შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქირურგებსაც შეგვიძლია სიყვარული - თავი 5


2-09-2016, 01:55
ავტორი sophiaa
ნანახია 1 747

მე და ლექსო პარკში ვიჯექით და ვლაპარაკობდით.
-რატომ გადაწყვიტე ნეიროქირურგობა?
-აზრზე არ ვარ, დედა ბალერინაა, მამა გამომძიებელი. მე და ჩემი ძმა კი ექიმები. ეს ყველას ძალიან უკვირს.
-მე ექიმების ოჯახში დავიბადე, კოსმონავტობა მინდოდა მაგრამ ოჯახური ტრადიცია ვერ დავარღვიე
სასიამოვნოდ ვსაუბრობდით. მგონი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ცივი ვარ და ასე არ შეიძლება.
-ნატალია რატომ არ შეიძლება მომწონდე?
-ლექსო მე არ ვარ იმ კატეგორიის ქალი რომელსაც ოჯახი უნდა. მთელი დღე სამსახურში ვარ, ერთ დღიანი რომანები მაქვს. საჭმელს არ ვაკეთებ, ვყიდულობ. სახლს არ ვალაგებ
-ვერ ვხვდები ეს რა შუაშია მოწონებასთან?
ფეხზე წამოვდექი და სევდიანად გავუღიმე
-25 წლის ბიჭს არ გჭირდება 35 წლის ქალი. მე შენ იმას ვერ მოგცემ რაც გინდა.
ალბათ პირველი კურსის შემდეგ ასეთი საუბრები არ მქონია. ბოლოს ასე თბილად ჩემს მეუღლეს ველაპარაკე. არ შემიძლია სიყვარული, რა ვქნა? ისეთი პროფესია მაქვს რომ ჩემი ხელების და თვალების გარდა არავინ არ უნდა მიყვარდეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ღმერთო ჩემო რა ჯანდაბა მჭირს კვირაში ერთხელ მაქვს დაძინების საშუალება და ახლა ვერ ვიძინებ. ალბათ ცხოვრებაში პირველად გამიხარდა მაღვიძარას ხმა. პირველივე დარეკვაზე ფეხზე წამოვხტი.
-დილამშვიდობისა ლადო, როგორ ხარ?
-ნატალია? დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ
-ხო ვცდილობ უფრო თბილი ვიყო
-მართლა? ეს კარგია. დღეს ორი ინტერნი დამჭირდება. ერთი კოტე აუცილებლად და მეორე ის გოგო როა მაღალი
-ანასტასია?
-ხო ანასტასია. არაჩვეულებრივი გოგოა
ტუჩები უცნაურად გაილოკა. ღმერთო რა საზიზღრობები ხდება საავადმყოფოში. მგონი ხალხის გადარჩენაზე არავინ ფიქრობს
-დილამშვიდობისა ნატალია
-დილამშვიდობისა ლექსო. დღეს მიმღებში ხარ
-მოიცა ოპერაციებს არ დავესწრები?
-პირველ რიგში სასჯელი გაქვს და მეორე შენ ხომ მხოლოდ დიდებული ოპერაციები გაინტერესებს და უბრალო აპენდექტომია გართობაა შენთვის?
-ძალიან მწარე ენა გაქვთ
არა რატო მაქვს ვითომ მწარე ენა? რეგისტრატურაში ჩემი ძმა დავინახე ვიღაცას ელაპარაკებოდა და უცნაურად უსმევდა ხელს ზურგზე
-ზურა მოკლედ შენ არ იცვლები
იმ საწყალმა გოგომ დაფეთებულმა შემომხედა, სწრაფად დაგვემშვიდობა და წავიდა.
-რა გინდა? რატომ გააქციე ეს არაჩვეულებრივი გოგო?
-გოგო მოიცდის იცი გუშინ ღამე დედამ დამირეკა, მითხრა ზურა მარტო ცხოვრობს სასტუმროშიო. ჩემთან უნდა გადმოხვიდე
-რაა? შენთან რომ გადმოვიდე გოგოებს ვერ მოვიყვან და ინპოტენცია დამიქვეითდება
-ნუ ცანცარებ, მართლა გადმოდი ჩემთან რაა.
-დავფიქრდები, ხომ იცი რა სასურველი მამაკაცი ვარ?
დღეს როგორც ვიცი გეგმიური ოპერაციები არ მაქვს. რაც ძალიან უჩვეულოა. დაფაზე სიწყნარე იყო. მხოლო სამი ოპერაცია? ხოლოდ სამი?
-გაგიკვირდა ნატალია ასეთი სიწყნარე?
უკნიდან ჩვენი უფროსის კახას ხმა გავიგონე. ეს კაცი შეუდარებელი ქირურგია.
-ხო კახა, რატომღაც გამიკვირდა. ხდება რამე?
-არ ვიცი, 3 ოპერაცია, ისიც ერთი გლანდები და ერთი აპენდექტომია და ერთი რინოპლასტიკა.
-რაღაც სერიოზულისთვის გვამზადებს ღმერთი
ყოველთვის ასე ხდება, როდესაც საავადმყოფოში სიწყნარეა რაღაც ხდება და ქაოსი იწყება. ეს ყველაზე ცუდი დღე იქნება. დარწმუნებული ვარ.
-ნატალია ექიმო რადგან ოპერაციები არ არის შეიძლება მაღაზიაში გავიდე? რამოდენიმე წიგნის ყიდვა მინდა.
ლილიანას ხმამ უეცრად შემახტუნა
-რათქმაუნდა წადი
ძალიან მომწონს ეს გოგო. თავმდაბალია, ბევრს არ ლაპარაკობს და საქმეს აკეთებს. ზუსტად ასეთები მიაღწევენ წარმატებას. მთელი ერთი საათი კაფეტერიაში ვიჯექი. 5 ჭიქა ყავა და 3 დონატი რომ დავაგემოვნე მივხვდი რა უაზროდ გავატარე ეს დრო. ჯეცრად ტელევიზორში პირდაპირი ჩართვა დაიწყო
-დაახლოებით 15 წუთის წინ საზარელი ავარია მოხდა ვაკეში. ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. ერთ-ერთი აფეთქდა და სხვა მანქანებიც დააზიანა. ასევე დაშავდნენ გამვლელები. დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა ჯერ უცნობია.
გამოშვება ჯერ დამთავრებული არ იყო მე რომ უკვე მიმღებში ვიდექი. ყველა ექთანი, ქირურგი და სანიტარი იქ იდგა. სასწრაფოს ხმის გაგონების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ვხედავდი როგორ გადმოჰყავდათ დამწვარი პაციენტები. უეცრად ერთ-ერთი გოგონა ძალიან მეცნო
-ეს ჩემი ინტერნია ლილიანა
მასთან ახლოს მივედი. ძალიან დამწვარი არ იყო მაგრამ მთლიანად სისხლში იყო დასვრილი.
-სასწრაფოდ ლექსო, ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარე
გაგიჟებული ვიყავი. ეს ყველაფერი ხომ ბედისწერაა? საავადმყოფოში იყო, პაციენტების სიმცირის გამო წიგნის მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა და თვითონ გახდა პაციენტი. და თანაც ძალიან მძიმე პაციენტი
-ნატალია ექიმო, 4 ნეკნი აქვს მოტეხილი, ორივე ფეხი, მარჯვენი ხელი და ყველაზე საშინელება აორტის ანევრიზმა აქვს
-ჯანდაბა, ეტყობა შეჯახების დროს აორტა დაზიანდა. სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გავუკეთოთ. ზურა გამოიძახეთ
ნერვიულობსიგან სუნთქვა მიჭირდა უკვე. არ შემიძლია ასეთ პატარა გოგოს ამხელა განსაცდელში ვუყურო. დღეს ვიძახდი მისგან არაჩვეულებრივი ქირურგი დადგებათქო და ახლა ის ძალიან მძიმედაა. სანამ ზურა ოპერაციას უკეთებდა მე მანამდე სხვა პაციენტებს ვსინჯავდი
-იცით ძალიან ლამაზი ქალი ხართ, თქვენს ნომერს არ მეტყვით?
ერთ ბიჭს რომლესაც უბრალოდ ნაკაწრი ჰქონდა შუბლზე, გაუჩერებლად ტლიკინებდა. ჭრილობას ვუკერავდი და მინდოდა ამ ნემსით მისთვის პირი ამომეკერა.
-შენი სახელი მითხარი. იცი ვგიჟდები ბრაზიან ქალებზე
-მომისმინე ბიჭი, აქ შენს გადა დაახლოებით 50 პაციენტი მოიყვანეს. შენთან ჭორაობისთვის არ მცალია, თუ თავს კარგად გრძნობ შეგიძლია მიბრძანდე, მე გაკერვა დავასრულე
-რაო ნატალიკო გაბრაზებენ?
-ლადო საქმე არ გაქვს?
-ჯერ არა მაგრამ აი თქვენ რომ მორჩებით მერე მე დავიწყებ მათ გალამაზებას. ლილიანა როგორაა?
-ჯერ არ ვიცი, ზურა ოპერაციას უკეთებს. თუ საქმე არ გაქვს წადი ჭრილობა მაინც გაკერე.
ენა გამომიყო და წავიდა. როგორ შეუძლია ასეთ სიტუაციაში მასხარაობა? ორი ოპერაცია გავაკეთე. დაახლოებით 5 საათი იყო გასული ლილიანას ოპერაციის დაწყებიდან და ჯერ არაფერი ისმოდა. ღმერთო ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
-ნატალია, ნატა ღმერთო საგიჟეა. ახლა ოპერაციაზე შევდივარ შეგიძლია აქაურობა გააკონტროლო?
-რათქმაუნდა კახა
ვიცოდი რომ მისი წასვლის შემდეგ აქაურობის უფროსი მე გავხდებოდი. სიმართლე გითხრათ ამ მომენტს დიდი ხანია ველოდები და როგორც ვხდები კიდევ დიდხანს მომიწევს ლოდინი. უაზროდ ვიდექი და დამწვარ პაციენტებს ვუყურებდი. აჰჰ როგორც ცვლის ერთი შემთხვევა მთელს ცხოვრებას. ახლა ლილიანა მინიმუმ ნახევარი წელი უნდა იწვეს. სერიოზული მოტეხილობები აქვს, შეიძლება ხერხემალიც დაზიანებული აქვს. მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა
-ზურა, ზურა დამელოდე. როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
-ამაზე რთული ოპერაცია ჯერ არ მქონია. ორჯერ გაუჩერდა გული, ხომ იცი როგორც ხდება?
-თუ ამ ღამეს გადაიტანს ესეიგი გამოკეთდება?
-ხო ასეა, დილით კი უკვე ფეხებზე და ხელზე გაუკეთებენ ოპერაციას
რეანიმაციაში შევედი და მის საწოლთან დავჯექი. როგორც აღმოჩნდა მშობლები აქ არ ყოლია. უცხოეთში არიან. არ მინდა ამაღამ მარტო იყოს. მინდა დილით თვალებს რომ გაახელს ვიღაც დაინახოს. დილით საშინელმა მზის სხივებმა გამაღვიძა
-ოხ ჯანდაბა ფარდა რატომ არ გადავწიე
-რომ შემძლებოდა ადგომა მე გადავწევდი



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია რომ გადარჩა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent