შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშიში ზღაპრები 2


29-08-2016, 20:46
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 489

დილით ბედნიერს გაეღვიძა და ტელეფონზე ნეითის მოწერილმა მოკლეტექსტურმა შეტყობინებამ : ‘’დილამშვიდობისა პატარავ’’ გული კიდევ უფრო გაუთბო. ძალიან უყვარდა ნეითი იმაზე მეტად ვიდრე ადამიანს შეეძლო სიყვარული. შეეძლო ჯოჯოხეთამდე ჩაჰყოლოდა თუ ეს საჭირო გახდებოდა.
დარლინგ-სტრიტზე ყველა მხიარული იყო და მათ მირაც შეუერთდა.
-ძვირფასო ბედნიერი ჩანხარ
-ბედნიერი ვარ დე. მამა სამხარურშია?
-კი ამ ბოლო დროს ბევრს მუშაობს
-ხოო.. დიდი ხანია ნორმალურად არ გვილაპარაკია
-სამაგიეროდ დღეს საღამოს ოჯახური ვახშამი გვექნება და მალე მოვა
-ძალიან კარგი მანამდე მე გარეთ გავალ
-კარგი ძვირფასო
სიამოვნებდა დედასთან საუბარი მუდმივად კარგ ხასიათზე აყენებდა მისი ტკბილი და ჟღერადი ხმა რომელიც მირას მისგან გამოყვა მემკვიდრეობით. მასაც ნაზი ხმა ჰქონდა და კიდევ შესანიშნავი სურნელი თითქოს იისა და თაფლის ნაზავის სუნი ასდიოდა. ლივი ყოველთვის ეჭვობდა რომ სუნამოს ხმარობდა მირა თუმცა ეს ასე არ იყო მირას ბუნებრივად ჰქონდა ასეთი მათრობელა და ტკბილი სურნელი რომელიც გიზიდავდა
უიკერის ხიდი ლამაზი და ტრაგიკული იყო თითქოს ტიროდა და თან იღიმოდა. მირას ყოველთვის ეგონა რომ ამ ხიდთან უდიდესი კავშირი ჰქონდა თავის თავს ამსგავსებდა მაგრამ რატომ? პასუხი არ ჰქონდა.
აქედან შესანიშნავი ხედი იშლებოდა მაგრამ ახლა სულ სხვა რამემ გაიტაცა თვალწინ რაღაცამ გაუელვა და მოიღუშა თითქოს მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დაცვა სურდა.ცუდ ხასიათზე დადგა და როდესაც გონს მოვიდა უკვე სახლთან იდგა. წარმოუდგენელია გზა ისე გავლო ვერც გაიგო. სახლში ცუდი წინათგრძნობით დამძიმებული შევიდა.
-რა ხდება? რატომ ხარ ასეთი შეწუხებული?
-უბრალოდ... ცუდი წინათგრძნობა მაქვს
აბა როგორ ეთქვა რომ დღეს მთლიანად გაითიშა და თავისი სეირნობის ფრაგმენტებიღა ახსოვდა? ისედაც გააწვალა მშობლები.
მირამ პირველად იმ დღეს იგრძნო და დაზაფრა ამ გრძნობამ რომ რაღაც ისე ვერ იყო. თავის ოთახში ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი უღიმღამოდ აკეთებდა საშინაო დავალებებს რომლებიც უკვე ძალიან მოსწყინდა მიუხედავად იმისა რომ წარჩინებულ მოსწავლეთა დაფაზე მისი სურათი რამდენიმე წელია არ ჩამოხსნილა.
მალე საშინელმა სანახაობამ სულით ხორცამდე შეძრა. რა იყო ეს? ასეთი რამ არასდროს უნახავს არც მირას და არც დარლინგ-სტრიტის მოსახლეობას. რა უნდა ეწოდოს ამას?? ‘’თვითმკვლელი ყვავები’’? ან იქნებ ‘’თვითმკვლელი ყვავები თავს ესხმიან სახლებს’’? ალბათ უბრალოდ ‘’თვითმკვლელი ყვავები’’. მირას დღესაც ახსოვს რას გრძნობდა როცა ათობით ყვავი საზარელი ხმაურით მოაწყდა მის ფანჯარას და არა მარტო მისას. ტანში ახლაც ჟრუანტელი უვლის და ხელებს მკლავებზე იჭდობს. მათი ჩხავილი და თითქოს მესიჯი მირასთვის რომ ისინი მალე მოვიდოდნენ ერთგვარი მინიშნება აღმოჩნდა მირასთვის.
იმ დღიდან მხოლოდ მისი ტირილი და შოკი ახსოვს და კიდევ დედის პანიკური ყვირილი
-ოო არა მოვლენ! მოვლენ!
და მამის სიტყვები
-დამშვიდდი ძვირფასო მას დავიცავ
მერე დაეძინა და მეორე დილით თავის ტკივილით გაეღვიძა.
დედა საწოლზე იჯდა და უღიმოდა
-პატარავ ახლა როგორ ხარ?
-მე კარგად დე რა მოხდა?
ნელა წამოჯდა საწოლზე და გახსენება დაიწყო.
-ეს რა იყო?
იკითხა შიშისგან გაფართოებული თვალებით.
-ეს უბრალოდ... მე თვითონაც არ ვიცი
მირას ახსოვდა დედის პანიკური ყვირილი და სიტყვები. მან რაღაც იცოდა და მალავდა.მირას ხმა არ ამოუღია მთელი დღე გაქვავებული იჯდა სანამ არ მოსწყინდა და ბიბლიოთეკაში წასვლა არ გადაწყვიტა.
-დე გავდივარ
-კარგი
რატომღაც უხასიათოთ მოეჩვენა რადგან მოჩვენებასავით დადიოდა სამზარეულოში მაგრამ მირას იმის თავიც არ ჰქონდა რომ რაიმე ეკითხა და მგონი ნაწილობრივ აღარც ენდობოდა მან ხომ მოატყუა და სიმართლე არ უთხრა?
ნელა გავიდა ეზოდან საერთოდ ძალიან უყვარდა ნელა სიარული და თან ბიბლიოთეკა არც ისე შორს იყო. სამწუხაროდ დაკეტილი დახვდა მაგრამ ისე უნდოდა რაიმეთი გართობა რომ სხვა ბიბლიოთეკისკენ აიღო გეზი რომელშიც არასდროს ყოფილა. უიკერის ხიდი გადაირა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ უდიდეს შენობას მიადგა.
დერეფანში შესულს ცუდი წინათგრძნობა ტანჯავდა. ამ დერეფანში თითოეულ კუთხეში დაბუდებული სიბნელე და სიცივე აწუხებდა. აფორიაქდა როდესაც ბიბლიოთეკარის დაღარული სახე დაინახა მაგრამ არ შეიმჩნია ეს ხომ უზრდელობა იყო. ბიბლიოთეკარს სახეზე ნაოჭები დასტყობოდა მის სახეს დიდი ნაიარევი ‘’ამშვენებდა’’ რომელიც თვალის კუთხიდან იწყებოდა და პირთან ჩერდებოდა. ეს გარეგნობა თავიდან საზარლად ეჩვენა და კინაღამ გადაიფიქრა შესვლა თუმცა ოთახში გამეფებულმა მყუდროებამ და მდუმარებამ იხმო და კარი შეაღო. მოხუცი მისკენ შეტრიალდა და სევდიანი თვალები მიაპყრო. დაღლილი სახე ჰქოდა მისი მძიმე ცხოვრება თვალებში ასახულიყო. ბიბლიოთეკარს არ გაუღიმია ისე როგორც სხვები იღიმოდნენ მექნიკურად რადგან მოსულთათვის კეთილგანწყობა დაენახვებინათ. არა ეს ქალი ყურადღებას თავისი ბუნებრივობით იქცევდა.
წიგნების სუნზე გიჟდებოდა მირა სულ ასე იყო არც ახსოვს რომ ოდესმე წიგნი კარგად არ დაეყნოსა და კითხვა მერე არ დაეწყო. უცნაურია მაგრამ თვლიდა რომ წიგნები საუბრობდნენ.როდესაც დაინახა რომ ბიბლიოთეკარი წიგნს ყნოსავდა ძალიან ნაცნობ ადამიანად ეჩვენა და გადაწყვიტა დალაპარაკებოდა მას.
-შესანიშნავი სუნი აქვს არა?
-შესანიშნავი
-ამასთან თითქოს საუბრობენ. გთხოვენ რომ ხელი მოჰკიდო და წაიკითხო ხელით შეეხო მის მტვრიან ყდას და გადაშალო რადგან უკვე წლებია მათთვის ხელი არავის შეუხია. საუბრობენ, მე მათ საუბარს ვისმენ და ჩემებურად ვესაუბრები
უეცრად უცნობი ქალი შეკრთა და კარგად დააკვირდა მირას. თითქოს რაღაცას ვერ იჯერებდაო ისე უყურებდა მისი სახის ნაკვთებს და მერე მირა მას მიუახლოვდა ისეთი სახე ქონდა გეგონება გული წაუვაო და მირამ მხოლოდ ხელის მისაშველებლად გაიწოდა ხელი მაგრამ ბიბლიოთეკარის რეაქციამ გააშეშა. ის განზე გახტა და მირას შეეხვეწა
-გთხოვ არაფერი დამიშავო გთხოვ!
-მე..მე თქვენ არაფერს დაგიშავებთ
დაიბნა მირა
-ვიცი რომ ის ხარ... ვიცი... მაგრამ გვეგონა მოკვდით... გეფიცებით არ გვიღალატია მათი ბრალი იყო...გთხოვთ არაფერი დამიშავოთ...ამ საქმეს თავი დავანებე
უფრო თავისთვის ჩურჩულებდა ქალი ვიდრე მირას ეუბნებოდა.
რა ხდება? მთელი ხმით გაჰკიოდა ქვეცნობიერი მირას კი აქედან რაც შეიძლება მალე წასვლა უნდოდა მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა...თითქოს...თითქოს თავისმა სიბრაზემ შებოჭა და ვერ ინძრეოდა.
სრულიად უმიზეზოდ თაროდან რამდენიმე წიგნი გადმოვარდა და ამას მეორე თაროც მოჰყვა. ქარი უბერავდა? არა არ იყო ძლიერი ქარი უფრო სიო სიოს კი იმის ძალა არ აქვს რომ ეს გააკეთოს.
-მე..ბოდიში...მაპატიეთ უბრალოდ უბრალოდ ვერ ვხვდები...გთხოვთ მაპატიეთ
რაღაც წაიბურტყუნა მირამ და ვერც ქალის გაკვირვებული სახე შეამჩნია ისე გავარდა ღია კარში რომელიც რატომღაც ღია დახვდა არადა ახსოვს დაკეტა თუმცა ჯერ ამაზე ვერ იფიქრებდა. დერეფანში ჩრდილებს ხედავდა და მთელი ძალით გარბოდა (რამდენადაც ეს მის გამოუსადეგარ ფილტვებს შეეძლო) უნდოდა როგორმე თავი დაეღწია ამ უცნაური ფორმის ჩრდილებისთვის და მალე გარეთ გავარდა აქოშინებული.
-ღმერთო!
სიტყვებს ოხვრა ამოატანა და იქვე ქვაზე ჩამოჯდა დასასვენებლად მაგრამ ხმა ჩაესმა
-მირა! მირა!
თითქოს ვიღაც ეძახდა...უფრო სწორეთ სისინებდა
მირამ თვალები დახუჭა და ცრემლებისგან თავი ვეღარ შეიკავა თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა
-მირა არ შეგეშინდეს! დარჩი ძლიერი!
ჩურჩულებდა მის ყურთან უცნობი ხმა რომელმაც ძალა შესძინა და ფეხზე წამოაყენა. მირამ ცრემლები შეიმშრალა და როცა მიხვდა ჰაერი არ ყოფნიდა ჯიბიდან ინჰალატორი ამოაძვრინა.
ახსოვს როგორ არ მოსწონდა ეს ნივთი და სულ სადღაც ეგდო. ამბობდა არ სჭირდებოდა და მის გარეშეც ისუნთქებდა თუმცა ახლა მისთვის ინჰალატორი ყველაზე ძვირფასი ნივთი გახდა და მის გარეშე სიარულსაც კი ერიდებოდა.
როცა უიკერის ხიდს მიაღწია მხოლოდ მაშინ დამშვიდდა და ისევ ატირდა. რა სჭირდა? ისევ შეეფეთა შიშველ რეალობას რომ არანორმალურია და რაღაც სჭირს. ღმერთო! იქნებ ტვინში სიმსივნე აქვს და მეტასტაზები მის ორგანიზმს მოედო და ეს ყველაფერი უბრალოდ მოეჩვენა? ახლა როცა საღად აზროვნებდა ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი ვერ მოხდებდა. იქნებ მომაკვდინებელი სენი აქვს? ამან სულ აურია ხასიათი მაგრამ ნაცნობმა სკამმა რომელზე ჯდომაც უყვარდა დაამშვიდა.
ხვდებოდა რომ მაინცდამაინც კარგი შესახედი არ იყო და სახლში ვერ შევიდოდა დედას შეეშინდებოდა და... მაგრამ იქნებ მოეყოლა ყველაფერი და დედა დაეთანხმებინა გამოკვლევებზე წაეყვანა? მირას უკვე ეჭვი ეპარებოდა მართლა საღ გონებაზე იყო თუ არა
გაყინული იჯდა ერთ ადგილას და ვერ ინძრეოდა მალე ბინდი ჩამოწვა. ცა განთიადისფრად შეიღება, მზე ჩადიოდა და ცაც ნელ-ნელა კარგავდა მომაჯადოებელ ძალას. ნელ-ნელა იკარგებოდა თვალისმომჭრელი ფერთა გამა. ღამე მოდიოდა იდუმალი და სასტიკი. მკვდარი სიბნელე ჩამოწვა და მირა იძლებული გახდა სახლში შესულიყო.
ნეტავ კარი არ შეეღო და დედ-მამის გაფითრებული სახეები არ დაინახა
-მირა სად იყავი?
არ იყო მკაცრი მამამისი მაგრამ ახლა ეტყობოდა მასზე ძალიან ღელავდა და მირამ გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა.
-მამა რაღაც საშინელება მოხდა მაგრამ აზრზე არ ვარ ეს მართლა მოხდა თუ მომეჩვენა
დედა და მამა აღელდნენ და ერთმანეთს შეშინებული თვალებით გადახედეს
-ბიბლიოთეკაში გადავწყვიტე წასვლა და...
მირა გაშეშებული იჯდა სკამზე და როცა ხელმეორედ ახვევდა კადრებს გონებაში ლამის ეკივლა. არ ავიწყდებოდა უცნაური სისინი და ამ სისინთან დამაწყნარებელი ხმები
-დე რამე ხომ არ მჭირს?
ხმა აუკანკალდა გოგონას და თვალები ცრემლებით აევსო
-არა პატარავ არაფერი გჭირს
თბილად ჩაეხუტა შვილს ნინა და დამშვიდება დაუწყო თან მეუღლეს თვალით რაღაცას ანიშნებდა.
მირას არ სძინებია არ იცოდა რატომ ლანდავდა სახლის ფანჯრიდან, აგერ იმ ბუჩქნარში ორ მანათობელ თვალს რომელიც მიშტერებოდა? ტირილისგან თვალჩაწითლებულს დაეძინა და დილით მალე ადგა არც ახსოვს რამდენ ხანს ეძინა ორი საათი? სამი? არც იცის.
დედის ქვითინი გაიგო და დაბლა ჩუმად ჩაირბინა
-ხომ გეუბნებოდი წაიყვანენ თქო რა დაავიწყებდათ მის თავს? ყველაზე ძლიერია
-ვიცი ვიცი სულელი ვიყავი.
მალე მამამისმა ხმა ამოიღო
-უნდა გავიქცეთ
დედას ჯერ გაეცინა მაგრამ მერე სიცილი შეწყვიტა და რაღაც გეგმების დაწყობა დაიწყო მირამ კი ვეღარ დაუგდო ყური მათ ლაპარაკს და მაღლა ავიდა
ვინ იყვნენ მისი მშობლები? იქნებ ქურდები რომ გარბოდნენ ან მკვლელები?
თვალები დახუჭა და დაეძინა. ეს ერთი დღეც დაესვენა და მერე ყველას და ყველაფერს დაუბრუნდებოდა. ისე დაიჭერდა თავს თითქოს არაფერი მომხდარა. კარგად იქნებოდა...
მალე ფიქრი შეწყვიტა და ღრმად დაეძნა ისეთი ძლით რომლითაც უკვე კვირებია არ სძინებია თითქოს ვიღაცის მფარველობის სჯეროდა...თითქოს ის ქალი აწყნარებდა ვინც გუშინ ყურში გამამხნევებელი სიტყვები უჩურჩულა.
მირას შუადღისას გაეღვიძა და ისევ ფანჯრიდან გადაიხედა. ისევ ის ორი მანათობელი თვალი და გაშტერებული,ცივი მზერა რაღაც ადამიანური.
არა! ახლა ფიქრი არ სჭირდებოდა უბრალოდ გონებას ამის ძალა არ ჰქონდა ამიტომაც დამამშვიდებლის ერთი აბი დალია და ისევ ტკბილ სიზმრებში გადაეშვა მაგრამ ახლა ტკბილი კი არა მტანჯველი, გრძელი და ფერმკრთალი სიზმარი ესიზმრა. მხოლოდ მორგის თეთრი კედლები და დედ-მამას გათეთრებული, ჩალურჯებული სხეულები ყველაზე საშინელი ის იყო რომ ისიც მათთან ერთად იწვა მაგიდაზე გაკვეთილი, მაგრამ არა მკვდარი. გრძნობდა როგორ აფათურებდნენ ხელებს მის ორგანიზმში მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ტკივილსაც გრძნობდა მაგრამ რა?? არაფერი უბრალოდ გრძნობდა.
მერე გაეღვიძა და თავის ოთახში ადამიანის მოხაზულობის ჩრდილი დალანდა.
-არა!
იყვირა შეშინებულმა და ხელი სანათურისკენ წაიღო მაგრამ სინათლეზე არაფერი ჩანდა.
უკვე კრგად დაღამებულიყო. ისევ გაიხედა ფანჯრიდან და ღმერთო! ახლა ორი თვალი კი არა ორი წყვილი ღამესავით ბნელი თვალი უყურებდა მიუხედავად სიბნელისა მირა ხედავდა. ისე გრძნობდა თავს როგორც სიზმარში რამდენიმე წუთის წინ.
ვერაფრით დაიძინა და ისევ დამაშვიდებელი დაიხმარა.
დილით თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა ‘’სულელი თინეიჯერი’’ ასე ერქვა იმ სპექტაკლს რომელიც უნდა ეთამაშა.
მთავარი აზრი იმაში იყო რომ უნდა უერყო უცნაურობა რაც ბიბლიოთეკაში მოხდა და მშობლებისთვის უნდა ეთქვა ‘’ალბათ მომეჩვენა ხომ იცით ყველაფერს ვაზვიადებ’’
მხიარულად ჩაირბინა კიბეები
-დედა! მამა! აბა როგორ ხართ?
-კარგად შვილო. მხიარული ჩანხარ დღეს
ტკბილად მიუგო მამამ
-კი მამა კარგად ვარ. დე რამეს შევჭამ სკოლაში უნდა გავიქცე და პირველად საუზმის დრო დამრჩა
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. ისევ გაკვეთილები და ათასი ადამიანის სახე ვისაც მირა არ იცნობდა და ვისი გაცნობაც სულ არ უნდოდა.
კარში ნეითი დალანდა და მისკენ გაიქცა.
მისი შავი თვლალები ათბობდა და ძირავდა.
-მიყვარხარ
უჩურჩულა ყურთან და ეშმაკურად ჩაიცინა როდესაც გოგოს დაბნეულობა დაინახა მაშინ როცა ყურის ბიბილოზე უკბინა.
-ოუ, ისა...ხო...მოკლედ
-კარგი წამო
ხელი ჩაჰკიდა და გარეთ ერთად გავიდნენ.
-იცი კარგი იქნება უფრო დიდი ხანი რომ გავატაროთ ერთად
მირამ ტუჩზე იკბინა ეს მისი ერთერთი ჟესტი იყო რომლითაც ნეითს ყურადღებას უფანტავდა.
-დღეს კინოში წავიდეთ
თვალები გაუბრწყინდა ნეითს
-კარგი
მირაც არანაკლებ აღფრთოვანებული ჩანდა თუმცა შიში ყურადღებას უფანტავდა და ხანდახან თვალებს უაზროდ აცეცებდა.
ნეითმა მალევე შეამჩნია მისი დაბნეულობა
-კარგად ხარ?
-კი კი
-მაშინ დღეს რვაზე გამოგივლი და ’’me before you’’-ს ვუყუროთ
თვალი ჩაუკრა ნეითმა რადგან იცოდა რომ მირას ამ ფილმის ყურება ძალიან უნდოდა მას შემდეგ რაც ტელევიზორში თვალი მოკრა მის ტრილერს
-კარგი
მირა არ ჩანდა ისეთი აღტაცებული რადგან აგერ უკვე მერამდენედ ხედავდა შავ თვალებს რომლებიც ისევ და ისევ მისკენ იყო მიმართული.
-‘’ღმერთო დამეხმარე’’
ცხოვრებაში პირველად გაიფიქრა მირამ რომელმაც პირველად ითხოვა შველა ღმერთისგან.
იმ დღეს რომ სცოდნოდა რაც მოხდებოდა სახლში არასდროს მივიდოდა და იმ წყეულ მანქანაში ქალაქიდან გასაქცევად არ წავიდოდა
ახსოვს როგორი მარტივი იყო ცხოვრება მანამდე ბევრი კარგი მოგონებით და იმ რწმენით რომ ციდან ნაყინი თოვდა და თოვლის ბაბუა მუდამ მოდიოდა საჩუქრების დასატოვებლად. ახსოვს როგორ გულუბრყვილოდ სჯეროდა რომ ადამიანებს ფრენა შეეძლოთ მაგრამ თვითონ არ უცდია რადგან ეგონა რომ ჯერ საკმარისად დიდი ფრთები არ ჰქონდა. ბევრჯერ უთქვია დედისთვის
-გავიზრდები და ცაში ვიცხოვრებ. სულ ვიფრენ და სამყაროს შემოვუვლი
ახლა ამ სიბავშვეზე ტკბილად ეღიმება და ცრემლს ვერ იკავებს თუმცა თითქოს ამ ცრემლით სამყაროს დანაგვიანება არ უნდაო სწრაფად იწმენდს მუჭით. გაახსენდა რომ ტირილიც შესძლებია რადგან მანამდე ვერ ტიროდა ვეღარ ტიროდა მას შემდეგ რაც ის საშინელი დღე 13 მარტი დადგა.


პ.ს. ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ხანი ვერ ვდებდი საზღვარგარეთ ვიყავი და თავები დაწერილი მქონდა თუმცა დადებას ვერ ვახერხებდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent