მათხოვარი (10 თავი)
მეათე თავი არის მომენტი, როცა გგონია რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთე, გეტკინა, მაგრამ მოითმინე, გეწყინა, მაგრამ აპატიე. როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი თავზე დაგემხო, დაგენგრა თუკი რამ ძვირფასი გქონდა. მიკვირს, საერთოდ აზროვნების უნარი როგორ შევინარჩუნე, ვკიოდი, განწირული ხმით ვბღაოდი, სიმწრისგან ხორცებს ვიგლეჯდი, როცა გავიგე, რომ ყველაზე წმინდა და სათუთი ვერ შევინარჩუნე, ვერ დავიფარე, ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი დავკარგე. ჩემთვის სიტყვა ტკივილი აღარ არსებობდა, იმ დღეს მეც მოვკვდი, უბრალოდ დავსრულდი. სხვადასხვა ადგილზე მოტეხილი ხელ - ფეხი, ოპერაციის შემდეგ სქელ გიფსში სასაცილოდ მქონდა წინ გაფშეკილი. ასევე მქონდა დაზიანებული რამოდენიმე ნეკნი, რომლის შეკვრა და დაფისირება ვერ ხერხდებოდა. სახეზე სახვევები, ამდენ სახვევებში მუმიას ვგავდი. მიუხედავად ამდენი ტრავმისა, მაინც ვერაფერი შეედრებოდა იმ გრძნობას რასაც შიგნიდან ვგრძნობდი, ამას ტკივილიც არ ერქვა, უფრო მრისხანება, სულში ჩაგუბებული სიძულვილი შურისძიების მძაფრ შეგრძნებად გადაზრდილიყო. არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი, გარდა ერთი პიროვნებისა, რომელსაც სახელად ვახო ერქვა. მინდოდა, ისევე სტკენოდა როგორც მე. - ვერაფერი გავიგე, შურისძიებაზე შენ რატომ ფიქრობდი?! საქმის ძიება არ დაიწყო? ვახო არ დააკავეს?! იმდენად აბსურდულად მეჩვენება სანდროს კითხვა, რომ სიცილს ვერ ვიკავებ: - ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს კანონდამცველებზე, საავადმყოფოში მყოფსვე ჩემი საქმის ისეთი საინტერესო ვერსიები მესმოდა, რომ ლამის მეც კი დავიჯერე მათი უტყუარობა, ერთ-ერთი მაგალითად ასე ჟღერდა: მე და გიორგი ბავშვობიდან შეყვარებულები და საყვარლები ვიყავით. მიუხედავად საყვარლისა, პარალელურად საქმე რაიონში საუკეთესო ბიჭთან, ვახოსთან დავიჭირე, რომელსაც მოტყუებით ცოლადაც მოვაყვანინე თავი, მიუხედავად გათხოვებისა გიორგისთან კავშირი არ შემიწყვეტია. ჩვენი ურთიერთობა ისევ გრძელდებოდა. რა უნდა ექნა ვახოს?! კაცი, იყო ქალაჩუნა ხომ არა?! ეჭვიანობდა, მაგრამ ფაქტზე ვერ მიჭერდა. ჩაგვისაფრდა და თურმე, საკუთარ სახლში, საძინებელში ერთად მყოფებსაც წაგვასწრო, სწორედ ეს ყოფილა ჩვენი დაშორების მიზეზი. შემდეგ ისევ მე ვიაქტიურე, გამოვუცხადე, რომ ორსულად ვიყავი. ის კი, ისეთი ალალი და მოსიყვარულე ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი ეპარებოდა ბავშვის მამობაში, მაინც მაპატია და ჩემთან შერიგება გადაწყვიტა. ქალბატონი ელისო, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა, მაგრამ „როდის იყო შვილები დედას უჯერებდნენ, რომ დაიჯინა, ვერა და ვერ გადავაფიქრებინე“! - ხმის ტონით ვაჯავრებ ყოფილ დედამთილს და ზიზღით ვიჯღანები - თურმე, ნუ იტყვით და, ოჯახში დაბრუნებაზეც დავთანხმებივარ. როგორც მოსიყვარულე ქმარი ახალი წლის შესახვედრად ჩეთან ოჯახშიც დამიპატიჟია. ყველა სიკეთესთან ერთად, გიორგიც მიმიწვევია. ეს კი ვეღარ მოუთმენია ჩემს „ვაჟკაც“ ქმარს. ერთმანეთში შელაპარაკებულან, გიორგი წასულა და უკან იარაღით ხელში დაბრუნებულა, მე თურმე ეზოსთან დავხვედი და ვემუდარებოდი, ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის თავი დაენებებინა, უფლება მოეცა მშვიდად გვეცხოვრა. გიორგის ამის გაგონებაც არ სდომებია, გამწარებულს ჩემთვის ხელი უკრავს და ძირს დავვარდნილვარ. ჩემი ძვირფასი ქმარი სწორედ ამ დროს გამომსარჩლებია და ამ შეხლა-შემოხლაში მსუბუქად დაჭრილა. ამ სიბილწის გახსენებაზეც კი ისევ ნერვიული ცახცახი მიტანს და ბრაზი მახელებს. - შეუძლებელია, შენს ამდენ დაზიანებაზე თვალი დახუჭეს? სამედიცინო ექსპერტიზამ რეა თქვა? ქმარს არ უჩივლე? სიმართლე არ თქვი? რატომ გაჩუმდი?! - მომაყარა კითხები სადრომ. - გავჩუმდი?! რა თქმა უნდა, არა, ჩემს სიმართლეს ხმამაღლა ვყვიროდი, მაგრამ თითქოს ჩემი არავის ესმოდა, სამყარო თითქოს ორად გაიყო, ერთ მხარეს მე და გიორგი დავრჩით და მეორე მხარეს სოფელი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე მუხლით: განზრახ მკვლელობის მცდელობით, საქმის ძიება დაიწყო, საქმეში პირობითად ორი დაზარალებული ვიყავით: მე და ვახო. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა ბრალდებულის სკამი ვის ჰხვდა წილად. თუმცა მხარეთა ასეთი გადანაწილება დროებითი იყო, იოლი შესაძლებელი იყო, მიუხედავად ჩემი დაზიანებებისა, გიორგისთან ერთად მეც ბრალდებულის სკამზე აღმოვმჩდარიყავი, როგორც განზრას მკვლელობის მცდელობაში მონაწილე. ვახოს ყალბი ჩვენების საფუძველზე, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გიორგი დამნაშავე იყო. წაყენებულ ბრალდებას არც ის უარყოფდა, ჩემი მეგობარი ჩვენს საყვარლობას რათქმა უნდა არ ადასტურებდა, თუმცა ამბობდა, რომ ვახოს ნამდვილად ესროლა და ჩადენილს არც ნანობდა. ეს კი არა, თითქოს საკუთარი სიტუაციის დამძიმებას ცდილობსო, ხმამაღლა აცხადებდა, რომ ვახოს არ აცოცხლებდა. ხალხსაც მეტი რა უნდოდა?! მისი ნათქვამიდან თითქოს ვერავინ ვერ გაიგო, როგორ მირტყავდა რამოდენიმე თავდამსხმელი, რომ გასროლამ სიცოცხლე შემინარჩუნა. თითოეულ სიტყვას აბრუნებდნენ, აფორმებდნენ და ალამაზებდნენ. ხშირად მესმოდა უსამართლო ბრალდებები, როგორ ავურიე გზა-კვალი და შევიწირე ორი ვაჟკაცი, თუმცა მათი ნაბოდვარი ნამდვილად არ მაინტერესებდა. ერთად-ერთი საფიქრალი მქონდა, უდანაშაულო გიორგის განთავისუფლება და ნაძირალა ჩემი ქმრის სათანადოდ დასჯა. მრავლობითი დაზიანებების გამო, ტკივილი რომ არ მეგრძნო, ძირითადად მაძინებდნენ. შესაბამისად ჩემი დაკითხვა კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ყოველ შემთხვევაში გამომძიებლისთვის დასმულ კითხვაზე, ადრე რატომ არ დამკითხეს, მიზეზად სწორედ ეს მითხრეს. ახლანდელი გადასახედიდან, კი ასე მგონია, შეგნებულად, ხელოვნურად გააჭიანურეს ჩემთან მოსვლა. საბოლოოდ, დაკითხვაზე საშუალო სიმაღლის, ასე 40 წლამდე, ღიპიანი მამაკაცი მოვიდა, ჩემს წინ სკამზე მოუსვენრად დაჯდა და წარა-მარა თვალებს აცეცებდა. შევეცადე მისი დანახვით გამოწვეული უსიამოვნო განცდა, დამევიწყებინა და მომხდარის შესახებ დაწვრილებით მოვუყევი, ორიოდე სიტყვით ასევე აღვნიშნე ამ კონკრეტულ შემთხვევამდე მომხდარი მოვლენებიც. გამომძიებელი უსიტყვოდ მისმენდა, ერთხელაც კი არ გავუჩერებივარ, პერიოდულად რაღაცას ინიშნავდა მცირე ზომის უბის წიგნაკში. ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩემი მონაყოლით შეძრწუნებულს კომენტარის გაკეთება უჭირდა, მაგრამ საკუთარი მოსაზრების სიცრუეში მალევე დავრწმუნდი: - კარგად გიმუშავიათ შენ და შენს საყვარელს, ჩვენებებიც კი თითქმის იდენტური გაქვთ. ოღონ ერთ რამეს გეტყვი, როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეს, არ შეიძლება საყვარლის დასაცავად ასეთი ტყუილის თქმა, სხვა თუ არაფერი საკუთარი შვილი მაინც არ გეცოდება?!... ასეთი ცივსისხლიანი როგორ ხარ?! - რა ბრძანეთ?! ჩემი არ გჯერათ?! - არც ერთი სიტყვის, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სამუდამო პატიმრობას მოგისჯიდით ორივეს, მაგრამ... - რა მაგრამ?! - შოკში ვიყავი მე. - თქვენი მეუღლე ზედმეტად კეთილშობილი ადამიანია, ისედაც შერცხვენილი ოჯახისთვის თავის მოჭრა არ სურს, გიორგის წინააღმდეგ შემოტანილი საჩივარი გამიტანა და თქვენც იგივეს გირჩევთ... - რა ქნა?! ეგ ნაძირალა რჩევასაც მაძლევს?! მე გიორგის წინააღმდეგ კი არა, ვახოს წინააღმდეგ გაძლევთ ჩვენებას. მაგ არაკაცს ჩემი და ჩემი შვილის სისხლი მართებს! - მიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ მეჯდა წინ, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, ხმამაღლა გავკიოდი მე. - ისტერიკებს მორჩი! - მოულოდნელად მიღრიალა გამომძიებელმა - აქ კომედიის საყურებლად არ მოვსულვარ, შენი სამსახიობო ნიჭი სხვა წარმოდგენისთვის შეინახე, ისეთი ნიჭიერი ჩანხარ, ახალ დებილს მალევე იპოვი! - გაეთრიეთ, აქედან გაეთრიეთ. ჩემთან მოსვლა აღარ გაბედოთ, ნაძირლებო, მათხოვრებო, უსინდისოებო, გამყიდველებო!... -ძალა აღარ მეყო, ბოღმისგან სპაზმი ვერ შევიკავე და ხავილი დავიწყე მე. -მომისმინე, გოგონი, შენს ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი. შენ თუ შენი ქმრის წინააღმდეგ მისცემ ჩვენებას, ის გიორგის არ დაინდობს, შენმა მეგობარმა თვითონაც აღიარა რომ ესროლა, ამას თვითმხილველებიც ადასტურებენ. - კი მაგრამ, მოწმეებმა თუ გიორგის სროლა დაინახეს, მე რომ რამდენიმე კაცი მცემდა ეგ ვერ შენიშნეს? რატომ არ დამეხმარნენ?! - არ ვიცი, ვინ რა დაინახეს, ან რა უნდა დაენახათ. მე მხოლოდ ის ვიცი, რაც დაწერეს. ფაქტები შენი მეგობრის წინააღმდეგაა და თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს წინააღმდეგად ბევრი გამოჩნდება. დამიჯერე, გაგიჭირდება იმის დამტკიცება, რომ გცემდა და გირტყამდა, რომც დაამტკიცო, ეს რას მოგცემს? შენს ქმარს ან დაიჭერენ, ან არა, დაიჭერენ, ისიც ჰა-ჰა ორი წლით, შენც კარგად იცი, რომ მისი სამედიცინო ცნობის გამო არავინ დააკავებენ. აი, შენს საყვარელს კი ნამდვილად არ დაადგება კარგი დღე, მის წინააღმდეგ შეტანილ გაცხადებას უკან აღარ გამოიტანენ და მოუწევს ჩაჯდომა. ხვდები რამდენად რთულ სიატუაციაში ხარ?! ხალხის თვალში ერთი ქუჩის კახპა ხარ, რომელიც ქმარს ღალატობდა და ღალატის გამო სამართლიანად დაისაჯა. შენს ქმარს ყველა მხარს დაუჭერს, მის სასარგებლოდ სიხარულით მისცემენ ჩვენებას. - მიმიფურთხებია, თქვენთვისაც და თვენი სამართლისთვისაც!... - ასე უსურად თავი არასოდეს მიგრძვნია, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მე. - ანუ რისი თქმა გინდა, ჩვენება შეცვალე?! - აშკარად გავბრაზებული მეკითხება სადრო - შეუძლებელია, იქნებ მართლაც იყავით საყვარლები?- ეჭვით გამომხედა მან. - ხვდები რა ამბობ?! - ამჯერად სანდროზედ ვბრაზდები. - მე?! ზღაპრებს შენ მიყვები და... ცდილობ დამაჯერო, რომ შენმა ქმარმა, ერთმა არანორმნალურმა ადამიანმა პოლიციაც მოისყიდა?! არ გეჩვენება, რომ ცოტა არ იყოს დაუჯერებელ ამბავს ყვები? გასაგებია, შეიძლება ქმარს არ ჰყვარებოდი, ეცემე, ეძალადა, მაგრამ ყველა ასე როგორ დაბრმავდა და აგიმხედრდა? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაბოლებ და გინდა ამ სისულელეში დამაჯერო! - ცოტა არ იყოს ირონიულად გამომიცხადა სანდრომ. - გატყუებ?! - ვეღარ ვხვდები მისი სიტყვებზე რა რეაქცია უნდა მქონდეს. - იქნებ, ამიხსნა რას გატყუებ? - ერთი ფუქსავატი გოგო იყავი, რომელიც ქმარმა სახლიდან ღალატის გამო გამოაგდეს! ეხლა კი შენთვის სასარგებლო ისტორია მოიგონე, ასეთი ამბები არ ხდება, შეუძლებელია! - გაბრაზებული მიმეორებს ის. - არ ხდება?! რის თქმას ცდილობ, საკუთარი თავი ჩემით დავიზიანე?! - ტონს ვეღარ ვაკონტროლებდი მე. - მთელი დღეა იმას იმეორებ, რომ დაზიანებებს გაყენებდა, არადა ერთი იარაც კი არ გაქვს... ყურებს არ ვუჯერებებ, - იარები გაჩვენო?! - არც კი ვფიქრობ რას ვაკეთებმ კაბის საკინძეს ვიხსნი და მსუბუქი მატერია დაბლა მიცურავს, სანდროს წინ საცვლების ამარა ვდგევარ. იმდენად ვარ შეურაცყოფილი, რომ სიშიშვლის გამო სირცხვილსაც კი არ ვგრძნობ: - მიმტკიცებ, რომ ეს ჭრილობები ჩემით მივაყენე საკუთარ თავს?! ალბათ, დამწვრობისგან ეს იარებიც თავისით გაჩნდა?!... დაზაფრული, რამოდენიმე წუთით მიმზერდა გაფითრებული სანდრო, უფრო სწორედ მე არა, ჩემს სხეულს მისშტერებოდა. თითოეული ის ჭრილობა, რომელსაც აკვირდებოდა მეწვოდა, მტკიოდა. ამ წუთებში დავიფიცებდი, რომ ჩემს ნაძირალა ქმარზე ნაკლებად არც ის არ მძულდა, ფრთხილად მომიახლოვდა, ძირს დავარდნილი კაბა ხელში აიღო, მხრებზე მომახვია და აცახცახებული ძლიერად ჩამიხუტა. - მაპატიე, გთხოვ! - თავზე მკოცნიდა ის - უბრალოდ, რასაც მიყვები იმდენად მძიმე მოსასმენია, რომ ამის დაჯერება არ მინდა, ნერვებმა მიმტყუნა, მაპატიე გთხოვ... ცივად მოვიშორე: - ჩემთან მოკარება არც კი გაბედო. მათგან დიდად არც შენ არ განსხვავდები, შენც ისეთივე ხარ! თითქოს არ ელოდაო ასეთ რეაქციას, ჯიქურ მიმზერდა თვალებში, არამგონია რამე სასიამოვნო დაენახა. ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა: - აღარ მიკვირს რატომ გეძახდა შენი ქმარი ველურ კატას, როცა ბრაზდები აფთარივით ხარ, მასთანაც ასეთი პირდაპირი იყავი?! - ამბავი, რომელმაც ასე გაგართო, ჩემი ცხოვრებაა, ჩემი წარსული!... - იმედგაცრუებული ვუმზერდი მას. - გავერთე?! გართობაზე უცნაური წარმოდგენა გქონია... - სევდანარევი მზერით მიყურებს - როგორც მივხვდი, შენი ჩვენება შეცვალე, მინდა, გავიგო შედეგად რა მიიღე?! - არა, ჩვენება არ შემიცვლია, იმდენად ვიყავი გამწარებული, რომ გამომძიებლის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, მისთვის დაჯერება აზრადაც არ მომსვლია, ახალი საჩივარი ჩემი ქმრის წინააღმდეგ მე შევიტანე და დაიწყო კიდევაც შემოტევების ახალი ტალღა. დღემდე არ ვიცი როგორ მოახერხა, რომ მთელი სოფელი მას უჭერდა მხარს, ოჯახში გვივარდებოდნენ, სახლს მთელი ფანჯარა არ შეარჩინეს, მლანძღავდნენ, ათას სისაძაგლესა და საზიზღრობას მიწოდებდნენ. ქუჩაში გასვლას, განსაკუთრებით კი პატარების გარეთ გაშვებას ვერიდებოდით, დღე არ გავიდოდა მათი მხრიდან თავდასხმის მინიმუმ ერთი ტალღა მაინც რომ არ ყოფილიყო. თითქოს ფორმალურად კარებთან რამოდენიმე პოლიციელიც დააყენეს. მოდიოდნენ შუამავლები, კეთილისმყოფელები, რომლებიც წარსულის დავიწყებას და საჩივრის გამოტანას მირჩევდნენ. რაც უფრო მიტევდნენ, ჩემში შურისძიების სურვილიც უფრო და უფრო მატულობდა. პრინციპში, ამას შურისძიებას ვერც დავარქმევ, მე უბრალოდ სამართლიანობის მიღება მინდოდა, ეს იყო და ეს. მახსოვს გიორგის დედამ მეუღლესთან ერთად სტუმრად მოსვლა როგორ ითხოვა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ასე წინასწარ დარეკვით, ჩვენთან მოსვლა არასოდეს სჭირდებოდათ. სახეზე სახვევები აღარ მქონდა, მოძრაობასაც უკვე ჯოხისა და კასტილის მეშვეობით ვახერხებდი. კარებშივე შევეგებე მეზობლებს. საკმაოდ მშრალად და ცივად მომიკითხეს. მივხვდი, აქ ჩემი ჯანმთელობის მდგომარეობის მოსაკითხად არ იყვნენ მოსულნი, აშკარად სასიამოვნო თემაზე საუბარი არ სურდათ. არც შევმცდარვარ. - მომისმინე, გვანცა! - ხმა ისე უთრთოდა ქალს, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა - შენი არანორმალური ქმარი პოზიციებს არ თმობს, თურმე შენს განცხადებაზე ყოფილა დამოკიდებული მისი განცხადების გამოტანა, ჩემს შვილს პატიმრობა ემუქრება. არ მაინტერესებს რა ვერ გაარკვიეთ ერთმანეთში, არც ის მაინტერესებს ძალადობდა თუ არა, თქვენი ოჯახური დრამა მე არ მეხება. შეზლებისდაგვარად მთელი ოჯახი მხარში გედექით, არ ამიკრძალავს თქვენთვის მეგობრობა, მაგრამ უფლებას არ მოგცემ ცხოვრება დაუნგრიო, ჩემი შვილი ციხეში ჯდომას არ იმსახურებს! - მისი ხელოვნური სიმშვიდე სადღაც გამქრალიყო, თითქმის კიოდა ქალი. ვუმზერდი გამწარებულ დედას და პასუხად რა მეთქვა ვერ ვხვდებოდი. - ნამდვილად არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაზარალდეს, მით უმეტეს გიორგი!.. - ცრემლების ყლაპვით ძლივს ვუთხარი ქალს. - არ გინდა?! რაღაც არ გეტყობა, ხომ იცოდი, რომ ამით გიორგის მდგოარეობას დაამძიმებდი, რატომ შეიტანე საჩივარი? - ისეთი სიძულვილით მიმზერდა ქალი, თითქოს მართლა მე დავაჭერინე მისი შვილი. - დავამძიმებდი?! კარგი ადვოკატი დავიქირავოთ, ჩვენებას მივცემ, ექსპერტიზებს ჩავატარებთ, მოწმეებს ვიშოვით... - ამ ყველაფერს დრო სჭირდება, წლები... კაცმა არ ციის სიმართლეს დავამტკიცებთ, თუ არა... გვანცა, შვილო... შენიც გვესმის, მაგრამ გემუდარები, როგორც ერთად-ერთი შვილის მამა, თუ გინდა დაგიჩოქებთ, თუ გინდა... ვიცი, მართალი ხარ, ვიცი, ჩემი შვილი მკვლელი არაა, ის არაკაცები მე რომ მენახა, მერწმუნე ეხლა ცოცხალები არც იქნებოდნენ, მაგრამ ვერ გადავიტან, ჩემი შვილი ციხეში რომ ჩაჯდეს, ვერ გადავიტან!... გემუდარები, საჩივარი გამოიტანე და შემდეგ მეც დაგეხმარები... - შემდეგ?!... - სიწრისგან გამეღიმა მე - ხვდებით რას მთხოვთ?! საჩივარი რომ გამოვიტანო ყველაფერი დასრულდება. ეს ერთად-ერთი გზაა ვახოს დასასჯელად, თქვენ კი... - შენ მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობ, ჩემი შვილი კი ფეხებზე გკიდია, გამოიყენე და ნახმარი ნივთივით მოისროლე!... - გაოგნებული ვისმენდი ქალის ბრალდებებს. - თქვენც ასე ფიქრობთ?! - ამჯერად მამამისს ვკითხე. კაცმა თავი დახარა, მისი დუმილით მივხვდი, რომ ცოლს ეთანხმებოდა. ვუმზედი მათ და ვეღარ ვიგებდი, სად ვუშვებდი შეცდომას, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, იქნებ მართლებიც იყვნენ? ნუთუ ჩემი სიმართლე ასე ძვირად ფასობდა?! ყელში მძიმედ გადავყლაპე მოწოლილი ცრემლები: - კარგით, გიოს თუ ეს უშველის, ვახოს წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას გამოვიტან!.... - დასრულდა ამით ის უკანასკნელი იმედიც დავკარგე. ფუჭად ჩაარა ჩემმა მცდელობამ, ჩემი სიმართლე არავის აინტერესებდა, იმ ხალხსაც კი, ვისაც ახლობლებად და ჩემებად ვთვლიდი. მეორე დღესვე გიორგის მშობლებთან ერთად წავედი განყოფილებაში და დავწერე განცხადება საქმის შეწყვეტის თაობაზე. გამომძიებელს კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ... - მეორე საქმე როდის შეწყდება?! - ყრუდ ვკითხე მე. - ეგ თქვენ არ გეხებათ! - ცივად გამომიცხადა მან. ტანში გამცრა: - ვერ გავიგე?! გიორგის არ გამოუშვებთ?! - ალბათ... - ისევ ირონიულად გამიმეორა მან. გამომძიებლის ოთახიდან გამოსულს ვახოც იქვე დაგვხვდა: - სულ ეს იყავი?! არადა როგორ მეშინოდა!... - ირონიულად დაცინოდა ის. - ჯერ ყველაფერი წინაა, სანანებელი გაგიხდება დღევანდელი დღე! - აქ საკინკლაოდ არ მოვსულვართ, პირობა შევასრულეთ, ეხლა შენი ჯერია... - ცივად უთხრა გიორგის მამამ. - პირობებს მეც ვასრულებ, შენ კი გელოდები, მაინტერესებს რას მოიფიქრებ.... - ცინიკურად გამიცინა და თვალი ჩამიკრა მან. გიორგის მამამ გაჩუმების ნიშნად ამჯერად მე მომიჭირა ხელი იდაყვზე. - მოვა დრო და ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებ! - თითქმის ჩემთვის ჩავილაპარაკე მე. დიდი მადლობა!... - უკვე ეზოში გასულს ძაღლივით მომიგდო გიორგის დედამ და არც კი დამემშვიდობა ისე წავიდა. სრულიად არეული და გაორებული გამოვედი პოლიციის შენობიდან. შინაგანად განადგურებული, მიწასთან გასწორებული მოვდიოდი სახლში, ამას ემატებოდა ცნობისმოყვარე და ჭორიკანა ხალხის რეპლიკები, ხან ვინ მომაძახებდა: - შე გათახსირებულოო და ხან ვინ.... რამოდენიმემ უმი კვერცხიც კი მესროლა. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რას მერჩოდნენ, მათთვის ხომ არაფერი დამიშავებია, რატომ ვეზიზღებოდი, ასე რატომ შემიძულეს?! ბევრი აღარ მიფიქრია, იმ საღამოს ბარგი შევკარი და სახლიდან წამოვედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.