შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოქტეილი (სრულად)


3-09-2016, 09:52
ავტორი teddy))
ნანახია 5 929

კოქტეილი

-წავალ და მალე ჩამოვალ!-ვეუბნები ჩემს საუკეთესო მეგობარს.-თან შენც რომ მორჩები სამსახურს, ჩამომაკითხავ ბათუმში!-ვიძახი და მაისურს ჩემოდანში ვდებ.
-მეც მინდა შენთან ერთად ბარში მუშაობა!-დანანებით მეუბნება ნუცა.
-კარგი ქინებოდა!-დივნის კუთხეში ჩამოვჯექი.-ზედმეტი ფული არ მაწყენს!-ვიცინი და სიცხისგან შეწუხებული რვეულს ვინიავებ.
-თან ახლა სეზონია და უფრო ბევრი ხელხი იქნება!-ამბობს ნუცა და ცივ ყავას სვამს.
-მართალი ხარ!-თვალს ვუკრავ მე.
-თათუ, წავიდეთ, თორემ დაგაგვიანდება!-იძახის და მეც ჩანთას ვიღებ, რომ მატარებელზე არ დამაგვიანდეს.

***
უკვე ბათუმში ვარ და მომავალ ტაქს ხელს ვუქნევ. ინტერნეტით დაჯაშვნულ სახლის მისამართს ვკარნახობ და ნუცას ვურეკავ მობილურზე:
-ჩახვედი?-მეკითხება ის.
-ხო, უკვე ჩავედი!-ვაცნობ ნუცას.
-კარგი, ჩემი უფროსი შემოვიდა და მერე დაგირეკავ!-იძახის და ყურმილს თიშავს.

***
-გამარჯობა!-ვესალმები სახლის პატრონს.
-შენ ის ხარ, ხომ? ოთახი რომ გინდა!-მეკითხება ნელი დეიდა და წყლით სავსე ჯამს, მაგიდაზე დებს.
-დიახ, მე ვარ!-ვპასუხობ და ჩემოდანს კედელთან ვაყუდებ.
-წამოდი, ოთახს გაჩვენებ!-მეუბნება და წითელი კიბეებით მეორე სართულზე ავყავარ.
-დიდი მადლობა!-გამოვხატავ მადლიერებას.
-აბა შენ იცი, კარგად მოეწყვე!-მეუბნება და ოთახიდან გადის.
ოთახი სალათისფერ ფერებშია. კედელთან საწერი მაგიდა დევს, მასთან ახლოს კი შავი სავარძელი. კედელზე დაკიდებული ძველებური საათი წიკწიკებს. ფანჯრის რაფაზე ქოთნები აწყვია, სადაც ფერად-ფერადი ყვავილებია დათესილი. კარადას თან ახლავს სარკეს და ჩემ დაღლილ სახეს შევყურებ. ქერა თმებს მაღლა ვიწევ და საწოლზე დაღლილი ვწვები.

***
სასეირნოდ ვაპირებ წასვლას, რომ ნელი დეიდას ხმა მეწევა:
-მოდი გოგო, ისედაც გაჩხიკინებული ხარ, მჭადები დააცხო, ჩემმა რძალმა და ჭამე!-მეპატიჟება ის.
-არა იყოს, არ შეწუხდეთ!-ვიღიმი მე.
-მოდი, მოდი!-ხელს მიქნევს ის და მეც სამზარეულოში შევდივარ. სამზარეულოში თეთრი ფერი ჭარბობს და მჭადის სუნი ტრიალებს.
-თათუ გქვია ხომ?-მეკითხება ქალი, რომელიც სავარაუდოთ ნელი დეიდას რძალია.
-დიახ!-ვპასუხობ მე.
-დაჯექი, ახლავე საზამთროს დავჭრი!-მეუბნება და სარდაფიდან საზამთრო გამოაქვს.
-ჩემს გამო ნუ შეწუხდებით!-ვიმორცხვები მე.
-რა შეწუხებაა, ახლა ჩემი ბავშვებიც მოვლენ!-იძახის ნელი დეიდას რძალი.
-ხო, მართლა, მე თამილა მქვია!-მაცნობს თავის სახელს.
-სასიამოვნოა!-ვეუბენბი და მჭადს ხელში ვიღებ.
-აი, ჩემი შვილებიც მოსულან!-სიხარულით ამბობს თამილა.-ეს ქეთია, თოთხმეტი წლის, ეს კი ლაზარე თექვსმეტი წლის!-წარადგინა თავისი შვილები. ძალიან ლამაზი შვილები ყავს, თამილას გვანან. დახვეწილი ნაკვთები, მუქი თმა და თაფლისფერი თვალები, ძალინ ამშვენებს თამილას.
-თქვენ რამდენი წლის ხართ?-მეკითხება ქეთი.
-მე ოცდასამი წლის ვარ!-ვაცნობ ჩემს ასაკს.
-ხელები დაიბანეთ!-ნელი დეიდა ეუბნება თავის შვილიშვილებს.
-მე წავლ, გავისეირნებ!-ფეხზე ვდგები და გარეთ გამოვდივარ.
სანაპიროს ვხედავ და მეც მისკენ მივემართები. ლურჯი ტალღები სანაპიროს ეხეთქება და მშრალ ქვებს ასველებს. მზე სტაფილოსფრად ჟეღებილა და სადაცაა ღრუბლებში გაუჩინარდება. ცაზე თოლიები დაფრინავენ და ბავშვების ჟივილ -ხივილი სანაპიროს ართობს.


***
თითქოს დედა-ბუნებას უბედურება გადახდა და ტირისო. წვიმის წვეთები ხმაურიანად ეცემა ასფალტს. ხალხი სანაპიროდან გარბის და თავშესაფარს ეძებენ. მე კი უკვე დასებული, ბარისკენ მივდივარ, სადაც სამუშაო მელოდება. ხეებს იქით ჩანს ბარი, რომელსაც თეთრი წარწერა ამშვენებს. შავ-თეთრი ინტერიერი, ფანჯრიდან კარგად ჩანს ზღვა, ხალხიც შეკრებილა ბარში და აქედან უცქერენ წვიმას. ისინი ჩემგან განსხვავებით მშრალები არიან და დროზე ადრე დააღწიეს თავი წვიმის წვეთებს.
-თქვენ ბატონი თემო, ხართ ხომ?-ვეკითხები კუთხეში მჯდომ კაცს, რომელიც ფურცლებში ჩაერგო თავი.
-დიახ! შენ ის ხარ ხომ, ინტერნეტით რომ ეძებდი სამსახურს?-მცნობს უფროსმა.
-დიახ!-ვუღიმი მას.
-კარგი!-თავს მიქნევს ის.-მარიტა!-ეძახის ხმამაღლა.
-დიახ!-მოდის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ხელში ლანგარი უჭირავს.
-თათუ ხომ?-მომიბრუნდა უფროსი.
-დიახ, თათუ!-ვეთანხმები მას.
-ეს მარიტაა, შენთან ერთად იმუშავებს მიმტანად და ეს მოგხედავ!-გვამცნობს სიტუაციას და ხელით გვანიშნებს, რომ წავიდეთ.
-სასიამოვნოა!-მეუბნება მარიტა.
-ჩემთვისაც!-ვიძახი და უნიფორმას ვართმევ.
-მიდი გამოიცვალე და გაგაცნობ აქაურობას!-გასახდელისკენ იშვერს ხელს. თავს ვუქნევ და გასახდელში შევდივარ. შავ ბოლოკაბას და თეთრ მაისურს ვიცვამ და გარეთ გამოვდივარ.
-მზად ვარ!-ვეძახი მარიტას.
-როგორც იცი, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ! აქ, კიდევ ბარმენია, ჯერ არ მოსულა, მაგრამ ალბათ მალე მოვა! ხო, კიდევ საღამოობით ბენდი უკრავს და შენც თანდათან გაეცნობი აქაურობას!-მიხსნის ის.
-წვიმს, წვიმს და როგორ ცივაა...-კარი იღება და ღიღინით შემოდის მაღალი, შაგვრემანი ბიჭი.
-აი, ისიც! ეს ჩვენი ბარმენი დემე!-იცინის და ერთ-ერთ მაგიდასთან მიდის.
-ახალი ხარ ხო?-ჩემს წინ დგება დემე.-უფროსი უკვე გაგიბრაზდა ხო? ძალიან საშიში კაცია!-იძახის ფრთხილად.
-ნუ აშინებ მაგ გოგოს!-ჩვენკენ მოდის ბატონი თემო.
-კარგი ეს მოგატყუე! მე დემე, შენ?-ხელს მიწოდებს ის.
-თათუ!-ვიცინი მე.
-თათუ, მაისური უკუღმა გაცვია!-იცინის და თავის ადგილას მიდის.
-დიდი მადლობა რომ შეამჩნიე!-უკმაყოფილოდ ვამბობ მე და გასახდელში ვბრუნდები. იქიდან გამოსულს, დემე მანიშნებს, რომ მასთან მივიდე.
-რა იყო?-ვეკითხები მე.
-ეს იმ მაგიდასთან მიიტანე!-მავალებს და კოქტეილს მაწვდის. მეც ფანჯარასთან მდგარ მაგიდისკენ მივემართები:
-გემრიელად მიირთვით!-ვეუბნები სათვალებიან გოგონას.
-გმადლობ!-მიღიმის და უკან ვბრუნდები.
-ორი წუთით!-სხვა მაგიდიდან მიხმობენ.
-დიახ!-ვიძახი და ჩემ კლასელს ვხედავ.
-კახა, როგორ ხარ?-ვეხუტები მას.
-შენ როგორ ხარ? აქ რა გინდა, თბილისში არ მუშაობდი?-მეკითხება ჩემი კლასელი.
-ძველ სამსახურში შემცირებაში მოვყევი და ვიფიქრე ზაფხულში აქ ვიმუშავებდი! მარტო ხარ?-ვეუბნები მას.
-ჩემი მეუღელაც აქ არის! აი, ისიც!-იძახის ღიმილით.
-თათუ ეს გაიცანი, ლიკაა, ეს კი ჩემი კლასელია!-ხელს ხვევს თავის ცოლს.
-სასიამოვნოა!-ვიძახით ორივე ერთდროულად და ღიმილით ვაჯილდოვებთ ერთმანეთს.
-მე წავალ საქმეებს მივხედავ, თორემ პირველივე დღეს არ მინდა საყვედური მივიღო!-ვიცინი მე.
-ხო, არ ვიცოდი შენ რომ იყავი და რისთვის დაგიძახე სულ დამავწიყდა!-იძახის კახა.-ორი შოკოლადის ნაყინი მოგვიტანე თუ შეიძლება!-მიკვეთავს და დახლისკენ მივდივარ.
-ორ წამ გაიწიე, ნაყინი მინდა!-ვეუბნები დემეს.
-ახლავე ქალბატონო!-იღიმის და თაროებიდან სასმელს იღებს. შუშის ჭიქაში შოკოლადის ნაყინს ვდებ და კახასთან და თავის ცოლთან მიმაქვს ნაყინი.

***
საღამოს ბენდი მოდის და მარიტა ერთ-ერთი ბიჭისკენ გარბის და ეხუტება.
-დემე, ორი ვისკი!-ვეუბნები შეკვეთას. ისიც ჭიქებში ასხავს ვისკს და ლანგარზე ვდებ.
-თათუ მოდი!-მეძახის მარიტა.
-შეკვეთას მივიტან და ახლავე!-ვეუბნება მას და მაგიდაზე ორ ჭიქა ვისკს ვდებ.
-გაიცანი ეს ჩემი შეყვარებულია გიორგი, ეს კი ახალია, დღეს დაიწყო მუშაობა, თათუ!-გვაცნობს ერთმანეთს.
-სასიამოვნოა!-იძახის გიორგი.-წავალ მე დავუკრავ და ჩვენს სამუშაო საათებს რომ დავამტავრებთ, გარეთ დაგელოდები!-ეუბნება მარიტას და სცენისკენ მიდის. რამდენიმე წუთში, ბარს ,,მუსიკის ჰანგები“ აცოცხლებს და ხალხიც იმატებს.

***
-თათუ, რაღაც უნდა გთხოვო!-იწყებს მარიტა მორიდებით.
-მთხოვე!-ვუღიმი მას.
-გიორგიმ სადღაც დამპატიჟა და შეგიძლია დღეს შენ დაკეტო ბარი? თან დემეც აქ იქნება!-მთხოვს ის.
-ნუ ნერვიულობ, კარგად გაერთე!-მხარზე ხელს ვუვამ და ვანიშნებ, რომ წავიდეს.
-ნახვამდის!-გვეძახის დაცარიელებულ ბარში მარიტას. ბატონი თემოც, მარიტაც და მზარეულებიც წავიდნენ, მხოლოდ დემე შემორჩა.
-მივხედავ საქმეებს და ბარს დავკეტავ!-ვეუბნები დემეს.
-კარგი, მეც მანამდე ამას მოვაწესრიგებ!-თაროზე აადგილებს სასმელებს. ლანგარს ვინახავ და გასახდელში შევდივარ. ფორმას ვიცვლი და ფირუზისფერ კაბას ვიცვამ. კარი იღება და დემე შემოდის.
-ბოდიში!-იცინის დემე.
-შეგიძლია შემოხვიდე!-ვამბობ დამორცხვებული და გარეთ გავდივარ. წყალს ვსვამ და ბარის გასაღებს ვიღებ.
-წავედით?-გასახდელიდან გამოდის დემე.
-კი!-კარებს ვაღებ და გარეთ გავდივართ. დემე გასაღებს მართმევს და თვითონ კეტავს კარებს. გაჩერებამდე ერთად გავდივართ და ორივე უხმოდ მივაბიჯებთ.
-ვაიმე!-წამოვიყვირე მე.
-მეტეორი გვეცემა?-ამბობს სიცილით. აშკარად ჩაფიქრებული იყო და შევაშინე.
-ჩანთა დამრჩა!-ვაცნობ უკმაყოფილოდ.-მე წავალ ბარში, ჩანთას ავიღებ!-ვემშვიდობები დემეს.
-დაიცადე, მეც წამოვალ, თორემ უკვე შუაღამეა და რამე რომ მოგივიდეს მერე მე დამაბრალებენ ამხელა ბიჭი სად იყოვო?!-იძახის მსახიობურად და შავ თმებზე ხელს ისვამს.
-კარგი!-ვთანხმდები სიცლით.
რამდენიმე ხანში ბარს ვუახლოვდებით და კარს ვაღებ. შიგნით შევდივარ და ჩანთას ვიღებ.
-დღეს ჩემი დაცვა გამოხვედი!-ვეუბნები სიცილით.
-კარგი დაცვა ვიყავი!-ამატებს ისიც სიცილით.
გასაღებს ჩანთაში ვიდებ და წინ მივდივართ.

***
დღეს სამსახურში დასვენება მაქვს, ამიტომ სანაპიროზე გადავწყვიტე წასვლა. მაღაზიაში შევდივარ და მოზუცებულ ქალს გაზიან სასმელს ვთხოვ:
-რა ღირს?-ვეკითხები გამყიდველს.
-ერთი ლარი, შვილო!-მპასუხობს და ხურდას ვაძლევ. გარეთ გამოვდივარ და თავს მაღლა ვწევ. სახეზე სასიამოვნოდ მელამუნებიან მზის სხივები. ადგილზე მისული ჩანთას და სათვალეს ქვებზე ვდებ და ზღვაში შევდივარ. არაფერი ჯობს ზაფხულს, მცხუნვარე მზეს და ზღვას. სანაპიროდან ხმა მესმის:
-სიმინდი, სიმინდი!-ამ სიტყვების გაგონებისას გამახსენდა, ბებო, რომელიც სკოლის დამთავრებისთანავე, მეორე დღეს ზღვაზე მივყავდი და სანაპიროს სიმინს მყიდულობდა.
ზღვიდან ამოვდივარ და გასარუჯად ვწვები. მზის სხივები სხეულზე დამთამაშებენ და სველ კანს მიშრობენ.
-თათუ!-მეძახის ვიღაც. გვერდზე ვიხედები და ჩემკენ დემე მოიწევს:
-დემე, როგორ ხარ?-ვდგები ფეხზე.
-კარგად, შენ როგორ ხარ?-მეკითხება ის.
-კარგად! კარგია, სამსახურის შემდეგ, ზღვაზე გამოსვლა!-ვიცინი მე.
-მაგას რა სჯობს!-აწკრიალებულ მობილურს თიშავს.
-დემე, ჩვენ წავალთ!-ეძახის ქერა თმიანი ბიჭი.
-მიდით!-ხელს უქნევს მათ.
-მოდი ახლა, სხვამ გვემსახუროს და ბარში წავიდეთ!-იცინის დემე.
-დაე, გვემსახურონ ჩვენ!-ვთანხმდები და ტანზე თეთრ სარაფანს ვიცვამ.

***
სანაპიროსთან ახლოს მდებარე ბარში შევდივართ და ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მივდივართ.
-რას ინებებთ?-ჩვენთან მოდის გარუჯული გოგონა.
-კოქტეილს! შენ?-მეუბნება დემე. -მეც კოქტეილს დავლევ! ვნახოთ დემეს კოქტეილს თუ აჯობებს!-ვიღიმი და თმას გვერდზე ვიწევ.
-მე თვით სპეციალისტი ვარ!-თავს იქებს სიცილით.

-თქვენი კოქტეილი!-მაგიდაზე ორ ჭიქა კოქტეილს დგამს.
-რა კარგი ამინდია!-ფანჯარაში ვიყურები.
-აქეთ აპირებ დარჩენას თუ სამსახურის შემდეგ, ისევ თბილისში მიდიხარ?-მეკითხება დემე და კოქტეილის ჭიქას მაგიდაზე დგამს.
-ალბათ წავალ, მაგრამ თუ მომეწონა აქ დავრჩები!-ვამბობ მე.
-მოგეწონება, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი!-იძახის ის.
-ორი წუთი!-მობილურის სიმღერა მესმის და მწვანე ღილაკს ვაჭერ:
-ხო, ნუცა!
-კარგი ამბავი მაქვს!-იძახის აღფრთოვანებით.
-რა ამბავი?-მომლოდინეთ ვიძახი.
-რამდენიმე დღეში შენთან გავჩნდები!-კისკისებს ის.
-რა? როგორ გამახარე!-სიხარულით ვამბობ მე.
-კარგი, წავედი და საღამოს შეგეხმიანები!-მემშვიდობება და მობილურს თიშავს.
-სასიხარულო ამბავი შეგატყობინეს?-იღიმის დემე.
-ჩემი მეგობარი, რამდენიმე დღეში ბათუმში იქნება!-გაბრწყინებული თვალებით ვამბობ მე.
-კარგია!-იძახის დემე. ერთმანეთს შევყურებდით და ხმას არ ვიღებდით. თითქოს თვალებით ვსაუბრობდით და ჩემმა ცისფერმა და მისმა მწვანე თვალებმა კარგად გაუგესდ ერთმანეთსო.-მოდი, გავისეირნოთ!-მთავაზობს ის.
-რა ვიცი!-მხრებს ვიჩეჩ მე.
-გვერდი დამიმშვენეთ!-სიცილით იძახის და ფეხზე მაყენებს. ბარიდან გამოვდივართ და წინ მივდივართ. ხელში მობილურს ვათამაშებ და რამდენიმე წამში ძირს ჩნდება. ვიხრები, რომ მობილური ავიღო, მაგრამ დემე მასწრებს და ის მაწოდებს.
-გმადლობ!-თავს დაბლა ვხრი.
-დღეს უნდა გავერთოთ!-იცინის დემე და პარკში შევყავარ, სადაც კარუსელებზე ბავშვები კატაობენ.-პირველი რეისი მანქანები!-აცხადებს ის და კარუსელისკენ მივყავარ. ის მწვანე მანქანაში ჯდება, მე კი ლურჯში.
-გიჟი ხარ!-მეცინება მე.
-შევებრძოლოთ!-იძახის და სიმღერაც ირთვება. წინ მივდივარ და მანქანას ვეჯახები, სადაც ბავშვები სხედან. უკან მიმყავს და დემეს ვუსწრებ.
-მოიცადეთ, ქალბატონო!-ყვირის დემე და უკან ვიხედები. ჩემი უკან გახედვით სარგებლობს და მე მისწრებს. მანქანები ჩერდება და ჩვენც გადმოვდივართ:
-მოვიგე!-იძახის ის.
-მოიგე? კარგი! ახლა იქ წავიდეთ!-სიცილით პირდაპირ ვიშვერ ხელს, სადაც ქილები აწყვია. ხელში თოფს ვიღებ და ქილას ვუმიზნებ. პირველს ვაქცევ, მეორეს ვერა, მესამეს კი და საბოლოოდ სათამაშო ბაჭიას ვიგებ.
-ახლა ჩემი ჯერია!-ტაშის დაკვრას ამთავრებს დემე. თოფს იღებს და ქილებს უმიზნებს. ყველა ქილას აგდებს ის:
-ვერ მაჯობებთ!-იღიმის ის. ქუდიანი კაცი დიდ სათამაშო დათუნიას აძლევს მას.
-ეს შენ, ასეთი კეთილი ბიჭი ვარ!იცინის და სათამაშოს მჩუქნის.
-გმადლობ!-სათვალეს თმებზე ვიწევ. სიცილის ოთახში შევდივართ და სარკეებში ვიხედებით. ორივე ხმამაღლა ვიცინივართ,ჩვენს გამოსახულებებზე.
-ამ სარკეში ძალიან სიმპათიური ვარ!-იძახის დემე სარკეზე, სადაც თვალები დაპატარავებული აქვს, ხოლო ცხვირი და ნიკაპი გაზრდილი.

***
სახლამდე მაცილებს დემე:
-კარგი დრო გავატარე, გმადლობ!-ვუღიმი მას.
-კარგად გავერთეთ!-აღნიშნავს ის.
-კარგი, ხვალამდე!-ვემშვიდობები და ჩემს ოთახში ავდივარ. საწოლზე ვწვები და გონებაში მხოლოდ დემე მიტრიალებს. გვერდზე ვბრუნდები და თვალებს ვხუჭავ, გაღიმებული.

***
-მოდი ვითამაშოთ! ახლა რომ გოგო და ბიჭი შემოვიდა, გამოვიცნოთ რას შეუკვეთავენ! მე თუ გავიმარჯვე ხვალ მეგობრის დაბადების დღეზე წამომყვები!-მეუბნება დემე დახლთან მდგომს.
-და მე თუ გავიმარჯვე?-ვიღიმი მე.
-შენ თუ გაიმარჯვე დაბადების დღეზე წამომყვები!-მზრებს იჩეჩავს ის.
-მე თუ გავიმარჯვე დაბადების დღეზე არ წამოგყვები!-ჭიქას თაროზე ვდებ. მეგობრის დაბადების დღეზე მაინც და მაინც მე რატომ მივყავარ?! ცოტა მაღელვებს მისი წინადადება!
-პირველი შენ თქვი!-მეუბნება დემე.
-ორი ჭიქა ცივი ყავა!-ჩაფიქრებული ვამბობ მე.
-კარგი!-ეცინება მას.-ერთი ,,მოჰიტო“ და ერთი ფორთოხლის წვენი!-თავდაჯერებული ამბობს დემე.
-წავალ და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს!-დემეს ხელით ვანიშნებ, რომ წაგებული აქვს და მაგიდისკენ მივემართები:
-გამარჯობა!-ვესალმები წყვილს. გოგონას ბზინვარე თმა მაღლა აეწია და ზედ ყვავილი მიემაგრა. ბიჭი მის თმაზე ხელებს ათამაშებს და ღიმილი დასთამაშებს.
-გამარჯობა!-მიღიმის გოგონა.
-რას ინებებთ?-ვეკითხები მათ მომლოდინეთ.
-ერთი ფორთოხლის წვენი და ,,მოჰიტო“!-ამბობს ბიჭი.
-და ცივი ყავა?-ვეკითხები ხმადაბლა. განა რა მოხდა, უბრალოდ არ ვიცი რას მივაწერო დემეს ნათქვამი ,,მაშინ დაბადების დღეზე წამომყვები“! კარგი რა, უბრალოდ ადამიანმა დაბადების დღეზე წამოსვლა გთხოვა, ეს შეიძლება ნებისმიერისთვის ეთხოვა! უაზრო ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ.
-უკაცრავად?-მეკითხება გოგონა.
-არა, არაფერი!-ვუღიმი და უკან ვბრუნდები.
-აბა, რა შეუკვეთეს?-იცინის დემე.
-შენ საიდან იცოდი?-ვეკითხები დაბნეული.
-და რა იცი რომ ვიცოდი?-კითხვას მიბრუნებს დემე. წამით მისი გამოხედვა მაბნევს და აღებული ჭიქა ხელიდან მივარდება.
-ფრთხილად უნდა იყო!-მეუბნება დემე და კარებთან მდგომი დამლაგებელი ჩვენკენ მოდის.
-შეყვარებული ხო არა ხარ გოგო, რას დაგივარდა ეს ჭიქა?!-ჩემი მისამართით ამბობს დამლაგებელი და შუშის ნამსხვრევებს ერთ ადგილას აგროვებს.
-მე? არა!-თითქოს ჩემ სიტყვებში ვეჭვობ. დემე ლანგარზე ,,მოჰიტოს“ და ფორთოხლის წვენს დგამს და ხელში მაწოდებს.
-თქვენი სასმელი!-წყვილთან მისული მაგიდაზე ვდგამ ჭიქებს და უკან ვბრუნდები.
-თათუ!-ჩემკენ მოდის მარიტა.-რომელი კაბა ჯობს?-მობილურში მაჩვენებს სურათებს.
-ორივე ლამაზია, მაგრამ უფრო აი ეს!-თითს ვიშვერ წითელი მოკლე კაბისკენ.
-დემე, ალუბლის წვენი დამალევინე რა!-მარიტა თხოვს დემეს.
-არა არ დაგალევინებ!-იცინის და ჭიქებში ალუბლის წვენს ასხამს და მე და მარიტას გვიწოდებს.
-გმადლობ!-ვუღიმი მას.
-თქვენ ერთმანეთი მოგწონთ ხო?-გვეკითხება მარიტა და ხან მე მიყურებს თვალებში, ხან დემეს. თვალებს ვხრი და თითებს ერთმანეთში უაზროდ ვათამაშებ.
-თუ ქორწილი დავგეგმეთ, პირველი შენ გაგაგებინებთ!-სიცილით ეუბნება დემე მარიტას.

***
საღამოს მარიტას სამუშაო საათები სრულდება და სახლში მიდის. ხალხმა იმატა და მეც უფრო მეტი მუშაობა მიწევს. შემიყვარდა ეს საქმე! თბილი გარემოა და თანამშრომლების შესანიშნავები არიან! არ გიყურებენ, როგორც ახალს და თბილად გიღებენ ისე თითქოს რამდენიმე წელია მათთან მუშაობო.
-ბარის დაკეტვის დროა, წავიდეთ უკვე!-ჩანთას ვიღებ ხელში და დემეს ვეძახი.
-მოდი ცოტახანიც დავრჩეთ!-ამბობს დემე.
-რატომ?-ვეკითხები მას.
-იმიტომ რომ სპეციალურად შენთვის მოვამზადე, კოქტეილი!-შუაგულში მგომ მაგიდაზე ორ ჭიქა კოქტეილს დებს.
-სპეციალურად ჩემთვის?-თვალები მიბრწყინავს მე. ძალიან მსიამოვნებს მისი ყურადღება, მაგრამ არამგონია, როგორც მარიტამ თქვა ეს მოწონება იყოს ან დამლაგებლის თქმით შეყვარებული ვიყო!
-ხო, კოქტეილო!-ჩემთან ახლოს მოდის და სკამს მიწევს. ხმადაბლა სიმღერას რთავს და ისიც ჯდება. მისი ნათქვამი ,,კოქტეილო“ ყურში სხვანაირად მხვდება, ოღონდ არა ცუდათ! იმდენად სასიამოვნოდ რომ სხეულში ჭიანჭველების დავლას ვგრძნობ.
-რახან სპეციალურად ჩემთვის მოამზადე, დიდი მადლობა!-მობილურს ჩანთაში ვდებ. წამით უხერხულ სიჩუმე ვარდება და ისევ დემე არღვევს სიჩუმეს:
-მიდი, გასინჯე!-მანიშნებს კოქტეილზე.
-უგემრიელესია, ეტყობა დემეს გაკეთებული რომ არის!-ვსინჯავ კოქტეილს მე.
-შექებამ არ მაწყინოს!-იცინის დემე.
-ცუდათ არ იმოქმედებს ვიცი!-ვეუბნები მას.
-იცი? კიდევ რა იცი?-მომაჯადოებელი ღიმილით მაჯილდოვებს ის.
-კიდევ რა ვიცი?-ვფიქრდები მე.-ვიცი რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარ!-თმას გვერდზე ვიყრი.
-იქნებ არ ვარ კარგი ბიჭი და აქაც მოტყუებით დაგტოვე, რომ მოგიტაცო!-სიცილით ამბობს დემე.
-უნდა მეშინოდეს?-ჭიქას მაგიდაზე ვდგამ.
-არ გაინტერესებს მე რა ვიცი შენზე?-მეკითხება დემე.
-კი, თანაც ძალიან!-ინტერესიან თვალებს ვაპყრობ მას.
-მე ვიცი, წეღან რატომაც დაიბენი და შემდეგ ჭიქა დაგივარდა!-დაბეჯითებით ამბობს ის.
-რატომ?-ისევ თითების წვალება დავიწყე.
-იმიტომ რომ...-ჩერდება და ჩემკენ იხრება. ბაგეებზე ნაზად მეხება და თმაზე ხელს მკიდებს. მეც ჩემს ბაგეებს ვაგებებ და ტანში წერტილების დავლას ვგრძნობ. თითქოს გონება მუშაობას წყვეტს და გულს აძლევს ნებართვას მან განაგოს ეს წუთები. დემე უკან იხევს და სკამს ეყუდება. ერთხანს ხმას ვერ ვიღებ და ისევ ვერ გამოვსულავრ წეღანდელი ბედნიერებით აღსავსე წუთებიდან.
-უკვე გვაინია, მე წავალ!-ფეხზე ვდგები და უკან დემე მომყვება. გარეთ გასული ტაქს ვაჩერებ და კარებს ვაღებ.
-თათუ!-მესმის დემეს ხმა. უკან ვიხედები და მძღოლის ხმა მაჩერებს ნაბიჯის გადადგმისკენ:
-დაბრძანდით გოგონა!-ავტომობილში ვჯდები და ფანჯრიდან დემეს ვუყურებ, რომელიც ღამის სიშავეში, არც თუ ისე კარგად ჩანს. თავს სავარძელს ვაყუდებ და გონებაში წეღანდელ წუთებს ვიხსენებ. მეღიმება და დემეს სახე მიდგას წინ და მისი სიტყვა ჩამესმის: ,,კოქტეილო“!

***
-კარგი რა, დემე! მე რა მინდა?-დაბადების დღეზე წასვლას ვეწინაამღდეგები.
-დღეს სამსახურში დასვენება გვაქვს, ხელს რა გიშლის?-ამბობს ისე ვითომ ვერ ხვდებოდეს.
-არაფერი, მაგრამ...-მეუხერხულება იქ წასვლა. არავინ მიცნობს, მეც არ ვიცნობ....
-ხო და თუ არაფერი შვიდზე გამოგივლი და მოემზადე!-მობილური გათიშა დემემ. სკამიდან ვდგები და კარადას ვაღებ. კაბებს ვათვალიერებ და რამდენიმე არჩევანი მაქვს: ყვითელი, თეთრი, წითელი კაბები. თეთრ კაბას ვარჩევ და საკიდიდან ვხსნი. კედელზე დაკიდებულ საათს გავყურებ და დრო ერთი საათი მაქვს. ტანზე თეთრ კაბას ვირგებ და სარკეში ვათვალიერებ ჩემ გამოსახულებას. ტუჩებს წითლად ვიღებავ და ქერა თმებს ვიშლი. სარკის წინ ბრუნვას ვაკეთებ და დაბლა ჩავდივარ.
-თათუ, რა ლამაზი ხარ!-მეუბნები ქეთი.
-დიდი მადლობა საყვარელო!-თმებზე ხელს ვუსვამ. მაჯის საათზე ვიყურები და შვიდს აკლია ათი წუთი. გარეთ გამოვდივარ და დემეს ვხედავ, რომელიც ჩაფიქრებულია და სახეზე ღიმილი აღბეჭდია.
-დემე!-ვეძახი და მისკენ მივდივარ.
-კიდევ კარგი, შენც იმ გოგოების კატეგორიაში არ შედიხარ, ვინც მალოდინებს ხოლმე!-იცინის დემე.
-ბევრი ვინმე გალოდინებდა?-ვამბობ მე.
-დაიცა დავითვალო...-მსახიობურად თითებს დაჰყურებს და ვითო ითვლის.
-მე არ გალოდინებ!-ვიცინი და ხელმკლავს ვუყრი.
-თვლა ამერია!-ამბობს ის.
-ძალიან ბევრი გალოდინებდა და ვეღარ ითვლი ხო?-თვალმოჭუტული ვამბობ მე.
-არა, იმიტომ რომ გვერდზე მიდგახარ და მაბნევ!-იცინის დემე.

***
დიდ, ლამაზ, კერძო სახლში მივედით. ეზოში შეკრებილიყვნენ ახალგაზრდები და სიმღერა ხმამაღალ ხმაზე ჟღერდა.
-დემე!-დაიყვირა ერთმა ბიჭმა და დემესკენ წამოვიდა:
-გილოცავ!-საჩუქარი მიაწოდა დემემ.-ეს გაიცანი ჩემი ძმაკაცია, ვაჩე! ეს კი თათუა!-გვაცნობს ერთმანეთს.
-სასიამოვნოა!-ვიღიმი და დაბადების დღეს ვულოცავ.
-აქეთ წამოდით!-გვეუბნება და წინ მიდის.
-როგორ ხართ?-შეკრებილ ხალხს ეუბნება დემე.-ეს თათუა და ესენი... რამდენი ხართ, რა იყოთ?! -იცინის ის.-ეს მარი, თემო, კოკა, სოფი, დიტო, ოთო, თამთა და ლევანი.-იძახის თანმივდევრობით.
გამარჯობა!-ვესალმები მათ.
-დემე, როგორ ხარ?-ფეხზე დგება თამთა და კოცნის.
-მადლობა კარგად, შენ?-დემე ეუბნება მას.
-რა ვიცი, კარგად!-თმას გვერდზე იწევს თამთა. ალმაცერად მათვალიერებს და დემეს წინ ჯდება.
-თათუ ხო?-ჩემ გვერდზე მჯდომი სოფი მეუბნება.
-კი, თათუ!-ვუღიმი მას.
-რაღაცეები გსმენი შენზე და ძალიან გვინდოდა შენი გაცნობა!-ღიმილით მპასუხობს ის.
-ძალიან მოგიხიბლავს ეს ბიჭი!-ჩვენკენ იწევა მარი. სიცილით ვპასუხობ და ცოტა არ იყოს ვწითლდები. თამთა ჩემკენ ირონიული ღიმილით იხედება.
-რამე გინდა?-ვეუბნები მას.
-არაფერი, რა უნდა მინდოდეს?!-ამბობს და სალათას იღებს.
-ყურადღება არ მიაქციო!-მეუბნება სოფი და ვისკის ჭიქას იღებს ხელში.
-ვაჩე გილოცავ! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!-ამბობს თამთა.-ყველას გისურვებთ კარგ მომავალს და შენც მალე დემე, შენი შეყვარებულით მოსულიყავი!-ამთავრებს თამთა.
-თამთა, ჩემ გვერდით ზის!-ხელს მხვევს დემე.
-თამთა, ალბათ თავის თავს გულისხმობს !-უკმაყოფილოდ უჩურჩულებს სოფი მარის, მაგრამ მეც მესმის.
რა უნდა თამთას ჩემგან? დანახვის თანავე არ მოვეწონე! ,, შენც მალე დემე, შენი შეყვარებულით მოსულიყავი!“ გულში ვაჯავრებ თამთას.
-წამოდი ვიცეკოთ!-ფეხზე მაყენებს დემე და მარის და კოკას ვუერთდებით.
-როგორც ჩანს, თამთას არ მოვეწონე!-ვამბობ მე.
-მთავარია მე მომწონხარ!-მეუბნება დემე და წელზე ხელს მხვევს.-უფროსწორად მიყვარხარ!-ყურთან ახლოს ჩამჩურჩულებს. დემეს თავს ვადებ და მუსიკას ტანს ვაყოლებთ.
-მეც მინდა ცეკვა!-ჩვენკენ მოდის თამთა.
-დავაცადოთ ხო!-გვერდზე წევს ოთო და მასთან იწყებს ცეკვას. ეჭვით ვათვალიერებ თამთას და მობილურს დავყურებ, რომელიც რეკვას არ წყვეტს.
-დემე, გარეთ გავალ ჩემი დაქალი მირეკავს!-ვეუბნები და გარეთ გამოვდივარ, რადგან მუსიკაში სიტყვები კარგად გავარჩიო.
-სად ხარ?-აღებისთანავე მეკითხება ნუცა.
-დემეს წავყევი მეგობრის დაბადების დღეზე!-ვეუბნები მას.
-ოჰო!-შესძახა ნუცამ.-ახალი არის რამე?
-ერთი გოგო მიშლის ნერვებს, თამთა! რა უდნა ჩემგან ვერ გამიგია!-ვეუბნები ნუცას.
-ხოდა, შენც მოუშალე ნერვები!-ამბობს ის.
-კარი წავედი და გვიან დაგირეკავ!-ვემშვიდობები მას და უკან ვბრუნდები.
-თამთას ნაირებს ყურადღება არ უნდა მიაქციო!-მეუბნება დემე და ხელებს მხვევს.
-მისმენდი?-ვიცნი მე.
-არა, რომ გამოვედი გავიგონე!-მიპასუხა და თმა გადამიწია.-წამოდი შევიდეთ!-ამბობს და ხელჩაკიდებული შიგნით შევყავარ.
საღამო მხიარულად და ლამაზად მიმდინარეობს. ყველა ძალიან მომეწონა და ვცდილობ თამთას რეპლიკებს ყურადღება არ მივაქციო.
-შევძახეთ სიმღერა!-ყვირის ლევანი და ყველა დაბადების დღის სიმღერას ვმღერივართ. ვაჩე სანთლებს აქრობს და თავის დაკვრით მადლობას გვიხდის.

***
მე და დემე სახლში წამოსვლას ვაპირებთ, როდესაც თამთას ხმა გვაჩერებს და დემესკენ მორბის.
-სახლში გამაცილე რა!-ხელებს ხვევს ისე თითქოს აქ მე არ ვიყო.
-კოკა გაგაცილებს!-თამთას ხელებს იშორებს დემე.
-შენ გამაცილე რა!-ისევ იმეორებს თამთა და დემეს მიერ მოშორებულ ხელებს უკმაყოფილოდ უყურებს.
-კოკა გაგაცილებს!-მკაცრად ეუბნება და კოკაც თამთას უკან აბრუნებს. გარეთ გამოვდივართ მე და დემე.
-თამთას მოსწონხარ მგონი!-ვამბობ მე და გულში სიტყვა ,,მგონის“ ვაშორებ.
-არ მაინტერესებს და თამთაზე ფიქრს მოეშვი!-ჩემკენ ბრუნდება დემე. არაფერს ვეუბნები და დემე ტაქსს აჩერებს. მძღოლს ჩემ მისამართს კარნახობს და მანქანაში ვსხდებით. დემეს თავს ვადებ და თვალებს ვხუჭავ.
-ერთი თვე მალე გავა!-ჩუმად ვამბობ მე. როგორც წესი ერთი თვე ვიმუშავებდი და თბილისში წავიდოდი, მაგრამ ახლა მაშინებს ეს გადაწყვეტილება. არ ველოდი რომ გამოჩნდებოდა ის პიროვნება, ვინც თავდავიწყებით შემაყვარებდა თავს.
-ერთი თვე!-სევდიანად იმეორებს დემე.
ტაქსს დანიშნულ ადგილამდე მივყავარ და გარეთ გადმოვდივართ. დემე ტაქსს ანიშნებს რომ დაელოდოს.
-ხვალ ბარში შევხდებით!-ვამბობ ღიმილით.
-მიდი შედი, თან წვიმა დაიწყო!-ჩემს თმებთან თამაშს წყვეტს და სახლში შევდივარ. გონება მხოლოდ რამდენიმე რამეზე ფიქრობს: დემე, ერთი თვე, თამთა...

***
-დემე!-მაგიდასთან მდგომ დემესკენ მივდივარ.
-ხო!-ჩემკენ ბრუნდება და ჭიქიდან წყალი სულ მე მესხმევა.
-ეს რა გააკეთე?!-ვიძახი და თან მაისურზე ხელს ვისვამ. დემე კი დგას და იცინის.
-რა გაცინებს, დემე?-ვეკითხები მას.
-არაფერი!-მხრებს იჩეჩავს ის.
-ნუცასთან უნდა წავიდე, სადგურში უნდა დავხვდე და ახლა ვერც სახლში შევლას და გამოცვლას მოვასწრებ!-ვწუწუნებ მე.
-ჩემი მაისური ჩაიცვი!-ისევ აგრძელებს სიცილს დემე.
-შენი მაისური?-ვიკვირვებ მე.
-მართალია, ჩემზე მეტად ვერ მოგიხდება, მაგრამ...-მაგიდას ეყრდნობა დემე.
-ასე ვერ წავალ...-მაისურზე ვიყურები.-სად არის შენი მაისური?-ვნებდები მე.
-გასახდელშია ნახე!-იცინის და ბარში შემოსულ ბიჭს კოქტეილს უმზადებს. გასახდელში შევდივარ და დემეს მაისურს ვეძებ. ვპოულობ და ტანზე ვისვამ. სარკეში ვათვალიერებ ჩემ თავს და მეცინება. დემეს მობილურზე შეტყობინება მოსდის და ხელში ვიღებ, რომ გავუტანო. ეკრანზე თითი შემთხვევით მეჭირება და შეტყობინება იხსნება:
,,დემე, დღეს რვაზე ვხვდებით, ხო?“-თამთა.
შეტყობინების წაკითხვისას გაურკვევლობა დასტრიალებს ჩემ თავს და ეჭვიანობის გრძნობები ტივტივდება. გარეთ გამოვდივარ და მაგიდასთან მდგომ დემეს მობილურს ხმაურით ვუდებ მაგიდაზე და არც ვაფრთხილებ ისე გამოვდივარ. რა უნდა ამ თამთას რომ აღარ მასვენებს?!

***
სადგურში შევდივარ და ნუცას ვხედავ, რომელიც ხელს ღიმილით მიქნევს.
-ნუცა, როგორ მომენატრე!-მასთან მივდივარ და ვეხუტები.
-როგორ ხარ?-ღიმილით მეუბნება ის.-რა გჭირს?-მაკვირდება ის.
-რა უნდა მჭირდეს?-კითხვას ვუბრუნებ ნუცას.
-მოწყენილი ხარ და თვალებიც აცრემლებული გაქვს!-მატყობს ის.-ის თამთა?-ხვდება ის.
-ხო!-ვპასუხობ მას და ჩანთას ვართმევ. -ეს ტაქსის მძღოლი ჩვენი მეზობელია და ის მიგიყვანს სახლი, დაბინავდი და მერე ბარში მომაკითხე! წამოგყვებოდი, მაგრამ სამსახურში დამაგვიანდება!-ვეუბნები მას.
-ეს რა მაისური გაცვია?-მეუბნება ნუცა.
-დემესია!-მეღიმება მე.

***
-თათუ!-ბარში შესული იძახის დემე.
-რა იყო?-გაბრაზებული სახით ვუდგები წინ.
-კიდევ მე რა იყო?-ისიც გაბრაზებული ჩანს.
-აბა ჩემგან რა გინდა?-კითხვას კითხვითვე ვპასუხობ.
-წეღან რა იყო მობილური რომ მომიგდე და გაიქეცი?-ჭიქაში სასმლის დასხმას თავს ანებებს.
-მალე დაასხი სასმელი, თორემ რვა საათისთვის თამთასთან დაგაგვიანდება.-ირონიულად ვეუბნები დემეს.
-შენ ნუ იდარდებ, როგორმე მოვასწრებ!-ისიც ირონიულად მპასუხობს. გასახდელში შევდივარ და დემეს მაისურს ვიხდი. სამსახურის ფორმას ვიცვამ და უკან ვბრუნდები.
-თათუ!-ბარში შემოსული ნუცა ჩემკენ მოიწევს.
-მოხვედი უკვე?-ვუღიმი მას.
-შენ ის ხარ ხო?-დემესკენ ტრიალდება ის. ხელს ვკრავ რომ გაჩუმდეს, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს.-სხვათაშორის შენზე ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ასეთი სიმპათიური თუ იქნებოდი არ მეგონა!-ამტავრებს ნუცა და ჩემ სახეს რომ ხედავს ჩუმდება.
-გიცანი, ნუცა!-იღიმის დემე.-მეც მსმენია შენზე ბევრი რამ!-აცნობს მას. დემეს მობილურზე ურეკავენ და პასუხობს:
-ხო, ანანო!
-....................
-არ ვიცი!-მოკლედ პასუხობს დემე.
-.....................
-არა, არც მითქვამს!
-...................
-კარგი!-თიშავს მობილურს.
-წამოდი მარიტას გაგაცნობ!-ხელს ვკიდებ ნუცას.
-მარიტა, გაიცანი ეს ნუცაა!-ვაცნობ ერთმანეთს.
-სასიამოვნოა!-ღიმილით პასუხობენ ერთმანეთს და მარიტა თავის საქმეს უბრუნდება.
დემე კოქტეილის კეთებას თავს ანებებს და ბარიდან გადის. საათს გავყურებ და რვას აკლია 20 წუთი. ალბათ, თამთასთან შესახვედრად მიდის!
-კარგი რა, რა იცი რის გამო ხვდებიან?-მეუბნება ნუცა.
-მაგალითად რის გამო?-ვეკითხები მას.
-რა ვიცი, ბევრი მიზეზის გამო!-მხრებს იჩეჩავს ის.

***
ცოტახანში დემე ბრუნდება და საქმის კეთებას იწყებს.
-ნუცა, წადი შენ, მე მაინც გვიან მოვალ და გაისეირნე!-ვეუბნები მას.
-კარგი წავალ, მაშინ!-მობილურს იღებს და ბარიდან გადის.
მე და დემე ერთმანეთს არც ვუყურებთ, თუ ჩვენი თვალები გადააწყდებიან ერთმანეთს, წამსვე მზერას ვაცილებთ. როგორც ყოველთვის მე და დემე ვრჩებით ღამე და ბარის დაკეტვის დროს გასახდელში შევდივარ. ფორმას ვიცვლი და ცისფერ კაბას ვიცვამ.
-კარები უნდა დაკეტო ხოლმე, თორემ ხო ხედავ როცა აქ ხარ სულ მე შემოვდივარ!-ეცინება დემეს.
-შენ უნდა მიხვდე რომ აქ ვიქნები!-ვამბობ მე.
-ვერ ვხვდები!-კარებს კეტავს ის.
-მე მივდივარ!-კარებისკენ მივიწევ.
-წადი!-გვერდზე იწევა დემე. კარების სახელურს ვკიდებ ხელს, მაგრამ კარები არ იღება.
- რა ჭირს?-ვკითხულობ მე.
-პროტესტი გამოგიცხადა ეჭვიანობის გამო!-ამბობს სერიოზულად დემე.
-და რა იცი რომ ვიეჭვიანე?-კითხვით ვბრუნდები დემესკენ.
-შენი თვალები პირდაპირ ეჭვიანობას ასხივებენ!-დაბეჯითებით ამბობს ის.
-როდესაც ვიღაც გოგოს მოსწონხარ და მასთან შესახვედრათ მიდიხარ, სხვა გზა არ დამიტოვე ვიეჭვიანე!-ვნებდები მე.
-ჩემთან დარჩა რაღაც და რა გამეკეთებინა?!-მკაცრად მეუბნება დემე.
-აი კიდევ! შენთან დარჩა რაღაც!-ჩემ ეჭვიანობას, კიდევ ფაქტი ემატება.
-ჩემი და ჩამოვიდა და მაგიტო იყო ჩემთან, მისი კლასელია!-ტონს არ არბილებს დემე.
-შენი და რომ ესპანეთიდან ჩამოვიდა, არც ეგ გითქვამს! ტყუილად არ მიეჭვიანია!-კარებს ვეყუდები მე.
-და დამაცადე რომ მეთქვა? გუშინ ღამე ჩამოვიდა, დღეს უნდა გამეცნო შენთვის, მაგრამ რას ვიზავთ იეჭვიანა გოგომ!-ამბობს დემე. აი, აქ კი ვჩუმდები! უმიზეზოდ ვიეჭვიანე! ჩემს დანაშაულს ვგრძნობ, თუმცა ჯერ-ჯერობით არ ვაღიარებ! დემე მობილურს იღებს ჯიბიდან და სადღაც რეკავს:
-ჯამბულ, ბარში ჩავიკეტეთ და მოდი რა!-ეუბენება და მობილურს თიშავს.-ჩვენს გვერდზე მუშაობს და მოვა ახლავე!-არც მიყურებს ისე მეუბნება.
-ნუ მაქცევ ყურადღებას, კარგი! შენც რომ იყო ასე მოიქცეოდი!-ვეუბნები და ისევ ურეაქციოდ მტოვებს.
-ბოდიშსაც კი მოგიხდი!-აქეთ-იქით ვიწყებ სიარულს.
-კოქტეილი გაბრაზდა!-ეღიმება დემეს. ჩხაკუნი გვესმის და ვხდებით, რომ ხელოსანი უკვე მოვიდა. რამდენიმე წუთში კარებს აღებს და გარეთ გამოვდივართ:
-გმადლობ!-უხდის მადლობას დემე.
-რისი მადლობა!-პასუხობს და გვემშვიდობება.
-კოქტეილო!-მეძახის დემე უკვე, კარების გასაღებად რომ ვარ მისული.
-გისმენ!-ვბრუნდები მისკენ.
-ჩემი და ჩამოვიდა გუშინ ესპანეთიდან და მინდა რომ გაგაცნო და ხო წამოხვალ? გუშინ ღამე ჩამოვიდა და დღეს თათუმ არ დამაცადა რომ მეთქვა! თათუ ხო იცი ვინცაა?-ღიმილით მიხსნის ის.
-ხუმრობის ხასიათზე ხარ?-ვეუბნები მას.
-ანუ კი! ძალიან კარგი, ხვალ სამ საათზე გამოგივლი და წავიდეთ! -მიცხადებს დემე და სულ მავიწყდება გაბრაზებაც, იმიტომ რომ ამის შემხედვარე ძნელია დიდხანს იყო გაბრაზებული.


***
-დამშვიდდი!-მეუბნება დემე თავის სახლთან მდგომს.-დედაჩემი კი არ შეგჭამს!-იცინის ის.
-ვიცი, მაგრამ...-ვიღიმი მე.
-ნინო!-ეძახის დედამისს დემე.
-მოხვედით? შემობრძანდით!-გვერდზე დგება ნინო დეიდა.
-გამარჯობა!-ვესალმები მას.
-დემე!-გამორბის დემეს და ანანო.
-გამარჯობა!-მესალმება ანანო.
-კარებში ნუ დგახართ, შემოდით!-გვიღიმის ნინო დეიდა.
-ნინო დეიდა, ეს თქვენ!-გავუწოდე ლამაზად შეფუთილი საჩუქარი.
-რატომ შეწუხდი?! და ხო ნინო დეიდას ნუ მეძახი, ნინო დამიძახე!-მეუბნება ის. მისაღებ ოთახში შევდივართ და დივანზე ვჯდებით. შავი და ნაცრისფერი ინტერიერი ჭარბობს. დივნის წინ პატარა, შუშის მაგიდა დგას. კუთხეში ტელევიზორი და აქა-იქ ფერად-ფერადი ყვავილები.
-ერთი სული მქონდა, როდის გაგიცნობდი!-მეუბნება ანანო.
-მეც მსურდა შენი გაცნობა!-ღიმილით ვეუბნები მას.
-გამარჯობა!-ოთახში შემოდის მაღალი კაცი.
-მამა ეს თათუა, ეს კი მამაჩემია გია!-გვაცნობს დემე ერთმანეთს.
-სუფრასთან დაჯექით!-გვეუბნება გია ძია.
-მოდით, მოდით!-აჭარული ხაჭაპურით ხელში შემოდის ნინო.
-დემემ გვითხრა თბილისში ცხოვრობო და აქ რამდენი ხნით ხარ?-ღიმილით მეკითხება ნინო.
-მე...-შევიშმუშნე.-ჯერ არ ვაპირებ წასვლას!-ნაძალადევათ გავუღიმე, იმიტომ რომ შეიძლება აქედან წავსულიყავი და არ მინდოდა, არ მინდოდა ყველაფერი მონატრებად გცეულიყო.
-კარგია!-ამბობს ანანაო.
ყველა ძალიან თბილები და ყურადღებიანები არიან. გამიკვირდებოდა დემე რომ ასეთი არ ყოფილიყო. როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღეს! ასეთი ადამიანები უნდა დააფასო!
-გია ძიას გავხარ!-დემეს სახლის აივანზე ვდგევართ მე და დემე.
-მისნაირი სიმპათიური ვარ ხო?-წარბებს ათამაშებს ის.
-თავს ნუ იწონებ!-სიცილით ვეუბნები დემეს.
-ცოლად რომ მოგიყვან, აივნის კედლები მოვხატოთ და ორი სავარძელი დავდგათ ან ერთი სავარძელი ჯობს!-ღიმილით ამბობს დემე.
-უკვე გეგმებიც დააწყე?-ვიცინი მე. ,,ცოლად რომ მოგიყვანო...“ უნდა ვაღიარო საოცრად მსიამოვნებს დემეს სიტყვები და გულიც კი ამიჩუყდა.
-არ მითხრა შენ რომ არ გაქვს გეგმები?-მეკითხება დემე.
-კი, მაქვს!-ვპასუხობ დაბეჯითებით.
-არ გამანდობ?-ჩემს თმაზე ისე ათამაშებს თითებს, თითქოს პიანინოზე უკრავდესო.
-ბათუმში დარჩენა მინდა!-ვამბობ ნაღვლიანად.
-აუცილებლად დარჩები!-ამბობს დემე.
-არ ვიცი, არ მინდა შენი და ჩემი ოცნებები წყალში ჩავყარო!-ვაგრძელებ მე.
-ეს ოცნება აგვიხდება, ყველა ის ოცნება მიყვარს, სადაც მე და შენ ვართ!-მეუბნება ღიმილით დემე.
-გულს ნუ მიჩუყებ!-მხარზე მსუბუქად ვარტყამხელს და თვალებიდან წამოსულ მლაშე სითხეს ვიწმინდავ.
-ხო და ყოველ დილით აგიჩუყებ გულს!-მეუბნება დემე.
-თათუ, მოდი დემეს ბავშობის ალბომს დაგათვალიერებ!-გვეძახის ნინო.
-ახლავე!-ვპასუხობ და მისაღებ ოთახში ვბრუნდებით. მე და დემე დივანზე ვჯდებით და ნინო ალბომს მაწოდებს.
-ეს შენ ხარ?-ვიცინი დემეს ბავშობის ფოტოზე, რომელშიც გუბეში დგას და იცინის.
-მაშინ კარგად მომხვდა, დედაჩემმა ტალახიან გუბეში რომ დამინახა!-იხსენებს დემე.
-შენ კი იცინოდი!-ვამბობ და ჩემი და დემეს სიცილი ყვება.
-ღმერთმა სიცილი ნუ მოგიშალოთ!-გვლოცავს ნინო.
-ამინ! თქვენც ასევე!-ღიმილით ვეუბნები მას.

***
-ძალიან დიდი მადლობა, ყველაფრისთვის!-ვეუბენბი დემეს ოჯახს წამოსვლისას.
-რისი მადლობა!-მეუბნება ნინო.
-დემე ხშირად მოიყვანე ხოლმე, ეს ლამაზი გოგო!-ამბობს გია ძია.
-კარგად, თათი!-მემშვიდობება ანანო.
-გაგაცილებ!-ამბობს დემე და გერეთ გამოვდივართ.
-ძალიან კარგი ოჯახი გყავს!-ვეუბნები დემეს.
-მადლობა!-მეუბენბა ის. -ხვალაც ვისვენებთ ბარში და კოკასთან მივდივართ ხვალ მეგობრები და ნუცაც წამოიყვანე, ანანოც წამოვა და წავიდეთ!-მთავაზობს დემე.
-არ ვიცი!-ვპასუხობ მე.
-იცი, იცი! ხვალ გამოგივლით და წავიდეთ!-მეუბნება დემე და სასიამოვნო ნიავი სახეზე დაგვთამაშებს.
-ნუცა, მზად ხარ?-ვეკითხები ჩემ საუკეთესო მეგობარს. -კი, ჩავიდეთ!-ჩანთას იღებს და დაბლა ჩვდივართ. -როგორ ხართ?-გვეკითხება დემე დაბლა ჩასულებს.-წავედით ხო? *** დემეს მეგობრებთან მივედით და ისევ და ისევ მხიარული გარემო დაგვხვდა. ყველა აქ იყო, ერთის გამოკლებით. თამთა არ ჩანდა! -თათუ, როგორ ხარ?-ჩემკენ მოდის ანანო, დემეს და. -კარგად, საყვარელო, შენ?-ვეკითხები მას. -კარგად! კარგია რომ წამოხვედი!-იძახის და აწკრიალებული მობიულურის საპასუხოთ გადის. ნუცას ძებნას ვიწყებ და ხესთან აყუდებულ კოკას ვხედავ, რომელიც ნუცას ესაუბრება. მისკენ მივდივარ და დემე მიჭერს: -ჯერ იმათ არ სცალიათ!-იცინის და სიმღერას რთავს. ეზო, სადაც ფერად-ფერადი ყვავილები ჭარბობენ და ნათურები აქა-იქ ლამაზად ანათებენ, მშვენიერ გარემოს ქმნის. -თათუ აქ ხარ?-გვერდზე მიჯდება გაბრაზებული ნუცა. -რა გჭირს?-ვეკითხები გაკვირვებული. -კოკა თუ რაც ქვია, მომიშალა ნერვები!-ამბობს და სახეზე ღიმილმა გადაურბინა. -თუ გაბრაზებული ხარ, მაშინ რატომ იღიმი?-გამომცდელად ვეკითხები მას. -რაღაც გამახსენდა!-ამბობს ის. -კოკასთან საუბარი ხო არა?-ვიცინი მე. -თათუ!-მკაცრად მეუბნება ნუცა. -კარგი, კარგი!-ვეუბნები და ფორთოხლის წვენს ვსვამ. კოკა ნუცას წინ უჯდება და თვალეით ლაპარაკობენ, რასაც ხანს გაღიმება, სახის მიმიკების შეცვლა მოჰყვება. -ერთობი?-ჩემთან მოდის სოფი. -კი, ძალიან კარგია, ყველაფერი!-ვუღიმი მას.
-ვიცეკოთ?-ფეხზე დგება დემე და საცეკვაოდ მიწვევს. -ბათუმში დარჩენა ხომ გინდა?-მეკითხება ცეკვის დროს დემე. -ხომ იცი რომ მინდა!-ვამბობ მე. -კარგია!-იღიმის დემე. -მგონი ერთმანეთი მოეწონათ!-ვეუბნები დემეს, ნუცაზე და კოკაზე, რომლებიც ერთად საცეკვაოდ გამოსულან. -ჯერ შენ მომხიბლე მე, მერე ნუცამ კოკა, ეს დაქალები...-სიცილით აქნევს თავს დემე. -მე რომ არ ვყოფილიყავი საკუთარი ,,კოქტეილი" არ გეყოლებოდა!-ვიცინი მე. -თავს იქებს!-აღნიშნავს ღიმილით.
*** -მომისმინეთ!-ვიხედები და შუა გულში დემე დგას.-მე ჩემი ,,კოქტეილი" ვიპოვე! ჯერ ცოტა დრო გავიდა, რაც გულში ჩავუვარდი თათუს, მაგრამ ეს დრო ყველაზე კარგი წუთებია ჩემს ცხოვრებაში!-იცინის დემე.-ვერ დავუშვებ რომ ის წუთები, რაც ერთად გაგვიტარებია, ტკბილი მოგონება გახდეს და ერთმანეთის მონატრების დროს ვიხსენებდეთ, მე ზღვის ტალღების წინ მდგომი, შენ კი თბილისის ქუჩებში. თათუ, ,ძალიან მიყვარხარ!-ამბობს დემე. მე კი ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის, ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებიდან. გონებაში ყველაფერი ირევა და საბოლოოდ ერთ მთლიან ჯაჭვს ქმნიან. ტანზე ეკალი მაყრის, ემოციებისგან და სიცილი და ტირილი ერთმანეთს ცვლიან.-,,ჩემო კოქტეილო ცოლად გამომყვები?-ჯიბიდან წითელ ყუთს იღებს და ცალფეხზე იჩოქება. მისკენ მივდივარ და ემოციებისგან დახუნძლული, თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ.
***
მზე მხიარულად ანათებს და არე-მარეს მის დიდრონ სხივებს დებს. ჩიტების ჟღურტული, ,,მუსიკინ ჰანგებათ
ჩამესმის და მოწმენდილი ცის ფონზე ლამაზ დაფრინავენ. თეთრ კაბას დავყურებ, რომელიც ჩემი ახალი ნაბიჯია ცხოვრებაში. ნუცას დახმარებით ტანზე ვირგებ და ნუცას მიერ მოყვანილი გოგონა, მაკიაჟს და თმებს ლამაზად მიკეთებს.
-არ იტირო, თორემ მაკიაჟი გაგიფუჭდება და შენს გორწილში, ნამტირალევი თვალებით მიხვალ!-მაფრთხილბს ნუცა.
-მოვედი, თათუ უნდა მოგტაცოთ!-იძახის დემე. -ჩვენ მზად ვართ!-იძახის ნუცა და კარებს აღებს. -,,კოქტეილო"!-ამბობს დემე.-რა ლამაზი ხარ!-მაქებს და ხელს მკიდებს.
***
ეკლესიაში ჯვარს ვიწერთ და ღვთისმშობლის ხატთან სანთელს ვანთებ. დიდ მადლობას ვუხდი, ეს ბედნიერი წუთები რომ გამომაცდევინა. ეკლესიიდან, სანაპიროზე მივდივართ, სადაც ამ მშვენიერ წუთებს, ტალღების ხმა ართავს.
***
-დემე, მარწყვი მინდა!-ვამბობ მე და გაბერილ მუცელზე ხელს ვისვამ.
-თათუ, ამ ზამთარში საიდან მოგიტანო? ფორთოხალი ან კივი არ გინდა?-მთავაზობს დემე.
-მარწყვი მომინდა!-ვიძახი მე.
-კარგი, მოვალ!-იძახის და ცოტა ხანში მარწყვის მურაბით ბრუნდება. -მარწყვის მურაბა მოგიტანე!-მეუბნება დემე.
-მარწყვის მურაბაც კარგია!-ღიმილით ვამბობ მე.
***
-ვურეკავ, ახლავე ვურეკავ!-დაბნეული ამბობს დემე და სასწრაფოს ნომერს კრეფს. -დამშიდდი, მალე მოვლენ!
***
ჩვენი პატარა, გოგონა ხელში მიჭირავს და ცრემლმორეული დავყურებ.
-ანინე!-ვამბობ და დემეს ვუყურებ.
-ლამაზი სახელია, დავარქვათ ანინე!-მთანხმდება დემე.
***
ბავშვი მოვნათლეთ! მისი ნათლიები კი ნუცა და ოთო გახდნენ! წინა დღეს კი ახალი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ! ნუცა და კოკა მალე იქორწინებდნენ!
-ღმერთმა გაგიზარდოთ!-ვიღებთ მოლოცვებს და ღმილით ვპასუხობთ.
*** -არ იღებს!-განერვიულებული ამბობს დემე
. -იქნებ ტელეფონი დაუჯდა ან...-ვჩუმდები მე.
-ანანო სულ ყურადღებით იყო მობილურთან!-ამბობს დემე.-აიღო!-მატყობინებს ის. -ანანო, სად ხარ?-ეკითხება დემე.
-დემე, მე და გიორგი მოვალთ, თქვენთან!-ამბობს ის.ცოტახანში ანანო და მისი შეყვარებული გიორგი შემოდიან და მალე ბედნიერთა ოჯახის რიცხვს ანანო და გიორგიც შეემატებიან!
***
-ანინე, ჭკვიანად და მასწავლებელს ყურადღებით უსმინე!-თავზე ვეფერები ჩვენ შვილს და სკოლაში შეგვყავს, მე და დემეს, სადაც პირველი დღეა ანინესი!
***
-ჩვენი ოცნება აგვისრულდა!-ღიმილით მეუბნება დემე და ჩემს თმაზე თამაშს განაგრძობს.
-ბედნიერი ვარ!-გაბრწყინებულ თვალებს ვანათებ მე. -ეს ამოცანა, როგორ ამოვხსნა?-ჩვენკენ მოდის ანინე და ჯერ ჩემს მუცელს ეფერება, სადაც მისი პატარა ძამიკოა!
-კალამი მოიტანე და მოდი!-ვეუბნები და გაბერილ ლოყაზე ვკოცნი.
კოქტეილი (სრულად)

--------------------------------------------------------------
ახალ ისტორიასაც ვწერ ცისარტყელას! ძალიან მომენატრეთ, ჩემო საყვარლებო! მიყვარხართ!



№1  offline წევრი clown

Gavtbi da pozitivit davimuxte, dzalian magari adamiani xar <3

 


№2  offline წევრი teddy))

clown
Gavtbi da pozitivit davimuxte, dzalian magari adamiani xar <3

ძალიან დიდი მადლობა! ძალიან გამახარე თბილო! heart_eyes blush kissing_heart

 


№3  offline წევრი TeddyBear

რა თბილი იყო ❤
ძალიან კარგი ხარ ❤ მართლაც პოზიტიური იყო და კითხვის დროს სულ მეღიმებოდა ❤ შემიყვარდა თათუც და დემეც ❤ მადლობა პოზიტივისთვის ❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Maxsovs es istoria wakitxuli makvs dazalian momwons

 


№5  offline წევრი teddy))

TeddyBear
რა თბილი იყო ❤
ძალიან კარგი ხარ ❤ მართლაც პოზიტიური იყო და კითხვის დროს სულ მეღიმებოდა ❤ შემიყვარდა თათუც და დემეც ❤ მადლობა პოზიტივისთვის ❤

შენ კი მე გამახარე! blush ორივე თედუნიები ვართ! smile უღრმესი მადლობა! heart_eyes

terooo
Maxsovs es istoria wakitxuli makvs dazalian momwons

დიდი მადლობა, თერო! heart_eyes blush heart_eyes

 


№6  offline წევრი teddy))

anuki15
ძალიან საყვარელი მოთხრობა იყო heart_eyes heart_eyes

ugrmesi madloba, sayvarelo! Dzalian gamaxare!

 


№7 სტუმარი ეკა 5

უუუხ! რა კარგი იყო, რა ლამაზი, რა ტკბილი. ... ასე, რაა, ❤️ მანერვიულებს ხოლმე ჩხუბები, დაშორებები...
ისე მომეწონაა... ცოტა ხანში კიდევ წავიკითხავ????????????????????❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent