შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უარმყოფელი(ნაწილი6)


25-08-2016, 03:39
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 579

ფრთაშესხმული სოფო დეიდასთან მიიჩქაროდა ერთი სული ქონდა ენახა და ყველაფერი მოეყოლა, იცოდა ინგას მის სიხარულს გაიზიარებდა, ბინაში როგორც კი შევიდა ინგას წინ მჯდარ ნამტირალევ დედამისს მოკრა თვალი, დედამისმა როგორცკი დაინახა წამოვარდა , მასთან მივარდა და ხელები დაუშინა თან გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა. სოფოს ვერ გაეგო რას ერჩოდა.
-დამშვიდდი ქალო! უთხრა ინგამ დას.
-დედა გამაგებინე რას მერჩიი?
-რა რას გერჩი გოგო გამაგებინე რა ღმერთი გიწყრება, ქვეყნის სალაპარაკო რატო გაგვხადე, ცისანა იყო დღეს მოსული ვირაცას კოცნიდა რამდენიმე დღის წინ ქუჩაშიო ჩემმა ნინომ დაინახაო, მერე თორნიკე მოვიდა ნაცემი, ისე იყო გამწარებული დალეწა მთელი სახლი ლამის, ვაიმეეე ცისანა მოსდებდა უკვე მტელს ქვეყანას მაგას რამე გაუჩერდებოდაა, თან დღეს მიგვანიშვა შვილს ვერ უვლითო და მაგიტო გაბედა ამდენიო, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე, რა გინდოდა შვილო გამაგებინე, ვის კოცნიდი იმ შუა ქუჩაში ასე სახალხოდ სირცხვილი სულ დაკარგეე, ან ის ბიჭი ვინ იყო დღეს თორნიკე რომ სცემა?
-დედა მისმინე მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, ვერ ვხვდები საერთოდ რაზე ლაპარაკობ!
-აბა იმ ნინომ მოიტყუა ესეიგიი? დაუნახიხარ ქუჩაში ვიღაცა ბიჭს კოცნიდაო, გამოცხადდა ცისანა და მოგვახსენა თან მიხედეთ მაგ თქვენს ქალიშვილს ცუდათ დადისო მიგვანიშნა ვაიმეე რატო არ მოვკვდები!
-დედა დამშვიდდი ძალიან გთხოვ, მე არავისთვის მიკოცნია, მე მაკოცეს და დავიბენი ეს არის და ეეს, მაგ ცისანას ნინოს ბოლომდე ეყურებინა და დაიანხავდა რომ შემდეგ მე მას სილაც კი გავარტყი!
-რატო მიეცი მაგდენის უფლება? ეტყობა საბაბი შენ მიეცი და მაგიტო გაბედა ამდენი!
-დედა რა გჭირს? არ მიცნობ თუ რა ხდება რა საბაბი,მაგ ცისანას არ იცნოობ?! ოღონთ საჭორაო მიეცი, ეგ მაგისი ნინოც კაი ვინმეა რაა წესიერად დაენახა რა ხდებოდა და მერე ეტლიკინა!
-ვაიმე შვილო გადაირია მამა-შვილი, მამაშენმა თქვა ეტყობოდა რაც იყო თავისუფლად, რომ ეშრიალა ის სცენაც ალბათ მაგიტომ გაითამაშაო!
სოფოს ამაზე ისტერიკული სიცილი აუტყდა.

-ვაა ეს რაღაც ახალია მე მის გაგულავებებს თუ არ ვამართლებ ესეიგი მსუბუქი ყოფაქცევის ვაარ? თვითონ ცოლ-შვილიანი კაცი ბო.....ნ საწოლში კოტრიალს, საამაყო და კარგ საქციელად მიიჩნევს და ჩემს შემთხვევაში გარკვეულიც კი არა აქვს, რა და როგორ მოხდა და ტალახს მესვრის!
-ენა გააჩუმე გოგო! კაი მაგ საკითხმა ჩაიარა ეხლა ის მითხარი თორნიკეს რა დაემართა და რატო მოვიდა ნაცემი დღეს?
- დედა თორნიკე გამძვინვარებული მოვარდა დღეს უნივერსიტეტიდან რომ ვბრუნდებოდი და მელაპარაკებოდა რაღაც სისულელეებს, თან თმაში წამავლო ხელი და ძალით მიმათრევდა ამ დროს ნიკა გამოჩნდა ვერ აიტანა ჩემი დამცირება ჯერ მეგობრულად ელაპარაკებოდა მაგრამ თორნიკემ სრულიად უმიზეზოდ მუშტი დაარტყა მერე ისევ ჩემი წათრევა უნდოდა მაგრამ ნიკამ არც ამჯერად დაანება და ჩხუბი ამაზე ატყდა!
-ვინ არის ნიკა?
-ნიკაა... დაიბნა სოფო არ იცოდა როგორ ეთქვა.
-ეს ის ბიჭია ვისაც კოცნიდიი?
-ჰოო დედა მაშინ ხელი დავარტყი , მეთვითონაც არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ქუჩაში დამიწყო კოცნა, მაგრამ ეს ბიჭი დანახვის დღიდან მიყვარს მიუხედავათ იმისა, რომ არ მინდოდა ეს გრძნობა გამომეცადა რაღაც რაღაც მიზეზების გამო, ეს ის ბიჭია ვინც სრულიად უანგაროდ დამეხმარა როდესაც სახლიდან წავედი ბევრი უაზრო გამოხტომა აიტანა ჩემგან, დღესაც ჩემს დასაცავად თორნიკეს ეჩხუბა, დედა გეფიცები მტლად ნიკას ბრალი არაა თხოვდა მეგობრულად ხელი გაუშვიო, მაგრამ თორნიკეს არაფრის გაგონება არ სურდა, მერე თვითონაც განიცადა, რომ ჩემს ძმას ეჩხუბა და ბოდიშიც მომიხადა უბრალოდ თავი ვერ შეიკავა როდესაც დაინახა თორნიკე როგორც მექცეოდა.
დედა ნიკა ყველაზე კარგი ადამიანია ვინც კი შემხვედრია ყველა ბიჭისგან გამორჩეული, ის დამეხმარა შიშების გადალახვაში, რომელიც ცხონებული ბებიაჩემის, მამაჩემის და ზოგადად ქართული სოციუმის წყალობით ჩამომიყალიბდა რის მიხედვითაც მამრის ღალატი აუცილებელია და მოსული პონტია, არ მინდოდა ვინმე შემყვარებოდა რადგან მეშინოდა რომ რქებს დამადგამდნენ მისდღემში დაჩაგრული და შეურაწყოფილი ვიქნებოდი, ნიკამ კი ეს ყველაფერი დამაძლევინა, ცხოვრების ხალისი შემძინა, და დიახ დღეიდან ის ჩემი შეყვარებულია!

ცოტა ხანი სამივენი ჩუმად იდგნენ, ინგა იღიმოდა და საოცრად ამაყობდა მისი დისშვილით, რომელმაც როგორც იქნა მოახერხა საზოგადოებისგან თავს მოხვეული სტერეოტიპებისგან გათავისუფლება .
-ვინ არის როგორ გაიცანი? ესღა ამოღერღა დედამ.
-უნივერსიტეტში დედა , მანამდეც შევხვდი ერთხელ, თავიდან ყველანაირად თავს ვარიდებდი , ისე შემეშინდა ამ გრძნობის, მაგრამ იმდენად კარგია დამარწმუნა რომ სულ ტყუილად ვკრავდი ხელს.
--შვილო რას იტყვის შენი ძმა ან მამაშენი?
-რა უნდა თქვან არ შეიძლება ვინმე შემიყვარდეეს?
-რაც დღეს მოხდა იმის შემდეგ არ ვიცი რა რეაქცია ექნებათ, მამაშენმა ნაცემი თორნიკე, რომ დაიანხა, დასაბმელი გახდა.
-დედა მოვაგვარებ ამას რამენაირად ნუ გეშინია!
-შვილო დაბრუნდი სახლში, აკი გითხარი დღეს ცისანამ მიგვანიშნა შვილს ვერ უვლითო, ძალიან ცუდი ტონია გასათხოვარი გოგოს სახლიდან წასვლა, ხალხს ნუ აძლევ სალაპარაკოს არ იცი რანაირები არიაან? გეხვეწები ჩემი ხათრით დაალაგე მამაშენთან ურთიერთობა, ნუ ჩავარდები ხალხის ყბაში!
სოფომ ღრმად ამოიოხრა.
-მეშინია რამე არ დამმართოს მამაჩემმა, დღეს ნიკა რომ არ გამოჩენილიყო არ ვიცი რა მოხდებოდა.
-შვილო გეხვეწები დაფიქრდი, ამის შემდეგ სახლში რომ არ დაბრუნდე ხალხი ჩვენ მოგვდგება, იტყვის რო ვერ მოგვიხედია შენთვის, არ ჩაგვავგდო მაგათ ყბაში გთხოოვ! ჰო იცი ამ ხალხს თუ სალაპარაკო მიეცა მტრისას.
-ვნახოთ! ესღა უთხრა სოფომ.

.........
-ვაიმე ნიკა ეს რა არიის? შეჰყვირა თეკლამ ნაცემი მეგობარი, რომ დაინახა და მასთან მივიდა.
-არაფერია თეკლა ნუ გეშინია მიუხედავად იმისა რომ ნაცემი ვარ ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ!
-ნიკა რა ხდება ამიხსენი გთხოოვ !
-დღეს უნიდან რო მოვდიოდი დავინახე სოფოს ვიღაც ბიჭი უხეშად მიათრევდა სადღაც, ამის დანახვაზე გეფიცები ლამის გავგიჟდი ეგრევე მივვარდი, უნდა მეცემა, მაგრამ ძმა ყოფილა და თავიდან ამის გამო თავის შეკავება მინდოდა, მაგრამ მერე თვითონ დამარტყა და სოფოს ისევ ძალით დაუპირა წათრევა ამაზე ჭკუიდან შევიშალე ლამის, მერე ისევ ხელის გარტყმა რო დააპირა მოვიგერიე და ცოტახანში იქ მაგარი ჩხუბი ატყდა, ბოლოს გაგვაშველეს და იქიდან წაიყვანეს ის.
-ვააა რეები გადაგიტანია, სოფომ რაო ამაზე?
-სოფიკო დღეიდან ჩემი შეყვარებულია!
-ვაიმე ნიკა როგორ გამახარე, ანუ გული მოულბაა?
-ჰოო დღეს პატიება მთხოვა უხეშობისთვის, მეც მივიჩნიე, რომ შესაფერისი მომენტი იყო და სიყვარული ავუხსენი, მეგონა ეხლა მთხლიშავს რაღაცას მეთქი და არაფერიც პირიქით ჩამეხუტა, მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ თეკლა ჩემი ოცნების გოგო ჩემია!
-მართლა გამიხარდა ნიკა!
-თეკლა გეფიცები ასე ძალიან ჯერ არავინ მყვარებია, ვგრძნობ რომ სოფო ჩემი ცხოვრების ქალია!
-ნიკა რაღაც მინდა გკითხო და მეშინია არ გაბრაზდე!
-მკითხე მიდი, რაზე უნდა გავბრაზდე კაი რაა!
-ნიკ მისმინე თუ ასე გიყვარს სოფო და ასეთი სერიოზული ურთიერთობა გაქვს მასთან, აპირეებ, რომ შენს მშობლებზე უთხრა?
ნიკას ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა და საოცარი სევდა ჩაუდგა თვალებში.
უცებ ნიკას ტელეფონმა დარეკა, სოფო იყო
-ნიკა უკეთესად ხაარ?
-ამაზე უკეთესად ჯერ მემგონი არასოდეს ვყოფილვარ,მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაზე სერიოზული ჩხუბი მომიხდა!
-ნიკ გავიგე ჩემი ძმა რატომაც იყო ასე გაბრაზებული დღეს, გაგეცინება და ჩემი ჭორიკანა მეზობლის გოგოს მაშნ ქუჩაში დავუნახივართ შენ რომ მაკოცე და ამ ჩემს მეზობელს ჩემებისთვის მიუტანია ენა, ეტყობა ისე ცუდი ფორმით უთხრა, გააგიჟა ვაბშე და იმიტომაც იყო ასეთი გაცეცხლებული დღეს თორნიკე.
-აუუუუუ, ჩემი ბრალია მაპატიე სოფო , ჩემ გამო შენ დაზარალდი.
-არა ნიკა შენი ბრალი არ არის, შენ რა იცოდი, სულ იმ ტლიკინა გოგოს ბრალია, არც კი იცოდა რა ხდებოდა და მოაღო პირი, ჩემებსაც მეტი არ უნდოდათ, არც გაურკვევიათ წესიერად არაფერი და დამეტაკნენ ეგრევე, თან რაც ყველაზე ცუდია მემგონი სახლში მომიწევს დაბრუნება, რადგან ხალხი ძაან ატლიკინდა უკვე ჯერ ჩემი სახლიდან წასვლა ვერ მოინელეს ეხლა ამასაც ის ჩემი მეზობელი მოსდებდა ქვეყანას, აუ ნიკ, რომ იცოდე როგორ მეშინია! ბოლო სიტყვები ისეთი შიშნარევად თქვა ნიკას გული შეეკუმშა.
-იცი რაა სოფოო მითხარი ეხლა სად ხარ მოვალ და ერთად წავიდეთ შენებთან, მე გაგხვიე შარში და მე უნდა ვაგო პასუხი შენებს მე დაველაპარაკები და ავუხსნი ყველაფერს!
-ნიკა დღეს თორნიკესთან იჩხუბე. ეხლა რომ დაგინახოს, გაგიჟდება ალბათ, გთხოოვ ნიკა არ მინდა კიდე ჩემს გამო რამე დაგემართოს, მე გამლანძღონ ისევ, ესე მირჩევნია!
-არავითარ შემთხვევაში, სოფო შენ ჩემს გამო დაზარალდი დღეს და არ დავუშვებ ეს კიდევ განმეორდეს, გადაწყვეტილია მითხარი სად ხარ მოვალ და შენებთან მივდივართ ორივე.


.......
დაახლოებით ნახევარ საათში ნიკა, სოფო და ქალბატონი ინგა სოფოს კორპუსის სადარბაზოსთან იდგნენ, ქალბატონ დეიდას გულმა არ მოუთმინა საყვარელ დისშვილს და მომავალ სიძეს ასე შეარქვა გულში ნიკას, არ გამოჰყოლოდა,
ნიკა და სოფო ხელიხელჩაკიდებულები ავიდნენ კიბეზე , სანამ შევიდნენ ცისანას მოკრეს თვალი, რომელიც უაღრესად ცნობისმოყვარე თვალებით შეჰყურებდა წყვილს და მეზობლის დას, კარი სოფომ ცოტა ნელა შეაღო. ირგვლივ მიმოიხედა თორნიკე არ ჩანდა, თავის ოთახში იყო ალბათ, დედა როგორც ყოველთვის სამზარეულოშ იყო გამწესებული, ბატონი ვახტანგი დივანზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორს შეჰყურებდა. უცებ სოფოს მოკრა თვალი, მაშინვე წამოხტა საოცარი სისწრაფით მივარდა მასთან , სოფომ გვერდზე გაიხედა შიშისგან ლამის იქვე ჩაიკეცა, მაგრამ გამძვინვარებული მამიკო ნიკამ შეაჩერა.
-ბატონი ვახტანგი ბრძანდებით ალბათ თქვენ.
-გახლავარ თქვენ ვინ ხართ ახალგაზრდაა?
-მისმინეთ თქვენთან დალაპარაკება მინდა, თუ შეიძლება ამ საუბარს თქვენი ვაჟიც დაესწროს .
ბატონმა მამამ დაუძახა უფროს ვაჟს , თორნიკე გამოტანტალდა თავისი ოთახიდან, ნიკას დანახვაზე თვალები ბრაზით აევსო და მამამის უთხრა.
-მამა ამასთან მომივიდა დღეს ჩხუბი!
ამის გაგონებაზე ბატონმა ვახუშტიმ მუშტი მოიღერა, სოფომ ეს გაიგონა და შიშისგან გააკანკალა.
-ბატონო საჩხუბრათ არ მოვსულვარ, რაღაც მინდა აგიხსნათ, ოღონთ ცალკე ქალბატონებმა დაგვტოვონ თუ შეიძლება.
-ნიკაა... რაღაცის თქმას აპირებდა სოფო, მაგრამ მან შეაჩერა.
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება! ალერსიანად მიუგო.
სოფო, დედამისი და ინგა სოოფს ოთახში ავიდნენ.


.........
-რა გქვია ახალგაზრდავ?
-ნიკა!
-დაიწყე გისმენთ!
-მისმინეთ ბატონო ვახტანგ ვიცი , რომ ენა მოგიტანეს ამას წინ თქვენი ქალიშვილი ვიღაცას ქუჩაში კოცნიდაო, ის მე ვიყავი, მაგრამ სოფოს არაფერი დაუშავებია, ეს მე ვაკოცე, უცებ თავი ვეღარ შევიკავე , ნამდვილად არ მეგონა ამას ცუდი შედეგი თუ მოყვებოდა, სოფომ მაშინ თავიდან მომიშორა და სილაც კი გამარტყა და საერთოდ რაც გავიცანი სოფო სულ თავს მარიდებდა ახლოსაც არ მიკარებდა მიუხედავტ იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდი მასთან დაახლოებას, ბატონო ვახტანგ არანაირი საფუძველი არ გაქვთ სოფოს პატიოსნებაში ეჭვი შეიტანოთ, ის ყველაზე კარგი, სუფთა და განსაკუთრებული გოგოა ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
-ვაა ვააა მისმინე თორნიკესთან რატო გქონდა დღეს დაკა დაკა?
-ამ ამბავმა თორნიკე იმდენად გააბრაზა ალბათ, თავისი თავი ვეღარ მოთოკა და სოფოს უხეშად ექცეოდა, თავიდან მე არ ვიცოდი ძმა თუ იყო მეგონა ვიღაც ბიჭი აწუხებდა, მე არ ვაპირებდი მის ცემას თავიდან ვთხოვდი უბრალოდ სოფოსთვის გაეშვა, შემდეგ მან მუშტი დამარტყა და სოფოს წათრევა სცადა ძალით, ამის მერე მოგვივიდა ჩხუბი ეს მე ნამდვილად არ მინდოდა , გაუთვიცნობიერებლად თავისით მოხდა, მერე მეთვითონაც ვინანე, სოფოს ბოდიში მოვუხადე ახლა კი თქვენ გთხოვთ პატიებას!
ბატონი მამა გაკვირვებული შეჰყურებდა ნიკას, ცოტა ხნის შემდეგ ესღა კითხა.
-ჩემ ქალიშვილთან რა ურთიერთობა გაქვს?
-დღევანდლამდე მასზე მხოლოდ, უიმედოდ ვიყავი შეყვარებული დღეს კი ვუთხარი რასაც ვგრძნობ მის მიმართ და მანაც იმავე გრძნობით მიპასუხა, რათქმაუნდა ეს დროებითი ბავშვური გართობა არ არის მე ის მართლაც რაღაც საოცარი სიძლიერით მიყვარს!
ბატონმა მამამ კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა ნიკას, მერე კი სოფო ჩამოვიდა რომელსაც აღარ შეეძლო თავის ოთახში გაჩერება. ჩამოსულმა დაიანახა, რომ ნიკა, თორნიკე და მამამისი საკმაოდ მშვიდათ საუბრობდნენ, მერე ნიკამ გაუღიმა და თავისთან იხმო, სოფოც მაშინვე მისკენ გავარდა და ჩაეხუტა.
-ყველაფერი კარგადაა ნუ გეშინია! უთხრა მან და თმებზე მოეფერა.


........
-ძვირფასო დარწმუნებული ხაარ, რომ სახლში დაბრუნება გინდაა?
-კიი დეიდა მართლა არ მინდა ეს ხალხი ამდენს ტლიკინებდეს, თან შეგაწუხე შენც უკვე!
-გააჩუმე ენა გოგო! მოჩვენებით ბრაზით უთხრა დეიდამ, ჰო იცი ჩემი სახლის კარი შენთვის სულ ღიაა!
-კიი დეიდ ყოველდღე გესტუმრები ნუ გეშინია, უნიდან პირდაპირ შენთან წამოვალ ხოლმე!
-ჩემი საყვარელი გოგო კაი წავედი ეხლა მე და აბა შენ იცი შენს თავს მოუფრთხილდი!
სოფო ძვირფას დეიდას დაემშვიდობა, შემდეგ გაჩუმებულ თორნიკეს და მამას შეხედა და სასწრაფოთ თავის ოTახში ავარდა, თითქოს მორიგი უსიამოვნების ეშინიაო.

P.S კომენტარები წამოვიდეს გთხოოვთ რაა! თქვენი შეფასებები სტიმულს მაძლევს.



№1 სტუმარი ემი

ასე არ ჯობიააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent