შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქირურგებსაც შეგვიძლია სიყვარული - თავი 2


26-08-2016, 18:15
ავტორი sophiaa
ნანახია 1 902

05:15
ღმერთო როგორ ვერ ვიტან ამ მაღვიძარას ხმას, მთელი ძალით დავარტყი ხელი და გავთიშე. აჰჰ ნატალია აეთრიე 6ზე შემოვლა გაქვს. საწოლიდან გადმოვფოფხდი, 15 წუთში სამსახურში ვიყავი, აი ასე სწრაფად შეგვიძლია ქირურგებს მომზადება. საავადმყოფოს შესასვლელში ჩემი ოთხი ბავშვი მელოდებოდა
-აბა როგორ ხართ ჩემო ინტერნებო?
-მთელი ღამე ვერ დავიძინე, ისე ცუდად ვიყავი
ანასტასია აშკარად ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე
-უი რატო ანასტასია?
-ნატალია ექიმო გუშინ 14 რექტალური შემოწმება მქონდა თქვენი აზრით კარგად დავიძინებდი?
-რატომაც არა? კარგი დროზე წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება.

„ლექსო“
-ღმერთო ჩემო ეს ქალი მგონი ნამდვილი სადისტია
როგორც ჩანს ჩვენი ანა ძალიან გაბრაზებული იყო.
-არ არის სადისტი, დიდებული ქირურგია
ჩემი აზრი ზედმეტად ხმამაღლა გამოვხატე. რა ჯანდაბა მჭირს?
-ლექსოო? მგონი ვიღაცას ჩვენი სწერვა ექიმი შეუყვარდა
-შენი საქმე არაა კოტე და ეგ გრძელი ენა რომ დაიმოკლო კარგი იქნება
-ჩემო ლექსო შენგან განსხვავებით მხოლოდ ენა არ მაქვს გრძელი
-მართლა კოტე? ნანახი გაქ თუ საიდან იცი პატარა რომ მაქვს?
დარბაზში სიცილი ატყდა. კოტემ მხარი გამკრა და ოთახიდან გავიდა. ღმერთო როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს, თავი დიდი ვინმე რომ ჰგონიათ. ცოტა ხანში შემოვლა დავამთავრეთ და ნატალია ექიმს შევხვდით მიმღებში
-აბა ყველამ მოინახულა თავისი პაციენტი?
ღმერთო რა ლამაზი ქალია. ნამდვილი ქალღმერთი. ლამაზი, ჭკვიანი, ზრდილობიანი. ლექსო რა ჯანდაბა გჭირს?
-მოკლედ ანასტასია დღეს მიმღებში იქნება და ჭრილობებს გაკერავს, კოტე დღეს რინოპლასტიკაა დანიშნული, ბატონ ლადოსთან იქნები დღეს შენ, პლასტიკური ქირურგია
-ძალიან დიდი მადლობა ნატალია ექიმო
იდიოტი, როგორ ეპირფერება. სატანა ისაა ნატალია კი არა. ერთხელაც ისე ვცემ ფეხზე ვერ ადგება და ის რინოპლასტიკა მას დასჭირდება
-ლექსო დღეს 3 გეგმიური აპენდექტომიაა, სამივეზე დაეხმარები, ლილიანა დღეს ჩემთან დარჩები. პარკინსონის დაავადებას და მალთაშორის თიაქარს უნდა მივხედოთ
რააოო? მე ნეიროქირურგობა მინდა და აპენდექტომია უნდა გავაკეთო და ამ გოგომ რომელმაც აქ ჩასარიცხად ქულები ძლივს მოაგროვა პარკინსონის დაავადებას უნდა უმკურნალოს. დაავადებას რომელზეც ოპერაცი უიშვიათესია
-ეს უსამართლობაა, ნეიროქირურგობას მე ვაპირებ ეს გოგო კი არა
-მომესმა თუ რამეს აპროტესტებ?
-დიახაც ვაპროტესტებ, უსამართლობაა მე მინდა პარკინსონი დაავდებას ვუმკურნალო
-დაიმახსოვრე ალექსანდრე რადგან გუშინ მითხარი არაჩვეულებრივი ქირურგი ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმე პრივილეგიებით სარგებლობ. იცი აქ რამდენი ინტერნი სწავლობს? იცი რამდენ უნდა ექიმობა? შენი სურვილი ყველას ფეხებზე კიდია. ახლავე მიმღებში ჩადი ანასტასიას უთხარი აპენდექტომიაზე შევიდეს შენ კი ჭრილობები გაკერე.
ამის დედა ვატირე. უსამართლობაა, მას მე დავეხმარე გუშინ ახლა კი მთელი საავადმყოფოს წინაშე დამამცირა. ჩვეულებრივი თავში ავარდნილი ნეიროქირურგი აღმოჩნდა რომელსაც ადამიანის დამცირება უყვარს.
-ეს უსამართლობაა, არასწორად იქცევით ქალბატონი ნატალია
-სასაცილოა, ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ნეიროქირურგი ვარ, შენ კი ინტერნი რომელმაც ჩემგან უნდა ისწავლოდა მეუბნები რომ არასწორად ვიქცევი. მე შემიძლია შენი კარიერა ავაყვავო ან პირიქით ისე ვქნა რომ უბრალო სანიტრად მუშაობაზეც კი იოცნებო, ქირურგობაზე რომ არაფერი ვთქვათ
მთელი დღე მიმღებში ვიჯექი და პაციენტებს უაზრო ჭრილობებს ვუკერავდი. საშინლად გაბრაზებული ვიჯექი და ერთ პაციენტს ვკერავდი რომელმაც ხელი გაურკვეველ მილს ჩამოახია
-ასეთი გაბრაზებული რატომ ხართ?
ეს გოგო უკვე ნერვებს მიშლიდა. რაში აინტერესებს რატომ ვარ გაბრაზებული? ვერ ვიტან ჭორიკანა ხალხს
-უფროსმა გამაბრაზა
-ეიი ასე ძაან ნუ უჭერ მტკივა
-არ გტკივა, გამაყუჩებელი გაგიკეთე
-ვიცი მაგრამ ფსიქოლოგიურად მტკივა
-იცი რას გეტყვი? მე გაკერვა დავასრულე, ფსიქიატრიული მეოთზე სართულზეა
ხელთათმანები მოვიხსენი და ურნაში ჩავყარე. არ აქვს უფლება ასე მომექცეს, მე ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე, უდედოდ გავიზარდე, 15 წლიდან მიმტანად ვმუშაობდი, 100 პროცენტიანი გრანტი ავიღე და უნივერსიტეტი წარმატები დავამთავრე, ახლა კი დამამცირეს და ჭრილობებს მაკერინებენ.
-ლექსოოო როგორც გავიგე სულ მალე ახალი სანიტარი გვეყოლება, ისე რომ იცოდე 23 პალატაში პაციენტს გული ერევა, შეგიძლია ახვიდე და მორეცხო
კოტე... ღმერთო ამ ბიჭს მოვკვლავ, ეს რინოპლასტიკაზე გაუშვა და მე? მე უკვე სანიტრის სახელი მაქვს. ამას არ შევარჩენ
-ოდესმე ქირურგიას თუ დაუბრუნდები ერთხელ იქნებ რინოპლასტიკაზეც მოხვდე, სასწაული ოპერაციაა.
-შენნაირად მდიდარი მამიკო არ მყავს და მამიკოს ფულებით არ დამიმთავრებია უნივერსიტეტი. ჩემი შრომით დავამთავრე, თუ გგონია რომ რამით ჩემზე მეტი ხარ ან ჩემზე მაგარი ქირურგი ხარ ძალიან ცდები
-აქ რა ჯანდაბა ხდება? თქვენ მუშაობთ თუ ჩხუბობთ? ალექსანდრე მგონი ეს სასჯელი შენთვის ძალიან ცოტაა. დღეიდან 2 კვირის მანძილზე არანაირ ოპერაციას არ დააკვირდები, არანაირ პროცედურას არ ჩაატარებ. მხოლოდ გაკერავ და თუ რომელიმე ინტერნს დახმარება დასჭირდება დაეხმარები
ნატალიას ხმამ მთელი ოთახი გაყინა, კოტე კმაყოფილი ღიმილით იყურებოდა აქეთ-იქით. ამ დამპალმა გამომიწვია ახლა კი თვითონ იცოდველი კრავის როლს თამაშობს
-ხედავ ძამო დღეიდან ოფიციალურად ექთანი ხარ, მიდი ადი 23 პალატაში
-აი იქ დევს ნაჭრები ადი და შენ მოწმინდე
-ვერ გაიგე ქალბატონმა ნატალიამ რა თქვა? თუ დახმარება დაგვჭირდება უნდა დაგვეხმარო, ახლა კი მიდი უცებ გაიქეცი

„ნატალია“
ლექსოზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი. 3 ოპერაციის დამოუკიდებლად ჩატარება ვანდე მან კი უარი განმიცხადა და პარკინსონის დაავადების ოპერაციის ყურება მოუნდა. ვერ ვიტან უმადურ ხალხს. ასე ვერაფერს მიაღწევს. რატომ ვერ ხვდება რომ ჩვენ ქირურგებს პირდაპირ საოპერაციოდან არ დაგვიწყია? ჩვენც ვკერავდით ჭრილობებს, ჩვენც უთქმელად ვასრულებდით ორდინატორის დავალებებს. მას ჰგონია თუ ზურგზე ერთხელ მომითათუნებს ხელს და ჩემს პროფესიონალიზმს აღნიშნავს უკვე ჩემი მეგობარია.
-ნატალია საერთოდ არ შეცვლილხარ
-ზურა?


ავტორი: იმედია მოგწონთ ჩემი მოთხრობა. მართალია სამედიცინოზე ვაპირებ სწავლას მაგრამ არც ისე კარგად ვიცი ოპერაციის სახელწოდებები და თვითონ აღწერა. ძალიან ვცდილობ ზუსტად გამომივიდეს დიდი მადლობა ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი Firefly

კარგიააა ოღონდ გაზარდე თავები
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent