შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჯიუტე ბედნიერებას დაგაკარგვინებს10


30-08-2016, 19:08
ავტორი anonym dandelion
ნანახია 1 597

როგორც კი გავიღვიძე,მაშინვე თვალში მომხვდა ჩემს წელზე შემოხვეული მიშოს ტორები,მის მშვიდ სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი,მაშინვე ალმური მომედო სახეზე.მიშოს ხელებისგან განთავისუფლება ვცადე,მაგრამ უფრო ძლიერად მომიჭირა და თავის სხეულს ამაკრო,მისი ხელები ნამდვილ მარწუხებად იქცა,სუნთქვაც მიჭირდა უკვე
-მიშო,-ჩუმად ვუჩურჩულე,არც განძრეულა
-მიშო-ვთქვი უფრო ხმამაღლა და დავეჯაჯგურე,ახლა კი ინება თვალების გახელა,ღმერთო ჩემო,რა საყვარელია,რა დროს ესაა,ცუდად ვარ,მან კი ანგელოზივით გაიღიმა
-ვიხრჩობი,-ამოვიხავლე,თუ არა,მაშინვე შემიშვა ხელი,მაშინვე წამოვხტი საწოლიდან
-რა კარგია ასე გაღიძება,თქვა და საწოლში გადაბრუნდა.
-გიხარია სიცხე რომ გაქ?-ირონიულად ვუთხარი და მისკენ თერმომეტრით დავიძარი,უსიტყვოდ გამომართვა
-არა,კაია შენ რომ ხარ ჩემ გვერდით,-თქვა და გამიღიმა,თუკი სულ ასე გაიღიმებს,ალბათ აზროვნებასაც დავკარგავ მალე.ყურადღების გადასატანად აბაზანაში შვედი და წყალი გადავივლე სწრაფად, ჩავიცვი და მიშოსთან ავბრუნდი,მისი თერმომეტი ავიღე სიცხე თითქმის არ ჰქონდა
-ახლა წამალს დალევ,მეკი ქვევით ჩავალ და წვნიანს ამოგიტან,
-მაინც როგორ ზრუნავ ჩემზე,მოდი ჩაგეხუტო,-თქვა და ხელები გაშალა,მეკი თვალები მოვჭუტე და ვუთხარი
-გუშინდელის მერე,არ გეშინია საჭმელში საწამლავი რომ გავურიო?,-მიხვდა კოცნას რომ ვგულისხმობდი და თვალები აუციმციმდა
-გუშინდელი კოცნის მერე,ადამიანს ახლაც კოცნა თუ მოუნდებოდა,მოდი ჩემთან,-თქვა და წამოდგომა დააპირა,მაშინვე უკაქნ დავიხიე და კარებისკენ გავვარდი
-წამალი ტუმბოზე დევს,-მივაძახე და სანამ ოთახს დავტოვებდი მისი სიცილის ხმა მომესმა,ლიფტში შევედი,ცოტა ხანში ლიფტში გოგო-ბიჭი შემოვიდა ჩემი უნიდან,გავუღიმე შმოსულებს
-შენ ჩვენი უნიდან ხარ ხო?,-მე თავი დავუქნიე
-მე ნინი ვარ,ეს კი გიო
-მე სალომე ვარ,-ძალიან კარგი აურა მოდიოდა მათთან
-შენ და მიშო ერთად ხართ?-მკითხა გიორგიმ,რა თქმა უნდა ეცოდინება მიშო,ის ხომ ასეთი პოპულარულია,რა ვუპასუხო?
-მმ,ოთახში კი,-ამაზე დიდი სისულელ ვერაფერი მოიფიქრე სალომე?საკუთარ თავს ვლანძღავდი,მათ კი გაიცინეს,მგონი ხუმრობაში ჩათვალეს,კიდევ კაი
-იუმორის გრძნობა კარგია,კარგი გოგო ხარ,მომეწონე,-მითხრა გიომ,ამაზე შევკრთი ედა უკან დავიხიე,ჩემს ქცევაზე გაეცინათ,
-ნახე,სალომ შენზე უფრო მეტად ინერვიულა,-ხარხარებდა გიო
-ნუ მიაქცევ ყურადღებას ეს ასე ცანცარებს სულ,მაბრაზებს ვითომ,-თქვა და აკოცა,მაშინვე მზერა ავარიდე,ლიფტიც გაჩერდა და გამოვედით,
-სალო,თუ გინდათ ამაღამ ერთად ვივახშმოთ რესტორანში რვაზე,მიშოც წამოაყოლე ხელს,-ამაზე გამეცინა
-კარგი,ვნახოთ,გმადლობ შმოთავაზებისთვის
-დედა რა თავაზიანია,-მესმოდა გიოს ხმა და მათი სიცილი,მე სამზარეულოშიშვედი და მზარეულს წვნიანი გამოვართვი,ლანგარზე დავდე და ოთახისკენ წავედი,ძლივს მივაღწიე ნომრამდე ამხელა წვნიანით,კარი შეღებული დამხვდა,არადა ასე არ დამიტოვებია,ალბათ მიშო გავიდა სადმე?წვნიანი სამზარეულოში დავდგი და საძინებლიდან ქალის ხმა მომესმა.ქალისო?საძინებლისკენ წავედი და ნატაშა არ უზის საწოლზე მიშოს?მიშოს ისე მოუხვევია გადასაფარებელი თითქოს წართმევას უპირებდეს ვინმე,ამაზე გამეღიმა,იქვე წამლების პარკი ვნახე,პირბადე გავიკეთე, პარკი ხელში დავიჭირე და ხმამაღლა დავიწყე:
-ვაა ნატაშა/როგორ ხარ?რა მამაცი გოგო ხარ,გაგიჟებული ვარ,-ორივემ ჩემკენ მოიხედა,ნატშას უკმაყოფილო სახე ჰქონდა,მიშო კი დაბნეული ჩანდა აშკარად ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა
-რას გულისხმობ?
-მოიცა არ გითქვამს?-მიშოს ვიტომ გაბრაზებულმა გავხედე,თუმცა პირბადიდან რას დაინახავდნენ,-სულ არ უფრთხილდები მის ჯანმრთელობას მიშო,-ამაზე მთლად გადაირია მიშო,მიხვდა რომ ოინს ვაწყობდი და ეღიმებოდა
-არ ვიცი მან რა გითხრა,მაგრამ გუშინ ძალიან ცუდად გახდა,თურმე რაღაც დაავადება შეყრია და ჰაერით გადადისო ექიმმა,მაგიტომ პირბადით დავდივარ,შენ კიდე ასე ახლოს უზიხარ,მე მეშინია და ბარემ იქ ხარ და წვნიანს ხომ არ აჭმევდი?-ამის გაგონებაზე წამოხტა ნატაშა,მიშოს უყურებდა,მიშომ თავი ჩახარა რომ არ დაენახა მისი გაღიმებული სახე,გიჟივით გავარდა ნატაშა ოთახიდან,მე პირბადე სიცილით მოვიხსენი
-ნახე რა სახე ჰქონდა,თითქოს ისიც ავად იყო უკვე,მოიცა ხომ არ იცუღლუტეთ?-წარბი ავუწიე მიშოს
-რა იყო ეჭვიანობ?
-არა რა სისულელეა,-მზერა ავარიდე,სამზარეულოდან წვნიანი შმოვუტაე და გასვლას ვაპირებდი როცა მიშომ დამიძახა
-აბა გაჭმევსო?-საწყალი თვალებით მიყურებდა
-გავიდე და და დავუძახო?-ვითომ გულგრილად ვთქვი
-უიმე არა,-უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა და კოვზს გაბრაზებულმა დაავლო ხელი,ლამის გადაისხა,ამაზე გამეცინა და სამზარეულოში გავედი და მეც ჩამა დავიწყე,ცოტა ხანში მიშომ გამოიტანა თეფში და ონკანში ჩადო და ონკანი მოუშვა,ჯერაც ტრუსიტ იყო,ჩავახველე და დავიწყე
-შენ რა ასე უნდა იარო მთელ დღეს?
-ხო რა იყო?
-არამგონია სასტუმროს ნომრებში ვინმე ნახევრად შიშველი დადიოდეს ვინმე შენ გარდა
-მე პრობლემა არ მაქ იარონ სხვებმაც,-თქვა და ეშმაკურად გამიღიმა,მაშინვე გავწითლდი,
-გაიწიე მე გავრეცხავ,ვთქვი და წამოვდექი,მან კი ისევ მომაჯადოვებლად გამიღიმა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა,
-შენ ხარ ყველაზე კარგი წამალი,შენი წყალობით გამოვჯანმრთელდი,-უკნიდან მომეკრო და წელზე ხელი შემომხვია,მისმა შეხებაზე დამბურძგლა და უცებ ხელიდან თეპში გამივარდა,ამაზე გაეცინა და ტუჩები მომაწება ყელზე,გავინაბე,ის კი სწრაფად მომშორდა ადა აბაზანისკენ დაიძრა,აღელვებულმა დავრეცხე თეფშები და ავამშრალე,
ამასობაში მიშოც გამოვიდა,
-გინდა დღეს გავისეირნოთ სადმე?
-გუში სიცხე გქონდა და ღირს გარეთ გასვლა შნთვის?თან წვიმდა გუშინ და ალბათ ატალახებული იქება ყველაფერი
-მართალი ხარ სჯობს ოთახში გავატაროთ მთელი დღე ერთად ,-ამის გაგონებაზე მაშინვე ავწითლდი
-რას ვერჩი ამინდს?მშვენიერი ამინდია,წავედით,-ვეცადე ომახიანად მეთქვა და ავდექი.მიშოს გაეცინა ჩემ ჭირვეულობაზე და გამომყვა,ლიფტში რომ შევედით ვუთხარი რომ დღეს მათთან ვახშმობა შემოგვთავაზეს ნინიმ და გიომ,წავიდეთო,სიხარულით დამთანხმდა,ტბასთან ისე მივედით ხმა არ ამოგვიღია,იქ სკამებზე დავსხედით და ისე ვათვალიერებდით გარეშმოს
-იცი,-დაიწყო ნელა,მზერა მას მივაპყარი
-ზავი არ გინდოდა მაგრამ,მგონი როგორღაც დავზავდით უკვე,-თქვა და გამიღიმა,-აღარ ვჩხუბობთ,-ამაზე წარბი ავწიე
-მემგონ8ი გუშინდელი ღამე არ გახსოვს
-გუშინდელი ღამე რომ კარგად მახსოვს მაგიტომ გეუბნები,-ტქვა და ეშმაკურად გაიღიმა,მივხვდი იმას გულისხმობდა,ლოგინში რომ ჩავეხუტე
-აჰჰ,-ამაზე ისევ გავწიითლდი,-ხო მართლა ნატაშამ რაო?რა მინდოდაო,-თემის შეცვლა ვცადე
-რაოდა ძალიან მიყვარხარო,-თქვა და გამომცდელად შემომხედა,ვეცადე ემოცია არ დამტყობოდა,უყვარს ხო?ის წვნიანი ნატაშაზე უნდა მეჭმია ოღონდ თავით
-უი რა საინტერესოა,მერე?
-მერე შენ მოხვედი
-უი ხელი შეგიშალეთ?ახლავე მოვძებნი და გააგრძელეთ საუბარი,-მაშინვე წამოვხტი,არა რა მაეჭვიანებს ერთი,მაშინვე მაჯაში წამავლო ხელი მიშომ,წარბაწეულმა შევხედე
-არ მინდა,-მკაცრად მითხრა
-არა მართლა მოგიყვან,არ მეზარება,-არ მეზარება მისი გაპუტვა
-ნუ ჯიუტობ და დაჯექი,-ღრმად ჩავისუნთქე და გვერდით მივუჯექი ისევ
-მე ნატაშასნაირი გოგონები არ მომწონს,-მესიამოვნა მისი ნათქვამი და ვეცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი
-მიშო,იცი ბავშვობაში ბებიაჩემს ლამის თვალი ამოვთხარე ერთხელ
-რა?-გაუკვირდა,თან თემის ასეთ ცვლილებას არ ელოდა,თან ეცინებოდა
-ხოო,ჯოხით დადიოდა,მე კიდე 6 ის ვიქნებოდი,მითხრა ჯოხი მომიტანეო,მე დამეზარა მისვლა,შორს ვიდექი დედას ვფიცავარ და ვესროლე და თვალში მოხვდა,ლამის ამოვუგდე-ამის გახსენებაზე გამეღიმა
-რა?აჰაჰაჰაჰაჰჰააჰჰ,საცოდავი ქალი,-იჯდა და ხარხარებდა,მერე თავის ამბებსაც მიყვებოდა და ასე გავლიეთ დრო საღამომდე,კარგად გავერთეთ,შემდეგ ნომერში ავედით და აბაზანაში შვედი გადასავლებად,ჯინსის შარვაი და თეთრი ზედა გადავიცვი,მერე მიშოც შვიდა აბაზანაში,რომ გამოვიდა,მასაც ჯინსი და თეთრი ზედა ეცვა
ამაზე გაგვეცინა და რესტორნისკენ წავედით



№1 სტუმარი gvanca

martla dzalian kargia. gaagrzeke ra :-*

 


№2  offline წევრი taia21

ძალიან კარგია დღეს ჩავიკითხე ყველა თავი და მიშოზე ვგიჟდები აუცილებლად გააგრძელე და არ დააგვიანო. მკითხველებო აუცილებლად დაუკომენტარეთ თქვენი აზრი ახალბედა მწერლისთვის ეს ბევრს ნიშნავს

 


№3  offline წევრი anonym dandelion

taia21
ძალიან კარგია დღეს ჩავიკითხე ყველა თავი და მიშოზე ვგიჟდები აუცილებლად გააგრძელე და არ დააგვიანო. მკითხველებო აუცილებლად დაუკომენტარეთ თქვენი აზრი ახალბედა მწერლისთვის ეს ბევრს ნიშნავს

ძალიან დიდი მადლობა <3

gvanca
martla dzalian kargia. gaagrzeke ra :-*

მადლობა რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent