შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი სურვილის სიძლიერეა! (თავი4)


31-08-2016, 22:19
ავტორი mariammeme
ნანახია 1 194

-ოო,ღმერთო .ხელები მაღლა აღვაპყრე და სამზარეულოში ზლაზვნით შევედი.
ყავა,კრუასანები და ხილის ფონზე ვისაუზმეთ.
ვუყურებდი,ბედნიერი ვიყავი და გულში ვფიქრობდი,რომ სიამოვნებით გავითენებდი ბევრ ასეთ დილას.
თან არ მინდოდა დიდხანსდავკვირვებოდი,მაგრამ თვალსაც ვერ ვაშორებდი.
-კარგი,წავალ მე მარიამ
-აუ გიორგი,დამელოდე.ერთად გავიდეთ.
-მაშინ ცოტა იჩქარე.
-ჰოო.
20წუთში მზად ვიყავი.
-დროებით გიორგი.მე ჯერ უნივერსიტეტში გავალ და მოვალ მალე.
-კარგი,მიდი.
უცებ მოვიდა ,ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.
მერე კი წავიდა.
სამსახურში მივედი,საბუთებში ვიქექებოდი თავზე რომ დამადგა.
-რა ხდება? გაოცებულმა ვკითხე.
-ზაფხულია.
-ჰო არა?
-იდეა მაქვს მარიამ.
-აჰამ,ამჯერად რა ხდება?
-ერთად ავიღოთ შვებულება.
- და რატომ?
-ჩემთან გეპატიჟები სოფელში.წავიდეთ 2-3 დღით.მერე სადაც შენ იტყვი იქ წავიდეთ.
-მოულოდნელი იყო.არ ვიცი დავფიქრდები.
-კარგი,იფიქრე.
გულდაწყვეტილი მეჩვენა.
ისე ბედნიერად ვგრძნობდი თავს ,რთულია გადმოგცეთ.
დედას დავურეკე,როგორც ყოველთვის.მოვუყევი ყველაფერი.
-თუ ბედნიერი ხარ მაგას არაფერი ჯობს.ძალიან გამახარე.თუ წასვლა გინდა წადი.პატარა გოგო აღარ ხარ.დროა შენით გადაწყვიტო რაღაცეები.
-ხო მაგრამ დედააა,რაღაცნაირად არ გამოვა?დასასვენებლად თითქმის უცხო ადამიანთან,რომ მივდივარ?
-ხოდა ეგ არის საშუალება ,იმისა რომ კარგად გაიცნო და მიხვდე გჭირდება თუ არა მსგავსი ადამიანი.
-კაი დავფიქრდები.წავედი გკოცნი
-ჭკვიანად.
-ოქ.
ვიფიქრე ბევრი.
2დღე ხმა არ ამოუღია,არც გიორგის ,არც მე.
ბოლოს დავფიქრდი და მივხვდი ,რომ ამით არაფერს ვაშავებ.აბსოლუტურად არაფერს.
უბრალოდ გავაკეთებ იმას ,რაც მინდა.
შვებულების აღება 1აგვისტოს გადავწყვიტე.
იმედია გიორგისაც აწყობს.
ბედნიერი გავვარდი მისი კაბინეტისკენ.
-გიორგი.
-ხო, რახდება?
-1აგვისტოს ვიღებ შვებულებას.
-კაი დროა.ანუ წავიდეთ.
-წავედით.კარგი გავედი ახლა თორემ ამიკლებენ რა ხდებაო.
-უთხარი მერე ,რაც ხდება.
-აუ ძალიან გთხოვ არავის უთხრა,არავის.
-რატომ?
-არ მინდა ვინმემ გაიგოს.
-ოხ მარიამ,კარგი ,როგორც გინდა.
გულის სიღრმეში მიხაროდა,რომ მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.
ვიჯექი და ვფიქრობდი,ჩვენი ურთიერთობა საერთოდ რა იყო.
რა ეტაპზე ვიყავით.
ფაქტი იყო,რომ მივყვებოდით დინებას და სტატუსს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა,როცა რამე ცუდს არ ვაკეთებდით.
მესიჯის ხმამ გამომაფხიზლა.
-თუ ძალიან დაღლილი არ ხარ დამელოდე,ერთად გავიდეთ.გავისეირნოთ .თან საქმე მაქვს.
-ძალიან დავიღალე.ეცადე მალე მორჩე რა.
-კარგი პატარავ.
მმ მომართვა.
რატომაც არა.
გამეღიმა.
ტელეფონი მაგიდაზე დავდე და საქმეს მივუბრუნდი.
როგორ გავიდა დრო ვერ გავიგე.
ისევ მესიჯი.
-მოემზადე 5წუთში გამოვალ.გადი და გამოვალ მეც.
-ხომ იცი,არ უნდა შემიმჩნიო.გადი და გამოგყვები მანქანით.
-ხო,ვიცი.
გამოვიდა,არც შემოუხედავს .
სამსახურს ,რომ გავცდით მანიშნა,რომ გამეჩერებინა მანქანა.
-რა ხდება?
-გამომყევი.
მცხეთაში წავედით.
-აქ რა გვინდა?
-სულ ნუ ჩხუბობ.გშია?
-მმ ,კი.
-ჰოდა წამო.
ვივახშმეთ.
შემდეგ გარეთ ვსეირნობდით.
მცხეთაში.
იმიტომ,რომ თბილისში არავის ვენახეთ.
მეცინებოდა ამ ფაქტზე.
უცებ...
-მარიამ მომწონხარ.
-გთხოვ,ახლა არაფერს ვიტყვი.
-ვცადოთ.
-მგონი არაფერი დაშავდება.
გაეღიმა.
ხელი გადამხვია და საფეთქელთან მაკოცა.
ამ ქმედებამ ყველა ემოცია ერთად მომგვარა.
მეც მოვხვიე ხელი.
ასე ვსეირნობდით გვიანობამდე.
ღამის 3საათზე წამოვედით.
ასე დაუსრულებლად კარგი დღეები იყო ჩემ ცხოვრებაში.
გული ვერ იტევდა ამდენ ბედნიერებას.
ჩემი დაქალი ეჭვიანობდა.
დამივიწყე ,აღარ გახსოვარო.არადა ,ზუსტად ისე ვაქცევდი ყურადღებას ,როგორც გიორგიმდე.
უბრალოდ ეჭვიანობდა.
ერთ დღეს ძალიან გამიბრაზდა.
ეგრევე გიორგის დავურეკე.
-გცალია საღამოს?
-კი სიყვარულო ,რა ხდება?
-თიკას გაგაცნობ რა.ძალიან ეჭვიანობს.დავიტანჯე.
-ჰმ,რთული თემაა.ერთი პირობით.
-რა ხდება?
-ხვალ ჩემ ძმაკაცთან ვიკრიბებით.თავიანთი შეყვარებულებით და უნდა წამოხვიდე.
-შევთანხმდით.
თიკას გავაცანი გიორგი.
თავიდან იბუზღუნა,მაგრამ მერე შეეჩვია .
დიდხანს ვიყავით ერთად.
გიორგი და თიკა ერთად ვაცეკვე.
მიხაროდა ერთმანეთს ,რომ გაუგეს.
სახლში დაღლილი მივედი.
იმ ღამეს გიორგი ჩემთან დარჩა.
-მარიამ როდემდე უნდა მაწვენდე დივანზე?
-გიორგი,მაპატიე ,მაგრამ ჩემი საძინებლის კარი შენთვის ღია არ არის.
-ჯერჯერობოთ.
-ვუუმე უჟმურო.ვგიჟდები შენზე.
-მე შენზე ,ჩემო წუწუნა.
-კარგი წავედი ახლა.დავიძინოთ ხვალ სამსახურში მოვდივარ მეც დილიდან.უნივერსიტეტი ,რომ მოვრჩი ადრე ვიწყებ მუშაობას.
-აუ დავიღალე რა ამ დამალვით.
-ცოტაც რა ჩემო პაწაწინა.
-ოხ მარიამ,კაი მიდი.
შუბლზე ვაკოცე და გავეცალე.
დილით გამაღვიძა.
ყავა მზად იყო.
ვისაუზმეთ.
ზედმეტად სიყვარულის ხასიათზე ვიყავი.
ისე ვეხუტებოდი ,ვერ ვუშვებდი.
კალთაში ჩავუჯექი და ვეფერებოდი.
-ხომ კარგად ხარ?
-კი სიყვარულო.
-გიყვარვარ?
-კი.
თავი დავხარე .
შემრცხვა.
ყოველთვის,ყველაზე ძალიან სიყვარულის გამოხატვა სიტყვებით მიჭირდა.
თავი ამაწევინა.
თვალებში მიყურა.
უცებ ,მოულოდნელად დაიხარა და მაკოცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent