შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამჭიდე ხელი -2-


31-08-2016, 23:50
ავტორი tsn
ნანახია 1 975

II
.....

ფიქრებიდან ზამთრის ძლიერმა სუსხმა გამოიყვანა.. ახლა გააცნობიერა, რომ ოფისიდან თხელი პერანგის ამარა წამოვიდა და ძალიან სციოდა.. ისევ ოფისისკენ წავიდა.. კაბინეტის კარი გააღო და შევიდა.. თავისი ქურთუკიც აიღო და მნიშვნელოვანი საბუთებიც..
- ცისია უკვე ჩამოვიდა - კარი შემოუღო საბამ..
- მართლა? ხომ არ იცი სად რჩება?.. - ჰკითხა და ქურთუკი მოიცვა..
- ეს პროგრესია - სახე დაბრიცა საბამ და კაბინეტში შევიდა.. - უნდა ელაპარაკო?..
- ხომ იცი, რომ მხოლოდ საუბარი არ უშველის ამ ამბავს.. თანაც კარგად ვიცნობ და არ მომისმენს..
- აბა რას იზამ?..
- ყველაფერს, რომ შეცდომა გამოვასწორო - ესღა უთხრა, ზურგი აქცია და კაბინეტიდან გავიდა..
საკუთარ თავზე უკეთესად უცნობდა ცისიას და იცოდა ახლა სადაც იქნებოდა.. საკუთარ ბინაში შეიარა, დოკუმენტაცია დატოვა, გამოიცვალა და მალევე გავიდა.

.....

ცისიამ ნაბიჯი ჩამოდგა თუ არა თვითმფრინავიდან, სულუ შეეხუთა თითქოს.. ის მომენტი გაახსენდა, როგორ წავიდა, უფრო სწორად გაიქცა.. გაექცა შექმნილ მდგომარეობას და ყველაფრის დავიწყება სცადა.. ერთია სცადო რაღაცის დავიწყება, მეორე კი მართლა დაივიწყო.. არ გამოუვიდა.. ვერ დაივიეყა, არ დაავიწყდა.. ზამთრის სუსხი იგრძნო.. მონატრებულ ქალაქს თვალი გადაავლო და კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ სასწაულად უხდება თბილისს ზამთარი.. შეიძლებოდა ასე ეჩვენებოდა კიდეც..
რეგისტრაცია გაიარა და აეროპორტის შენობა დატოვა.. ცხოვრებაში პირველად დაუდგა ის მომენტი, როცა არ იცოდა სად წასულიყო.. ახლა ისე გრძნობდა ალექანდრეს სიახლოვეს, როგორც არასდროს.. სჭირდებოდა და აკლდა.. როგორ იცხოვრა ეს სამი წელი მის გარეშე? არც თავად ესმოდა.. ალექსი ხომ.ის პიროვნება გახლდათ, რომელიც ყოველთვის იყო მის ცხოვრებაში... ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი საყვარელი მამაკაცის მონატრება.. ახლა კი როცა მასთან ასე ახლოს იყო, არ იცოდა რა ექნა.. ძალიან უყვარდა, მაგრამ.ვერ უვიწყებდა იმ დასაწვავ წამს, როდესაც სხვა ქალთან ერთად დაინახა.. ამ მომენტის გახსენებას ჭკუიდან გადაჰყავდა.. ცდილიბდა, მაგრამ ყოველ გახსენებაზე უფრო მეტად სტკიოდა.. საკუთარი თვალით რომ არ ენახა ამას ვერც ვერასოდეს დაიჯერებდა.. ვერ დაიჯერებდა, რომ მამაკაცი, რომელმაც ამდენი დაუვიწყარი წამი აჩუქა, სხვა ქალს ეხვეოდა და კოცნიდა.. ადრე რომ ეთქვათ, დადგება შენს ცხივრებაში ერთი ისეთი წუთი, რომელიც ყველა დანარჩენს დაგავიწყებსო, არც კი დაიჯერებდა.. ახლა კი გამოცდილი ჰქონდა.. ამერიკაში ცხოვრობდა.. იქ ცეკვის სტუდია გახსნა.. და ცეკვას ასწავლიდა.. ახლაც ალბათ არ ჩამოვიდოდა, რომ არა რამდენიმე კონცერტი, რომელიც საქართველოში დაგეგმეს.. არსად არ უნდოდა წასვლა, ამიტომ სასტუმროს ნომერი დაიქირავა.. ბავშვები დააბინავა, იბანავა, მოწესრიგდა და სასეირნოდ გავიდა..
თავადაც ვერ გაეგო, ისე წავიდა ძველი სახლისკენ, სადაც მას და ალექსს უამრავი თბილი წუთი გაუტარებიათ.. ფრთხილად შეაღო ეზოს კარი და ფაქტობრივად შეიპარა, ახლა არ იყო მზად ყოფილ ქმართან შესახვედრად და არც ის იცოდა, რომ ამ სახლში ალექსი მხოლოდ ძალიან ნასვამი თუ შეივლიდა ხოლმე, რადგან მარტო იქ არაფერი ესაქმებოდა.. გაეღიმა ნაცნობი სახლის დანახვისას.. კარი მოსინჯა და დაკეტილი დაუხვდა, იქვე ყვავილის ლარნაკი გადააადგილა და და ისევ გაეღიმა, როდესაც გასაღები დაუხვდა.. კარი შეაღო და ფეხის წვერებზე აწეული შეიპარა.. უამრავი ოთახი გაიარა, მაგრამ მხოლოდ ერთ კართან შეჩერდა, შეაღო და შევიდა.. ღრმად ჩაისუნთქა ნაცნობი სურნელი და ისევ შემოაწვა მონატრების მტკივნეული გრძნობა.. ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვა და მისთვის უკვე გასაგები იყო, რომ ალექსი იქ აღარ ცხოვრობდა.. საწოლზე ჩამოჯდა და მის გვერდით მდგომ პატარა ტუმბოს თავიდან ჩარჩოში ჩასმული ფოტო აიღო.. ფოტო რაჭაში იყო გადაღებული, როგორც თავად ეძახდნენ "სურვილების ხესთან".. თვალზე ცრემლი გადმოუგორდა და მინაზე დაეცა.. ცისიამ ჯერ თვალიდან მოიწმინდა ცრემლი, შემდეგ კი მინიდან.. თავი ალექსანდრეს ბალიშზე დადო და ისევ იგრძნო მისი სურნელი.. სუნთქვა გაუხშირდა და გულიც აუჩქარდა.. თვალები დახუჭა და ოცნებებში გადაეშვა.. ვერ მიხვდა როგორ ჩაეძინა, მაგრამ ამ სამი წლის მანძილზე ასე მშვიდად ჯერ არ უძინია, რადგან განსაკუთრებულად გრძნობდა ალექსის სიახლოვეს, თითქოს იქ იყო, მის გვერდით...

....

სინამდვილეში მართლაც იქ იყო, ცისიასთან.. არც ის გასჭირვებია გაეგო სად დაბინავდა და არც იმის პროგნოზირება თუ სად წავიდოდა.. გიჟდებოდა ამ გოგოზე და იმ გამბედაობაზეც, რაც მას ჰქონდა.. ხომ იცოდა, როგორ გაულირდებოდა ცისიას მასთან შეხბედრა, მაგრამ მისვლა მაინც გარისკა.. ისიც ფრთხილად შეიპარა საკუთარ სახლში.. აკვირდებოდა გოგონას და ხვდებოდა, რომ დრომ ვერაფერი შეცვალა, რომ მიუხედავად პრობლემისა, მაინც ერთნი დარჩნენ, ერთი მთლიანობა... ოდნავ შეღებული კარიდან დაინახა, თუ როგორ ჩასთვლიმა გოგონას.. ახლა თამამად შეეძლო ოთახში შესვლა და მასთან ახლოს მისვლა.. ასეც მოიქცა.. ფეხაკრეფით დაფარა მათ შორის არსებული ჰაერი, საწოლის მეორე მხარეს დაწვა და მაქსიმალურად მიუახლოვდა.. ჯერ სურათი გამოართვა და თავის ადგილზე დადო, შემდეგ კი მის სახეს შეეხო.. საოცრად აღელდა, იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა და მისი ძლიერად ჩახუტების სურვილი დაეუფლა.. აი ისე, ცისიამ რომ იცოდა, სუნთქვის შეკვრამდე... გოგონა გადაბრუნდა და მამაკაცის მკლავზე მოექცა.. თითქოს ოცნება აუხდაო ალქსს, თავადაც მიიწია და მეორე ხელიც მოხვია.. ცხვირი მის კისერში ჩაყო და ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი.. ცოტა ხანს გაჩერდა ასე, შემდეგ იგრძნო, რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა და სანამ რაიმეს არასწორად იზამდა, მანამ უნდა გაცლოდა.. აკოცა, ფრთხილად ააცალა ხელი და ასევე ფრთხილად გაიხურა სახლის კარი.. ამ ჯერად აღარ დარდობდა, რადგან იცოდა, რომ მას ისევ უყვარდა.. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შანსი ჰქონდა შეცდომა გამოესწორებინა...

......

- აუ, გთხოვ გეგა.. როგორღაც მოახერხე.. - ჩააცივდა მეგობარს ალექსი...
- ანუ გინდა ცეკვის სტუდიაში მასწავლებლად წახვიდე და თან ცისიას საათებს დაემთხვე.. - დააზუსტა ბიჭმა..
- კი, უკვე მერამდენედ გიხსნი - ამოიხვნეშა ალექსმმა..- მოახერხებ?.. - თვალი გაუსწორა..
- მოვახერხებ - ამაყად განაცხადა გეგამ..
- როდის?.
- დღესვე..
- ძმა ხარ - გახარებულუ ადგა ფეხზე გეგას მხარზე ხელი მსუბუქად მიარტყა..
- ნელა შე ველურო - მხრის დაზელვა დაიწყო გეგამ.. - აუცილებელია ცალი ცელის გარეშე დავრჩე - აუწუწუნდა უმალ..
- რაფ მასხარა ყავხარ პატრონს - თავი გაიქნია ალექსმა და ოთახი დატოვა...
...
- ანუუ?.. - სიტყვა გაწელა საბამ, რომელსაც წუთების წინ წარუდგინა საკუთარი გეგმა..
- ანუ ვიცეკვებ.. უფრო სწორად ცეკვას ვასწავლი.. - უდარდელად ამოთქვა ალექსანდრემ და სარკეში ტანსაცმლის სწორება დაიწყო..
ძალიან უხაროდა საბას ეს ყველაფერი... ხშირად ცდილობდა ხოლმე ძმაკაცთან ამ თემაზე ესაუბრა, მაგრამ არ გამოსდიოდა.. ახლა კი ამას როცა უყურებდა ბედნიერებით ივსებოდა.. მან ხომ იცოდა, რამდენი ხანი არ ინტერესდებოდა ალექსი თავისი იმიჯით, ახლა კი ცდილბდა მაქსიმალურად მომხიბლავი ყოფილიყო, მხოლოდ ცისიას გამო...
თავის დრიზე წავიდა ალექსი სტუდიისკენ.. ნაცრისფერი სპორტული შარვალი, თეთრი ზედა და ნაცრისფერი მოსაცმელი ეცვა.. მართალია ძალიან ციოდა, თუმცა ის თავს კარგად გრძნობდა.. სტუდიაში შევიდა, დერეფანი არ გაევლო, როდესაც მუსიკა შემოესმა.. სადღაც, რომელიღაცა დარბაზიდან ისმოდა მატი საყვარელი მუსიკა.. მუსიკა, რომელზეც ქორწილისთვის საკუთარი ცეკვა დადგეს.. გულმა არ მოუთმინა და იქით წავიდა, სადიდანაც ხმა ისმოდა..
....

დილაადრიან მივიდა ცისია სტუდიაში, ბავშვები დარბაზში შეიყვანა და მეცადინეობას შეუდგა.. დღეს ცოტა ადრე იწყებდნენ ვარჯიშს.. შესვენებისას ყავის დალევა გადაწყვიტა და ბავშვები ცოტა ხნით დატოვა.. გასული არ იყო დარბაზუდან, როდესაც საყვარელი მელოდიის ხმა გაიგო და იქით წავიდა..
...
იდგნენ ორივენი და უყურებდნენ მოცეკვავე წყვილს, თუმცა ერთმანეთს ვერ ხედავდნენ.. უბრალოდ იდგნენ, თორემ არაჟჟვინ იცის, უკვე მერამდენედ იცეკვეს ფიქრებში "მათი" ცეკვა... ალექსი ღიმილს ვერ იკავებდა, ცისია კი ცრემლებს.. ძალიან ლამაზი იყო ცისია, ძალიან.. ასე აცრემლებულიც კი... მუქი ლურჯი თვალები ზღვასავით უელავდა, გრძელი ქერა თმა კი ლამაზად ეფარებოდა მთელ მის ზურგს...
...
ცისიას დიდი დრო არ წაართვა ყავის აღებამ.. ისევ ცეკვის სტუდიისკენ წავიდა და ახლაღა დააკვირდა, რომ ეზოში ალექსანდრეს მანქანა იდგა.. თითქოს შეაბარბაცა.. რაღაც უხილავი შიში დაეუფლა.. იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული და ხელები გაუოფლიანდა.. მხოლოდ ამას იმეორებდა გონებაში.. ჩათვალა, რყომ ახლა ყველაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ცეკვის სტუდიაში შეაბიჯა.. მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა მისი სიძლიერე.. უეცრად ღია კარიდან დაინახა, როგორ ავარჯიშებდა ბავშვებს ალექსანდრე.. სუნთქვა შეეკრა.. ისე უნდოდა მისულიყო ახლა და მაგრად მოჰხვეოდა, მისი სურნელი ეგრძნო და მის მკლავებში ამოეყო თავი.. თუმცა ისევ ის დაწყევლილი წამი.. ჩუმად ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა და ისე გაბრუნდა, ყოფილ ქმარს რომ არ დარნახა... ნეტავ თუ დადგებოდა ის დრო, როცა ეს წამი აღარ გაახსენდებოდა.. ის წამი როდის დადგებოდა, რომელიც ამასაც გადაფარავდა.. ალბათ მაშინ მივიდოდა ალექსთან, ჩაეხუტებოდა და ეტყოდა, რომ აპატია, რომ დაივიწყა ის საშინელი სცენა.. სამუდამოდ გაიქრო მეხსიერებიდან.. თუმცა არა, არა და არა.. ვერ ივიწყებდა, არ შეეძლო...
როგირღაც მოახერხა ბავშვების გავარჯიშება, ცოტა ადრეც დაითხოვა და გადაწყვიტა შეუმჩნევლად წასულიყო.. დარბაზის კარი ჩაკეტა, გასაღები შეინახა და გზა განაგრძო.. არც კი მოელოდა, ისე შეეჯახა ვიღაცის მკვრივ სხეულს.. თვალები დახუჭა და არაფრის დიდებით ახელდა, რადგან იცოდა, რომ მის წინ ის იდგა, ვის დავიწყებასაც აშე გამალებით ცდილობდა...
- გამარჯობა ცისი - ჩაესმა ასე საყვარელი და მონატრებული ხმა.. თავის ხელში აყვანა შეძლო და თვალებიც გაახილა.
- გამარჯობა - ძლივს შესამჩნევად ამოილაპარაკა - და ნახვამდის.. მეჩქარება - მიაძახა და უკანმოუხედავად წავიდა... გულში რაღაც ჩასწყდა ალექსს.. იცოდა, რომ ცისია დატანჯა და მისი ბრალი იყო ამ დღეში რომ ჩავარდა.. წინა დღით ასეთი განადგურებული არ ჩანდა.. ახლა კი? ახლა მასთან საუბრის გაბმაც არ შეეძლო.. კიდევ ერთხელ შეიძულა ახლა საკუთარი თავი.. იმისთვის, რომ ოდესღყაც სანიმუშო ურთიერთობა ფერფლად აქცია.. მაგრამ შეძლებდა.. არა, ვალდებული იყო შეძლებოდა და ამ ფერფლიდან ყველაფერი თავიდან აეშენებინა.. ცისიას უკან გაჰყვა.. დაინახა, როგორ შევიდა ახლომდებარე ბარში და სასმელიც შეუკვეთა.. აქამდე სასმელი არ გაესინჯა ქალბატონს და ერთმა ყლუპმა რომმაც კი საშინლად გააბრუა.. მეორე ჭიქას სვამდა, როდესაც ალექსი მივიდა და ჭიქაზე ხელი დაუფარა.. ცრემლიანი თვალებით ახედა ცისიამ და ჭიქას სწრაფად მოაშორა თავისი ხელი, რადგანაც ალექსის შეხება ისევ თავბრუს ახვევდა, აგიჟებდა.. მამაკაცმა ხელი ჩასჭიდა და გარეთ გაიყვანა...თავის მანქანასთან მიიყვანა და მის წინ გაჩერდა.. ვეღარ მოითმინა და ცრემლი შეუმშრალა..
- ასე რატომ მომექეცი ალექს.. ასე როგორ მომექეცი... - ძლივს ამხოთქვა სათქმელი ქალმა და ისევ ცრემლები წამოცვივდა.. ალექმა ძლიერად მოსჭიდა ხელები და ჩაეხუტა.. აღარაფერი აკლდა ტირილამდე..
- ნუ ტირი გთხოვ.. შენი ყოველი ცრემლი დანასავით ერსობა გულს, მაგრამ მილიონჯერ მტკივნეულია.. მე დავისაჯე, ყოველი შენ გარეშე გატარებული წუთი სასჯელი იყო.. მზად ვარ უარესად ვაგო პასუხი, რადგან უარესს ვიმსახურებ.. მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.. მხოლოდ შენ ნუ იტირებ, ნუ იტირებ... - ბუტბუტებდა და თავზე ხელს უსვამდა... ახლა უკვე ვეღარ შეიკავა თავი და მის ლოყაზეც გავჩნდა ობლად ჩამოგორებული ცრემლი.. ცისიასკენ დაიხარა, მაგრამ შეამჩნია, რომ უკვე ეძინა. მას აქამდე წვეთი ალკოჰოლი არ გაესინჯა ამიტომ ერთმა ჭიქამაც კი ასე დაათრო, რომ ჩამოეძინა.. ალექსმა ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.. სახლში წაიყვანა, საწოლზე მიაწვინა და ტანსაცმლიანად მიუწვა.. ისევ ისე იწვნენ, როგორც გუშინ, მაგრამ.ამ ჯერად ალექსი წასვლას აღარ აპირებდა...


.......

ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონათ.. ესეც შემდეგი თავი.. მაინტერესებს რას ფიქრობთ?.. ახლახან მოვრჩი წერას და გადახედვას ვერ ვასწრებ.. ბელდვით შეცდომებზე ბოდიშს ვიხდი.. ძალიან მიყვარხართ და ველი თქვენს კომენტარებს.. გამიზიარეთ რას ფიქრობთ ამ წყვილზე...



№1  offline წევრი aNuGi

აუუ, ვგიჟდები ისე მომწონს, საუკეთესოა მართლა heart_eyes
ეცადე მალე დადო რა შემდეგი! <3
ყოჩაღ!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძაან მაგარია ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3 სტუმარი Nini

Vgijdebi me shens istoriebze ra,es wyvili dzalian sayvarelia,momwons aleqsandres qcevebi,imedia male sherigdebian.miyvarxar.

 


№4 სტუმარი Black

Magari istoriaa veli shemdeg tavs;)

 


№5  offline მოდერი tsn

მიხარია, რომ მოგეწონათ.. გმადლობთ კომენტარებისთვის ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent