შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (14)


31-08-2016, 00:45
ავტორი mariam-mariam
ნანახია 2 557

ტანსაცმელი როგორ გამოვიცვალე ან მანქანაში როგორ ჩავჯექი არ მახსოვს, ერთადერთი რაც გონებაში მიტრიალებს ჩემი ხმაა, რომელიც სანდროს სწრაფად სიარულს ემუდარება....
უსულოდ ვიზვარ სკამზე და ვერაფერს ვაკეთებ..
გონზე მხოლოდ გრილმა ჰაერმა მომიყვანა, აცრემლიანებული თვალები ამოვიწმინდე და მანქანიდან აჩქარებული ნაბიჯებით გადავედი..
მხოლოდ შესასვლელ კარებთან დამეწია სანდრო და იდაყვში ხელი ჩამავლო..
-მია! გამოფხიზლდი ეხლა! თავი ხელში აიყვანე და ისე შედი შენობაში, ცრემლებით ვერც ქეთოს ვუშველით და ვერც თაზოს, პირიქით, უფრო საზიანო გახდება შენთვის...
არანაკლებ შეშინებული ხმით მიმეორებდა და ცერა თითებით მწმენდდა ცრემლებს..
თავი თანხმობის ნჲშნად დავუქნიე და ღრმად ამოვისუნთქე..
როგორც კი ფეხი შენობაში შევდგი უარესად ამივარდა კანკალი, თუმცა როგორც კი სანდროს ხელი ვიგრძენი წელზე მაშინვე დამვშვიდდი...
მალევე ვიპოვეთ ჩვენები და აჩქარებული ნაბიჯებით წავედი მათკენ..
-როგორ არიან?
კითხვა დამასწრო სანდრომ და იოანეს გახედა...
-ქეთო შედარებით მსუბუქადაა, თაზოს კი ძალიან მძიმედაა, შეიძლება ვერ გადარჩეს ან თუ გადარჩა მეხსიერებაზე ექნება პრობლემა...
დანანებით ამოილაპარაკა იოანემ და გამხნევების ნიშნად ბეჭზე ძლიერად მოუჭირა ხელი სანდროს.. ყველანი სავადმყოფოში იყვნენ...
გვერდზე მივუჯექი ანას და მასსავით დავიწყე მუცელზე ხელები...
-ყველაფერი კარგად იქნება მია!
ჩუმად გადმომიჩურჩულა ანამ და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გამიღიმა..
ამაზე მხოლოდ გავუღიმე და თვალი ისევ უსასრულობას გავუშტერე..
ბავშვობიდან ერთად მოვდივართ მე და ქეთო, მას რომ რამე დაემართოს ალბათ გავგიჟდები..
ყოველთვის, როცა ცუდად ვიყავი ქეთო ჩემთნ მოვიდოდა ხოლმე და ჩემთან ერთად ჩაწვებოდა ლოგინში...
"თუ შენ ცუდად ხარ მიაჩკა, მეც ცუდად ვიქნები"
როგორც კი კომფორტულად მოთავსდებოდა მაშინვე მეტყოდა და რაღაცნაირად გამიღიმებდა ხოლმე..
ეხლა კი ჩემი ქეთოა ცუდად და არ შემიძლია მის გვერდზე ვიწვე, რადგან საოპერაციოშია..
რადგან იმ დაწყევლილ მაგიდაზე წევს...
რადგან სიკვდილს ებრძვის..
მე კი უნდა ვიცოცხლო ჩემი შვილის გამო, მაგრამ არ მინდა...
ქეთოს გარეშე არ მინდა...
ჩემი ქეთო მინდა...
რამდენიმე საათი გავიდა ესე ლოდინში მე კი ისევ ესე პატარა ბავშვივით ვიმეორებდი ჩემთვის და თვალებს მთელი ძალით ვაჭერდი ერთმანეთს, რომ ცრემლები არ გადმომცვენოდა...
რეალობაში ექიმის ხმამ დამაბრუნა და მაშინვე ფეხზე წამოვხტი...
-ქეთოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მალე გადავიყვანთ პალატაში და შეგიძლიად ნაახოთ..
ღიმილით გვითხრა ექიმმა და ვიგრძენი როგორ ამოვისუნთქე და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა....
ყურებამდე გავიკრიჭე და ესეთივე სახით გადავეხვიე ჯერ ექიმს და მერე ჩემსავით გახარებულ ნატალიას, მაგრამ როგორც კი ბიჭების ოდნავ შეწუხებული სახე დავინახე მაშინვე გამიქრა სახიდან ღიმილი...
-თაზო?
ყველას მაგივრად ვიკითხე და მომლოდინე თვალებით მივაშტერდი...
-სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მისი მდგომარეობა, თუ გნებავთ გავიგებ და შეგატყობინებთ..
როგორც კი თანხმობა მიიღო ყველასგან გაგვშორდა და დერეფნის ბოლოს შეუხვია..
ისევ ისე წაშლილი სახით დავჯექი ჩემ ადგილას და ამჯერად თაზოზე ფიქრს მივყევი...
მხოლოდ ექვსი თვეა რაც ვიცნობ და უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის...
თაზოზე სასაცილო და ამავდროულად სერიოზული ბიჭი მე არ მინახავს..
ეხლაც, როდესაც სანდროს დაღვრემილ სახეს ვუყურებ მინდება მივიდე და ჩემი ხელით დავახრჩო თაზო ბიჭების ესეთი ნერვიულობისთვის...
ყველანი მომლოდინე სახეებით ვისხედით მოსაცდელში და ყველა გაფაჩუნებაზე თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდით...
უკვე დილის შვიდი საათია, ექიმი კი ისევ არჩანს...
ვგრძნობ დაღლილობისგან როგორ მეხუჭება თვალები, მაგრამ მთელ ძალას ვატან თავს, რომ არ დავიძინო და იმ მომენტში, როდესაც ექიმი გამოვა და იტყვის ამბავს, არ მეძინოს...
-მია, წამოდი სახლში წავიდეთ...
ყურში მიჩურჩულა სანდრომ და თვალებიც უცებ გავახილე..
-არა, არა ვიყოთ კარგად ვარ..
უცებ უარვყავი და სკამზე კომფორტულად მოვთავსდი..
-მია ცოდო ხარ, დილის შვიდი საათია, გუშინაც ცუდად იყავი და არ გიძინია დაისვენე...
მხარი აუბა ნატალიამაც..
-არა! მე აქ ვრჩები არაფერი მომივა...
მკვახედ ამოვილაპარაკე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე...
ყველამ რა გაეწყობა სახით გადახედეს ერთმანეთს და ბოლოს მზერა ჩემზე შეაჩერეს, თუმცა ხმა არცერთს არ ამოუღია..
უსიტყვოდ შეხვდნენ ჩემ ახირებას და ისევ საოპერაციოს კარებს მიაჩერდნენ...
კიდევ რამდენიმე საათი გაავიდა ესე ლოდინში და ბოლოს, როგორც იქნა ექიმი გამოვიდა...
-ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით გონს რამდენხანში მოვა, მხოლოდ დალოდება შეგვიძლია..
უცებ მიაყარა ერთმანეთს და ისე გაქრა ადგილიდან როგორც გამოჩნდა..
ვერც კითხვის დასმა მოვახერხეთ და ვერც ვერაფერი, ყველანი ესე გაშეშებულები ვიდექით და უაზროდ მივშტერებოდით კედლებს...
-ანუ?
დუმილი ანიმ დაარღვია და ყველას ცალ-ცალკე გახედა..
-ანუ ან დაგვიბრუნდება ჩვენი თაზო ან არადა...
შუაგზაში გაუწყდა სიტყვა ჯაბას და უსულოდ დაჯდა საკმზე...
-ყველაფერი კარგად იქნება...
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვილაპარაკე და ფრთხილად დავუდექი სანდროს გვერდზე..
-არა მია! აღარაფერი აღარ იქნება კარგად.. თაზოს გარეშე კარგად არაფერი არ იქნება...
უცებ შემეწინააღმდეგა ზუკა და ისიც ჯაბასთან ერთად დაჯდა...
-თქვენ ხო არ გაგიჟდით? - ვერ დავმალე აღშფოთება და ფეხზე წამოვხტო - ცოცხალია... თაზო ცოცხალია არაფერი მოუვა...
კარგად იქნება... ის ხომ თაზოა... - ვლაპარაკობდი და უფრო ჩემ თავს ვიმშვიდებდი, ვხვდებოდი, რომ თაზოს გამოფხიზლებამდე კარგად არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ თავს ვაჯერებდი... თავს ვაჯერებდი, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო და არაფერი არ გვაწუხებდა.. - არაფერი იქნება კარგად, თაზოს გარეშე კარგად არაფერი იქნება...
ისე ამოვილაპარაკე თითქოს ამას ეხლა მივხვდი..
თვალები მომენტალურად ამევსო ცრემლებით და სკამზე უსულოდ დავჯექი..
-მია კარგად ხარ?
მაშინვე მოვარდა ჩემთან სანდრო და შეშინებული თვალებით ამომხედა...
თანხმობის ნიშნად ნელა დავუქნიე თავი და ფეხზე წამოვდექი...
-მე ქეთოს პალატაში ვიქნები...
გასვლისას დავუბარე და ნელ-ნელა წავედი პალატისკენ..
გზადაგზა ცრემლები მახრჩობდა, თუმცა ისევ არ ვაძლევდი საკუთარ თავს ტირილის უფლებას, არ მინდოდა ქეთოს გაბზარული ხმით დავლაპარაკებოდი...
ხელის კანკალით შევაღე კარები და მაშინვე მომხვდა თვალში უამრავ "შნურზე" შეერთებული ქეთო...
სკამი ნელა მივაჩოჩე საწოლისკენ და ჩამოვჯექი..
-ჩემი ქეთო.. - ფრთხილად დავიწყე ლაპარაკი - უნდა გაუძლო ქეთ, ჩემთვის, ჩემი შვილისთვის უნდა გაუძლო ქეთო.. ხომ იცი როგორ მიყვარხარ არა.. მჭირდები.... გამოფხიზლდი გთხოვ...
შენ თაზოსაც ჭირდები, როცა ეცოდინება, რომ კარგად ხარ ისიც კარგად გახდება, ქეთო ხო გესმის ჩემი...
უკვე ვეღარ ვიკავებდი ცრემლებს და ვგრძნობდი ცხელ სითხეს ლოყოებზე...
ხელი ძლიერად მქონდა მოკიდებული ქეთოს ხელზე და ფურცელივით გაცრეცილ სახეზე ვუყურებდი...
დაახლოებით თხუთმეტი წუტი ვიჯექი ესე განუძრევლად, მინდოდა მენახა, როგორ გაახელდა თვალს, მაგრამ ჩემ ჯინაზე არაფერს არ აკეთებდა....
ბოლოს უკვე იმედ დაკარგულმა გავუშვი ხელი და პალატიდა გამოსვლა დავაპირე მისუსტებული ხმა, რომ გავიგე,,
-თუ ჩემ "დისშვილს" დაუშავებ მაგ ნერვიულობით მოგკლავ..
სვენებ-სვენებით ამოილაპარაკა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა...
-ქეთო, ჩემი ქეთო.. - გახარებულმა უცებ წამოვიყვირე და ცრემლები მოვიწმინდე... - როგორ შემაშინე ქეთო....
ახლოს მივედი და თეთრ სახეზე ხელი ჩამოვუსვი...
-არაუშავს, სამაგიეროდ გაიგე როგორ ვნერვიულობდი შენზე ადრე...
მისუსტებული ხმით მითხრა და ღიმილის ნიშნად ტუის კუთხე ოდნავ შეარხია..
-ექიმს დავუძახებ, ამასობაში კი თაზოს ვნახავ..
გახარებული გამოვედი პალატიდან და გეზი მაშინვე ბავშვებისკენ ავიღე..
-ქეთო გონს მოვიდა...
გახარებულმა ამოვილაპარაკე და სანდროს გვერდიდან მივეხუტე...
-წავალ ვნახავ..
მაშინვე წამოდგა ფეხზე ნატალია და ანაც თან მიყვა, ბიჭები კი ისევ ისე იდგნენ...
-არ წამოხვალთ თაზოსთან?!
უარყოფის ნიშნად ყველამ თავი გააქნია და გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ...
აღარაფერი აღარ მითქვამს, გამოვბრუნდი და ამჯერად თაზოს პალატისკენ წავედი...
ზუსტად ისეთივე სიტუაცია დამხვდა, მილებზე შეერთებული თაზო...
ადამიანი, რომელიც გაჩერებული არასდროს მინახავს, ეხლა კი განუძრევლად წევს თეთრ თეთრეულში....
-გონზე, რომ არ მოხვიდე მოგკლავ... - ხმამაღლა ვთქვი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.. - ჩემ შვილს ნათლია, ხოლო ქმარს მეგობარი ჭირდება, ასე რომ კეთილი ინებე და გაახილე ეგ მწვანე თვალები...
ყველანაირად ვცდილობდი მკაცრი ტონი შემენარჩუნებინა და ცრემლებს ხმა არ გაეტეხა...
-თაზო, გთხოვ.. გვჭირდები.. გამოფხიზლდი გთხოვ... ქეთოსაც ჭირდები...
გონს მოვიდა, როცა შენი სახელი ვუხსენე გონს მოვიდა..
ქეთოს გამო გამოფხიზლდი გთხოვ...
თაზო...
კიდე რაღაცის თქმას ვაპირებდი, თუმცა აპარატის საშინელმა წუილმა ხმა არ ამომაღებინა...
წამებში შემოცვივდნენ ექიმები და ათასგვარ ჩემთვის გაუგებარ ფრაზებს ისვრიდნენ...
ერთ-ერთმა სასწრაფოდ მომთხოვა პალატის დატოვება და მეც უკუსვლით გამოვედი იქიდან..
აჩქარებული ნაბიჯებით წავედი ბიჭებისკენ და თავი პირდაპირ სანდროს მკლავებში ამოვყავი...
-რა ხდება კია კარგად ხარ?
შეშინებული თვალებით შემომხედა სანდრომ..
-მე.. უბრალოდ ველაპარაკებოდი და მერე აპარატი...
წინადადება ვერ დავასრულე ისე ამივარდა ისტერიული ტირილი..
სანამ ბიჭები რაღაცეებს მეკითხებოდნენ ექიმიც მოვიდა და რაღაცნაირი სახით დაგვიდგა წინ...
-გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა ამ წუთში ყველაფერი რიგზეა, დაკვირვება ესაჭირეობა და თუ შეიძება, ცოტახანი თავი შეიკავეთ მასთნ შესვლით, დასვენება ჭირდება...
უცებ მოგვაძახა და ადგილიდან გაქრა...



№1 სტუმარი ........

gaagrdzele :3

 


№2  offline წევრი lamazmani

au ar mokla ra arcerti codoebi arian

 


№3  offline წევრი nini :)

tazooooo..... ar mokla raaa.... mexsierebac hqondes gonze rom movaaaa.... male dade shemdegiii

tazooooo..... ar mokla raaa.... mexsierebac hqondes gonze rom movaaaa.... male dade shemdegiii

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო თაზო არ მოკლა რა.სისულელე იქნება მისი სიკვდილი.გთხოოოოოოოვ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent