სერიული მკვლელის თვალით დანახული სამყარო-პირველი თავი
ზუსტად ისეთი საღამო იდგა ზამთარს რომ სჩვევია-ცივი და სუსხიანი.თოვლი ქუჩაში აქა იქ თუ შეგხვდებოდათ მაგრამ ტალახისგან გაშავებული, მის ირგვლივ კი წყლის საკმაოდ დიდი გუბეები იდგა. აკანკალებული ხალხი ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, სახლში მისვლა ეჩქარებოდათ თბილ მყუდრო გარემოში წამოწოლა და ცხელი ჩაი ახლა ყველაზე მეტად სურდათ. პალტოებში თავჩარგულები და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ცდილობდნენ სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას. ვერავინ ამჩნევდა ახალგაზრდა მამაკაცს რომელიც ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას, არსად არ ეჩქარებოდა, პირიქით ხალხს აკვირდებოდა, აკვირდებოდა იმ უსუსურ არსებებს რომლებსაც სიცივე აშინებთ, ამ წამებში ხალხს სიცივე მართავდა, აიძულებდა ნაბიჯისთვის აეჩქარებინათ, გახშირებულად ესუნთქათ, ხელები ჯიბეებში ჩაეწყოთ და ასე აბუზულები დამორჩილებოდნენ სხეულში გამჯდარ სიცივეს. მაგრამ მამაკაცს სიცივე ვერაფერს აკლებდა , პირიქით ახლა ის მართავდა ზამთრის ამ სუსხიან საღამოს, სიცივეს სხეულში უშვებდა , გრძნობდა როგორ ეკუმშებოდა ორგანოები მაგრამ ამ ბუნებრივ ფაქტს ღიმილით პასუხობდა და უბრალოდ გზას აგრძელებდა. რამდენიმე კორპუსის გავლის შემდეგზუსტად მიადგა დანიშნულების ადგილს. მამაკაცი აქ პირველად არ მოსულა, არც მეორედ, და მითუმეტეს არც მესამედ, ის ყოველ დღე ორი კვირის მანძილზე სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგა და აკვირდებოდა როგორ სუნთქავდა სახლი, როგორ ჩქეფდა სიცოცხლე ამ ოთხ აგურებით აგებულ კედლებში. მაგრამ, ეს ის სიცოცხლე არ იყო რომელიც მამაკაცს ბედნიერების ღიმილს ჰფენდა სახეზე, ეს ის ოთხი კედელი არ იყო რომელიც ნახშირორჟანგით უნდა გაჟღენთილიყო და დროთა განმავლობაში, წლებთან ერთად უნდა დაბერებულიყო. რამდენიმე კიბის გავლა და ის უკვე სახლის კარებთან იდგებოდა, მაგრამ ჩვეულებისამებრ მამაკაცმა ხელახლა გადახარშა დაკვირვების შედეგები და გონებაში ნელა და გააზრებულად რამდენჯერმე გაიმეორა. „ცოლი შინ არ არის, ისევ იმ კაცთან წავიდა. ვაჟი ცოლთან ერთად დასასვენებლად წავიდა ორი დღის წინ. დღეს არც მისი საყვარელი არ მოვა.“ შემდეგ საათს დახედა, თითქმის ათი საათი იყო. „ ჩვეულებისამებრ ის ოთახში შედის , კომპიუტერს რთავს და ფოტოებს ათვალიერებს, შარვალს იხსნის და ანძრევს“ მამაკაცი მეორე სართულის ფანჯარას დააკვირდა სადაც შუქი აინთო მერე კომპიუტერის მკრთალი ნათებაც შენიშნა, და რამდენიმე წუთში შუქი ისევ ჩაქვრა. „ყველაფერი რიგზეა“ გაიფიქრა, გაიღიმა და კარზე დააზარუნა. რამდენიმე წამში ოთახში კომპიუტერის ეკრანნი ჩაქვრა, კიბეებზე ჩამოსვლის ხმა და აი კარიც გაიღო. -უკაცრავად სერ მეგონა რომ სახლში სწორი გზით მივდიოდი, თუმცა შემდეგ დავიკარგე.- ეს არც ისე კარგი მიზეზი იყო იმ მიზეზებს შორის რომელი მამაკაცმა მოიფიქრა, და ახლა ის საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ უამრავი იმ მიზეზიდან თუ რაოტომ მიადგა ის უცნობის სახლს, მაინცდა მაინც ეს მიზეზი ამოირჩია. -რაგნებავთ ბატონო- უხეშად იკითხა კაცმა რომელიც საქმეს მოსწყვიტეს და რომელსაც შარვლის ელვა ჯერ კიდევ გახსნილი ჰქონდა. -მაპატიეთ რომ შეგაწუხეთ , ასეთი რამ ხშირად მემართება, მავიწყდება რომელ მხარეს უნდა წავიდე, სერ შეიძლება რომ თქვენი ტელეფონით ვისარგებლო? იქნებ ჩემს წასაყვანად მოვიდნენ. -შემოდი- კაცმა კარი უხეშად მიხურა, ფეხები ოდნავ გაშალა და ელვა შეიკრა. -ტელეფონი მანდ დევს სწრაფად მოაგვარე. -რათქმაუნდა სერ.- კმაყოფილი ღიმილით დაჯდა დივანზე და ხელი ჯიბეში ჩაიდო. არსად დარეკვას არ ცდილობდა უბრალოდ ასე სახე გაბადრული იჯდა და უყურებდა კაცს რომელიც მის წინ გაბრაზებული იდგა. -იჩქარეთ -ოუ მაპატიეთ , არ მახსოვს რა ნომერზე უნდა დავრეკო, რამდენიმე წუთი მომეცით- ღიმილით უთხრა და ახლა მეორე ხელიც ჯიბეში ჩაიდო. კაცმა გაცეცხლებული მზერა ესროლა უცნობ მამაკაცს რომელიც მის სავარძელში მოკალათებულიყო და სამზარეულოსკენ შებრუნდა. მამაკაცმა კი რომელიც ღიმილით აკვირდებოდა უკვე შუახნის კაცს ხელი უკან წაიღო შარვლის სათავიდან იარაღი ამოიღო, სანამ შუახნის მამაკაცი ზურგით იდგა, სწრაფად თუმცა აუღელვებლად მოარგო იარაღს მაყუჩი. -მისტერ გიიონ- თქვა მამაკაცმა,გიიონი მისი სახელის გაგონებაზე წამიერად შემობრუნდა, როდესაც მამაკაცის ხელში იარაღი დაინახა მაშინვე ტელეფონისკენ გაიწია მაგრამ მამაკაცმა იარაღი დაუმიზნა ცალი თვალი დახუჭა და ღიმილით გააგრძელა საუბარი. -მოდი არ ვიყოთ ბანალურები, თქვენ ვერ მოახერხებთ დახმარების გამოძახებას, მეკი სულაც არ მჭირდება ზედმეტი მსხვერპლი, ახლა უბრალოდ დივანზე დაბრძანდით. -ჩემგან რაგინდათ?-აკანკალებული ხმით იკითხა მისტერ გიიონმა. - მე უბრალოდ საუბარი მსურს.-გიიონი დაემორჩილა, მუხლების კანკალით მიუახლოვდა დივანს და მამაკაცის წინ დაჯდა. - მისტერ გიიონ, რამდენი წლის ბრძანდებით?-მიუხედავად იმისა რომ მამაკაცმა უკვე იცოდა გიიონის ასაკი მაინც სურდა გაეგონა კაცის კანკალებული ხმა. -ორმოცდათერთმეტი -მე ოცდათთორმეეტი წლის ვარ.- ხელშ იარაღი აათამაშა და შემდეგ მუხლებზე დაიდო. -მაპატიეთ ალბათ ძალიან უტაქტო ვარ, ჩემი სახელიც კი არ გითხარით. მე ანტუანი მქვია. და ეს ბოლო სახელია რაც თქვენს გონებაში დაილექება. -რას ითხოვთ ჩემგან?- იკითხა ტირილის პირას მისულმა გიიომნა და მისი თვალებიც ცრემლებით აივსო. - ო არა. კარგით რა მისტერ გიიონ, განა ტირილი მამაკაცური საქცილია? -გთხოვთ... -ნუმთხოვთ- ტონი გაუმკაცრდა ანტუანს. -გენუდარებით... -ნუ მემუდარებით- ამჯერად ღიმილით უპასუხა რადგან მიხვდა რომ გიიონი ყველაფრისთვის მზად იყო, მზადიყო თავისი ფეხით მისულიყო პოლიციაში და მზად იყო სასამართლოზე ყველაფერი ეღიარებინა, მაგრამ გვიანი იყო. -იცით რა მაინტერესებს მისტერ გიიონ? ყოველ საღამოს როგორ შეგიძლიათ ერთი და იგივეს კეთება? უბრალოდ ფოტოების გახსნა და ? -ვერვხვდები რაზე საუბრობთ. -ძალიან კარგადაც ხვდებით მისტერ გიიონ- იყვირა ანტუანმა და იგრძნო როგორ დაეჭიმა ყველა ნერვი. -თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებით რომლებიც ყოველ საღამოს საყვარელ ცოლ შვილთან ერთად , ბუხრის წინ ჩაის მიირთმევენ და დღის ამბებს ყვებიან, არ იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებით რომლებიც ხმაამოუღებლად სხედან მაგიდის ირგვლივ და საჭმელს შეექცევიან, არც მათ ვინც ცოლებს ღალატობს მთელს ღამეს ბორდელში ატარებს მაგრამ მეორე დილით მოსიყვარულე ქმარები ხდებიან. თქვენ არც ერთ კატეორიას არ ეკუთვნით, თქვენ არაფერი ხართ. -ძალიან გთხოვთ არაფერი დამიშავოთ- აკანკალებული ხელებ აწეული თხოვნით მიმართავდა ანტუანს რომელიც იარაღით თავზე დადგომოდა და სახეზე მთლიანად წამოწითლებულიყო. -არაფერი დაგიშავოთ?-ანტუანს ამ სიტყვების გაგონებაზე ისტერიუული სიცილი აუტყდა. -გსურთ რომ არაფერი დაგიშავოთ? ეს ახლა გსურთ ასე, მაგრამ მაშინ რაას ფიქრობდით როცა ჩიხებში აჩრდილივით დაძრწოდით, მსხვერპლს ეძებდით თვალებს აცეცებდით იმის მოლოდინში რომ რომელიმე ახალგაზრდა კარგი სხეულის მქონე ქალბატონი სახლისკენ მიმავალი ჩიხში შემოუხვევდა, თქვენკი მას იქვე ელოდებოდით,საათობით ელოდებოდით და, შემდეგ მათ ისე გათიშავდით წარბსაც კი არ აწევდით, თქვენს სახეზე არცერთი ნერვი არ ტოკდებდოა, მხოლოდ ღიმილი, ღიმილი და მეტი არაფერი. მერე მათ უბრალოდ ტანსაცმელს ხდიდით, არა უბრალოდ კი არ ხდიდით ამას ნელა და დაკვირვებით აკეთებდით ისე რომ არც ერთ შეცდომას არ უშვებდით, ნელა ხსნიდით მათი პალტოს ღილებს, ჯერ მათ სხეულს ტანსაცმლიდან ეფერებოდით, როცა აგიდგებოდათ ტანსაცმელსაც ხდიდით, ნელა და აუჩქარებლად მათში ისე შეხვიდოდით გეგონებოდათ რომ მათი სურვილით მოქმედებდით და ეს იმ ქალბატონსაც და თქვენც სიამვნებას განიჭებდათ. როცა მორჩებოდით, როცა სურვილს დაიკმაყოფილებდით, როცა აქოშინებული , მთლიანად ოფლში გაწუწული მათ სხეულს გადააწვებოდით ბედნიერებისგან ხმამაღლა იცინოდით. მერე უბრალოდ მათ შიშველ სხეულს ფოტოებს უღებდთ და ასე გაშიშვლებულებს ჩიხში ტოვებდით და მიდიოდით, ისე რომ უკან არც იხედებოდით. უკან მხოლოდ მაშინ დაბრუნდით როცა თქვენი შარფი გოგონას კისერზე შემოხვეული დაგრჩათ. იცოდით რომ ის გოგონა მოკვდა? ის თუ იცოდით რომ მას შვილი ყავდა? -მეც მყავს შვილი, ძალიან გთოხვთ მე შვილიშვილიც მყავს.-ისე დაიწყო გიიონმა საუბარი რომ აშკარა იყო ანტუანის მონოლოგიდან მხოლოდ ის გაიგო რომ გოგონას შვილი ყავდა. - იცით რაა? სულაც არ მაინტერესებს გყავთ თუ არა შვილი, ეს არც მიკითხავს.- აუღელვებლად გადაგდა რამდენიმე ნაბიჯი უკან, დივანზე გიიონის წინ დაჯდა და საუბარი გააგრძელა. - თქვენი მსხვერპლების ნახევარი მკვდარი იპოვეს, გახსოვთ გოგონა რომელზეც ორჯერ გაათავეთ? გახსოვთ შუახნის ქალბატონი რომელიც წინააღმდეგობას გიწევდათ და დანით მარჯვენა ხელზე ჭრილობა მოგაყენათ? მეპატიეთ ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა, ეს მაშინ უნდა დამესრულებინა როცა პირველად დაგინახეთ თუ როგორ ათამაშებდით თქვენს ბინძურ ხელებს ქალბატონის მკერდზე. მაგრამ ახლა ამ წუთებში თავს ბედნიერად ვგრძნობ, იცით რატომ? იმიტომ რომ გუშინდელი მსხვერპლი რომელის ცხოვრებაც სამუდამოდ დაანგრიეთ გადარჩა , და თქვენი წყალობით არაფერი არ ახსოვს, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგხადოთ. თქვენკი ჩემი პირველი მსხვერპლი იქნებით, როცა სახლისკენ მოვდიოდი, ოდნავ ვნერვიულობდი რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდოდა როგორც დავგეგმე. ათასჯერ გავიფიქრე თუ რა მოხდებოდა პოლიციაში რომ დაგერეკათ, მაგრამ მერე იცით რას მივხვდი? იმას რომ თქვენ ამას იმსახურებთ, თქვენ ბატონო გიიონ იმსახურებთ რომ შუბლში ტყვია დგახალოთ, თქვენ იმ ადამიანების სიიას ეკუთვნით რომელთა გარეშეც სამყარო უკეტესი გახდება.- დაასრულა თუარა ანტუანმა საუბარი, სასხლეტს ხელი გამოკრა დაა ტყვიამ ბატონი გიიონის მუხლში გაიარა, მამაკაცმა დაიღრიალა მუხლზე ხელები იტაცა და ქალივით აქვითინდა. -რა სასიამოვნო მომენტია- ანტუანი გააზრებლად ბედნიერი იყო, ის ნერვიულობა გაქრა, მასში ადამიანურობა გამოირთო, მან დაივიწყა გრძნობები, ახლა მხოლოდ მსხვერპლს ხედავდა, რომელიც მის წინ ქალივით ქვითინებდა. -მისტერ გიიონ ძალიან გთხოვთ მითხარით როგორი გრძნობაა, მინდა ვიცოდე რას გრძნობთ როცა იცით რომ ეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი წუთებია, რას გრზნობთ როცა თქვენს სხეულში ტყვია შემოიჭრა ისევე როგორც თქვენ შეიჭერით უნებართვოთ ქალბატონების სხეულში. -წადი შენი დედაც მოვტყან- უხეშად წარმოთქვა გიიონმა , მუხლიდან ხელი აიღო და ტელეფონს წამებსი გადაწვდა. -არასწორი პასუხია- ანტუანის გონება წამებში ამოქმედდაა სასხლეტს ხელი მეორედ გამოკრა და ამჯერად ტყვიამ მისტერ გიიონის მკლავსი გაირა. გიიონმა რამდენჯერმე ამოიგმინა, ტელეფონი ხელიდან გააგდო და წამოდგომა სცადა. -არასწორი მოძრაობა- კიდევ ერთხელ გამოკრა ანტუანმა სასხლეტს ხელი, ერთ გასროლას მეორე მოჰყვა მეორეს მესამე და მისტერ გიიონი იატაკზე დაეცა. ანტუანი წამოდგა გიიონის გვერდით იატაკზე დაწვა და თვალებში შეხედა. -მისტერ გიიონ, რამის თქმა ხომ არ გინდათ? - გიიონი ხმას არ იღებდა, პირიდან სისხლდენა დაეწყო, ანტუანს შეხედა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. -მისტერ გიიონ იჩქარეთ არ მინდა სისხლით ახალი შარვალი დავსვარო.- მისტერ გიიონს სახეზე ირონიული რიმილი გადაეფინა, პირი გააღო რომ რარაც ეტქვა მაგრამ სიტყვების ნაცვლად მისი პირიდან სისხლის შადრევანმა ამოასხა. -ჯანდაბა მისტერ გიიონ სახეზე თქვენს სისხლს ვგრძნობ- ანტუანი სისხლის თითოეულ წვეთს გრძნობდა მის სახეზე, გრძნობდა რომ გიიონის სიცოცხლე მას ეკუთვნოდა, გრძნობდა რომ სისხლის წვეთები სახეზე ბედნიერებას ანიჭებდა, -მათი..... სხეულები... შესანიშნავი.. იყოო....- ნაწილ ნაწილ წარმოთქვა მისტერ გიიონმა, რამდენჯერმე დაახველა, სისხლის რამდენიმე წვეთი ისევ მიესხა ანტუანს სახეზე, რაც კმაყოფილების შეგრძნეებას უღვივებდა, გიიონმა ზუსტად ის მიიღო რასაც იმსახურებდა, ის არ მიეკუთვნებოდა არცერთ ზემოთ ხსენებულ კატეგორიას, ის არაფერს წარმოადგენდა. ანტუანი ცოტახანს ასე იწვა, გიიონის მკვდარი უსიცოცხლო სხეულის გვერდით, ისევ თბილი თუმცა მაინც ცივი სხეულის გვერდით. იმ სიამოვნებას გრძნობდა რასაც გიიონის სისხლი ანიჭებდა, მის სისხლს ტუჩებზე გრძნობდა, ენით შეეხო, გიიონის სისხლი ნერწყვს შეერია და შემდეგ ანტუანის მთელს სხეულს მოედო. ეს დაუვიწყარი სიამოვნება იყო, ის დაუვიწყარი შეგრძნება რამაც მის სხეულს სრულყოფილების შეგრძნება მოჰგვარა. ნელა წამოდგა, გიიონის სხეულს დახედა, და იმ შეგრძნებამ რომ მან გიიონის სიცოცხლე მიისაკუთრა ღიმილი მოჰგვარა. ირგვლივ მიმოიხედა, დარწმუნდა რომ არანაირი კვალი არ დარჩებოდა, არც თითის ანაბეჭდები რადგან ხელთათმანები წამითაც არ მოუხსნია, შემდეგ გიიონის საძინებელში ავიდა, კომპიუტერი ჩართო, მსხვერპლთა ფოტოები გახსნა, არცერთი მათგანისთვის არ უნდოდა რომ შეეხედა, კომპიუტერი ასე უბრალოდ ჩართული დატოვა, სააბაზანოს სარკესი ჩაიხედა, ხელთათმანით შუბლიდან სისხლის რამდენიმე წვეთი მოიწმინდა, შემდეგ ისევ ქვედა სართულზე დაბრუნდა და სამზარეულოს ფანჯრიდან გადაძვრა. ქუჩაში არაფერი შეცვლილიყო ისევ ციოდა, ისევ ზამთარი იდგა, ახლა შედარებით უფრო ცოტა ხალხი მოძრაობდა, მაგრამ მაინც არაფერი შეცვლილიყო, თოვლი ისევ იყო სადარბაზოებთან, ისევ იდგა მათ ირგვლივ წყლის გუბეები. არაფერი შეცვლილიყო გარდა ანტუანისა, რომლის ცხოვრება სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყო, სისხლიანი ფურცლიდან. ეს ის ცხოვრება იყო რომელიც ანუანს სწორი მიაჩნდა, ის ფურცლები რომლებიც ანტუანს ღიმილს გვრიდა, და ეს ის სისხლი იყო რომელიც ანტუანის სხეულში ადგილს იმკვიდრებდნენ. გამარჯობა, ეს ცემი პირველი ისტორიაა, არვიცი რამდენად მოგეწონებათ ამიტომ ველი კომენტარებს. თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ. რათქმაუნდა ველი შენიშვნებსაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.