შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლიანი ღამეები (სრულად)


29-08-2016, 23:27
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 16 204

ვტიროდი,საშინლად მტკიოდა..არ ვიცოდი როდესმე თუ დავსძლევდი ამ ყველაფერს..გული მიკვდებოდა,რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი..არადა,იმ დღეს ხელი უნდა ეთხოვა.არა,ასე ვერ მოხდა და ის უბრალოდ წავიდა,უბრალოდ დამტოვა..
მახსოვს როგორ ემზადებოდა ჩემს დაბადების დღისთვის,ჩემს მზეს რაღაც უნდა ვაჩუქოო.რა არის-მეთქი-ვეკითხებოდი,სი კი უბრალოდ იღიმოდა და არაფერს ამბობდა.არ ამბობდა,რადგან უნდოდა,მოულოდნელი ყოფილიყო.სულ ვეუბნებოდი,რომ სიუპრიზები არ მიყვარდა,ის კი მპასუხობდა-ასე ამბობ,თორემ გაგიხარდებაო.
მაშინ ამ ყველაფერზე მეცინებოდა,რა ვიცოდი,რომ ჩემს დაბადების დღეს დამტოვებდა..ვერავინ მიხვდა რა დაემართა.მხოლოდ ფაქტი იცოდნენ,მდინარემ გამორიყაო.არ მესმოდა,როგორ და რანაირად..მან ხომ ცურვა შესანიშნავად იცოდა,არც გული აწუხებდა..რატომ? როგორ მოხდა ეს?
ცოტა ხანში გაიგეს,რომ თურმე გული აწუხებდა,სერიოზული პრობლემა ჰქონია..ამას კი მე ვერ ვხვდებოდი,როგორ შემიძლია საკუთარ თავს ვაპატიო ეს,ეს უბრალოდ წარმოუდგენელია,არ შემიძლია,რომ საკუთარი თავი არ დავანდანაშაულო,
ვერავის ნუგეში ვერ შშველიდა,მთელ დღეებსა და ღამეებს ბალიშს ჩახუტებული ვატარებდი,ვტიროდი,ვაძლევდი ცრემლებს გასაქანს,უბრალოდ ვტიროდი და ცხოვრებას ამით ვცვლიდი.არა,რასაკვირველია,ვერ ვცვლიდი,მაგრამ მაინც ვტიროდი,ამბობენ,ცრემლები ემოციებისგან ცლის ადამიანსო.ამ უკანასკნელის გაგონებაც არ მინდოდა.არ შემეძლოა,რომ უბრალოდ ფურცელი გადამეშალა.
არა,დრო არ არის ყველაფრის მკურნალი..არ მჯერა ამის,არ მჯერა,რომ შემცვლელი არსებობს,არ მჯერა,რომ საყვარელ ადამიანს გულში სხვა ვინმე ჩაანათვლებს..როგორ შეიძლება ეს მოხდეს...არ წარმომიდგენია..რამდენად ნაგავი უნდა ვიყო,რომ ჩემი გულის ნაწილი დავივიწყო,ეს იგივე,საკუთარი ხელი მოვიჭრა და მერე სხვა ვეძებო..არა,ეს სისულელეა...
***
-მას გული აწუხებდა და მე ვერ მივხვდი..-ხმამაღლა ვტიროდი და ცრემლებით ვალბობდი ბალიშს,საბანს გულში ვიკრავდი და აღელვებულ სუნთქვას ყურს ვუგდებდი.
ყველა საშინლი ემოცია ერთად მიტევდა,რაღაც არარსებულ ნივთად ვიქცეოდი..ერთი თვე ვსტიროდი მას,მისი გარდაცვალების შემდეგ,გარეთ არ გავსულვარ,თუ არ ჩავთვლით დაკრძალვას,საიდანაც ნახევრად მკვდარი წამომიღეს..ეს არც არის გასაკვირი,მან ჩემი გული წაიღო,საფლავში ჩაიტანა ჩემი სილამაზე,ჩემი ქალურობა,ჩემი სიცოცხლის ხალისი და ენერგია..ის მე ისე შევიყვარე,რომ მისი წასვლით ყველაფერი დავკარგე...
ჩემში ყველაფერი ჩაკვდა...
იმ დღიდან სახლში ვერაფერს ვაკეთებდი,ჩემი მეგობარი,ლეილა მივლიდა,ის რომ არა,ალბათ,თავსაც მოვიკლავდი,ძალით მაჭმევდა,ძალით შევყავდი სააბაზანოში,ტანსაცმლითაც კი მაყენებდა შხაპის ქვეშ და მაიძულებდა გამეხადა..მას მოჰქონდა პროდუქტები,საჭმელს მიმზადებდა და მეუბნებოდა,რომ უნდა სამსახურში დავბრუნებულიყავი..საკუთარი მცნებები ჰქონდა და მთელი დღეები ამას მეუბნებოდა,მუსიკას მირთავდა,მესაუბრებოდა,იგონებდა ტკბილ მოგონებებს და ამით ცდილობდა ჩემში ძველი მეგობარი გაეღვიძებინა..
-ეს შეიუძებელია..მე მასთან ერთად მოვკვდი..
-აბა,ჩაიხედე სარკეში..ცოცხალი ხარ...
ეს იყო ჩვენი ჩვეულებრივი დიალოგი..მეტს არაფერს ვამბობდი,ვდუმდი,მასთან გახსნაც არ შემეძლო..მხოლოდ ტირილსა და ღამეს ვაძლევდი ჩემი გაგების უფლებას...ამ ერთი თვის განმავლობაში ღამე და ცრემლები ჩემი განუყრელი მეგობრები გახდნენ...ჩემი ცრემლიანი ღამეები არ აპირებდა შეჩერებას,ის მიიწევდა წინ..
ისევ,ყოველ დღე მახსენდებოდა ის დღე,როცა პირველად ვნახე..ესეების კონკურსი იყო და იქ იყო მოსული ლევან გოთუას რომანით „გმირთა ვარამი“.მითხრა,საინტერესოა,მე კი იხტიბარი არ გავიხეტე,ვუთხარი,ეს აკვანში წავიკითხე-მეთქი..მაშინ გადაიხარხარა,ეს ღიმილი ახლაც კი მახსოვს,ახლაც კი ვერ ვწყვეტ თვალს მისი კბილების ელვარებას,მერე თვალებით როგორ უციმციმებდა..არა,ის არ იყო ტიპიური ბიჭი,რომელსაც მხოლოდ ფეხბურთი და შაურმა აინტერესებს,რომელიც გოგონებზე ნადირობს და პორნოებით იკლავს დაუკმაყოფილებელ ჟინს.ის ბავშვობაში წიგნებში იყო ჩარგული და არა „პლაიბოიში“.ის ქალს ხედავდა,როგორც სილამაზესა და ხელოვნების ნიმუშს და არა გამოსაყენებელ არსებას.ეს იმ დღესვე შევიცანი,გავიგე,შევიმეცნე..მისმა ღიმილმა იმ დღეს ყველაფერი თქვა..
-წიგნებს რამდენჯერმე ვკითხულობ...
-რაო?-გაკვირვებით ავხედე.
-სულ სხვანაირად ვხედავ..სცადე..-გამომიწოდა წიგნი.
-მე კი არ შემიძლია,ერთზე მეტჯერ რამე წავიკითხო..-ამაყად ვთქვი,მაგრამ წიგნი მაინც გამოვართვი.
-წაიკითხე..-გაიმეორა და ისევ გაიღიმა...
მისი ღიმილი ამბობდა იმას,რისი თქმაც სიტყვებსაც კი არ შეუძლია..ისეთი თვალები ჰქონდა,როგორიც არც ერთ მამაკაცზე არ მენახა..ისეთი წრფელი და ალალი გამოხედვა ჰქონდა,რომ კინაღამ გავგიჟდი..ვაღიარებ,რომ ცოტა მაკლდა,არ გადავსულლიყავი ჩემს საზღვრებს..მიმ წამს ისეთი მუხტები მომაწვა,რომ მეგონა ავფეთქდებოდი,მეგონა,სამუდამოდ გადავიწვებოდი და მიწაში სჩავინთქმებოდი..
დიახ,მან მასწავლა წიგნების რამდენიმეჯერ წაკითხვა,მან მასწავლა,რომ ცხოვრებას რამდენჯერმე უნდა შევხედო..ის ჩემი სიყვარული გახდა,სიყვარული,რომელიც ცხოვრებამ არ მარგუნა და წამშალა..
ლიტერატურილ კაფეებში ხშირად ვაღამებდიც კიდეც..ერთ ზაფხულს,როცა ჰავაიზე წასვლა შევთავაზე,დამაიგნორა,წიგნებს ვერ წავიღებთ ამდენსო,მაშინ „ქინდლი“ ვაჩუქე და დავსცინე,ამის არსებობის შესახებ არ იცი-მეთქი.მას გაეღიმა და მითხრა,რომ წიგნების წითხვა ტრადიციული მეთოდით მოსწონდა.
-ზოგჯერ რაღაც უნდა განაგდო..-ვუთხარი და წიგნი დავუხურე.
-ასე გინდა ჰავაი?
-შენ არა?
-შენთან ერთად ყველგან წავალ..-სულ ასეთი პასუხები იცოდა..ჯოჯოხეთის ცეცხლში თვალიდა დაუხამხამებლად შემოგყვებიო-იტყოდა..
***
-ისევ მასზე ფიქრობ?
-ლეილა,როგორ შეგიძლია,იყო ასეთი გულგრილი..
-არ ვარ,ვებრძვი თავს..და შენც უნდა..
-არა,არ მინდა..-გავაწყვეტინე და წარბები მაღლა ავსწიე..-სუფთა ჰაერი მინდა-კარებისკენ წავედი და ხელში გასაღები შევატამაშე,ეს ჩემი მანქანის გასაღებია,მას შემდეგ ვიყიდე,რაც ვიღაც ბებერმა ავტობუსში კინაღამ გამთელა.
-უცნაურია..გახსოვს ტარება?-ირონიულად მკითხა.
-არ გვინდა ზედმეტი რეპლიკები,კარგი? თორემ სულ არ შემოგიშვებ ჩემს სახლში..-არაფერი უპასუხია,მხოლოდ თვალებით გამაცილა.
გარეთ გავედი თუ არა,უცნაური შეგრძნება დამეუფლა..ვგრძნობდი,რომ ეს მაკლდა,მაგრამ სულ არ მადარდებდა,რომ ვერ ვუყურებდი ამ ლამაზ ცას და თუ ვერ ვისუნთქავდი ჯანსაღ ჰაერს..ის ხომ ჩემს გამო სამუდამოდ მოსწყდა ამ ყველაფერს,მოსწყდა ცხოვრებას...მან ხომ სამუდამოდ გაიხურა კარები..ნუთუ შეიძლებოდა ასე..ნუთუ შეიძლებოდა,რომ ჩემი მსხვერპლი გამხდარიყო..რას აღარ ვფიქრობ უკვე..
მის სასაფლაოზე გადავწყვიტე ასვლა..მანქანა ნელა მიმყავდა..ვგრძნობდი,რომ უკან ვრჩებოდი,მეშინოდა იქ მისვლის..იქ ხომ მისი დაკრძალვის დღის შემდეგ აღარ ვყოფილვარ..დამნაშავე ვარ და თანაც სუსტი..არ შემიძლია რეალობას გავუსწორო თვალი,არ შემიძლია ნორმალურად აღვიქვა ეს ყველაფერი და უბრალოდ არ შემიძლია..არ შემიძლია მისთვის ნათქვამი სიტყვის „მიყვარხარ“ შემდეგ,ჩემი თანმხლებლია,ის არ მტოვებს და მუდამ მიწამებს ისედაც მძორივით აყროლებულ ცხოვრებას..ხშირად ვგრძნობ,რომ ვყროლდები და მშველელი არავინაა,არავინაა,რომ გამასუფთაოს და თავი ადამიანად მაგრძნობინოს,თორემ ქალი ჩემში საუკუნეა,რაც მოკვდა...
ავედი,მის საფლავზე,გული ისე მიცემდა,თითქოს ვიღაცამ ხელი შეამო და მშემოატრიალა..თვალებით ვეძებდი მის მარადიულ სამყოფელს და ისევ ვტიროდი,ახლა უფრო მძაფრად და უფრო ტანჯვით..
გულის არეში საშინელი რამ ვიგრძენი,ავკანკალდი და მუხლებზე დავეცი..ვუყურებდი მის ახალგაზრდულ სურათს და ისევ ვტიროდი..ის ხომ ასეთი ახალგაზრდა იყო,ასეთი კარგი,ასეთი მგრძნობიარე,მას ხომ ასე ძლიერ ვუყვარდი..
საათები გავატარე მის საფლავზე,ვეფერებოდი იმ მიწას,რომლის ქვეშაც ის იყო,ვტიროდი..გამახსენდა,რომ მას ძალიან უყვარდა რომანტიზმი,უყვარდა ბარათაშვილი და მისნაირად ციურ ნამს ეტრფიალებოდა.რამდენჯერმე აგდებით ვუთხარი,ნუ ხარ ასეთი სენტიმენტალურიო და მიპასუხა,რომ ნებისმიერი ადამიანი რაღაც დონეზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ამ გრძნობას..რა გრძნობას-მეთქი და უბრალოდ მითხრა,ასეთი ვარო...მერე აღარ შევწინააღმდეგებივარ..
***
-ვნერვიულობდი..მოხვედი?-ლეილა შემომეგება და ისე გადამეხვია,ლამის იყო დავეხვრჩი.
-ვერ მხედავ?-ბრაზით ვკითხე და ჩემს ოთახისკენ წავედი.
-ქრისტი, სად იყავი?
-ბავშვი ვარ? უნდა ჩაგაბარო ანგარიში? დედაჩემი ხარ?-დავუყვირე და კარები მივუჯახუნე მეგობარს..მისი ხმა არ გამიგია.ალბათ,არც არაფერი უთქვამს..
ისევ ცრემლიანი ღამეები მქონდა,ისევ ვტიროდი..უფრო ძლიერად ვგრძნობდი სიცარიელეს იმ გულისას,რომელიც ლამის იყო ამომვარდნოდა..ეს გრძნობა იყო უცნობი რამ..გული ზემოთ ამოდიოდა და შემდეგ ისევ დაბლა იწევდა..არ მესმოდა რატომ ხდებოდა ასე,მაგრამ არ მაინტერესებდა,ისევ ვტიროდი..
მთელი ღამე მის სურათებს ვათვალიერებდი მთვარის შუქზე..ვიხექი აივანზე ბალიში გულში ჩამეკრა და ის დღე მახსენდებოდა,რომ ჩვენს მომავალზე ვსაურობდით და მთვარეს თანამგზავრად მივიჩნევდით..ჰო,ვთქვი უყვარდა ბარათაშლი-მეთქი..ნეტავ არ ყვარებოდა..იქნებ მაშინ ასე არ დავეტოვებინე...ზოგჯერ,როცა საკუთარ თავს ვეღარ ვერევი,როცა ვეღარ ვუძლებ ამდენ ტკივილს,მას ვაბრალებს და ვეძახი,რატომ წახვედი-მეთქი..
***
ცრემლებში განსვენებულს სახლში ლეილა არ დამხვდა.ვიფიქრე წავიდა-მეთქი,მაგრამ ასე არ აღმოჩნდა..ავდექი და ყველა ოთახი დავიარე,სამზარეულოში შევედი ბოლოს და მაგიდაზე გადაშლილი წიგნი შევნიშნე..სქელი ყვითელი ასოებით გალაკტიონ ტაბიძე ეწერა..გამიკვირდა,ლეილას პოეზიის მოყვარული როდის მერე გახდა-მეთქი,წიგნს დავხედე და „მესაფლავე“ არ შემრჩა ხელთ.
ყველაფერს მივხვდი..ლეილას ცბიერია,ძალიან ცბიერი.
არანაირი ემოცია არ მქონია,ავიღე წიგნი და თაროზე დავაბრუნე.
***
მეორე დღეს ვიღაც შემოვიდა სახლში,გავიხედე და ეს ლეილა იყო.ხელში არაფერი ეკავა,შევხედე თუ არა გავიკვირვე.
-ამოიწურა შენი დანაზოგი,ქრისტი..-ეს სიტყვები მეუცნაურა.
-მერე? შენი?-ვკითხე გაფართოებული თვალებით.
-ეს ჩემია და არა შენი-საფულეს დახედა.
-რა?
-რა გიკვირს? ყველამ საკუთარი თავისთვის უნდა გამოიმუშაოს...შენ კი აქ ტირი,ტირილში ფულს რომ აძლევდნენ ამაზე ადვილი არაფერია.
-რა მეთამაშები? ჯერ მარწმუნებდი,მერე მესაფლავე და მერე...
-არა,ქრისტი..ცხოვრება ასეთია,ის არ გვაძლევს გლოვის ნებას..გარკვეული დროს შემდეგ ტირილი რჩება და ცხოვრება გრძელდება...
-არ გამაგონო ეგ საშინელი ფრაზა-ვიყვირე და დივანზე დავეხეთქე.
-ქრისტი,არ ვიცი,რა გიყო..
-არც არაფერი..უბრალოდ წადი და მარტო დამტოვე,არ მინდა შენი დანახვა,არ მინდა..გესმის?-ხმას ავუწიე და ბალიში ვესროლე.
-როცა მოეგები გონს,დამირეკე...
***

რამდენიმე დღეში ყველაფერი ამომითავდა.კბილის პასტაც კი არ მქონდა სააბაზანოში,რასაც ნამდვილად ვერ შევეგუე..უკანასკენლი კვერცხი მქონდა მაცივარში და ისიც ვერ ვჭამე მარილის უქონლობის გამო,მეზობელთან შესვლა მეუხერხულებოდა..არ შემეძლო,რომ ჩემი სასოწარკვეთა ყველასთვის ნათელი გამეხადა.
ბოლო გამოსავალი ლეილა დამრჩა..მრცხვენოდა,მისთვის დამერეკა..მაგრამ რა მექნა..ბოლოს მაინც არ დავურეკე და საწოლზე დავეხეთქე...
გარეთ წვიმდა..ის თვე იყო მე და მას რომ ძალიან გვიყვარდა..აპრილი იყო.ისევ მაწვებოდა მოგონებები..მაგრამ ტირილი აღარ შემეძლო..მელანქოლნიური ქარ-ცეცხლი ვერ მილავდა ელემენტარული რამეების უქონლოებას..
***
-ლეილა-მეორე დილად დავურეკე ჩემს ერთგულ მეგობარს.
-ქრისტი,მადლობა შენს გამოჩენას..ცოცხალი ხარ?
-რატომ არ ვიქნები?
-ვიცი,მოვალ და გიშველი..გასესხებ ფულს და შენ თვითონ იყიდე ყვეალფერი.
-მასესხებ? მე თვითონ?
-ჰო,სხვანაირად არ იქნება..მერე კი დაიწყებ სამსახურს უფრო სწორედ გაანგრძო და ვალსაც გამისტუმრებ..
ვერაფერი ვუპასუხე,ტელეფონი გავთიშე და ფიქრებში წავედი..
ნეტავ სად იქნებოდა ის...
გული შემეკუმშა,ძლიერად შევისუნთქე ჰაერი და საწოლზე დავეშვი,გონება მებინდებოდა,ჩემს თავში ის მოგონებები მოდიოდა წინ,რომელიც მას მახსენებდა.მისი სითბო,მისი ღიმილი..ის ჩემი მეგობარიც იყო და საყვარელი მამაკაციც,ის იყო,ვინც მჭირდებოდა და მუდამ დამჭირდება.მის გარეშე ყვალაფერი ამაოა,დღე ბნელია,ღამე კი -კოშმარებით სავსე.
ლეილაზეც გამეფიქრა,როგორ შეეძლო ასეთი რამ ეთქვა ჩემთვის,ვერ ხვდებოდა,რომ გული მატკინა და ყველაფერი ჩამწყვიტა..იქნებ ჩემი უბედურება მაშინებდა,იქნებ ის ცრემლიანი ღამეები მღრღნიდა და ძირს მაცლიდა..მისი სახელის გაგონებაც კი ამანთებდა და გავარვარებულ გულს დამიწვავდა..არ მჯეროდა,რომ ასე მარტო დავრჩი ამ ყველაფრის წინაშე.ზოგჯერ ცხოვრება სულ არ მინდოდა,მაგრამ რაღაც შეუცნობელი ძალა მაკავებდა და მაბრუნებდა მისკენ.
-კარი გააღე..-საღამო იქნებოდა,როცა ზარი მომესმა.ჩემს ოთახში გაჩერებულიყო საათი და დროის მსვლელობასაც ვერ ვიგებდი.
-ახლავე-წამოვიწიე და უკმაყოფილო სახით გავაღე კარი.
-აი,ასე...მისმინე, იცი რა მოგიტანე..
-რა?
-იოგაზე ჩაგწერე...ივლი ხოლმე..ვიცი,რომ გიყვარს და იქნებ..
-რა? ის მიწაში იყოს და მე გავერთო..მე ვისიამოვნო ამ ცხოვრებით?
-ქრისტი,ნუთუ ვერ ხვდები,რომ საკუთარ თავს ინადგურებ..ვერ ხვდები,რომ ასე არ შეიძლება..განა მას უნდოდა,რომ ასეთი ყოფილიყავი?-ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა.
-ისევ თავიდან..-სახეზე ავიფარე ხელები და გავარვარებული სხეული სააბაზანოში შევიტანე.
-ასე არა? ასე უსიცოცხლოდ და ასე სასტიკად? არ შეგიძლია,რომ არ იყო ასეთი პესიმისტი..
-ის აღარაა..-ვკიოდი და ცის წყალს ტანს ვუშვერდი.
-არა..არა,ქრისტი..მე შენთან ვარ!-გავიგე ლეილას ხმა და რაღაც შვება ვიგრძენი.ის მართლაც ჩემთან იყო...
***
-ვწუხვარ..-იოგაზე მართლაც მივედი.ლეილამ ძალით დამაქოქვინა მანქანა.
-მადლობ.
სახეზე ყველა მატყობდა,რომ განადგურებული ვიყავი..თავს უმწეოდ და უუნაროდ ვგრძნობდი,მაგრამ იმასაც ვგრძნობდი,რომ საყვარელი საქმე სიხარულს მგვრიდა..იქნებ ეს ახალი ემოციები და გრძნობები იყო,რაღაც ამოუცნობი..რაღაც შორი,რომელიც შორიდან მოდიოდა...
საღამოს სახლში მოვედი თუ არა,ფილმი ჩავრთე..რაღაც კომედია ვნახე და გამეცინა კიდეც,სინდისი მქეჯნიდა თავიდან,მაგრამ შემდეგ ემოციებმა თავისი ქნეს.ლეილა მთელი კვირა მაიძულებდა,რომ სამსახურში დავბრუნებულიყავი,მთეხოვდა,მევედრებოდა...ბოლოს მეც დავთანხმდი,მაგრამ არ ვიცოდი და ჩამეცვა..ძველი სამოსი მას მაგონებდა..მაგრამ გადაყრაც არ მინდოდა,არ მინდოდა წარსულს გვაქცეოდი,ეს სისუსტეც იყო...უფრო მეტად კი არ მინდოდა,ჩემში იგი მომეკლა,არ მინდოდა მისი სახელი,რომ გამქრალიყო ჩემს გულში...
-იქნებ უნდა გამოცვალო ეს ყველაფერი..გარდერობი ნივთები..
-არა,არ მინდა..
-დარწმუნებული ხარ,ქრისტ?-მკითხა ლეილამ და დაძაბულად მომიჯდა გვერდით.
-კი...მე მიყვარს ეს სამოსი,მისი სურნელი ასდის,მას ვგრძნობ ხოლმე,როცა ამ ბალიშს გულში ვიკრავ...-ისევ ავიღე ბალიში და გულში ცოცხალი არსებასავით ჩავიკარი.
-არა..ეს წარსულთან გაბრუნებს...
-შენ ხომ არავინ გყვარებია.არ იცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა,ლეილა..
-არა,ქრისტ..მე უბრალოდ შენი მეგობარი ვარ და მინდა დაგეხმარო...
-ხომ ხედავ,რომ ასე ვერ მეხმარები?
***
ორშაბათი დილა გათენდა..ისევ ისმოდა ჩიტთა ჭიკჭიკი..ისევ დათარეშობდა ცაზე მზე და ისევ გვიახლოვდებოდა აპრილის დასასრული..გამახსენდა როგორ მიყვარდა მასთან ერთად სეირნობა,როგორ მიცემდა გული,როცა მის სიახლოვეს ვგრძნობდი...ისევ ვიგრძენი ძველი დროის კვალი,ადრე რეალური ვიყავი..ადრე ვიყავი ბუნებრივი მე და ცხოვრება მიხაროდა,მაგრამ ახლა...ახლა უბრალოდ მოსიარულე ჭურვი ვარ...საცაა ავფეთქდები და სხვის გულსაც თან წავიყოლებ..იქნებ ვერავინ მიტანს..ლეილაც როგორი საწყალი თვალებით მიყურებს ხოლმე..
ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო...ვგრძნობდი,რომ რაღაც გარდატეხა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში და ამის მეშინოდა..არა,ეს შიშზე ძლიერი რამ იყო...მგონი,ასე არასდროს მინერვიულია..
სამსახურისთვის ძველი სამოსი გავამზადე და დილის შხაპის შემდეგ გადავიცვი..ჩვეულებრივად გამოვეწყვე...მაგრამ ეს მაინც რაღაც სხვა იყო,ამდენი ხნის მერე პირველად მოვკიდე ხელი მაკიაჟის ხელსაწყოებს...რაღაც შევიგრძენი,თითქოს ჩემი ქალული ნაწილი ისევ ცოცხალი იყო..ის ხომ მკვდარი მეგონა,მაგრამ იქნებ...ფიქრი შევწყვიტე და კარი გავაღე..მალე მისი ორმოცი იქნებოდა და კიდეც შევახსენებდა თავს მასზე ფიქრები..
***
სამინისტროში ვმუშაობ,აქ მუდამ გამოწკეპილი უნდა იყო...მაღლები,პერანგი დაუთოვებული,მოკლე იუბკა..არ ვიცოდი როგორ შვეწყობოდი ამ ყველაფერს,თავიდან როგორ ავუწყებდი ფეხს..მაგრამ ერთი ვიცოდი და ამაში დარწმუნებული ვიყავი,ლეილას ვალი უნდა გადამეხადა..
-მინისტრის მოადგილე დაბრუნდა..შეგცვლით..-მომესმა ხმები და გული ამიფართხალდა,არდა უკვე 26 წლის ვარ და მსგავსი რამეები არ უნდა მემართებოდეს..სინამდვილეში ვიცი,რომ გრძნობები თითოეულ ადამიანზე მსგავსად მოქმედებს.
-ბატონო კახა,ბოდიშით..-დავიწყე მორცხვად.
-არა,არ იდარდო...მესმის,ბოდიშს ნუ იხდი,ეს მე უნდა მოვიხადო,რომ ვერ მოვედი..და მხოლოდ დაგირეკეთ.
-ორმოცზე შეგახსენებთ-ღიმილით ვუთხარი და კაბინეტისკენ წავედი.
-რამე თუ დაგჭირდეთ,აქ ვარ..-მითხრა მინისტრმა.
პასუხად თავი დავუქნიე და ჩემს კაბინეტში შევედი..აქ ყველაფერი ისე იყო,როგორც ადრე..არც არაფრის შეცვლა არ მინდოდა,არ მინდოდა,რომ გამექრო მისი ხსოვნა...აქაც რომ მაკითხავდა ხოლმე..გამახსენდა ერთხელ ერთ თანამშრომელთან ჩხუბი მოუვიდა,გინდა თუ არა ეფლირტავები ქრისტისო..როგორი ეჭვიანი იყო,ყოველ წამს თავს მახსენებს მისი გამოხტომები,სიგიჟეები.
***
-დღემ როგორ ჩაიარა?
-ორმოცზე კახაც მოვა..
-რა გინდა თავისი ადგილი დაგითმოს?-მკითხა ლეილამ და სიცილი დაიწყო.
-არა..-ვუთხარი და ბუხრის წინ დავჯექი..ის ჩამქრალი იყო,რადგან აღარ იყო ზამთარი ...ამის დანახვამ შემაშინა,რომ ჩემს გულში არსებული გრძნობაც ჩაქრებოდა..გამახსნედა რას დავპირდი,მუდამ მეყვარები-მეთქი..მისი გარდაცვალების დღესაც ხომ ამას გავიძახოდი.
-რაზე ჩაფიქრდი?-ლეილას ვერაფერს გამოაპარებს კაცი და,მით უმეტეს,მე..მუდამ ესმის რას ვგრძნობ,რას ვდარდობ..საოცარი ადამიანია.
-უბრალოდ მეშინია,რომ ის დამავიწყდება..
-ასე თუ გააგრძელე,საკუთარ თავსაც მიაყოლებ..-წარბები მაღლა ასწია და ფეხზე წამომაყენა..-დადექი სარკის წინ-გაუცნობიერებლად დავემორჩილე.
-რა იყო?-გავკვირვებული სახით მივაჩერდი.
-რა ლამაზი და ახალგაზრდა ხარ..არ ხარ,მკვდარი და ძალით ნუ კლავ საკუთარ თავს..-ვერაფერი ვუპასუხე..
***
აპრილის ერთ ბოლო დღეს ორმოცის დასრულდა..დედამისმა თავის დიდ სახლში ჩაატარა ცერემონია..უკვე გვიანი იყო და ყველა იშლებოდა..კახა გაღიმებული მიყურებდა..
-მადლობ,რომ..
-თანამშრომლებს არ ვივიწყებ..-ვუპასუხე და დამშვიდობების ნიშნად თავი დავუკარი.
-ხვალამდე..
-ისე არ გინდა გამაცნო? ცოლიანია?-წავიდა თუ არა,მკითხა ლეილამ.
-ნუ ხარ ასეთი ცბიერი..-ბრაზით ვუთხარი დაქალს.
-მართლა კარგი ტიპია..თან მინისტრი..რა კარგ ადგილას გაიჩითე..
-შენს სამსახურში ინადირე,ძვირფასო..
-კარგი ჰო...უბრალოდ მინდოდა,გამემხიარულებინე..
-თორემ მეც ვიცი როგორი ხარ ურთიერთობებში..
-ჰო,ჩემო კარგო..-ღიმილით მითხრა და ხელკავი გამიკეთა.
***
მთელი ღამე ერთად გავატარეთ,ლეილას სახლში გავყევი და ძველებურად მივუჯექი დიდეკრანიან ტელევიზორს..ეს ყველაფერი ძველ დროს მახსენებდა და ემოციებს მმატებდა..ვსაუბრობდი თუ როგორი ბედნიერი ვიყავი ადრე და შეგრძნებებისგან ვიცლებოდი..
-იცი,როგორ მომენატრა ძველი ქრისტი..
-ისე ამბობ,თითქოს საუკუნე გავიდა..
-ჰო,ასეცაა..ზოგჯერ ერთი დღეც კი საუკუნეს უდრის..ზოგჯერ ისეთი დატვირთვა აქვს რომ...
-კი,კი...და აღარ მინდა,რომ ახალგაზრდამ ვიხსენო წარსული ისეთი განცდებით,როგორც მოხუცმა..სამსახურში ხალხი როგორ მიყურებს,იცი? იცი,რას ვგრძნობ,როცა ვიღაცას ვებრალები? ვერ ვიტან ამ გრძობას..-თავი მხარზე ჩამოვდე და ტელევიზორს შევხედე..
-ყველაფერი კარგად იქნება..-ჩამჩურჩულა ლეილმა და თავზე ხელი გადამისვა.
***
დილას ადრე გამეღვიძა..თავს განსხვავებულად ვგრძნობდი,რაღაც თავისუფლება ვიგრძენი..ისეთი გრძნობა იყო,თითქოს მხრებიდან რაღაც მომეხსნა.ფიქრები ამებლანდა ერთმანეთში,მაგრამ ავდექი და თავს დამძიმების საშუალება არ მივეცი.მაგიდაზე შევნიშნე ჩემი ჟაკეტი და შესანახად წავიღე,გარდერობში უნდა დამეკიდა,როცა შიგნიდან რაღაც ამოვარდა.ვიღაცის სავიზიტო ბარათი იყო,დავხედე უკმაყოფილოდ და გავიხსენე წინა დღე..ეს ჩემთვის არავის მოუცია,ამიტომ შევეშვი და თაროზე დავდე.
-გაიღვიძე უკვე?-მკითხა თმააწეწილმა ლეილამ.
-ჰო,ადრე უნდა წავიდე სამსახურში..
-ჰო,მეც..ჩაი გამიკეთე რა..-თბილად გამიღიმა და ფეხშიშველა წამოდგა.
***
-დღეს წვეულებაა და უნდა მოხვიდე..-წამოსვლისას შემხვდა კახა.
-წვეულება? ხომ მაგრამ..
-სამსახურებრივია..
-კარგი..-თავი დავუქნიე და კარებისკენ წავედი.
შესაფერისი კაბა უნდა მეყიდა,მაგრამ არ მქონდა ამისი თავი..ლეილას დავურეკე და ვთხოვე გამომყოლოდა.ისიც დამთანხმდა,მაღაზიებში სიარულის დროს სულ იღიმოდა და იხსენებდა ძველ დროს.
-გახსოვს როგორ გვუყვარდა ხოლმე აქ სიარული?-ემოციებით იმეორებდა ერთსა და იმავეს.
-კი,მახსოვს..რა კარგი დრო იყო..კიდევ მინდა,რომ ასეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე ვიყო..
-დაგეხმარები..-ლოყაზე მაკოცა.
-აბა,ნახე ეს კაბა...-მოტკეცილი,მოკლე შავი კაბა ვანახე..
-ძალიან გიხდება..შენი ტანისთვისაა შეკერილი-თვალი ჩამიკრა და შემომატრიალა.
***
საღამოსთვის მზად ვიყავი.მანქანა დავქოქე და ჰორიზონტს გავყევი..ვგრძნობდი,რომ ცხოვრებას ვუნრუნდებოდი,რაღაც ძალა მემატებოდა,თავიდან შევიგრძნობდი ყველაფერს და მიხაროდა,რომ ცხოვრებას წვეთები ისევ ცვიოდა..
-გამარჯობა...გამიხარდა,რომ მოხვედი..
-დამაგვიანდა..-ტელეფონს დავხედე და დანანებით ვთქვი..
-სულ რაღაც ათი წუთი..-გამიღიმა კახამ და ხალხთან წარმადგინა.
შუა წვეულების დროს საპირფარეშოში გავედი,მოვიწესრიგე თავი და ისევ გამოვედი გარეთ..კახაზე რაღაც ვიფიქრე,ხომ არ მეფლირტავება-მეთქი,მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი,რომ ეს მხოლოდ სამსახური იყო და მეტი არაფერი..არა,ასეთ რამეს ვერც გააკეთებდა,მე ხომ სულ ცოტა ხნის წინ დავკარგე სიყვარული,ემოცია და გამოვიფიტე...
ყველაფერზე ძნელი ცრემლიანი ღამეები ყოფილა..ყველაზე მტკივნეული და დამთრგუნველი..
-წაგიყვანო?
-მანქანით ვარ-ვუპასუხე კახას და კარებისკენ წავედი.
-ხვალამდე-მომესმა მისი ხმა,მაგრამ აღარ მიპასუხია.
***
-როგორ ხარ აბა?-ლეილა სახლში დამხვდა.ეტყობოდა,რომ მგულშემატკივრობდა.
-ისევ შეეცოდე ხალხს?
-არა,ახლა თვალი დარჩათ..-სიცილი ამიტყდა და დივანზე დავეცი.
-ასეთი ქრისტი მომწონს..-თვალი ჩამიკრა და კარებისკენ წავიდა..-უნდა წავიდე,ხვალ დილას დაგირეკავ,არ დაგაგვინდეს სამსახურში.
-კარგი-გავძახე და ემოციებში წავედი..ახალი და იდუმალი მართლაც სჯობდა ძველსა და წარსულში დარჩენილს.
მალევე ჩამეძიან..სიზმარიც ვნახე და თანაც ძალინ გრძელი სიზმარი..მხოლოდ ერთი ფრაზა შემორჩა ჩემს გონებას.ალბათ,ყველაზე საინტერესო და ჩამაფიქრებელი..
ძილში რაღაც იდუმალმა და უსხეულო არსებამ მითხრა, ათას მქონდა ერთი მაქვს სჯობიო..
ეს მართლაც დასაფიქრებელია...
მეორე დილას ისევ ის უცნობი სავიზიტო ბარათი მომხვდა ხელში.ვფიქრობ ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი პატრონი.ბოლოს გამამღალა ამდენმა იდუამლებამ და ხელით შევეხე.სახელი და გვარი წავიკითხე.გამეღიმა,ასეთს არავის ვიცნობდი.
ამირანი...ეს სახელი სანაცნობოში არავის ერქვა.ნეტავ ვინ უნდა იყოს-მეთქი-ვფიქრობდი და საათს ვუყურებდი.როგორც ჩანს,იგი ელემენტებით ლეილას დაუმუხტავს.
იმ დღეს სამსახურში უხალისოდ წავედი,საშინლად მაინტერესებდა საიდან მქონდა ეს ვიზიტკა.კახას ოთახში შევედი შესვენებაზე,ის საზურგეს ეყრდნობოდა და იღიმოდა,თან რაღაცას სვამდა.
-შენც გინდა?-გამარჯობის გარეშე მკითხა.
-არა,არ ვსვამ-ვუპასუხე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ცოტასაც არ დალევ?-ისევ გაიმეორა და ბოთლი მაგიდაზე დადო,თეთრი საროჩკა ტანზე სექსუალურად შემოტკეცოდა,მაგრამ ეს ჩემი ფიქრები არ იყო,ეს დამპალ მეს ეკუთვნოდა,თორემ რეალური მე ისევ ნადგურდებოდა და დასაყრდენს კარგავდა.არა,თავი გამოვიჭირე.პირველად ვიფიქრე მამაკაცზე მსგავსი რამ მის შემდეგ...არა,ეს არ შემეძლო..არ შემეძლო მოვცეულიყავი თინეჯერივით,რომელიც ძლიერი დეპრესიის შემდეგ დასაყრდენს ეძებს.
-რა გჭირს?-ეტყობოდა,რომ დაძაბულობა შემატყო.დიახ,ეს ძლიერ აშკარა იყო.
-უბრალოდ მაინტერესებდა ამას თუ იცნობ-გავუწოდე ბარათი.
-არა-გააქნია თავი-მაგრამ შემიძლია გავიგო..
-კარგი..იყოს,არ მინდა..უბრალოდ რა არის,იცი? ცნობისმოყვარე ვარ და მეტი არაფერი..
-რაღაც მინდოდა მეთხოვა..
-გისმენ..-ათასი რამ გავიფიქრე გონებაში..ნუთუ მთვრალი გოგოსავით ვიქცეოდი.
-გოგოს ხელი უნდა ვთხოვო და მინდა,რომ ბეჭდის ამორჩევაში დამეხმარო...-გამიკვირდა.არ ვიცოდი,რომ კახას ვინმე უყვარდა,მაგრამ არ შევიმჩნიე.ჩემს რაღაც ნაწილს გაუხარდა კიდეც,რომ ვიღაც მაინც იყო ბედნიერი...მაგრამ ხელის თხოვნამ გამახსენა,რომ ჩემი ცხოვრება იმ დღეს გაქრა და მან ვერ მოასწრო..
-თუ შენთვის..-სახეზე შემატყო;.
-უბრალოდ პირადული..რაღაც გამახსებდა..
-თუ გინდა,ამაზე ვისაუბროთ..სამსახურის მერე სადმე დავსხდეთ და ბეჭედიც შემარჩევინე..კარგი?
-არაა საჭირო ჩემი მეგობარი იყო..არ მინდა,რომ სიბრალურით მიყურებდე,შენ ჩემი უფროსი ხარ..
-კარგი..არ ვიქცევი ასე..უბრალოდ მინდა,რომ დაგეხმარო..-ხელი ხელზე მომკიდა და წამომაყენა.-მოდი.ადრე წავიდეთ..თუ არ ხარ წინააღმდეგი..
-კარგი-თავი დავუკარი და გავყევი.
-ლიფტი აქეთკენაა..
-მიკვირს,რომ..უბრალოდ ჩემთან მეგობრობა ძნელია..-წარმოვთქვი და ლიფტში შევედი..
-მგონი,ჩანთა გრჩება-ხელზე მანიშნა.
-უი..-გავვარდი ლიფტიდან და მალევე დავბრუნდი..
-ხალისიანი ხარ..არ ხარ ჭურვი..
-შენც იგივე იფიქრე..-გამეღიმე და კედელს მივეყრდენი.
მყუდრო ადგილას დავსხედით..პირველად ვიყავი აქ და მესიამოვნა..კახა წინ დამიჯდა და მთხოვა რამე ამერჩია,შემდეგ კი საუბარი დაიწყო..
-საოცარი გრძნობაა,როცა გუყვარს..
-კი,მაგრამ ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია..
-მივხვდი,ყვეალფერს..მივხვდი რატომ შეგეცვალა გამომეტყველება,როცა ბეჭედი ვახსენე....ვწუხვარ,მაგრამ უნდა განაგრძო ცხოვრება..
-ყველა ამას მეუბნება..-ვუთხარი უკმაყოფილოდ და ყავა მოვსვი.
-ასეა..უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა,რით განუგეშო..ჩემს საყვარელ ადამიანს რომ მოსვლოდა მსგავსი რა,არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი..ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ტკივილია..
-ადრე ყველაფერი ადვილად მეჩვენებოდა..იოლი იყო ცხოვრება,როცა თინეიჯერი ვიყავი და როცა სახლის ტელეფონით ვსაუბრობდი ბიჟებთან,შემდეგ ვხვდებოდი,დავდიოდი პაემნებზე და უბრალოდ ვერთობოდი..-ვერ ვხვდებოდი რატომ ვიხსნებოდი მასთან,რატომ ვიყავი ასეთი ლაღი და თავისუფალი.
-მეც..ყველანი ასე ვიყავით..ახლაც მახსოვს,როგორც მიხაროდა,როცა პირველად ვიყიდე ტელეფონი..
-მახსოვს,დედაჩემი სახლში არ იყო,არც მამა და..ბიჭი მიყვადა მოყვანილი,სერიოზული არაერი,ვსაუბრობდით და როცა მაკოცა...ეს პირველი კოცნა იყო...დაბლიდან მომწერა ლეილამ,რომ ჩემი მშობლები დაინახა..
-ყარაული იყო?
-ჰო-სიცილი ამიტყდა და პირზე ხელი ავიფარე.
-ღმერთო...როგორ მოხუცებივით ვსაუბრობთ..
-თინეუჯერობასთან შედარევით ბებრები ვართ..-მშვენიერ ხასიათზე ვიყავი და არ ვცდილობდი.
-მისმინე..მიხარია,ასეთ ღიმილიანს რომ გხედავ..
-შენ მართლაც უნდა გეღიმებოდეს..ნეტავ მეც მყავდეს გვერდით საყვარელი ადამიანი,მამხნევებდეს და ნეტავ..-სიტყვა გამიწყდა,აკანკალებული ბაგეები სალფეთქს მივადე და ზემოთ ავიხედე.
-გაჩერდი..უბრალოდ რეალურად მიუდექი ყველაფერი..შენ ვერაფერს შეცვლი და უბრალოდ უნდა იბრძოლო.
-კახა,მთელი ცხოვრებაა,რაც ვიბრძვი..მთელი ცხოვრება და არაფერი შემრჩა..-მელანქოლიური განწყობა მეპარებოდა ხმაში.
-როგორ არა....წარმატებული და ლამაზი ქალი ხარ,ყველასთვის სასურველი..
-მაგრამ არა ბედნიერი..
-შეგიძლია მოიპოვო ის..შეგიძლია..-დარწმუნებით იმეორებდა ერთსა და იმავეს..
-ვერავინ მაჰიპნოზებს..ჩემს დაქალსაც იგივეს ვეუბნები.
-არცაა საჭირო..უბრალოდ გეყოფა იმაზე საუბარი თუ როგორ გიჭირს..სულ წარსულზე ვერ ორიენტირდები...შენს ხელთ აწმყოა და მერე მომავალი..მომავალი,შეუცნობელი და იდუმალი..
-აი,ეს იდუმალება მკლავს..-გავიღიმე და ტელეფონს დავხედე,ლეილა იყო,მაგრამ არ მიპასუხია.
-იცი,ერთ დროს მეც დავკარგე სიყვარული...
-მართლა?
-ჰო..მაშინ ახალი შემოსული იყო სოციალური ქსელები..მახსოვს როგორ ავრეგისტრირდი და ერთი გოგო გავიცანი,რაღაც იდუმალი ნიკით იყო..არ მახსოვს...მახსოვს,რომ მითხრა შემეშვიო,არ მცალია არავისთან ურთიერთობისთვისო..მითხრა გესმის? და მერე ყოველ დღე ვუყურებდი ხოლმე შორიდან,სადარბაზოდან გამოდიოდა ხოლმე..დროს ვითვლიდი,როდის დავიანხავდი..მერე შეყვარებულთან დავინახე..და რა იყო ეს,იცი? ეს იყო რძნობების პიკი..საკუთარ თავს ვაიძულე გამეშვა..ვიცოდი,რომ ვერ დავტოვებდი და აღარ ჩავებღაუჭე..მერე კი ვიტანჯებოდი..მერე სხვა შემიყვარდა და ახლა ბედნიერი ვარ..
-დარწმუნებული ხარ?-ვკითხე ალეწილი სახით.
-ალბათ..-მიპასუხა და ყავა მოსვა,ხელები ოცნავ აკანკალებული ჰქონდა..ეტყობოდა,რომ დაიბნა.,ჩაფიქრდა..
-ალბათ და...რას გულისხმობ?
-ვფიქრობ,რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია..
-მერე ეს ბედნიერებაა..
-ჰო,მაგრამ უბრალოდ კის თქმა ძალიან ძნელია..
-ბედნიერი იქნები,როცა შენად დაიგულებ..-გავამხნევე უფროსი და ხელხე ხელი დავადე.აღარ ვფიქრობდი იმაზე,რომ იგი ყველასთვის სასურველი მამაკაცი იყო..უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ ის იყო ჩემი მეგობარი,რომელსაც გამხნევება სჭირდებოდა..იმ წუთებში ის ჩემს თვალში ძლიერ ამაღლდა..მან ხომ მეგობრობის ხელი გამომიწოდა ასეთ გაჭირვებისა და ტკივილის დროს..
-მადლობ..
-მადლობა შენ..-ხელი მოვაშორე და ჭიქას ჩავებღაუჭე.
-ახლა..წავიდეთ და ბეჭედი ავარჩიოთ..ბედნიერებას ადამიანი თავად ეძებს,თავად გრძნობს და თავად ქმნის..
-მართალი ხარ-კმაყოფილი ხმით წარმოვთქვი.
-მე გადავიხდი..
-არა,მეც..-გავაპროტესტე და ხელი საფულისკენ წავიღე.
-კარგი,ორივენი ფსიქოლოგები ვიყავით და..-გაიღიმე და ნახევარი გადაიხარა.
-ნამდვილად-წარმოვთქვი და კარებისკენ წავედი.
-ქორწილზე შენც მოხვალ..-სიხარული ეტყობოდა ხმაში.
-რა თქმა უნდა..-გავუღიმე და ავხედე ჩემზე მხრებზე გაცილებით მაღალ მყოფ თავს.
-მას ნანა ჰქვია..ხუთი წლის წინ გავიცანი..შესანიშნავი გოგოა..-ვეღარ მოითმინა და მის საცოლეზე დაიწყო საუბარი.
-სად გაიცანი?-ინტერესით ვკითხე.
-პარფიუმერიის მაღაზიაში..დედაჩემს დაბადების დღე ჰქონდა და სახის მოვლის რაღაცები უნდა მეყიდა..
-საინტერესოა..არაფერია ცხოვრებაში შემთხვევითი.
-შენ სად გაიცანი?-მკითხა,მაგრამ შემდეგ უკანვე წაიწია..მისი გამომეტყველებიდან მივხვდი,რომ ნათქვამი ინანა.
-მე..გავიცანი...ის ესეების კონკურსზე გავიცანი..
-წერა უყვარდა?
-რა არ უყვარდა...უბრალოდ საოცარი ადამიანი იყო.
-კარგი..ნახე ეს..რას ფიქრობ ამაზე? მოეწონება?-მკითხა და ბეჭედზე მანიშნა..
-კი,მოეწონება..კარგი გემოვნება გქონია..იცი,რა? რასაც პირველად ნახავ და მოგეწონება,ხელიდან არ უნდა გაუშვა..აღარ უნდა დაიწყო უკეთესის ძებნა..
-მადლობ..-გამიღიმა და ბეჭედი აიღო-მოერგება ჰო?-ცნობისმოყვარედ მკითხა.
-რა თქმა უნდა..გეცოდინება მისი თითის ზომა..
***
-ასე ახლოს ხართ,რომ...ღმერთო,მოსწონხარ..
-საცოლე ჰყავს.ჩვენ მეგობრები ვართ..
-რამდენი ხანია,რაც ხვდება?
-ხუთი წელია..
-ხუთი წელი იყო ისიც..-თავი გააქნია ლეილამ,ვერ ახსენა ჩემი საქმროს სახელი.
-გოგო,რატომ ხარ ასეთი გაუგებარი?-ვკითხე და წარბი მაღლა ავსწიე.
-კარგი,დაიკიდე...კარგია უფროსთან ასე ახლოს რომ ხარ..უბრადლო შემშურდა..
იქნებ ეს არ იყო შური..იქნებ რომელიმე წამს მაიცნ ვიფიქრე კახაზე..ვიფიქრე,რომ მომწონდა..არ ვიცი,რატომ მივეცი უფლება ჩემი ფიქრები გაეგო..არ ვიცი,რატომ მოვუშვი ახლოს..მაგრამ მეგობრობა? არა,მას ვერ დავივიწყებ..ჩემს მკვდარ სიყვარულს ვერ დავივიწყებს და ვერავის მივსცემ ჩემზე ჰიპნოზის უფლებას..
ნანა..ლამაზი სახელია..რატომღაც ამიკვიტდა მასზე ფიქრები..
***
ცხოვრება გრძელდება..გავიფიქრე მაისიც ერთ დღეს და ხელი ჯიბისკენ წავიღე..რაღაც უცნაური მინდოდა,გამეკეთებინა..არ ვიცოდი რას ვეძებდი და საერთოდ ვეძებდი თუ არა რამეს..ბოლოს ვიზიტკა გამახსენდა და ნომერს დავხედე.გადავწყვიტე მობილურზე დამერეკა და გამეგო ის ვინ იყო..
ამდენი ხნის მანძილზე ვცდილობდი,რომ სიკვდილზე აღარ მეფიქრა..აღარ მინდოდა შეუცნობელი კოშმარები,აღარ მინდოდა ცრემლები,მძულდა ცრემლიანი ღამეები..აღარ მინდოდა ცხოვრების მსხვერპლი ვყოფილიყავი,მინდოდა მასთან მებრძოლა და დამემარცხებინა იგი..
-გამარჯობა..-მოხუცის ხმა გავიგე.
-უკაცრავად თქვენი სავიზიტო ბარათი მე მაქვს..დაგრჩათ..-არავის უპასუხია,გავირიდე და საათს ავხედე,დაახლოებით თხუთმეტი წუთ ვუსმინე დუმილს და შემდეგ დავდე..ვერ მივხვდი ვინ მეთამაშებოდა..და ვინ იყო ის მოხუცი ქალი.
***
-როგორ ხარ?
-სთხოვე?-ვკითხე კახას გაღიმებული სახით.
-დამთანხმდა..ბედნიერი ვარ..მადლობა,რომ მამხნევებდი..
-შესანიშნავი გემოვნება გაქვს..
-იქნებ მერე გაგაცნო კიდეც ნანა..მოგეწონება..-მითხრა და ოთახისკენ წავიდა..მისმა სიტყვებმა ჩამაფიქრა,მაგრამ თავი არ მიტეხვია..გადავწყვიტე ყველაფრისთვის მარტივად შემეხედა.იოლად ცხოვრებად ნაკლებად ვნებს ადამიანის გულს..ეს ნამდვილი რამ არის,ნამდვილი და ნამდვილი..
საღამოს,სამსახურის მერე,იოგაზე წავედი..უფრო ხალისიანი სახე მქონდა და ეს ყველამ შენიშნა..მგონი,აღარ მიყურებდნენ,როგორც საბრალოს..არა,ვერ ვიტან,როცა ვინმეს ვეცოდები..ეს ნამდვილად ასეა..
***
-დედაჩემი მომენატრა..რამდენი ხანია,რაც არ მინახავს..არადა აქვე ცხოვრობს..მამაჩემიც კი მომენატრა..-ვუთხარი ლეილა.
-ნახე მერე..როგორ შეიძლება ასე,რომ დაივიწყე..
-კარგი,წავალ..
-ნახავ და ლამაზ საჩუქრებსაც წაუღებ.
-დედაჩემს კრემებს ვუყიდი პარფიუმერიის მაღაზიაში...მამაჩემს კი ხინკალს წავუღებ,ძალიან უყვარს..
-შენ იცი..ჩემი გოგო ხარ-მაკოცა ლოყაზე და კმაყოფილად გაიღიმა.
***
-ამირანი ვარ..ის ბებიაჩემი იყო,ყურში არ ესმის..ბოდიშით..-ეს ის ნომერი იყო,რომელიც იმ დღეს ავკრიფე..რაღაცნაირი ხმა ჰქონდა,თითქოს მეუცნაურა მსიი დარეკვა..რა უნდოდა ნეტავ? იმ დღეს არავინ გამიცნია,ვინც ვიზიტკა მომცა და საერთოდ..არ მახსოვდა ეს ხმა,ვფიქრობდი,რომ არსად გამეგონა.
ბებიამისი? ამ სიტყვის გახსენებაზე ჩემი გარდაცვლილი ბებია გამახსენდა.თვალწინ დამიდგა მისი უმწეო გამოხედვა,მისი ქვითინი და სიკვდილისპირა უკანასკნელი ძახილი.გული ჩარმწყდა,რაღაც ვიგრძენი/
-გესმით?-ხმას ოდნავ აუწია ამირანდა.
-დიახ..არაფერი მახსოვს,თქვენ დამიტვეთ ვიზიტკა?-დაბნეულობის პიკს ვაღწევდი.
-დიახ,ჩვენ ვისაუბრეთ და შემპირდით,რომ გნახავდით..
-რა?-უფრო ავიბენი..რა უნდოდა მას ჩემთან?
-დღეს საღამოზე რას იტყვით?
-არც კი ვიცი ვინ ხართ.
-უბრალოდ შემხვდით.
-იცით,რა...კარგით,მაგრამ დღეს ვერა..მშობლები უნდა მოვინახულო..
-არაა პრობლემა..ხვალ გამოგივლით,რვა საათზე.
-საღამოს?
-სხვა დროს ვის სცალია..-სიცილით მიპასუხა.
მისი ხმა რაღაცნაირად ჩამწვდა გულში...თითქოს ნაცნობი ვინმე უნდ აყოფილიყო..ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ მასთან უკვე მესაუბრა...ამირანი? ვის ერქვა ამირანი..ჩავფიქრდი,საათს გავხედე,ის გაჩერებულიყო..ტელეფონი ამოვიღე და საათს დავაკვირდი..უკვე უნდა მოვმზადებულიყავი,მეყიდა საჩუქრები და მშობლები მენახა..დრო არ იცდიდა,ამირანზე ფიქრის თავიც არ მქონდა..
პარფიუმერიის მაღაზიები დავიარე და დედაჩემს ვუყიდე ნაოჭების საწინააღმდეგო კემები,შემდეგ სახინკლეში შევკვეთე მამაჩემისთვის ხინკალი და ადგილზე მიტანა ვთხოვე.ძალიან ვნერვიულობდი,ამდენი ხნის უნახავი დედა-მამა უნდა მენახა.სახლიდან ისე სწრაფად გამოვედი,რომ საპირფარეშოში შესვლაც კი დამავიწყდა,ამიტომ მანქანა გზაზე გავაჩერე და საზოგადოებრივ საპირფარეშოს მივაშურე.სუფთა იყო იქაურობა,რომ არ ჩავთვალოთ ის ინციდენტი...ჩემი პირადობა შიგნით ჩამივარდა და კინაღამ თან ჩავყევი.გავგიჟდი,გამახსენდა რამხელა რიგში ვიდექი ეგ რომ ამეღო.
-კარგად ხართ?-მკითხა ვიღაცამ.უკან არ გამიხედავს,სულ არ დავინტერესებულვარ უცნობის ვინაობით.
-ვარ რა-აგდებულად ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი.
რასაკვირველია,პირადობის დაკარგვა მიზეზი იყო..მე ხომ მშობლებთან მოსალონდელი შეხვედრა მაშინებდა.
***
ისევ გამოჩნდა ძველი სადარბაზო,სადაც მთელი 18 წელი გავატარე..ამომიტივტივდა ბავშვობის წლები,როგორ ვთამაშობდი ხოლმე ეზოში,როგორ ვიცინოდი..ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაცა მიჩქმიტა და ძლიერად დამამჩნია ხელი..ისევ მინდოდა,რომ უდარდელი ვყოფილიყავი..არ მინდოდა ქალი მრქმეოდა..მინდოდა ვყოფილიყავი ლაღი და სუფთა ბავშვი..ბავშვი,რომელსაც ცხოვრება უხარია და მას შეჰხარის..
ლიფტში ხუთთეთრიანი ჩავაგდე..მაშინაც ასე ვიქცეოდი,როცა ეზოდან სადილის საჭმელად ამოვდიოდი ხოლმე.გარეთ მყოფ მოხუცებს ვთხოვდი ხოლმე ხურდას და სულ მკიცხავდნენ,დედაშენი არ გაძლევსო..ამაზე ახლა მეცინება,თუმცა მაშინ გული საშინლად მწყდებოდა..მგონი,მწყინდა კიდეც..
რა უცნაურია ცხოვრება..მუდამ რაღაცას ელი და საბოლოოდ მაინც ხელმოცარული ადამიანის შეგრძნება გრჩება...ჯერ გაზრდა მინდოდა,მინდოდა,სკოლის მოსწავლე ვყოფილიყავი..ღმერთო,ეს სახლი და ეს კარი როგორ მახსენეს ყველაფერს..მერე მინდოდა,სკოლა დამემთავრებინა..მერე რაღაც-რაღაც ოცნბები მქონდა,მინდოდა საკუთარი სახლი მქონოდა..მერე სტუდენტობაც მომბეზრდა..მერე სამსახური ვიშვე,თანამდებოობასაც გამოვკარი ხელი..მერე მერე...ის გაქრა! მერე გული ჩამწყდა..მერე ყველაფერს ბნელ ფერებში ვხედავ..ნუთუ იქნება რამე,რაც ნათელს მოჰგვრის ჩემს ერთფეროვანსა და ზედმეტად რუტინულ ცხოვრებას...
-შვილო,ეს შენ ხარ..-დედაჩემმა გაკვირვება ვერ დამალა.
-კი,მე ვარ...
-შვილო..მომნატრებიხარ...მე უბრალოდ...
-გაჩუმდი..-გადავეხვიე დედაჩემს-საჩუქრები მოგიტანეთ შენ და მამას.
-მართლა? დარჩი რა..შენ ჩვენი ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ..
-კარგი..-გავუღიმე დედაჩემს და მამაჩემისკენ წავედი..ის გაშეშებული იდგა დაყურებამდე იღიმოდა.
***
დედაჩემის გვერდით მეძინა,ვიხსენებდი ბავშვობას და ჩემს სათამაშოებს ვუყურებდი.დედამ,შვილიშვილებისთვის ვინახავო..ამაზე გულიანად გამეცინა,სულ არ ვაპირებდი შვილის ყოლას...
-ჰო მოუხდება?-ისე მეკითხებოდა,თითქოს ცხრა თვის ორსული ვყოფილიყავი.
-კარგი რა,დე..-ამოვიოხრე და მხარზე თავი დავადე.მისი სითბო მომნატრებოდა.
***
-იდუმალ პაემანზე მივდივარ..-ღიმილით გადავკოცნე ლეილა..
-რაო,გოგო? მშურს შენი..
-რა ჩავიცვა..-სარკის წინ ავიტუზე.
-მე აგირჩევ..-დიდი ენთუზიამით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.
-რა გოგო ხარ!-კმაყოფილმა ჩავილაპარაკე.
***
ეს პირველი პაემანი არ იყო,თუმცა მაინც საშინლად ვღელავდი..უცნობს არასდროს შევხვედრივარ..არც მისი სახე ვიცოდი,არც მისი ტანი..მხოლოდ მისი ხმა მქონდა გაგონილი,ეს იყო და ეს..ეს უცნაური შეგრძნება ბოლოს მიღებდა..თაგვივით მასობდა კბილებს და მღრღნიდა..
-ნეტავ როდის მოვა..-ვუყურებდი საათს და წუთებს ვითვლიდი.
-ნუ ღელავ..-მამშვიდებდა ლეილა.
-გოგო,წადი..მარტო დამტოვე..-არც კი შემიხედავს ისე ვუთხარი და გვერდზე გავიხედე.ფანჯარას ვეძებდი..მინდოდა,რომ მისი სილუეტი დამელანდა...თუმცა რა? სულელი მე...განა მას ვიცნობდი..
ეჭვებმა შემიპყრო..იქნებ იდუმალი მანიაკი არის-მეთქვი-ვფიქრობდი...და ისევ მეცინებოდა,ასე არ შეიძლებოდა..მე ეს ვიცოდი..ის უბრალოდ ამირანია..ისევ უბრალო გავხადე ცხოვრება,ცხოვრება,რომელსაც მოვაცილე ზედმეტი შტრიხები..გადატვირთული არც არასდროს არაფერი მყვარებია..
უეცრად კარიდან ზარის ხმა წამოვიდა..ეს იყო ყველაზე უცნაური ზარი,ყველაზე საოცარი და ამაღელვებელი..
-ვინ არის?-ადგილიდანვე ვიკითხე,თუმცა იგი ადრესატამდე ვე რმივიდა..
-ვინ არის? ამირან, თქვენ ...-ენა დამება და კარი გავაღე.
-ქრისტი...-სახე გაუნათდა მოსულს..მომაშტერდა,ნამდვილად მომაშტერდა..მე კი მის მოშტერებულ მზერას დავუწყე დაჭერა..უცნაური შესახედაობის მეჩვენა...რაღაცნაირად იხედებოდა..მისი გამოხედვა,ეს იყო რაღაც ისეთი,რაც მაშინებდა,კანკალს მგვრიდა..შევიშმუშნე და დამფრთხალი კვიცივით განზე გავიწიე..არ ვიცოდი რა მეთქვა,როგორ მეთქვა..
-მიცანით?
-არა,ალბათ-თავი გადავაქნიე.
-სარწმუნებული ხართ?
-მგონი..-ისევ ყოყმანით მივუგე.
-სულ ასე ეჭვობთ...-გაეცინა და თეთრი კბილები გამოაჩინა.
-უკაცრავად..-საწყალი ბავშვის გამოხედვა მქონდა,ალბათ.
-კარგი...წავიდეთ და ერთმანეთი თავიდან გავიცნოთ-კარებისკენ მანიშნა და თამამად წაიწია წინ.
-კარგი-დამფრთხალი გულით წავედი წინ..ვაღიარებდი,რომ ამირანი რაღაც ახალ ემოციებს იწვევდა ჩემში..ის მაშინებდა,ჩემში ცნობისმოყვარეობის ღილაკს თითს აჭერდა და რაღაცისკენ მიბიძგებდა.
***
მთელი საღამო დაძაბულობაში გაილია.არც ის ჩანდა საღ გონებაზე,ეს მაბნევდა.არ ვიცოდი რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო.მეშინოდა და იმით ვიიმედებდი თავს,რომ ამირანდი ბევრს არ საუბრობდა.ზოგჯერ ისე მაშტერდებოდა,რომ ძარღვებში სისხლიც კი მეყინებოდა.
კიდევ კარგი თავდაჯერებული ვიყავი.ეს მან მაჩუქა.ადამიანმა,რომელმაც შემიყავრა თავი და შემდეგ გამანადგურა...ისევ გაამხსენდა დაკარგული საქმრო...საქმრო? ამ სიტყვის გაფიქრებაც კი ჟრუანტელს მგვრიდა,ტანზე მაყრიდა...არა,ასე არ შეიძლებოდა...ჩინელებივით წარსული არ უნდა იმეოროო-გამახსენდა ილიას შენიშვნა..დიახ,მან ასე თქვა საუკუნეების წინ..ზუსტად ვერ ვიხსენებდი,მაგრამ აზრი ეს იყო.
თვალწინ ისევ საქმრო წარმომიდგა..როგორ გარდამქმნა..როცა გავიცანი,თავდაჯერებული არ ვიყავი.მან კი ეს შემაძლებინა? იცით,როგორ?
გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან „სამოსელი პირველი“ ის მომენტი ტერეზას ცეკვის მომენტი ათასჯერ მაინც წამაკითხვა...თავდაჯერებულიაო-ამბობდა..
-ზედმეტად..-ძლიერ მიყვარდა შეპასუხება.
-ჩუ..-ასე იტყოდა ხოლმე..
და მერე მეც დავმორჩილდი...თავდაჯერებული გავხდი..ტერეზას მოვპარე მისი ნაწილი..და მერე...
-ასეთი რომ ენახე...-ოთახში ლეილა შემოვიდა.
-ისევ?-წარბები მაღლა ავსწიე.
-რა ისევ? შევხვდი..და..არ ვიცი...ამაზე საუბარი არ მინდა..
-კარგი..-გამიკვირდა,რომ დამმორჩილდა.
***
-როგორ ხარ?-დილას ამირანის ზარმა გამაღვიძა.
-ასე ადრე...-წამოვიწიე და საათს დავხედე.
-როდის გავიმეოროთ?
-სამსახურში მაგვიანდება-ტელეფონი გავუთიშე და საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი.ჩვეულად ჩავიცვი და კარებისკენ წავედი.მეზარებოდა მარტო საუზმობა,პირდაპირ მანქანაში ჩავჯექი და სამსახურისაკენ გავსწიე.
-კარგად ხარ?-კახა შემხვდა დერეფანში,სწრაფად მიდიოდა.ეტყობოდა,რომ სადღაც ეჩქარებოდა.
-ჰო-არც მომიკითხავს ისე ავუარე გვერდი.
-ფერი არ გადევს-შემომყვარ კაბინეტში.
-არ ვიცი..არ მეძინა კარგად.
-რა ვიცი..უბრალოდ მოგიკითხე.
-მოეწონეა ბეჭედი?-დავინტერესდი,მაგრამ ისევ სსაბუთებს შევხედე.
-ჯერ არ მითხოვია.
-რა იყო რაჭველი ხარ?
-არა-თვალი ჩამიკრა და კარებისკენ წავიდა.-თუ რამე დაგჭირდეს,აქ ვარ.
კახა ზედმეტად თბილი მეჩვენებოდა და ზემეტად უცნარიც..როცა მის ოთახში შევედი,წინ და უკან დადიოდა,რაღაცაზე გამწარებით ფიქრობდა..
-რა ხდება? საბუთები შემოვიტანე..-ვუთხარი და ფურცლები მაგიდაზე დავუწყე.
***
11 საათი იყო,როცა ფიტნესიდან დავბრუნდი..თავი მისკდებოდა ამდენი ფიქრისგან.მინდოდა,ეს ყველაფერი მომეშორებინა და უბრალოდ თავი განმეთავისუფლებინა..არ მინდოდა ზედმეტი ტვირთით ცხოვრება.
საკუთარი სახლი უფრო მარტოსული მეჩვენა..თავს უჩვეულოდ ეულად ვგრძნობდი..ვინმესთან საუბარი მჭირდებოდა..მტკიოდა,ყველაფერი მტკიოდა და არ მინდოდა,ასე გაგრძელებულიყო.
-არა...ეს უბრალოდ კარულელია,რომელიც არასდროს ჩერდება..დრო გადის და ყველაფერი იცველბა...ყველაფერი მოძრავია...თამი მისკდება..-საკუთარ თავს ვესაუბრებოდი და ყავას ვსვამდი..ესეც კი არ გადამდიოდა ყელში..ვგრძნობდი,რომ ცხელი ყავაც კი მიციებდა ფილტვებს სითბოს გარეშე,ადამიანური სითბოს გარეშე.
***
მაისის ბოლოს ისევ მომივიდა წერილი.ამირანი იყო და მიხსიდა,რომ საშინლად ვენატრებოდი.გამიკვირდა მისი გულითადი ახსარება და შევეცადე სიტუაცია ამეხსნა.
-რა იყო? მომენატრე..-აღელვებული ხმით დამირეკა და ეგრევე მაჯახა.მისმა სიტყვებმა მომალბო..ვერაფერს ვგრძნობდი,გარდა იმისა,რომ მეც მინდოდა მისი ნახვა.
-კარგი.საღამოს გამომიარე-ვუთხარი და მაშინვე გავუთიშე.ალბათ,მეშინოდა,რომ უარი არ მეთქვა.
მთელი დღე ნერვიულობაში გავლიე..მეშინოდა,რომ..არ ვიცი რისი მეშინოდა..საშინლად ვემზადებოდი მოსალოდნელი შეხვედრისთვის..დიახ,ვემზადებოდი,მაგრამ ამჯერად ლეილას გარეშე.ათი კაბა მაინც ვიყიდე,რომელიმეს ჩავივამ-მეთქი,მაგრამ ბოლოს არც ერთი მომეწონა და ისევ სხვა ვიყიდე...სალონში გავატარე მთელი დღე.კიდევ კარგი კვირა იყო,თორემ ამას ვინ მაპატიებდა.
-გამარჯობა..რაღაც საქმე მაქვს..-კახას ზარი შემოვიდა საღამოს,როცა უკვე კაბას ბოლოჯერ ვიზომავდი.
-არ მცალია..-მშრალად ვუპასუხე.
-მიკვირს..ადრე სულ..
-უბრალოდ არ მცალი..-გავუთიშე ტელეფონი მინისტრს და საკუთარ თავს დავაკვირდი.ვაღიარებ,რომ ასეთი მღელვარება საქმროს დაკარგვის მერე არ მიგრძვნია..
-მეც მოვედი..
-რა?
-კარები ღია დაგრჩენია..-ამირანს ხელში ღვინო ეჭირა და ჩემკენ მოდიოდა.
-მავიწყდება ხოლმე დაკეტვა.
-ძალიან კარგი...ეს სიუპრიზი იყო,მაგრამ სხვა დროს არ დაგავიწყდეს-გამიღიმა მაცდურად და ღვინო მაგიდაზე დადო.
-ღმერთო,შენ აქ ხარ..
-ჩუ...-ნელა მომიახლოვდა და თითი ტუჩებთან მომიტანა.
კოცნა...თვალი გავახილე და ჩემს წინ მისი ბაგეები დავინახე.ისინი გაშეშებული იყო...მე მომშტერებოდა ამირანი და იღიმოდა...
-ეს შეცდომაა...-დაბალ ხმაზე ჩავილაპარაკე.
-არაა.
-რატომ? ყველას ასე კოცნი?
-აღიარე,რომ მოგეწონა..უბრალოდ აღიარე..
-არა!-კარებისკენ ვანიშნე.
-რა ლამაზად გამოიყურები..ეს შენთვის არ მითქვამს? უნდა წავიდეთ..ვიცი,რომ მელოდებოდი..-იღიმოდა,ისე ახლოს იყო,რომ სუნთქვა მეკროდა...არ მესმოდა რა უნდოდა ჩემთან,მაგრამ მაინც ვყვებოდი თამაშში.
-ეს თამაშია?
-რა არ მოგწონს?-მაცდურად გამომხედა და ხელი ჩამავლო.
-სად მივდივართ?
-მაშინ არ გაინტერესებდა არა,როცა ასე იცვამდი...და ეწყობოდი?
-არა-გავაქნიე თავი და საკუთარ პასუხზე თავადვე გამეღიმა.
-ულამაზესი ხარ....უსასურველესი..
-გეყო..-კარებისკენ წავედი.
***
-ვარდის ფურცლები..სად ვართ ნეტა?-თვალებიდან სახვევი მომხსნა.
-ჩემი სახლია..-ღიმილით შემომხედა და ხელი წელზე შემომხვია.
-რა? აქ რა გვინდა?-ანერვიულებულმა ვკითხე.
-ვახშამი მოგიმზადე,ქრისტ..
-ლამაზია...-გაფართოებული თვალებით შევხედე გარემოს და მთელ სხეულში სასიამოვნო განცდამ დამიარა.
-ხელს წელზე ნუ მხვევ!-კატოგორიულად ვუთხარი.
-რატომ?
-რა გჭირს?-გაკვირვებულმა შევხედე.
-შენს საყვარელ საქმროს ჩემი ვალი ჰქონდა...აი,საიდან გეცნობი..პატარავ!-ბოლო სიტყვა ვნებიანად წარმოთქვა და ჩემს ტუჩებისკენ წამოიწა.
-რა?-შოკში ვიყავი და საუბარიც კი მიჭირდა.
-რაც გაიგე,ის..-ისევ ჩაიღიმა.უკან გავხტი,არ მინდოდა მისი ტუჩები შემხებოდა..გამახსენდა ის დღეები,როცა მასზე ვფიქრობდი და გული ჩამწყდა..
-არამზადავ!-სასოწარკვეთა შემპარვოდა ხმაში.
-რაო..რაო..თუ არ გადაიხდი,მაშინ..
-რას იზამ? მომკლავ?-თავს ვეღარ ვაკონტროლებდი..ვერც იმაზე ვფიქრობდი,რომ მას შეეძლო რამე დაეშავებინა,შეეძლო გავემწარებინე.
-დასაწყისისთვის...შენც იცი,რას ვიზამ..-ტუჩები ბაგეებთან ახლოს მომიტანა..
-წადი შენი..-ხელი ვკარი ამირანს და უკან გავიწიე..
-ფული არ გაქვს? ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა 200 ათასი დოლარი..დიახ,ვიცი,რომ არ გაქვს,მაგრამ შენს სექსუალურ მინისტრს ექნება..
-ამდენი? ის არ დამიმალავდა..
-გიმალავდა..არ უნდოდა გენერვიულა.ხოდა რას იზამ?
-ამდენი...წარმოდგენა არ მაქვს სად უნდა ვიშოვო..
-იშოვი,ლამაზო...
-თავი გამანებე,გთხოვ..-ხმა დამილბა..აღარ მინდოდა წინააღმდეგობის გაწეავ ან უბრალოდ არ შემეძლო..
-მის მშობლებს კონტატები აქვთ და მათთან მეშინია..შენ კი..
-ლაჩარო!-საშინლად მაღიზიანებდა მისი თითოეული მოქმედება.
-დაურეკე კახას..
-ის არაა ვალდებული,ვერ ვთხოვ..მერე როგორ გავისტუმრო..-ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან.
-სამი დღე გაქვს..მოიფიქრე...
მთელი სამი დღე დეპრესიაში გავატარე..არ ვიცოდი რა მეფიქრა,რა მინდოდა,რა შემეძლო..ჩემი სახლი ბანკში რომ ჩამედო და ვალი ამეღო არ მინდოდა..ეს სახლში ერთად შევიძინეთ და მას მახსენებდა..მერე როგორ უნდა გამესტუმრებინა ამდენი..მერე..უბრალოდ არ ვიცოდი რას მომემოქმედა,მეშინოდა,ვტიროდი..მთელი სამი დღე პირი არაფრისთვის დამიკარებია,მისი ხელით მოტანილი წყალიც კი არ მინდოდა...პირი მიშრებოდა და ვხურდი..ვიფიტებოდი,სხეული აღარ მემორჩილებოდა..ფეხზე ადგომაც კი მიჭირდა..ვიცოდი,რომ წყლის გარეშე დიდ ხანს ვეღარ გავძლებდი,მაგრამ მაინც არ მინდოდა დამელია...არ მინდოდა,უბრალოდ არ მინდოდა..მეტი არაფერი ვიცოდი..
***
-მოიფიქრე?-შემოვიდა და მკაცრად შემომხედა..იცინოდა და ბედნიერი იყო ჩემი ტანჯვით.
-უნამუსო ხარ..შენნაირ არაკაცს არაფერს...-ხმა გამიწყდა,რადგან მის ხელს ვგრძნობდი ნიკაპზე..გონს ვკარგავდი..შემცივდა,საშინლად შემცივდა.
-რაო ..რაო..
-არაცივილური ნაგავი ხარ!
-ძალა ისევ შემოგრჩა..-ჩემი სიმწრით ხარობდა.
-ხელი გამიშვი..კახას ნომერი,იცი?-საქმიანი გამომეტყველება მესროდა.
-რაო? რაო?
-მე ვიცი..დარეკავ და..
-უბრალოდ გამიშვი..
-დარეკაც..
-არ შემიძლია.
-დარეკაც..
-არა!
***
შუა ღამე იყო,როცა თავი მისკდებოდა..ისე ცუდად ვიყავი,რომ საკუთარი სახელიც კი არ მახსოვდა...უიმედობამ გადამაწყვეტინა,რომ კახასთვის დამერეკა.
-ამირან...-უკანასკნელი ენერგია მისი სახელის დაძახებისას დავხარჯე და შემდეგ მკვდარივით მივეგდე.
-ჰეი..საწყალო...გეჭამა მაინც ან დაგელია..რას გავხარ..ნეტა განახა შენი თავი..
-დავურეკავ.
-დანებდა გოგო..-ირონიულად ჩაიცინა.
-ტელეფონი მომეცი-ოდნავ წამოვიწიე.
-ჩემს თვალ წინ ესაუბრები..
***
კახი
-ქრისტი სადაა..არ ჩანს სამი დღეა და ზარებსაც არ პასუხობს..-სამსახურში მივედი თუ არა,ყველას ამას ვეკითხებოდი.
-აზრზე არ ვარ..
-გამორთული აქვს ჰო..-დამიდასტურა თანამშრომელმა გოგონამ,რომელიც აღელვებული ჩანდა.
-ლეილას ნომერი არ ვიცი თორემ..-ჩემთვის ჩავილაპარაკე და მის არჩეულ ბეჭედს დავხედე..არა,მე ავარჩიე,მაგრამ რეკომენდაცია მან გამიწია..არ ვიცოდი რატომ მაინტერესებდა ეს გოგო..და რატომ არ ვაძლევდი ჩემს საცოლეს ბეჭედს..რატომ ვაჭიანურებდი დროს..
დილიდან ვღელავდი და ერთ ადგილას ვერ ვჩრდებოდი,გულს ვერ ვუდებდი სამუშაოს,ვგრძნობდი,რომ რაღაც ცუდი..არა,რაღაც საშინელი..უნდა მომხდარიყო..
ათი საატი იქნებოდა,როცა ტელეფონი ამიციმციმდა..ქრისტის სახელის დანახვაზე,ლამის იყო გული ამომვარდნოდა.
-ჰო,ქრისტ..-ანერვიულებული ხმით ვუპასუხე..უკვე მზად ვიყავი,რომ რაღაც საშინელი უნდა ეთქვა.
-არ დაგირეკავდი,მაგრამ ძალიან მიჭირს..შეგიძლია მოხვიდე და მერე ვილაპარაკოთ..-ასეთი სასოწარკევთილი ხმა პირველად მესმოდა..ვაღიარებ,რომ საშინლად შევშინდი..მეტკინა ისე,როგორც არასდროს..უკვე ვხვდებოდი,რომ რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო..ათასი რამ გავიფიქრე,მაგრამ გავჩერდი..არ მინდოდა წინასწარ რამის განსაზღვრა..არ მჭირდებოდა ზედმეტი პროგნოზი..
-ახლავე..მისმართი მომწერე..-მვაყარე ერთმანეთს და ქრისტმა გათიშა..თავისი ნომერიდან მირეკავდა...მაგრამ...არაფრის აზრზე ვიყავი...როცა მომწერე,უფრო შევშინდა..ეს ადგილი ძალიან შორს იყო...თბილისის საზღვართან ახლოს..შევშინდი,რომ ქრისტინ ცუდად იყო უჭირდა..იქნებ ეს დღეები იტანჯებოდა..
***
იმედი მომეცა,მაგრამ ესეც მალევე დავკარგე..რას მიშველიდა კახა? ფულს მასესხებდა,მერე ამდენს როგორ გავისტუმრებდი..ბოლოს გადავწყვიტე,რომ სახლი გამეყიდა და ისე ჩამესესხებინა...მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კახა მასესხებდა ფულს..
არ ვიცოდი რა მეფიქრა..მშობლების გამოტოვებული ზარები და ლეილას მოწერილები მაშინებდა..იქნებ მათაც გაიგეს ჩემი გაუჩინარების ამბავი..მამას გული აწუხებდა და იქნებ...ბევრი სანერვიულო დამიგროვდა..მინდოდა ცოტა მოვჯობინებულიყავი და ამირანის შემოტანილი საუზმე ბოლომდე დავასრულე..მანამდე კი დაახლოებით ლიტრა-ნახევრი წყალი დავლიე..ისე მესიამოვნა,როგორც არასდროს..მხოლოდ იმ წამს მივხვდი რა შვებას გრძნობს უდაბნოდან გამოსული კაცი..
***
კახა
ქრისტის დავურეკე,მაგრამ მან არ მიპასუხა..ვიღაც მამაკაცი იყო ბოხი ხმით..დეტალურად მითხრა სად უნდა მივსულიყავი და მეც დავთანხმდი..სხვა გზა არ მქონდა,არც არაფრის მეშინოდა..მხოლოდ მასზე ვფიქრობდი...არ მინდოდა იმის გააზრება,რომ ის ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო...მისადმი რაღაცას ვგრძნობდი,მაგრამ ამაში ბოლომდე ვერ გავრკვეულიყავი...
-ქრისტ..-გონებაში ვეძახდი მას...მეგონა,რომ დამიკავშირდებოდა და მესაუბრებოდა..მისი ხმა საოცრად მომნატრებოდა,სულ აღარ მახსოვდა,რომ საცოლე მყავდა..ჯერ არ მეთხოვა ხელი,მაგრამ ვიცოდი,რასაც ფიქრობდა..
***
-ქრისტ აქ ხარ..-მომესმა მამაკაცის ხმა..მაშინვე გამოვიცანი,ეს კახას იყო.
-ჰო,მე ვარ..სად ხარ?-დავინახე თუ არა,საოცარი ძალა შემემატა..ვკრთოდი და ვიღიმოდი..რომ შემძლებოდა გადავეხვეოდი..
-ღმერთო..კარგად ხარ..-გულში ჩამიკრა..-დასვენბეა გჭირდება..-შეეცადა მშვიდად ეთქვა,ამ დროს ამირანიც შემოვიდა.
-უთხარი?-შემომიბდღვირა.
-შენ ვინ ხარ?-ფეხზე წამოდგა კახა.
-ამ ქალბატონს ჩემი ვალი აქვს და აქ ვაწამებ-თვალი ჩაუკრა ჩემს უფროსს.
-რაო? რა ხდება,ქრისტ?
-ასეა..ახლა გავიგე-სევდიანი ხმით ვუთხარი.
-მართლა? რამდენი?-კახას საქმიანი გამომეტყველება ჰქონდა,სწორედ ისეთი,როგორიც მოლაპარაკებების დროს აქვს ხოლმე.
-დიახ..200 ათასი დოლარი..ის მეწილე იყო ჩემი და მერე..
-არ მაინტერესებს ვინ რა იყო..უბრალოდ გაუშვი ქრისტი.
-მაშინ დაიხსენი შენი ..
-ეს დიდი თანხაა,მაგრამ...
-შეგიძლია მასესხო და მერე...ამ საქმეში პოლიციის ჩარევა არ ღირს,მაინც გადასახდელია..მერე სახლს გავყიდი და...და გაგისტუმრებ..-კახას იმედიანი თვალებით ავხედე..მის დაძაბულ სხეუსლ დავაკვირდი და აწყლიანებულ თვალებს შევხედე.
-არა,ღადაობ...ვერ გაყიდი იმ სახლს.ვიცი ის შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია..
-აბა..
-მოდი,ახლა ამის დრო არაა.უბრალოდ ჩეკს მივსცემ და წაგიყვან...
***
ასეც მოხდა...სახლში წამომიყვანა და საწოლზე დამსვა.
-არ იყავი ვალდებული-დამნაშავესავით შევხედე.
-უბრალოდ გაჩუმდი..შხაპი მიიღე და მე რამეს მოგიმზადებ.
-არა,არ შეწუხდე..-საწოლიდან ავდექი დასააბაზანოსკენ ავიღე გეზი.
-ჩუმად..-მკაცრად შემომხედა და ოთახიდან გავიდა.
***
კახა
საოცარი შეგრძნება დამეუფლა,როცა ხელი შვვახე..არ ვიცი ეს რა იყო,მაგრამ მისი სიახლოვე მფერფლავდა..მეგონა ვიწვებოდი...ბეჭედი დავმალე იმ დღეს..მანქნაში დავმალე და მერე პროდუქტები ამოვიტანე..მინდოდა რამე მომემზადებინა.საკუთარ თავს ძლივს გამოვუტყდი,რომ მისთვის თავის მოწონება მსურდა.
-ეს ზედმეტია.-გამოვიდა და სამზარეულოში მოფუსფუსე რომ მნახა,ღიმილი ძლივს შეიკავა.
-რა ამ ამპლუაში არ წარმოგედგინე..
-არა-გაფართოებული თვალებით შემომხედა-დაგეხმარები.
-არა,დაისვენე..ძალაგამოცლილი ხარ..
***
მართლაც გემრიელი სადილი გამოუვიდა..არ ველიდი მის ასეთ მოქმედებას და საშინლად გამიკვრიდა..ვცდილობდი თანხაზე ჩამომეგდო საუბარი,მაგრამ თავს ვიკავებდი..
სადილის მერე დივანზე გვერდით მომიჯდა..ცდილობდა ესაუბრა,მაგრამ უკან იხევდა.
-არ მკითხო..-ვთხოვე და ბალი ხმით.
-კარგი-თავი დამიქნია და ფეხზე წამოდგა..-სახლს არ გაყიდი..-მკაცრად მითხრა.
-აბა რა ვქნა? ამდენი თანხა საიდან მექნება...
-უბრალოდ მე გადავიხდი...
-რატომ? ეს ზედმეტია,კახა..-ფეხზე წამოვდექი...-ამ თანხით შეგიძლია ...ძალიან ბევრი რამ..-სიტყვები მიწყდებოდა,წინადადებებს ერთმანეთს ვერ ვაბამდი.
-უბრალოდ დახმარება მინდა..
-შენ ახლა ოჯახი გეყოლება..განა რას იტყვის შენი საცოლე..თან ამდენი ...მე არ ვარ უნამუსო..
-არ ხარ და,ამიტომაც გაძლევ..
-არა..ეს შეუძლებელია..ასეთი სიკეთე..არა,რა სიეკთე! ეს მასზე ბევრად მეტია..-ლამის იყო ყვირილი დამეწყო..
-ჩუმად..-ხელი შემომხვია და დამსვა,გვერდით მომიჯდა და შეეცადა დავემშვიდებინა..-ჩუმად...უბრალოდ დაისვენე..
***
რომ გამომეღვიძა,კახა ჩემს გვერდით იყო..თვალს არ მაშორებდა..უხერხულად წამოვიწე და თვალი გავუსწორე.
-აქ იყავი..მერე სამსახური?-შემკრთალმა ვუპასუხე და საათს დავხედე,უკვე ღამის ათი ხდებოდა.
-რატომ გიკვირს,რომ კეთილი ადამიანები ვარსებობთ?
-ჩემთან არ გჭირდება იყო ქველმოქმედი..მე არც ღარიბი ვარ,არც სოციალურად დაუცველი..
-არ გიშველე ძილმა..-ისე უშფოთველად საუბრობდა,რომ გამიკვირდა.
-ამიხსენი ამხელა თანხას როგორ მაძლევ..
-კარგი..რახად ასე გაჯიუტდი გეტყვი,რომ..-ხმა გაუწყდა..
-რას მეტყვი?
-მეგობრები ვართ და...
-არა..მეგობრები მყავს,მაგრამ ეს...სულ სხვაა..
-გრძნობები გამიჩნდა ამ ხნის განმავლობაში..შემიყვარდი,ქრისტ...-ფეხზე წამოდგა და სანამ რამეს ვეტყოდი ოთახი დატოვა..
***
კახა
-დიმიტრი,შემიყვარდა და ვუთხარი..-მეგობარს ვუყვებოდი ქრისტიზე.
-ამდენი თანხა...მერე ბიჭო შენი საცოლე..ეგ ბეჭედი?
-რამეს ვიზამ..
-დარწმუნებული ხარ? იქნებ მას არ უყვარხარ...
-არ ვიცი..არაფერი,ვიცი..მაგრამ უბრალოდ ჯერ უნდა გავჩერდე..
-კარგი,როგორც გინდა,მაგრამ მეცოდება ეგ გოგო..ძალიან უყვარხარ..
-მეც მიყვარდა,მაგრამ ეს გული დაუმორჩილებელი ვინმე ყოფილა...
-უკვე ვინმეს ეძახი?
***
-ქრისტ,სად იყავი გოგო?
-მოგიყვები..
...
-არ მჯერა..ღმერთო...და კახი? ის ნამდვილიი კაცია..არ გაუშვა ხელი.
-საცოლე გყავს..
-რა გითხრა ვერ გაიგე.-აღელვებული საუბრობდა ლეილა.
-იქნებ აღელვებული და დაბნეული იყო..
-კარგი რა..კაცი 200 ათას დოლარს იხდის..თანას შენი საქმროს ვალს..
-მისმა მშობლებმა არ უნდა გაიგონ,არ აქვს ბევრი..-თავზე მხარი დავადე და ავქვითინდი.
-ღმერთო,რა უცნაურია ცხოვრება..-ჩუმად ჩაილაპარაკა ლეილამ,მართლაც რომ უცნაურია...
ერთი თვე გავიდა..ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყო,კახაც იჭერდა დისტანციას..ცდილობდა,რომ მაინც და მაინც არ ჰქონოდა ჩემთან ურთიერთობა.ამას,მეც ვიყავი ჩემთვის.ლეილასთან ერთად ვერთობოდი,ვგიჟობდი და ცხოვრებას ვიხალისებდი.
აგვისტოში ეგვიპტეში წავედით და შვებულება შესანიშნავად გავატარეთ.ამაზე კარგი განტვირთვა რა უნდა ყოფილიყო.მიხაროდა,რომ ამ ყველაფერს მოვწყდი,ტელეფონი გამორთული მქონდა,არც ინტერნეტიც ვსარგებლობდი..ვიყავი ჩემთვის და ჩემთვის,მიხაროდა,რომ საკუთარ თავს ამის უფლება მივეცი.იმდენი სიბინძურე ჩამოვირეცხე,რომ სულ აღარ მინდებოდა თბილისი და მისი მძიმე ხალხი.
როგორც ყველაფერი გადის,ისე გავიდა ეს დროც.ერთ თვეში დავბრუნდით თბილისში.ვაღიარებ,რომ სახლამდე ვეღარ მოვითმინე და ტელეფონის ეკრანს დავაწყდი..კახასგან ათასი შეტყობინება იყო,გამოტოვებული ზარები...გამიკვრიდა,ასეთი რა მოხდა-მეთქი,მაგრამ მაინც არ მიპასუხია.გადავწყვიტე,სახლამდე მომეცადა.
-რამე მოხდა?-აღშფოთება შემატყო ლეილამ.
-არა,ლეი..არა..
-აბა,რა ხდება?
-კახასგან იყო და..
-რა მოხდა?
-დავურეკავ,როცა მივალ..
-კარგი..-ძალით გამიღიმა და ტაქსის ძებნა დაიწყო.
***
ისევ ვიგრძენი საკუთარი აურა,საკუთარი ბინის სურნელი...საშინლად მომნატრებოდა ჩემი საწოლი..ჩემი საპირფარეშოც კი..სუნამოებს შევავლე თვალი და გამეღიმა..ეს ის ადგილი იყო,სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი.
რამდენიმე საათის შემდეგ დავბარგდი და საწოლზე ტიტველი წამოვწექი..მომწონდა ეს სიტუაცია,მაგიჟებდა და მომწონდა...
ხასიათი კახასთან საუბარმა გამიფუჭა.მეშინოდა,რომ სამსახურზე რამე არ ეთქვა..იქნებ არყოფნის დროს რამე გამოვტოვე და ამაზე ბრაზობდა..არ მინდოდა მასთან უთანხმოება.მაიცნ დავურეკე,რაც იქნება იქნება-მეთქი.
-ქრისტ,არ მეგონა,რომ დარეკავდი..სად გაქრი?
-არ მითქვამს,რომ მოვწყდი სამყაროს...
-ისვენებდი,ქალბატონო?-ხალისიანი ხმა ჰქონდა.
-ჰო..
-თავს როგორ გრძნობ?
-ძალიან კარგად..შენ?
-მომენატრე..-გამიკვირდა ამ სიტყვის გაგონება..არა,სიტყვის არა..ინტონაციის უფრო..ის ისეთი თბილი და რაღაცნაირი იყო...
-ჰო..რას შვრები?-სასხვათაშორისოდ განვაგრძე საუბარი.
-ვარ რა...ამოგაკითხავ და რამეს მოგიმზადებ.
-კარგი..-გამიხარდა მისი ყურადღება,მაგრამ იმიტომ უფრო დავსთანხმდი,რომ სახლში მაცივარი ცარიელი მქონდა,მაღაზიაში ჩასვლის თავიც არ მქონდა.
მოკლე ჯინსის შორტი გადავიცვი,შავი უსახელო მაისური მოვირგე და თმა ზემოთ ავიწიე..მგონი,საშინლად არ გამოვიყურებოდი.ჩემმა მუცელმა და მე ერთად დავუწყეთ კახას ლოდინი.
-ჰეი..-გადამეხვია გულწრფელად.
-ვაიიიმე...-ხელები მოვხვიე კისერზე და მეგობრულად გადავკოცნე.
-ღმერთო...ეს შენ ხარ...
-საფლავიდან არ ამოვსულვარ..-თვალი ჩავუკარი და პროდუქტი გამოვართვი.
-მე მოვამზადებ..დაისვენე,დაღლილი იქნები..
-არა,გამოვიძინე-ვიცრუე-მეც დაგეხმარები..-სამზარეულოში შევუძეხი.
***
-არ გაკოცა?
-არა..
-არ არსებობს..-კისკისებდა ლეილა.
-მაგარი ტიპიაო,არ თქვა..
-მეგობრები ხართ? ჰაჰაჰა....არ გადამრიო-შემომხედა ამრეზით.
-გეყო...რა-გაბუტული ავდექი,მაგრამ შემდეგ ისევ დავუბრუნდი და გვერდით მივუსკუპტი.
-როდიდან გადიხარ სამსახურში?
-ზეგიდან.
-გარდერობი უნდა გამოცვალო..
***
მეორე დღეს შოპინგმაც კი ვერ გადამიყარა კახაზე ფიქრები..მახსენდებოდა როგორ იღიმოდა და ყელში ბურთი მეჩხირებოდა..ვერ ვხვდებოდი ეს რა იყო..ეჭვიანობაშიც კი გამოვიჭირე თავი..ვიცოდი,რომ მალე ცოლი უნდა მოეყვანა.
„იქნებ მისცა კიდეც ეგ ბეჭედი?“-ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
-რა გჭირს?-ვერაფერს ვაპარებდი ლეილას.
-არაფერი,უბრალოდ ვფიქრობ რომელი კაბა ავირჩიო.
-ორივე იყიდე..-გადაიკისკისა.
-კარგი..საღამოს კინოში უნდა წამომყვე..
-ოჰ,მიხარია თუ გინდა..
-ორივეს ვიყიდი..-გასახდელიდან პირდაპირ სალაროსკენ წავედი.
***
-როგორ ხარ?-მომიკითხეს თანამშრომლებმა.
-შესანიშნავად.კახა სად არის?-თვალში რომ არ მომხვდა მაშინვე ვიკითხე.
-შვებულება აიღო.
-რა?-გამიფართოვდა თვალები.
-ჰო,განსატვირთავად წავიდა ერთი თვით სამოგზაუროდ.
-შესანიშნავია-სწრაფი ნაბიჯით წავედი ჩემს კაბინეტისკენ წავედი..ფანჯრისკენ წამივიდა თვალი,ისევ შევხედე ყავის ჭიქას,რომელიც იმ დღეს დარჩა კახას..ისევ გამახსენდა,რომ მას ერთ თვეს ვეღარ ვნახავდი...მიკვირდა რატომ ვფიქრობდი ასე...იქნებ მიჩქმალული გრძნობები გამოვაჩინე-მეთქი-ამასაც კი ვივლებდი გონებაში.
მთელი დღე უღიმღამოდ გავატარე,არაფრის ხალისი არ მქონდა..არაფერი მახსოვდა გარდა კახასი..მახსენდებოდა მისი თბილი და მზრუნველობით აღსავსე საქციელი,მახსენდებოდა და ტირილი მინდებოდა..სამწუხაროდ,არ შემეძლო..
მთელი დღეები მის სურათებს ვაშტერდებოდივიხსენებდი როგორ ვატარებდით ერთად დროს და გული მიკვდებოდა..იმის გაფიქრებაც კი მზარავდა,რომ ის მალე ცოლს შეირთავდა.მინდოდა დავკავშირებოდი,მაგრამ ვერ ვბედავდი..მეშინოდა,რომ ის ისეთ რამეს მეტყოდა,რაც გამანადგურებდა.
მის კაბინეტში შესვლასაც ვერ ვბედავდი..მეშინოდა,რომ უარესად შემიპყრობდა მისი ნახვის სურვილი..ნოსტალგიების მეშინოდა...
***
-შვილო..მას ინფარქტი დაემართა..
-რა,დე? რა? რას ამბობ?-ღამის სამი საათი იყო,როცა მისმა ზარმა გამაღვიძა.
-მოდი..საავადმყოფოში გადავიყვანოთ უნდა...-არეული საუბრობდა.
სწრაფად ჩავიცვი,დაბლა ჩავვარდი,სახლის კარების დაკეტვაც კი დამავიწყდა,შევვარდი მანქანაში..საშინლად ვღელავდი და საშინლად მეშინოდა...არ მინდოდა,რომ მამაჩემს რამე დამართნოდა...
ხელებს ვერ ვიმორჩილებდი,ვკანკალებდი...
***
ლეილა
მამამისი გადარჩა,მაგრამ ქრისტი იმ ავარიას ემსხვერპლა.საშინლად მეტკინა...ეს ჩემთვის გამანადგურებელი იყო..ბოლო სიტყვებში კახას სახელს გაიძახოდა..დღიურის ბოლო ფურცლებიც მე შემავსებინა...ხელს მიჭერდა და ამბობდა,რომ კახასთვის უნდა მეთქვა.
შემეშინდა კახასთან საუბრის,მაგრამ მაინც დავთანხმდი.პირობა მივედი ქრისტის.
-შემპირდა..-ხელს ძლივს მკიდებდა.
-გპირდები..არ დამტოვო..შენ ხომ ჩემი მეჯვარე უნდ აყოფილიყავი,მერე ბავშვის ნათლიაც..
-არ შემიძლია..მაპატიე...ნეტა აქ იყოს კახა..
-ვეტყვი.
-უთხარი,რომ...კახას უთხარი..-გაიყინა...ეს საშინელი შეგრძნება იყო...
***
ქრისტის დაკრძალვის შემდეგ კახას კაბინეტში შევედი...სანამ დავურეკავდი მინდოდა მისი პირადი სამყარო მენახა..მის მაგიდაზე უცნაურ რამეს წავაწყდი...შევკრთი და ადგილზევე გავიყინე....
ულამაზესი ბეჭედი იდო..მის გვერდით კი წერილი...
„ეს ბეჭედი შენია...ნანას დავშორდი..“
მეტი არაფერი ეწეა..მივხვდი,რომ ქრისტის გულისხმობდა..გამახსენდა როგორი აღელვებული იყო ხოლმე ბოლო დროს ჩემი დაქალი..
ავტირდი..ცრემლები მახსჩობდა...ასეთი სიმწარე არასდროს განმეცადა.. როგორ უნდა დამერეკა კახასთვის წარმოდგენაც არ მქონდა...

მაგრამ ,ბედის ირონიავ..ოჰ,ბედის ირონიავ...
მტირალსმომისწრო კახამ..კი,ის იყო მაშინვე ამოვიცანი..
-თქვენ?-შეკრთა მამაკაცი..-ტირით?
-მადლობა ღმერთს...-ცრემლები მოვიწმინდე..-ვერ დაგირეკეთ...
-რა მოხდა?-აღშფოთება წავიკითხე მის სახეზე.
-ქრისტი ავარიის შედეგად დაიღუპა...

***
„და ცხოვრება გრძელდება...ძნელია ამის დაჯერება,მაგრამ გრძელდება...ის მიდის და ტკივილს ისევ გვიტოვებს...ეს ყველაზე მძიმე ტვირთია...წარმოუდგენლად ძნელია მწარე წარსულით ცხოვრება..იქნებ ამას სიკვდილი ჯობდეს...“-ასეთი წარწერა ჰქონდა ქრისტის დღიურის პირველ გვერდს.

___
პ.ს დიდი ხნის წინ თავებად ვდებდი.



№1  offline წევრი charkvish

როგორ არ მინდოდა ასეთი დასასრულით :( მომეწონა საოცრად

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

charkvish
როგორ არ მინდოდა ასეთი დასასრულით :( მომეწონა საოცრად

მადლობა

 


№3 სტუმარი mariami

ყველაზე მაგარი იყო <3 <3 <3

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

mariami
ყველაზე მაგარი იყო <3 <3 <3

მადლობა

 


№5 სტუმარი სტუმარი Cira

Guli damewva

 


№6  offline წევრი თამოთამო25

დავიღალე კითხვით იმდენად დაულაგებელი იყო. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent