფი და აღარ ახსოვდა,მე კიდე საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი,მიშო საითაც წავიდა იქით წავყევი,ბევრი კი ვიკამათეთ გზებთან დაკავშირებით მარა საბოლოოდ ერთ ღობესავით ჭიშკარში შევედით და გზას გაუდექით,უნდა გენახათ რა სილამაზე იყო,ხეები,ისინი ისეთი ლამაზი იყო,ბალახი დაცვარული იყო,კიდევ კარგი მაღალყელიანი კეტები მეცვა..ალბათ ასე ოცი წუთი იყო გასული გზის ბოლოს რომ მივედით და არ მკითხავთ სად?ისევ იქ სადაც ვიყავით,შედარებით ზემოდან უყურებდით იმ ჭიშკარს,გამოდის კრუგი დავარტყით ან მიმართულება აურიეთ..სიცილს რომ მოვრჩი სწორი გზით დიდი ხნის სიარულის მერე ავედით ელიას მთაზე,ყველაფერი ნისლში იყო ჩაფლული,კინოში მეგონა თავი სადაც სპეციალურ კვამლს უშვებენ ტყეებში გადაღებების დროს,რა საჭიროა აქ ამოვიდნენ,ჩემივე ფიქრებზე გამეცინა..ეკლესია დაკეტილი იყო,შეფერხებების მიუხედავად მაინც ადრე ამოვსულვართ..იქვე ყინულივით ცივი წყალი მოდიოდა,მართკუთხედ აუზში ისხმებოდა,სადაც მოშავო ან მონაცრისფრო თევსები იყვნენ,კარგად ვერ გავარჩიე..ფსკერზე კი მონეტები ეყარა..
-სურვილი უნდა ჩაიფიქრო და ჩააგდო.მითხრა მიშომ.
-მონეტები რომ არ გვაქვს?დანანებით ვთქვი.
-მოიცა..მოსაცვამის ჯიბეები დაიფხიკა..აი..და 2 ოც თეთრიანი ამოიღო.
-რამაგარია..
-ჰო დილას გამყიდველმა რომ გამომიბრუნდა ჯიბეში ჩავიყარე გაგვიმართლა..
-პირველი შენ მიდი.
მიშომ ჩააგდო მონეტა,მერე მეც მას მივბაძე..ამასობაში ეკლესიაც გაიღო და შიგნით შევედით..მოძღვარმა დაგვლოცა.
უკან რომ დავბრუნდით შუადღე იქნებოდა,ყაზბეგის ცენტრში ვიყავით.
-წამო მაგარ ადგილას წაგიყვან.
-აუ მიშო დავიღალე ფეხები დამძვრაა..თან მშია.
-წამო რომ გეუბნები.
მეც წავყევი და ერთ-ერთ რესტორანში შემიყვანა მემგონი.
-რესტორანი არ მაქვს ნანახი მიხეილ?
-კი მაგარამ აი აქ რასაც აკეთებენ ის არამგონია ნანახი და ნაჭამი გქონდეს.
-ხინკალს გულისხმობ ალბათ?მინდა მინდა..პატარა ბავშვივით დავიწყე წკმუილი და ერთ-ერთ მაგიდასთან მოვკალათდი.მალე მიმტანი მოვიდა და შეკვეთას იღებდა.
-რამდენს შეჭამ?
-15.
-მეხუმრები?
-არაა მიყვარს ხინკალი.
-ანა თბილისური და ყაზბეგური ხინკალი განსხვავდება.
-მაინც შევჭამ.
-ვერ შეჭამ!
-დავნიძლავდეთ?
-კი ბატონო..მეც 15ს შევჭამ..უფრო სწორად ვინც პირველი დაამთავრებს ის იქნება მოგებული.
-მასე იყო..და მოგებული რას მოიგებს?
-1დღე წაგებული შეუსრულებს ყველაფერს რაც ენდომება.
-შესანიშნავია..გოგონა 30ხინკალი,კიდევ მწვადი,მოიცა ეს ტყემალია?კი ტყემალიც მოაყოლეთ,ერთი კაი ხაჭაპური და რამე სასმელი..
გოგონამ უცებ ჩაიწერა და წავიდა,მიშო იმხელა თვალებით მიყურებდა შემეშინდა.
-რა?
-შენ აპირებ 15ხინკალიც შეჭამო,მწვადიც და ხაჭაპურიც?
-ხო რა იყო ძალიან მშია.
-ვნახოთ.
-აუ ისე ის გიჟბი გადარეულები იქნებიან..რახდება ნეტა?
-აზრზე არვარ დაურეკო გინდა?
-კი რაა..
მიშომაც სანდროს დაურეკა.
-დიდება შენს გამოჩენას,ნატამ ააწრიალა ყველაფერი რადღეშია რო იცოდე..
-კაი ხუმრობ ?
-არა!როგაიგოს სადაც ხარ მოგაკითხავთ უეჭველი!ისე რა პონტი იყო რო გაქრით ჩვენი ქორწილიდან..
-პონტი იყო რაა..მე ტელეფონი გამოვდღლიზე და სანდროს იმხელაზე ჩავყვირე ყურმილში მემგონი დავაყრუვე.
-სანდრიიიიიიიიკკკკკკკკკკკკ..
-ვაიმე ანაკო შემაშინე.
-ჩემი გოგო სადა??
-ლანასთან ერთადა..
-ოო მეთქი დაველაპარაკები თქო.გავიბუსხე და უკან მივეცი მიშოს ყურმილი,რაღაცეები ელაპრაკა და მერე გათიშა.
-მოდის მოდის..ხელები გავასავსავე..
მალე ჩვენი მაგიდაც დაიხუნძლა ათასი საჭმელით,ისეთი ლამაზად გაგვიწყო გოგონამ სუფრა სურათი გადაუღეუებ მინდოდა სულ მმახსოვრობოდა.მერე ხინკლებს ორმ დავაკვირდი იმხელა იყო გამისკდა გული და გავიფიქრე ეჰ საწყალო ანა როგორ წააგე თქო,ასეც აღმოძნდა,8ხინკალზე მეტი ვერ შევჭამე და მიშოს დავნებდი,ასე მეგონა მალე გული ამერეოდა ბოლო 2 სულ ძალით ვიტენე მუცელში,მწვადზე და დანარჩენებზე საუბარი არ მაქვს..პაკეტი გაგვიკეთეს და სახლში წავიღეთ მოგვიანებით შევჭამდი თან საჭმელიც არ მექნებოდა გასაკეთებელი..კიდე ვიბოდიალეთ გარეთ რაღაც-რაღაცეები დავათვარიელეთ და მერე სახლში დავბრუნდით..მეძინებოდა საშინლად..ტალახებში ვიყავი ამოვლებული და ვიბანავე მერე კი გათიშულს დამეძინა.
2დღე სულ საოცრებები მოხდა,ისეთი კარგი იყო აქაურობა ნეტა საერთოდ ხომ არ გადმოვსახლებულიყავი..არანაირი ხმაური,ნუ უსაშველო ხმაურს ვგულისხმობ,არაჩვეულებრი ბუნება,ჰაერი..სამოთხეა აქაურობა..მეზობელ სახლში 3ბიჭი და 1გოგო იყო ჩამოსული..ლაშა,დემეტრე და ნინი..ჩვენსავით ჩამოსულები იყვნენ,ცოტა უმცროსები..ლაშა და დემეტრე ძმები იყვნენ როგორც გავიგეთ და ნინი მათი ბიძაშვილი..კარგი ბავშვები იყვნენ..საღამოობით ჩვენ ეზოში ვისხედით ხოლმე და დრო გაგვყავდა,ინფორმაციები გავცვალეთ ერთმანეთზე..ნინი ისე მომეწონა აუცილებლად გავაგრძელებ მასთან ურთიერთობას თბილისშიც და ჩემს გოგოებსაც გავაცნობ..ისე მომენატრნენ ნეტა სად არიან..
მესამე დღე იყო უკვე რაც ყაზბეგში ვიყავით,დილას ადრე გავედით სახლიდან და დავათვარიელეთ სხვადასხვა სანახაობები,შუადღეს დავბრუნდით სახლში..
-ახლა რა გავაკეთოთ?ვიკითხე მე.
-აზრზე არვარ..თუმცა ვერსიები მაქვს..ჩემსკენ წამოიწია და ტუჩებზე მომეწეპა..მეც ავყევი კოცნაში,ქურთუკი გამაძრო და უფრო მეტსაც იზამდა კარებზე ბრახუნი რომ არ ამტყდარიყო..უცებ მოვშორდი.
-ამ საქმეს დავამთავრებთ როდესმე.
-დარწმუნებული ვარ.გაუღიმე და კარები გავაღე სადაც 3 გიჟი მელოდა ალბათ..არც შევმცდარვარ.ლუდის ბოთლებით იდგა ლაშა,მის უკან დემეტრე და ნინი.
-მოდით ჩიტუნებო.სახლში შემოუშვი.
-გვრიტებო ხელი ხომ არ შეგიშალეთ?იკითხა დემეტრემ თან იცინოდა.
-არა ძმაო.დროულად მოდით..შეუღრინა მიშომ.
-ოპს ხისთავიანი სვანი გავაბრაზეთ დემე გაიქეცი მოგკლავს..ლაშამ დაიწყო სიცილით..
ლუდის ქილები მაცივარში შევალაგე,ჩიფსებიც მოუტანიათ.
-თქვენა და ფეღბურთის ყურებას ხო არ აპირებთ რა ხდება?
-არაა ბიჭები დავლევთ..გოგოებმა კი ეს ჭამეთ..მერე დავინახე ნინია დიდი ყუთით ხელში.
-ნინაჩკა რას დგახარ მოდი აქ..რა არის?
-დიდი დიდი ტორტი.დდადადამ..თავი გადახადა და მარწყვის ტორტი იყო.
-ეს სად იშოვე გაფიცებ ყველაფერს?
-თბილისიდან წამოვიღე თქო რომ გითხრა დაიჯერებ?
-საინტერესოა..ხო არ გაფუჭდებოდა?
-არა მაცივარში იყო..თან 2დღეა რაც ჩამოსულები ვართ..
-კარგი ჩავაცივოთ და საღამოს ვჭამოთ.
საღამომდე ვმაიმუნობდით რაღაცეებს მერე გარეთ გავიტანე სასუსნავები უკანა ეზოში და იქ გავაგრძელეთ გართობა..გვიანი იყო უკვე,ლამპიონის შუქი ანათებდა მარტო..
-აუუ ტოო ლუდი აღარაა გამოვიტან..დემეტრე ადგა და სახლში შევიდა..ცოტახანში ბრახუნი გაისმა.
-ჩლუნგი დაუვარდა ალბათ,წავალ დავხედავ თან ტორტს მოვიტან სულ შევჭმეთ..ნია ადგა და წავიდა..მერე ისიც აღარ გამოჩნდა.
-მიშო რახდება სად წავიდნენ?წავალ დავხედავ.
-მე ხო არ წავიდე?სახლში წავიდოდნენ ვითომ?იკითხა ლაშამ და წამოდგომა დააპირა.. ხმაური გავიგონე ბუჩქებიდან და შევკრთი..კრუსუნის ხმაც ისმოდა..
-რახდება?მეშინია.
-აუუ თქვენ თუ ხართ ცუდი ხუმრობაა..ლაშამ დასჭექა..ბუჩქებიდან ნიღბიანი ტიპი გამოვიდა იარაღით ხელში ნინიზე ჰქონდა მიდებული,მეორე მხრიდან მოყვა დემეტრეც იგივე მდგომარეობაში,შიშისგან შევკრთი..ლაშამაც უკან დაიხია..
-ვინხართ?და რას აკეთებთ ჩემს სახლში?მიშოს ხმამ გაიჟღერა..ისინი ხმას არ იღებდნენ.
-კიდევ ერთხელ ვთქვა?
-ჩ ვ ე ნ მ ა თ მ ო ვ კ ლ ა ვ თ!თქვა ტიპმა ვისაც ნიაზე ჰქონდა იარაღი მიდებული,ბოხი ხმა ჰქონდა მაგრამ აშკარად იცვლიდა ხმას და მიშო ცნობდა ამ ხმას..ხელი სასხლეტისკენ წაიღო და ორივემ ერთდროულად გამოკრა და ჰაერში აღმართეს,ფერად-ფერადი რაღაცეები ცვიოდა,ხმამაც არ დააყოვნა.
-დადადადადადადადამმმმმმ..სიურპრიზი!კარებში გაბერილი მარიამი და ლანა იდგა.კინაღამ ინფაკტმა დამარტყა..
ნიღბებიც მოიხსნენ სანდრომ და გიორგიმ და დავრჩით შინაურები..ყველა სიცილით იგუდებოდა ჩვენ სამის გარდა.
-ეს ეს...ასეთი ხუმრობა გაგიგიათთთთთთ??მე მეგონა მართლა ვინმე კრიმინალები იყავით!შენ რანაირი ძმახარ..ან შენ სანდრო..რადაგემართათ..ისე რომ მოსულიყავით არ შეიძლებოდა..
მარიამმა ტირილი დაიწყო და ჩემთან ერთად დაიწყო ლანძღვა..
-ხომ გითხარით ისე მივიდეთ თქო..შენი ბრალიააა ყველაფერი რას აიჩემეეე გინდა თუ არა ასე ვქნათოო..სანდროს საყვედურობდა და იბუსხებოდა..მე ვეღარ მოვითმინე და მივვარდი და ჩავეხუტე..
-ჩემი სულეეელიი..ნუ ტირიხარ..რაო ბაიამ რას ვშვებიო?მუცელზე მოვეფერე..მერე ლანა ჩავიკარი გულში და ბიჭებისკენ წავედი ისინიც გადავკოცნე..
-გავბაზდი მე თქვენზე!
-ოჰჰ კაი ერთი!ჩვენ არ გავბრაზდით გვეუბნებით მარტო გვინდა ყოფნაო და ეს ბეღურები კი შემოგისვიათ გალიაში?სამეულზე მიგვითითა.
-აქ გავიცანით.გაუხეთქეთ ხო გული სანდრო??
-არა ტო..რა გული გაგვიხეთქა..ლუდზე რომ შევედი კი გამისკდა გული უცებ მარა მითხრა ვინც იყვნენ და გავიცანით მე და ნიამ და დავეხმარეთ გეგმის აღსრულებაში..
-საზიზღრები ხართ თქვენნნ..
-ვიცით..გამეკრიჭა გიორგი,რომელიც ლანას ეკვროდა.
-ოჰოო დამენახეთ ერთი თქვენ?რა ამბავში ხართ?კაია კაია..ორივეს მივეხუტე და ისევ მაგიდასთან დავბრუნდით..ყველამ გაიცნო ერთმანეთი ვინც არ იცნობდა და მემგონი დამეგობრდნენ კიდეც..
-აუ მინდაააა...მარიამმა დაიწყო წუწუნი.
-რაგინდა?
-მარწყვის ტორტი!
-ვაიმე არა..დაიღმუილა სანდრომ..ოღონდ ეგ არა..სად ვიშოვო მარიამ ახლა მარწყვის ტორტი?რას გადაეკიდე ამ მარწყვის ტორტს?
-ვაიმე რა ისტერიკაში ჩავარდი სანდრო რამოხდა..ანუსიიკოო ხო მაჭმევ?თეფშისკენ გახედა სადაც ნახევარი ტორტი იდო.
-ჩემი მსუნაგები..წამოდი მაცივარში მაქვს..
-მოიცა ეს როგორ?რანაირად?სად?როდის?სანდრო ხელებს იქნევდა გაუგებრად.
-ნინიამ მოიტანა დღეს და იქიდან სანდრიკ.გაუცინე მე.
-ჯიგარი ხარ ნინი რას გადამარჩინე შენ ხო არიცი..
მიშოს ერთ კვირიანი შვებულება ჰქონდა,3დღეა აქ ვართ 4 დღე წინ გვაქვს..ამ ოთხ დღეში რაებიც ვაკეთეთ დეტალებით რომ დავიწყო მოყოლა მთელი ცხოვრება მოუნდები მემგონი..ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება,იყო გართობაც,ჩხუბიც,სიგიჟც ყველაფერი იყო..მარიამს სულ რაღც უნდოდა,სულ ნერვებს უშლიდა სანდროს და ერთმანეთს წყვიტავდნენ მაგრამ ბოლოს რიგდებოდნენ..სამეული უფრო ადრე გეგმავდა დაბრუნებას მარა ისე კარგად ვიყავით ერთად გადადეს დაბრუნება..
ბოლო დღე იყო ჩვენი ყაზბეგში ყოფნის..გერგეთზე გადავწყვიტეთ ასვლა..რადგან მარიამი ვერ ივლიდა ფეხით ნინი და ის სპეციალური მანქანით ავიდნენ და ზემოთ გვიცდიდნენ,ჩვენ კი სულ სიცილი კისკისით ავედით ბოლომდე,კი დავიღალეთ მარა გზაში ზოგი რას ყვებოდა ზოგი რას,ვიხჩობოდით სიცილით..იქით სანდრო დაიწუწუნებდა მარიამი რას შვებაო..აქეთ ლანა დაიწუწუნებდა დავიღალეო და გიორგი მიათრევდა ძორივით ამხელა ქალს..დემეტრე და ლაშა კი გვამხიარულებდნენ,სასაცილო რაღცეებს ყვებოდნენ..საოცრება იყო იქაურობა,გარშემო ნისლი,ისეტი ლამაზი იყო,გამვლელი გავაჩერეთ და ეკლესიის ფონზე საერთო სურათი გადავიღეთ სამახსოვროდ.
იმ დღეს უკან დავბრუნდით,ნომრები გავცვალეთ ერთმანეთში და შევეხმიანებოდით ერთმანეთს აუცილებლად.მარიამი სანდრო და გიორგი ერთად წავიდა,ლანა კი ჩვენ წამოგვყვა მორიგი გაბრაზების ნიადაგზე ალბათ..
ეს დღეები საუკეთესო იყო ჩემ ცხოვრებაში,აი ეს არის გართობა.*_*
სახლში რომ დავბრუნდით მკვდარი სულებივით დავეყარეთ ლოგინში და დავისვენეთ..დილას ნატა მოვიდა,მაგრამ ისე მალე წავიდა ვერც მოვასწარი ნახვა ეტყობა გაბრაზებული იყო,ხმა მესმოდა მხოლოდ..მიშომ არაფერი მითხრა და ისიც ჯმუხი სახით წავიდა სამსახურში..ო ღმერთო ისევ არ დაიწყოს და არმინდა მეტი არაფერი..ვერ ავიტან მის ცივ გამოხედვებს,რა უთხრა ნატამ ნეტა..
რამოდენიმე კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა,შეცვლილი მეჩვენებოდა მიშო მარა არაფერს ვეუბნებოდი როგორც ადრე ახლაც ისე მექცეოდა თითქოს არვიცი..არვიცი რახდება ჩვენს თავს ხან ისეა ხან ასე..ლანასთან ვიყავით და მარიამს უცდიდით ლანამ რომ მკითხა რა რიცხვია დღესო.
-მოიცა ვნახავ!
ტელეფონში კალენდარი ჩავრთე და მექანიკურად უპასუხე.
-18მარტი.რომ უთხარი რიცხვი მერე გამახსენდა..მოიცა ჩემი დაბადების დღეა დღეს?ეს როგორ დამავიწყდა...საკუთარი დაბადების დღე რომ დაგავიწყდება ადამიანს,მაგრამ ლანას ახსოვს ალბათ რიცხვი ხომ მკითხა.
-რატომ მკითხე?
-პროეკტს ვაკეთებ და 3 დღე მქონდა ვადა,1დღე დამჩა მაგაზე გკითხე..
-აჰა კარგი..
მოიცა არ ახსოვს ჩემი დაბადების დღე როა?ვერ ვიტან ასეთ სისულელეებს თუ ახსოვს რატომ არ მილოცავს?ალბათ სიურპრიზს მიკეთებს.
-დედა მირეკავს.უცებ გავვარდი გარეთ და ყურმილი ავიღე,ვაიბერში მირეკავდნენ..
-დედიკოო..დედა და მამა ერთად იყვნენ და ხელს მიქნევდნენ..
-ჰოო დედი..
-გილოცავთ მე და მამიკოოო..ჩვენო სიხარულო..
-მადლობააა..კიდევ კარგი გაგახსენდით.
-რა ლაპარაკია?
-არაფერი ისე ვთქვი..
მერე ცოტა ველაპრაკე და მობუზული შევბრუნდი სახლში..მიშოს არ ვახსოვარ ?ჩემ ქმარს?ჩემ საუკეთესო მეგობრებს?შევაბიჯე სახლში და მუსიკაც ჩაირთო,მარიამი იდგა ტორტით ხელში უკან ლანა,გიორგი და სანდრო და მილოცავდნენ დაბადების დღეს,მიშო არ იყო..გამიხარდა და თან გული დამწყდა.
-აბა გეგონა დაგვავიწყდებოდი სულელო?
-რავიცი მე...ტუჩები დავბრიცე და ბიჭებს გადავხედე..მიშო სადა?ანდა რას გეკითხები დაურეკავ მოიცა..ნომერი ავკრიფე თან მარიამს უყურებდი რომელიც ტორტს იბუყნიდა პირში.გვრიტებიც შერიგებულან.
-ანა იცი..დაურეკე უკვე მიშოს და სხვა გეგმები მაქვსო და რავიცი..
-ალო მიშო?
-გისმენ მალე თქვი არმცალია..მეწყინა მისი სიუხეშე.
-ამ..არ გცალია?ლანასთან ვართ და მოხვიდოდი ვიფიქრე.
-ანა სამსახურში ვარ გასართობად არ მცალია და საღამოსაც სხვა გეგმები მაქვს არ მელოდო სახლში!მითხრა და ყურმილი გათიშა მე კიდე ყბაჩამოვარდნილი ვიჯექი და თვალები ცრემლებით მევსებოდა,მემგონი სხვებმაც გაიგონეს ჩვენი ლაპარაკი.
-დამშვიდდი ეგ ალბათ დიდ სიურპრიზს გიკეთებს.
-ჰო რათქმაუნდა ვერ მოისმინეთ.
გვიანობამდე მათთან ვიყავი და ვერთობოდი,ნუ ვცდილობდი,სახლში რომ დავბრუნდი ისევ ცუდ ხასიათზე ვიყავი,ჩაბნელებული იყო სახლი ანუ მართლა არ მოვა..დალევა მინდოდა რომ დამევიწყებინა რომ ჩემ ქმარს არგაახსენდა ჩემი დაბადების დღე,გამოვაღე მაცივარი სადაც ცივი ვისკი მეგულებოდა,გამოვიღე და დახურვას ვაპირებდი პატარა ტორტი რომ დავინახე წარწერით.’Happy Birthday Anka!’. გამეღიმა და მივხვდი რომ არ დავვიწყებივარ,ტორტი მაცივრიდან გამოვიღე და ღიმილით მოვჭერი ერთი ნაჭერი,ვჭამდი რომ ვიგრძენი ჩემს უკან ვიღაც იყო,შემეშინდა და ჩანგლით შევტრიალდი,ალბათ რა სასაცილო ვიქნებოდი,პირ მოთხუპნული..
-გამიხეთქე გული.
-დაბადების დღეს გილოცავ.
ხმას არ ცემდი.
-გაბრაზებული ხარ?
-კი!
-მაპატიე არმინდოდა ცუდად გამომსვლოდა..
-მარა გამოგივიდა...
-დავივიწყოთ.
-დავივიწყოთ.
-მეც მინდა ტორტი.
-მოდი მოგიჭრი.
-ეგ არა აი ეს..ტუჩებისკენ წამოიწია და ტორტთან ერთად მომაჭამა მემგონი ტუჩებიც,მერე ნაზად მკოცნიდა,წელზე ხელი შემიცურა და დახლზე შემომაჯინა,ჩემს ფეხებს შუა მოექცა და ხელებს დააცოცებდა ჩემს სხეულზე,იმდენად გავითიშე მისი ალერსისგან არმახსოვს ოთახში როდის ავედით,ან ტანსაცმელი როდის შემომაძარცვა სხეულიდან,მაგრამ აშკარა იყო რომ მის წინაშე სრულიად შიშველი ვიყავი და არც მცხვენოდა,უკან დახევასაც არ ვაპირებდით არც ერთი,ძალიან ნაზად მეალერსებოდა,როგორც ადრე მითხრა ალბათ მართლაც დაუვიწყავი იქნება ეს ღამე..იყო ბევრი სიამოვნება და პატარა ტკივილი მაგრამ ეს არაფერია.მე უკვე მისი ვარ ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ ესა მთავარი ახლა.
მართალია დილით ყველაფერი მტკიოდა და ცოტა,სულ ცოტა მცხვენოდა მაგრამ გადამიარა მაგანაც..ხალისიანად დავიწყეთ ორივემ დილა,ვისაუზმეთ,მერე სამსახურში წავიდა,მე კიდე გოგოებს მოუყევი გუშინდელზე და ნამცხვირს ცხობა დავიწყე..
სულ იმ ღამეზე ვფიქრობდი,ახლაც ვგრძნობდი მის ხელებს ჩემს სხეულზე..შეცდომა იყო ეს?სულაც არა რაც ორივეს გვსურდა ის მოხდა და დიდიხნის უკანაც უნდა მომხდარიყო ეს სირცხვილი არ არის..
რამოდენიმე კვირამ წამში გაირბინა,არ გვიჩხუბია ეს წინსვლაა,ნუ ცოტას ვკინკლაობდით. ერთ დღეს მისაღებში ვისხედით და კინოს უყურებდით კარებზე ზარი რომ იყო.მიშო ადგა გასაღება და უკან ნატასთან და ირაკლისთან ერთად,უკმაყოფილობა ეტყობოდა სახეზე,როცა მოდიან სულ ასეა,ნეტა გავიგებდე ამ საუკუნეში რატო..თბილად შევხვდით ერთმანეთს და მისაღებში დავსხედით,მე ყავა მოუდუღე ნატას,ირაკლის და მიშოს კი ლუდი გამოუტანე..დაძაბული იჯდა მიშო,ხელი ხელზე მოვკიდე,მან კიდე გულზე მიმიკრა და არ მიშვებდა თითქოს ეშინოდა რომ ვინმე წაართმევდა მის თავს..რაღაცეებს გვეკითხებოდნენ მეც უღიმოდი და ვპასუხობდი.
-ანა ძვირფასო შვილიშვილს ხომ არ ველოდოთ მე და ირაკლი ახლო მომავალში?გამაგიჟებს ეს ხალხი რას აიჩემა ეს შვილიშვილი შვილიშვილი,არ ვაპირებ ჯერ გაჩენას ვახ.დავიძაბე და მიშოს მკლავებიდან ამოვძვერი.
-არა ქალბატონო ნატა..ჯერ ვტკბებით ქორწინებით მე და მიშო.ნატამ გამიღიმა მარა სიბრაზისგან მემგონი ცეცხლი ეკიდან,ტელეფონმა დამირეკა ლანა იყო,მეც მოვიბოდიშე და გარეთ გავედი..არვიცი რამდენი წუთი ვიყავი გარეთ მაგრამ ეტყობა ჩუმად შემოვედი სახლში იმიტომ რომ ვერ გაიგეს,პირდაპირ შესვლას ვაპირებდი ჩემ სახელს რომ მოვკარი ყური,ყოველთვის ვიცოდი უზდელობა იყო სხვისი საუბრის მოსმენა მარა ამან დამაინტერესა და კარებს მოვეფარე..
-რას ნიშნავს ანა ორსულად არა?
-დედა რაგინდა?
-რა მეყოფა არ გადამრიო ახლა!რამდენი თვე გავიდა მიხეილ რამდენი?ეს გოგო ორსულად არ უნდა იყოს ახლა??
-დედა რა გინდა მეთქი?
-მშვენივრად იცი რასაც და რისთვისაცა ახლა ანა შენთან,შვილიშვილი მინდა სასწრაფოდ,დღე-დღეზე ვიცი ელენა მახარებს რომ მისი რძალი ორსულადა..
მიშო არაფერს ეუბნებოდა.
-ხო შენ ხმა არ ამოიღო!ის ხელის შემოხვევები და ყალბი ღიმილები არ კმარა მიხეილ!უფრო კარგი მსახიობი უნდა იყო რომ დაარწმუნო შენ სიყვარულში თორე ბავშვს შემთხვევით კომბოსტოში ვერ ვიპოვით!
ყველაფერი დატრიალდა,კინაღამ გული წამივიდა,ცრემლები მოაწვა ჩემს თვალებს,ვერ ვიჯერებდი განაგონს,ქაოსი,სრული ქაოსი იყო ჩემს ირგვლივ,ასე მეგონა მილიონმა მანქანამ გადამიარა ზემოდან მაგრამ მაინც ცოცხალი ვიყავი და იმ იარების გამო ვიტანჯებოდი ტკივილითსანამ მოვკვდებოდი,ცრემლები თავისით წამომივიდა,რომ არ მებღავლა პირზე ხელი ავიფარე და უკან უკან დავიხიე,ყვავილების ლარნაკს გავკარი ფეხი და წავაქციე,გატყდა,ვიცოდი აქეთ იხედებოდა ყველა უცებ გავიძვრე ფეხზე,ხმაური რომ არ გამომეწვია და ოთახში ავვარდი...

ვიცი,ვიცი ძალიან საზიზღარი და უპასუხისმგებლო ვარ..ასე გადაგაგდეთ და არ დაგაღირსეთ ახალი თავი,ამისთვის კი ბოდიში მინდა მოგიხადოთ,წინასწარ ვიცოდი რაც უნდა დამეწერა მარა როგორც ვიწყებდი წერას ყველაფერი მავიწყდებოდა,ასე რომ ვთქვათ მუზა მიფრინავდა თან უხასიათოდ ვიყავი მარა დღეს გადავწყვიტე გამაგრძელებინა და ახლა აქ ვარ..იმედია ძალიან არ გამიბრაზდით და გექნებათ კიდევ ამ ისტორიის წაკითხვის სურვილი..ძალიან გამიხარდება თუ მოგეწონებათ ახალი თავი თან ვეცადე დიდი გამოსულიყო..ველოდები შეფასებებს და თქვენ შეხედულებას მოთხრობის მიმართ.კიდევ ერთხელ ბოდიში დაგვიანებისათვის. heart_eyes



№1  offline წევრი isterichka123

აუ კაია გაგრძელე არდაგვიანო

 


№2 სტუმარი mari

Kaiagagrzele

 


№3 სტუმარი inga

Zalian kargia,magram agar gawyvito gtxov da dade male momdevno tavi .saimteresoa zalian

 


№4  offline წევრი Nessa

dzalian magaria gtxov male dade momdevno tavi

 


№5  offline მოდერი Behandice

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო heart_eyes აღარ დაგაღალატებთ..ახლა დავიწყებ წერას და ასე 1საათში დავდებ ახალ თავს ალბათ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent