შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი სურვილის სიძლიერეა! (თავი3)


30-08-2016, 20:22
ავტორი mariammeme
ნანახია 1 426

დილით ჩავედი დაბლა.როცა გიორგი გამოვიდა სადარბაზოდან პირდაპირ მივედი.მკაცრი და ზიზღნარევი ტონით ვუთხარი.
-დროზე მანქანის გასაღები მომეცი.
-ა რ ა.
-ამაყობ გუშინდელი საქციელით?
სახე გაუმკაცრდა,უარესად შეკრა წარბები.
-ენა გადაყლაპე?
-მანქანის გასაღებს დაემშვიდობე.
ისევ არაფერი გამომივიდა,გავერიდე მას.
მტკიცედ გადავწყვიტე თავიდან ამომეგდო.
დავდიოდი,ხან ტაქსით ,ხან მარშუტკით.
სამსახურში შენიშვნის ბარათებს მიგზავნიდა.
უნდოდა ავყოლოდი,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.
თითქოს არც არსებობდა.
ერთხელ ,როცა სახლში დავბრუნდი კარებთან ბარათი დამხვდა.
"დღეს cafe verde.არცერთი წამი დაგვიანება.შუმახერ"
მიუხედავად იმისა,რომ 1 თვე გავიდა,ის ტკივილი არ გამნელებია.სხვა დროს ეს წერილი რომ მენახა ალბათ კივილით ავიკლები მთელს სადარბაზოს.
ახლა კი,სრულიად უემოციოდ ვიყავი.
დედას დავურეკე,ვუთხარი რაც მოხდა.
-მძაფრად განიცდი იმიტომ,რომ პირველად მოგეწონა ადამიანი.გეთამაშება.აყევი თამაშში.ყვლაფერი გააკეთე ის,რაც ბედნიერს გაგხდის .წადი დე.
ეგრევე გავუთიშე.
ისევ ცრემლები წამსკდა.
არ მინდოდა ისევ ირონია მენახა მის თვალებში.
მეშინოდა .
რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და წავედი.
გიორგი ადგილზე დამხვდა.
გამიღიმა.
მე არანაირი ემოცია არ მქონია.
უბრალოდ შინაგანად ათასი,რაღაც ხდებოდა,რასაც ვერ ვხსნი.
-მარიამ,მოდი.
ზედმეტად თბილად მომეჩვენა,ეს ნათქვამი.
სკამი გამომიწია.
მეც დავჯექი.
შეშინებული სახე მქონდა.
ხმას ვერ ვიღებდი.
-ხმას რატომ არ იღებ?
თავი ჩავხარე.
-მარიამ.
-გიორგი.არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში,ესეთ დამცირებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.აქ გასაღების გამო მოვედი.გთხოვ დამიბრუნე და ისევ ისე გავაგრძელოთ,როგორც აქამდე.
-აქამდე რა იყო?
-არ ვიცნობდით.
-ანუ?
-გიორგი,რატომ მეთამაშები?
-მარიამ,მე არ ვამართლებ ჩემ საქციელს.თამაშში აგყევი მაშინ,უბრალოდ ძალიან ცუდად გამომივიდა.არ მინდოდა.
-მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა.გასაღები მომეცი.
-დარჩი ცოტა ხანს.ვივახშმოთ.
-არა გიორგი.
-მაშინ ვიცეკვოთ.უარი არ მიიღება.
დავთანხმდი.
სასიამოვნო მუსიკა იყო ჩართული.
როგორც კი მისი ხელი,წელზე ვიგრძენი,ეგრევე კანი დამეხორკლა.
ვეცადე არ შემემჩნია,ეს მას არ გამოპარვია,მაგრამ არშეუმჩნევია.
ვგრძნობდი,რომ თავისკენ მწევდა.
ამან არასასიამოვნო მოგონებები გამიღვიძა,ამიტომ უხეშად მოვიშორე და გავიქეცი.
მანქანის გასაღებიც თან წავიღე.
მტკიოდა ყველა ის ადგილი,სადაც მეხებოდა.
ვერ ვხსნიდი ამ ფაქტს.
ერთადერთი ,რაც მინდოდა იყო მასთან ყოფნა,მაგრამ მეშინოდა.
გვიან ჩამეძინა.
დოლით,როგორც ყოველთვის.ჯერ უნივერსიტეტი ,შემდეგ სამსახური.
სამსახურში კარებიდან ,რომ გამოვდიოდი გიორგის სხეულს ავეკარი.
არ შევიმჩნიე და გზა გავაგრძელე.
ცოტა ხანში მენეჯერი მოდის და მეუბნება.
-მარიამ,გიორგი გიბარებს თავისთან.
-კარგი მარინა.მივალ მალე.
კაბინეტში თავი შევყავი.
-მეძახდი გიორგი?
-კი,შემოდი ,მარიამ.
შევედი.
არ დავმჯდარვარ.
-მთელი შენი რისხვა რომ დამატყდეს თავს,ახლა ეს უნდა გავაკეთო.
წამოდგა.
ჩემკენ გამოემართა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
მე არ შემომიხვევია ხელები.
ვკანკალებდი.
-აი ეს მჭირდებოდა,მარიამ.მთელი ღამე არ მეძინა.მინდოდა ჩაგხუტებოდი.
ჩემი ხელები აიღო და თავის წელზე შემომახვევინა.
ხმას არ ვიღებდი.
ცრემლები მომდიოდა.
არ ვიცი რატომ.
უცებ მომშორდა.
ცრემლები მომწმინდა.
თვალებზე მაკოცა და ისევ ჩამეხუტა.
-ვსო,გიორგი,წავედი.
მოვშორდი მას და კაბინეტის კარები მოვიჯახუნე.
მთელი დღე კაბინეტიდან არ გამოსულა.
სახლში ადრე წავედი,თითქოს ბედნიერებას ვგრძნობდი.
დავწექი.
ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენთ.
-გიორგი ვარ.
-გისმენ.
-ახლა შენთან რომ მოვიდე,კარის გაღების შანსი ნოლია ხო?
გამეცინა.
-ხო.
-გადაგიარა გაბრაზებამ?
-მე შენ არ გენდობი.
-მოვალ შენთან.
-არა გიორგი არ მინდა.
-გეშინია.
-ცაღიარებ.წავედი.
ცოტა ხანში ზარი იყო კარებზე.
ვიცოდი,რომ მოვიდოდა... მაინც.
გავაღე კარები.
ცოტახანი ვუყურე,მერე გამეღიმა.
ვხვდებოდი,რომ მთლად დემონი კი არა საერთოდ არ ყოფილა ეგეთი.სამსახურის იმიჯი სულ სხვა იყო.
ახლა კი ჩემთან უზომოდ თბილი გამომეტყველებით იდგა გიორგი.
-რატომ მოხვედი?
-აი დამიჯერებ?რომ ვიცი,რომ ასე ახლოს ხარ ,ვერ ვისვენებ.მინდა აქ ვიყო.შენთან.
-აქამდეც ხომ ვმუშაობდით ერთად.მაშინ რატომ იყავი მშვიდად?
-სამსახური ჩემთვის სამსახურია.ვერ ვივლი გაკრეჭილი.ამისთვის არც დრო მაქვს და არც სურვილი.პრეტენზიები კიდევ არცერთი არ არის უსაფუძვლო.მე ძლიერი კომპანიისთვის,ძლიერი თანამშრომლები მჭირდება.
-მართალი ხარ.
-არ შემომიშვებ?
-მოდი.
-მომიყევი შენზე.
-მოკლედ ბევრი არაფერია.დავიბადე ამერიკაში.ბავშვობის წლები იქ მაქვს გატარებული.ბიზნესი მამას იქ ჰქონდა დაჩვენც მასთან ვიყავით.იდეალური ოჯახი გვქონდა,მაგრამ მამა ერთ დღეს ,ასე უცებ გარდაიცვალა.მიზეზი ანევრიზმა იყო.ძლივს გადავიტანეთ.ტკივილი ყოველდღე მიმძაფრდება.როგორ მინდა ისევ ჩავეხუტო.მაინტერესებს რა დრო უნდა გავიდეს,რომ ეს მოვყვე და არ ამეტიროს.
გიორგი მომეხვია.
მოყოლა გავაგრძელე.
-სკოლა დავამთავრე.უნივერსიტეტში ჩავირიცხე და ეგრევე მუშაობა დავიწყე.მინდა ყველაფერს ჩემით მივაღწიო.ასე მოვხვდი თქვენს მეწილე კომპანიაში.
-კარგია,რომ ჩვენთან მოხვდი.
-აზრი?
-ძალიან დიდი.დავრჩები შენთან.
-არა ,არ მინდა.
-გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
-რა თამაშს თამაშობ ვერ ვხვდები.
-მეძინება.
-კარგი.
უდარდელად მხრები ავიჩეჩე და დივანზე გავუშალე საწოლი.
-გიორგი,აქ არის აბაზანა.აქ სამზარეულო.თუ რამე მოგინდა ისარგებლე.
-კარგი.
შევედი ოთახში.
ძალიან აფორიაქებული ვიყავი.
ადამიანი ,რომელიც თითქმის ნახევარი წელი მომწონდაჩემს სახლშია.
ჩემს გვერდით ოთახში.
თვალი ვერ მოვხუჭე.
გამთენიას,ფიქრებით დაღლილს ჩამეძინა.
დილით კი გიორგის ჩახლეჩილმა ხმამგამაღვიძა.
-მარიამ ადექი,დაგაგვიანდება.
-ოო,გიორგი მე ხო უკეთ ვიცი,როდის უნდა ავდგე?
-ზედმეტად წუწუნა ხომ არ ხარ?
-მეცინება სხვასთან რომ გაქვს ეს პრეტენზია.
-ნუ იკბინები!ყავა მინდა,მარიამ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent