შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლეს დაბრუნებული [ დასასრული ]


27-08-2016, 19:08
ნანახია 3 217

*** 1 კვირის შემდეგ ***
2 დღეა თბილიში ჩამოვედით, სოფელში დანარჩენმა დღეებმა ჩვეულებრივად ჩაიარა... დღეს კომპანიის კორპორაციული საღამოა, შავი მუხლს ქვემოთ კაბა ჩავიცვი, ტუჩზე ოდნავ ფანქარი გადავისვი და თმები გავიშალე, არც სალონში წავსულვარ და არც დიდი ხანი დამჭირვებია მომზდებისთვის
ქვევით ჩავედი და ბიჭებიც უკვე მზად დამხვდნენ, როგორც ბებო იტყოდა ორივე "გამოწკეპილი" დამხვდა,
ყველაფერი კარგად მიდიოდა, თანამშრომლებიც გავიცანი და პარტნიორი კომპანიის პრეზიდენტებიც, რესტორანში ძალიან დავიღალე, ვერანდაზე გავედი, დავჯექი და ფიქრის მორევში გადავეშვი

სიცოცხლეს დაბრუნებული [ დასასრული ]


როგორც ყოველთვის ისევ ანდრეზე ვფიქრობდი, როცა გვერდით დადა მომიჯდა, სიჩუმე მან დაარღვია
-ტასო მიყვარხარ (ჩუმად დაიჩურჩულა მე გაკვირვებულმა გავხედე)
-დადა მთვრალი ხარ?
-მაინცდამაინც მვრალი უნდა ვიყო, რომ სიმართლე გითხრა? თუ ეგ დაგამშვიდებს ერთი წვეთიც არ დამილევია (დადა ისევ მშვიდად საუბრობდა, მე ჯერ კიდევ გაოგნებული ვიყავი)
-ხო მაგრამ დადა ხვდები მაინც რასამბობ? ხვდები, რომ ეგ შეუძლებელია? მე ისევ ანდრე მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე ეგრე იქნება გაიგე? მე არვაპირებ მეორე ნაბიჯის გადადგმას... მაგას რომ თავი დავანებოთ შენ ალექსის მეგობარი ხარ, მე კი ალექსის რძალი. ხვდები მაინც რა სისულელეს ამბობ?
-მე ჩემს გრძნობაზე გესაუბნები და არა შენზე ... გგონია არ ვიცი, რომ ძნელია შენთვის სხვა მამაკაცისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა? უბრალოდ ისე ვერ წავიდოდი სიმართლე, რომ არ მეთქვა... ვიცი რომ ალექსის რძალი ხარ მაგრამ მაინც მიყვარხარ (ეტყობოდა, რომ ძალიან უჭირდა საუბარი)
-წასულიყავი? მიდიხარ სადმე? (ჩუმად ვკითხე)
-მივდივარ ... გერმანიაში ვბრუნდები (თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე)
-მართალი ხარ დადა ეგრე ჯობია ... ჯობია, რომ წახვიდე (მეტი არაფერი არ მითქვამს და რესტორანში დავბრუნდი)

სიცოცხლეს დაბრუნებული [ დასასრული ]


*** 5 წლის შემდეგ ***
-ჩემო დედიტო გაიგვიძე ლაა (დილას ნიას ტიტინმა გამაღვიძა)
-ვაიმე დედას ანგელოზო, მოდი დედასთან (ნიაკო ჩემთან მოვიყვანე და ფერება დავუწყე)
-ნაქე დედიტო ლა დაგიქატე, სენ და მამიტო ქალთ
ნახატს შევხედე და მხოლოდ მე და ნიაკო ვიყავით გაფერადებული
-ხო მაგრამ დედი მამიკო რატო არ გააფერადე?
-დე მამიტო ქო ცასია და მე ალ ვიცი იქ ლანაილი ფელები უდა (მოწყენილმა მითხრა, მისმა სიტყვებმა გული მატკინა და ჩავიხუტე
-დედი მიდი ჩაირბინე ანდრეასთან და ჩამოვალ ეხლავე ხო? (ლოყები დავუკოცნე)
-კალქი ცემო ლამაზო დედიკო (მაკოცა და ქვევით ჩავიდა)
***
ხოო ... დადას წასვლიდან ხუთი წელი გავიდა, ის მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული, ალექსის და იას ნიშნობაზე, ნიშნობა ვიწრო წრეში გადაიხადეს მაშინ ნიაკო უკვე 4 თვის იყო
მის გრძნობებზე მეტი არაფერი არ უთქვამს დადას ... მე რას ვგრძნობდი? არვიცი, მაგრამ მხოლოდ ის ვიცი, რომ რამოდენიმეჯერ მკვეთრად ვიგრძენი "უდადაობა"
უკვე 24 წლის ვარ, მეხუთე წელია ანდრეს გარეშე და ნიაკოსთან ერთად ... ნიაკოზე რა გითხრათ საოცარი ბავშვია, საოცრად ჭკვიანია მის ასაკთან შედარებით...
ალექსანდრე და იას პატარა ანდრეა ჰყავთ, რომელიც უკვე 2 წლისაა ...
***
ქვევით ჩავედი და ოთახში ალექსანდრე და ბავშვები დამხვდა, ალექსანდრეს ტასო და ანდრეა ორივე ხელში ყავდა და ეთამაშებოდა
-ნაქე ძია დედიტოც ცამოვიდა, დედიტო იციი დგეს ძიას მეგობალი მოდის სოლი ქვეკნიდან და ბებომ ტოლტი უნდა გამოაცქოს, ქო ძია
-კი ძია კი, ჩამოდით ეხლა ორივე ქვევით და წადით ითამაშეთ (ალექსმა ბავშვები დასვა და მე მომიბრუნდა)
-რაშვები ტასიკუნა?
-რავიცი ალექს რაღაცნაირად კარგ ხასიათზე ვარ (მხიარულად ვუპასუხე)
-ჰო აბა დღეს ცუდ ხასიათზე რატომ უნდა იყო (ჩაეცინა ალექსს)
-ვერმიგიხვდი (გაკვირვებულმა გავხედე)
-ალექს ჩამოვიდა დადა? (მეორე ოთახიდან დაიყვირა იამ, მე გავშრი არველოდებოდი დადა თუ ჩამოდიოდა, ია კი ოთახში შემოვიდა)
-დადა ჩამოდის? (ჩუმად ვიკითხე)
-კი კი და თუარ წავედი და არმივაკითხე დარჩება აეროპორტში (ალექს გაეცინა, მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გასვლას აპირებდა ნიაკომ, რომ დაუძახა)
-ძია მეც წამიკვანე ლა (მიირბინა მასთან ნიაკომ)
-ნია თუ წამოვა მე ალუნდა წამოვიდე? (მოწყენით იკითხა ანდრეამ)
-წამოდით ორივე
გაეცინა ალექსს, ორივე ხელში აიყვანა, ჩვენ დაგვემშვიდობა და წავიდნენ, მე ისევ ერთადგილას ვიდექი, ია მომიახლოვდა
-მოგენატრა არა? (მკითხა გაღიმებულმა)
-ვისზე მეკითხები? (ვითომც არაფერი ისე გავიოცე)
-დადა ტასო დადა
-არა ია მომისმინე, ერთადერთი ადამიანი ვინც მენატრება ანდრეა არის და სხვა არავინ გესმის? გავბრაზდი და გარეთ გავვარდი... ნაცნობ მაღაზიაშე შევიარე, თეთრი ვარდები ვიყიდე და სასაფლაოს გზას გავუყევი .... სასაფლაოს ქვასთან დავიხარე და ტირილი დავიწყე
"ანდრე მაპატიე რაა, ვიცი დამნაშავე ვარ, მე არ მინდა გეფიცები დადას მიმართ, რომ რამეს ვგრძნობდე, მაგრამ ჩემდაუნებურად ხდება ეს ყველაფერი, არ ვიცი რა გავაკეთო... ხვალვე წავალთ მე და ნიაკო სოფელში ბებოსთან და სანამ დადა აქეთ იქნება იქ ვიქნებით, გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასზე ფიქრები თავიდან ამოვიგდო"
-არსადაც არ წახვალ
გავიგე თამარის მკაცრი ხმა, როგორც ჩანს ყველაფერი გაიგონა, ეხლა უკან მიბრუნებას ყველაფერი მერჩია, თამარი მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა
-მაპატიეთ რა, გეფიცებით მალევე ამოვიგდებ დადაზე ფიქრს თავიდან (აცრემლებული გავხედე თამარს, მაგრამ სოფელში თუ არ წავედი მაგას ვერ შევძლებ)
-გამაგიჟებ ანასტასია, რატომ უნდა დაივიწყო დადა? გაიაზრე, რომ ანდრე ვერასოდეს ვეღარ დაგიბრუნდება, შენ კიდე ჯერ სულ რაღაც 24 წლის ხარ და 5 წლის შვილი გყავს, მე და ნიკოლოზი ადრე თუ გვიან დაგტოვებთ, შენკიდე გჭირდება ადამიანი, რომელიც შენზე იზრუნებს გაიგე?
-ამას... ამას რატომ მეუბნებით ანდრე ხომ თქვენი შვილი იყო (აცრემლებულმა ვკითხე)
-შენც ჩემი შვილი ხარ ტასო, 5 წელია ვხედავ როგორ მისტირი ანდრეას, მეკიდე მინდა, რომ ბედნიერი იყო, მჯერა ანდრეს ვერასოდეს დაივიწყებ,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვის შეყვარებას ვერ შეძლებ.... გგონია ალექსის და იას ნიშნობაზე ვერ შეგამჩნიე რა ბედნიერი იყავი დადას შენი შვილი ხელში, რომ ეკავა?
ან გგონია ის ვერ შევამჩნიე დადას წასვლის მერე საშინლად რომ იყავი? ხოდა აღარ დაუშვა, რომ დადა ისევ წავიდეს (გამიღიმა და გულში ჩამიკრა)
-ხო მაგრამ მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, შესაძლოა მას უკვე სხვა ჰყავდეს, თან მე არავარ ჯერ მზად
-ჩშშ! აღარაფერი არ თქვა... წამოდი საღამოა უკვე, ეხლა სახლში დავბრუნდეთ
გზაში ბევრი ვილაპარაკეთ და სახლში ისე მივედით ვერც კი გავიგეთ
-ალექსის მანქანა უკვე სახლშია ანუ მოვიდნენ, აბა შენიცი შვილო (ეშმაკურად გამიღიმა და შიგნით შევიდა)
სახლში შესული არ ვიყავი ნიაკო, რომ მოვარდა ჩემთან
-დედიტო მოვიდა
-მოდი დედას სიხარულო
ხელში ავიყვანე და ოთახში შევედი, დედა (თამარი) სამზარეულოში შევიდა, ალექსანდრე და ია სამყოფ ოთახში იყვნენ, მათთან შევედი და ნიაკო დავსვი, თვალებით დადას ვეძებდი მაგრამ ვერ ვნახე
-აბაზანაშია და გამოვა მალე
ჩაიცინა ალექსანდრემ, ამდროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა დავხედე და ბებო იყო
-რაშვები ბე (მხიარულად ვუპასუხე)
-ბებო არვარ (გავიგე დედაჩემის ხმა, სახე შემეცვალა და ია თვალებით მეკითხებოდა რახდებაო) დედაშენი ვარ
-დედაჩემი სამზარეულოშია აქედან გამომდინარე თქვენ დედაჩემი ვერ იქნებით... ბებოს გადაეცით როცა მიიცლის დამირეკოს (არაფრის თქმა აღარ ვაცადე და გავუთიშე)
-რახდება ტას?
-დედიკო მიდი ბებოსთან გაიქეცი ხელები დაიბანე, რომ საჭმელი გაჭამო ხო? (დავიხარე და ნიას ვაკოცე)
-კალქი (ნია სამზარეულოში გავიდა და იას და ალექსს მივუბრუნდი)
-ლია იყო, არვიცი რაუნდოდა ბებოს ნომრით რეკავდა... ეტყობა სიმშვიდე არასოდეს არ უნდა მეღირსოს (სიმწრით გამეღიმა და დივანზე დავჯექი)
-ტას იქნებ დროა, რომ დაელაპარაკო მათ?
-ეხლა ია? 5 წლის მერე? რაც წლებიც უკან გითხარი იგივე აზრზე ვარ, ანდრე რომ ცოცხალი იყოს ისინი ინიციატივას არ გამოიჩენდნენ
-და მაინც რატომ არ მოწონდათ ანდრე? (ამდენი წლის შემდეგ პირველად გაბედა ალექსანდრემ ამ კითხვის დასმა, სულ ვატობდი, რომ აინტერესებდა, მაგრამ კითხვა ერიდებოდა)
-იმიტომ, რომ ანდრე მათ ჭკუაზე ვერატარეს, ის ბიჭი ვისაც ცოლად უნდა გავყოლოდი სულ თამაზის (მამაჩემის) ჭკუაზე დადიოდა, მე ვერ ვბედავდი მათთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ სიყვარული მათზე წინ დავაყენე და ანდრეს გავყევი... სწორედ მაგ დღეს მითხრა მამამ, რომ თუ ანდრეს გავყვებოდი მათთის მკვდარი ვიყავი ... სულესარის (გავუღიმე) აცივდა, რამეს შემოვიცვამ და ჩამოვალ
ჩემოთახში შევედი, კარები დავკეტე და ზურგს უკან დადას ხმა გავიგე
-არ მოგენატრე? (გავშეშდი მისი ხმის გაგონებისას)
-უნდა მომნატრებოდი? (ჩუმად დავიჩურჩულე, მაგრამ არმოვბრუნებულვარ)
-აბა მარტო მე მენატრებოდი?
ირონიულად გაეცინა და მისკენ შემაბრუნა, ორივე ჩუმად ვიყავით და ერთმანეთს ვუყურებდით
-ალბათ (ვუთხარი ცოტა ხნის მერე)
-ჩიტმა მომენატრა ამბავი რომ გენატრებოდი
-ჰო? და ის არ გითხრა ჩიტმა, რომ ქვრივ ქალს მსგავს სიტყვებს არეუბნებიან? მე, რომც გითხრა, რომ მომენატრე თქო გგონია მართალი ვიქნები? გგონია ხალხი არაფერს არიტყვის? (თვალები ამიცრემლიანდა, ცრემლები მომაშორა და თვალებში შემომხედა)
-როცა ჩიტი ქვრივის დედამთილია იქ უკვე ხალხს აზრს არავინ ეკითხება... და საერთოდაც ხალხის დედა......ნ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ჩემთან უნდა
მეტი აღარაფერი არ უთქვამს შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა
მოიცა ანუ თამარმა უთხრა მოენატრეო? არა დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებ ამ ქალის სიკეთე... ჟაკეტი ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, ყველას სამყოფ ოთახში მოეყარა თავი, ოთახს მარტო ანდრეა აკლდა
-ია ანდრეას ძინავს? (გამეღიმა ანდეას ხსენებაზე)
-ხოო, ჩემი ძძილისგუდა ბიჭი (გაეცინა იას) ნიაკო გვყავს გაბრაზებული და არგველაპარაკება (თავით დივანზე მობუზულად მჯდარ ნიაკოსკენ გამახედა)
-მართლა დედი? (მივედი და გვერდით დავუჯექი)
-ქო, ალ ველაპალაკები ალცელთს (ჩემსკენ "გადმობობღდა" და კალთაში ჩამიჯდა)
-რატო მითხარი აბა ჩემო ლამაზო
-ლატო და ბებოს იმიტო ალველაპალაკები ლო ვუთალი მე მინდოდა ტოტის გაკეთება და ალ გამაკეთებინა, ნიკო ბაბუს იმიტო ალ ველაპალაკები ლო ბებოს უთლა გააკეთებინე თორე არ მოგასვენებს ქო იციო, ალადა ვასვენებდი დე მეეე (ძვლივს ვიკავებდი თავს, რომ არ გამცინებოდა, ვიცოდი ეხლა, რომ გამეცინა მეც გამიბრაზდებოდა და თავი შევიკავე) ალექშანდლეშ იმიტო ალველაპალაკები ლო (ჩაფიქრდა) ალა ალექშანდლეშ ველაპალაკები
-და იას და დადას (სიცილით კითხა ალექსანდრემ)
-მაჩალე, ვსო აგალც სენ აგალ გელაპალაკები.. ქო დე (მომიბრუნდა ისევ მე) იას იჩი ლატო ალ ველაპალაკები? (უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე და კისერში ვაკოცე) იმიტო ლო ანდლეა დააძინა და დადას ალველაპალაკები იმიტო ლო... ალვიჩი დე ლატო ალ ველაპალაკები, მაგლამ ისეიგი გილსია, რო ალ ველაპალაკები, ტკვილა ალ გავებუტებოდი მე (დაამთავრა ნიაკომ მისი მონოლოგი და ყველას გაგვეცინა)
-დე შენჩ დამჩინი? (მოწყენით მკითხა)
-არა დედას ანგელოზო რასისულელეა, მოდი ადექი ეხლა და ყველას შეურიგდი ხო დე
-ალა დე ლო გამაბლაზეს?
-მიდი დე შენ ხომ კარგი გოგო ხარ, და მერე მე და შენ ახალი ტორტი გავაკეთოთ კარგი?
-მალთლა გავაკეთოთ?
-ხო დე მართლა (მაგიჟებს ეს ბავშვი, ეს რომ არ მყავდეს არვიცი რა აზრი უნდა ქონოდა ჩემს ცხოვრებას)
-კალქი და მელე ლოდის ? (ეშმაკურად მკითხა)
-ბაბუ ეხლა წავიდეთ მე, შენ და ბებო და ახალი დიდი ნაძვისხე ვიყიდოთ, მერე სათამაშოები შენთვის და ანდრეასთვის და ხვალ ტორტი გააკეთეთ შენ და დედამ კარგი? (ნიკომ გადაისვა მასთან ნიაკო)
-ბევლი ბევლი სათამასოები? (თვალები აუციმციმდა) და პლინცესას კაბასაც ქო მიკიდი ბაბუ?
-კი ბაბუ წავიდეთ და ყველაფერს გიყიდი
-კალქი, წამოდი დედი ლამაზად ცამაცვი მე, ბაბუ და ბებო სავაწლოდ უნდა წავიდეთ
ხელზე დამექაჩა მეც ავდექი ოთახში ავიყვანე , მისი გარდერობი გამოვაღე, კრემისფერი კაბა, კრემისფერი ტყავის კურტკა და თეთრი ფეხსაცმელები ჩავაცვი და ქვევით ჩავიყვანე
თამარის, ნიკოლოზის და ნიაკოს წასვლის შემდეგ სამივეს გადავხედე
-ყავას დალევთ?
-კი დალევენ წამოდი მე მოგეხმარები (ხელი მომხვია იამ და სამზარეულოში გავედით)
-დაჯექი შენ და მე გავაკეთებ (იას გავხედე)
-როგორ გიყურებდა (გაეცინა იას, მე გაკვირვებულმა გავხედე) ოო გაიშტერებს ხოლმე თავს, დადაზე გეუბნები
-ოო კარგი რა ია, არ დაიღალე (სევდიანად გავუღიმე, ია ადგა და ჩემთან მოვიდა) ჩემო საყვარელო არ ფიქრობ, რომ დროა თავს ბედნიერების საშუალება მისცე?
-არ შეიძლება ია არა, რატო არ გინდათ, რომ გამიგოთ (თვალები ამიცრემლიანდა, იამ ჩამეხუტა)
-კარგი კარგი დაწყნარდი გთხოვ არაფერს აღარ გეუბნები, მიდი ყავა გააკეთე მე ანდრეს დავხედავ თუ გაიღვიძა კარგი?
თავი დავუქნიე, ია სამზარეულოდან გავიდა, ყავისთვის წყალი დავადგი და ფანჯარაში გავიხედე, ცოტახანში ზუგს უკან ფეხის ხმა გავიგე, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე, რომ ია იქნებოდა, მაგრამ წელზე ძლიერი ხელი, რომ ვიგრძენი უცებ მოვტრიალდი, წინ კი დადა დამხვდა, რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა
-დადა რაგინდა? (ჩუმად "დავიკნავლე")
-პირველრიგში ის რომ ჩემი ცოლი გახდე (მე გაკვირვებულმა გავხედე, ის კი ისე მიყურებდა ვითომც და არაფერი არ ეთქვას)
-იაზრებ მაინც რას ამბობ დადა?
-იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია
-გთხოვ ხელები მომაშორე, მე თუ არა ანდრეს ხსოვნას ეცი პატივი... გაიაზრე, რომ მე მისი ქვრივი ვარ, და ეხლა ანდრეს სახლში ვართ... რატომ გინდა, რომ სულიერად გამანადგურო? (თვალები ამიცრემლიანდა) რატომ გინდა, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო ანდრეს ხსოვნის და ჩემი შვილის წინ?
-შენ რატომ არ გინდა შეიგნო, რომ სიყვარული დანაშაული არ არის? (ეტყობოდა რომ ძალიან დაიძაბა) რატომ არაძლევ თავს ბედნიერების უფლებას?
-არა დადა, არა ... ვთქვათ და გადავდგი ის ნაბიჯი, რომ თავს შენი სიყვარულის უფლება მივცე, მერე თამარს და ნიკოლოზს რა ვუთხრა, რომლებიც ამდენი წელია როგორც საკუთარ შვილს მექცევიან, ან ალექსს რა სინდისით შევხედო, როცა მისი გარდაცვლილი ძმის ცოლი შენთან დავამყარებ ურთიერთობას... ყველას, რომ თავი დავანებოთ ნიაკო? რავუთხრა ნიაკო, რომ გაიზრდება, ვუთხრა რომ ერთადერთი რამ მევალებოდა ღირსეულად მეტარებინა მამამისის ქვრივის სტატუსი და ეგეც ვერშევასრულე? გთხოოვ დადა
უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, ამ დროს ოთახში პატარა ანდრეა "შემოტყაპუნდა"
-ისი მე მოვიდა (მხიარულად დაგვიძახა ორივეს, ყურადღების მისაქცევათ, ცრემლები მოვიწმინდე უცებ და ანდრეას გავხედე)
-მოდი პატარა ანგელოზო (დადას მოვშორდი და ანდრე ავიყვანე)
-წკალი უდა
დადა ონკანთან იდგა, დადამ წყალი დაასხა ჭიქაში და გამომიწოდა.. ცოტახანში ოთახში ია შემოვიდა
-სად დადიხარ დედი იქეთ მგონიხარ და აქა ხარ (გაეცინა და ცხვირზე გაეთამაშა ანდრეას)
-მე ტაჩოჩთან უნდა (მხარზე თავი ჩამომადო და უფრო მომეხვია)
-მამი შენ როდის უნდა ისწავლო პირველ პირში ლაპარაკი? (გაეცინა ოთახში შემოსულ ალექსს) ჰა ტასუნა გააკეთე "კოფე"?
ვაიმე ყავა ეხლა გამახსენდა, შეშინებულმა გავხედე გაზქურას და გული დამიმშვიდდა, როცა გაზქურა გაშთიშული დავინახე, დადას გავხედე და ირონიულად გაეღიმა
-კი გაკეთებულია დავასხამ ეხლა (იამ ყავას ჩახედა და გაიღიმა)
-ტაჩო ნია ჩადაა?
-მოვა ჩემო პატარა მალე (ბუთქუნა ლოყები დავუკოცნე, ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა, დავხედე და ბებო იყო)
-როგორ ხარ ბებია ხო კარგად ხარ
-კარგად ბე შენ როგორ ხარ
-რავიცი ბებია მომენატრე, რახანია არმინახიხარ, როის უნდა მესტუმრო
-ხვალ ბე (როდის გადავწყვიტე? არვიცი არც მე არვიცი) მე და ნიაკო ხვალ ჩამოვალთ (დადას გავხედე და სახე შეეცვალა, ია და ალექსი კი გაკვირვებულები მიყურებდნენ)
-ნენა რაკაია ბებია მარა ... (გაუხარდა, მაგრამ მოიწყინა მივხვდი რაშიც იყო საქმე)
-ნუნერვიულობ ბებო ვიცი მანდ, რომ არიან, მაგრამ მე შენთან მოვდივარ და არა მათთან ასე, რომ არინერვიულო ხო? (დავამშვიდე ბებო)
-ნენა შენგეიხარე ბებია, ახლოს არმოვუშვებ შენთან არცერთს არინერვიულო, შენ მოგიკვდეს შენი ბებო
-კარგი ბები, ხვალამდე
ტელეფონი გავთიშე და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი ალექსმა, რომ შემაჩერა
-ტასო შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ?
-კარგი წამოდი გარეთ გავიდეთ
ბავშვი იას მივეცი, დადასთვის არც გამიხედია და გარეთ გავედი
***
-ანატასია რატომ იქცევი ასე? (ეტყობოდა, რომ უჭირდა საუბრის დაწყება)
-როგორ ვიქცევი ალექს?
-ვერ ხვდები, რომ ერთმანეთი გიყვართ?
-შენ ხვდები, რომ შენი ძმის ცოლი ვარ? (ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა)
-მესმის, მესმის ტასო, რომ ანდრეას ცოლი ხარ... არც არავინ არ გთხოვს, რომ ანდრეა დაივიწყო, უბრალოდ შენ გჭირდება დადა გესმის? ვერხვდები, რომ გიყვარს?
-ვიცი ალექს, მაგრამ რავქნა? (ტირილი დავიწყე)
-ჩემი პატარა დაიკო, ნუ ტირიხარ რა, დამშვიდდი ძალიან გთხოვ (ჩამიხუტა და ლაპარაკი გააგრძელა) რაუნდა ქნა იცი? შანსი უნდა მისცე შენს თავს გაიგე?
-არვიცი ალექს, მეშინია (ვცდილობდი დავწყნარებულიყავი) მეშინია, რომ ანდრეს ღალატი გამოვა
-ალექს შეგიძლია ცოტახანი მარტო დაგვტოვო? (გავიგე დადას მკაცრი ხმა, ალექსი უსიტყვოთ ადგა და მე და დადა მარტო დაგვტოვა, მეც წამოსვლას ვაპირებდი მაგრამ დადამ გამაჩერა)
-ანასტასია გიყვარვარ? (გავჩერდი არ შემეძლო ტყუილის თქმა, მაგრამ ისიც არ შემეძლო, რომ დადა მომეტყუებინა)
-ანასტასია გიყვარვარ? (გავჩერდი არ შემეძლო ტყუილის თქმა, მაგრამ ისიც არ შემეძლო, რომ დადა მომეტყუებინა)
-დადა ისა მე... (დავიბენი)
-ყველანაირი შესავლების გარეშე ან კი ან არა
-მიყვარხარ (ჩუმად დავიჩურჩულე, და თვალები ამიცრემლიანდა)
-ჩემი პატარა გოგო (მოიწია და ჩამეხუტა, ვეღარ შევეწინააღმდეგე და მეც მოვხვიე ხელები)
-მოდი ეხლა შიგნით შევიდეთ ხო? (შუბლზე მაკოცა)
-არა... დადა ერთიწამით მომისმინე (ცრემლები შევიმშრალე) ის რომ მიყვარხარ არაფერს ცვლის გესმის? მე.. მე არშემიძლია, გამიგე რა ... ხვალ მე და ნია წავალთ სოფელში და გთხოვ ხელი არ შემიშალო კარგი? (საწყად ვკითხე, დადას არაფერი არ უთქვამს და შიგნით შევიდა)
მარტო დავრჩი, თვალები შევიმშრალე და შიგნით შევედი, შევატყვე, რომ ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე
-არ მოსულან? (ნიაკო, ნიკო და თამარი მოვიკითხე)
-არა ტას ჯერ არა (ალექსი)
-ტაჩო შეთან მიდა მეე (აწუწუნდა ანდრეა)
-მოდი ჩემო პატარა
ანდრე ხელში ავიყვანე და ლოყები დავუკოცნე, ამ დროს კარები გაიღო, ოთახში პარკებით დატვირთული ნიკო და თამარი შემოვიდა, უკან კი ნიაკო მოჰყვებოდათ
-დედი, მოვედიით
გამოიქცა ჩემსკენ და ფეხზე მომეხვია, ხელში ანდრე მყავდა და ნიაკო ვერ ავიყვანე ამიტომაც გამიბრაზდა და უცებ მომშორდა
-სენ ანდლეა უფლო მეტად გიკვალს ვიდლე მე, სულ ქელსი გკავს, საელთოდ აგალ მიკვალს ანდლეა
ტირილი დაიწყო, ვეცადე ანდრეა ალექსისთვის მიმეცა, მაგრამ ამდროს ანდრეა ატირდა ტასოსთან მინდაო, სულ ვატყობდი, რომ ნიაკო ანდრეზე ეჭვიანობდა, რაქნას ეგოისტი გოგო ყავს დედას, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო
-სწრაფად შენს ოთახში ადი და დამელოდე
მკაცრად ვუთხარი ნიაკოს, არავინ არ ელოდებოდა ჩემს მსგავს რეაქციას, რადგან ოდნავ ხმამაღალიც კი არ ქონდათ ჩემი მხრიდან ნიაკოს მიმართ განაგონი. ნიაკომ ატირებულმმა გამომხედა და ოთახისკენ გაიქცა, თამარი აპირებდა გაყოლას, მაგრამ შევაჩერე
-დედა არგაყვე... მესმის, რომ ბავშვია, მაგრამ ეხლა თუარ დავუშალე მერე უფრო გათავხედდება, არშეიძლება ესე, ის და ანდრეა ერთად გაიზარდა მასზე არ უნდა ეგოისტობდეს... ია გამომართვი ცოტახნით ანდრეა ავალ და ნიას დაველაპარაკები (ანდრემ სატირლად გააღო პირი, როცა ლოყები დავუკოცნე) ანდრე შენ ხო არ გინდა რო ნიაკომ იტიროს, ცოტახანი მიდი დედასთან და როცა ჩამოვალ ვითამაშოთ, ხო ჩემოპატარა?
-კალქი... ქო მალთლა მოქვალ?
-კი ჩემოლამაზო მალე ჩამოვალ
კიდევ ერთხელ ჩავკოცნე, იას მივუყვანე და ოთახში ავედი... ნიაკო ლოგინის კუთხეში იჯდა, თავის დათუნიას ეხუტებოდა და თან ტიროდა, მივედი და გვერდით დავუჯექი
-ნიაკო ხვდები, რომ დედას ძალიან აწყენინე? (ისევ მე დავიწყე ლაპარაკი) შენ და ანდრეა ერთად არ გაიზარდეთ? ხომ იცი, რომ ისიც ძალიან მიყვარს, ხო გთხოვე, რომ მასზე არასოდეს არ გეეჭვიანა, შენ და ის და-ძმა ხართ დე... არ შეიძლება ეგრე, ეგრე მარტო ცუდი გოგოები იქცევიან და შენ ხო არახარ ცუდი გოგო?
-ალავალ ჩუდი მაგლამ ანდლე ცუდია სუ სენთან უნდა დე, მეცმინდა სენთან
-მეორე ართქვა დედი, რომ ანდრე ცუდია ის პატარაა შენ უკვე დიდი გოგო ხარ და უნდა გესმოდეს ანდრეასი, შენ რომ პატარა იყავი ხო გისრულებდნენ სურვილებს, ანდრეც ეგრეა დე შენ კიდე არ უნდა გაბრაზდე რადგან კარგი გოგო ხარ, შენ ხომ იცი, რომ დედასთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ?
-ალა... ალავარ ელთადელთი, მაგაზიასი ლო ვიკავით ბებომ უთლა ბაბუს ლო სენ დადა ძია გიკალს (უფრო ატირდა ავიყვანე და მუხლებზე დავისვი)
-ჩშშ, მომისმინე დედი, მართალია დადა მიყვარს, მაგრამ შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ გესმის? შენ ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილას ვიქნები, შენ თუ გენდომება დავივიწყებ დედი დადას ოღონდ შენ არიტირო კარგი დე?
-ანუ დადა ძია ჩემზე მეტად ალგიკალს? ალც ანდლეა და ალც ალავინ? (ბედნიერმა ამომხედა)
-ხო დედი ეჭვიც არ შეგეპაროს მაგაში, შენ ყოველთვის მთავარი იქნები ჩემს ცხოვრებაში...
-კალქი დედი მასინ გიკალდეს დადა ძია ქო? (ლოყაზე მაკოცა და მისი პატარა თითები კისერში შემომხვია... არვიცი ნიაკოს გარეშე მართლა რა ფასი ექნებოდა ამ ცხოვრებას) დე სენ და დადა ძია ელთად უნდა იკოთ?
-არვიცი დედი, ამთემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ ეხლა კი მოდი ჩემოდანი ჩავალაგოთ მე და შენ ხო? (პატარა "მიკნოპკილ" ცხვირზე ვაკოცე და ქვევით დავსვი)
-დედი ცემოდანი ლათ გვიდა?
-ხვალ სოფელში მივდივართ ბებოსთან, ხომ გინდა?
-კიი კიი ... აუ ლაკალგია იქ ბებო მომენატლა, თან ბებო სულ გემლიელ ქაწაპულებს მიკეთებს (გამეცინა) დე მე ლითი მოგექმალო?
-რითი და ეხლა ჩავიდეთ და ანდრეას ბოდიში მოუხადე და მერე მამიკოსთან წავიდეთ კარგი დე?
-ლო ვუთალი ალ მიკალქალ თქო? მიკალს დე გულით ალმითქვია (მოიწყინა ნიაკომ)
-ვიცი დედი, მაგრამ ანდრეასაც უნდა უთხრა ეგ კარგი?
-კალქი წამოდი
ხელი მომკიდა და ქვევით ჩავედით... თვალებით ანდრეა მოძებნა , როგორცკი დაინახა მისკენ წავიდა, წინ დაუდგა და ლოყაზე აკოცა
-ანდლეა ბოდისი რო გაწკენინე კალქი? მე მიკალქალ, ქო მაპატიებ? (მართალია ანდრეა ვერ ხვდებოდა რატომ უხდიდა ბოდიშს, მაგრამ ნიაკომ მიხვდა რაც დააშავა...)
-დე ცვენ ლოდის წავიდეთ?
-ეხლა ავალ დედი გამოვიცვლი და ჩამოვალ
ზევით ავდიოდი, როცა ნიკოლოზმა გამაჩერა
-ვამაყობ შვილო შენით (შუბლზე მაკოცა და ჩუმად ჩამჩურჩულა) ბედნიერებას გისურვებ დადასთან ერთად (მე შემრცხვა და უცებ მოვშორდი)
-მამა.. ისა.. (არ მაცალა არაფრის თქმა)
-ჩშ... ადი ეხლა ოთახში
ნიკოლოზს მოვშორდი, ჩემს ოთახში ავედი, ის ის იყო კარები უნდა დამეკეტა, როცა ვიგრძენი, რომ ზურგს უკან ვიღაცის სხეული მომეკრო
-შენ არაჩვეულებრივი დედა ხარ, შენ და ნიას, რომ გიყურებთ მინდა, რომ ჩემი ცოლ-შვილი იყოთ, სხვა ჩემი შვილები დედად ვერ წარმომიდგენია
-დადა ძალიან გთხოვ... (შემოვტრიალდი და მასთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდი)
-გთხოვ არაფერი არ თქვა, მთავარია, რომ გიყვარვარ
-მე და ნია ხვალ მივდივართ (ჩუმად ვუთხარი)
-5 წელია გელოდები და შენი აზრით რამოდენიმე დღე არ მოვიცდი?
-არა ვერ გამიგე, სულ მივდივართ (არვიცი რატომ მაგრამ ვუთხარი, არადა მსგავს არაფერზე მიფიქრია)
-იმედა ხუმრობ არა? (მომშორდა და მწარედ ჩაეღიმა)
-არანაირად... ეხლა კი ძალიან გთხოვ დამტოვე, უნდა გამოვიცვალო
-ანასტასია მეღადავები? რასქვია შეიძლება სულ იქ დარჩე (ვატყობდი, რომ უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა)
-გთხოვ პატივი ეცი ჩემს გადაწყვეტილებას და დატოვე ჩემი ოთახი
მეც მკაცრად ვუთხარი და ოთახის კარები გავუღე, დადა აღარ გაჩერებულა და ოთახიდან გავიდა... მალევე გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი, ოთახში მარტო დადა და ნიაკო იყო, უცებ მათ საუბარს მოვკარი ყური
-დადა ძია, მე ვიჩი ლო დედას სენ უკვალქალ, მაგრამ იცოდე კველაზე მეტად მაინც მე ვეკვალები... ქო ალ გეწკინება? (დადას გაეღიმა)
-არა ნიაკო არ მეწყინება
-სენ ჩემი მამიკო უნდა იკო?
-გინდა რო ვიყო?
-თუ დედა მოწკენილი არიქნება ქოლმე, მასინ მინდა (ნიაკოს სიტყვები გულზე მომხვდა)
-გპირდები ჩემო პატარა დედაშენი სულ ბედნიერი იქნება მე კი შენი ბიოლოგიური მამა ვერასოდეს ვიქნები, მაგრამ გპირდები საკუთარი შვილივით მეყვარები, და მათგან არ გაგანსხვავებ
-ნიაკო წავედით დედი? (არშევიმჩნიე, რომ მათი საუბარი გავიგონე)
-ქო დე წავიდეთ (ნიაკო ჩამოხდა დადას მუხლებიდან და ჩემთან მოირბინა)
მე და ნიაკო წავედით ისევ ნაცნობ გზას გავუყევით ნაცნობი ყვავილებით ხელში... ნიაკომ პირველმა შეირბინა სასაფლაოზე
-მამი მოვედი, ქო დაგპილდი მოვალ ქოლმე მეთქი... მა იჩი დედას დადა ძია უკალს, დადა ძიან მითლა ლო დედიტო მასთან თუიქნება მოწკენილი არ იქნება ქოლმე და სენ ალ გაუბლაზდე დედას კალქი? მამი იცი, ლოგოლ მინდა ლო გნაქო? ალ სეიძლება ცოტაქანი ლო მოფლინდე ცემთან ჩამექუტო და გაფლინდე მელე? (ნიაკოს სიტყვებზე ცრემლებს ვერვიკავებდი)
-დედი ლატო ტილი? ალიტილო ლაა, გინდა კავილებს მოგიწვეტ და გამქიარულდი (ნიაკომ არაფრის თქმა არ მაცადა იქვე სასაფლაოს შემოსასვლელში ყვავილებისკენ გაიქცა)
-ანდრე, მაპატიე რა, ვიცი არ მაქ უფლება პატიება გთხოვო, მაგრამ იმედი მაქვს რომ არ გამწირავ და გამიგებ... მე მე.. მეტს ვერაფერს გეტყვი, ცოტახნით გემშვიდობები, ბებოსთან წავალთ მე და ნია... ვიცი, რომ იქაც რთული პერიოდი მელის ამდენი წლის მერე პირველად უნდა შევხვდე მშობლებს... არმიწყინო თუ ვაპატიებ კარგი? რადგან სხვანაირად არ შემიძლია... მომენატრნენმ ძალიან მომენატრნენ... ანდრე მჯერა, რომ გამიგებ, შენ ჩემს გულში ყოველთვის დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი გეჭირება...
კიდევ გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ ნიაკო დავინახე, რომელიც გზაზე გადარბოდა, უცებ გავვარდი ნიაკოსთან და... ზუსტან 2 წამიც რომ დამეგვიანებინა ნიაკოს რაღაც უბედურება შეემთხვეოდა, ნიაკო გზიდან გადმოვიყვანე და გულში ჩავიკარი თან ვტიროდი.
-ბავშვს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ გზაზე რომ გადმოდის? რანაირი დედა ხართ? (გავიგონე მანქანიდან ვიღაცის ხმა, მაგრამ ყურადღება არმიმიქცევია და ნიაკოს სახე დავუკოცნე...
-ჩემო პატარა მეტი ასე აღარ შეაშინო დედა ძალიან გთხოვ
-ალა დე ნუ ტილი ლა, ლატო ტილი? მე კავილი დავინაქე იქ და სენთვის უნდა მომეტანა (გზის მეორე მხარეს ყვავილისკენ გამახედა)
-გთხოვ დედი მეტი ასე გზაზე არ გაიქცე, ძალიან გთხოვ დე, ძალიან შემაშინე (უფრო ავტირდი)
-ცუუ დე გეგონა დაგტოვებდი და მამასთან წავიდოდი? ალა დე მე სენთან ვიქნები სულ, სენ ალ იტილო და ალინელვიულო დე... მალთალია მამაცანაც მინდა მაგლამ ჯელ სენთან ვიქნები ცემო ლამაზო დედიკუნა
ნიაკოს პასუხი ვეღარ გავეცი, ძალიან მაგრად ჩავეხუტე და სახლში წავედით ...
***
გუშინ ყველას ვუთხარი, რომ მივდიოდი. თამარმა ბევრი ეცადა ჩემი გადარწმუნება, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ურყევი იყო... დღეს უკვე წასასვლელად ვემზადებოდი და ჩემოდანს ვალაგებდი, როცა ოთახში დადა შემოვიდა
-შეიძლება?
-შემოდი
-ანუ მაინც მიდიხარ არა? (ძალიან სევდიანი მეჩვენა)
-ხო დადა, მივდივარ (თვალი ვერ გავუსწორე და თავი დავხარე)
-მომენატრები იცი? (მომიახლოვდა)
-მეც (ჩუმად დავიჩურჩულე)
-რომ გთხოვო, რომ არ წახვიდე აზრი არ ააქვს არა?
-არა უნდა წავიდე
-ტას გთხოვ იმის უფლება მაინც მომეცი, რომ მე წაგიყვანოთ შენ და ნიაკო
-იქნებ არ ღირს?
ვხვდებოდი, რომ არ შემეძლო მის გარეშე, დადა მოვიდა და ჩამეხუტა, მოშორებას ვაპირებდი, მაგრამ გამაჩერა
-გთხოვ არაფერი თქვა, ჩათვალე გამოსამშვიდობებელი ჩახუტებაა
მართლაც არ შევკამათებივარ და მეც მოვხვიე ხელი, მაშინ პირველად ვიგრძენი თუ რამდენს ნიშნავდა ეს ადამიანი ჩემთვის, მაგრამ მივხვდი, რომ თუ დიდხანს ვიდგებოდი ასე ვერ შევძლებდი წასვლას და მოვშორდი
-ანუ მოვემზადები და წაგიყვანთ ხო? (დასადასტურებლად მკითხა)
-კარგი დადა, კარგი წაგვიყვანე
გავუღიმე ბოლო ზედა ჩავდე ჩემოდანში და ზმეიკები შევკარი... დადა ოთახიდან გავიდა ამდროს ალექსი შემოვიდა ოთახში
-თქვენ მონაცვლეობით შემოდიხართ? (გამეღიმა)
-დარწმუნებული ხარ? (თვალებში ჩამხედა)
-ასი პროცენტით (გავუღიმე) მომეხმარები ჩატანაში? (შემოდნებზე ვანიშნე, ალექსმა თავი გაიქნია და ჩემოდნები ჩამატანინა, ყველა ქვევით იყო და მე მელოდებოდა)
-კარგით რა ხო არ ვკვდები? (ვეცადე მხიარულად მეთქვა)
-მე არ გემშვიდობები, მჯერა რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება (გაეღიმა თამარს, მაკოცა და დადას გახედა)
-შვილო აბა შენიცი მჯერევს შენი, ვიმედოვნებ ხშირად შეგვეხმიანები და ნიაკოს ჩვენთან გამოუშვებ ხოლმე (თვალებში ცრემლები ჰქონდა ნიკოლოზს)
-რათქმაუნდა (მივედი და მაგრად მოვეხვიე)
-მე არ გემშვიდობები, ერთ ორ დღეში ისევ აქვე იქნები (გაეცინა ალექსს და შუბლზე მაკოცა, მე ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ, ამიტომ აღარც გამიმახვილებია ყურადღება და იას გავხედე, რომელიც ცრემლებს ვერიკავებდა)
-კარგი რა კუს სამუდამოდ ხო არ მემშვიდობები არა?
-ხო მაგრამ უკვე მეექვსე წელია ერთი დღეც არ ვყოფილვართ ერთმანეთის გარეშე (მივედი და ჩავეხუტე)
-როცა მოგინდება მაშინ მნახავ ჩემო გოგო არ ინერვიულო რა ...
-დადა წავიდეთ? (მივხვდი, რომ ცოტაც და მეც ვიტირებდი ამიტომ სასწრაფოდ წასვლა ვარჩიე)
-წავიდეთ
ნიაკო ყველასსათითაოდ დაემშვიდობა და გამოვედით, როგორცკი მანქანაში ჩავჯექი ცრემლები ვერშევიკავე... დადამ ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო, ნიაკო უკან დასსვა და ადგილი საჭესთან დაიკავა, ჩემი ცრემლიანი თვალები, რომ დაინახა ჩემი ხელი აიღო და ხელზე მაკოცა, მალევე გავცდით სახლს... საოცარი სიჩუმე იყო, სიჩუმე ნიაკომ დაარღვია
-დადა ძია დედიკო ძალიან გიკალს ქო? (არველოდი)
-ნიაკო (თვალები "დავუბრიალე")
-კი ნიაკო ძალიან მიყვარს (გაეცინა დადას ჩემს საქციელზე)
-მეც მიკალს მაგლამ გუსინ გავაბლაზე
-რატო გააბრაზე? (გაეღიმა დადას)
-გზაზე გავიქეცი და დედას სეესინდა, მელე ტილილი დაიწკო... ალვიცოდი თუსეესინდებოდა თოლე კიალწავიდოდი იქ.. ალადა დედასთვის კავილი მიდოდა მომეტანა.. დე ქო ალ მებუტები?
-არა დედი უბრალოდ მეტი ეგრე არ შემაშინო ხო?... დადა გზა გახსოვს?
-კი მახსოვს
მეტი არაფერი უთქვია, ისევ სიჩუმე ჩამოვარდა... ცოტახანში როგორც ჩანს ჩამეძინა, რომ გავიღვიძე უცხო ოთახში ვიყავი, მიმოვიხედე და ნიაკოც, რომ ვერ დავინახე ძალიან შემეშინდა, სასწრაფოდ წამოვვარდი ფეხზე და ოთახიდან გამოვედი, როგორც ჩანს მეორე სართულზე ვიყავი, ქვევით ჩავედი და ოთახში მოთამაშე ნიაკო და დადა რომ დავინახე გულზე მომეშვა, ცოტახანი ბედნიერმა ვუყურე, მაგრამ რომ გამახსენდა რა სიტუაციაშიც ვიყავი დადას დავუძახე
-დადა ერთიწუთით (ვეცადე, რომ ნიაკოს არაფერი არ ეგრძნო)
-დადა ნიაკოს მოშორდა და ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ ნიაკომ მოასწრო
-დე, ლამაგალია აწი დადა ძიასთან ვიცქოვლებთ ამ ლამაზ საქლსი, იცი დადა ძიამ ლაკაი და ლამაზი ოთაქი გამიკეთა? სუ პლინცესას კაბებია სკაფსი და ჩემი კოპიუტელი მაქ, მუთფილმები მაქ ცაწელილი (თვალებგაცისკროვანებული თვალებით მიყურებდა)
-მიდი დედი მანახე აბა შენი კაბა რომელიც მოგწონს ჩაიცვი და ჩამოდი კარგი? (ვაკოცე და ზევით გავუშვი) იქნებ ამიხსნა რახდება? (მკაცრად ვკითხე)
-რაუნდა ხდებოდეს, არვაპირებ ჩემი ცოლ-შვილი დავთმო, 5 წელია შენგან პასუხს ველოდები, ბოლოს მივხვდი, რომ შენ შენი ბედნიერებისთვის თითის განძრევას არაპირებ ასე, რომ ისევ მე ვიზრუნებ შენს და საკუთარ ბედნიერებაზეც (გამიღიმა და შუბლზე მაკოცა)
-მაგრამ დადა არშეიძლება ესე (მივხვდი, რომ შეწინააღმდეგებაც აღარ შემეძლო და თვალები ამიცრემლიანდა)
-დედი ნაქე ლოგოლ მიქთება, ქო ვალ ნამდვილი პლინცესა? (ბედნიერი გამოვარდა ოთახიდან ნიაკო, რომელსაც დადას ნაყიდი კაბა ჩაეცვა)
-კი დედას ანგელოზო კი (ნიაკო მოვიდა და მე და დადას აქედან იქედან ხელი ჩაგვკიდა) დე აწი დედაც მეკოლება და მამაც, აწი სლულფაცოვანი ოჯაქი ვალთ (ყოველთვის მაოცებდა ნიაკოს გონება მახვილობა, ბედნიერებისგან არ ვიცოდი რა მექნა და დადას ჩავეხუტე)
-საოცრად დიდი მადლობა (კისერში ვაკოცე და დადას ვიგრძენი, რომ დააჟრიალა)
-ამდენი წელი ვითმინე და ეხლა მაინდამაინც ბავშვთან ნუ გამაგიჟებ (ჩუმად ჩამჩურჩულა და თვითონაც მაკოცა)
-მე ექლა ვიეგოისტებ გა გაგებუტებით (აბუზღუნდა ნიაკო, დადამ აიყვანა და ნიაკოც მაგრად ჩაკოცნა)
-ყველაზე ბედნიერი ოჯახი ვიქნებით, გპირდები ტას
***
ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ჩემითავი ესეთი ბედნიერი ვეღარც წარმომედგინა... უკვე სამითვის ორსული ვარ, პატარა ბარბარეს ველოდებით,... მე, დემე და ნიაკო ალექსის და იას მეზობლად გადავედით... ყველაფერი იდეალურად იყო უფრო უკეთესად შეუძლებელი იყო ... ეხლა კიდე უნდა გავიდე დღეს ყველა ერთად ბებოსთან მივდივართ სოფელში, ამდენი ხნის მერე გადავწყვიტე რომ მშობლებს საბოლოოდ შევურიგდე მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვეთ <3 ...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline მოდერი zia-maria

kissing_heart თუ გამოსავალია,უნდა მიცეთ ცხოვრებას მეორე შანსი.კარგი დასასრული იყო მომეწონა.

 


№2 სტუმარი Guest anaa

arxar sxvebivit ,,garekili mwerali'' magari xar!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent