შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (15)


1-09-2016, 16:10
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 462

რამდენიმე დღე გავიდა რაც თაზო ესე უგონოდაა..
ყველანი საავადმყოფოში ვართ და წაშლილი სახით ვუყურებთ პალატის კარებს, თითქოს სადაცაა გაიღება და იქიდან გაღიმებული თაზო გამოვა...
- მია, ცოტახნით მაინც წავიდეთ სახლში, დაისვენე და მერე ისევ დავბრუნდეთ..
ფრთხილად შემაპარა სანდრომ და ჩემ გვერდზე ჩამოჯდა...
იმდენად ვიყავი უკვე დაღლილი ესე ჯდომისგან, რომ წინააღმდეგობაც არ გამიწევია, თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ნელა წამოვდექი ფეხზე..
გასვლამდე სანდრომ ბიჭებს რაღაც გადაუჩურჩულა და მალევე ამომიდგა გვერდზე..
უცებ მოვთავსდით მანქანაში, თავი საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე..
ვიგრძენი როგორ მომერია დაღლილობა და სხეული ერთიანად დამიმძიმდა...
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვიჯექი და ვისვენებდი...
არც მერე არ მითქვამს რამე, როდესაც სანდომ მანქანა ეზოში გააჩერა და გადასასვლელად მიბიძგა...
ზანტად გადავედი მანქანიდან და ფაქტიურად თვალებ დახუჭული შევედი სახლში..
არც ნატოს ხმისთვის მიმიქცევია ყურადღება და არც სხვა რამისთვის, პირდაპირ სააბაზანოში შევედი და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი..
ვგრძნობდი, როგორ მშორდებოდა საავადმყოფოს ჭუჭყი და სიამოვნებისგან თვალები მეხუჭებოდა..
რეალობაში მხოლოდ კარებზე გაბმულმა კაკუნმა მომიყვანა..
-მია კარგად ხარ?
მალევე გაისმა სანდროს შეშინებული ხმაც და რაღაცნაირად გამეღიმა...
-კ..კი, გამოვალ ეხლავე..
ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ამოვილაპარაკე და სველ ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე...
გასვლამდე კიდევ ერთხელ შევავლე ჩემ სახეს თვალი სარკეში და შიშისგან ხმადაბლა შევკივლე...
პაქტიურად ძველი მიასგან არაფერი იყო დარჩენილი, კანი გაცრეცილი მქონდა და მიცვალებულის ფერი მედო....
უცებ მოვაშორე მზერა სარკეს და კარები გავაღე, წინ კი მაშინვე სანდროს დაღლილი სახე დამხვდა..
-მართლა ესეთი საშინელი ვარ?
პირდაპირ შევეკითხე და გვერდი ავუარე...
-რას ნიშნავს საშინელი?
გაოცებულული შემეკითხა და უკან გამომყვა..
-კარგი რა სანდრო ნუ ისულელებ თავს! რას ვგავარ შემომხედე... საშინლად გავხდი და მკვდრის ფერი მადევს...
საგრძნობლად ავუწიე ტონს და გაბრაზებული სახით გავხედე...
-რაებს ლაპარაკობ მია?! რას ქვია რას გავხარ?! - ოდნავ დაბნეული ტონით "მისაყვედურა" და ჩემ წინ ჩამოჯდა... - შენ ჯერ კიდევ ის მია ხარ ვინ მე მიყვარს და როგორი მიაც არ უნდა იყო მე მაინც მეყვარები.. ესეთი მიაც მეყვარები გამხდარი და ფერწასული.. მე ყველანაირი მია მეყვარება, ამიტომ მოიშორე ეგ სულელური აზრები გამოიცვალე, დაისვენე და მერე წავიდეთ თაზოსთან....
მკაცრად მითხრა და კარებისკენ წავიდა...
-ისე არც გამხდარი ხარ და არც ფერწასული...
სანამ კარებს მიხურავდა მომაძახა და გავიდა...
გამეღიმა მის საქციელზე, უცებ გადავიცვი ტანსაცმელი და ლოგინზე ვარსკვლავის ფორმაში გავწექი, ხელები მუცელზე დავიწყე და ისევ ფიქრებში გადავედი...
ყველაფერი ექვსი თვით უკან დავაბრუნე, მაშინ როდესაც სანდროს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი...
ყველაფერი რომ სხვანაირად ყოფილიყო ნეტავ ეხლა რა მოხდებოდა?!
მაშინ, იმ საბედისწერო დღეს რომ არ გამეცნო სანდრო, დღეს ვიქნებოდი ესეთი ადამიანი?!
რამდენჯერ მიფიქირა, რომ სანდროს ადგილას სხვა ადამიანი ყოფილიყო მაშინ რა მოხდებოდა...
ან საერთოდ არავინაც რომ არ ყოფილიყო და ის ღამე მხოლოდ დალევით გადამეგორებინა...
ეხლაც ისეთივე თავქარიანი ცხოვრებით ვიცხოვრებდი, როგორც აქამდე ვცხოვრობდი... სამსახური, კლუბი დალევა და დილით ვიღაცის საწოლში გაღვიძება...
ეხლა ალბათ, არც თაზო არ იწვებოდა საავადმყოფოში და არ მოუწევდა სიკვდილთან ბრძოლა...
-რაზე ფიქრობ?
ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამომიყვანა და ინსტიქტურად გამეღიმა, გვერდზე გავიჩოჩე და ადგილი გავუნთავისუფლე...
-ჩვენზე.. - მოურიდებლად ვუპასუხე და მაშინვე ტკიპასავით მივეკარი... - და იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ეხლა ჩემი ცხოვრება შენ რომ არ შეგხვედროდი...
ბოლომდე ვუთხარი ყველაფერი და დარცხვენილმა გავიღიმე..
-ისე მაგაზე მეც ხშირად მიფიქრია...
პირდაპირ მითხრა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაც საიდუმლო მითხრა..
-მერე?!
ეშმაკურად გავუღიმე და ფიქრებში წასულს ავხედე..
-მერე ის რომ, იმ ფიქრებში შენ არ მყავხარ და საშინლად არ მომწონს..
-სერიოზულად გეუბნები..
ცოტა არ იყოს დაბნეულმა ამოვილაპარაკე და საწოლზე გასვწორდი...
-მეც.. - სერიოზულად მითხრა და ჩემკენ გადმოიწია.. - რას მიშვები მია, ვერ წარმომიდგენა ცხოვრება შენ გარეშე უკვე..
ოდნავ შეწუხებული ხმით მითხრა და დამნაშავეს სახით გამომხედა..
-არ ვიცი ეგ მეც მაინტერესებს...
სიცილით ვუთხარი და მის "გაბრაზებულ" სახეზე გამეცინა...
-პატარა ბავშვი ხარ რა.. - სიცილით მითხრა და ფეხზე წამოდგა.. - წამოდი ჭამე და წავიდეთ მერე...
გასვლისას მომაძახა და კარები გაიხურა..
ნელა წამოვდექი ფეხზე და მეც უკან მივყევი...
-სან დამელო..
სიტყვა რ მქონდა ბოლმდე დამთავრებული სამზარეულოდან შეძახილების ხმა რომ გავიგე...
უცებ ათასმა აზრმა გამიარა გონებაში და კიბეები თვალისდახამხამებაში ჩავირბინე..
-რა ხდება თაზომ გაიღვიძა?
ბოლო საფეხურიდან ვიყვირე და სირბილით შევედი სამზარეულოში, მაგრამ როგორც კი უამრავი თვალი ვიგრძენი მოშტერებული სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი..
-გაიცანი მია, აკოს ოჯახი, მეუღლე და შვილები...
ხელი მომხვია სანდრომ და უცებ მიხსნა უხერხული სიტუაციიდან...
-თიკო.
ხელი გამომიწოდა ღიმილით და მეც ასევე ღიმილით ჩამოვართვი..
-ესენი კი ცოტნე და ანდრიაა..
ხელით ორი პატარა ბიჭისკენ მანიშნა და რაღაცნაირად გამეღიმა..
ბავშვები თიკოს კალთას იყვნენ ამოფარებულები და უხერხულად იღიმებოდნენ..
ხან ჩემ მუცელს სეხედავდნენ და ხანაც მე გამომხედავდნენ ხოლმე...
-შემოდით დასხედით ბავშვებო...
ნერვიული ღიმილიით შეიპატიჟა მისაღებში ნატომ და თვითონ სამზარეულოში გავიდა..
საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში..
არცერთი ხმას არ ვიღებდით, უბრალოდ ვისხედით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით...
-რა ხნის ხარ მია?
როგორც იქნა დუმილი თიკომ დაარღვია და თვალებით მუცლისკენ მანიშნა..
-ხუთის..
მოკლედ ვუპასუხე და უხერხულად გავიღიმე...
ამის მეტი თითქმის არაფერი არ თქმულა... ჩვენთვის ვირიმოდით და ნატოს აღტაცებულ საუბარს ყურადღებას არ ვაქცევდით...
ნატოც ხან ერთ შვილს მიეფერებოდა და ხანაც მეორეს..
უკვე კარგად მოსაღამოვებული იყო სანდროსტელეფონი, რომ აწრიალდა...
-უკაცრავად...
უხერხულად ამილაპარაკა და გარეთ გავიდა სალაპარაკოთ...
უხერხულად ვცქმუტავდი სავარძელში, მინდოდა გამეგო რა ხდებოდა, თუმცა ნაბიჯის გადადგმა არ შემეძლო...
არც ის მესმოდა ოთახში რას ლაპარაკობდნენ, ყველაფრისგან შორს ვიყავი..
-მია გაიგე რა გითხრაი? - გონზე ნატოს ხმამ მომიყვანა და მეც მაშინვე დაბნეული სახით ავხედე.. - გაიგე რა გითხარი?
ისევ გამიმეორა და როგორც კი უარყოფითი პასუხი მიიღო კითხვა ხელახლა გამიმეორა...
-სქესი როდის უნდა გაიგოთ?
-როგორც კი თაზო გამოკეთდება..
მოკლედ მოვუჭერი და ახლად შემოსულ სანდროს გავხედე..
-უკაცრავად მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ, სასწრაფო საქმეა..
უცებ წამომაყენა ფეხზე და გასასვლელისკენ წამიყვანა...
უცებ ჩავიცვი ქურთუკი და ფეხდაფეხ მივეყვი...
-მშვიდობაა სანდრო?
გზაში დააწია სიტყვა აკომ და ერთ ადგილას გაჩერდა..
-საავადმყოფოში უნდა წავიდეთ თაზოსთან...
უკვე მანქანიდან მიაძახა და თვალის დახამხამებაში მოწყდა ადგილს..
მინდოდა მეკითხა მშვიდობა თუ იყო ან სართოდ რა ხდებოდა, მაგრამ იმდენად ვიყავი შეშინებული ხმის ამორებას ვერ ვბედავდი...
როგორც კი შენობაში შევედი მაშინვე თაზოს პალატისკენ გავიქეცი და სწორედ მაშინ ვიგრძენი რას ნიშნავს "შვებით ამოვისუნთქე"..
როგორც კი მომღიმარი თაზო დავინახე ბედნიერების ცრემლები გადმომცვივდა...
არანაკლებ გახარებულ სანდროს მივეხუტე და ისე ვუყურებდი ყველას ბედნიერებას...
-ოოო, ჩვენი რძალიც მოსულაა.. - როგორც კი შემამჩნია მაშინვე ამოილაპარაკა და ყველამ ჩვენკენ გამოიხედა... - რა გატირებს გოგო ნუ გამაგიჟე..
როგორც კი ჩემი აცრემლიანებული თვალები დაინახა მაშინვე შეეცვალა ხმა და გაოცებულმა გამომხედა...
-რა მატირებს კი არა კიდევ ერთხელ შემაშინებ ესე და ვერ გადმირჩები..
სიცილ-ტირილით ვუთხარი და მისკენ წავედი...
-მოდი ჩემთან..
სიცილით მითხრა და ხელები ჩასახუტბლად გაშალა.. მეც უცებ ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ გადმომცვივდა ცრემლები..
-თქვენ ეხლა იმდენს ნუ იზამთ, რომ ცოლზე და საუკეთესო მეგობარზე ვიეჭვიანო...
უცებ ჩაეკვეხა სანდრო და ყველას გაცინებაც გამოიწვია..
-შენ ვაფშე ჩუ და შენ კიდევ - უცებ მომიბრუნდა ისევ მე - მორჩი ნერვიულობას ჩემი ნათლული უნდა გააჩინო ბოლო-ბოლო..
სიცილით მითხრა და მუცელზე მომეფერა..
-ისე მეორე ორსული სადაა?
თვალებით ანას ძებნა დაიწყო და როცა ვერ იპოვა გაოცებულმა გამოგვხედა..
-ნუ გვკითხავ - უცებ დაიწყო ნატალიამ - მთელი ერთი კვირაა წევს, რთული ორსულობა აქვს...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე დღეში ქეთოც და თაზოც გამოწერეს..
გამოწერის დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ ავღნიშნეთ მათი გადარჩენა...
-ყურადღება თუ შეიძლება - შუა ქეიფის დროს წამოდგა ფეხზე ზუკა და ყველას სათითაოდ გადმოგვხედა... - მთელი ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოდან არცერთი ჩვენგანი არ გამოსულა... ეხლა კი ვფიქრობ, რომ ბედნიერების დრო დადგა, ამიტომ ჩემი და სალომეს ქორწილი რაც არ უნდა მოხდეს აღარ გადაიდება და ყველანი ერთად ზუსტად ერთ თვეში ისევ შევიკრიბებით...
ზუკას ამ განცახდდებას საოცარი ჟივილ-ხივილი მოყვა, ყველანი ულოცავდნენ და ბედნიერების ღიმილის ვერ იშორებდნენ....
-არ გინდა ჩვენც, რომ დავქორწინდეთ?
შეპარული ღიმილით გამომხედა სანდრომ და ხელი მომხვია...
-ჩვენ უკვე დაქორწინებულები ვართ...
სიცილით ვუთხარი და მოწყვეტით ვაკოცე..
-არა მე მინდა სიფხიზლეში დავქორწინდეთ..
როგორც პატარა ბავშვი ისე გაჯიუტდა სანდრო...
-კარგი, ოღონდ ჯერ ამათმა ქორწილმა ჩაიაროს...
თვალით ბედნიერი წყვილისკენ ვანიშნე და სანდროს უფრო ძლიერად მივეხუტე...
-მამი, ჯობია დარჩე მაქ, თორემ აქ ისეთი გიჟი "სასტავია" შენც გაგაგიჟებენ...
სიცილით ამოილაპარაკა მუცელთან და თან გასასვლელისკენ წასულ ლაშას და ნატალიას გახედა..
-კიდევ ერთი წყვილის ქორწილი გველის ხომ?
ფრთხილად გავაპარე თვალი წყვილისკენ და სანდროს მოკლედ შეჭრილ თმაში ხელი შევუცურე...
-არა მა, მალე მოდი ჩემთან, თორემ შენი დედიკო მენატრება...
ისევ მუცლს დაიწყო ლაპარაკი და თან ეშმაკური ღიმილით ამომხედა..
-მგონი შემიყვარდი ბატონო სანდრო...
ეშმაკური ღიმილით ავხედე მეც..
-იგივე შემიძია გითხრათ ქალბატონო მია...
ღიმილის ნიშნად ტუჩის კუთხე ჩატეხა და მოწყვეტით მაკოცა....



№1  offline წევრი nini :)

auuuu ra kargi iyooooooo... male dade shemdegiiii

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი თავი იყო.კარგია თაზო რომ გადარჩა.იმედია აკოსაც მიიღებს გია

კარგი თავი იყო.კარგია თაზო რომ გადარჩა.იმედია აკოსაც მიიღებს გია
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი M

რატო არდეებ შემდეგ თავს ამდენი ხანიიი ? ://///

 


№4  offline წევრი mariam-mariam

M
რატო არდეებ შემდეგ თავს ამდენი ხანიიი ? ://///

იმიტომ არ ვდებ, რომ ეს თავი იყო დასასრული, ბეჭვდისას კი ინსტიქტურად მივაწერე მეთხუთმეტე თავი დასასრულის ნაცვლად...

 


№5 სტუმარი Salo salo

Dzaanmagariikoo auracudiaro esemale damtavrdaaa <3 nuushemdeg racmoxdA ukvegasagebia korwilebida a.sh umagresixaarraaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent