ჟურნალისტი ერთი თვით (5)
-რისი თქმა გინდა? ⁃ ახლა მეტი არაფრის,გასაგებად გითხარი რომ შენი ყველაფერი მომწონს. ⁃ კი,მაგრამ,- უაზროდ ავბლუყუნდი. ⁃ აღარანაირი მაგრამ,- გაეცინა ჩემს სახეზე. ⁃ უბრალოდ ცოტა დავიბენი... ⁃ მოდი ახლა ნამცხვარი გემრიელად მივირთვათ და თუ თანახმა იქნები ხვალ ისევ შევხვდეთ. ერთმანეთს. ⁃ კარგი,როგორც გინდა,- გაურკვევლიბაში ვიყავი. ჩემი საყვარელი ნამცხვარიც ისე ვჭამე გემო ვერ ჩავატანე,სულ ილიას სიტყვებზე ვფიქრობდი.ის კი ჩუმად იჯდა და კარგახანს მაკვირდებოდა. ⁃ მასე რატომ მიყურებ? ⁃ როგორ გიყურებ? ⁃ რა ვიცი, თვალი არ მოგიშორებია ,- ისევ უაზროდ ავბლუყუნდი. ⁃ რა დაბნეული ხარ დღეს ,- გაეღიმა , ტანით ჩემკენ გადმოიწია, ერთ ადგილას მივიყინე. თითები ჩემი სახისკენ გამოწია და ტუჩთან ახლოს ნაზად მომისვა,მერე კი ისევ თავის ასგილს დაუბრუნდა ,თითები კი ხელსახოცით გაიწმინდა. ⁃ შოკოკადი გეცხო და,- ჩაილაპარაკა. ⁃ მადლობა ლიპო, - გავუღიმე,ამ სახელის გაგონებაზე თვალებში ჭიბკები აუთამაშდა. ⁃ მასე დამიძახე ამიერიდან,მომწონს, - ჩაიცინა და ყავა მოსვა. ⁃ კარგი ლიპო... სახლში ძალიან ბედნიერი დავბრუნდი,მინდოდა ვინმესთვის დღევანდელ დღეზე მომეყოლა ,მაგრამ სტატიის გამო თავს ვიკავებდი. მთელი დღე სულელივით გაღიმებული დავდიოდი,არაფერი მიკეთებია.აღარც სტატიაზე მიმუშავია,ამის არანაირი სურვილი არ მქონდა. დედა მთელი დღე იმას მეკითხებოდა რა მჭირდა მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი, ველოდებოდი როდის დაღამდებოდა და შემდეგ გათენდებოდა ,რომ ისევ ილიას შევხვედროდი.ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი.საღამოს ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა . " საღამომშვიდობისა ნინე,ილია ვარ . ხვალ საღამოს გამოგივლი, რესტორანში წავიდეთ." ვერაფრით გავიგე საიდან გაიგო ჩემი ტელეფონის ნომერი ან საიდან გაიგო სადაც ვცხოვრობდი. მალევე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე. "საღამომშვიდობისა ,კარგი . ძილინებისა ლიპო . " არაფერი შემიმჩნევია ... მალევე მომივიდა შეტყობინება. " კიდევ გიმეორებ მომწონს ლიპოს ,რომ მეძახი . ძილინებისა ნინე. " რანაირი "უსმაილო" ბიჭია , ერთი შეტყობინება არ გამოუგზავნია ისეთი სმაილიც ,რომ ყოფილიყო. მალევე დავწექი. ლიპარტელიანზე ფიქრში ჩამეძინა. დილით ადრე გამაღვიძა დედამ, ქოთქოთით შემოვარდა ოთახში. ⁃ დედა ,რა გჭირს დამშვიდდი. ⁃ გამაფრენინებ შვილო შენ, ნახე რა ამბებია , - ლეპტოპი მუხლებზე დამიგდო, რაღაც სტატია იდო ჩემზე და ილიაზე. თვალები გადმომიცვივდა,კაფეში რამდენიმე ფოტო გადაუღიათ ჩვენთვის და იმ მომენტში ტუჩიდან შოკოლადს ,რომ მაშორებდა. აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა. ⁃ ამიხსენი ნინე რა ხდება! ⁃ დედა მართლა არაფერი არ ხდება ,- საწყლად ამოვიბურტყუნე. ⁃ ვის ატყუებ ,ვის? გგონია მასთან ურთიერთობას დაგიშლი? უბრალოდ არ მესმის ამხელა გოგო ხარ , რატომ მატყუებ რომ არაფერი ხდება თქვენს შორის. ნუ თუ ასე დავშორდით ერთმანეთს ... ⁃ დედა მართლა გეუბნები. ⁃ სუფთა ძროხა ხარ ამხელა გოგო, მატყუარა,- ნაწყენი ხმით მითხრა, "ძროხას" მხოლოდ მაშინ მეძახდა თუ ხვდებოდა,რომ რამეს ვატყუებდი. ⁃ დე მე კარგახანია მომწონს, - არაფერს მოვუყვებოდი გარდა იმისა ,რომ მომწონდა, - მაგრამ მართლა არ გვაქვს არანაირი ურთიერთობა,უბრალოდ ჩემი სურვილია გვქონდეს. ⁃ განაგრძე, - გაღიმებულმა ამოილაპარაკა. ⁃ დღეს შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, კაფეში დამპატიჟა ,ცოტა ვილაპარაკეთ. უბრალოდ რაღაც ვერ გავიგე ასე მითხრა "შენი ყველაფერი მომწონსო" . შენი აზრით რას გულისხმობდა? ⁃ რა მიხვედრა მაგას უნდა, მომწონხარო ანუ, - გაიცინა დედამ. ⁃ ვერ ვიჯერებ დედა და რა ვქნა, საღამოს რესტორანში დამპატიჟა. ⁃ რა მაგარია ,- ტაში შემოკრა, -მე ვიზრუნებ შენს ჩაცმულობაზე. ოღონდ ახლა ინგასთან წავიდეთ . ჩავიცვი და მალე დედას დაქალთან წავედით. *** ⁃ დედა , რა ჩავიცვა?- საწოლზე უამრავი ტანსაცმელი ეყარა.თავში ხელებს ვირტყავდი. ⁃ რა დღეში ხარ? - გაიცინა დედას ჩემ შემხედვარე. ⁃ გავაფრენ, ერთ საათში უნდა შევხვდეთ და აზრზე არ ვარ რა ჩავიცვა. ⁃ წადი ახლა გადაივლე ამასობაში მე ყველაფერს მოგიმზადებ. ⁃ კარგი,შენი გემოვნების იმედზე ვარ ,- ლოყაზე ვაკოცე და სირბილით წავედი საპირფარეშოში. ოც წუთში პირსახოც შემოხვეული დავბრუნდი საძინებელში. ⁃ აბა რა ქენი დე? - ოთახში კისკისით შევვარდი. ⁃ მოგიმზადე ჩანთაც,კაბაც და ფეხსახმელიც. ⁃ ყველაზე მაგარი დედა ხარ,- ლოყაზე ვაკოცე. მალევე მზად ვიყავი, ღია იისფერი მუხლებამდე კაბა მეცვა,ამავე ფერის ჩანთა მეკავადა ძალიან სადა მაკიაჟი მეკეთა. ⁃ აბა როგორ გამოვიყურები? ⁃ ძალიან ნაზად,არც ზედმეტად გადაპრანჭული ხარ. აი ნახე დღესვე ახალ ეტაპზე თუ არ გადახვიდეთ,- იცინოდა დედა. მალევე ტექსტური შეტყობინება მომივიდა. ლიპო - გელოდები. სულ კისრის ტეხით ჩავირბინე კიბეები. ჩავედი თუ არა ეზოში გვერდით გავიხედ-გამოვიხედე ,მაგრამ ვერსად დავინახე. ისევ შეტყობინება მომივიდა "წინ გამოიხედე" . გავიდედე და შავებში ჩაცმული ილია დავინახე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო სწრაფად მიფეთქავდა გული, ხიდთან იდგა, რაღაცნაირი სახით იყურებოდა. ისეთი სიმპატიური იყო ლამის გული ამომივარდა. შავი გრძელმკლავიანი მაისური, შავი შარვალი და ფეხსაცმელი ეცვა. თმებს ქარი უწეწავდა.გაღიმებული მივუახლოვდი. ლოყაზე ძალიან ნაზად მაკოცა . ⁃ ძალიან ლამაზი ხარ,- ლოყები ამიწითლდა,კიდევ კარგი საღამო იყო და ვერაფერს დაინახავდა. ⁃ მადლობა, -გაღიმებულმა ვუთხარი. ⁃ წამოდი ჩავჯდეთ,- მანქანისკენ მიმითითა. ჩავჯექით თუ არა საოცარი სურნელი მეცა, ილიას სურნელი იყო ოღონდ ბევრად მძაფრი . შეტყობინება მომივიდა , "რა სიმპატიურია,აბა შენ იცი" დედა მწერდა. გამეღიმა ,როგორ მიხარია ასეთი კარგი დედა რომ მყავს. Ocean Drive ჩართო, როგორ მიყვარს ეს სიმღერა ,საოცარ ხასიათზე მაყენებს. ⁃ მიყვარს ეს სიმღერა,- გაღიმებულმა ვუთხარი, მიხაროდა კიდევ ერთი საერთო რომ ვიპოვე. ⁃ მეც ძალიან,ვარჯიშის დროს ვუსმენ. *** საოცრად სასიამოვნო გარემო იყო რესტორანში. ათას სისულელეზე ვსაუბრობდით. ძალიან მშვიდ მუსიკას უკრავდნენ,ახლა ისე მინდოდა მეცეკვა. ⁃ წამოდი ვიცეკვოთ რა. ⁃ სიამოვნებით , - გამიღიმა და მისი ძლიერი თითები ჩამკიდა. ძალიან ნელა ვმოძრაობდით, გული ამოვარდნას მქონდა, რატომღაც ვგრძნობდი ,რომ არანაკლებ დღეში იყო ილიაც. სუნთქვა გახშირებოდა , მერე ისე უცებ მოხდა ყველაფერი გააზრებაც ვერ მოვასწარი... ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის,ტელეფონზე მქონდა პრობლემები და ვერაფრით ვწერდი. იმედია მოგწონთ ,შევეცდები მალე ავტვირთო შემდეგი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.