შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქირურგებსაც შეგვიძლია სიყვარული - თავი 4


31-08-2016, 01:28
ავტორი sophiaa
ნანახია 1 851

მთელი საავადმყოფოს ქირურგები საოპერაციოში ვიყავით შეკრებილი. უდიდეს ოპერაციას ვაკეთებდით
-ორივეს ვერ გადავარჩენთ, ბევრი ორგანო საერთო აქვთ
-ანუ ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ?
ხმა ჩამიწყდა. ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს. ჩვენ ქირურგებს არ გვაქვს უფლება ვინმეს სიცოცხლე წავართვათ.
-მე ვფიქრობ ილიას უფრო მეტი გადარჩენის შანსი აქვს. არ მეთანხმებით?
ზუსტად 6 საათი ვაკეთებდით ოპერაციას. როდესაც საოპერაციოდან გამოვედი მაშინ მივხვდი როგორო დაცლილი ვიყავი ფიზიკურადაც და სულიერადაც. სულ ცოტა ხნით წამოვწექი. ვფიქრობდი დაღუპულ ირაკლიზე და გული მტკიოდა. მისი ბრალი არ იყო ეპილეფსია რომ ჰქონდა. პატარა რაღაცის გამო ის სასიკვდილოთ გავწირეთ და თანაც ორგანოები ამოვაცალეთ და ილიას გადავუნერგეთ. წარმომიდგენია მისი ოჯახი რა დღეშია. საერთოდ ვერ დავიძინე, მოვწესრიგდი და ისევ მიმღებში დავბრუნდი, საათს რომ დავხედე დილის 10 საათი ხდებოდა
-დედააა, დეეე
ნაცნობ ხმაზე უკან მივბრუნდი, ჩემი ლამაზი გოგო მეძახდა
-ეიი ჩემი პატარა გოგო, როგორ მოხდა რომ გაგახსენდი ელენიკო?
-დეე კაი რაა, არც ელენიკო ვარ და არც პატარა, უკვე 15 წლის ვარ
-შენ ყოველთვის ჩემი პატარა იქნები, ახლა მითხარი აქ რამ მოგიყვანა?
-დღეს სკოლა ისვენებს და გამო... ეს ორი სიმპათიური ბიჭი ვინაა?
უკან გავიხედე, ლექსო და კოტე იყვნენ. ხო ესღა მაკლდა ელენეს ჩემი ინტერნები მოსწონებოდა
-ეს კოტეა ეს კი ლექსო. ბიჭებო ეს ჩემი გოგო ელენიკოა
-ელენე მქვია
-სასიამოვნოა, არ მეგონა შვილი თუ გყავდათ
ლექსოს უცნაური ხმა ჰქონდა. ღმერთო მათ არ იციან. 21 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი, ჩემს ქმარს შაკოს პირველი ცოლიდან 1 წლის გოგონა ჰყავდა ელენე. ის ქალი მშობიარობის დროს დაიღუპა. ელენეს მე ვზრდიდი, როგორც საკუთარ შვილს. 5 წლის მერე ქმარს დავშორდი. ელენესთვის კი ისევ დედიკოდ დავრჩი. ძალიან მიყვარს ჩემი პატარა
-ხო ჩემზე ბევრი რამ არც იცით. კოტე ძალიან გთხოვ ელენეს კაფეტერია ანახე კარგი? მე საქმე მაქვს, პაციენტი უნდა ვნახო
-კარგი, წავიდეთ ლამაზო?
-კოტე, იცოდე არშიყობა არ გაბედო თორე ერთი თვე საოპერაციოს დაემშვიდობები
გაიცინა და წავიდა. ღმერთო ჩემო ამ შტერი არსებების ხელშია ადამიანების სიცოცხლე
-ნატალია ექიმო შეგიძლიათ ორი წუთით გამომყვეთ?
-კი რათქმაუნდა, მოხდა რამე?
გასახდელში შემიყვანა და კარი ჩაკეტა. ეს ნორმალურია საერთოდ? ჩემთან ახლოს მოვიდა და კოცნა დამიწყო, არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა მაგრამ მეც ავყევი
-ასე არ შეიძლება, ეს არასწორია, მე შენი უფროსი ვარ. მე ადამიანი ვარ რომელმაც უნდა გასწავლოს ოპერაციები და არა სექსი. ეს მეორედ აღარ გაბედო
-რატომ არ მითხარი? რატომ არ მითხარი შვილი თუ გყავდა?
-უკაცრავად? ვერ გავიგე რაღაც? ჩემს ცხოვრებაზე რატომ უნდა მეთქვა რამე?
-გათხოვილი ხარ? ქმარი გყავს?
-ჯერ ერთი ქმარს 10 წლის წინ გავშორდი, მეორეც ელენე ჩემი შვილი არაა ჩემი ქმრის შვილია და როგორც საკუთარი ისე მიყვარს და მესამე შენ ვინ გეკითხება?
საშინლად გავბრაზდი. ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს. როგორ მინდა ახლა ისე ვცემო რომ შემდეგ სერიოზული ოპერაცია დასჭირდეს. მინდა ის დამპალი ენა ძირში მოვაჭრა
-მომწონხარ თან ძალიან
-იცი რატომ მოგწონვარ? იმიტომ რომ წარმატებული ქალი ვარ, საუკეთესო ნეიროქირურგი, იმიტომ რომ მე შემიძლია შენი კარიერა ავაყვავო. ამიტომ მოგწონვარ და საერთოდ არც მოგწონვარ უბრალოდ სექსი გინდა ჩემთან.
-ასე რატომ ფიქრობ? რადგან შენზე პატარა ვარ?
-კარგი რა ლექსო, შენ მე პატარა გოგო ხომ არ გგონივარ? შენ რომ ბაღში სწვალობდი მე უკვე ქირურგობაზე ვფიქრობდი. არ ვაპირებ შენთან დაწოლას, არასდროს!
კარი გაბრაზებულმა გავიჯახუნე. თავხედი, იდიოტი, კრეტინი. ღმერთო აღარ შემიძლია უკვე, ვერ ვიტან ამ პატარა ბავშვებს
-ნატალი რა გჭირს?
-არა არაფერი ნია. ვიღაც იდიოტმა გამაბრაზა. როდის დაბრუნდი შენ დეკრეტულიდან?
ნია გინეკოლოგია. არაჩვეულებრივი ქალია. ჩემზე დაახლოებით 7 წლით დიდია და ახლა გააჩინა ბავშვი. მაგრამ ვისგან ღმერთმა იცის
-გუშინ, გეძებდი და ვერ გნახე. კიდევ კარგი ახლა შეგხვდი ერთი ორსული ქალი მყავს. შეგიძლია წამომყვე?
-კი, კი რათქმაუნდა.
პალატაში ძალიან პატარა გოგო დამხვდა, ძალიან დიდი მუცლით.
-გამარჯობათ, მე ექიმი ნატალია ვარ, ნეიროქირურგი. აბა გისმენთ რა ხდება?
-მოკლედ ნატალია, ეს ნინო მელაძეა 19 წლის, 34 კვირის ფეხმძიმეა. თავის ტვინში ჰემატომა აქვს
-კარგი ნინო, მითხარი რაიმე ტრამვა ხომ არ მიგიღია ამ ბოლო პერიოდში
-დიახ, კიბიდან დავგორდი და გონება დავკარგე, სასწრაფომ თქვა რომ არაფერი სერიოზული არ იყო.
-ჰემატომა არის რბილ ქსოვილში დაგროვებული შედედებული სისხლი. როგორც ჩანს ეს თქვენმა დაცემამ გამოიწვია. თავის ქალის ტრეპანაციას ჩაგიტარებთ და ჰემატომას მოგაცილებსთ
-უკაცრავად თავის ქალის რას?
-თავის ქალაში რამოდენიმე ხვრელს გაგიკეთებთ რათა უკეთ დავინახოთ ყველაფერი.
გოგონამ ტირილი დაიწყო. მესმის რომ ეშინია მაგრამ ტირილით რას უშველის? ახლა რომ დადგეს და იბღავლოს ამით რა გამოსწორდება?
-ცუდად კი ჟღერს მაგრამ დამიჯერეთ რთული ოპერაცია არ არის.
უეცრად კრუნჩხვები დაეწყო
-სწრაფად სანამ გული გაჩერებია საოპერაციოში გადავიყვანოთ
საოპერაციოში გადავიყვანეთ და ტრეპანაცია გავუკეთე. რაღაცნაირი შეგრძნებაა ადამიანის ტვინს რომ ეხები. თითქოს მის ფიქრებს, გრძნობებს, მოგონებებს ხელით ეთამაშები
-ექიმო კუმშვები დაეწყო
-რაა? ჯერ 34 კვირის ფეხმძიმეა მისთვის ადრეა მშობიარობა, კარგით დროზე ნია გამოიძახეთ
ნიამ ქალი მალე ამშობიარა. პატარა გოგონა დაიბადა. ისეთი უმწეო და საყვარელი იყო ვერც კი წარმოიდგენდით. კიდევ კარგი 34 კვირის ნაყოფს დამოუკიდებლად ამოსუნთქვა შეუძლია.
-ძლიერი გოგო ხარ პატარავ
ინკუბატორში იწვა, მე კი გარედან ვეფერებოდი. არაჩვეულებრივი ბავშვია, მებრძოლი. ნინოსთან გავედი პალატაში
-არაჩვეულებრივი გოგო გყავთ, გილოცავთ
-დიდი მადლობა ექიმო, უკაცრავად რა გქვიათ?
-ნატალია
-ნატალია, ძალიან ლამაზი სახელია. ჩემი შვილიც ნატალიაა
ეს ყველაზე მაგარი გრძნობაა, როდესაც პაციენტი ხვდება თუ რამხელა რამ გააკეთეთ მისთვის. სამუშაო დღის ბოლოს ძალიან დაღლილი მივდიოდი სახლში
-რთული დღე გქონდა?
უეცრად ლექსო მოვიდა. ღმერთო რატომ მოვწონვარ ჩემზე 10 წლით პატარა ბიჭს?
-არა პირიქით, პაციენტმა შვილს ჩემი სახელი დაარქვა. შენ როგორი დღე გქონდა?
-ძალიან ცუდი, ერთმა ძალიან ლამაზმა გოგომ გული მატკინა, კოცნის შემდეგ ერთი საათი მლანძღავდა
-მართლა ძალიან ჭკვიანი გოგო ყოფილა?
-ნატალია ახლა ხომ სამსახურში არ ვართ? არ გინდა სადმე გავისეირნოთ?
-მინდა



№1 სტუმარი mk

amdeni xani daagviane da aseti patara tavi ratoa?? ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent