შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (13)


26-08-2016, 22:23
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 057

საღამომდე ესე უაზროდ ვიჯექი სანდროს კაბინეტში. არც ის ამბობდა რამეს და არც მე..
თაზო შემოვიდოდა, ორ სიტყვას ეტყოდა და უკან გაბრუნდებოდა..
სანდრო კი ჯიუტად არ წევდა თავს მაღლა და მოკლე-მოკლე პასუხებუით ისტუმრებდა..
-დღეს საღამოს აკო მოვა ჩვენთან...
როგორც იქნა გულისწამღები დუმილი დავარღვიე..
-დაურეკა ნატომ?
ისე იკითხა ჩემთვის არხ შემოუხედავს...
-ნატომ არა, მე!
ფრთხილად ამოვილაპარაკე და ცალი თვალით გავხედე..
-რა?! - უცებ იყვირა - შენ რატომ დაურეკე ნატოს მაგივრად?! გაგიჟდება გია.. ეს.. ეს სიგიჟეა მია!
-დამამთავრებინე.. - მეც უცებ წამოვიყვირე და ფეხზე წამოვდექი - გზაში შემხვდა და მე დავპატიჟე... არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ნატოს და გიას საქმეში ვერევი, მაგრამ დავიღალე ამდენი დაძაბული სიტუაციით, ყოველ დღე ჩხუბი, მითუმეტეს შენც სამსახურში ხარ და დამლაპარაკებელი, რომ არავინ მყავს ყველაფერი მესმის...
-ეს მათი საქმეა მია, ჩვენ არ გვაქვს ჩარევის უფლება...
შედარებით წყნარად ამოილაპარაკა სანდრომ და წინ დამიდგა..
-ვიცი სან, მაგრამ.. არ შემიძლია.. ამდენი ჩხუბის და ყვირილის მოსმენა არ შემიძლია..
-კარგი, კარგი როგორც გინდა... - დამშვიდებულმა მითხრა და შუბლზე მაკოცა - რადგან აქ ხარ ბარემ ექიმთნ ხომ არ შევიდეთ კონსულტაციისთვის?
შეპარული ღიმილით გამომხედა და წარბები სასაცილოდ აათამაშა...
-კარგი წავიდეთ..
სიცილით დავეთნხმე და მაშინვე გამოვედით ოთახიდან...
გზაში ყველა შემხვედრი გვესალმებოდა და ისევ ისე ალმაცერად მიყურებდნენ, როგორც ორი თვის წინ... მალევე მივედით იოანეს კაბინეტთან, დაუკაკუნებლად გააღო კარები სანდრომ და გაოცებული იოანესთვის ყურადღება არ მიუქცევია..
-იქნებ დაგეკაკუნებინა სანდორო?!
მოჩვენებითი სიბრაზით კითხა იოანემ და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი ვერ დამალა...
-პირველად ხდება ესე თუ რა იყო... - სიცილით უპასუხა სანდრომ და სკამზე ჩამოჯდა - კაი მოვრჩეთ მაიმუნობას და მია გასინჯე...
თვალებით ჩემკენ ანიშნა და იოანემაც მაშინვე გამიღიმა..
-ოჰ რძალო, დაბრძანდით...
ხელით სპეციალური სკამისკენ მანიშნა და მეც უცებ მოვთავსდი, მუცელზე ისევ ცივი სითხე დამასხა და მონიტორს მიაშტერდა...
-აი ესააა.. - თითით მუქი სილუეტისკენ მანიშნა - საკმაოდ ჯანმრთელია...
პაუზებით გვეუბნებოდა თითო-თითო ფრაზას და ყურებამდე იკრიჭებოდა...
-სქესიც ხო არ ჩანს ბარემ?
გაბადრული სახით იკითხა სანდრომ და ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა...
-შენც ხომ იცი აარა, რომ ოთხ თვეზე სქესის გაგება ფაქტიურად შეუძლებელია ან ოთხმოცი პროცენტით ცდება, ამიტომ ჯობია თავი შევიკავო და მეხუთე თვის კონსულტაციაზე, რომ მოხვალთ მაშინ დადასტურებით გეტყვით, ეხლა კი ეს სურათი გამომართვით და დამანებეთ თავი პაციენტები მელოდებიან..
სიცილით და სწრაფად მოგვაყარა, პატარა ფურცელი მომაწოდა..
სიცილით გამოვართვი და ფეხზე წამოვდექი..
-ისე იო, საღამოთი ამოდით შენ და ანა ჩვენთნ...
გასვლისას მივაძახე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე გამოვიხურე კარი...
-ჩვენებიც იქნებიან ამ საღამოს?
გაოცებულმა გამომხედა და გასასვლელისკენ წავედით..
-ჰო თაზოს ვთხოვე ეთქვა სხვებისთვისაც...
-ისე შენ და თაზო, რომ მოხვედით ერთად სად შეხვდით ერთმანეთს კი მარა?
ინტერესით გამომხედა და მანქანის კარები გამიღო..
მაშინვე გამახსნედა მომხდარი და ისტერიული სიცილი ამივარდა, სანდრო კი იჯდა და უბრალოდ ჩემ სიცილს უყურებდა...
სული როგორც კი მოვითქვი მაშინვე მოვუყევი ყველაფერი და ისიც ჩემთან ერთდ იცინოდა..
-თაზო ნახე რა..
სასიამოვნოდ გაოცებულმა ამოილაპარაკა და გამომხედა.. დანარჩენი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ჩუმად ვისხედით და გზას ვუყურებდით..
სიმართლე, რომ ვთქვა მე მომავალ საღამოზე ვფიქრობდი...
მაშინებდა გიას რეაქცია, თუმცა ვიმედოვნებდი, რომ ჩემ გამო ოდნავ "შერბილებული" რეაქცია ექნებოდა...
-არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ეხლა მესმის რატომაც გააკეთე ეს და არ გამტყუვნებ...
უკვე სახლთნ მისულმა მითხრა სანდრომ და იმედიანად გამიღიმა...
-იმედია გია და ნატოც მიხვდებიან ამას...
უფრო ჩემ დასამშვიდებლად ამოვილაპარაკე და გავუღიმე....
მანქანა ეზოში გააჩერა და ჩემთნან ერთდ გადმოვიდა...
სახლის კარების გაღებისთანავე ველოდებიდი გინების და ჩხუბის ხმას, თუმცა მისაღებიდან ყვირილის ნაცვლად სიცილის ხმა ისმოდა..
გაკვირვებული სახით შევედით მისაღებში მე და სანდრო და როგორც კი მომცინარი ნატო და აკო დავინახე რაღაცნაირად მესიამოვნა...
-მოხვედი მია შვილო? - მოულოდნელად შემომეხვია ნატო და ორივე ლოყაზე მაკოცა.. - ხომ არ დაიღალკე ან ხომ არ შეგცივდა?
სხვადასხვა კითხვებს მისვამდა და თან ხან სახეზე და ხანაც მუცელზე მეფერებოდა..
-კი.. კარგად ვარ...
ოდნავ დაბნეულმა ამოვილაპარაკე და გაოცებული სახით გავხედე არანაკლებ გაკვირვებულ სანდროს....
-მოდი დაჯექი საჭმელს მოგიტან მოშიებული იქნები..
პატარა ბავშვივით გადამისვა თავზე ხელი, დივანზე ჩამომსვა და ისე უცებ გავარდა სამზარეულოში სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი...
-რა ჭირს ნატოს რამე დაალევინე?
სიცილით მომიჯდა გვერდზე სანდრო და ჩვენზე მეტად გაოცებულ აკოს გახედა...
-არაფერი, კარები რომ გამიღო მეგონა იტირებდა, მეჩხუბებოდა ან მსგავსი რამე, მაგრამ რო ჩამეხუტა ნახევარი საათი ეგრე ვყავდი გაჩერებული ღია კარებში, კინაღამ წელი გამიშეშდა... - უცებ მოგვაყარა და ცალი თვალით სამზარეულოსკენ გაიხედა, რომ გაერკვია მოდიოდა თუ არა ნატო - ეგ კი არა რომ მკითხა რამ მოგიყვანაო და რომ ვუთხარი მიამ დამპატიჟათქო. უნდა გენახა როგორ გლოცავდა..
სიცილით მითხრა და შემოსულ ნატოს გაუღიმა..
-აი ჭამე ყველაფერი ერთი ნამცეციც არ დატოვო..
როგორც პატარა ბავშვს დაარიგებენ ისე მითხრა და ღიმილით დამიჯდა გვერდზე, მიშველე სახით გავხედე სანდროს და როგორც კი მისი სიცილისგან აწითლებული სახე დავინახე მისი მოკვლა მომინდა...
ნაძლადევი ღიმილით გავხედე ნატოს და ერთი ლუკმა ძლივს ჩავიდე პირში..
მაშინვე საშინელი გულისრევის შეგრძნება დამეუფლა...
-კარგად ხარ მია?
როგორც კი ჩემ გადათეთრებულ სახეს შეხედა სანდრომ მაშინვე მკითხა და ფეხზე წამოდგა..
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და დასახმარებლად ხელი გავუწოდე, უცებ წამომაყენა ფეხზე და სააბაზანოსკენ გამაქანა...
როგორც კი ცივი ხელი ვიგრძენი სახეზე, მაშინვე მოვედი გონზე და ოდნავ შესამჩნევად წამოვიკნავლე...
-კარგად ხარ? წყალი ხომ არ გინდა?
მაშინვე მომაყარა კითჴვები სანდრომ და როგორც კი მისი შიშისგან გადათეთრებული სახე დავინახე ტანში რაღაცნაირად გამცრა..
თნხმობის ნიშნად თვი დავუქნიე და წამოდგომა ვცადე..
-სად მიდიხარ? მიდი დაწექი გადაიღალე დღეს...
მკაცრად გამაფრთხილა და ლოგინისკენ მიმანიშნა..
-კარგად ვარ, უბრალოდ საჭმლის გამო დამემართა, არაფერია..
ვეცადე დამემშვიდებინა და ოთახიდან გასვლის "ნება" მოეცა...
-არა მია! დაწექი ეხლავე როგორც კიი მოვლნ ჩვენები ყველანი აქ ამოვალთ... - მაინც არ იშლიდა თავისას სანდრო.. - და შენ ამ მდგომარეობაში სამსახურში დაბრუნება გინდა?
უცებ მიუბრუნდა დილანდელ თემას..
-კარგი არ ვიმუშავებ..
გაბრაზებულმა უცებ მივაყარე და ლოგინში ზურგშექცევით დავწექი...
-კარგი რა მია, ხომ იცი რომ შენთვის ვამბობ...
-არაუშავს ჩადი ქვემოთ...
ბოლომდე თქმა არ დავამთვრბინე ისე ვუპასუხე, მალევე გავიგე კარების მიჯახუნების ხმა და ცრემლები თავისით გადმომცვივდა, როგორ არ მინდოდა მეტირა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი..
ვიცოდი, რომ სანდრო ამას ჩემთჳის ამბობდა, მაგრამ იმდენად ეგოისტი ვიყავი, რომ ესეც კი ვერ გავიაზრე....
რეალობაში ისევ ოდნავ ხმამაღლმა ტონა დამაბრუნა, უცებ ჩავიცვი ფეხსაცმელები და ქვემოთ ჩავედი..
მესმოდა გიას ხმა და სწორედ ამის მეშინოდა მთელი დღის განმავლობაში...
-რატომ ადექი მია?
როგორც კი კარებში მდგომი დამინახა სანდრომ მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ყველას ყურადღებაც მივიქციეთ...
-მე დავპატიჟე..
ისე ვთქვი, თითქოს სანდროს ნათქვამი არ გამიგია..
-რა ქენი?
ამჯერად ჩემკენ გადმოინაცვლა კითხვით გიამ და წინ გაბრაზებული სახით დამიდგა...
-მე დავპატიჟე... - ისევ ისე მშვიდი ხმით ამოვილაპარაკე და სანდროს მოჭერილი ხელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია - აკოს მე ვუთხარი, რომ აქ მოსულიყო რადგან ჩემი მაზლია, რადგან აქვს უფლება მისი ძმის და დედის სახლში მივიდეს...
-არ გაქვს ამის უფლება ჩემ სახლში ის დაპატიჟო ვინც მოგესურვება..
ხმის ტონს არ ცვლლიდა გია...
-ჩემი ქმრის სახლია, შესაბამისად ჩემიც ამიტომ მე ვთვლი, რომ მაქვს უფლება დავპატიჟო ის ვინც მე მსურს..
-მია საკმარისია...
ყურში მიჩურჩულა სანდრომ და ხელი ხელზე მომიჭირა ისევ...
-კარგი, როგორც გინდათ ისე მოიქეცით, მაგრამ მე რაც გითხარით გახსოვდეთ,...
ოთახში შესვლამდე მკაცრი სახით გამომხედა და კარები გაიჯახუნა...
ამ ამბის მერე მალევე წავიდა აკო, ნატოს კი შეპირდა რომ აუცილებლად ნახავდა კიდე..
კარების მიხურვა და ნატოს ატირება ერთი იყო..
-მადლობა მია, მადლობა შვილო... მხოლოდ შენ გესმის ჩემი... მხოლოდ შენ..
ჩემზე ჩახუტებული ტიროდა და შიგადაშიგ თუ გახედავდა მომღიმარ სანდროს..
-კაი დედა, დაღლილია მია ჯობია დაისვენოს...
რასაც ქვია ძლივს "ამაწიწკნა" ნატო და ოთახში შეიყვანა..
მეც გაღიმებული სახით ავედი ჩემ საძინებელში და ლოგინში ჩავწექი.....
-ცოტა ზედმეტი მოგივიდა, მაგრამ ყველაფერი სწორი იყო..
როგორც კი ოთახში შემოვიდა სანდრო მაშინვემითხა და ჩემ გვერდზე მოთვსდა...
საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და გვერდი ვიცვალე...
-გაბრაზებული ხარ?
-არა...
უცებ ვუპასუხე ..
-კარგი რა მია, ხომ იცი, შენთვის..
-ვიცი სანდრო, ვიცი - უცებ შევაწყვეტინე ლაპარაკი - ვიცი, რომ ჩემთვის ამბობ და პრეტენზიაც არ მაქვს, უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს.. არ მინოდა გიასთან ესე გამომსვლოდა...
-ამიტომ ხარ ეგრე?
შეპარული ღიმილით მკითხა და ლოყაზე ფრთხილად მაკოცა...
-მაგის გამოც..
შეპარული ღიმილით ამოვილაპარაკე და უცებ გადავტრიალდი სანდროსკენ...
-როგორც ჩანს ჩვენები აღრ მოვლენ...
საათს დახედა სანდრომ და უკმაყოფილოდ გამომხედა...
-არადა დამპირდნენ მოვალთო..... არაუშავს სხვა..
სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა..
-ნატალიაა.
უცებ გავეცი სანდროს მზერას პასუხი და ღიმილით ვუპასუხე...
-ხო ნატალია
-მია, სანდრო შენთნაა?
ანერვიულებული ხმით მკითხა და მეც ოდნავ დავიძაბე...
-ხო რა ხდება?
შეშინებულმა ამოვილაპარაკე და სანდროს გავხედე..
-მია, არ ინერვიულო ოღონდ ქეთო და თაზო ავარიაში მოყვნენ და ძალიან მძიმედ არიან სავადმყოფოში მივდივართ და თქვენ მოდით რაც შეიძლება მალე.....



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე კარგი რა ცოდოები არიან.

 


№2  offline წევრი nini :)

kargi iyoooo yvelaferi nshcidobit chaamtavreeee dzalian gtxov an moatyuos nataliam an rame ogond rame sashineleba ar gaaketebinoo, ise kargi tavi iyooo, imedia nato amis ahemdeg sheicvlis azrs miazeeee, momewona velodebi shrmdegs male dade raaa

 


№3  offline წევრი lamazmani

ar mokvdnen ra male dade

 


№4  offline წევრი gvancacuna

როდის დადებ?

 


№5  offline წევრი mariam-mariam

gvancacuna
როდის დადებ?

რედაქტირება ჭირდება მხოლოდ.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო მომეწონა კიდევ კარგი ეს ქალი მოაბრუნეს დატკბეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent