შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მეშვიდე ნაწილი)


3-09-2016, 18:16
ავტორი lisebeth
ნანახია 4 059

გოჩამ ფრთხილად შეაღო თამუნას ოთახის კარი. ქალი ზუსტად იქ იჯდა სადაც დილით დატოვა. ლანგრით მოტანილი საუზმე ხელუხლებელი ედო გვერდით. გოჩამ მხარზე ხელი დაადო და იმანაც ამოხედა. არაფერი უთქვამს. დაღლილი სახე ჰქონდა. მიუხედავად ამისა სმენად იქცა.
- თამუ, მე მინდა რომ ვიკას სიმართლე ვუთხრა. მინდოდა მეთხოვა ჩემს გვერდით ყოფილიყავი
- მე ვფიქრობ სჯობს მას მარტომ ესაუბრო ო, თუმცა არც ელოდო ომას მშვიდად მიიღებს.
-თამუ ნუ მიმძიმებ მდგომარეობას
-იმას გეუბნები რაც თვითონაც კარგად იცი..ჩვენს ქალიშვილს შენც ისევე კარგად იცნობ, როგორცცმე
- სამწუხაროდ მართალი ხარ
- ვიცი, თამუ?
-ჰო...
-თიკოს დაელაპარაკე კარგი?
--კარგი დაველაპარაკები. ისედაც ვაპირებდი
- ძალიან კარგი! მინდა ისევ ერთად გნახოთ. წავალ ვიკას დაველაპარაკები
ქალმა თავი დაუქნია. მიუხხედავად იმისა მასზე გაყოლა უნდოდა თავი შეიკავა. დარწმუნებული იყო ასე სჯობდა.
გოჩა ვიკას საძინებელთან მივიდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა საიდან უნდა დაეწყო საუბარი. ნერვიულობდა ისე , როგორც არასდროს. ასე არასდროს უნერვიულია. ვიკა გადაუჭრელი ციხე - სიმაგრე იყო. რა უნდა ექნა არც კი იცოდა. თუ ვიკა ამ ამბავს არ მიიღებდა როგორ უნდა მოქცეულიყო. მისთვის წინააღმდეგობა როგორ უნდა გაეეწია? ეს ხომ აქამდე არასდროს გაეკეთებინა.
არც ისსიცოდა ახლა რას გრძნობდა. რას გრძნობდა ლილის მიმართ? შეძლებდა ის შეეყვარებინა. ისე როგორც ვიკა? შეძლებდა ვიკასთან გამკლავებას ლილისთან დასაახლოებლად?
სახელურს დააწვა და თან დააკაკუნა.
-შემოდიიით...!- გამოსძახა ბავშვმა. იგი საწოლში იწვა და თან პლანშეტში თამაშობდა. გოჩას დანახვისთანავე თვალები გაუბრწყინდაა.
-ჩემო პატარავ როგორ ხარ?
-რავიცი ცოტა დავიღალე. ბევრი მქონდა სამეცადინო.
-ჰოო? შენთან დალაპარაკება მინდოდა
-გისმენ-გაიბადრა ბავშვი
- რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე მინდა დაგელაპარაკო.
-ჰაა გადაწყვიტე ხომ სად მივდივართ ამ ზაფხულს? ვიცოდიიი...
-არა საყვარელო სხვა რამეა რაზეც სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ
ვიკა დასერიოზულდა და ცანცარი შეწყვიტა. გოჩამ გულზე მიიკრა და მის აბრეშუმივით ქერა თმას მიეფერა.
-ვიკუ, არის რაღაცეები რაც ჩვენგან დaმოუკიდებლად ხდებაა. რასაც ვერ შევცვლით საყვარელო. ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვართ
-მამა რას გულისხმობ?
-შვილო მინდა რაღაც გითხრა, რაც ვიცი რომ შენთვის მოულოდნელი იქნება, მაგრამ მინდა ამ ყოველივეს გაგებით მოეკიდო. შენ ხომ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ?
-მამა, მგონი რაღაც ისეთი უნდა მითხრა რაც არ მომეწონება
-არ ვიცი შვილო მოგეწონება თუ არა, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად იქნება
-კარგი გისმენ. მითხრარი...
-შვილო, წლების წინ როდესაც შენ ჯერ დაბადებულიც არ იყავი ჩვენს ოჯახში ბევრი პრობლემა იყო. მე და დედა მაშინ ერთად არ ვცხოვრობდით. იმის თქმა მინდა, რომ ორივეს ჩვენი ცხოვრება გვქონდა... ნუ...მთლად ასეც არ იყო, მაგრამ...ღმერთო არც კი ვიცი როგორ აგიხსნა შვილო. არც კი ვიცი როგორ გითხრა
-მამა ვერაფერი გავიგე_დაბნეული სახე მიიღო ბავშვმა.
-შვილო ძალიან მინდა ეს ყველაფერი შენთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს და ასე ამიტომ მიჭირს თქმა._შუბლზე მომდინარი ოფლი ნერვიულად მოიწმინდა კაცმა. ბავშვი თავისი ცისფერი კიანთა თვალებით პირდაპირ მას მისჩერებოდა.
გოჩა კიდევ უფრო მეტად დაიბნა და დაიძაბა.
თავის კონტროლი უკვე იმდენად უჭირდა , რომ გადაწყვიტა სათქმელი ყოველგვარი შელამაზების გარეშე ეთქვა
-ვიკა მე კიდევ მყავს შვილი.
ვიკას სახეზე ერთდროულად გადაჰკრა რამდენიმე ფერმა. ისეთი გაოგნებული და ტრაგიკული სახე მიიღო თითქოს ვიღაც მოკვლას უპირებდა. ცისფერი კიანთა თვალები თითქოს ნაცრისფერი გაუხდა.
-შენ...შენ კიდევ გყავს შვილი ჩემს გარდა? _მისი ხმა ლაპარაკზე უფრო ამოკნავლებას ჰგავდა
-ჰო მყავს. _თავი დამნაშავესავით დახარა კაცმა. ვიკას ისეთი შეძრული სახე ჰქონდა გოჩას დანაშაულის გრძნობა ერთი-ასად გაუმძაფრდა. მისთვის თვალის გასწორებისაც კი შერცხვა.
-შენ და დედას ეს ადრე არასდროს გითქვამთ. ის.... ის ბავშვი ვინააა? სადაა?
-იმიტომ არ გვითქვამს საყვარელო, რომ ის დედაშენის შვილი არაა და მისი არსებობის შესახებ მეც ახლახანს გავიგე. შენთვის რამის დამალვა აზრადაც არ მომსვლია. უბრალოდ ეს მეც ახლახანს გავიგე. ის ჩემი შვილია ისევე როგორც შენ ჩემო პატარავ.
-ისევე ,როგორც მე?
კიდევ უფრო მეტად აეშალა ვიკას სახე და ლოგინიდან ფეხზე წამოხტა. გოჩამ სიტყვის ჩაკვეხებაც ვერ მოასწრო ისე განაგრძო
-ჯერ კიდევ გუშინ გაიგე, რომ შენი შვილი იყო და დღეს მეუბნები რომ ისევეა შენი შვილი როგორც მე? ეს უსამართლობაა მამა...
-ვიკა შენა არსწორად გაიგე. მე იმის თქმა მინდოდა, რომ ისიც ჩემი შვილია. თან შენ მას იცნობ იცი?
-რაა? მე საიდან უნდა ვიცნობდე? შეუძლებელია...
-თქვენ ერთ კლასში ხართ. ის ახლახანს გადმოვიდა შენს ჯგუფში, მაგრამ ის კარგი გოგოა. დარწმუნებული ვარ შეგიყვარდება. ის შენი დაა შვილო
-არა...არა... შეუძლებელია ის მეტიჩარა იყოს ჩემი და. ლილი? მამა ის არის ჩემი და? არა... ახლა ნამდვილად მოვკვდები
-ვიკა საყვარელო შენ ხომ მას არც კი იცნობ. სულ ახლახანს შეხვდით ერთმანეთს. თან მას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ცხოვრებაში და მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ კარგი მეგობრები იყოთ.
-არა, ის ჩემი და არ არის. დედაჩემის შვილი არაა. არც მას და არც არავის ვაღიარებ ჩემს დად. შენი ერთადერთი შვილი ყოველთვის მე ვიქნები. ისე როგორც ადრე იყო. ამის უფლებას ვერავინ წამართმევს.
-ვიკა დაწყნარდი.
-შენ ხომ ყოველთვის მეუბნებოდი, რომ შენი ერთადერთი ვიყავი. ეს ვერ შეიცვლება... მითხარი, რომ ვერ შეიცვლება მამიკო გთხოვ.
ცრემლები წასდა გოგონას და გოჩეს გისერზე მოეხვია. კაცს ნერვიულობისგან ლამის გული მოეწურა და ხელები მაგრად მოუჭირა
-შენ...შენ ყოველთვის იყავი და იქნები ჩემი პრინცესა. ამ ქვეყნად ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის ამ ფაქტს ჩემო სიცოცხლევ, მაგრამ ისიც ჩემი შვილია. ამის შეცვლა მე არ შემიძლია საყვარელო. ამას ხომ ჩვენ არ ვწყვეტთ? ეს ხომ ჩვენზე არაა დამოკიდებული?
-არა... არა... შეუძლებელია ასე ვერ მომექცევი.
-ჩვენს შორის ხომ არაფერი იცვლება ჩემო გოგო?
-როგორ თუ არ იცვლება? ადრე მხოლოდ მე გიყვარდი. მხოლოდ ჩემზე ფიქრობდი.... ახლა ვიღაც გოგო უნდა გამოჩნდეს და ისიც ისევე გიყვარდეს როგორც მე. და არ იცვლება? ამით ყველაფერი იცვლება. ეს შენ არ გესმის მამა.
-ვიკა,მოდი ახლა დაიძინე. ახლა უკვე ძალიან გვიანია. ხვალ ისევ ვისაუბროთ ამ თემაზე. ასე უცებ ყველაფერი ვერ შეიცვლება. დრო გაქვს, რომ ამ საკითხზე დაფიქრდე საყვარელო.
-მამა, მე....
ის იყო კიდევ აპირებდა საუბრის გაგრზელებას ვიკა, რომ ტელეფონმა დარეკა. გოჩამ ნომერს, რომ დახედა მასინვე უპასუხა. ვიკაც გაჩუმდა სანამ იგი საუბრობდა.
-გისმენ თიკო
- შეგიძლია ლილის სანახავად მოხვიდე? ლილის სიმართლე ვუთხარი და მას უნდა რომ მამა გაიცნოს.
-რაა?
-არა ჯერ არ მითქვამს ,რომ შენ ხარ. უბრალოდ ვუთხარი, რომ მამა ჰყავს რომელსაც მასთან შეხვედრა უნდა. მთხოვა მოსულიყავი. შეძლებ?
-ჰო, ახლა ვიკას ვესაუბრები და გამოვალ. შენ მანდ იყავი.
-მამა რა ხდება?
-თიკო იყო რაღაც საქმე აქვს და... ახლა მასთან უნდა წავიდე. შენ დაწექი და დაისვენე. იფიქრე იმაზე რაც გითხარი კარგი? და სისულელეებზე არ იფიქრო. ამ ქვეყნად ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის იმას რომ შენ ჩემი ცხოვრება ხარ შვილო. გესმის?
ვიკას არაფერი უპასუხნია. მამას თვალი გაააყოლა. კარი, რომ მიიკეტა საწოლში შეწვა. არ ეძინა,მხოლოდ ფიქრობდა იმ ახალ ამაბვზე რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა. მერე თამუნა გაახსენდა და სწრაფად წამოდგა. პირდაპირ მის საძინებელს მიაშურა და დააკაკუნა. ცოტა ხანში შესვლის ნებართვაც მიიღო. თამუნა უკვე საწოლილიყო.
-ვიკუნა აქ რას აკეთებ შვილო?
-მამას ველაპარაკე. მან სიმართლე მითხრა
-ვიცი. მითხრა, რომ თქმას აპირებდა.
-დედა...
-ჰო....
-ამ დილით ამ ამბის გამო იყავი ისე მოწყენილი?
-შვილო მოდი ამაზე არ გვინდა კარგი? წადი დაისვენე.
-შენთან დავწვები თან მამა წავიდა.
-სად წავიდა?_ გაუკვირდა ქალს და თავი წამოსწია.
-თიკომ დაურეკა მოდიო. დედა როგორ გგონია ამის მერე რა იქნება? იმან ჩვენთან უნდა იცხოვროს? დედა გთხოვ.... ეს შენი სახლია. შენც ხომ გაქვს აზრის გამოთქმის უფლება. ეს ჩვენი სახლია, ჩემი და შენი.მითხარი, რომ ამას არ დაუშვებ.
-მთავარი ის არ არის ეს ვისი სახლია შვილო. მთავარი ისაა რომ ის გოგო მამაშენის შვილია. ამ სახლში მოვა თუ არა ეს საერთოდ არაფერს არ შეცვლის. გესმის საყვარელო?
-მამას ის ისევე ეყვარება როგორც ჩვენ? შეუძლებელია ეს დაუშვა დედა.
-მშობელს შვილი ყოველთვის უყვარს ვიკა. ეს ბუნების კანონია. შვილის სიყვარული არჩევანი არააა. შენ პატარა ხარ და არ გესმის ჩემო სიხარულო, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი. მამაშენისთვის შენ ყველაფერი ხარ. შვილების რაოდენობა მათ ი სიყვარულის დონეს არ განსაზღვრავს. ხომ შეიძლებოდა შენს გარდა შვილი კიდევ მყოლოდა. განა უფრო ნაკლებად მეყვარებოდი? _თმაზე გადაუსვა ხელი თამუნამ და გულში ჩაიკრა.
-შენ, რომ გყოლოდა ის მართლა ჩემი და ან ძმა იქნებოდა.
-ვიკა, დღეს მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია მიიღე. სჯობს ახლა დაისვენო. ამაზე საფიქრალად დრო ისევ გექნება. ამაზე საფიქრალად დრო ყველას გვექნება ჩემო ერთადერთო...
ვიკა დედის მკერდზე მიხუტებული გაინაბა,მაგრამ არ ეძინა


####
ლილი მოუსვენრად იჯდა დივანზე და თვალი კარისკენ გაეშტერებინა. იმაზე საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება, რომ ანა იმ დღეს არ დაბრუუნებულა. მხოლოდ ის აინტერესებდა კარში ვინ შემოვიდოდა.
თიკო განაბული უყურებდა ბავშვს. უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ყოველ ჯერზე თავს იკავებდა.
რაც მეტი დრო გადიოდა მით უფრო ახლოვდებოდა მათი შეხვედრის დრო. გოჩამ ცოტა, რომ დაიგვიანა მიხვდა ალბათ ვიკა გაჭირვეულდა და მის დაწყნარებას მოუნდნენო.. ცოტა ხანში გოჩას მესიჯი მოუვიდა სადაც წერდა უკვე კართან ვდგავარო.
თიკო შეიშმუშნა და ზარმაც დარეკა.
ლილი ფეხზე ინსტინქტურად წამოდგა, მაგრამ კარისკენ არ წასულა. გაშტერებული იდგა დაიყურებოდა. ალბათ ეშინოდა იმ სიურპრიზის რასაც ცხოვრება უწყობდა.
სამზარეულოში ქალბატონი მზია შეხტა და ფეხზე წამოდგა.
-არა, იმ კაცს ჩემს სახლში ფეხს არ დავადგმევინებ ვინც ჩემს ქალიშვილს ცხოვრება დაუნგრია
-დაწყნარდით მზია დეიდა. მან და ანამ ისაუბრეს და შეთანხმდნენ. ლილიმ არ გაიგონოს_ გააჩუმა თეონამ და მხარზე ხელი მოხვია_ მოდი ჩვენ ზემოთ ავიდეთ და ვადროვოთ დალაპარაკება.
მზია დაჰყვა მის ნებას და ზედა სართულში ავიდა. თიკო ლილისთან მივიდა.
-გინდა მე გავაღო? ხომ არ ნერვიულობ?
-ცოტას_გაიღიმა ლილიმ და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. გული ისე უცემდა როგორც გალიაში გამომწყვდეული ჩიტი.. აღელვებისგან ცივმა ოფლმა დაასხა და იგრძნო როგორ აუხურდა სახის კანი.
ის წამი როცა თიკო კარს აღებდა საუკუნოდ გაიწელა. სანამ სილუეტი ოთახში შემოვიდოდა ჯერ კიდევ ჰქონდა სახეზე ინტერესით აღსავსე ღიმილი.
როგორცკი გოჩა დაინახა მაშინვე ადგილზე შეხტა და უკან დაიხია. გაოგნებისგან ლამის პირი ღიად დარჩა.
-ლილი, საყვარელო ნახე ვინ მოვიდა? ხომ გითხარი ხანდახან ოცნებები ზუსტად ისე ხდება როგორც ჩავიფიქრებთ-თქო. ხედავ?
-მამაჩემი ისააა?
-ჰო ჩემო ლამაზო ისაა. გოჩა მამაშენია. შენი ნამდვილი მამა, რომელმაც გუშინ გაიგო, რომ შენ არსებობ.
- გამარჯობა ლილი! მაშინ, რომ მცოდნოდა შენ ჩემი შვილი იყავი... ერთმანეთს შევხვდით, მაგრამ სიმართლე არ ვიცოდით. ახლა კი ორივემ ვიცით რომ შენ ჩემი ქალიშვილი ხარ.
-ჰო მაგრამ... ეს როგორ?
-ხანდახან ასეც ხდება. ეს ძალიან რთული ასახსნელია, მაგრამ როდესაც დრო მოვა ყველაფერს უფრო უკეთ მოგიყვები. ახლა უბრალოდ არ შემიძლია ყველაფერზე გესაუბრო.
-მე არც კი წარმომედგინა, რომ თქვენ შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყავით.
-არც მე წარმომედგინა, რომ სადღაც აქვე ახლოს ისეთი არაჩვეულებრივი შვილი მყავდა, როგორიც შენ ხარ. და მე ეს არც კი ვიცოდი.
-თქვენ დარწმუნებული ხართ,რომ მე ვარ თქვენი შვილი? იქნებ რამე სეცდომაა_ ლილიმ თიკოს ახედა, რომელმაც თავი დაუქნია
-მაგას რატომ ამბობ? არ გინდა, რომ მამაშენი ვიყო? _გოჩამ მის წინ ჩაიმუხლა და ხელზე ხელი მოჰკიდა. ბავშვს ჯერ ისევ გაოცებული სახე ჰქონდა.
-იმიტომ ,რომ ... _ლილის შერცხვა და თვალი აარიდა._ როგორ შეიძლება ისეთი საოცარი მამა მყავდეს როგორიც თქვენ ხართ. მე ხომ დედაჩემსაც კი არ ვუყვარვარ.
-ლილი,მაგას ნუ ამბობ საყვარელო _ გოჩას ლამის გული დაეწვა მის სიტყვებზე და გულში ჩაიკრა. ლილიმაც მოხვია თავის პატარა ხელები. კისერზე და ის საოცარი სურნელი იგრძნო პირველად რომელიც მშობელს აქვს. გოჩას მანამდე ეჭირა ხელში სამამ ცრემლებიბოლომდე არ შეაშრა თვალზე. არ უნდოდა ლილის დაენახა.
ეს ჩვევა თამუნასგან ჰქონდა ნასწავლი. ის არასდროს დაანახებდა ვიკას როცა რამე უჭირდა ან რამეს განიცდიდა. არც ცრემლებს დაანახებდა დაარც მწუხარებას. სულ იმას ამბობდა ბავშვებზე ცუდად მოქმედებს ნეგატიური საკითხებიო. დროთა განმავლობაში ეს გოჩასაც გამოუმუშავდა. ახლაც სწორედ ეს გაახსენდა და ემოციები საგულდაგულოდ დამალა.
ლილის ისედაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ახლა აღარანაირი ნეგატივის ადგილი აღარ იყო მის ცხოვრებაში. გოგონას ხელები აიღო და აკოცა.
-შეიძლება შენს სანახავად მოვიდე ხოლმე?
-რათქმაუნდა_ სახე გაუბრწყინდა ლილის_ მაგრამ ვიკა? არამგონია მას ეს მოეწონოს.
-ვიკას მე დაველაპარაკები. ჩვენს შეხვედრას ხელს ვერაფერი შეუშლის. თუ რათქმაუნდა შენც გენდომება.
-რათქმაუნდა მენდომება, მაგრამ მე არ მინდა პრობლემები შეგიქმნათ
-შენ არც კი იცი რა კარგი ხარ და რა ჭკვიანი. მაგრამ მაგ პრობლემებს მე მოვაგვარებ. შენ ბავშვი ხარ და სხვის პრობლემებზე არ უნდა იფიქრო. გესმის?
ლილიმ თავი დაუქნია.
-დღეს დიდხანს ვერ დავრჩები. სამწუხაროდ სახლში უნდა წავიდე, მაგრამ გპირდები ისევ მოვალ და ძალიან ხშირად დაგირეკავ კარგი?
-კარგი.
-შენი ტელეფონი მომეცი. ჩემს ნომერს ჩაგიწერ და თუ რამე დაგჭირდება მასინვე დამირეკე კარგი?
ლილიმ დივანზე ტელეფონი მოძებნა და გოჩას მიაწოდა. მანაც ნომერი ჩაწერა და უკან დაუბრუნა.
-მაშინვე შენთან გავჩნდები. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ.
-გმადლობ
კიდევ ერთხელ მოეხვია კისერზე. მერე თიკოსაც მიუბრუნდა და იმასაც ჩაეხუტა. ბავშვს მადლიერებით და სიხარულით აღსავსე თვალები ჰქონდა.
კარებში მანამდე იდგა სანამ თიკომ მანქანა არ დაძრა და ქუჩაში თვალს არ მიეფარა. ტელეფონის ეკრანს დახედა და გოჩას თავის ნომერზე ‘’მამა’’ დაეწერა.

%$%$%$%
თიკოს მანქანა, რომ მიჰყავდა დრო-და დრო გოჩასკენ გამოაპარებდა ხოლმე მზერას. კაცს ბედნიერი და გახარებული სახე ჰქონდა. კითხვაც არ იყო საჭირო თავს როგორ გრძნობდა.
-ის ძალიან ბედნიერი იყო
-მეც ბედნიერი ვიყავი მის გვერდით თიკო. ის არაჩვეულებრივი ბავშვია.
-ჰო, ნამდვილად მასეა. გოჩა...
-ჰო
-ვიკას ესაუბრე?
-კი ყველაფერი მოვუყევი და ....
-გადაირია რათქმაუნდა.
-შენი ერთადერთი შვილი მე ვარო. ყველა ვინც ამას უარყოფს ჩემი მტერიაო.
თიკომ გაგნებული გამოხედა
-პირდაპირ ასე არ უთქვამს ,მაგრამ ასეთი გამომეტყველება და ტონი ჰქონდა. არ იცნობ?
-თამუნამ?
-თამუნამ მგონი გადახარშა, მაგრამ ჯერ ისევ მებუტება. ოთახიდან არ გამოდის.
-ხვალ შემოვუვლი და დაველაპარაკები
-არ იქნებოდა ცუდი აზრი. ახლა თანადგომა და კარგი მეგობარი სჭირდება. მას შენ მართლა ძალიან უყვარხარ.
-ახლა სახლში შედი და დაისვენე. მთავარი უკვე მომხდარია. მომავალში ყველაფერი დალაგდება. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს,
-იმედი მაქვს. განსაკუთრებით ვიკაზე ვდარდობ. სხვას ყველაფერს მოევლება.
-გადაიტანს. ვიკა ჭირვეული და განებივრებულია, მაგრამ ჭკვიანი ბავშვია. მიხვდება, რომ ყველაფერი ისე არ არის ცხოვრებაში როგორც ჩვენ გვგონია და გვინდა იყოს.
-იმედი მაქვს.
-თუ არა და ერთ-ორ სეანსს მაგასაც ჩავუტარებ.
-გმადლობ თიკო. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. შენ არაჩვეულებრივი მეგობარი ხარ. თამუნა როგორც ყოველთვის არც ახლა შემცდარა. ერთადერთი ჩემი არჩევის დროს შეცდა..._ გაიცინა გოჩამ და ღვედი შეიხსნა
-რას ამბობ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ გოჩა. ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ამის გამო ცუდი ადამიანები არ ვართ.
გოჩა მანქანიდან გადავიდა და თიკოს ხელი დაუქნია.
სახლში შესვლისას უფრო მეტი სიმსუბუქე იგრძნო. კიბეებიც უფრო სხარტად აირბინა და ნელა შეაღო საძინებლი კარი.
თამუნა ჯერ ისევ ფხიზლად იყო. მძინარე ვიკა გულზე ჰყავდა მიხუტებული და თმაზე ეფერებოდა. როგორც კი კარი გააღო მასინვე მისკენ გაიხედა. მისი სახე უფრო ლამაზი ეჩვენა ლამპიონის შუქზე , რომელიც ეზოდან შემოდიოდა.
-გღვიძავს?_ჩუმად ჰკითხა
-ჰო. ვიკა შემოვიდა და იმდენი მელაპარაკა ძილი გამიტყდა. თან არც შენ იყავი მოსული.
-როგორც ყოველთვის ისევ მელოდები.
თამუნას გაეღიმა და გვერდზე გაიხედა.
-ნახეთ აქ ვინ ყოფილა. _კისერზე აკოცა ბავშვს და ისიც შეიშმუშნა
-გეყოფა ახლა არ გააღვიძო. დილას სკოლაში უნდა წავიდეს.
-ჩემი პატარა და ჯიუტი გოგო. ძალიან მიბრაზდება?
თამუნამ მხრები აიჩეჩა
-არ იცი როგორია? ეჭვიანი და ეგოისტი. ისეთია როგორადაც გაზარდე. შენ თვითონ ასწავლე, რომ ამ ქვეყნად ერთადერთია. მიდი და თვითონ გადაარწმუნე.
-ის მართლაც ერთადერთია. მისნაირი მეორე არ არის. ლილი საერთოდ არ ჰგავს ვიკას. ასეთი გადარეული, ჭირვეული და ჯიუტი მეორე ვინ იქნება?
თამუნას გაეცინა
-იცი რა მითხრა? ჩემსავით ვერ გეყვარება ვერავინო.
-ის შენ გაღმერთებს. მისთვის ყველაფერი ხარ ხომ იცი? შენ ასწავლე, რომ ასე უნდა იყოს. ჭურს რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს.
-შენ?
-რა მე?
-ვერგასწავლე ,რომ შენც ერთადერთი ხარ?
-აღარ ვარ. ეგ აქამდე მეგონა,რომ ვიყავი. ახლა სხვა ქალისსგანაც გყავს შვილი.
-ნუ მებუტები გთხოვ. ასი ქალისგანაც რომ მყავდეს შვილი შენ მაინც ერთადერთი იქნები. ჩემო ლამაზო...
ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავისკენ მიაბრუნა. ხელი მის ქერა თმაში შეაცურა და მის ტუჩებს დასწვდა. მიუხედავად იმისა ,რომ ქალი უძალიანდებოდა ხელი არ გაუშვია.
ეს სულ ერთ წუთს გაგრძელდა. ვიკა საწოლში შეიშმუშნა და მეორე მხარეს გადაბრუნდა
-გეყოფა გამიშვი არ გაეღვიძოს. ვიკა უკვე დიდია. მარტო არ ვართ.
-მითხარი, რომ აღარ მიბრაზდები. გთხოვ... ამას ვეღარ გავუძლებ. შენი თანადგომის გარეშე ამ ყველაფერს ვერ გავუძლებ.
-როდის გაგიძლია_ მომხიბლავად გაიღიმა ქალმა და ბალიშზე გადაწვა.
-ნუ დამცინი.
-რაო არ მოგწონს?
- ჩემო ლამაზო_ ხელზე აკოცა და ლოყაზე მიიდო. ისეთი თბილი და ნაზი ხელები ჰქონდა როგორც ბამბის ქულა. ფრჩხილზე ქვიშნისფერი ლაქი წაესვა.



№1  offline წევრი Firefly

მაღიზიანებს გოჩას და თამუნას ურთიერთობა.მინდა ანა ძალიან,ძალიან ბედნიერი ქალი იყოს და ლილისთან დაალაგოს ურთიერთობა.ვიკა საშინლად არ მომწონს,ზიზღის გრძნობა მიჩნდება მისი ხსენებისას...
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი Guest londa dm

Vgijdebi am motxrobaze da gaagrdzele ra da didxans ar daamtavro. Xval aucileblad dade t didi da msuye tavi armyofnis da kidev luka gamoachine.

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უუუჰ მაგარიი იყოოო <3

 


№4  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას
მიყვარხართ❤️❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი მიკა

tamunam ra daashava gocha da anas gamo? tavidan ar monewona magram arachveulebrivi meughle da dedaa.. magaria dzalian,ar shewyvito icode wera da au gtxooov sabedisweronic dade mere .. marto me dagiwer sxvam tu ar dagiwera,dzalian bevr komentars )))

 


№6  offline მოდერი Behandice

დიდი სიამოვნებით ვითრევდი ვიკას თმებით..
ძალიან მომწონს ეს ისტორია.
ველოდები ახალ თავს.

 


№7 სტუმარი ემი

მაგარი კაცია გოჩა, არაჩვეულებრივი, კარგი მამა და კარგი ქმარი... მაგრამ ასეთი როა ამაში ვფიქრობ თამუნას დიდი წვლილია, ამიტო თამუნაც ძალიან მომწონს... ახლაც ძალიან სწორად იქცევა ....

ლილიზე ვგიჟდები, მართლა როგორი ჭკვიანია, დიდი ქალივით აზროვნებს... ცრემლები ვაღვარღვარე... ნომერზე "მამა" დაწერაო...ახლაც მეტირება...

შემდეგი თავი ანას და ლილის ეთმობა, ეჭვი მაქვს... relaxed

 


№8 სტუმარი Qeti

ძალიან მომწონს, გელოდები გულისფანცქალით.

 


№9 სტუმარი მიკა

me.velodebi amasac da shens meore wignsac moutmenlad verc warmoidgen iseee.... ra magari gogo xar, ar icii.. unichieresiiiii

ra vici, orsulis gawbileba ar sheilebao daa :-D :-D :-D :-D

 


№10  offline წევრი lisebeth

მიკა
tamunam ra daashava gocha da anas gamo? tavidan ar monewona magram arachveulebrivi meughle da dedaa.. magaria dzalian,ar shewyvito icode wera da au gtxooov sabedisweronic dade mere .. marto me dagiwer sxvam tu ar dagiwera,dzalian bevr komentars )))

მადლობა ჩემო საყვარელო ასეტი ერთგული მკითხველი, რომ ხარ
Behandice
დიდი სიამოვნებით ვითრევდი ვიკას თმებით..
ძალიან მომწონს ეს ისტორია.
ველოდები ახალ თავს.

მადლობა heart_eyes
ემი
მაგარი კაცია გოჩა, არაჩვეულებრივი, კარგი მამა და კარგი ქმარი... მაგრამ ასეთი როა ამაში ვფიქრობ თამუნას დიდი წვლილია, ამიტო თამუნაც ძალიან მომწონს... ახლაც ძალიან სწორად იქცევა ....

ლილიზე ვგიჟდები, მართლა როგორი ჭკვიანია, დიდი ქალივით აზროვნებს... ცრემლები ვაღვარღვარე... ნომერზე "მამა" დაწერაო...ახლაც მეტირება...

შემდეგი თავი ანას და ლილის ეთმობა, ეჭვი მაქვს... relaxed

მადლობა ჩემო კარგო heart_eyes
Qeti
ძალიან მომწონს, გელოდები გულისფანცქალით.

დიდი მადლობა heart_eyes
მიკა
me.velodebi amasac da shens meore wignsac moutmenlad verc warmoidgen iseee.... ra magari gogo xar, ar icii.. unichieresiiiii

ra vici, orsulis gawbileba ar sheilebao daa :-D :-D :-D :-D

ვეცდები საბედისწერონი მალე დავდო. ეგ ძალიან რტულად სამუშაო ნაწარმოებია და ბევრი დრო სჭირდება. პირველი წიგნი ასე-ტუ ისე გამართული და კარგად დაწერილია სამაგიეროდ 2 წლიანი შრომის ნაყოფია heart_eyes

 


№11  offline წევრი Diosa Dela Tristeza

როოოგორ გამეხარდაა❤❤❤❤თამუნა რომ შეურიგდა❤❤მაგარი ქალია❤❤❤ოხ ვიკა ვიკა იმედია ეგეც შეეგუება ცოდია ლილი არ უნდა იტანჯოს კიდევ :( ❤❤❤გული მეც ამიჩუყდა ლილის და გოჩას შეხვედრაზე❤❤❤

 


№12 სტუმარი Guest nata

ანა გააბედნიერე რა :'(

 


№13  offline წევრი lisebeth

gvanciko_gvancunia
როოოგორ გამეხარდაა❤❤❤❤თამუნა რომ შეურიგდა❤❤მაგარი ქალია❤❤❤ოხ ვიკა ვიკა იმედია ეგეც შეეგუება ცოდია ლილი არ უნდა იტანჯოს კიდევ :( ❤❤❤გული მეც ამიჩუყდა ლილის და გოჩას შეხვედრაზე❤❤❤

Guest nata
ანა გააბედნიერე რა :'(

heart_eyes

 


№14 სტუმარი მიკა

vici, echvic ar mepareba moculobitac didia da shinaarait xo saertod .... dzalian magari xar da udides siamovnebas manichebs sheni istoriebi da velodebi moutmenlad

 


№15  offline წევრი lisebeth

მიკა
vici, echvic ar mepareba moculobitac didia da shinaarait xo saertod .... dzalian magari xar da udides siamovnebas manichebs sheni istoriebi da velodebi moutmenlad

უღრმესი მადლობა საყვარელო heart_eyes
სიამოვნებით გაგიცნობდი პირადად ასეთ აქტიურ მკითხველს ფეისბუქი არ გაქვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent