შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 20)


3-09-2016, 21:44
ავტორი Kristy
ნანახია 1 949

თითქმის მთელი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მეგობრები თაფლობის თვის გასატარებლად გაისტუმრეს და მათი შეხვედრებიც შეწყდა, რადგან ლიზის სახლიდან გასვლის მიზეზი აღარ ჰქონდა, მამა კი მის ყველა ნაბიჯს ყურადღებით აკვირდებოდა. ერთადერთი, რაც შეეძლოთ ტელეფონზე საუბარი იყო, ისიც იმ შემთხვევაში თუ ლუკას ეცალა და ლიზის მამაც სახლში არ იყო, მაგრამ როცა ეს პირობები შესრულდებოდა, საათობით შეეძლოთ ესაუბრათ უამრავ სულელურ თემაზე. ლიზის მოთმინება ნელ-ნელა ეწურებოდა, ძალიან უნდოდა ლუკას ნახვა, სახლში ვეღარ გაჩერდა და მეზობელს მიადგა:
- მერიკო, უნდა მიშველო, - კარებშივე შეაგება სიტყვა გოგონამ.
- ამჯერად რა მოხდა? - გაუკვირდა ქალს.
- ლუკას ნახვა მინდა მერიკო, გავგიჟდები დღეს რომ ვერ ვნახო!
- მერე ჩემთან მოდიხარ?
- მერიკო, ხომ იცი, არ მინდა მამაჩემმა გაიგოს. დამეხმარე რა?
- მე როგორ დაგეხმარო?
- საყიდლებზე წავიდეთ.
- ეგ რაღა შუაშია? ასე გინდა შენი ბიჭი დაივიწყო?
- არა, არა, ვითომ საყიდლებზე წავალთ, მერე კი ლუკასთან მივიდეთ.
- მე რა მინდა გოგო ლუკასთან?
- შენ ჩემი დაზღვევა ხარ მერიკო, რომ მარტო არსად წავსულვარ და რომ სახლშიც შენთან ერთად დავბრუნდები!
- ეგ კარგი, გამხადე შენი თანამზრახველი, მაგრამ მე იქ რა ვაკეთო? სადარბაზოში ხომ არ დაგელოდოთ?
- კარგი რა მერიკო, სულაც არ შეაწუხებ! თან ხომ ვიცი როგორ გიყვარს ლამაზი სახლების თვალიერება. არ გინდა ნახო?
- საძაგელო ბავშვო! - გამომცდელი მზერით შეხედა ქალმა. - იცი რა? სასწრაფოდ უნდა წავიდეთ საყიდლებზე! მოიცა, ჩანთას ავიღებ!
ლიზიმ ზუსტად იცოდა, რომ ამ პატარა თავგადასავლის მოწყობაზე მეზობლის დათანხმება არ გაუჭირდებოდა, ქალს საკმარისად კარგად იცნობდა იმისთვის, რომ სცოდნოდა, რა უნდა ეთქვა მის დასაყოლიებლად, თუმცა ასეთმა სწრაფმა გამარჯვებამ მაინც გააოცა. ტაქსი გამოიძახეს და რამდენიმე წუთში უკვე ლუკას ბინასთან იყვნენ.
- შენ რა, გასაღები გაქვს? - ჰკითხა ქალმა, როცა გოგონამ ზარის დარეკვის ნაცვლად, ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო.
- კი მერიკო, მაქვს.
- ყოჩაღ შენ! - გაიკვირვა ქალმა. - და იქნებ სახლშია?
- მერე რა, იყოს სახლში. მინდა ასე მოულოდნელად თავს წავადგე.
- სახიფათო ქალი ხარ ლიზი! - ნიშნისმოგებით თქვა მერიმ. - რა იცი რას შვება? თან მეც აქ ვარ, ხომ არ გავიწყდება?
- მაშინ თვალები დახუჭე მერიკო! - გაიცინა გოგონამ და კარი ფრთხილად გააღო. ქალები ოთახში შევიდნენ, ლუკა ისევ ტომრის ცემით იყო გართული.
- სიურპრიზი! - იყვირა გოგონამ და მისკენ გაექანა.
- ლიზი? აქ რა გინდა? - გაუკვირდა ბიჭს. - მერი, გამარჯობა.
- გაგიმარჯოს ლუკა. - თქვა ქალმა და ნასიამოვნები მზერით თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
- ბოდიში, ახლავე მოვძებნი მაისურს. - დაიმორცხვა ბიჭმა. - არ გელოდით!
- იყოს, თუ გინდა ნუ მოძებნი ჩემო კარგო. - თვალები აუჟუჟუნა ქალმა. - ამ სხეულის დამალვაა? ჩანდეს!
- მერი, ჩემო ტკბილო მერი! - გაიცინა ბიჭმა და მაისური ჩაიცვა.
- მერიკო ბიჭო, მერამდენედ უნდა გითხრა, ჰა?
- მერიკო! - გაიმეორა ბიჭმა. - ბოდიში მერიკო!
- იცოდე, მეტჯერ აღარ გაპატიებ! - მერე თითქოს თავისთვის დაამატა: - სახელი მაინც შემარჩინეთ ახალგაზრდა.
- კარგი, კმარა მერიკო, ჩემს ბიჭს თავს ნუ ესხმი!
- თან საკუთარ ტერიტორიაზე, - დაამატა ლუკამ. - წარმოიდგინე, თავისთან რას მიზამს!
- ტერიტორიის არ იყოს, კარგი ბინა კია, ღმერთმანი. - თქვა ქალმა.
- მერიკო, საიდან მოგაქვს ეს სიტყვები? კარგი რა, რა დროს „ღმერთმანი“ა? ნუ გაქვს წინა საუკუნის ლექსიკა.
- თქვენ კი ახალგაზრდებს ყველაფრის დავიწყება გინდათ წინა საუკუნიდან. განა ყველაფერი ცუდი იყო!
- ჰო, ჯენლტმენები იყვნენ კარგები, მაგრამ აღარ არიან! - გაიცინა გოგონამ.
- მაგას ჩემი თანდასწრებით როგორ ამბობ ლიზი? - იწყინა ლუკამ. - სულ არ გრცხვენია?
- ასეთი უსირცხვილო გყავარ!
- მე გავალ ბავშვებო, წყალს დავლევ, - თქვა უცებ მერიმ. - თან სალაპარაკოდ ცოტა დროსაც მოგცემთ, მონატრებულები იქნებით.
- კარგი მერიკო! - სწრაფად დაეთანხმა ლიზი.
- ხედავ რა სასწრაფოდ მომიშორა ამ უნამუსომ? - თქვა ქალმა და ბიჭს ორაზროვნად გაუღიმა.
- პირი დამუწე მერიკო და გადი სამზარეულოში! - დაეჭყანა ლიზი.
- მივდივარ, მივდივარ. - თქვა ქალმა და გავიდა, მერე იქიდან გამოსძახა. - მართლა ლუკა, დღეს საერთოდ ჭამე რამე? ხომ არ გინდათ სადილი მოვამზადო?
- ნუ შეწუხდები, რამეს შევუკვეთავ.
- მშვენიერი აზრია მერიკო! - გაუხარდა გოგონას. - მიდი, დატრიალდი შენებურად ჩემო ტკბილო!
- ლიზი, შეწყვიტე! - ეუხერხულა ბიჭს.
- არაუშავს ლუკა, - დაამშვიდა ქალმა. - არ მეზარება, ახლავე მოვამზადებ რამეს.
- რომ იცოდე, მერიკოს როგორ უყვარს სამზარეულო, უარს არ ეტყოდი. - თქვა ლიზიმ და გულიანად გაიცინა.
- რაო იმ არანორმალურმა? კიდევ რა უნდა? - იკითხა ქალმა.
- არაფერი მერიკო, რა უნდა მინდოდეს?
- ნუ ხარ ენაგრძელი! - დატუქსა ქალმა. - რა გაქვს ლუკა? რა გავაკეთო?
- მაცივარში ყველაფერია, თუ კიდევ დაგჭირდა რამე უბრალოდ მითხარი.
ქალი სადილის მზადებას შეუდგა, ლიზი რაღაცას ათვალიერებდა ბიჭის ლეპტოპში, რომლის კოდიც იმ პირობით მოიპოვა, რომ არაფერს შეეხებოდა, რაც არ ესმოდა. ლუკამ დრო იხელთა, სწრაფად გადაივლო წყალი და გოგონასთან დაბრუნდა ოთახში.
- აბა, როგორ ხარ პრინცესა?
- უკვე კარგად, რადგან გნახე. ძალიან მენატრებოდი. ჰოდა, მეც მოვიფიქრე, როგორ მენახე ისე, რომ მამას არაფერი ეეჭვა.
- ჩემი ჭკვიანი გოგო! - გვერდით მიუჯდა ლუკა. - ანუ სად ხართ ახლა?
- ქალები საყიდლებზე წავედით. - ეშმაკურად გაიღიმა გოგონამ.
- ჰო, როცა ქალი და საყიდლები ერთ წინადადებაში ექცევა, შეკამათება შეუძლებელია.
- შეწყვიტე! მე არ ვარ ეგეთი ქალი.
- ჰო, არ ხარ ეგეთი ქალი, შენ განსხვავებული ქალბატონი ხარ!
- დიახაც! - შეიფერა ლიზიმ. - აბა, მოყევი რას შვებოდი მთელი კვირა?
- იმის გარდა, რასაც ტელეფონით გიყვებოდი?! - გაეცინა ბიჭს.
- ჩემთან ლაპარაკი თუ არ გინდა, ახლავე მოვრჩებით საყიდლებზე სიარულს და სახლში წავალთ. - გაიბუტა გოგონა. - ეს რა უბედურებაა?
- ნუ მებუტები მშვენიერო, თუ გინდა სულ თავიდან მოგიყვები ყველაფერს!
- თავიდან მოყოლა არ მინდა, ეგ რა შუაშია?!
- აბა, ისეთი არაფერი მიკეთებია, რაც უკვე არ გითხარი ჩემო კარგო.
- როგორ არა, ისეთი გულახდილი ხარ, ყველაფერს სიტყვა-სიტყვით მიყვები.
- ნუ იგესლები პრინცესა, არ გიხდება! - ლუკა თმებზე გაეთამაშა. - ხომ იცი, ტკბილი სიტყვით უფრო მეტს გაიგებ და თან უფრო სწრაფად.
- ამას უყურეთ, როგორ გათამამდა. ნეტავ, რატომ? შემთხვევით ასე იმ კოცნამ ხომ არ იმოქმედა?
- ჰმ, რამეზე ხომ არ მიმანიშნებთ ქალბატონო?
- არაფერიც, ზედმეტად ნუ დაიმედდები!
- იმედი ისეთი რამეა, ვერც ძალით მოიპოვებ და ვერც ვერსად დაემალები. პატარ-პატარა იმედებისთვის ნუ გამინაწყენდები.
- უსინდისო! სულ გაქვს მზად ერთი-ორი რეპლიკა, რომ გამაჩუმო!
- ალბათ თავდაცვის ინსტიქტი მუშაობს, თორემ სულ შენ ისაუბრებდი!
- იცოდე, მამას ვეტყვი ყველაფერს! - გადაიკისკისა გოგონამ.
- საინტერესო სანახავი იქნებოდა. - გაეცინა ლუკას. - ისე მამას როდის გამაცნობ?
- დარწმუნებული ვარ იცნობ. ჩვენ ხომ მეზობლები ვართ, სადღაც აუცილებლად წააწყდებოდი. - სიცილითვე უპასუხა ლიზიმ.
- სულაც არ არის სასაცილო ქალბატონო!
- და რა ვთქვი ასეთი? განა მართალი არ ვარ?
- ამას უყურეთ, მე სერიოზულად ვდარდობ ამ თემაზე, შენ კი თურმე ხალისობ კიდეც. როდიდან გახდი ასეთი მამაცი?
- იცი? მას შემდეგ, რაც ჩვენი მეგობრები დაქორწინდნენ, მჯერა, რომ წინ ვერაფერი დაგვიდგება. რაღაცნაირად მშვიდად ვარ და აღარ მეშინია!
- მომწონს ეს განწყობა. აბა, როდის აპირებ წარმადგინო?
- არც იოცნებო! მამაჩემს მანამ არ გაგაცნობ, სანამ ოფიციალურად ხელს არ მთხოვ. გასაგებია?
- სავსებით! - სერიოზული სახით უპასუხა ბიჭმა და მისკენ ზურგშექცვით მჯდარ გოგონას წელზე მოხვია ხელები. - ისე, რას ფიქრობ ამაზე?
- რაზე?
- გათხოვილ ქალად თავი წარმოგიდგენია?
- არა! - გულწრფელად გაეცინა ლიზის. - სიმართლე გითხრა, ამ თემაზე არასდროს ვფიქრობდი, რატომღაც არ მაინტერესებდა.
- ახლა?
- ახლა არ ვიცი, შენთან მინდა და ვიცი, რომ ეს გათხოვებასაც მოიცავს, მაგრამ არ ვიცი... როცა წარმოვიდგენ, ცოტა უცნაურია.
- და უცებ რომ ხელი გთხოვო?
- შენ რა, მართლა ხომ არ აპირებ ამის გაკეთებას?
- რომ ვაპირებდე?
- ახლა? გაგიჟდი? - ბიჭს გაეღიმა. - რა გაცინებს?
- ზუსტად ვიცოდი, რომ ამას მკითხავდი.
- კარგი რა ლუკა, ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება?
- არ შეძლება! - სერიოზულად დაეთანხმა ბიჭი.
- და შენ?
- რა მე?
- შენ გინდა დაქორწინება?
- როცა საკუთარი ოჯახი მეყოლება და თუ ეს ოჯახი შენ გახდები ჩემთვის, ამქვეყნად უბედნიერესი კაცი ვიქნები.
- სადილი მზადაა ბავშვებო. - გამოსძახა მერიმ სამზარეულოდან.
- მოვდივართ მერიკო, - გაეპასუხა გოგონა. - ნახე რა გემრიელი სადილი იქნება, ოქროს ხელები აქვს.
- დარწმუნებული ვარ, ასეცაა. - უცებ სკაიპის გაზრი გაისმა და ეკრანზე ნაცნობი სახე გამოჩნდა.
- რაო ციცქნა? - მიეფერა ბიჭი ეკრანს მიღმა მჯგომ გოგონას. - რამე ხომ არ გჭირდება?
- არა, ვიფიქრე ერთად ვისადილებდით.
- დაგაგვიანდა პაწაწუნა, უკვე ვსადილობ, თან მარტო არა.
- ნუ ხარ უტაქტო, დაპატიჟე ჩვენთან. - დაუძახა ლიზიმ. ბიჭმა კმაყოფილი ღიმილით გახედა.
- ეს ის გოგოა?
- ჰო, პაწაწუნა, ის გოგოა შენზე რომ იეჭვიანა.
- შეწყვიტე ლუკა! - გაებუტა ლიზი ბიჭს და კამერაში თავადაც შემოიჭყიტა. - გამარჯობა, მე ლიზი ვარ!
- ანა-მარია!
- ძალიან ლამაზი სახელია. ხომ იცი სადაც ვართ, ანა-მარია?
- დიდი მადლობა, მაგრამ... - გოგონამ ლუკას შეხედა.
- კი, იცის მისამართი. - გაეცინა ბიჭს. - როგორც მოისმინე ტკბილო, შეგიძლია შემოგვიერთდე.
- მართლა? რა კარგია. მარტო ჭამა არ მინდოდა.
- რა თქმა უნდა, შეგიძლია როცა მოგინდება მაშინ მოხვიდე. იმ სცენისთვის ბოდიშ გიხდი, უბრალოდ ამ ვაჟბატონმა შენზე არაფერი მითხრა და...
- ჰო, ლუკა ასეთია, ბევრს არ ლაპარაკობს. იმ დღისთვის კი ბოდიში მე მაქვს მოსახდელი, ალბათ ძალიან გაგანერვიულე.
- შენ არ ხარ დამნაშავე, ლუკას რომ ეთქვა შენს შესახებ, არ ვიეჭვიანებდი.
- ჰო, ეგეც მართალია. - გაეცინა გოგონას.
- მოიცა, თქვენ რა, უკვე შეკარით პირი ჩემს წინააღმდეგ? - იწყინა ლუკამ. - მორჩა, გადავიფიქრე, აღარ მოხვიდე!
- ლუკა, რას ამბობ?
- ხუმრობს ლიზი, ნუ ღელავ.
- აი, ხედავ? ეს პაწაწუნა შენზე უკეთ მიცნობს!
- ალბათ იმიტომ, რომ შენს ამ მხარეს ბოლომდე არ მაცნობ.
- კარგი, ახლავე გამოვალ. - თქვა გახარებულმა გოგონამ და სკაიპი გათიშა.
- ისევ მსაყვედურობ პრინცესა? - დაწყებული თემა გააგრძელა ლუკამ.
- მაშინ შევწყვეტ, როცა საკუთარ თავს ბოლომდე გამაცნობ.
- მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი არაფერია.
- და უმნიშვნელო?
- რას შვებით, არ აპირებთ მოსვლას? - ოთახში შემოვიდა მერი. - კიდევ რამდენი ხანი უნდა მალოდინოთ?
- ბოდიში მერიკო, კიდევ ერთი სტუმარი გვეყოლება და ველოდებით.
- მერე არ უნდა თქვათ? - აწუწუნდა ქალი. - ახლავე დავდებ კიდევ ერთ თეფშს. ვინაა?
- ჩვენს ახლა გავიგეთ, ნუ ბუზღუნებ. ლუკა პაწაწუნა დაიკო მოდის. - ქალი ოთახში შემობრუნდა, თვალები გაფართოებოდა.
- პატარა და გყავს?
- არა მერიკო, უბრალოდ დასავით მიყვარს. - აუხსნა ბიჭმა.
- აჰა, გასაგებია. - თქვა ქალმა და სამზარეულოში გაბრუნდა. ცოტა ხანში ზარი დარეკეს, კარის გასაღებად ლიზი გაიქცა.
- შემოდი ანა-მარია.
- ჩემი ციცქნა მოვიდა. მოდი, გამოიქეცი. - გოგონა გაექანა და ლუკას მტელი ძალით შეასკდა.
- უჰუ, როგორი ძლიერი ხარ! - თმები აუჩეჩა ბიჭმა და თავზე აკოცა. - წამოდი, ვჭამოთ. სადილი მზადაა.
- მერიკო, ეს არის ანა-მარია, ჩვენი სტუმარი. ეს კი ჩემი მეგობარი მერიკოა. - ერთმანეთი გააცნო ლიზიმ.
- გამარჯობა, ქალბატონო მერი. - თავაზიანად მიესალმა გოგონა.
- ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი ასეთი. - ლიზის და ლუკას გაეცინათ. - მერიკო დამიძახე საყვარელო.
- კარგი. - გაუხარდა გოგონას.
- აბა, შემიფასეთ კერძი. - სიამაყით განაცხადა მერიკომ და მოითხოვა ყველას სასწრაფოდ გადაეღო. - შენი არ ვიცი ლუკა, აი ლიზის კი ძალიან უყვარს.
- მერიკო, მე ყველაფერი მიყვარს, რაც იჭმევა. - დაამშვიდა ბიჭმა. - პაწაწუნა კი პრეტენზიული მყავს.
- ძალიან გემრიელია. - გულწრფელად თქვა გოგონამ და ლუკას უჩურჩულა: - გეყოფა, ნუ მეძახი ასე.
- რაო, რა გისაყვედურა? - ჰკითხა ბიჭს ლიზიმ.
- რა ვქნა, ცნობისმოყვარე გოგო მყავს. - გადაულაპარაკა ლუკამ ანა-მარიას და ლიზის მიუბრუნდა. - აღარ მოსწონს პაწაწუნას რომ ვეძახი, 4 თვეში თვრამეტის ხდება და უკვე დიდი ვარო.
- მერე რაღატომ ეძახი? ნუ შეაწუხე.
- ნახე, დეიდა გიცავს. - გაიცინა ბიჭმა.
- ერთმანეთს საიდან იცნობთ? - დაინტერესდა მერი.
- სამსახურიდან, ჩემთან მუშაობს.
- ასეთი პატარა? - გაუკვირდა ქალს.
- ამ ასაკში როგორ მოახერხე ეს ყველაფერი ასე კარგად გესწავლა? - საუბარში ჩაერთო ლიზი.
- ამაში რთული არაფერია. - მორცხვად თქვა გოგონამ.
- აბა მე მკითხე. - გაეცინა ლიზის.
- ჩვენი ციცქნა მოუსვენარი გოგო ყოფილა, სადენების განადგურებით დაუწყია და როცა კომპიუტერების დაშლა დაიწყო, მშობლებმა გადაწყვიტეს მიეხედათ და კომპიუტერული სისტემების შემსწავლელ წრეში ჩაწერეს. ყველაფერი ამით დაიწყო, მაგრამ მეგობრებს მალე გაუსწრო, წრე დატოვა და თვითონ განაგრძო იმ საკითხების შესწავლა, რაც აინტერესებდა. როცა წავაწყდი, დარქნეთში დაძვრებოდა.
- ეგ რა არის? - იკითხა ლიზიმ.
- ასე ვთქვათ, ჰაკერების სოციალური ქსელია, 16 წლის გოგონასთვის არც ისე უსაფრთხო, ძალიან ნიჭიერი იყო და ბევრი ბლექ-ჰეთი აიკიდა, რომლებსაც მისი ნიჭის გამოყენება სურდათ. ჩემი ყურადღებაც ასე მიიქცია.
- შენც გამოყენება გინდოდა? - თვალები გაუფართოვდა ლიზის.
- არა, - გაეცინა ლუკას. - ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა ახალი, ჭკვიანი ჰაკერების აღმოჩენაა, რომ გავიგოთ, ბლექები არიან თუ ვაითები.
- ანუ თეთრები და შავები?
- კი, კარგები და ცუდები. - აუხსნა ბიჭმა. - ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბლექები სისტემებს ანადგურებენ, ვაითები კი იცავენ.
- ანუ თქვენ თეთრები ხართ.
- თოვლივით! - გაიცინა ბიჭმა.
- და როგორ იპოვნე? ვფიქრობ, იმ თქვენს სოც. ქსელში თავის მისამართს არავინ უთითებს.
- სწრაფად სწავლობ პრინცესა!
- მომატყუა, თითქოს ჩემთან დამეგობრება უნდოდა და ჩემს ფაიერვოლში შემოძვრა. ასე გაიგო, ვინ ვიყავი, მერე კი ჩემი მოძებნა რთული აღარ იყო.
- სხვათაშორის, ძალიან გამიჭირდა მისი ფაიერვოლის გადალახვა და მოგვიანებით ამის გამო შევაქე კიდეც. ეს გოგონა ჩვენი კიბერუსაფრთხოების მომავალია!
- ძალაინ შემეშინდა, როცა თავზე წამადგნენ. იმდენი პოლიციელი იყო და ისე უცებ მოვიდნენ, როგორც ფილმებშია.
- მოიცა, რატომ? - გაუკვირდა ლიზის.
- ბევრ ცუდ ბიჭთან ჰქონდა მეგობრული მიმოწერა, ვერ გავრისკავდით.
- შენ რა, ბავშვთან პოლიცია გაგზავნე?
- ის არაფერ შუაშია, ამას ლუკა არ წყვეტს. ჩვენ მარტო ხალხის მოძებნა და რაღაც სისტემების გატეხვა გვევალება, თუ საჭირო გახდა, დანარჩენი ზემოთ წყდება.
- თან როცა საქმე ჰაკერს ეხება, არ არსებობს ზრდასრული და მოზარდი. თუ ცუდ წრეში მოხვდა, ორივე თანაბრად საშიშია. - დაამატა ლუკამ.
- მშობლები კარგა ხანი არ მელაპარაკებოდნენ. - გაიცინა გოგონამ.
- სანამ ჩვენ გვყავდა, მამამისმა გადაგვდგა, მის ნახვას ითხოვდა და თავს არ გვანებებდა. დრობით მისი დაკავებაც გახდა საჭირო, არფიციალურად რა თქმა უნდა. პარალელურად ჩვენი ციცქნა არავის ელაპარაკებოდა, კუთხეში გაფითრებული იჯდა და ყველაფრის ეშინოდა.
- სანამ ლუკა არ მოვიდა, არავის დავლაპარაკებივარ.
- თავიდან არც ჩემთან უნდოდა საუბარი, გაბრაზებულიც კი იყო ჩემზე, მაგრამ საერთო ენა გამოვნახეთ. თანამშრომლობაზე იმ პირობით დამთანხმდა, რომ ვეტყოდი როგორ გავტეხე მისი დაცვის სისტემა.
- პირობების წამოაყენა?
- ჰო და თან როგორი. - გაეცინა ბიჭს. - მთავარი სპეციალისტის საიდუმლო აინტერესებდა.
- დავიჯერო, ასე უბრალოდ დასთანხმდით.
- არა, ამ საკითხს არც არავინ განიხილავდა, სანამ აკაკის არ ვთხოვე, რომ დაგვხმარებოდა. თავიდანვე მივხვდი, რომ მისი ერთადერთი დანაშაული ამ საქმის სიყვარული იყო, ამიტომ მასზე პასუხისმგებლობა მე ავიღე, რომ არაფერს გააფუჭებდა და მას შემდეგ ჩემი მარჯვენა ხელია.
- რომ გაეფუჭებინა?
- მაშინ ორივეს დაგვიჭერდნენ. - თქვა გოგონამ. - ლუკას ეს რომ არ გაეკეთებინა, არ ვიცი როგორ დავასრულებდი. მან გადამარჩინა!
- მისი მშობლები უნდა გენახა, როცა სახლში მივუყვანე და გამოვუცხადე, ამის შემდეგ თქვენი ქალიშვილი ჩემთან იმუშავებს და ჩემი ზედამხედველობის ქვეშ იქნება-თქო. სანამ რამეს ავუხსნიდი, ყბებში მითავაზეს. - ანა-მარიას გაეცინა. - ეს საძაგელი ბავშვი ამაზე დღემდე იცინის.
- შენი ბრალი იყო. - გაეპასუხა გოგონა.
- კარგი ჰო, ალბათ სხვანაირად უნდა დამეწყო. - გაეცინა ლუკას.
- ახლა რას ამბობენ?
- ახლა მაშინაც კი მატანენ, როცა ვამბობ სახლში დარჩეს-თქო.
- გეყოფა, ასე არ არის. - გაბრაზდა გოგონა.
- კარგი პაწაწუნა, ნუ გაიბუტები.
სადილობას მორჩნენ, გოგონა კიდევ ცოტა ხანი დარჩა, მერე გამოაცხადა ჩემი წასვლის დროაო, ყველას დაემშვიდობა და წავიდა. მალე ლიზიც აწრიალდა:
- ჩვენც უნდა წავიდეთ, იქნებ მამა უკვე მოვიდა. დღეს ბევრი საქმე არ ჰქონდა სასამართლოში.
- როგორც შენ იტყვი! მე ხომ დაგპირდი, როგორც შენ გინდა-მეთქი?!
- როგორი საყვარელი ხარ!
- ნუ დამცინი პრინცესა, თორემ გადავიფიქრებ და ასეთი საყვარელი აღარ ვიქნები!
- კარგი რომეო, ასე ნუ ანებივრებ, თორემ ხომ ხედავ როგორ იქცევა. - თქვა ქალმა და გოგონა წინ გაიგდო. - მიდი, გამოადგი ფეხი!
საშობაო არდადეგები დასრულდა, სემესტრიც თითქმის მიიწურა და ახალდაქორწინებულების დაბრუნების დრო დადგა ტკბილი თვიდან. წინ სემესტრის ბოლო იყო და რთული გამოცდები ელოდათ, ამიტომ ლიზიმ წინასწარ მოიფიქრა, რომ როგორც კი ისინი ჩამოვიდოდნენ, მთელი კვირით წასულიყვნენ სადმე და ერთად გაევლოთ მზადება, რომ ანას და საბას დახმარებოდნენ გამოტოვებული მასალის სწრაფად გაცნობა-ათვისებაში. ლუკამ თავისი აგარაკი შესთავაზა, ადგილი საკმარისზე მეტია, რომ ყველას გვეყოსო და მართლაც, მეუღლეების ჩამოსვლიდან მეორე დღესვე მიადგნენ ლუკას, წავედითო.
- კარგი, ჯერ შემოდით. რამეს ხომ არ დალევთ?
- არა, გიოს დაველოდოთ და მაშინვე წავიდეთ. - თქვა ლიზიმ.
- დაველოდოთ. - თქვა ლუკამ და ახალდაქორწინებულ წყვილს გახედა. - აბა, როგორ დაისვეენთ? როგორია ოჯახური ცხოვრება?
- დიდად არაფერი შეცვლილა, - დაიმორცხვა ანამ. - ორივე ისეთივე ბავშვები ვართ, როგორებიც ვიყავით.
- ნუ ჩქარობ ანა, შეირგე. - თქვა ლიზიმ. - აბა რა გინდოდა?
- არა, არაფერი. - დაიბნა გოგონა. - მაინც ცოტა უცნაურია, ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ ვიქორწინეთ.
- მე ძალიანაც მჯერა, რავი. - გაიცინა საბამ.
- ანა, ერთი წუთი გამო რა. - დაუძახა ლიზიმ და გოგონები ოთახიდან გავიდნენ.
- თქვენკენ რა ხდება? - ჰკითხა საბამ.
- ჩვენ ისევ ისე ვემალებით ლიზის მამას. - უკმაყოფილოდ თქვა ბიჭმა.
- რა ვერ გაბედე შენც, რო გეთქვა?
- ლიზის არ უნდა, მე კი არ მინდა მას ვაწყენინო.
- ეგ ჰო, მაგრამ უკვე დროა! ხომ იცი, შემდეგი ჩემი მეჯვარე უნდა დაქორწინდეს.
- ვცდილობ ძმაო, ვცდილობ. - კარზე ზარის ხმა გაისმა.
- აი, გიოც მოვიდა. - თქვა ლუკამ. - წავალ გავაღებ.
- გამარჯობა ლუკა. - კარებში გიორგი იდგა ნინისთან ერთად. - მისმინე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები ნინიც რომ წამოვიდეს? ვუთხარი, პრობლემა არ იქნება-თქო.
- არ გრცხვენია გიორგი? გოგო ასე როგორ მოატყუე?
- რა? მე... მოვატყუე? - დაიბნა ბიჭი.
- ვხურობ ბიჭო, - გაიცინა ლუკამ და ნინის მიუბრუნდა. - შემოდით.
- წადი შენი! - გაბრაზდა გიორგი.
- ფრთხილად გიო, თორემ დარჩები! - გადაულაპარაკა ლუკამ.
როგორც კი ყველა შეიკრიბა, გზას გაუდგნენ და მალე ადგილზე იყვნენ. ადგილი, სადაც მთელი კვირა უნდა გაეტარებინათ, ყველას ძალიან მოეწონა. გიორგი ოთახებში წინ და უკან დადიოდა და ყველაფერს ხელს კიდებდა, გოგონები დასცინოდნენ.
- იცოდე, რამე რომ გააფუჭო, თავს წაგაცლი. - დაემუქრა ლუკა.
- კარგი ერთი. - დაიკრიჭა გიორგი.
- მართლა იზამს გიო, დედამისის სახლია და ყველაფერს უფრთხილდება. - აუხსნა ლიზიმ.
- ბოდიში ძმაო, არ ვიცოდი. - შერცხვა გიორგის. - შენ უბრალოდ მითხარი, რას შემიძლია შევეხო?
- ყველაფერს, მაგრამ არაფერი გააფუჭო, კარგი?
- შევთანხმდით!
მეგობრებმა ისადილეს და მაშინვე სამუშაო გეგმის შედგენა დაიწყეს. საქმე ბევრი ჰქონდათ და ერთ კვირაში ყველაფერი რომ მოესწროთ, გულმოდგინედ ემზადებოდნენ. დამრიგებლობა ლიზიმ ითავა, ამიტომ ყველაზე მეტი საქმე მას ჰქონდა, ყველაზე უსაქმური კი ლუკა იყო - თითქმის არ კითხულობდა და არც დიდად იყო ჩართული საგამოცდო სამზადისში. ნინი ამ წრეში ახალი იყო და ცდილობდა თავი ზედმეტად არ ეგრძნო, სხვების ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.
- გამოცდების ჩაბარებას არ აპირებ ლუკა? - ჰკითხა ერთხელ ლიზიმ.
- კი, რა თქმა უნდა, რატომ მეკითხები?
- კარგია და როგორ აპირებ?
- ოჰო, ცუდად გაქვს საქმე ძმაო. - თქვა საბამ და სავარძელზე მოხერხებულად მოკალათდა.
- ამიხსნით რა ხდება? - დაიბნა ლუკა.
- საერთოდ არაფერს კითხულობ, როგორ აპირებ სემესტრის დახურვას?
- მეგონა რამე დავაშავე. - ლუკამ შვებით ამოისუნთქა. - ნუ ღელავ პრინცესა, აუცილებლად ჩავაბარებ. ხომ იცი, ადვილად ვითვისებ, ბევრი კითხვა არ მჭირდება.
- დარწმუნებული ხარ?
- მშვიდად იყავი, არ შეგარცხვენ! - გაეთამაშა ბიჭი. ლიზიმ ბიჭს თავი მიანება და ისევ გოგონებს მიუბრუნდა.
- რაღაცეები გისწავლია. - უთხრა საბამ, როცა ლიზი წავიდა.
- აღარ იყო დრო?
- იყო, აბა რა. ახლა მხოლოდ მამამისის დაყოლიება გჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება.
- ახალი თქვი რამე საბა!
- საბა მართალია, - თქვა გიორგიმ. - უკვე დროა მაგ საქმეს მიხედო. ნუღარ გადადებთ, რას უნდა ელოდო?
- და შენკენ რა ხდება? - გამომცდელი ტონით ჰკითხა ლუკამ.
- რა უნდა ხდებოდეს? არაფერი!
- ეს გოგო აქ არაფრისთვის მოიყვანე?
- ნინი? ის კარგი გოგოა.
- გეთანხმები, ძალიან კარგი გოგოა. - თქვა ლუკამ, - მაგრამ ეგ პასუხი არ არის!
- არ ვიცი, მასთან თავს კარგად ვგრძნობ და... - ბიჭი უცებ გაჩუმდა, საბას გახედა და დაამატა. - ყველაფერი მავიწყდება, როცა მასთან ვარ!
- გასაგებია. - მიუხვდა ლუკა. - ძალიან კარგი ამბავია გიორგი.
- რა?
- რა და გილოცავ ძმაო, შეყვარებული ხარ!
- კარგი რა, შენ მაინც ნუ ამბობ მაგ სისულელეს.
- დამიჯერე, ეგრეა.
- დაუჯერე გიო, მაგას არ ეშლება! - დაუდასტურა საბამ.
- ჰო, არ ცდება. - გაიმეროდა ლუკამ და წამით ჩაფიქრდა.
- შენ რაღა გჭირს? - დაინტერესდა გიორგი. - ხომ ყველაფერი კარგად გაქვთ?
- რაღაც მინდა გკითხოთ...
- გისმენთ. - ინტერესით შეხედა საბამ.
- როგორ ფიქრობთ, ლიზის ვუყვარვარ?
- ხუმრობ? - გაუკვირდა გიორგის.
- შენ მაგას ჩვენ გვეკითხები ყოვლისმცოდნევ?
- კარგით რა, უბრალოდ მიანტერესებს გარედან როგორ ჩანს.
- რა თქმა უნდა, უყვარხარ! - თქვა საბამ, გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - რატომ გაგიჩნდა ეს კითხვა?
- ისე, უბრალოდ.
- მასში ეჭვი გეპარება?
- მასში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ თვითონ იცის რას გრძნობს ჩემს მიმართ.
- კარგი რა ძმაო, გოგოს უყვარხარ! ახლა ნუ გაჭედავ რა. - თქვა გიორგიმ და მხარზე ხელი დაჰკრა. - აქეთ გვაჩუმებ ხოლმე ეგეთ დროს, შენც იგივეს ნუ დაიწყებ.
- ჰო. - თქვა ლუკამ და ოთახიდან გავიდა.
კვირა შედეგიანი აღმოჩნდა, გამოცდები ყველამ ჩააბარა და სემესტრიც დაიხურა. ყველაზე მეტად საბას უხაროდა, რადგან ყველაზე შეშინებული სწორედ ის იყო და ყოველთვის, როცა ახსენდებოდა, რომ უნივერსიტეტის დასრულებამდე ერთადერთი ერთი სემესტრიღა რჩებოდა, სიხარულისგან ხტოდა. აი, ლუკას კი სულაც არ უხაროდა სასწავლებლის დასრულება, მომავალზე ღელავდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა იქნებოდა უკეთესი მისი და ლიზის მომავლისთვის.



№1 სტუმარი Magda

ძალიან ძალიან ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent