შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბრალია!(11)


26-08-2016, 18:07
ავტორი Behandice
ნანახია 2 292

კომპიუტერთან ვიყავით ყველა შეკრებილი,ყველა რა ვინც ამ საქმეზე ვმუშაობდით,ნიკაც შემოგვიერთდა..კამერების ჩანაწერს უყურებდით..რადამთხვევაა კამერები გამორთული იყო საღმოსკენ დაახლოებით 1საათით,შესაბამისად ვერაფერი გავიგეთ,სამაგიეროთ ჩემმა მახვილმა თვალებმა დღის ჩანაწერებში დაინახა კერძო სახლი,კამერა აუცილებლად ექნებოდათ..ეს ჩემი ვარაუდი იყო რაღაც დავინახე მაგრამ ვერ გავარჩიე კამერა იყო თუ რა..ბევრი არ გვიწვალია მარა მოვიპოვეთ კამერის ჩანაწერები,ისეთ ადგილას იყო მარტო უკანა მხარე ჩანდა მანქანის მაგრამ ამოსაცნობას საკმარისი იყო,შავი ბეემვე იყო,ნომერის ამოცნობა ვერ შევძელით მხოლოდ სახეობა ვიცოდით,ძებნა გამოვაცხადეთ მანქანაზე მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს მანქანა ახლა არავის საკუთრებაში არ იყო,გაქირავებული მანქანების ადგილას წავედით.
-მანქანის ქირაობა გნებავთ ახალგაზდებო?
-გამომძიებელი ანა ავალიანი.
-გამომძიებელი ნიკა ამაშუკელი.
სანიშნეები ვაჩვენეთ და თითქოს შეცბა,მანქანის სურათი ვაჩვენეთ.
-ეს მანქანა თქვენგან იქირავეს მართალი ვარ?
-არა პირველად ვხედავ.
-ბატონო თქვენი სახელი?ნიკა ჩაერია ლაპარაკში.
-მირზა.
-ბატონო მირზა,ეს მანქანა ვინც იქირავა თვითმკვლელობა არის მის კისერზე და თუ არ გნებავთ თქვენც მონაწილე გახდეთ ამ ყველაფრის სიმართლე მითხარით.
-კარგით კარგით..რამოდენიმე დღის წინ იქირავა ერთმა ბიჭმა და ეს მანქანა იქირავა მაგრამ საღამოს უკან დააბრუნეს,მე არაფერი ვიცოდი დამიჯერეთ.
-განყოფილებაში უნდა წამოგვყვეთ!
-რატომ მე ხომ არაფერი დამიშავებია?
-ფოტო რობოტი უნდა შეადგინოთ.
განყოფილებაში წავიყვანეთ მირზა და პროფესიონალ მხატვარს შევატყობინეთ დაგვხვედროდა,ფოტორობოტი გააკეთეს,ამოვისუნთქე ნაცნობს რომ არ გავდა,არც არსად მყავდა ნანახი,მასზე ძებნის დაწყება და მთელ ქალაქში სურათების გამოკვრა დიდი სისულელე იქნებოდა ალბატ,გაიქცეოდა და ქალაქს დატოვებდა,ამიტომ ჯობდა ჩვენ გვეპოვნა და დაგვესწრო..კომპიუტერებში ვაპირებდი ჩასვლას ქვედა სართულზე განყოფლებაში ბიჭი რომ შემოიყვანეს,უცებ მივვარდი.
-ბაჩო..ბაჩო კარგად ხარ??
-კი.
-სად წახვედი?
-მე..არსად!
-რამოხდა ბაჩო ყველაფერი უნდა გვითხრა.
ასეთი გინახიათ?არაფერს არ ამბობდა,ისიც კი თქვა რომ მას ჩემთვის არაფერი უთქვამს,მხოლოდ მნახა და მერე გაიქცა იარარით რომ დამინახა..ეს რომ თქვა დიმიტრის სახე რომ დავინახე ვიცოდი კარგი არაფერი მომელოდა.აბრიალებული თვალებით მანიშნა კაბინეტში წავყოლოდი.
-ანა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?უნებართვოთ აიღე იარაღი?ის ხომ ჩავყლაპე რომ დაუკითხავად წადი იმ ადგილას,მკვლელი იქ რომ ყოფილიყო?
-იქ იყო კიდეც!კარგით რა ბატონო დიმიტრი.ბიჭს ველაპარაკე და მითხრა ყველაფერი,შენობიდან გამოვდივარ და ბიჭი ჰოპ ჰაერში ორთქლდება,ახოს ვერსად იპოვეს,მანქანა ეყოლებოდა?თუ ფეხებში იმხელა სიჩქარე აქვს ბათუმის შუა გზამდე ირბინა ფეხით(მანდ იპოვეს)..
-ანა..დაღლილი ხარ,იმოქმედა ვაჟას ამბავმა შენზე,შეიძლება ის შექმენი ილუზიაში რაც გაწყობდა.
-რას ამბობთ ბატონო?ნუ გამაგიჟებთ!ყველაფერი რაც გითხარით სიმართლეა!და ამას დაგიმტკიცებთ,უფლება მომეცით რამოდენიმე წუთი ვნახო ბაჩო.
-ანა..
-მხოლოდ ერთი შანსი და დაგიმტკიცებთ რომ იტყუება,დააშინეს.
-კარგი მასე იყო.
დაკითხვის ოთახში შევვარდი სადაც ბაჩო იყო და ყველა გარეთ გავისტუმრე,ამიტომ ეგონა არავის ესმოდა ჩვენი საუბარი,ვერც ვერავის უყურებდა თუმცა გარეთ ყველა მომლოდინედ გვიცდიდა.
-ბაჩო ბაჩო..დანანებით ვთქვი მისი სახელი.
-არ გამიშვებთ?
-მას შემდეგ რაც ყველაფერს იტყვის.
-მე ვთქვი უკვე ყველაფერი.
-რა ?ის რომ ჩემი შეგეშინდა და გაიქეცი?მერე მანქანით წაყვანა სთხოვე ვიღაცას?
-დიახ მასე იყო.
-გახსოვს იმ დღეს რა გითხარი?
-რა?
-მატყუარებს თვალებზე ვცნობ.
-არ შემიძლია მომკლავენ,ჩუმად დაიჩურჩულა,მე კიდე ყვირილი დავიწყე.
-რას გქვია მოგკლავენ მე რისთვის ვარ აქ?ბაჩო მომისმინე,ამ ადამიანების გამო ჩემი და არამარტო საყვარელი ადამიანი დაიღუპა,ხომ იცი არა ეს,კიდევ გინდა განმეორდეს?
-არა.ჩაილაპარაკა და თავი ჩაღუნა.
-მაშინ მითხარი რამოხდა?
-თქვენ რომ გადით გარეთ ვიღაცამ პირზე ამაფარა ხელი და წამიყვანა,მანქანაში ჩამსვა და სიკვდილით დამემუქრა,რამეს თუ ვიტყოდი მომკლავდა,მერე იქ დამტოვეს და წავიდნენ.
-წავიდნენ?რამდენი იყვნენ?
-2 როგორც მაშინ,მე ის ბიჭი მელაპარაკებოდა ვინც ვაჟას ესროლა,მეორე წინ იჯდა და გვისმენდა,სახეებს ვერ შევხედე ღამე იყო მარა პატარამონაკვეთებს შევხედე.
-ფოტორობოტი მოიტანეთ.გავყვირე და უცებ მოიტანეს.
-ესა???მომლოდინედ უყურებდი.
-არვიცი,მართლა არვიცი,შეიძლება ეს იყო გავს.
-შესანიშნავია.ოთახიდან გავედი,დიმიტრი მიყურებდა გაბრწყინებული თვალებით.
-ცუდი შენში ეჭვი რომ შევიტანე ანა!
-ხომ გითხარით!ჯობია გავაფართოვოთ ძიება.
ჩემს კაბინეტსი შევვარდი.
-ნიკუშ წამოხტი მირზასთან მივდივართ.
-რახდება?ახალი რამეა?
-არა მე რაღაც მაინტერესებს.
მირზასთან მივედით,გაფითრებული გვიყურებდა ეგონა დამნაშავე გვეგონა.
-დამშვიდდით ბატონო მირზა,უბრალოდ მანქანის დათვარიელება გვინდა,აქა ხომ?ხომ არ გაგიქირავებიათ?ნერვიულად ვატრიალებდი ხელში ტელეფონს.
-არა აქა..
-გაასუფთავეთ?ან გააღეთ საერთოდ?
-არა შვილო,ასე მითხრა სუფთა სამრეცხაოში მყავდაო ეტყობა კვალს ფარავდა.თან გასაღებებს ეძებდა,ბოლოს იპოვა და მოგვცა.
-ანა რატომ ვართ აქ?
-მოიცადე ნიკუშ.სადღაც ხომ მაინც დაუშვებდა შეცდომას სატანა მკვლელი.
-და მანქანაში რას ვიპოვით?
-ტელეფონს,დიდი იმედი მაქვს..გახსოვს არსად ყოფილა ტელეფონი,მახსოვს რომ წავიდა ჰქონდა ვაჟას,ასე ვერ გაქრებოდა.
-ასე რატომ ღელავ ვაჟაზე?ქმარი არ გაკმაყოფილებს და საყვარელი იყო?
ეს რომ გავიგონე გაავაბული შემოვტრიალდი.
-ბატონო?თუ არ გინდა ენა ამოგაცალო უკან მომყევი თავხედო რამდენს ბედავ?
ხმა აღარ ამოუღია მანქანა გავაღეთ,უნიკალური სისუფთავე იყო მაგრამ მაინც ჯობდა კარგად გვენახა,სიგარეტის პატარა ფერფლი იყო პედლების ქვემოთ,ანუ საჭესთან ვინც იჯდა ეწეოდა..სადღაც უნდა იყოს ტელეფონი,წინა სიდენიაზე ვაჟას არ დააჯენდნენ,უკან იქნებოდა..გვერდებზე დავიწყე ხელების სრიალე და რაღაც რომ მომყვა წამოვიკივლეე..
-ვიპოვეეეეე..გათიშული იყო,მიხვდა ვაჟა ალბათ კარგი დღე რომ არ ელოდა და ტელეფონი მიტო დატოვა ეგონა ვიპოვნიდით ჯიპიესით მარა დავაგვიანეთ,მაინც კაია ახლა დიდი ხელმოსაჭიდი გვაქვს,როგორც მახსოვს მკვლელმა დაურეკა და მიტო წავიდა,ნომერი დაფიქსირებული იქნება ტელეფონში,იმდენი ვეღარ გათვალა ალბათ რომ ტელეფონი წაერთმიათ,ან ვაჟამ მოასწრო ტელეფონის მოშორება და იფიქრეს არ აქვსო.
-წავედით ნიკა რას დამდგარხარ ხესავით?!
უკან წამომყვა ისიც და მანქანაში ჩავჯექით.ხელებს საჭეზე ნერვიულად უხათქუნებდა.
-ანა ბოდიში,არმინდოდა ცუდად გამომსვლოდა.
-არაუშავს.
-მაპატიე?
-კი რა იყო აქ უპატიებელი?გაუღიმე..რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ კი დავამატე.
-მიშო ჩემი ქმარი აღარ არის დავშორდით,უბრალოდ ოფიციალურად ვითვლებით ცოლ-ქმრად,ვაჟას რაც შეეხება ჩემითვის ძმასავით იყო და ვერ მოვისვენებ მის მკვლელს სანამ არ დავაკავებ.
მიშოს ხსენებაზე ტანში სასიამოვნოს გამცრა,ნეტა ახლა რას შვებოდა?ოჰ რაში მაინტერესებს..მარა მაინც უნდა დაველაპარაკო,მეშინია საფრთხეში არ იყოს.
განყოფილებაში როგორც მივედი ტელეფონი ჩავრთეთ და დანარეკები ამოვკრიბეთ,ანონიმური ნომერი იყო,ჯანდაბა.ვაჟს ტელეფონი ისმინებოდა იმედს ვებღაუჭებოდი რომ ამას მაინც გავიგებდი,აქაც არაფერი.
სკამზე დაღლილი დავეხეთქე.
-რავქნათ ნიკუშ?
-აზრზე არ ვარ ანუშ,ყველაფერი ძალიან ჩახლართულია.
-ვფიქრობ ვაჟა ჩემს გამო მოკლეს.
-ხომ თქვი..
-ვიცი რაც ვთქვი,ვიღაცა ავადმყოფმა სვანაირად იფიქრა ალბათ,არვიცი არაფერი არვიცი,თავზე ხელები მაგრად მოვიჭირე. გაიგეს იმ კაცის ვინაობა?
-კი.
-მერე რას დუმხარ ვერ მეტყვი?
-ბექა ამაღლობელი,გეცნობა?
-აზრზე არვარ ვინა..ვინმე ყავს?
-ცოლ-შვილი.
-ნიკა ვატყობ შემომაკვდები.
-რატომმმ?
-რა რატომ ამხელა ინფორმაცია თუ გქონდა ან რას დუმდი ან რას ზიხარ წავედიით.
-იყო უკვე ჯგუფი მათი სახლში დაცლილია.
-იყო?მე რატო არვიცი არაფერიი??
ოთახში გოგონა შემოვიდა.
-ქალბატონო ანა გაიგეს ახალი სახლის მისამართი.
-აიი წავედით ნიკუშ,მანქანით ხომ ხარ?
-კი.
-ხოდა შენი მანქანით წავალთ.მიხვედრილია იცნობს ჩვენს მანქანას,ჯობია ჩვეულებრივი მანქანით წავიდეთ.
სახლთან მივედით,კარებზე ზარი დავრეკე,გაღება იგვიანებდა,ბავშვის ტირილი მესმოდა,მალე ქალმა გაგვიღო კარები რომელსაც დაახლოებით 3წლის ბავშვი ეფოტიალებოდა ტანზე.
-ვინ ბრაძანდებით?
-განყოფილებიდან ვართ,შეიძლება ბექას გავესაუბროთ?სახლშია?
-კი,სააბაზანოშია მოიცა დაუძახებ.
-ბექა საყვარელოო განყოფილებ..პირზე ხელი ავაფარე და იარაღი ამოვიღეთ ორივე..
-რახდება ვინ ხართ?
-განყოფილებიდან ვართ,სააბაზანო საითა?
-პირველ სართულზე,ბოლოში.
-მანქანის სადგომი?
-ისიც უკანა..რახდება?ქალი პანიკაში ჩავარდა ბაშვი ტიროდა..ვატყობ არაფერი იციან,წინასწარ მეცოდებაა..
მე და ნიკა ორივე გავვარდით მარა ეტყობა გაიგონა ბექამ ყველაფერი და გაქცევაც მოესწრო მარა სად გაიქცეოდა.
-ჩქარა ყველა ბრიგადას შეატყობინე გზები გადაკვეთონ.ნიკას უთხარი მერე ქალბატონს მიუბრუნდი..რამანქანა ყავს?მალეეე...ყვირილზე გადავედი.
-არვიცი..მეე ვერ ვერკვევი მანქანებში...ვერცხლისფერიიაა,მემგონი მერსედესი..
-ნიკა გაიგონე?მალე უთხარი არ უნდა გაგვექცეს.
-რახდებააა?ქალი ისევ კითხულობდა და თან ბავშვს აწყნარებდა.
-თქვენი სახელი?
-ნანა.
-განყოფილებაში უნდა წამოგვყვეთ.
ნიკა გახარებული სახით შემოტრიალდა.
-დაიჭირეს.
-არის!
-სანამ არ მეტყვით რახდება ფეხს არ მოვიცვლი!
-თქვენ ქმარს ბრალად ედება ვაჟა ჯიშკარიანის მკვლელობა!
-რაა?ქალს გაოცებისაგან ყბა ჩამოუვარდა.
-დანარჩენზე განყოფილებაში,გთხოვთ წამობრძნდეთ.
გადავწყვიტე ცალ-ცალკე დამეკითხა,ცოლს შეიძლება შესცოდებოდა და ალიბი მიეცა მისი ქმრისთვის,მარა რამდენად უცნაურიც არ უნდა იყო ბექამ აღიარა რომ ვაჟა მოკლა,პირადი ინტერესები მამოძრავებდაო,რომ ვკითხეთ თანმხლებ პირზე ჩემი დაცვა ის არაფერ შუაშიაო,თანამძრახველად ითვლება და მაინც ვიპოვით აზრი არ ჰქონდა თუ არ გვეტყოდა მის შესახებ,ნანამაც გვითხრა რომ ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა მისი ქმარი და სახლში გვიან ბრუნდებოდა,იმ ღამესაც რომ დაბრუნდა მის ტანსაცმელზე სისხლი ვნახეო მარა მეგონა ისევ ვინმეს ეჩხუბა რას ვიფიქრებდი ამ ყველაფერსო..შემეცოდა ქალბატონი ნანა..
-ესეც ჩემი პირველი სერიოზული გახსნილი საქმე და ნიკასიც ასე ითვლება..
საღმოს კოლეგებმა ავღნიშნეთ ერთად,სახლში რომ დავბრუნდი ლოგინს დავებერტყე,მიხაროდა ვაჟას მკვლელი რომ დავაკავე მაგრამ გულში მაინც რაღცა მღღრნიდა.
მონატრებამ შემომიტია,მომენატრა ჩემი აბეზარი მიხეილი,დიდი სიამოვნებით ჩავეხუტებოდი ახლა..რადგანაც ყველაფერმა ჩაიარა და დამნაშავე დავიჭირეთ საშიში აღარაფერია ამიტომ აღარც მისი ნახვა საჭირო.იმ ანონიმურ პიროვნებაზე ვფიქრობდი,შუაღამით გამომეღვიძა,წყლის დასალევად ჩავედი და მოზდილი დანა ამოვიყოლე და ბალიშქვეშ დავმალე,რატომღც მეშინოდა..არვიცი რაიყო ეს..გამთენიისას შემცივდა მარა თბილი ხელები ვიგრძენი სხეულზე,ეს სურნელი...როგორ მომნატრებია.
თვალები რომ გავახილე,კარგად გავიზმორე და წამოვიწიე,წინ მჯდომი კაცი შევამჩნიე თავ ჩახრილი იჯდა,თმები ძალიან დაბალზე ჰქონდა.უცებ ბალიშქვეშ შევყავი ხელი და დანა რომ ვერ ვნახე შემეშინდა და საბანში შევიფუთე,თავი რო აწია დიდი სიამოვნებით დავახრჩობდი.
-ამას ეძებდი?
-შენ..შენნ..შენ იდიოტიიიი ხო არხარ??გული გამიხეთქე მხეცოოოო..ვყვიროდი და ხელებს ვიქნევდი.
-ეგ არ ხსნის იმას რომ ბალიშქვეშ დანა უნდა გედოს.ანა რახდება?
-არაფერი მიშო არაფერი!წამოვდექი და დანა გამოვდღლიზე.რას აკეთებ აქ ვინ შემოგიშვა?
-ლიამ და მომენატრე.
-კაი რას ამბობ.ლიას მოვკლავ.
-ანა მართლა მომენატრე.ორი თვე გავიდა.
-მერე მე რავქნა?საბუთებზე ხელის მოწერას არ აპირებ?
-გითხარი უკვე პასუხი.
-არმაინტერესებს შენი პასუხი.თვალებში უყურებდი,უკმეხად მიყურებდა.კიდე აქეთ მიყურებ ეგეთი მზერით?
-როგორით?
-აიი ისეთით თითქოს მე ვიყო დამაშავე ყველაფერში!
-არხარ?
-რა?
-რომ მიმატოვე არხარ დამნაშავე მაგაში?
-კარგი რა..
-რატომ არ დაგაინტერესა იმან რამოხდა სინამდვილეში?
-ბევრჯერ გკითხე მარა არ მიპასუხე!
-იქნებ იმიტომ რომ შენი დაკარგვის მეშინოდა?!ამაზე არ გიფიქრია?!ენა ჩამივარდა ვერაფერი უთხარი.
-არა არმიფიქრია!შეგიძლია წახვიდე,სამსახურსი მაგვიანდება.
-კვირაა დღეს!
-გახვალ თუ აგანცვა მწვადივით ამ დანაზე?
-სალაპარაკო გვაქვს,მინდა ყველაფერი გითხრა.
-აღარ მაინტერესებს ვერ ხვდები?აღარ მაინტერესებს!
-შენი თვალები სხვას ამბობენ,თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე ნაზად მომეკრო,მესიამოვნა მისი ასეთი მოპყრობა მარა უცებ მოვშორდი და დაუყვირე.
-წადი!
ისიც დინჯი ნაბიჯებით კარებისაკენ წავიდა.
-სადაც ვიქნები იცი.
-რაში მაინტერესებს იდიოტი.ჩემთვის ჩავიბურტყუნე და უკან საწოლში დავბრუნდი.

დრო მქონდა ამიტომ გოგოებს შევხვდი,მისაყვედურეს მოუცლელი ხარ სუ განყოფილებაში ხარო მარა შევიდნენ მაინც ჩემს მდგომარეობაში,წერილებზე არაფერი მითქვია არმინდოდა შემეშინებინა რომელიმე.ნეტა მართლა ვინმე გადამეკიდა?მარა მის მერე აღარ მოსულა მესიჯები და ეს კაიცა,ანუ ბექა მიგზავნიდა.
უცებ თავში რაღაცამ თითქოს დამარტყა და გოგოები დავტოვე.
-მნიშვნელოვანი საქმე მაქვს,უნდა გავიქცე.ორივე ჩავკოცნე, არა სამივე,მარიამის მუცელში მჯდომ ბაიასაც მოვესიყვარულე და წავედი..

ესეც ახალი თავი heart_eyes იმედია მოგეწონებათ,ველოდები შეფასებებს heart_eyes



№1  offline წევრი natia-natia

dzalian kargiaa

 


№2  offline მოდერი Behandice

natia-natia
dzalian kargiaa

მადლობა.

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

აუუუ მეტი დადე რა როგორ დაიძაბა ყველაფერი .

 


№4  offline მოდერი Behandice

სალომე ძალიან დიდი დიდი მადლობა სულ ღიმილით ჩავიკითხე შენი კომენტარი და გული გამიხარა,იცი არ შემიმჩნევია სულ ქერებზე თუ ვწერდი,ყავისფერთმიანზეც მიწერია მემგონი ერთი მოთხრობა და პირადად შენ გპირდები ახალ მოთხრობას რომ დავიწყებ შენ გამახსენდები და ისე დავწერ,ამას თუ მოვრჩი ამ საუკუნეში,ვეღარ მოვახერხე ეს რამოდენიმე დღეა ახალი თავის დადება,ვეცდები ხვალ აუცილებლად დავდო,ყველას ბოდიში!და შენ სალომე კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი თბილი კომენტარისათვის,მეც მიყვარხარ! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent