ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(7 დასასრული)
დენი იღიმის! მის თვალებში ისევ სავსე მთვარეა, მის გარშემო კი კაშკაშა ვარსკვლავები. - დეიზი - დენის უფრო ეღიმება და ჩემთან მოდის - დენი, მიყვარხარ! - ისევ ვუმეოებ. ის ნელა იხრება ჩემკენ და ისევ მკოცნის. ისევ ისეთი ატმის გემოაქვს მის ტუჩებს. ისევ ცხელია. ისევ სასიამოვნოა. - დეიზი მიყვარხარ! მშორდება და ვუღიმი. - ქვევით უნდა ჩავიდეთ! ანდრო - ვამბობ და ჩასასვლელისკენ მივრბივარ დენიც უკან მოდის. კიბეებზე ჩავრბივართ და დერეფნებში რობოტებივით მივაბიჯებთ. ჰაერი დღეს ცივია. ბოლო სართულზე არავინაა, ცარიელია და სიმარტოვის სუნი დგას. თითქოს საშიშიცაა. მაგრამ იქნებ ჩემი წარმოსახვაა. მაგრამ იქნებ ეს იმიტომ ხდება რომ მე ანდრო ჩემთან მინდა. არ მინდა ის ბაბუსთან წავიდეს და მე ისევ მარტო დავრჩე, უკვე მესამედ, რადგან ყველა წავა და დანჩება დედა. რომელიც ამ დროს ალბათ ამ ცხოვრებისგან მობეზრებული თავად აირჩევს რომ წავიდეს აქედან, და არ იფიქრებს როგორ ვიქნები მე. დენის სუნთქვა მესმის და მახსენდება სად ვარ, რიტმულად და მშვიდად სუნთქავს. წინ იყურება, მისი მზერა სულ რატომ იკარგება? საპერაციოდან ექიმი გამოდის ღიაფერის ხალათით და პირბადით. მივრბივარ. - როგორარის? - დედა მაშინვე სკამიდან ხტება და კითხვის დასმას მასწრებს ყველა ექიმთან მირბის. უკვე ვლოცულობ რო თქვას "ყველაფერი კარგადაა" წარმომიდგენია რა მოხდება რომ დაიწყოს წინადადება სიტყვით "სამწუხაროდ" მაშინ დავიღუპებით, შემძულდება ყველა და ყველაფერი, ანდროზე გავბრაზდები რადგან ის იქ წავა და მე ისევ აქ ვიქნები, გავბრაზდები ღმერთზეც, რომელმაც შეიძლება ყველა წამართვას. მაგრამ ამ დროს მართალი რათქმაუნდა ღმერთი იქნება. ჩემი დღეები იქნება ნაცრისფერი როგორც ავდრის მომასწავლებელი ღრუბლლები. ყოველი ყვავილი ჩემთვის იქნება თოვლის. ექიმს მივშტერებივარ. ალბათ ჩემი შეეშინდა, იმდენად არანორმალურივით ვიყურები. - როგორარისო გკითხეს! - ხმას ვუმაღლებ. არ ვიცი რა მემართება. ეს გოგო მე არ მგავს! ეს გოგო მე არ ვარ! ვერ ვხვდები რატომაა ჩემი ხმა მაღალი. მეხომ არ დამიყვირია. ეს მეორე დეიზი იყო, ბევრადუფრო საშინელი. დენი უკან მახევინებს. - ყველაფერმა კარგად ჩაიარა! - ექიმი იღიმის. ელა მეხუტება, ყველაფერი ისევ ნათდება და ფერადდება. * * * (ერთი თვის შემდეგ) თვალებს ვახელ და სინათლეა. მზის სინათლე რომელიც მთვარემდეც სწვდება, მაგრამ მთვარე შუქით არ გაწუხებს. ცა კიდეებთან რძისფერია, შემდეგ უფრო მუქდება და ნელ-ნელა ლურჯდება, სადღაც შორს კი ზღვის ტალღებსაც ერწყმის, მათ თითქოს ერთმანეთი უყვართ. ტალღების ხმა მესმის, მღერიან, ისინიც ბედნიერები არიან. თითოეული წყლის პატარა ქაფიც კი ლამაზად ღიღინებს, თითქოს სხვისი შეწუხება არ უნდათ, მაგრამ მათ ხმა მაინც ისმის. რამოხდება ერთ დღეს რომ მათი ხმა არ გავიგო? უბრალოდ ძალიან შორს არ მოსწვდეს ჩემს ყურებს. მე რომ შორს ვიქნები. მაგრამ იქ ვარსკვლავები მიმღერებენ, ისევე როგორც ტალღები, აქ მე ტალღების სიმღერა მესმის მაგრამ არა ვარსკვლავების, მე იქ ვარსკვლავების ხმას გავიგებ, მაგრამ არა ტალღებისას. - დეი! - ოთახში ანდრო შემორბის და საწოლზე მოხტება. კულულები აბურდული აქვს და "ელვა მაქუინის" პიჟამა აცვია - ციყვო რას აკეთებ? - მეცინება და ვიჭერ - დედამ მითხრა ადგესო და მოემზადოსო! - ყვირის მე ისევ მეცინება - კაითქო ასე უთხარი - ლოყაზე ძლიერად ვკოცნი და ის ისევ რაღაცეების ძახილით გარბის - დეიმ მითქრა რომ კაითქო ასე უთხარიო! - ისმის მისი ყვირილი და შემდეგ დედას ლამაზი სიცილი. ფეხზე ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. წყლის წვეთების ხმა ისევ მხიბლავს, ის ყველანაირ ბგერას სჯობს, ის ლამაზია, სასიამოვნოდ წკრიალებს. შემდეგ ტანსაცმელს ვიცვამ, ვემზადები, ჩანთას ვიკიდებ და ოთახიდან გავდივარ. - დილამშვიდობისა! - ვესალმები დედას და ლოყაზე ვკოცნი. ღმერთო დედაჩემი ქალღმერთივით ლამაზია როცა იღიმის. - გამარჯობა ლამაზო! - ისიც მესალმება - გზაში შევჭამ რაა! - ვეუბნები და მაგიდაზე დალაგებული საჭმელებიდან ერთ სენდვიჩს ვიღებ. - ჭკვიანად ციყვო! - ანდროს თმას ვუჩეჩავ - უუუუუუუფ! - ბუზღუნებს გამოტენილი პირით - დენის უთხარი ჭკვიანად იყოს თორემ ჩემი შვილი ხარ! - მაძახებს დედა სამზარეულოდან - კი გადავცემ! - მეცინება და სენდვიჩს ვკბეჩ. ველოსიპედზე ვჯები და წინა ეზოში გავდივარ. - სალამი! - სიცილით ვესალმები დენის - როგორ ზხარ! - ისიც იცინის და ჩემთან მოდის - მანქანით არ წამოხვალ? - მეკითხება, ჩემს სენდვიჩს კბეჩს და იღიმის - მე არა! შენ წამოხვალ ველოსიპედით! - ვიღიმი - გაგიჟდიი? ჯერეგერთი რამეს შევასკდები, მეორედა აზრზე არ ვარ სად გდია! - გვერდით იხედება. - ფარეხშია ზუსტად შენი მანქანის გვერდით! - თვალებს ვატრიალებ დენი ნელა ტრიალდება და ნელა მიდის ფარეხსკენ, იქედან კი ველოსიპედი გიჟივით გამოყავს. და კარებისკენ მიდის, თითქოს ქარს მიყვება. - წამოდი! - მიყვირის და მეც სწრაფად მივყვები უკან. - თურმე არ გცოდნია! - ვიცინი - ვიცი მარა სისწრაფით რამეს შევასკდები - იცინი - მერომ სისწრაფით მოვკვდე გავიღიმებ! - ვეუბნები მე - მე კი გავიცინებ! - დენი იღიმის. მისი ოდნავ გრძელი და თეთრი ქოჩორი, ჰაერის მასისგან სახიდან უკან ფრიალებს, დენი ანგელოზს ჰგავს. სკოლამდე მივდივართთუარა ველოსიპედიდან ვხტები. ისიც აჩერებს. - საღამოს მზად იყავი - თვალს მიკრავს - ხო ვიცი - მეც იგივეს ვაკეთებ და სკოლაში შევდივარ - მომეჩვენა თუ მართლა ველოსიპედზე იჯდა? - მეკითხება ელა გაოგნებული - არააა.... მართლა იჯდა!... მგონი იჯდა! - მეც დაეჭვებული გავიხედე გზისკენ - ამას გადარევ მგონი! - ელა იცინის და მეც მეცინება - შოთა რუსთაველის დეიდაშვილი გაკვეთილი გვაქვს ხო პირველი? - ვეკითხები ელას - ხო! - იცინის და შენობაში შევდივართ * * * საღამოა, ჩემს ოთახში ფანჯარასთან ვზივარ და ვკითხულობ წიგნს. ამ დროს კი ჩემს ფანჯარაზე კაკუნი მესმის, შიშისგან ვხტები და ბოლოს მოცინარე დენის ვხედავ მეც მეცინება და ფანჯარას ვაღებ. - უკვე წავედით? - ვეკითხები. - ხო აბა როდისთვის ინახავდი? - ფანჯარიდან ვძვრები (დენისგან ვისწავლე) დენიც მეხმარება და გადავდივარ. ველოსიპედზე ვჯდები, ისიც იგივეს იმეორებს და ტრასაზე ავდივართ. - საით? - ვეკითხები მას - წამომყევი - მეუბნება და მეც მას მივყვები უკნიდან ვუყურებ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თტქოს მარტო ჩვენ ვმოძრაობთ და დანარჩენი ვყელაფერი უბრალო ნათალია რმელიც არ მოძრაობს. - აქედანვე გაფრთხილებ, შეიძლება გეტკინოს! - მეუბნება დენი - მერე რა! გავუძლებ - ვპასუხობ და გული გამალებით მიწყებს ძგერას - ხო ვნახოთ, თუ ძაან გტკინა იცოდე რომ აღარ დაიხატავ! - სერიოზულად მიყურებს და მეც თავს ვუქნევ დიდი ხნის სიარულის შემდეგ დენი ერთ პატარა შენობასთან აჩერებს ველოსიპედს, გადმოვდივართ. - ესაა! - მეუბნება. ხელს ვკიდებ, ძლიერად მიჭერს და შენობაში შევდივართ. - გამარჯობა ლუკა! - დენი და ვიღაც დაკუნთული და დატატუებული ტიპი ერთმანეთს ხელების ტყაპუნიტ ესალმებიან - დენი! აქ რამ მოგიყვანა ეე! - ბიჭი იღიმის - ეს დეია, ტატუ უნდა დავიხატოთ ცოტახანში სავარძელზე ვჯდები, მაისურს იდნავ ვიწე და ლუკა ნეკნებთან რაღაც სითხევ მისვამს, დენი ჩემს გვერდიტ ზის და ხელს მიჭერს. მემ ას ვუყურებ, ლუკასკენ არ ვიხედები, თორემ შეიძლება შემეშინდეს. თოფივით რაღაცას რთავს ლუკა და მიახლოვებს, ვგრძნობ როგორ მეწვის კანი თითქოს გაცხელებული რკინით მაწვებოდნენ, სახეს ვმანჭავ და დენის ვეკრობი ასე უკეთესია, ვცდილობ დავივიწყო, არ ვიფიქრო ამაზე, ცოტათი გამომდის, კანს ისევ მიწვავს ეს რაღაც, ღმერთო როგორ მინდა ვიყვირო, მაგრამ არ ვიყვირებ, დავპირდი გავძლებთქო, ხოდა ჩემს პირობას შევასრულებ. დენი თავზე მკოცნის. ვერ ვძლებ! მართლა ვერ ვძლებ! უკვე ვაპირებ ყვირილი დავიწყო როდესაც ლუკა იძახის: - მზადაა - და შვებისგან ვისუნთქებ. კანში დნავ მივლის ჟრუანტელი, მაგრამ ეს არაფერია, ჩემს ტატუსკენ ვიხედები, ორი ერთმანეთზე გადახლართული "D" მზადაა. ვდგები და ამჯერად დენი ჯდება, ისიც იგივე ტატუს იკეთებს, მაგრამ ისეთი სახე აქვს თითქოს ვერც გრძნობსო. ასე როგორ იკავებს არ მესმის. კანი გაწითლებული მაქვს და მიხურს. დენიც იკეთებს ტატუს და ბოლოს ორივენი გავდივართ შენობიდან. გრილი ქარი ქრის და გახურებულ კანზე საშინლად მსიამოვნებს. ცა რაფერია? ცა უკვე მელნისფერია, ის მოძრაობს და მელნისფერში, იისფერიც ერევა. - ზღვა არა? - მეკითხება დენი. მე თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. ორივე სწრაფად მივქრივართ. რაღაც უცნაური შეგრძნება მინადგულებს ფიქრებს, თითქოს რაღაცას ისეთს ვაკეთებთ, რაც ცუდია, ვეღარ გავიმეორებთ და მოგვენატრება. თითქოს ტალღებიც სხვანაირად მღერიან, ოღონდ არა ცუდად და ავისმომასწავლებლად, სასიამოვნოაა, მაგრამ თითქოს უცნაურიცაა ამასთან ერთად, სევდიანს ჰგავს მაგრამ არც ესაა. ტალღები რაღაცას გვანიშნებენ? ან იქნებ გიჟ ვარ და ეს რაღაცეები მხოლოდ მე მესმის? მხოლოდ მე ვხედავ? მაშინ მე ჩემი სიგიჟეც მომწონს. ვარსკვლავები ჩნდებიან. - წამოდი! წამოდი! - უნდა ვუყუროთ. - ველოსიპედიდან ვხტები და ნაპირებზე მივრბივარ - საიდან უნდა ვუყუროთ? - დენი მომყვება - აი იქედან! - დიდ ლოდზე ვანიშნებ, რომელიც ოდნავ დახრილია და მისკენ მივრბივარ. ზედ ვძვრები და ვწვები. ცა ულამაზესია. არა ასეთი ფერის არ მინახავს, ასეთი ფერი არ არსებობს, ამ ფერს პირველად ვხედავ, ლურჯს და ვარდისფერს ჰგავას ეტრთად. - ღმერთო! - იძახის დენი როცა ამას ხედავას - ამ ფერს რა ჰქვია მითხარი! - ოცნებისფერია! - ვიღიმი - როგორ? - ჩემკენ იხედება - ეს ოცნებისფერია! - მეც მისკენ ვიხედები ბოლოს ორივენი ვჩუმდებით და ცას ვუყურებთ. ორი ვარსკვლავი! ათი! ასობით და ათასობით! მილიონობით, ყველა სხვადასხვანაირია. ერთმანეთს არცერთი არ ჰგავს. თითქოს უამრავი ტყუპი ერთ ცაზე გაჩნდაო მაგრამ ასე არ არის. ყველა განსხვავებულია. ყველა სხვადასხვაფერია. ახლა ვამჩნევ რომ ზოგი ოცნებისფერია. მას ჰგავს. ცა მუდება. თითქოს ღმერთი ხატავს მას და ნელ-ნელა მუქ საღებავს ნაზად უსვამს ჯადოსნული ფუნჯით. პატარა წინწკლებად კი ვარსკვლავებს ახატავს. წყალი კი სარკეა. თითქოს ცა დედამიწაზეცაა და მასში გაცურვაც შემიძლია. თითქოს ცა ტივტივებს, თითქოს შემიძლია ცასა და ვარსკვლავებს შევეხო და მათ ადგილებიც შევუცვალო. შემიძლია ცაში ვიტივტივო, უბრალო ფურცელივით რომელსაც ზღვაში ტივტივი შეუძლია. - ამის დახატვას ვერავინ შეძლებს - მეუბნება დენი - ხო გარდა ღმერთისა, ის საუკეთესო მხატვარია! ყველა დროის! მხოლოდ ის შეძლებს! - ვეუბნები - ღმერთი ყველაფერს შეძლებს, ეს ყველაფერი მან შექმნა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ჩვენი ფანტაზიიტ ჩვენს ფიქრებში რაღაც შევქმნათ, რაც ბოლომდე რეალობას არ ემსგავსება. მაგრამ ყოველთვის იქნება ღვთის შექმნილის ელემენტები, ჩვენ მას მხოლოდ ჩვენსას დავარქმევთ, ვიმეორებ დავარქმევთ, მაგრამ ასე არ იქნება, აქ ყველაფერი ღმერთისაა. მასთან ვერავინ ვერაფერს გახდება, თვიტ ეშმაკიც კი! - ვერ ვხვდები დენის თვალებში ცა ირეკლება თუ უბრალოდ ისე ისეთია როგორიც იმ ღამეს იყო, ისევ ბნელია და ანათებს. სხვანაირია, სულ სხვანაირად ანათებს - ასე მგონია რომ ვარსკვლავების თოვლია და ყოველთვის შეიძლება მოკაშკაშეები ფაფუკ ბალახებზე, ჩვენს ფეხებთან დაეცეს. მაგრამ ვარსკვლავები არასდროს იქნებიან ადამიანის ფეხებთან. რადგან ისინი დიდებულები არიან, ისინი ვარსკვლავები არიან - დენის ეღიმება და კანი ებურძგლება. - მე კი ყოველთვის ვფიქრობდი რომ ღამე გაცილებით უფრო ფერადი და ხალისიანი ვიდრედღე! უბრალოდ ამას ვერ ვამჩნევთ, ის უფრო ნათელიცაა - ვამბობ - გინდა მანქანით გავისეირნოთ, ძალიან ჩქარა - დენი ღიმილით იხედება ჩემკენ და მეც თავს ვუქნევ, ხელს მკიდებს და ველოსიპედებით ისევ სახლში ვბრუნდებით. ფარეხში შევდივართ და მანქანაში ვჯდებით. დენის მანქანა გარეთ გაჰყავს და ტრასაზე მიასრიალებს, ლამპიონებისა და შენობებიდან გამოსული სინათლე მანქანის მინაზეც ირეკლება. ღამით განათებლი ქუჩებისთვალიერება ძალიან მომწონს. თავს გარეთ ვყოფ და ნიავი ჰაერში სასიამოვნოდ მეცემა. თმა მიფრიალებს და ესეც მომწონს. ცოტახანში ისეთ ტრასაზე გავდივართ სადაც მანქანები არ დადიან, ქუძჩა ცარიელია და დენი იმდენად სწრაფად მიაქროლებს მანქანას რომ თავის შემოყოფა მიწევს. - რას აკეთებ? - მეცინება - არ გეშინია? - ჩემკენ იხედება - რისი? - სისწრაფის - სისწრაფის რატომუნდა მეშინოდეს? - სისწრაფე ყველაზე საშიშია - მაშინ მე ყველაზე საშიში მომწონს - ვიღიმი და მასაც ეღიმება. სავარძლიდან ვდგები და დენის გვერდით ვჯდები. ეცინება. მე მას ვეხუტები. ამ დროს წინ დიდ ჩამოვარდნილ ლოდს ვხედავ. უზარმაზარია. დენის ვეკრობი. - არ მეშინია - ვხვდები რაც უნდა მოხდეს და ვჩურჩულებ. საჭეს ატრიალებს. მეღიმება. "მე რომ სისწრაფიდ მოვკვდე გამეღიმება" ისევ ვიღიმი თვალებს ვხუჭავ, ვგრძნობ დენიც მეხუტება. ის სიცინის " "მე კი გვიცინებ" "დენი მიყვარხარ, დეიზი მიყვარხარ" ბაბუაც იქაა, ცაშია. დენი ჩემკენ იხედება და ვიღიმი. საჭეს ატრიალებს და მანქანა გზას სწყდება ხმაურით. ჰაერში ვართ როგორც ჩიტები, მაგრამ მალევე დავეშვებით. ეს ალბათ ბბევრს ცუდი დასასრული ჰგონია. ჩვენ წავედით. მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაზე ბედნიერი დასასრულია. ოდესმე დავბერდებოდით და არ მოგვიწევდა ერთმანეთის დატირება. მე ახლა ვარსკვლავებთან მივდივარ, დენიც ჩემს გვერდითა და იქ ბაბუ გვიცდის. ვარსკვლავები იმღერებენ და მე მოვუსმენ, დენის ჩავეხუტები და ღამით მთვალის გვერდით გამოვჩნდები როცა ყველას ეძინება, და დილიტ დავიძინებ ხოლმე. მეც ვიკაშკაშებ და დავხედავ ყველას ვინც მიყვარს ღიმილით, ისეთივე ღიმილით როდესაც მაშინ ვიღიმოდი როცა მივდიოდი, დენი კი გაიცინებს ხოლმე. დენიც იკაშკაშებს, ის ოცნებისფერი ვარსკვლავია. არვიცი! ალბათ უაზრო იქნებოდა ცხოვრება რომ ასე არ მომხდარიყო, მე ვარსკვლავების სიღრმე მაინტერესებდა და გავიგე, მივაღწიე ჩემი ცხოვრების მიზანს და ახლა უნდა წავსულვიყავი. ბაბუმაც მიაღწია და წავიდა. დენიმაც და მეც. ეს არ არის უბედური დასასრული. ეს ბედნიერი დასასრულია. მე ბედნიერი ვარ! ისიც ბედნიერია! მე და ის! დეიზი და დენიელი! დეი და დენი! ბედნიერები არიან! რადგან! ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ. დიდიდ ბოდიში ისევ დაგვიანებისთვის. :( იმედია მოგეწონებათ :) შეიძლება ეს დასასრული ზოგს ცუდად მოგეჩვენოთ :/ მაგრამ ჩემთვის ყველაზე ბედნიერია! <3 ^_^ იმედია მოგეწონებათ <3 ყველაზე დიდი მადლობა თქვენ ჩემო თბილო მკითხველებო <3 ყველაზე მეტად მიყვარხართ <3 მომავალ შეხვედრამდე <3 მომენატრებიტ მაგრამ წასვლასაც არ ვაპირებ, ახალი ისტორია მალე მოგიახლოვდებათ <3 ეს იყყო ჩემი რჩეული ისტორია და მთელი ჩემი გული სული ჩავაქსოვე შიგ <3 მაგრამ არაფერი გამომივიდოდა თქვენს გარეშე <3 მე თქვენზე ვგიჟდები <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.