შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბრალია!(დასასრული)


1-09-2016, 06:56
ავტორი Behandice
ნანახია 2 913

ჩაფიქრებული მივყვებოდი ექიმს უკან,რას ნიშნავს ბავშვი,უდაოდ იმას გულისხმობდა რომ ანა ორსულადა,ან იყო,თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა,კაბინეტში როგორც შევედით იმ წუთას დავსვი კითხვა.
-ექიმო რა იგულისხმეთ ბავშვის მამაში?
-დაბრძანდით და ყველაფერში გაგარკვევთ.მიხვდა რომ გაურკვევლობაში ვიყავი და ხელით მიმითითა დავმჯდარიყავი,მეც მოვეწვე და დაველოდე როდის დაიკავებდა მის ადგილს და მეტყოდა ყველაფერს.
-თქვენ მეუღლე 3თვვე ნახევრის ორსულია.
თვალები გამიფართოვდა,როგორ არ მითხრა,არა როგორ არმითხა ერთიანად მომაწვა სიბრაზე და რაღაცის თქმა დავაპირე მაგრამ ექიმმა ხელით მანიშნა გაჩუმდიო.
-მოდი ჯერ მე შეგატყობინებ ყველანაირ ინფორმაციას და შემდეგ მკითხე რაც ვერ გაიგო..ანა ძალიან მძიმედა,მიუხედავად იმისა რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამჟამად მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე ელის არვიცი ხვალ რა იქნება,შეიძლება ყველაფერი შემოტრიალდეს და სიტუაცია გამძაფრდეს,ამიტომ არ შემიძლია მე პირობა მოგცეთ იმის რომ ის ხვალ საწოლიდან ადგება და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას,მე ამის არც უფლება მაქვს,არც ღმერთი ვარ..უნდა იცოდეთ რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა აპარატზეა დამოკიდებული,მისით ცოცხლობს,როდესაც გაიღვიძებს და ეს როდის იქნება არვიცით,როგორც გითხარით მძიმედაა...გული ამოგლეჯას მქონდა,ასე მეგონა ვიღაც დანით იმ ადგილს ჭრიდა და გულის ამოღება უნდოდა,ხელს მაგიდაზე ნერვიულად ვათამაშებდი და ერთი სული მქონდა ბავშვზე როდის გადავიდოდა,მის დაკარგვას ვერც მე და ვერც ანა გადაიტანდა,ის ხომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო,არვიცოდი მის შესახებ,როგორც ჩანს ექიმი მიხვდა ჩემი მოუთმენლობის მიზეზს და გააგრძელა საუბარი...-ამ ყველაფერს ემატება ანას ორსულობა,პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ბავშვი გადარჩა,მაგრამ ის..ის ძალიან მძიმედა,3თვისა და თითქმის სულ განუვითარებელია,სასწაულებრივად გადარჩა,ასეთი შემთხვევა არ არსებობს,როგორც გავიგეთ სპეციალური ჯავშანი იცავდა ქალბატონ ანას და ჭრილობა გვერდიდანა მიყენებული,ისეთ ადგილასა რომ საშვილოსნოსთან ახლოს არა გადავრჩით,მაგრამ იმ მომწამვლავმა ნივთიერებებმა რასაც ტყვია შეიცავს მოახერხეს მცირე დროში ნაყოფამდე მიღწევა..ის სულ პაწაწინა,ვიტამინები აკლია,ეს ბევრმა რამემ გამოიწვია,როგორც ჩანს ანა არ იკვებებოდა სათანადოდ და შესაბამისად ბავშვსაც არ მიეწოდებოდა თითქმის არაფერი,ასევე ბევრ კოფეინს იღებდა,რაც ნაყოფისთვის საზიანოა,უძილობა,გადაღლილობა,ნერვიულობა,ეს ყველაფერი ბავშვზე უკუ რეაქციებს ახდენდა ამიტომ ის ახლა იბრძვის და ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთოთ ამიტომ მინდოდა პირადად თქვენთან გასაუბრება,საქმე იმაშია როდესაც პაციენტის მდგომარეობა დარეგულირდება ბავშვს თუ დაიტოვებთ მას ძალიან რთული ორსულობის პერიოდი ექნება,ბევრ პრობლემასთან მოგიწევთ შეჭიდება და თუ მოშორებას გადაწყვეტთ ანა კარგად იქნება მაგრამ იმის შანსები რომ ბავშვი მეორედ გაუჩნდეს ძალიან მცირეა.
ყველაფერი დატრიალდა,ძალიან დიდ სიბრაზეს ვგრძნობდი ანას მიმართ,ძალიან გაბრაზებული ვიყავი,ხელები ძირს ჩამოვწიე და მუშტი შევკარი,ვგრძნობდი როგორ მიდუღდა სისხლი,ის ერთი იყო რომ ბავშვზე არაფერი მითხრა მას არც უვლიდა,მასზე არ ზრუნავდა თითქოს ის არც არსებობდა!რატომ დაიტოვა მაშინ საერთოდ??როგორც სხვა უგულო დედები იქცევიან მოეშორებინა!ახლა ორივეს სიცოცხლე საფრთხეშია და მე არ ვიცი რა გავაკეთო,ანას გაღვიძებას უნდა დაუცადო,მის გარეშე მე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ,იგივე უთხარი ექიმსაც.
-ექიმო..
-ლუკა.
-ლუკა ექიმო ანას გაღვიძებას დაუცდი მის გარეშე ამ საკითხთან ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ!მანამდე კი ყველაფერი გააკეთეთ რომ ორივე კარგად იყვნენ!მკაცრი და შეუვალი იყო ჩემი ხმა,ეს უთხარი და გარეთ გავედი,ძალა მოვიკრიბე,ანას მდგომარეობა უნდა ამეხსნა მისი მშობლებისათვის,საუკეთესო მეგობრებისათვის,მისი ძმისათვის და ჩემი ძმაკაცისათვის,სანდროსთვის,ჩემი მშობლებიც გარეთ იყვნენ,მისი თანამშრომლები,ჯობდა მოკლედ მეთქვა მათთვის ყველაფერი.კაბინეტიდან როგორც გავედი მომლოდინე თვალებით შემცქეროდა ყველა,მეც მათ შუაში ჩავდექი და უთხარი რომ ანა ორსულად იყო,ბავშვი გადარჩა და ახლა ორივე იბრძოდნენ სიცოცხლისათვის.ამოისუნთქეს ცოტა,გაუხარდათ ანას ორსულობა,დედაჩემის გახარებული თვალები რომ დავინახე გავბრაზდი,არაფერი მითქვამს ამის დრო ახლა არ იყო,ანას გადარჩენა გაუხარდა თუ ის რომ ბავშვი დაიბადებოდა.ყველა განადგურებული იყო,მარიამი და სანდრო სულ კინწისკვრით გავაგდე სახლში,სულ არ ზრუნვთ თქვენს პატარაზე მოშორდით აქიდან ახლავე თქო,როგორც იქნა დამიჯერეს და წავიდნენ,გიორგიმ ფეხს არ მოვიცვლიო და ლანასთან ერთად დარჩა,ჩემებიც სახლში გავისტუმრე,ალექსანდრე და ნიტა დაღლილები იყვნენ,ამდენი ნანერვიულები,მაგრამ მაინც არ იცვლიდნენ ფეხს ადგილიდან,მეც ვერაფერს ვეუბნებოდი,როგორ მეთქვა ორი მშობლისათვის თქვენი შვილი დატოვეთ და წადით თქოს,გიორგი მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს და მათკენ წავიდა,მესმოდა როგორ ეუბნებოდა რომ მათ აქ გაჩერებას არანაირი აზრი არ ჰქონდა,ანა მაინც არ გაიღვიძებდა ჯერ და რამე თუ მოხდებოდა შეატყობინებდათ,როგორღაც დაარწმუნა და სახლში წაიყვანა,თვითონ კი უკან დაბრუნდა...მალე დაბრუნდა უკან,მანამდე მე და ლანა ჩაფიქრებული ვისხედით მოსაცდელში,შემომთვაზეს კაფეტერიაში ჩასვლა მარა არ წავყევი,პალატასთან ვიდექი და შორიდან უყურებდი ანას,მერე სულმა მძლია და პალატაში შევედი,ექთანი არ იყო არც ექიმი,ვიცი ცუდად მოვიქეცი ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა შევსულიყავი..სკამი საწოლთან მივიტანე და მისი ხელები ჩემსაში მოვაქციე.
-ანა..ანა..საზიზღარო ანა..ეს როგორ არ მითხარი,გაიღვიძო და გამოჯამრთელდე ერთი განახებ სეირს,ნეტა იცოდე როგორ ვბრაზობ შენზე!მერე კიდე ველაპარაკებოდი რაღცეებს,მუცელზე უსმევდი ხელებს და ვეფერებოდი,ვეუბნებოდი რომ იქ ჩვენი პატარა იყო,მერე ჩამძინებია,დილას ანას ხმამ გამაღვიძა,სუსტად მაგრამ მაინც მესმოდა,ხელებზე ხელს მიჭერდა.
-მიშო,მიშო გაიღვიძე!უცებ ვჭყიტე თვალები და მკაცრი მზერა დავკერე,არაფერი მითქვამს,წამოვდექი და ექიმს დაუძახე..

*ანა*
თვალები რომ გავახილე სპეციპიკური სურნელი ვიგრძენი რომელიც მხოლოდ სავადმყოფოებშია,მივხვდი რომ საქმე კარგად არ იყო,ყველაფერი მტკიოდა,გარდა ამისა რაღც მაწვებოდა,თავი შეძლებისდაგვარად წამოვწიე,თვალებზე ბინდი მეკრა ვერაფერს უყურებდი,ცალი ხელით თვალები მოვიშვნიტე,ცალი ხელზე კი ვიღც მებღაუჭებოდა,ჩემი სულელი ბიჭი,გამეღიმა მისი დანახვისას და ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა,თმებზე ხელი გადაუსვი და რომ არ გაიღვიძა მერე დაუძახე,უცებ წამოიწია და გაბრაზებულმა შემომხედა,მერე ადგა და ექიმი შემოიყვანა,ექიმმა გამსინჯა და გაბრაზებული შეუბრუნდა მიშოს.
-მე ხომ ვთქვი რომ არ შეიძლებოდა პალატაში შემოსვლა?!!
-მაპატიეთ მაგრამ ვერ გავძელი გარეთ,არაფერი დაშავებულა კარგადა გაიღვიძა.
-ოხ ყმაწვილო!მაგაში გეთანხმები,კარგადა,არც ისე მაგრამ ძველ მდგომარეობაზე კარგად არიან ორივე..ორივეო?რა ორივე?აა ჰო საბა,ალბათ მასზე ამბობს ბოლოს დავინახე ტყვია როგორ ისროლა მუცელში..
-ძალიან კარგი ჯობს ახლა უთხრათ,ჯობს თქვენ აუხსნათ მდგომარეობა.
-ჰეი!მეც აქ ვარ და მაინტერესებს როგორ ვარ და როდის შევძლებ ამ წყეული საწოლიდან ადგომას?ექიმი მომიბრუნდა.
-ქალბატონო ანა თქვენი მდომარეობა მძიმე არის,რამოდენიმე თვე მაინც მოგიწევთ წოლით რეჟიმში ყოფნა,აქ კი რამოდენიმე კვირა მაინც უნდა იყოთ დაკვირვების ქვეშ,ეს თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც მნიშვნელოვანია.
-რა ბავშვი?გაკვირვებულმა შევხედე ექიმს,მერე მიშოს გავხედე რომელიც ისევე ისეთი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მიყურებდა.
-თქვენი შვილი.
-არ მყავს ექიმო შვილები.სიცილით მიუგე პასუხი.
-დიახ მართალი ხართ არ გყავთ!
-მე სულ მართალი ვარ!
-მაგრამ 6თვეში გეყოლებათ,უფრო ზუსთად 5თვე ნახევარში.
-ექიმო გეშლებათ,ალბათ სხვა ანალიზების პასუხები გაქვს არ ვარ მე ორსულად.მიშო გესმის რას მეუბნება?უთხარი რამე,მალე მინდა აქიდან გასვლა ციხეში უნდა ამოვალპო ის...
-ანა გაჩუმდი და უმანკო კრავის როლს ნუ თამაშობ ვითომ არაფერი იცოდი!ამდენი ხნის დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა და ადგილზე მივიყინე.
-რა უნდა მცოდნოდა ადამიანო?არვარ ორსულად თქო ეშლება ექიმს რაღაცა!
-ექიმო იქნებ დაგვტოვოთ.მიშო ექიმს მიუბრუნდა.
-კარგი მაგრამ იცოდე მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება,ეს უარყოფითან აისახება ბავშვზე,ჩემი თხოვნა იქნება ისეთი რამე არ უთხრა რაც მასზე ცუდად იმოქმედებს.
-მოიცა მე რა მართლა ორსულად ვარ?გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა და პირდაღებული უყურებდი მიშოს,ის ხმას არ იღებდა..-მოიცა მოიცა მიბრწკინე ალბათ სიზმარია,სიზმარში ადამიანებს 6თითი აქვთ მოიცა,ხელები ზევით ავწიე და 5მქონდა...იქნებ მოჩვენება ვარ,მოჩვენებები ნივთებს ვერ ამოძრავებენ,ვაზას ხელი გავკარი და წაიქცა,ნამსხვრევებად იქცა წამში და წყალიც დაიღვარა ძირს.
-გეყოფა!ანა გეყოფა!მოთმინების ფიალა ამევსო!როგორ ბედავ და ასე იქცევი?
-ვერ გავიგე რახდება არაფერი მესმის ორსულად რანაირად ვარ????თან..გამოვითვალე ექიმის თქმის..-3თვე ნახევრის.
-კარგად გცოდნია რამდენისაც ხარ!
-მიშო რაგჭირს?ექიმმა ხომ თქვა 5თვე ნახევარში და გამოვთვალე.
-რა მჭირს ანა???ის მჭირს რომ ახლა თქვენ ორს შორის არჩევნის გაკეთება შეიძლება მოგვიწიოს.
-რაზე ლაპარაკობ?ხმის ტემბრი უფრო შემისუსტდა,ჩემი ხმაც სადღც გაიპარა,ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ჩემს მდგომარეობას..მუცელზე ხელები მოვიხვიე..აქ ჩვენი პატარა?თვალები ცრემლებით ამევსო,მიშომ კი ჩემს გვერდით სკამზე დაიკავა ადგილი.
-ანა..
-მითხარი რა ხდება..
-ის ძალიან განუვითრებელია,სულ პაწაწუნა,ყველაფერი აკლდა შენგან,მასზე არ ზრუნავდი,თუ გავითვალისწინებთ შენს რეაქცია გამოდი არ იცოდი მისი არსებობის შესახებ,როგორ ვერ მიხვდი?
-მე..მე არვიცი..ძალიან გადატვირთული ვიყავი ეს 3 თვე არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება მხოლოს იმ კრიმინალის დაჭერა მინდოდა რომელიც საბა აღმოჩნდა!ჭამის და ძილის დრო საერთოდ არ მქონდა,არც იმაზე გამიმახვილებია ყურადღება რომ 3თვეა არ მომსვლია,ადრეც დამმართნია ასეთი რამე 1თვე ჩავსტრახე და რაღაც დარღვევა მეგონა,ვაპირებდი ექიმთან მისვლას მაგრამ გადავდე,რამოდენიმეჯერ გულის რევამაც იჩინა თავი მაგრამ ამაზე არ მიფიქრია,ჩვენ ხომ რამოდენიმეჯერ ვიწექით ერთად და თავს ვიცავდით.
-პირველ ჯერზე არ დაგვიცვია.
-ის ხომ პირველად იყო,ძალიან მცირეა იმის ალბათობა რომ ქალი მაგ დროს დაორსულდეს და რაღა მე ვიქნებოდი იმ ათასში ერთი?
-ალბათ ხარ.
მიშოს ხელი ავიღე და მუცელთან მივიტანე,მერე ჩემი ხელი დავადე ზემოდა და ცრემლები გამომცვივდა.
-რა გატირებს ანა?
-როგორ რა მატირებს??მე რანაირი დედა ვარ აქ ჩემი შვილი იჯდა ეს თვებიი,იქნება წყუროდა,შიოდა მე მასზე არ ვზრუნავდი გესმის???არ ვზრუნავდი!!!!მისი არსებობის შესახებაც ვერ გავიგე!მე რანაირი დედა ვიქნები საერთოდ!ცრემლებს ღაპა-ღუპით ვყრიდი ძირს..
-ანა დამშვიდდი..იცოდე ბავშვს თუ დავიტოვებთ...
-რათქმაუნდა დავიტოვებთ!მე ის უკვე მიყვარს,წარმოიდგინე ჩემნაირი პატარა გოგო,ან ,შენნაირი პატარა ბიჭი,მიშო წარმოიდგინე..
-მათქმევინე..მძიმე ორსულობა გექნება,უმეტესად უნდა იწვე,მზად ხარ ამისთვის?
-შენ მზად ხარ?მზად ხარ რომ გვერდით დამიდგე და ეს დარჩენილი თვეები ამიტანო?
-ყოველთვის!
-ყველაფერი კარგად იქნება,რაც მალე გამწერენ ამ საშინელი ადგილიდან მით უკეთესი,სახლში გავაგრძელებ მკურნალობას.
-ახლა ჯობია ყველას შევატყობინო რომ გაიღვიძე თორე ჩემზე იძლადებენ.ტელეფონი აიღო და დარეკა,რომ დაბრუნდა იმ წუთას ვაჯახე.
-საბა როგორ არის?
იმ წუთას შეეცვალა გამომეტყველება.
-რაში გაინტერესებს ანა როგორა???მის გამო ვართ ყველა ასე!
-ყვირილის გარეშე გეპასუხა იქნებ?!
-კარგადა!რამოდენიმე დღეში გაწერენ პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში,ანუ ციხეში სადაც ჩალპება ეგ ნა*იჭვარი რისი დიდი იმედიც მაქვს!შენ კი განყოფილებას აღარასოდეს გაეკარები!მეორედ შენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აღარ დავაყენებ!არ შემეპასუხო გავდივარ ახლა გიორგის და ლანას დავუძხებ ტელეფონები გათიშული აქვთ..
ვეღარაფერი თქვა მოვახერხე,მართალიც იყოუნდა დავფიქრებულიყავი ახლა არა ჩემ თავზე არამედ იმ არსებაზე რომელიც ჩემს მუცელში იყო.
მალე პალატა ხალხით აივსო,ხალხით რომელიც მიყვარდა,დედა და მამამ გულში ჩამიკვრეს,უკან გიორგი მოყვათ,გიჟი მარიამი მილოცავდა რომ მალე დავეწეოდი და ერთად გავზდიდით პატარებს,მერე გიორგიმ ააჭარხლა ლანა მარტო ჩვენ დავრცით და ხომ არ დაგვეწყო მუშაობაო,ყველას გაგვცინა,მიშოს დედა და მამა არ ჩანდა,არც მსურდა ახლა მათი ნახვა არმინდოდა ნერვების მოშლა,ან შეიძლება ამაზე უკვე იფიქრა მიშომ და არ შეატყობინა რომ გავიღვიძე.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო სავადმყოფოში კიდევ 2კვირა დავრჩი,ამ ორ კვირაში სული ამომხდა,ჯერ ივნისის ბოლო იყო და ისეთი სიცხეებია ოფლში ვიწურები,ვერაფრით დავარწმუნე ვერავინ სულიერი რომ სახლში წავეყვანე და იქ გამეგრძელებინა მკურნალობა,მიშომ მტკიცედ განაცხადა მე შენს და ჩვენი პატარას სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებო,მეც ასე საცოდავად ვეგდე ხის ნაფოტივით საწოლზე,მაგრამ არ მომიწყენია ამას ვაღიარებ,ეს გიჟბი ყოველდღ მოდიოდნენ და მოდიოდნენ,ხან რა მოქონდათ ხან რა და მართობდნენ,ერთ დღეს ვწევარ ჩემთვის და ვიღაც შემოდის პალატაში,ძალიან ძალიან დიდი თეთრი ვარდების თაიგული და თეთრი დიდი ბაჭია ჩანს..
-აუუ კაითთთთთ რაა ახლა ესენი სად დავატიო,არ მოგწყინდათ?ორანჟრიას გავს უკვე ეს პალატა..დავიწყე წუწუნი და თვალები გადავატრიალე..
-სიურპრიზიიიიი!გამოხტა სამი სხეული...
-ვაიმეე არ მჯერააააა!!როგორ გამახარეთ...ნინი,ლაშა,დემეტრე!თქვე გადარეულებო აქ რა გინდათ?
-აბა მისის ანამ დაგვივიწყა მას შემდეგ და სამაგიეროდ თბილისი პატარა რომ გავიგეთ რაც მოხდა გამოვქანდით აქეთკენ!ლაშა მომეხვა და ლოყაზე მაკოცა,მერე დემეტრე და ბოლოს ნინი..
-სასწაულად გამახარეთ!საწოლში ხტუნვა დავიწყე..
-ნელა ბავშვს რამე არ მოუვიდეს..ნინი მუცელზე მაკვირდებოდა..
-ოჰჰო გაუგიათ ყველაფერი უკვე..
-ბიჭია თუ გოგო?ჩამეძია დემეტრე.
-ჯერ პატარა ვერ გავიგებთ.
-ცუდია..აღარ დაიკარგო იცოდე..
-მოდით კიდე ერთხელ ჩაგეხუტოთ!როგორ მომნატრებიხართ გიჟუნჟულა ბავშვებო!ეს თეთრი ვარდები რო მომიტანეთ ტონა ეგ ვჭამო ორსულმა ქალმა?
-ამდაგვარ რამეს ხომ არ გულისხმობ?ნინა კარებისკენ გაიქცა და იმდენი შოკოლადები მოიტანა თვალები გამიფართოვდა.
-ვაიმე როგორ მინდა..მომე მომეე..პატარა ბავშვივით დავიწყე ხელების გაშვერა..მოიცა არა..შეიძლება ნეტა ეს ჩემთვის?ექიმს უნდა ვანახო ჯერ..
-ჭამე ექიმს ვანახეთ უკვე..საბამ გამიღიმა..
-მადლობა კუნკულებო,დიდი შოკოლადი გავიქანე პირში და პირს ვატკლაცუნებდი.
ახლა პალატაში ხუთეული შემოლაგდა და სულ არ გაკვირვებიათ სამეულის აქ დანახვა..
-ოჰოო დაუთრევია გოგოს შოკოლადები...ანუსი არ გაგვიყოფ?
-მომშორდი სანდრიკუნკულა!ჩემი მარტო და ჩემი ბიჭის!
-ბიჭის??
-ხო ვგრძნობ რომ ბიჭია!
როგორც მერე აღმოჩნდა იცოდნენ რომ მოდიოდნენ,მეც არ გამიკვირდა საიდან იცოდნენ თეთრი ვარდები რომ მიყვარდა თქო..გვიანობანმდე ჩემ პალატასი იყვნენ და სხვადასხვა ამბებს ვიხსენებდით..ასე გავიდა ეს ორი კვირა და სახლში გამწერეს,მიშოს სახლში,ჩვენს სახლში,ექიმმა ყველაფერი დაუწერა რაც უნდა მიმეღო,რა უნდა მეჭამა,უმეტესად ხილი და ბოსტნეული ჭამე და ცხიმიან რაღცეებს მოერიდეო..მოკლედ ძნელი პერიოდი იყო ჩემი და ვაჟბატონი მიშოს წინ..
სახლში რომ დავბრუნდით,აღნიშნეს ჩემი გამოჯამრთელება და იქეიფეს,სამეულიც დავპატიჟთ,კარგად ვერთობოდით,თუმცა მე უყურებდი,ვერც ვსვამდი,ვერც ნორმალურად ვჭამდი,ვედგე მოკეცილი მდივანზე.
1თვე წოლითი რეჟიმი...ოხ როგორ დავიღლე საწოლზე მიჯაჭვული,მაგრამ მიშო არაფერს მაკლებდა,ჩვენი მეგობრებიც უმეტესად ერთად იყო და მართობდნენ,ხან ფილმებს უყურებდით ერთად ჩემ ოთახში,ხან ქვევით ატატებული წამიყვანდნენ და ერთი საწოლიდან მეორეში მაწვენდნენ..მიუხედავად ამისა ორსულობა კარგად მიდიოდა და ეს იყო მთვარი,არმქონდა გართულებები და ძალიან მიხაროდა,წოლითი რეჟიმის ვადა როგორ კი ამოიწურა კონსულტაციაზე წავედით ექიმთან და თან შეგვეძლო ბავშვის სქესის გაგება უკვე 5თვის ვიყავი და მუცელიც მეტყობოდა სხვა ხუთ თვიან ორსულებთან შედარებით..ბიჭი იყო,გამართლდა ჩემი ვარაუდი,ისე გაგვიხარდა ჭკუაზე აღარ ვიყავით,მე კარგად ვიყავი და მიშომაც დაიწყო კომპანიაში სიარული,მანამდე სახლიდან აგვარებდა საქმეებს,მარა რათგინდა ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული მთელი დღე და მეკითხებოდა რას ვშვებოდი და ხომ არაფერი მინდოდა,ჩემთან გოგონები იყვნენ,ნიაც ხშირად მოდიოდა და მეხმარებოდა...
მიშოს ანერვიულება არმინდოდა ამიტომ ნიკას დაურეკე,ყველაფერი მაინტერესებდა რამოხდა ჩემ არ ყოფნაში,ნიკას ვნახულობდი მანამდეც რათმაუნდა არაერთხელ მომინახულა მარა მიშოს თანდასწრებით ვერ ვკითხე არმინდოდა გაგიჟებულიყო,ჩემთან დავპატიჟე სახლში თან ვიცოდი მიშო არ მოვიდოდა ჯერ და თვისუფლად ვიყავი,როგორც ნიკასგან გავიგე წინა კვირაში ყოფილა საბას სასამართლო და სიცოცხლის დარჩენილ წლებს ციხეში გაატარებდა,დიმიტრიზე ვკითხე.
-განადგურებულია შვილის ასეთი საქციელი,პოსტი დატოვა არ შემიძლია აქ გაჩერებაო,მაგრამ ვერ გაძლო და მალევე დაბრუნდა..არ მესმის ასეთ კაცს ასეთი შვილი როგორ უნდა ყავდეს..
-გარემოებამ იმოქმედა ნიკუშ მასზე..ანუ დაიხურა სამუდამოდ ეგ საქმე.გულის სიღრმესი მეცოდება.
-კარგი შევეშვათ მაგას..როგორ ხართ შენ და პატარა ბიჭუნკელა?
-ვართ რა არანაირი პრობლემა არ გვაქვს..გაუღიმე..
-ანნნნნნნაა მარწყვიი მოგიტანე,ბევრი დიდი წითელი მარწყვებიი..მიშოს ხმა გაისმა..
-მიშო შენ ხარ ? არ გელოდი ასე ადრე..მართლა გამიკვირდა მისი ამ დროს სახლში ხილვა და მას წინ პატარა ბავშვივით ავეტუზე..
-ნიკუშ შენც აქ ხარ?ნიკა გადაკოცნა მეგობრულად.
-ჰო ანა მოვინახულე მარა გავდივარ უკვე სამსახური მიხმობს.
მალევე წავიდა ნიკა,მე კიდე მარწყვიანი პარკით ვიდექი და კატის თვალებით უყურებდი..
-ოხ ანა ოხხ..წამოდი გავარჩიოთ..
-რა გემრიელიაა..მმმ...მარწყვს ვაგემოვებდი..
-გკითხო?
-აუუუ კაიი რა მაინტერესებდა შენ არაფერს ამბობ თან შემეშინდა კითხვის.
-რაში გაინტერესებს??ხომ იცი ისედაც რომ ციხეშია?
-ახლა თუ გავბრაზდი ვერ გამასწრებ აქედან!უყურე ამას შენ რას მემართლები ვერ გავიგე!მან სამ ჩემ საყვარელ ადამიანს დაადო თვალი და ერთი იმ ქვეყნადაც გაისტუმრა და არ უნდა ვიყო იმაში მტკიცედ დარწმუნებული რომ საფრთხეს აღრასოდეს შეგვიქმნის?
-მე რომ არ ვიყო დარწმუნებული რომ საფრთხე არ გემუქრება ასე ვიჯდებოდი?მომეხვა და მუცელზე მომხვია ხელები..კალთაში ჩაუდევი თავი და დივანზე გავწექი..
-მიშო..რაღცას გეტყვი მარა არ გამიბრაზდე,არც იყვიროო..უბრალოდ მაინტერესებს..
-რაიყო?
-საბას ხომ კარგად იცნობდი?
-კი!ვატყობდი მისი ხმა სიბრაზით იყო გაჟღენთილი.
-აი ბრაზობ...არმინდა საერთოდ შენგან არაფერი უფ..გავებუტე და ხელები გადავაჯვარედინე..
-მოდი ხო მოდი მოგიყვები..ისევე მის მკლავებში მომიქცია..
-საბა კარგი ბიჭი იყო,მხიარული,სალისიანი,არ იყო მასში დიდი რაოდენობით ბოროტება,ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას თუ გააკეთებდა,მითუმეტეს მე,ერთად გავიზარდეს,ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ,ბატონი დიმიტრი შენც იცი ვინა,ბავშვობიდან შენი არ იყოს გამომძიებლობაზე ოცნებობდა,ეს საბასგან ვიცი ის მეუბნებოდა ხოლმე მამამ მისი ოცნება აიხდინდა და მეც რომ გავიზდები მისნაირი ვიქნებიო,დედამისი რიტა საკუთრ კომპანიას ფლობდა რომელიც მერე საბას გადააბარა...მას შენ უყვარდი..ის იდუმალ გოგონაზე საუბრობდა გამუდმებით რომელმაც მანქანა დაუმტვრია,როგორ უყვარდა..მე არასოდეს მიფიქრია რომ ის გოგო შენ იყავი,რომ ამოჩნდა მე დამადანაშაულა რომ შენი თავი წავართვი,მაგრამ მტკიცედ გავაფრთხილე რომ აღარ ჩარეულიყო ჩვენს ურთიერთობაში და ახლოს არ გამოჩენილიყო ტორე სხვა გვარად ავმოქმედდებოდი,ასეც მოიქცა არ გამოჩნდა მარა უარესი გააკეთა,ვერასოდეც ვიფიქრებდი მასზე ამ ყველაფერს მარა იძულებული ვართ რეალობას თვალი გაუსწოროთ..ამის მერე ჩვენს ოჯახში აღარ მინდა მასზე დაუბარი იყო.
-კარგი..უფრო ძლიერად ჩავეხუტე ჩემს ქმარს..ვწუხდი საბას გამო მართლა ძალიან,ჩემ თავსაც ვადანაშაულებდი ნაწილობრივ..
-მიშო..ის ჩემს გამო..
-არც იფიქრო გესმის?!ამაში შენ თავი არ დაიდანაშაულო თორემ ვიჩხუბებთ!
-კარგი მაგრამ..
-დამნაშავე მე უფრო ვარ,მე უფრო დიდი დანაშაული მიმიძღვის მის წინაშე,მაგრამ მეც ხომ არვიცოდი შენზე,ეს წარსულია მოდი აღარ გავიფუჭოთ ხასიათი მის გამო!
აგვისტოს შუა რიცხვები იყო,ხვალ ჩემი ძამიკოს და საუკეთესო დაქალის ქორწილია!ხოო ხო ეღირსათ!მიშო ქვევით მიცდიდა მე კიდევ ვერ გადავწყვიტე რა ჩამეცვა..ბოლოს ღია იასამნისფერი მუხლამდე ცოტა ტანზე მომჯდარი კაბა და ფეხზე თეთრი კეტები ჩავიცვი,მაკიაზი არ გამიკეთებია,უბრალოდ ტუჩზე მუქი იასამნისფერი კონტური წავისვი და ტუში..თმები გავიშალე და ქვემოთ ჩავედი.
-სად ხარ ამდენ ხანს ალქაჯო?
-რავეღარ დასერიოზულდი მხეცო დავბერდით.
-მე დავბერდი თუ არა შენ კი ხარ ფორმაში..ტუჩებზე დამეკონა..აბა წავიდეთ?
-ცუდო..მომშორდა..
ლანა და გიორგი რომ დაგენახათ,ისეთი ბედნიერები იყვნენ,ცოტა გული მწყდებოდა მათ ადგილზე მე როცა ვიყავი ასეთი ბედნიერი რომ არ ვიყავი,მაგრამ ეს არაფერია..მე და მარიამმა მთელი დარბაზი გავატყავეთ საჭმელებისაგან ყველაფერს ვხოხნიდით..ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა,კარგად გავერთვეთ,გვრიტები იმ ღამესვე გაფრინდნენ თაფლობის თვეში,მეც ვთხოვე მიშოს რომ ერთად სადმე ზღვაზე წავსულიყავით.
2 კვირით წავედით მარიამთან და სანდროსთან ერთად ქობულეთში,მზის ქვეშ დიდხანს ვერ ვჩერდებოდით მაგრამ კარგი დრო გავატარეთ,დაუვიწყარიც კი,მაგრამ მაშინ რავიცოდი რა მელოდა წინ...
სექტემბერი დაიწყო 6თვის ორსული ვიყავი უკვე,3თვე მქონდა დარჩენილი,საშინელი ხასიათი დამიდგა,ხან კარგ ხასიათზე ვიყავი ხან ისეთზე რომ ჩემი თვი მეზიზღებოდა,მიშო სულ ჭკუიდან გადავიყვანე,აგრესიული გავხდი,სულ ვტიროდი ვერავის უგებდი და ყველას ვყრიდი სახლიდან ვინც მოდიოდა,ხან რას ვითხოვდი ხან რას,ვცდილობდი თავი მომეთოკა მაგრამ არ გამომდიოდა,ხოლმე ვფიქრობდი მიშომ არ მიმატოვოს არ მოწყინდეს ჩემი კაპრიზნები თქო და ამაზე კიდევ უფრო ვიწყებდი ბღავილს..როგორღაც გადავაგორეთ ეს პერიოდი,ექიმთან სისტემატიურად დავდიოდით,ბოლო თვეში უკვე აღარ შემეძლო სიარული,მუცელიც საგრძნობლად გამეზარდა და მეც ნორმალური ადამიანივით ვიქცეოდი,ძლივს შემოვირიგე ყველა გაქცეული მეგობარი,მეტი ნატა და ირაკლი დავპატიჟ ვახშმზე ჩვენთნ და უთხარი რომ არ მსურდა ასეტი ურთიერთობა,გაუხარდა ნატას და ტირილი დაიწყო,ბოდიშს გვიხდიდა მეც და მიშოსაც რომ ასე იქცეოდა და მთვარს ვერ ხედავდა,მიშოსაც თითქოს გულზე მოეშვა რომ მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა აღარ ჰქონდა,მას შემდეგ ისინიც ხშირად მოდიოდნენ..
ოქტომბრის შუა რიცხვები იყო,მარიამი მშობიარობდა და მე სახლში ვიყავი მარტო!უტიფრებმა არ წამიყვანეს!სახლში დამტოვეს,ჩემი დაქალი კიდე მშობიარობს,მეც რამოდენიმე კვირა დამჩა,დაახლოებით 2მემგონი..მიშოს იმდენი ვეხვეწე დავითანხმე ბოლოს რომ წავეყვანე მეც და ახლა გზაში იყო..კარებზე ზარია..წამოვდექი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი,წყ*ები დავღვარე და ძირს ჩავიკეცე.
-მიშოოოოოოო...მის სახელს ვყვიროდი,მალე შემოვარდა ისიც ოთხში..
-ანა ანა რაგჭირს..
-მიშო იწყება..იწყება მიშო.....
ხელში ამიტაცა და სავადმყოფოში წავედით,მთელი გზა ხმას ვერ ვაკონტროლებდი აღარ იცდიდა ბატონი კვიციანი მუცელში,გარეთ უნდოდა გამოსვლა..
არვიცი რამდენი საათი ვმშობიარობდი მაგრამ ცოტახანი ნამდვილად არა,მიშო გვერდით მიდგა,ხელს ისე უჭერდი სულ ავაცალე ხორცები..და დაიბადა პატარა გაბრიელ კვიციანი,დედაც ვაჟკაცი.
მარიამს გოგო ეყოლა,გვანცა დაარქვა..ახლა ერთად გავზდიდით ჩვენს პატარებს როგორც ჩვენი ღრმა პატარაობიდან ვოცნებობდით..ლანაც მალე დაგვეწეოდა იმედია..
ჩვენი პატარა რომ დაიბადა მიშომ ისეთი რამ გააკეთა რის შემდეგაც ჩემ თვალში მამაკაცის კუმირად იქცა..როდესაც ბავშვი დაიბადა ყველაფერი მის სახელზე გადმოვიდა,პაატას ცოლის არ ყავდა მოყვანილი,ისინი ქუჩაში რჩებოდნენ,აღარაფერი გააჩნდათ,მიშომ არ მოაწერა საბუთებს ხელი,ყველაფერი რაც ქონდათ ისევ მათ საკუთრებაში დატოვა და ქონება შუაზე გაიყვეს,ნამდვილად არ მოველოდი ამას,იმაზე სულ გავოცდი ნატამ რომ უთხრა სწორად მოიწეციო,მაგრამ შეიცვალა ეს ქალი და მიხარია..ჩვენი პატარაც იზდება ნელ-ნელა..ცოტა კი მიჭირს,ღამე იღვიძებს,ჭამა უნდება,მიშოც მეხმარება და ნახევრად მძინარეები ვუვლით ერთ ციდა არსებას.
-ვსიო ძიძა უნდა ავიყვანოთ!მტკიცედ განაცხადა ვაჟბატონმა!
-ვაი!ჩემ შვილს სხვის ხელში არ დავტოვებ!
-ანა მოკვდი და გავთავდი დავდე ზავი აღარ შემიძლია ეს რა ყოფილა..
-აბა რა გეგონა შენ..მოდი აქ..სხეულზე ავეკარი და მონატრებულ ბაგეებზე ვაკოცე.
-ტირის..
-მამი რაიყო რა...დაიბუზღუნა მიშომ და ბავშვის დასახედად წავიდა..

*მიშო*
ანას ორსულობის პერიოდი ძნელად გადავიტანეთ ორივემ,მაგრამ ღირდა,ბევრი დაბრკოლება დაგვხვდა წინ,ბოლო თვეები ჭკუიდან ამჭრა საერთოდ ისე იქცეოდა,კინაღამ ტყვია დავიხალე შუბლში..ერთ დღეს სახლში მივედი დახუნძლული მისი საყვარელი შოკოლადებით და გაბრაზდა აღარ მიყვარს ეგ შოკოლადები რატო მოიტანეო სხვა მინდოდა,არადა ესენი დამაბარა..მერე წამში გაჩერდა და დაიკივლა.
-რამოხდა?
-უცებ მივვარდი..
-დამარტყა!მიშო ფეხი დამარტყა!ნახე!ჩემი ხელი აიღო და მაისური აიწია..
ეს რაღაც საოცრება იყო,ენით აუღწერელი..
-მამი რას შვები მანდ ფეხბურთს თამაშობ?
-იდიოტო..ტუჩები დაბუჩტა ანამ...მომეცი შოკოლადები.
-აბა არმინდაო?
-მომინდა უფფ..
მის თითოეულ ქცევას რო უყურებდი უფრო და უფრო მიყვარდებოდა,ხომ საშინლად იქცეოდა მაგრამ ორსულობის ბრალი იყო,როგორც დაიბადებოდა ჩვენი პატარა გადაუვლიდა.
გაბრიელი..ეს იყო საოცრება,პატარა საოცრება..მწვანე დიდი თვალებით,რომ უყურებდი შეჭმა მინდებოდა..
გაბო ახალი დაბადებული იყო კომპანიაში საბუთები რომ მომივიდა ანდერძთან დაკავშირებით,მე დიდი ხნის უკან მქონდა გადაწყვეტილი რომ ყველაფერს მე არ დავიტოვებდი და ასეც მოვიქეცი..ნატას გაუხარდა და ეს მეც გამიხარდა,მიხვდა შეცდომებს,ანა დაეხმარა ამაში რის გამოც მილიონჯერ უფრო მიყვას,მეც მყავს ახლა დედა გვერდით ისეთი როგორც ადრე იყო და ეს მახარებს..
-სად არის ჩემი ღიმილა გოგო?ძახილით შევედი სახლში და დავინახე როგორ აჭმევდა ძუძუს გაბოს..
-ჩემი ორი ცხოვრება როგორ მიყვარხართ რომ იცოდე..გვერდით მიუჯექი მეც მათ და უცდიდი როდის მორჩებოდა ჭამას პატარა.
-ნახე რა საყვარელია მე მგავს..თქვა ანამ.
-შენ და საყვარელი?
-იდიოტო ვირო!აბა შენ რომ დაგემგვანოს ღმერთმა ქნას!ხისთვიანი სვანი ხარ!
-ვახ ჩემი დიდება შენ დაბრუნებას და ჩემ გაძლებას!
-მოგენატრე ხო?
-ძალიან თან ასეთი ხო ვაბშე!
-ჩემი კარამელი ბიჭი!
-ვაი საწყალი შენი კარამელი ბიჭი,მაგ კარამელა ბიჭობიდან საქამდე მოვედით უყურებ?
-კი!ბავშვი აწია ხელში და მასზე მიმითითა,მერე საწოლში ჩააწვინა..
-მომენატრე ანა.
-აქ არვარ?
-მინდიხარ.ყურში ჩავჩურჩულე და დავინახე როგორ გააჟრჟოალა.მისკენ წავიწიე და ტუჩებზე დავეკონე.
-ბავშვია აქ.
-მამი თვალები დახუჭე,ისედაც ძინავს..
-კაი გეყოს რა არ შემიძლია ახლა ოთახში აბობღება.
-აქვე მდივანზე.
მდივნისაკენ უბიძგე და ტანსაცმლის გახდას ვაპირებდი ზარის ხმა რომ გავიგონე.
-აუუუუუუ კაროჩე რაა!!
-ბედი არ გწყალობ მიშიკო!
ფეხზე გააფთრებული წამოვხტი და მზად ვიყავი სახე გამეერთიანებინა კარებში მდგომი სანდროსათვის.
-მემგონი ცუდ დროს მოვედით!კაი არ გადაგვყლაპო.
-არა კაცო მოდით!ვაიმე გვანცუციაა!!კარებში შეეგებათ ანა და ბავშვი აიყვანა.
-შენი ქმარი მხეცივით გვიყურებს..სადა გაბო?
-ახლა ვაჭმე და ძინავს.
-მიხეილ რასა დუმხარ ბიჭო?
-ენას ამოგაცლი და იმ ფეხებსაც რა ფეხებითაც აქ მოდი..
-რას რას მწყევლი რაიყო..
-მოიცათ რა..სადა ჩემი ბედოვლათი ძმა და ლანა?
-შებუდრულებია არიან სოროში,ბავშვს აკეთებენ ალბათ...
გამაცოფა სანდრომ ასეთ დროს რო დამადგნენ თავზე მარა ჯერ დრო წინ მქონდა,თანაც ბევრი..მიხაროდა რომ ასეთი სამეგობრო წრე მყავდა,რაც მთავარია ანა მყავდა..ჩემი ანა..ჩემი ღიმილა გოგო.. და ჩემი ვაჟკაცი ბიჭი..ჩემი გაბო.

* 4წლის შემდეგ*
ყველა კვიციანების სახლშია.
მარიამი და ალექსანდრე 4წლის გვანცათი და 2წლის თორნიკეთი.
ლანა და გიორგი 3წლის მათეთი და 4თვის თაიათი.
ანა და მიშო 4 წლის გაბრიელით.
აუზში აცურავებენ ბავშვებს,მხოლოდ ლანა ზის გიორგისთან ერთად მოშორებით პატარა თაიათი ხელში..
გაბრიელი სანდროს ამოყავს წლიდან და მშობლებისაკენ მიდის.
-გაბო მოდი აქ.
-მოვდივარ დე.
ბიჭი მამას კალთაში მოთავსდა და დედას მუცელზე მიუკაკუნა ხელები.
-დე მუცელი გამობერილი რატომ გაქვს?
ანამ და მიშომ ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს.
-იმიტო მა რომ დედიკომ დინოზავრი შეჭამა.
-კი მაგრამ ბაღში მასწავლებელმა გვითხრა რომ დინოზავრები გადაშენდნენ და..ჩაიბურტყუნა ბიჭმა.
-ნუ ხარ საძაგელი მიშო.ანა მიუბრუნდა ქმარს.
-სულაც არა..იმდენს ჭამ რაღა დინოზავრი და რაღა ეგ საჭმელი.
-დე მართლა დინოზავრი გყავს მუცელში?გულუბყვილოდ იკითხა გაბომ.
-არა და აქ შენი დაიკო და ძამიკო მყავს.
-დაიკო და ძამიკო?რამაგარიაა...ორივე ერთად?
-კი ორივე ერთად.

'' ცხოვრება არის ის რაც ხდება როდესაც შენ დაკავებული სხვა გეგმების გაკეთებით.''


*დ* *ა* *ს* *ა* *ს* *რ* *უ* *ლ* *ი*







ესეც დასასრული ჩემო საყვარლებო,იმედი მაქვს გავამართლე თქვენი იმედები და მოგეწონებათ,არმინდოდა ბანალური გამომსვლოდა,საერთოდ მიჭირს ხოლმე ისტორიების დასრულება,წერას რომ ვიწყებ მეც მის ნაწილად ვგრძნობ თავს,არ ვაპირებდი ჯერ ამ ისტორიის დამთავრებას კიდევ ერთი თავი იყო წინ მაგრამ წერა რომ დავიწყე მივხვდი რომ ბევრი არაფერი მქონდა დასაწერი,თუ დავწერდი უნდა დამეწერა პატარა თავი და მელოდინებინა თქვენთვის ახალ თავამდე რომელიც დასასრული იქნებოდა,დრო მაქვს და ვამჯობინე ერთი დიდი თავი დამეწერა,ამ თავმა რეკორდი მოხდა ამხელა თავი არ დამიწერია საერთოდ ჯერ..ძალიან ვნერვიულობ არვიცი როგორი გამოვიდა,საერთოდ არ გამომდის დასასრულები,ყოველთვის რაღაც საშინელებაა,ვერ ვიფიქრებ როგორ დავასრულო ან რაგავაკეთო ბოლოში და საათობით ვარ ბოლო აბზაცზე გაჩერებული ხოლმე,ახლაც ასე დამემართა..ძალიან გამახარებთ თუ შემიფასებთ დასასრულს და არ გაატარებთ ამ თავს..ყველანი მიყვარხართ ძალიან!სიყვარულით თქვენი მარიამი. heart_eyes დამათენდა ამ თავის წერაში რა.. sleeping



№1  offline წევრი taia21

<3 <3 შოკი პიკი პანიკა ხარ ძაან მომეწონა

 


№2  offline მოდერი Behandice

taia21
<3 <3 შოკი პიკი პანიკა ხარ ძაან მომეწონა

ვაიმე როგორ გამიხარდა კომენტარი რომ დავინახე,ამ დილაუთენია აქ ვინმე თუ იქნებოდა არ მეგონა. heart_eyes ძალიან მიხარია რომ მოგეწონა,უღრმესი მადლობა! heart_eyes

 


№3  offline წევრი GvAnCuCi

ერთერთი ყველაზე საინტერესოდა კარგი ისტორია რაც ამ საიტზე წამიკითხავს

 


№4  offline მოდერი Behandice

GvAnCuCi
ერთერთი ყველაზე საინტერესოდა კარგი ისტორია რაც ამ საიტზე წამიკითხავს

შენ ვერ წარმოიდგენ ეგ სიტყვები ჩემთვის რას ნიშნავს,ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes

 


№5 სტუმარი Mariami

Yvela tavze komentari ar damitovebia,magram am istorias moutmenlad velodebodi yovel dge..cota guli ki damwyda rom damtavrda,tumca didi imedi maqvs male dagvibrundebi axali istoriit..

 


№6  offline მოდერი Behandice

Mariami
Yvela tavze komentari ar damitovebia,magram am istorias moutmenlad velodebodi yovel dge..cota guli ki damwyda rom damtavrda,tumca didi imedi maqvs male dagvibrundebi axali istoriit..

რამე ახალი იდეა როგორც მომივა თავში ახალ ისტორიას შევქმნი..მადლობა რომ კითხულობდი. heart_eyes

 


№7  offline წევრი (((end)))

უმაგრესიააა heart_eyes ბევრჯერ დამიწერია ეს სიტყვა შენს ისტორიაზე და ახლაც დავწერ,იმიტომ რომ სიმართელა მარუსიი heart_eyes kissing_heart ძალიან მომეწონაა kissing_heart იმედია,მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით heart_eyes

 


№8  offline წევრი mariami18

ძალიან მომეწონა, უმაგრესი იყო

 


№9  offline წევრი lamazmani

vaime morcha ar mindoda morcheniliyo momenatrebian chemi mishoo

 


№10  offline წევრი TeddyBear

აუუუ მარიკუუუ ძალიან მომეწონა ❤ სიმართლე რო ვთქვა მეხუთე თავიდან უფრო ჩამითრია ისტორიამ :დდ კარამელი ბიჭი და ღიმილა გოგო ^^ ჩემთვის ერთერთი საყვარელი ისტორია გახდა ❤ და ჰო მაინც მდივანი არა - დივანი :დდ მდივანი აი ის არის კაბინეტის წინ რო გოგოები ზიან და ტელეფონებს რო პასუხობენ ხოლმე (რა ჩამოვაყალიბე) :დდ ნუ კიდე იყო სიტყვებში რაღაც შეცდომები მარა ვინ უყურებს ეხლა მაგას :დდ აიი გავთბი და დავტკბი, ძალიან საყვარელი და ჩამთრევი ისტორია იყო მგონი რაც კი დაგიწერია ყველაზე მაგარიც კი ❤ მიშო შემიყვარდა ❤ მარა ჩემი ფავორიტი ნიკა იყო :დ თან თავისუფალი ბიჭია ახლა და ჰმმ :დდ მოკლედ რომ ვთქვა ძალიან მომეწონა ❤ ერთადერთი მიშოს მშობლებზე გავბრაზდი ძალიან -_- რაც შეეხება საბას მგონი მაგარი დარტყმული ტიპი იყო!
არ ვიცი რა ვთქვა ძალიან კარგი ემოციებით ვარ სავსე ❤
მარიამის და სანდროს წყვილიც ძალიან მომწონდა ❤ ნუ გიორგისიც და ლანასიც ❤ თბილი იყო! ❤
თან საინტერესოც ❤ თავიდანვე ვიფიქრე რო საბა იყო მკვლელი. აი მიშო რო წავიდა მერე ხო ჩაიქირქილა რაღაც მაგ წამპალმა.
მიყვარხარ მარიკუ ❤ შემდეგ ისტორიას ველი ❤

 


№11  offline მოდერი Behandice

(((end)))
უმაგრესიააა heart_eyes ბევრჯერ დამიწერია ეს სიტყვა შენს ისტორიაზე და ახლაც დავწერ,იმიტომ რომ სიმართელა მარუსიი heart_eyes kissing_heart ძალიან მომეწონაა kissing_heart იმედია,მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით heart_eyes

დიდი მადლობა ნიაკო. heart_eyes რომ მოფრინდება მუზა ახალი მოთხრობით დავბრუნდები.

mariami18
ძალიან მომეწონა, უმაგრესი იყო

დიდი მადლობა მარიამ. kissing_heart

lamazmani
vaime morcha ar mindoda morcheniliyo momenatrebian chemi mishoo

ეჰ შენ კი არა მეც მომენატრებიან ეგ გადარეულები. cry weary

TeddyBear
აუუუ მარიკუუუ ძალიან მომეწონა ❤ სიმართლე რო ვთქვა მეხუთე თავიდან უფრო ჩამითრია ისტორიამ :დდ კარამელი ბიჭი და ღიმილა გოგო ^^ ჩემთვის ერთერთი საყვარელი ისტორია გახდა ❤ და ჰო მაინც მდივანი არა - დივანი :დდ მდივანი აი ის არის კაბინეტის წინ რო გოგოები ზიან და ტელეფონებს რო პასუხობენ ხოლმე (რა ჩამოვაყალიბე) :დდ ნუ კიდე იყო სიტყვებში რაღაც შეცდომები მარა ვინ უყურებს ეხლა მაგას :დდ აიი გავთბი და დავტკბი, ძალიან საყვარელი და ჩამთრევი ისტორია იყო მგონი რაც კი დაგიწერია ყველაზე მაგარიც კი ❤ მიშო შემიყვარდა ❤ მარა ჩემი ფავორიტი ნიკა იყო :დ თან თავისუფალი ბიჭია ახლა და ჰმმ :დდ მოკლედ რომ ვთქვა ძალიან მომეწონა ❤ ერთადერთი მიშოს მშობლებზე გავბრაზდი ძალიან -_- რაც შეეხება საბას მგონი მაგარი დარტყმული ტიპი იყო!
არ ვიცი რა ვთქვა ძალიან კარგი ემოციებით ვარ სავსე ❤
მარიამის და სანდროს წყვილიც ძალიან მომწონდა ❤ ნუ გიორგისიც და ლანასიც ❤ თბილი იყო! ❤
თან საინტერესოც ❤ თავიდანვე ვიფიქრე რო საბა იყო მკვლელი. აი მიშო რო წავიდა მერე ხო ჩაიქირქილა რაღაც მაგ წამპალმა.
მიყვარხარ მარიკუ ❤ შემდეგ ისტორიას ველი ❤

ჩემი დათუნია გოგო..არგამიკვირდა ეს ამხელა კომენტარი ვინ დამიწერა თქო..გეთანხმები მეხუთე თავისმერე უფრო საინტერესო იყო,მანამდე ბავშვური კინკლაობები იყო წარსულიდან..რაც შეეხება მდივანს ეგ ჩემი დიდი პრობლემა,აი ყველაფერს გეფიცები ვიცი რომელია სწორი ფორმა და რო ვწერ ჩქარა მდივანს ვარ შეჩვეული და დივანის მაგივრად სულ მდივანს ვწერ,მდივანის მაგივრად კიდე დივანს და ვარ ასე,მერე კი ვასწორებ მარა მაინც მრჩება.. joy მიხარია რომ მოგეწონა ჩემი ნაჯღაბნი,რაც შეეხება ნიკას კი გითხარი უკვე დეფეშით გიგზავნი თქო..და ბოლოში მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ მარიკუნა.. heart_eyes kissing_heart

სალომე ძალიან დიდი მადლობა საყვარელო,მიხარია თუ მოგეწონა და სხვა ისტორიებიც თუ გქონდა წანაკითხი ეგ ხომ მთლად მახარებს.მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით. heart_eyes

 


№12 სტუმარი Guest inga

banaluri ar,zaliam kargi istoria iyo,dasawyisian-dasasrulianad da zalian damakldeba.yvelaferi iyo am istoriashi,ver vityvi,rom rame damaklda.mzafri momentebic iko,romantizmic iyo,sentimentalizmic iyo,mokled yvelaferiniyo da rac mtavaria didi tavebi iyo martla.advili araa yovel dge jer amxela tavebis mofiqreba da mere aq atvirtva da vxedav rwmxela shromaa chedebuli.ici ra gamixarda?rom gainteresebs yvelas shenishvna,azri da ara tu gwyins es yvelaferi,piriqit yuradgebas aqcev da itvaliswineb. dge rom ar chagigdia axali tavi ar dagedos.amitomb zalian kargi gogo xar da didi siamovnebit davelodebi shemdeg istorias.simartle gitxra aq didi xania agar vyofilvar,radgan ramdeni istoriis kitxva daviwye imdeni gawyvites da agar gaagrzeles.shen ki pasuxismgeblobit moekide bolomde.axla aris sul ramodenime adaminani am saitze,mat shoris shenc ,vis istoriebsac diamovnebit vkitxulob da velodebi.ase,rom geli.

 


№13  offline მოდერი Behandice

Guest inga
banaluri ar,zaliam kargi istoria iyo,dasawyisian-dasasrulianad da zalian damakldeba.yvelaferi iyo am istoriashi,ver vityvi,rom rame damaklda.mzafri momentebic iko,romantizmic iyo,sentimentalizmic iyo,mokled yvelaferiniyo da rac mtavaria didi tavebi iyo martla.advili araa yovel dge jer amxela tavebis mofiqreba da mere aq atvirtva da vxedav rwmxela shromaa chedebuli.ici ra gamixarda?rom gainteresebs yvelas shenishvna,azri da ara tu gwyins es yvelaferi,piriqit yuradgebas aqcev da itvaliswineb. dge rom ar chagigdia axali tavi ar dagedos.amitomb zalian kargi gogo xar da didi siamovnebit davelodebi shemdeg istorias.simartle gitxra aq didi xania agar vyofilvar,radgan ramdeni istoriis kitxva daviwye imdeni gawyvites da agar gaagrzeles.shen ki pasuxismgeblobit moekide bolomde.axla aris sul ramodenime adaminani am saitze,mat shoris shenc ,vis istoriebsac diamovnebit vkitxulob da velodebi.ase,rom geli.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა. რასაც ქვია ვისიამოვნე შენი კომენტარის წაკითხვისას,მახარებს ასეთი ადამიანები,ძალიან მოხარული ვარ რომ მოგეწონა ეს ისტორია თავისი ყველაფრით,მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობდი როცა შემეძლო წერა დიდი თავები დამეწერა და დამედო,ცუდია მოცუცქნულ თავებს რომ დებ მკითხველს ეკარგება კითხვის მუღამი ზოგ შემთხვევაში,ამიტომ ყველანაირად ვცდილობ მკითხველი დავაინტერესო,მერე მათ აზრებსაც ვითვალისწინებ რათქმაუნდა.შენ კი კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისათვის! heart_eyes

Ripiti
ამაზე მაგარი მოთხრობა მგონი არ წამიკითხავს. ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა. უნიჭიერესი ხარრრ ^^ აი მართლა მომეწონა მერამდენედ ვამბობ უკვე

უღრმესი მადლობა. მეც ძალიან ძალიან მომწონს ის რომ შენ მოგეწონა ეს მოთხრობა და ძალიან მიხარია! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent