შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (9 თავი)

29-08-2016, 18:55
ავტორი murachashvili
ნანახია 3 844

მეცხრე თავი
- შვილიც გყავს?! - გაოცებული მეკითხება სანდრო.
- არა! სამწუხაროდ ამ ბავშს დაბადება არ ეწერა. გჯერა, რომ წარუმატებლობა შეიძლება მემკვიდრეობით გადადიოდეს?! ნორმალურ დედას იმის გაგებაზე, რომ ორსულადაა გული სიხარულით ევსება, ოჯახში პატარა ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. რა მოხდა ჩემს შემთხვევაში? ვერ ვივარგე ვერც დედად, ჩემი პატარას დაცვა ვერ შევძელი!... - საკუთარ სიტყვებს ოხვრასაც ვაყოლებ და ყელში მოწოლილ გორგალს ძლივს ვყლაპავ - ამ ბავშვს სიხარულით არავინ შეხვედრია, არ იფიქრო თითქოს ჩემი მარტოხელა დედობა გვაფრთხობდა, არა.. როცა შუა ხნის ფუშფუშა ექიმმა ორსულობის შესახებ შემატყობინა დედობილიც მახლდა. მისი შიშისგან გაფართოებული თვალები არ დამავიწყდება და ექიმისთვის დასმული კითხვა, რომელიც ალბათ მე არ უნდა გამეგო:
- ფსიქოტროპული, ანტიდეპრესანტები ბავშვზე არ მოქმედებს?! ნაყოფი ნორმალური იქნება?!
- ასეთ წამლებს იღებდი?! - ისე მიმზერს ექიმი თითქოს თვალებით რენდგენს მიტარებს.
- მე არა, ჩემი მეუღლე! - ძლივს მოვაბი თავი ორ სიტყვას.
- დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ წამლები ჩემი სიძის სექსუალური ცხოვრების ხარისხზე მოქმედებდნენ, მის პოტენციასა და შვილოსნობის უნარზეც იქონიებდნენ გავლენას!. - ექიმს ისე ესაუბრებოდა თითქოს იქ არც ვიყავი.
- ამას თ ქვენით ვარაუდობდით, თუ კონსულტაცია გქონდათ სპეციალისტთან გავლილი?! - დაუფარავი ირონიით ეკითხებოდა დედობილს, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საკუთარ ემოციებს არ უნდა გამოეხატა, მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სულ ცოტაც ექიმი სიბრაზისგან აფეთქდებოდა. - სექსი ხომ გინდოდა? ლამის აკვნიდან თხოვდებით, ამან ბავშვი როგორ უნდა გააჩინოს, თვითონვეა გასაზრდელი?! რა სიბნელეა?! ბავშვის გაჩენას თუ არ გეგმავდი, არ უნდა გეფიქრა?!
ტვინმა შედარებით გვიან აღიქვავს ნათქვამის მნიშვნელობა, ძარღვებში სისხლი გამეყინა, ქალის შეურაცხმყოფელი სიტყვები დიდად არ მაღელვებდა, მაგრამ მისი რეაქციით ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ იყო, რომ ბავშვს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. პანიკაში ჩავვარდი, შემეშინდა, მერედა როგორ შემეშინდა, თოთქოს უკანასკნელ იმედს ვკარგავდი, ჩემს ნაწილს მაგლეჯდნენ, თვალები ცრემლებით ამევსო, ცახცახის შესაკავებლად ხელებით სკამს ჩავაფრინდი.
- შეუძლებელია, ღმერთი ასე არ გამწირავს! - უკვე გულამოსკვნილი ვტიროდი მე. ალბათ, ჩემს ასეთ რეაქციასარ ელოდა, რამოდენიმე წუთით დაბნეული მომჩერებოდა ქალი
- ასეა, ასე... თქვენ სისულელეები აკეთეთ და შემდეგ ღმერთის იმედად იყავით! - თავი დანანებით გადააქნია, სავარაუდოდ შევეცოდე და ტონიც შეარბილა ექიმმა - რაც მოხდა, მოხდა, ამას ტირილით ვეღარ უშველი! გამოვიკვლიოთ, გავიგოთ და გულიც შემდეგ ვიხეთქოთ. ამ ეტაპზე სავალდებულოა ამ ანალიზების ჩატარება - თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი მომაწოდა - თუ ყველაფერი კარგად იქნება დანარჩენს შემდეგ გეტყვით.
ხმა მითრთოდა ისე ვკითხულობდი: - საერთო დათვალიერება...
- ეს უკვე ჩავიტარეთ!...
- შარდის ანალიზი...
- უფასოა. აქვე ჩააბარე ლაბორატორიაში;
- პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი (სამმაგი ტესტი) - HCG (ფეხმძიმობის ჰორმონი - ქორიონული გონადოტროპინი) + UE3 (ესტრიოლი) + AFP (ალფაფეტოპროტეინი) - ენა დამემტვრა, ძლივს წავიკითხე ნაწერი.
- აი, ეს ცოტა ძვირი ღირს. როგორც წესი, ამ ანალიზის ჩატარება სავალდებულო არაა, თუმცა თქვენ ისეთი რამ მითხარით, რომ უნდა გავაკეთოთ, ეს სამმაგი ტესტი ალფაფეტოპროტეინის დონის განსაზღვრის გარდა, იძლევა ბავშვის დაუნის სინდრომით დაავადების ალბათობის განსაზღვრის შესაძლებლობას. თუ სისხლის ანალიზის განსაზღვრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ალფა ფეტოპროტეინის შემცველობა ნორმაზე მაღალი ან დაბალია, მაშინ შემდგომ გამოკვლევებსაც დავნიშნავთ, სავარაუდოდ ამნეოცენტეზს.
რა თქმა უნდა ექიმის ნათქვამიდან ნახევარი არ მესმოდა, ვერც სამედიცინო ტერმინოლოგიაში ვერკვეოდი დიდად, მაგრამ ერთს ნამდვილად მივხვდი, ამ ანალიზებზე ჩემი პატარას ყოფნა-არ ყოფნა იყო დამოკიდებული.
ვიცი სულელი ვიყავი, რატომღაც იმ დღემდე არცკი მიფიქრია, რომ ვახოს მსგავსი მოძალადისგან შესაძლებელი იყო ბავშვი გამეჩინა. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ამ ნაძირალას შეიძლება რაიმე საერთო ჰქონოდა ჩემს შვილთან, თუნდაც საერთო სისხლი. დედობილს ხმა არ მოუღია ფინანსებთან დაკავშირებით, ჩვენთვის საკმაოდ ძვირად ღირებული ანალიზები ჩავაბარეთ და რადგან ვიცოდით, რომ რამოდენიმე დღეში, პასუხებს პირდაპირ ექიმს გაუგზავნიდნენ ელექტრონულ ფოსტაზე სახლში წამოვედით.
- ორსულობას, თუ რათქმა უნდა ბავშვის შენარჩუნებას მოვახერხებთ, თანხები დასჭირდება! - ხმამაღლა მსჯელობდა დედობილი.
- მათთვის თქმა არც კი გაბედო, არაფერი მოსთხოვო, - იმის წარმოდგენაზეც, რომ იმ ოჯახთან რაღაც ისევ დამაკავშირებდა, ტანში გამცრა - ვიცი გაგვიჭირდება, ვეცდები ვიმუშაო, თავს როგორღაც გავიტანთ, საქმე-საქმეზე თუ დადგება ბებიაჩემთანაც კი მივალ, უარს არ მეტყვის, ოღონდ მათთან არა, გთხოვ!
სავარაუდოდ, ბებიაჩემის ხსენება არ ესიამოვნა, თუმცა არაფერი შეიმჩნია
- ნუ ნერვიულობ, ღმერთი მისგან გაჩენილს არ გასწირავს, ყველაფერი კარგად იქნება, თუ სამი წამოგზარდეთ, როგორმე ამ პაწიასაც გავზრდით! - ძლიერად ჩამიკრა გულში.
ვეხუტებოდი და ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი ადამიანი მყავდა.
ოთხიოდე დღეში დაგვირეკა ექიმმა და გაგვაგებინა, რომ ანალიზის პასუხები მიიღო და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრებოდა.
თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ლოდი მომხსნეს, საკუთარი პრობლემებიც კი დამავიწყდა, შვებით ამოვისუნთქე, რამოდენიმე დღე სიხარულით დავფრინავდი.
ორსულობამ თითქოს უფრო ბრძოლისუნარიანი გამხადა, ვიაზრებდი, რომ ჩემს შვილს ჩემს გარდა რეალურად პატრონი არავინ ჰყავდა, მინდოდა, როგორმე უზრუნველი, ლამაზი ბავშვობა ჰქონოდა.
როცა გჭირდება ფიქრსაც იწყებ, სხვადასხვა ალტერნატიულ შესაძლებლობებს შორის ერთ-ერთი მცირე ზომის კოშკების გაკეთება და გაყიდვაც შედიოდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ყველაზე მეტ სარგებელს სწორედ ეს საქმიანობა მომიტანდა.
ჩხირკედელაობა ბავშვობიდანვე მეხერხებოდა, ქაღალდის მუყაოს ფურცლებისგან მცირე ზომის მაკეტებს ვაკეთებდი, მძივებს, ნიჟარებსა და კენჭებს წვრილად ვფხვნიდი და კედლების მოსაპირკეთებლად ვიყენებდი. ვქარგავდი სამაჯურებს, ვქსოვდი წინდებს. ჩემივე ხელნაკეთ ნივთებს სოფლის ეკლესიის მესანთლესთან ვტოვებდი, რომელიც მცირედი გასამრჯელოს სანაცვლოდ, ნელ-ნელა ყიდიდა.
რომ გითხრა, ისეთი რეალიზაცია მქონდა აქსესუარების კეთებას ვერ ავუდიოდი მეთქი, მოგატყუებ, ჩვენს სოფელს ტურისტები ხშირად არ სტუმრობდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბედს მაინც არ ვუჩიოდი, ის მცირედი შემოსავალიც კი რაც მქონდა, ჩემს პირად ხარჯებს ჰყოფნიდა.
სწორედ ზემოხსენებული აქსესუარების ჩალაგებით ვიყავი დაკავებული, როცა გიორგი გვესტუმრა.
- ეს რაა?! - ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს ნამუშევარს. - მსგავსი კოშკი ეკლესიაში ვნახე, მესანთლე ჰყიდიდა, არ ვიცოდი შენც თუ აკეთებდი...
- რაღაცით ხომ უნდა ვიარსებო?! - უკმაყოფილომ, ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა შევუღრინე მეგობარს.
- ხალხი ამით ბიზნესს აწყობს, შენ კი ვიარსებოო ამბობ?! - ჩემი ტონი არცკი შეიმჩნია ისე მიპასუხა - მომისმინე, ამას წინებზე რაიონში ვნახე მსგავსი კოშკები, ძველი თბილისის ხედებით გაფორმებული თიხის დოქები, ხევსურული კოშკებით დამშვენებული ღვინის ბოთლები, ნიმუში რომ მოგიტანო, მსგავსის გაკეთებას შეძლებ?
- როგორი გინდა, რომ დაგიმზადოს, ასეთი ხომ არა?! - დედობილმა გარდეროფის თავზე საგულდაგულოდ გადამალული ხუთ ლიტრიანი თიხის ბოცა ჩამოიღო, ბოცის საკმაოს გამოზრდილი მუცელი მთლიანად ციხე-ქალაქის მაკეტს ჰქონდა დაკავებული, წვრილი ყელი კი ვაზის ფორმას იღებდა და ზემოდან გადმოჰყურებდა ციხე-სიმაგრეს.
სუნთქვა შემეკრა, მახსოვს თიხასთან მუშაობას მამა მასწავლიდა, ამ მაკეტსაც მისი მითითებებით ვაკეთებდი.
- დედას გაფიცებ, მართლა შენი გაკეთებულია?! - აღტაცებას ვერ ფარავდა გიორგი.
- მისია, მისი... გვეშინოდა პატარებს არ დაეზიანებინათ და კარადის თავზე მოვათავსეთ!... - იღიმებოდა დედობილი.
- ჯიგარი ხარ! - აღტაცებულმა ხელში ამიტაცა და რამდენიმეჯერ დამატრიალა - იცი ამას რა ფასი აქვს? ფიალებს და დოქებს მე მოგიტან, შენ მოხატე, მაკეტები ააწყვე, გაყიდვაზეც მე ვიზრუნებ, შენგან არაფერი მჭირდება, რაიონშიც ჩემითვე ჩავიტან, ჩავაბარებ მაღაზიებში, რასაც მთელი თვე იმ „ფინტი-კრუშკებში“ იღებ ერთ ნამუშევარში აიღებ, იქნებ მეტსაც კი... -ემოციებს აყოლილი, აშკარად ოცნებობდა ის.
- სულელი ნუ ხარ! დამსვი! - სიცილს ვეღარ ვიკავებდი მე.

აი, ასე დაიწყო ჩვენი საქმე. მინდა გითხრა, რომ გიორგის პროგნოზი გამართლდა, არ ვიცი ჩემს ნამუშევრებში რას ხედავდნენ, ან რა ნიშნით არჩევდნენ, ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, საცდელი ნიმუშებიდან უკან არც ერთი არ მოგვბრუნებია. გაოცებულები ვუმზერდით მაღაზიის მეპატრონეს, როცა სამ დოქში 700 ლარი მოგვითვალა და ახალი შეკვეთაც მოგვცა.
თავისთავად ცხადია, ამ ამბით გახარებულები უფრო მეტი ენთუზიაზმით შევიდექით შეკვეთის შესრულებას.
ვახოსგან არაფერი ისმოდა, არ მაწუხებდა და არც მე ვკითხულობდი მის ამბებს. რაიონში სუვენირებით მოვაჭრესთან ჩასულმა რამოდენიმეჯერ ქუჩაში მისივე ავტომობილში მჯდომს მოვკარი თვალი, როგორც ყოველთვის კოპებ შეკრული, მტრულად მიმზერდა, ახლოს მოსვლით თავი არ შეუწუხებია, მეც სწრაფად ავარიდე თვალი. რადგან აღარ აქტიურობდა, ნელ-ნელა დავიჯერე, რომ ჩემი ჯოჯოხეთი დასრულდა. მოვდუნდი, მოვეშვი და საკუთარი ცხოვრებით ვიწყე ტკბობა.

თანდათან ვიბერებოდი, მოზრდილი მუცელი წინ ბურთივით მქონდა წამოსკუპებული. გიორგის რამოდენიმე დღეში სწავლის გასაგრძელებლად თბილისში უწევდა წამოსვლა, დღემდე არ ვიცი რა უთხრა, ან როგორ მოახერხა, შემკვეთი დაითანხმა, თიხის კერამიკის მასალები თვითონვე მოეწოდებინა და მომზადებული სუვენირების ტრანსპორტირებაც თავადვე განეხორციელებინა. ფაქტიურად სახლიდან გასვლაც კი აღარ მიწევდა, რაც ჩემთვისაც საკმაოდ კომფორტული იყო, სხვა თუ არაფერი ხალხის ცნობისმოყვარე მზერისგან მაინც ვიყავი დაცული.
წინა საახალწლო სამზადისი გვქონდა ოჯახში. მამაჩემის დაღუპვის შემდეგ პირველად ვხვდებოდით ახალ წელს ასეთი ხვავითა და ბარაქით. სახლში ყველაზე ლამაზი, ბუთხუზა ცოცხალი ნაძვის ხე გვედგა, ხის ძირში ბრჭყვილა ფერად-ფერად კოლოფებში შეფუთული საჩუქრები.
ჩვენს ორომტრიალში არდადეგებზე ჩამოსული გიორგიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ჩვენს იდეალურ ნაძვს ერთი დიდი ნაკლი მაინც ჰქონდა, ციმციმა ელექტრო ნათურები აკლდა, რომ არა ეს პირველად არ შემრხვებოდა ჩემი და ძმისთვის თვალებში შეხედვის, ამჯერად კი შეწუხებულები შევცქეროდით მორთულ-მოკაზმულ ხეს:
- რატომ დაგავიწყდათ?! - საყვედურით გვიმზერდა ჩემი ძმა - ნათურების გარეშე როგორ უნდა იციმციმოს?! - უკვე მერამდენედ იწყებდა სლუკუნს.
- აუტანელი ხარ, უზნეო, შარშან ნაძვიც კი არ გქონდა!... - მის გაჩუმებას უშედეგოდ ცდილობდა დედობილი.
- გვანცა დაგვპირდა და მოგვატყუა, ხომ დაგვპირდი?! - ძმას აჰყვა ჩემი დაც.
- დაგპირდით, მაგრამ... - უკვე თავისმართლებაც კი აღარ შემეძლო.
- კარგი, რაც -არის არის, წავიდეთ რაიონში და ვიყიდოთ.... - ბავშვების წუწუნით გაბზრებულმა, შემომთავაზა გიორგიმ.
- აუ, ჰო, წადით, რა წადით... - აშკარად ზედმეტად მოეწონა მისი სიტყვები ჩემს ძმას.
- გადაირიეთ?! ამის ჭკუაზე როგორ დადიხართ? - გაცხარებული წამოსარტყმელად წაეტანა დედა, თუმცა ბავშვი ხელიდან გაუსხლყა და საკუთარი სისხარტით აღტაცებული, მყისვე გიორგის ამოეფარა.
- ნუ ნერვიულობთ, ნახევარ საათში მივალთ და მოვალთ, მამაჩემის ჯიპს გამოვიყვანს, მართლაც საცოდავობაა, ასეთი სილამაზის ციმციმების გარეშე დატოვება! - ბავშვის საქციელმა აშკარად ზედმეტად გაახალისა გიოც.
- რიგებს რომ თავი დაანებოთ, თოვს, გზაც მოყინული იქნება, რამე არ მოიწიოთ!... - ისევ ვიშვიშებდა დედობილი.
- კარგი, ყველაფერზე ნუ ნერვიულობ, ფრთხილად ვივლით! - შუბლზე ვაკოცე და ლაბადა შემოცმული გავყევი კარებში გასულ გიორგის.
წინასწარმეტყველება რომ შემძლებოდა, სულ რომ წუწუნით აეკლოთ ბავშვებს სახლი, იმ წყეულ დღეს ალბათ სახლიდან ფეხსაც არ გამოვადგავდი. კარგი იქნებოდა მცოდნოდა, მაგრამ...
რა თქმა უნდა მთლად ნახევარ საათში ვერც რაიონამდე ჩავედით და ვერც მობრუნება მოვახერხეთ. პრინციპში გაწელილსა და გართულებულ მგზავრობას არც შევუწუხებივართ, პირიქით, ამდენი თვეების უნახავ მეგობარს, აშკარად ბევრი ჰქონდა მოსაყოლი. ავტომობილის უჯრიდან მცირე ზომის რევოლვერი ამოიღო და ამაყად მაჩვენა:
- უკვე კაცი ხარო, მამაჩემის საჩუქარია! - ანცი თვალებით დასცქეროდა ალაპლაპებულ მეტალს.
- გიჟი ხარ, გატენილი იარაღი გიდევს?! - გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ რევოლვერში ტყვიებიც ედო - სროლა არ იცი და იარაღი რათ გინდა?! - სიცილს ვერ ვიკავებდი.
- მერე რა?! ვისწავლი, ზაფხულში სანადიროდაც წამიყვანს! ამ საღამოს ხომ უნდა ვისროლოთ?. - ისევ ამაყად გამომიცხადა -
- იმედია, მე არ მომარტყავ! ამ რევოლვერით არ აპირებ ნადირობას?! - ხელში რამოდენიმეჯერ შევატრიალე იარაღი და ისევ უჯრაში დავაბრუნე.
- დამცინე, დამცინე, ისეთი კარაბინი აქვს, რომ... - ოცნებობდა გიორგი.
სიამოვნებით ვისმენდი მისი სტუდენტური ცხოვრების შესახებაც. ალაგ-ალაგ ვეჭვიანობდი კიდევაც ახლად შეძენილ უნივერსიტელ მეგობრებზე.
განსაკუთრებით მაინტერესებდა, სიახლეები მისი და მარიკას ურთიერთობის შესახებ. საიდუმლოდ ისიც კი გამანდო, რომ სკოლის დაამთავრების შემდეგ, გოგონაც თბილისში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, ცალ-ცალკე რომ არ ყოფილიყვნენ, იქორწინებდნენ და დედაქალაქშიც ერთად წამოვიდოდნენ.
- მარიკა პატარაა, ორივენი პატარები ხართ, ძალიან ხომ არ ჩქარობთ?! - ეჭვით გავხედე მეგობარს.
- საკუთარ თავს შეხედე, დღე-დღეზე დედა გახდები და ვისზე ლაპარაკობ?! - ზედმეტად განაწყენებულმა გადმომხედა გიომ.
- საკუთარ თავს რომ ვუმზერ ამიტომაც ვამბობ! - ტკივილისგან ხმა გამებზარა.
- დედას გაფიცებ, არ იტირო! - დაფეთებულმა გამომხდა - შენც ხომ იცი, ეგ არ მიგულისხმია, არ მინდოდა გწყენოდა! - აშკარად ინანა საკუთარი სიტყვები.
- ვიცი, თუმცა ჩემგან განსხვავებით, თქვენ ერთმანეთი გიყვართ!
- ეე, აბა რა, ტო! -მხარზე ძმაკაცივით დამარტყა ხელიდა ისევ უადგილოდ ჩატენა ჟარგონი. ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა, მაგრამ ღიმილი მაინც გამეპარა სახეზე.
ჩვენ ჩვენს საფიქრალში ჩართულნი რამოდენიმე წუთით ორივენი გავჩუმდით, გიოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ნიძლავს დავდებდი, ისევ საყვარელ ქალზე ფიქრობდა.
- ავტომობილს ეზოში შევიყვან და ეხლავე მოვალ! - ჩემი სახლის შესახვევთან გამიჩარა მანქანა.
- არ დაიგვიანო, იცოდე გელოდები! - იქვე დაწყობილ ნათურებს დავწვდი მე და შეძლებისდაგვარად სხარტად ჩამოვედი.
- ორ წუთში მანდ ვართ მე და ჩემი იარაღი! - მხიარულად შემომცინა მან.
ყინვამ ძვალ-რბილში გაატანა, ორივე ხელით ლაბადა მჭიდროდ შემოვიჭირე, ნათურები გულზე მივიკარი და სახლის მიმართულებით ბორძიკით წავედი. თოვდა, ქარს ნამქერიც მოჰქონდა, გამოსახულებების გარჩევა საკმაოდ ჭირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც აშკარად დავინახე სავალი გზიდან გვერზე გადაწეული ავტომობილი და შუა გზაზე მდგომი ადამიანის ლანდი. მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი, როგორც კი გზაზე მდგომ მამაკაცში ჩემი ყოფილი ქმარი ამოვიცანი, ისე ბარბაცებდა აშკარად ნასვამი იყო.
- ქალბატონო, გვანცა, როგორ ბრძანდებით?! - ვახოს ხმის გაგონებაზე ტანში გამცრა - თქვენთვის ახალი წელი, რომ არ მომელოცა არ შემეძლო!..
უცნაური შეგრძნება დამეუფლა, მისი ჩასისხლიანებული, ზიზღით სავსე თვალების დანახვაზე თითქოს წარსულის ყველა ტკივილმა ხელახლა შემახსენა თავი, თითოეული მისი დარტყმული მეტკინა. მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ადგილზე გავხევდი, ნაბიჯის გადადგმასაც კი ვეღარ ვბედავდი.
- უკვე მომწყინდა შენი ლოდინი, შენთვის და შენი კუროსთვის ისეთი საჩუქარი მაქვს მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ!
ეხლაღა შევნიშნე, გვერდზე მდგომი ავტომობილიდან რამოდენიმე ნიღბიანი, რკინის ძელითა და რეზინის დუბინკით შეიარაღებული ბიჭები რომ გადმოვიდა. ვახოს მზერას არ ვაშორებდი, ფრთხილი ნაბიჯით უკან-უკან ვიხევდი.
- ტყუილად წვალობ, ლამაზო, შენს მდგომარეობაში სირბილი არ შეიძლება, ამ საღამოს ერთად უნდა გავერთოთ! - სახე ზედმეტად ახლოს მომიტანა - იმედია ჩვენი გართობა არ დაგავიწყდა, თუ არადა არც ეგაა, პრობლემა უცებ აღგადგენინებ, პრაქტიკის ამბავია! - ხითხითით გამომიცხადა მან.
მივხვდი, გულითაც რომ მდომოდა მაინც ვერ გავიქცეოდი, ამ სიტუაციაში ერთად ერთი რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ პირველი დარტყმა ჩემით მიმეყენებინა, კატასავით სახეზე ვეტაკე და მთელი ძალით ჩამოვკაწრე.
- ოხ, მე შენი!... - მისი ბილწი გინება გავიგე და მძიმე მეტალიც მომხვდა.
მირტყამდნენ შესაშური სიმშვიდით, გამეტებით, რიგ-რიგობით, სახეში, წელში, მუცელში, მირტყამდნენ წიხლებს, მუშტებს, დუბინკებს. ვკიოდი, ვტიროდი, მშველელს ვუხმობდი, მაგრამ თითქოს განგებ ქარის ზუზუნში ჩემი ხმა არავის ესმოდა. საკუთარ თავს აღარ ვჩიოდი, ემბრიონის ფორმაში მოკუნტული, მუცელს ხელებით ვიფარავდი და ვცდილობდი, როგორმე ნაყოფი დარტყმებისგან დამეცვა, მაგრამ უშედეგოდ...
პირის ღრუ საკუთარი სისხლით მევსებოდა, ნელ-ნელა ძალას ვკარგავდი, აშკარად გამოსახულებებსაც ვეღარ ვარჩევდი, ვხედავდი ფერები როგორ გაფერმკლთალდა, ცოტაც და გრძნობასაც დავკარგავდი, თვალებს ვეღარ ვახელდი, მხოლოდ ხმით თუ ვარჩევდი რა ხდებოოდა გარშემო, სწორედ ამ დროს გავიგონე გიორგის განწირული:
- გვანცააა!...
იარაღიდან გასროლილმა რამოდენიმე ტყვიამ მჭახე ხმით გაკვეთა კიდევაც სივრცე. უკანასკნელი რაც შევიგრძენი, ჰაერში დატრიალებული დენთის მწარე სურნელი იყო.
ჩემმა მეგობარმა აშკარად არ ააცილა, ამას ვახოს ღმუილით მივხვდი.
- დროზე მანქანაში!... - ბრძანებას ავტომობილის საბურავებისა და დამწვარი ხუნდების სუნიც მოჰყვა და ყველაფერი დამთავრდა.
ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა გაყინული ხელებით, სასოწარკვეთილი მშველელს უხმობდა, არ ვიცი მომესმა თუ არა, თითქოს დედაჩემის კივილიც გავიგონე. გონს მოსვლას მთხოვდა. მისი დაზაფრული, შეშინებული ხმა მესმოდა, მე კი არ მქონდა ძალა მეპასუხა, ოდნავ მაინც დამემშვიდებინა.
შემდეგ იყო სირენები, საკაცე, ნელ-ნელა მათი ხმებიც დაიკარგა, ყველაფერი გაუფერულდა და ტკივილიც შეწყდა.

№1  offline მოდერი sameone crazy girl

გული მიჩერდება ამ გოგოს ამბის წამკითხავს...
ველოდები შემდეგს

№2  offline მოდერი ლილიანა

როგორ იტანჯება ეს გოგო :(
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№3  offline მოდერი Behandice

ისეეე გავცოფთი ისე გავბრაზდი ემოციები როგორ გამოვცე აღარ ვიცი,სიბრაზისგან ცრემლებით ამევსო თვალები,რა არაკაციაა ეს ვახო!როგორ ცემა ასე დაუნდობლად ორსული გვანცა,ღმერთო როგორ მეცოდება ეს გოგო,მიუხედავად იმისა რომ ეს ისტორია ნამდვილი არა ბევრი ხდება ასეთი და გული მტკივა,ამ ისტორიის კითხვა რომ დავიწყე ვერ ვიფიქრებდი ამდენს თუ გადაიტანდა გვანცა,ძალიან მეცოდება მაგრამ მაინც ძლიერად დგას ამდენი რამის შემდგე,მაინტერესებს რატომ წამოვიდა სახლიდან და რამოხდება მომავალში,ველოდები შემდეგ თავს!შენ როგორც ყოველთვის ძალიან კარგად გადმოცემ ყველაფერს! heart_eyes

№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი... ყველაფერს ველოდი ამას კი არა... არ ვიცი რა ვთქვა ამ გოგომ ამდენი რამ როგორ გადაიტანა და ასე როგორ გაუძლო... საოცარია პორდაპირ... მართლა არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის და ამ ყველაფრის მერე მაინც ვერ ვხვდები რა უნდა თბილისში დედობილმა ასე კარგად თუ მიიღო და კარგი ირთიერთობა თუ ქონდათ... პატარა ძალიან მეცოდება და ვახო იმედია პასუხს აგებს ყველაფრის გამო... მოკლედ ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ე.ი. ექიმის დანიშნულებას ისე ჩავუქროლე რომ ახლაც ძლივს ვითქვამ სულს smile . სულ მქონდა იმედი სანდრო რომ ეტყოდა, შეგიძლია ეგ გამოტოვოო, მაგრამ არა. ამ თავზე რა უნდა ვთქვა, ალბათ ასე იყო საჭირო. ისე ძალიან მაინტერესებს ისეთი რა დაემართა, რომ წანწალი დაიწყო, მაშინ როცა დაუთოებას საკუთარი ნება-სურვილით იტანდა. ვერ არისმეთქი ეს გოგო თავიდანვე ვთქვი.

№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ესს არისს არადამიანობაა ......... ეს ექიმი იმის მაგივრად რომ ენუგესჰებინაა და დახმარებოდაა ან იცოდაა რა დგეში იყოოო ეს გოგo რომ დაადანაშაულაა სხვისი ცხოვრების განკიტხვა ადვილიააა.. დამაცყდა ნერვებიი.... რა სადისტობა ვერ გავიგეეე..... შვილიი საკუტარი შვილიიი არ დაინდო კაცმააა.....ნერვებიი პიკს მაქვსს ..... რაცარუნდა სიფელში ვცხოვრობდე ასეთ რამეს ვერ მოვითმენნნნ.. მარაზმიააა .... გული მეტკინა ძალიანნ ამ გოგოსს საცოდაოიტტტ......... არ მიცყინო ავტორრ მე შენ ძალიან მომცონხზარრ და შენი ისტორიებიცც.... უბრალოდდ შემი აზრი გამოვხატეე.. რომმ არ დამეცელაა ალბადდ გავსკდებოდიიიიი.........

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

რამდენადაც შევამჩნიე, კომენტარებში ძირითადად ერთი და იგივე თემაზე საუბრობთ, იმედია არ მიწყენთ მეც თუ ერთ მთლიან პასუხს მოგწერთ <3 :D ექიმის დანიშნულება ასე თუ გაგახალისებდა არ მეგონა, ზოგჯერ, ოდნავ სხვა თემაზე ყურადრების გადატანაც საჭიროა, დუნდები-დუნდები და... :D რაც შეეხება ექიმის რეაქციას, ასეთი მკვახე პასუხებიც სამწუხაროდ საკმაოდ ხშირია, ადამიანები ისე აკეთებენ დასკვნებს, ისე გამოაქვთი განაჩენი, რომ ერთი წამიტაც კი არ უფიქრდებიან წინმდგომის ემოციებს და ამ შემთხვევაში ერთი და იგივე სიტუაციაა, როგორც სოფლად ასევე ქალაქად. იმედია ზედმეტად მძაფრად და უარყოფითი კუთხიდან არ მიწევს ამ ყველაფრის ჩვენება. მალე დაიკმაყოფილებთ ცნობისმოყვარეობას, როგორც იქნა მივედით იმ ნაწილამდეც, როცა ვიგებთ სოფლიდან წამოსვლის მიზეზსაც, არ ვიცი ასეთი გადაწყვეტილებისთვის რამდენად სერიოზულ საბაბად ჩათვლით, ეს თქვენი შესაფასებელია, მე კი გაბადრული ვზივარ და უზომოდ მიხარია თქვენი თითოეული სიტყვა <3 <3 <3

№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

murachashvili

ესს მხოლოდ სოფლის პრობლემა არ არის ასეტი პრობლემა ყველგანნ არის ყველგან შევხვდებით.. ცოლის და შვიილისს მიმართ ასეტტ ზადიზმსს ეს ამორალურიააა არაადამიანურიაა როცა ცოლზეე ხელსს აცევ და შვილსს მოკლავვ...... ასეტიი ადაიანები რომ მარტტლაც გიჯები არიანნ.... ტავი არუნდა შეაკლაა ასეტტ ადამიანებს როცაა არ გაფასებენნ...სიტყვები არ მყოფნისსს რა ვტქვაა... ძალიან მაინტეერესებსს რა გახდა ამ გოგოსს მიზეზი სოფლიდანნ ცამოსვლისს ვეელოდებიი...

№9  offline წევრი aNuGi

ზოგჯერ ვფიქრობ რა მოხდება ასეთი არაადამიანების დაჭერა შემეძლოს და ზუსტად ისე მოქცევა როგორც სხვებს ექცევიან! ზუსტად ისე, არც მეტი არც ნაკლები რომ დაინახონ რას ნიშნავს ასეთი უგულობა და ადამიანის გამწარება.
შენ საოცარი ხარ! ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ხოლმე და ახალ თავს სულმოუთქმელად ველოდები!
ექიმი რა ქალია :დ მართალია ცუდად მოიქცა ასე რომ გაკიცხა მაგრამ ეს "მოულოდნელი ორსულობა" ძალიან პოპულალურია ახალგაზრდებში და ალბათ მასსაც ამოუვიდა ყელში :დ
ძალიან მაგარი ხარ!
წარმატებები!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნარჩიტა
murachashvili
რამდენადაც შევამჩნიე, კომენტარებში ძირითადად ერთი და იგივე თემაზე საუბრობთ, იმედია არ მიწყენთ მეც თუ ერთ მთლიან პასუხს მოგწერთ <3 :D ექიმის დანიშნულება ასე თუ გაგახალისებდა არ მეგონა, ზოგჯერ, ოდნავ სხვა თემაზე ყურადრების გადატანაც საჭიროა, დუნდები-დუნდები და... :D რაც შეეხება ექიმის რეაქციას, ასეთი მკვახე პასუხებიც სამწუხაროდ საკმაოდ ხშირია, ადამიანები ისე აკეთებენ დასკვნებს, ისე გამოაქვთი განაჩენი, რომ ერთი წამიტაც კი არ უფიქრდებიან წინმდგომის ემოციებს და ამ შემთხვევაში ერთი და იგივე სიტუაციაა, როგორც სოფლად ასევე ქალაქად. იმედია ზედმეტად მძაფრად და უარყოფითი კუთხიდან არ მიწევს ამ ყველაფრის ჩვენება. მალე დაიკმაყოფილებთ ცნობისმოყვარეობას, როგორც იქნა მივედით იმ ნაწილამდეც, როცა ვიგებთ სოფლიდან წამოსვლის მიზეზსაც, არ ვიცი ასეთი გადაწყვეტილებისთვის რამდენად სერიოზულ საბაბად ჩათვლით, ეს თქვენი შესაფასებელია, მე კი გაბადრული ვზივარ და უზომოდ მიხარია თქვენი თითოეული სიტყვა <3 <3 <3

ესს მხოლოდ სოფლის პრობლემა არ არის ასეტი პრობლემა ყველგანნ არის ყველგან შევხვდებით.. ცოლის და შვიილისს მიმართ ასეტტ ზადიზმსს ეს ამორალურიააა არაადამიანურიაა როცა ცოლზეე ხელსს აცევ და შვილსს მოკლავვ...... ასეტიი ადაიანები რომ მართლაც გიჟები არიანნ.... თავი არუნდა შეაკლაა ასეთ ადამიანებს როცაა არ გაფასებენნ...სიტყვები არ მყოფნისსს რა ვთქვაა... ძალიან მაინტეერესებსს რა გახდა ამ გოგოსს მიზეზი სოფლიდან წამოსვლისს ვეელოდებიი...

მოგესალმები, წინა კომენტარშიც ვთქვი და კიდევ გავმეორდები, ძალადობის პრობლემა ძალიან მძაფრად დგას ყველგან, ამ ბოლო დროს ხომ მოზალადე ქალებიც გამოცნდნენ smiley თავი ნამდვილად არავის არ უნდა შეაკლა, თუმცა ვიდრე შეკვლამდე დადგება ალბათ საკუთარი უფლებებისთვის უნდა იბრძოლო :D

aNuGi
ზოგჯერ ვფიქრობ რა მოხდება ასეთი არაადამიანების დაჭერა შემეძლოს და ზუსტად ისე მოქცევა როგორც სხვებს ექცევიან! ზუსტად ისე, არც მეტი არც ნაკლები რომ დაინახონ რას ნიშნავს ასეთი უგულობა და ადამიანის გამწარება.
შენ საოცარი ხარ! ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ხოლმე და ახალ თავს სულმოუთქმელად ველოდები!
ექიმი რა ქალია :დ მართალია ცუდად მოიქცა ასე რომ გაკიცხა მაგრამ ეს "მოულოდნელი ორსულობა" ძალიან პოპულალურია ახალგაზრდებში და ალბათ მასსაც ამოუვიდა ყელში :დ
ძალიან მაგარი ხარ!
წარმატებები!

მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის heart_eyes რაც შეეხება ექიმს, ალბათ მისგან ასეთი რეაქცია დიდად მისაღები არაა, მაგრამ რატომღაც მგონია ორსული არასრულწლოვნის დანახვაზე პირველი რეაქცია ასეთი აქვთ. smile ვახოს შეფასებაში უდაოდ გეთანხმები, ასეთი ხალხის წარმოდგენაზე ზოგჯერ მეც ისეთი აზრები მომდის, რომ მათზე მეტი სატისტი საკუთარი თავი მგონია :D

№11  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

რათქმაუნდა მაგას ვლაპარაკობ რომ თავი არავის არუნდა შეაკლა... არც მოძალადე ქალის მესმის და არც კაცისს .... ცუდიაა ასეტიი ადამიანები რომ არსებობენნ.... ავტორრ მაგარი ხარრ ძალიან და ველოდები ახალ თAვსსს დიდი მოთმინებით :*

№12 სტუმარი თა თუ

გოგოს ტვინით გულით სულით ავადმყოფი ქმარი ყავდა თან ქალაქშიც ერთი ორჯერ შეხვდა და რა ეგონა ნეტავ რას იფიქრებდა რომ დადიოდა ამ გამობზეკილი მუცლით?! დავიჯერო არანაი რეაქციას არ ელოდა? მათლა ბატია რააა :/

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent